საზოგადოებრივი
104.5 FM
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ორი თვის განმავლობაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 10:06:00
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 20 პირი ამხილეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს. პოლიციამ ადიგენში, ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროები, ასევე, ავტომანქანები დალუქა.ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).
წაკითხვა
გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე იატაკის ჩავარდნის შედეგად 51 წლის ქალი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 14:23:00
გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე იატაკის ჩავარდნის შედეგად 51 წლის ქალი დაშავდა.ქალი ოთხი მეტრის სიმაღლიდან მაშინ ჩამოვარდა, როდესაც სათავსოდან ოთახში შეშა შეჰქონდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით და მოტეხილობებით დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჰოსპიტალში გადაიყვანა.ბარაკის ტიპის კორპუსი, რომელშიც ამ ქალის გარდა კიდევ შვიდი ოჯახი ცხოვრობს, ხელისუფლებისგან ბინის რეაბილიტაციას წლების განმავლობაში ითხოვდა.
წაკითხვა
ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 12:46:00
მომავალი წლიდან, ხერთვისის ციხესიმაგრის დამთვალიერებლებს, კომპლექსის მიმდებარედ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე  ციხესთან მისასვლელ გზაზე იგება ქვაფენილი, ასევე  ხდება ვიზიტორთა ცენტრის შენობის მოპირკეთება და გალავნის რეაბილიტაცია.  ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მიმდინარე სამუშაოების ხარისხი ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილზე შეამოწმა.
წაკითხვა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 22:50:00
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა.პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, 32 საჩივარი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან იყო დაწერილი და ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.საჩივრის ავტორები კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ.საოლქო საარჩევნო კომისიამ შვიდი საჩივარი დააკმაყოფილა.
წაკითხვა
ფოთში ოპოზიციური პარტიები 31-ე უბნის შედეგების გაბათილებასა და გაუქმებული ბიულეტენების თავიდან დათვლას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:17:00
ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, საჩივრების განხილვის პარალურად, საპროტესტო აქციას მართავენ ოპოზიციური პარტიები. ისინი 31-ე უბნის შედეგების გაბათილებასა და გაუქმებული ბიულეტენების თავიდან დათვლას ითხოვენ. ,,ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისია გამოიჩენს ობიექტურობას და დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას", - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძე. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.
წაკითხვა
ბათუმის საარჩევნო ოლქში საჩივრების განხილვა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:08:00
ცხრა საჩივარი დაიწერა კენჭისყრის დღეს ბათუმის საარჩევნო ოლქში. მათი განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საჩივრების უმეტესობა განუხილველი დარჩა. მათ შორის არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაწერილი საჩივარიც, რის გამოც, საია გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მერაბ წულუკიძე თემის დეტალებით. 
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიებმა მარნეულში საჩივრების განხილვა დაიწყეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:04:00
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაიწყეს. ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს მარნეულში. კენჭისყრის დღეს ოლქში სულ 32 საჩივარი დაიწერა. საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ მათი ძირითადი ნაწილი პროცედურული ხასიათის არის და შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. მარნეულში რუსუდან ლოლაძე მუშაობს. 
წაკითხვა
საჩხერეში ახალი სამუსიკო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 12:23:00
საჩხერელებს დღეიდან ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა მოემსახურება. სკოლა 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც იმუშავებს ცეკვისა და ფოლკლორის ანსამბლები, ასევე სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი. ახალი სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად გახსნა. აღსაზრდელებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, პარალელურად მოეწყო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. შენობა 90-იან წლებში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, რის გამოც შეუძლებელი გახდა სკოლის აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირება. სამუსიკო და სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებს წლების განმავლობაში სხვადასხვა შენობაში უწევდათ სიარული. საჩხერეში ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა, აღნიშნული სკოლის მშენებლობაა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ერთ მილიონ ლარამდე შეადგინა.
