საზოგადოებრივი
104.5 FM
ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 11:03:00
ჭიათურის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის, თანამედროვე და ახალი სისტემის მშენებლობა, უახლოეს პერიოდში დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი 38 მილიონ ლარამდე აფინანსებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან ერთად გაეცნო.ქალაქში არსებული, ცენტრალური სატუმბი სადგური წლებია რეაბილიტაციას საჭიროებდა. მოძველებული და ამორტიზებული წყლის ინფრასტრუქტურის გამო, ჭიათურას წყალი პერიოდულად, შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოები ითვალისწინებს, სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობას, მოეწყობა ჭაბურღილები და მაგისტრალური ქსელები.პროექტი 2019 წელს დასრულდება, რომლის შემდეგ ჭიათურის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
წაკითხვა
თიანეთის მუნიციპალიტეტში ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 12:16:00
თიანეთის მუნიციპალიტეტში ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გაიწმინდა მდინარე აძიძის კალაპოტი და მისი შენაკადები. წლის ბოლომდე დაგეგმილია 10-12 კილომეტრის გაწმენდა. პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, თიანეთის მუნიციპალიტეტის 14 სოფლის მოსახლეობა 3 000 ჰექტარი მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
წაკითხვა
სოზარ სუბარი ხონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 12:15:00
ხონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი. სოზარ სუბარმა ოჯახს მეათე შვილის შეძენა მიულოცა. უწყებისაგან მათ ბინა საკუთრებაში გადაეცათ. სოციალურად დაუცველების დახმარების სურვილი კერძო კომპანიებმაც გამოთქვეს. ოჯახს მიკროავტობუსი და 1 000 ლიტრი საწვავის ვაუჩერი აჩუქეს. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ხონის ე. წ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. გეგმის მიხედვით, უახლოეს მომავალში ჩასახლების სრული გაზიფიცირებაც იგეგმება.  
წაკითხვა
თელავის თეატრის სცენაზე, სპექტაკლში "საბრალდებო დასკვნა", ტიგრან გულოიანის როლი ტრისტან სარალიძემ შეასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 15:17:00
პირველად თელავის თეატრის ისტორიაში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში, ,,საბრალდებო დასკვნა" ტიგრან გულოიანის როლი, რუსთაველის თეატრის მსახიობმა ტრისტან სარალიძემ შეასრულა, რომელიც ორ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, სპეციალურად მიიწვიეს. სპექტაკლი თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა.
წაკითხვა
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 14:33:00
მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. მესტიის რაიონის ყველა სოფლიდან, მათ შორის, უშგულიდან 50-მდე მეექვსე კლასელმა, რეგისტრაცია უკვე გაიარა.შესარჩევი კონკურსი ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში უკვე ჩატარდა. შემდეგი შესარჩევი კონკურსი ონში გაიმართება.„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" ამერიკული კომპანია „მეტრო გოლდენ მაიერის" პროექტია, რომელიც 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
წაკითხვა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში სპეციალური კომისია მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 12:21:00
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, შემთხვევის ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. მინდელის სახელობის შახტში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მათი გადაწყვეტილებით, ადგილზე მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა, რადგან სამთო მასის ჩამოშლა მიმდინარეობს. შესაბამისად, გაიცა განკარგულება, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდეს. ვიდრე ადგილი სრულყოფილად არ დათვალიერდება, შემთხვევის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ. გარდა ამისა, შესასწავლია დოკუმენტაცია.„პერიოდულად მიმდინარეობს შემოწმება, ექვს თვეში ერთხელ ან არაგეგმურად. უბედური შემთხვევების დროს, ტექნიკური ხარვეზები ხშირად არის, თუმცა კრიტიკული შეუსაბამობები იშვიათად. ძირითადად, არის პირველი ან მეორე ხარისხის არსებითი შეუსაბამობები“, - განუცხადა პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ.ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დავით ფორჩხიძე გუშინ დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.კომპანიამ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ გუშინ განცხადება გაავრცელა. კომპანიამ მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
წაკითხვა
ტყიბულის შახტში სპეციალური კომისია მუშაობს - რა დეტალები გახდა ცნობილი მომხდართან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 12:05:00
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ამ წუთებში სპეციალური კომისია მუშაობს. კომისიის წევრები შემთხვევის ადგილს სწავლობენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გარდაცვლილი მეშახტის ოჯახი უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევაზე მიუთითებს. "მოამბის" ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ტყიბულიდან -  რა ახალი დეტალებია ცნობილი მომხდარის შესახებ, რა განცხადებები გაკეთდა ამ დროისთვის.
