საზოგადოებრივი
104.5 FM
სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 21:36:00
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფება პარლამენტის წევრი სერგო რატიანი და "ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმამედ იმამკულიევი. ასევე ადგილზე არის მარნეულის გამგებელი თამაზ ნავერიანი. როგორც “ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანზე კანონმდებლობით 18:00 საათზე უნდა მიეტანათ, თუმცა  კომისიის წევრებმა ყუთი 19:00 საათის შემდეგ მიიტანეს. სიტყვიერი დაპირისპირება იყო აჰმედ იმამკულევსა და თამაზ ნავერიანს შორის. ნავერიანმა იმამკულევს პროვოკატორი უწოდა და არჩევნების ხელოვნურად დაძაბვაში დაადანაშაულა.  სერგო რატიანის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. 
წაკითხვა
თვითმმართველობა 2017 - ბოლო მონაცემები ბათუმიდან
განახლებულია: 2017-10-21 21:25:00
დღის განმავლობაში მშვიდად მიმდინარეობდა არჩევნები აჭარაში. ბათუმში მერობისთვის ცხრა პოლიტიკური სუბიექტის კანდიდატი, საკრებულოს მანდატებისთვის კი ჯამში 14 პარტია იბრძვის.  ბოლო მონაცემებით ბათუმიდან მერაბ წულუკიძე.
წაკითხვა
სამცხე-ჯავახეთში მაღალი აქტივობაა - ასპინძის ოლქში ერთი საჩივარი დაიწერა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 18:35:00
მაღალი აქტივობა და მშვიდი ვითარებაა სამცხე-ჯავახეთში. ასპინძის ოლქში ერთი საჩივარია დაწერილი. საკუთარი არჩევანი უბნებზე უკვე დააფიქსირეს კანდიდატებმა. რა ვითარებაა ასპინძაში - ეთა მამალაშვილი განავრცობს თემას. 
წაკითხვა
ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში ხმაური იყო
განახლებულია: 2017-10-21 18:32:00
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში. ამის მიზეზი 83 წლის ქალის პროტესტი გახდა. მას გადაადგილების პრობლემა აქვს. გადასატანი ყუთი კი მოქალაქეს სახლში არ მიუტანეს. თეა აბსარიძე იმყოფება სოფელ ნასაკირალში.
წაკითხვა
ფოთის #34-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 18:08:00
ფოთის #34-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის თავმჯდომარემ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა მას დარღვევაზე მიუთითა.„დილიდან შევამჩნიე, რომ მარკირების ფარანი არ იყო მწყობრში, ვთქვი ამის შესახებ. შეცვალეს ელემენტები, მაგრამ გამართულად მაინც არ იმუშავა. კომისიის თავმჯდომარეს მოვთხოვე ეცნობებინა საოლქოსთვის და შეეცვალა ფარანი, თუმცა ყურად არ იღო. მას შემდეგ რაც სხვებთანაც არ დაფიქსირდა მარკირების კვალი და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე, დამატოვებინა უბანი. საჩივარი დავწერე, მაგრამ არ მიიღეს“, - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თეა ქაჯაიამ.#34-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ზაირა ომანაძის თქმით, თეა ქაჯაია დილიდანვე არასწორად ერთვებოდა კომისიის მუშაობაში, რის გამოც მას შენიშვნა არაერთხელ მისცა.ამჟამად უბანში არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
წაკითხვა
ბოლნისში საარჩევნო პროცესი ​დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 17:38:00
ბოლნისში საარჩევნო პროცესი ​დარღვევების გარეშე გრძელდება. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ადგილზე თამარ გოგესაშვილი მუშაობს. 
წაკითხვა
სამეგრელოში ოპოზიცია გადასატანი ყუთის ბათილად ცნობას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 17:25:00
დარღვევებზე საუბრობენ ოპოზიცის წარმომადგენლები სამეგრელოში. #67 ოლქის 46-ე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები გადასატანი ყუთის ბათილად ცნობას ითხოვენ. ამავე უბანზე დაფიქსირდა მცირე ინციდენტი. ნოდარ ჩაჩუა თემის დეტალებით.
წაკითხვა
შსს თეთრიწყაროში, საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 17:07:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ოქტომბერს, თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს.„ბმვ“-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია. კერძოდ, უკუსვლით მოძრაობისას ის შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას შეეჯახა. აღნიშნული ავტომანქანით შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია საარჩევნო უბნის პერიმეტრზე განლაგებული საპოლიციო ძალების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის გადაცდომას.ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის ბრალეულობა ადგილზე ჩატარებული შესაბამისი მოქმედებებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 250 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. 