წაკითხვა
ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ აქცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 12:19:00
ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ და ფოთის 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 31-ე უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ყუთში 100-მდე ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც ადრესატი აბსურდულს უწოდებს. ოპოზიციის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყონებლივ რეაგირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი სალომე როდონაია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 
წაკითხვა
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 10:38:00
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დღეს დილით დაიწყო. საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 საჩივარია შესული. „საჩივრების უმეტესობა არის პროცედურული ხასიათის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განხილვის შემდეგ, არჩევნების არსებული შედეგი არ შეიცვლება“, - განაცხადა პირველ არხთან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საჩივრების განხილვა ორ დღეს გაგრძელდება.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენის კომისიამ ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები შეისწავლა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 10:25:00
ბორჯომის ხეობაში აგვისტოს თვეში ნახანძრალ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის კომისიამ საველე გასვლა განახორციელა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიამ ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები შეისწავლა და დაადგინა, 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძრით მოცული ტერიტორიის ზუსტი ფართობი დაზიანების კატეგორიების მიხედვით, არსებული ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა ნაკვეთების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული განადგურებული ფლორა/ფაუნა და მიყენებული ზიანი. შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება დასკვნები და რეკომენდაციები ნახანძრალ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის დაწყების პროცესებზე, განსახორციელებელი ღონისძიებების ვადებსა და პერიოდზე. ეროვნული სატყეო სააგენტოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით სექტემბერ-ოქტომბერში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე წინასწარი შეფასებებიც განხორციელდა. კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებიც შედიან. ბორჯომის ხეობაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაჩნდა, ხანძრის ქრობის პროცესი ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰა-ს შეადგენს, საიდანაც 525 ჰა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნების შედეგები - როგორ გადანაწილდა ამომრჩევლის ნება რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 20:33:00
წინასწარი მონაცემებით 64 თვითმმართველი ერთეულიდან 58-ში გამარჯვება ქართულმა ოცნებამ მოიპოვა. არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს 5 თემსა და ერთ თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში.სად, როგორ გადანაწილდა ამომრჩევლის ნება რეგიონებში - ქეთი ბერაიას სიუჟეტი. 
წაკითხვა
თელავის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი შოთა ნაკრელიშვილი 54.78%-ით ლიდერობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 11:28:00
თელავის ოლქში ყველა, 54-ვე საარჩევნო უბნის შედეგებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ კანდიდატი შოთა ნაკრელიშვილი 54.78%-ით ლიდერობს. მისმა ოპონენტმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველმა ხმათა 27.71% მიიღო. ლაფანყურის საარჩევნო უბნიდან გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულ ოქმთან დაკავშირებით განმარტებები თელავის ოლქში დღეს დილით გაკეთდა. თელავის N 17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმის ასლი უბანზე არსებობდა და გაუგებრობა მალევე დასრულდა. კალმახელიძის თქმით, აღნიშნული გარემოება უბნის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
წაკითხვა
ბათუმში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა, პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 10:30:00
ბათუმში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია.  მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
სამთავისის N28 საარჩევნო უბანზე რამდენიმე საათში ორი სხვადასხვა ოქმი დაიწერა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 07:09:00