წაკითხვა
ტყიბულის შახტში გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს და გამოძიების დასრულებას ელოდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 11:15:00
ტყიბულის შახტში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან. მათ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.დაღუპულის მეუღლე მაია ფორჩხიძე პირველ არხთან საუბრისას ამბობს, რომ მისი მეუღლე შახტაში წამყვან სპეციალისტად ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა. ოჯახი უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო, დაზღვეული არავინ არის.გარდაცვლილის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ, რადგან დავით ფორჩხიძეს სამი შვილი დარჩა, მეშახტე ოჯახის ძირითადი მარჩენალი იყო.ოჯახს უკვე შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დავით ფორჩხიძე გუშინ დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.კომპანიამ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ გუშინ განცხადება გაავრცელა. კომპანიამ მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
წაკითხვა
დაკავება აფხაზეთში - პროვოკაციული გზავნილი დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან და მწვავე რეაქცია ოფიციალურ თბილისში
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:30:00
აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან მორიგი პროვოკაციული გზავნილი ისმის. ოკუპირებულ რეგიონში არალეგალების ჯგუფია დაკავებული. არაღიარებული ხელისუფლების მტკიცებით, ეგვიპტის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეები თბილისიდან სოხუმის გავლით ევროპის ქვეყნებში შეღწევას ცდილობდნენ. ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების განცხადებებს მწვავე რეაქცია მოჰყვა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ოფიციალური თბილისი დე-ფაქტო რეჟიმს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და იმ გარემოებებზე მიუთითებს, რაც თვითაღიარებული ხელისუფლების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. 
წაკითხვა
"ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" - ზუგდიდში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 15:00:00
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტში პირველი არხის ახალი პროექტის " ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" მონაწილეთა შერჩევა მიმდინარეობს. სამეგრელოს ყველა რაიონის 300-ზე მეტმა მეექვსეკლასელმა უკვე გაიარა რეგისტრაცია. შესარჩევი კონკურსი ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში უკვე ჩატარდა. შერჩევა ხვალ მესტიაში გაიმართება."ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი" ამერიკული კომპანია "მეტრო გოლდენ მაიერის" პროექტია, რომელიც 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
წაკითხვა
კახეთის რეგიონს პირუტყვის გადასარეკი ტრასების ბიოუსაფრთხოების პუნქტები მოემსახურება
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 12:20:00
კახეთის რეგიონს გადასარეკი ტრასების ბიოუსაფრთხოების სამი პუნქტი მოემსახურება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი ყვარელში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა. ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის მთავარი მიზანია გადასარეკ ტრასებზე დაავადებული პირუტყვის გადაადგილებისა და, შესაბამისად, ინფექციების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილება.  
წაკითხვა
წეროვანში სოციალური საწარმო „იკორთა“ გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 12:18:00
 წეროვანში სოციალური საწარმო გაიხსნა. საწარმო „იკორთა“  სპორტის    სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ   დაფინანსდა. პროექტის მიზანს მინანქრის საწარმოს ეკონომიკური გაძლიერება, დევნილი ახალგაზრდების პროფესიული გადამზადება და დასაქმება წარმოადგენდა. დაფინანსების შედეგად, საწარმო საჭირო ტექნიკითა და ნედლეულით აღიჭურვა.     პროექტის ფარგლებში, „იკორთას“ მიერ ბრენდირებული 4 პატარა და 5 დიდი ვიტრინა თბილისისა და მცხეთის სხვადასხვა სასუვენირო მაღაზიებში განთავსდება.