სამთავისის N28 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი ხმაურით წარიმართა. შემაჯამებელი ოქმი უბანზე მხოლოდ გამთენიისას, უბანზე საოლქო კომისიის წევრების მისვლის შემდეგ შედგა. რამდენიმე საათში უბანზეორი სხვადასხვა ოქმი დაიწერა, რაც თავად საარჩევნო უბნის წევრებისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა. საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს არსებულ დარღვევებზე საუბრობენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯაბანაშვილის მხარდამჭერები და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. ხმის დათვლის დროს გამოვლენილ უზუსტობას სხვადასხვაგვარ ხსნის საარჩევნო უბნის თავჯდომარე და 30-ე საოლქო კომისიის წევრი. „რამდენიმე ამომრჩეველმა ალბათ ბიულეტენები გაიტანა საარჩევნო უბნიდან, იმიტომ დაჯდა რამდენიმე ბიულეტენის ნაკლებობით. არანაირი კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ერთადერთი დროში გაიწელა ეს პროცესი, რადგან ინერვიულეს იმაზე თუ სად წავიდა ბიულეტენები და დიდხანს მოანდომეს დოკუმენტაციის დალუქვას. თუ რამდენიმე ბიულეტენით ნაკლები აღმოჩნდება ეს არ არის კანონდარღვევა“ - აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი თეონა ონიანი. სხვა ვერსიას ყვება საარჩევნო უბნის თავმჯდომარე. ლეილა მჭედელაძე აცხადებს, რომ ოქმი საოლქო კომისიის წევრების ჩარევის შემდეგ შედგა.„სამი ბიულეტენი იყო სადაო, ამაში ჩაერია წარმომადგენლები კასპიდან. კომისიის გადაწყვეტილებით ორი ბიულეტენი გაგვეუქმებინა და ერთი ბათილში გაგვეშვა. ბიულეტენები არსად გამქრალა, ადგილზე იყო და არ ჩათვალეს. მე რა უფლება მქონდა, როგორც გადაწყვიტა კასპის ოლქმა, ისე გადავწყვიტე მე“ - აცხადებს ის. უბანზე რეგისტრირებული 715 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 426 ამომრჩეველმა მიიღო. ოქმში შეტანილი მონაცემების მიხედვით, ერთი ხმით გაიმარჯვა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო უზნაძემ. დარღვევებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნები“ საჩივარს დაწერას გეგმავს.
წაკითხვა
კასპში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 03:12:00
კასპის 30-ე საარჩევნო ოლქის N28 საარჩევნო უბანთან, სადაც ხმებს ითვლიან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯაბანაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი უბანზე არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით უბანზე რამდენიმე ხმით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს ლადო უზნაძეს „ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა მალხაზ ჯაბანაშვილმა არჩევნები რამდენიმე ხმით მოიგო. მოგვიანებით კი, საარჩევნო უბანზე ხმების ხელახლა დათვლა დაიწყო. უბანთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
წაკითხვა
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - რამდენიმე უბანზე შუქი ჩაქრა, თუმცა სანთლები წინასწარვე იყო დარიგებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 00:17:00
ფოთში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ოპოზიცური პარტიები ამ ფაქტს მიზანმიმართულს უწოდებენ. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონია ფაქტს ადასტურებს. „რამდენიმე უბანზე მართლაც ჩაქრა შუქი, თუმცა ყველა უბანში წინასწარვე დარიგებული იყო სანთლები. ამიტომაც, არჩევნების პროცესი არ შეწყვეტილა და დათვლის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“ - განაცხადა მან.
წაკითხვა
ფოთში, საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 23:07:00
ფოთის 31-ე საარჩევნო უბანზე მომხდართან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატებმა პროტესტის ნიშნად აღნიშნული უბნიდან კომისიის წევრები გამოითხოვეს. პროტესტს უერთდება „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“, თუმცა ისინი წარმომადგენლებს აღნიშნულ უბანზე ტოვებენ.„ჩემი კომისიის წევრმა უბანზე დააფიქსირა კანონდარღვევა, ის, რომ ბიულეტენებს ყრიდა კომისიის თავმჯდომარე. ტოტალურად გაყალბდა და მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი დამკვირვებლები დატოვებენ უბანს, რადგან აქ ხმების დაცვას უკვე აზრი არა აქვს“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა.ფოთში, საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მას ხუთი ოპოზიციური პარტია მართავს.„სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება და ბათილად გამოაცხადეთ 31-ე უბნის შედეგი“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.
წაკითხვა
ფოთში ამომრჩევლის აქტივობამ 45 პროცენტი შეადგინა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 22:46:00
ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში 18 578-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45%-ს შეადგენს. ამ დროისთვის, საოლქო კომისიაში 5 საჩივარი შევიდა. „საჩივრები კენჭისყრის პროცედურულ დარღვევებს ეხება. მას შემდგომ საოლქო კომისია განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“- განცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ სალომე როდონაიამ.
წაკითხვა
როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი ფოთსა და გურიაში
განახლებულია: 2017-10-21 21:43:00
როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი ფოთსა და გურიაში - დეტალებს თეა აბსარიძე განავრცობს. 
წაკითხვა