წაკითხვა
ახმეტაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40-წლამდე მამაკაცი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 19:09:00
ახმეტაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს "ვოლვოსა" და "მერსედესის" მარკის ავტომანაქნები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად "ვოლვოს" ავტომანქანის მძღოლმა დაზიანებები  მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახმეტის რაიონულ საავმყოფოში გადაიყვანა. 40-წლამდე მამაკაცს ტრავმები თავის არეში აქვს მიღებული. ექიმების თქმით, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პაციენტის თბილისში მაღალი ტექნოლოგიების საუნივერისტეტო კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს. შსს-ს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
წაკითხვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდნენ
განახლებულია: 2017-10-26 18:25:00
თხილის ბაღის გაშენების და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიები, დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები, ასევე, თხილის სექტორში არსებული ვითარება იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს და  სამეგრელოს მოსახლეობის შეხვედრის თემა. საუბარი სახელმწიფო პროგრამებსა და საექსპორტო პოტენციალსაც შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან, აზიურ ფაროსანასთან, ბრძოლის ღონისძიებებს, მათ შორის, პრეპარატების სწორად გამოყენების საკითხებს დაეთმო. 
წაკითხვა
სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 15:48:00
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთ ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა და მიღებული ჭრილობის შედეგად, მეორე ჯარისკაცი დაიღუპა. ჯარისკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში შეყვანის მომენტში ის უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარი ფაქტი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 
წაკითხვა
ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივარს განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 15:11:00
ფოთში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლის, მ.ა-ს მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა და რომლის ავტორი „სამართლიანი არჩევნებია“. „უახლოესი ორი დღის განმავლობაში ეს წერილი არ განიხილება, ჯერ უნდა დასრულდეს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და ამის შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.
წაკითხვა
საქართველოში 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 15:03:00
საქართველოში  3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:24 საათზე, ქალაქ სოხუმთან, სოფელ კელასურთან დაფიქსირდა.შექმნა თუ არა მიწისძვრამ პრობლემები,  ამ დროისთვის უცნობია.
წაკითხვა
ზურაბ ალავიძე საჩხერის სოფლებში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 12:22:00
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებს სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნებათ. ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საჩხერის სოფლებში - საირხესა და ჭორვილაში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა 10 მილიონი ლარი გამოყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
წაკითხვა
„ლეიბორისტული პარტია“ ქუთაისში, არჩევნებზე დაწერილი საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 12:18:00
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საჩივრების განხილვა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ლეიბორისტული პარტიის მერობის ყოფილი კანდიდატი მისი წარმომადგენლის მიერ დაწერილი საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს. სამსონ გუგავას თქმით, 87-ე უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პროპორციული სიის ორი ზედმეტი ბიულეტენი გასცა, შესწორების ოქმი კი მეორე დღეს დაიწერა. ლეიბორისტული პარტია უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვს. კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ფაქტზე ახსნა-განმარტება მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაიწერა და შესწორების ოქმის მეორე დღეს შედგენა დარღვევა არ არის. კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა. სულ 40 საჩივარი შევიდა საოლქოში, ბოლო სხდომაზე კომისიამ 18 საჩივარი განიხილა.
წაკითხვა
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ქალაქ ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღში სპეციალური ჯგუფი იხსნება
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 15:00:00
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა“ ქალაქ ზუგდიდში №15 საბავშვო ბაღის ბაზაზე სპეციალური ჯგუფი იხსნება. სპეციალური ჯგუფი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაიხსნება.საქართველოს მასშტაბით, ქალაქი ზუგდიდი პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც აღნიშნული სახის პროექტის განხორციელება დაიწყო.ჯგუფი გათვლილია რვა აღსაზრდელზე. ჯგუფის მუშაობას გაუძღვებიან ბაღის მასწავლებლები და სპეცმასწავლებლები, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი და გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია. სპეციალური ჯგუფი ფუნქციონირებას 1 ნოემბრიდან შეუდგება.
წაკითხვა