წაკითხვა
მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 17:04:00
მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული. კადრების გადაღება მოამბის გადამღებმა ჯგუფმა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით მიიღეს. ხმის მიცემის პროცესი დღის მანძილზე მცირე ინცინდეტების ფონზე მიმდინარეობს. რუსუდან ლოლაძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
ოპოზიცია ქუთაისში მასშტაბურ დარღვევებზე საუბრობს
განახლებულია: 2017-10-21 16:34:00
მასშტაბურ დარღვევებზე საუბრობს ქუთაისში ქალაქის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან. გრიგოლ ვაშაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. 59-ე საარჩევნო ოლქში 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 124 საარჩევნო უბანი. მოქალაქეთა აქტივობისა და დარღვევების შესახებ გაკეთებული განცხადებების შესახებ ირმა ჭოლაძე გვიერთვება პირდაპირ ეთერში. 
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში, არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
განახლებულია: 2017-10-21 16:32:00
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა აჭარის ტერიტორიაზე. ხუთ საარჩევნო ოლქში გახსნილია 294 საარჩევნო უბანი. აჭარის ტერიტორიაზე საერთო ჯამში რეგისტრირებულია 278 878 ამომრჩეველი. განსაკუთრებულ დარღვევებზე საუბრობენ რეგიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. თუმცა, დამკვირვებლებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების განცხადებით, გადაცდომები უმნიშვნელოა და არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.მერაბ წულუკიძე თემის დეტალებით. 
წაკითხვა
როგორია ამომრჩეველთა აქტივობა ახალქალაქში
განახლებულია: 2017-10-21 16:29:00
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურები ახალქალაქში.გახსნილია 70 საარჩევნო უბანი, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 38  239 ამომრჩეველი. ახალქალაქში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს მერობის კანდიდატებმა. მოქალაქეთა აქტივობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ახალქალაქიდან მარიამ ბერძენიშვილი მოგვაწვდის. 
წაკითხვა
შსს-ში აცხადებენ, რომ მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალები პრევენციის მიზნით იმყოფებიან [ფოტოები, ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 16:09:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცავების დამატებითი რაოდენობის მობილიზება მარნეულში პრევენციის მიზნით მოხდა.მარნეულში დღეს მცირე დაპირისპირება იყო 42-ე საარჩევნო უბანზე. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთმანეთს დამკვირვებელი და საუბნო კომისიის წევრი დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება იყო მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალიში, 58-ე საარჩევნო უბანზე. 
წაკითხვა
გურიაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
განახლებულია: 2017-10-21 15:32:00
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები გურიაში. მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი ოზურგეთში, № 56 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირები ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა. დეტალებს თეა აბსარიძე გაგვაცნობს. 
წაკითხვა
პანკისის ხეობის სოფლებში არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს
განახლებულია: 2017-10-21 15:28:00
ახმეტის №18 საარჩევნო ოლქში შემავალ პანკისის ხეობის სოფლებში არჩევნები მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. სულ გახსნილია ხუთი საარჩევნო უბანი. მოსახლეობა საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად დილიდან მიდის. ჟანა დიდებაშვილს ჩავრთავთ სოფელ ჯოყოლოდან. 
წაკითხვა
ოპოზიცია: ახალციხეში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს
განახლებულია: 2017-10-21 14:33:00
ახალციხის ერთ-ერთ სოფელში ევროპული საქართველოს დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განმარტებით, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. რას პასუხობს მას კომისიის თავმჯდომარე, დეტალებს ეთა მამალაშვილი გაგვაცნობს ახალციხიდან. 
წაკითხვა
ოპოზიციური პარტიები სამეგრელოში მოსყიდვის და დაშინების ფაქტებზე საუბრობენ
განახლებულია: 2017-10-21 14:25:00
სამეგრელოში დარღვევებზე მიუთითებენ ოპოზიციური პარტიები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდვის და დაშინების ფაქტებს მმართველი ძალის მხრიდან. სამეგრელოში ხმა უკვე მისცეს პოლიტიკური პარტიების მერობის კანდიდატებმა. რა ვითარებაა რეგიონში, ნოდარ ჩაჩუა განავრცობს თემას.
წაკითხვა
ქუთაისში, საოლქო საარჩევნო კომისიაში ექვსი საჩივარი შევიდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 13:38:00
სერიოზული სახის დარღვევები არც ქუთაისში დაფიქსირებულა. საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ 6 საჩივარი შევიდა. დარეგისტრირებული ამომრჩევლის 13 %-მა უკვე გააკეთა არჩევანი. ირმა ჭოლაძე თემის დეტალებით. 
წაკითხვა
აჭარაში პროცედურული დარღვევები გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 13:36:00
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები აჭარაში. საჩივრები, რომლებიც საოლქო კომისიაში შევიდა, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხება. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ იმატა. ხმა უკვე მისცეს ბათუმის მერობის კანდიდატების უმეტესობამ. მერაბ წულუკიძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
გურჯაანში ამომრჩეველთა აქტივობა გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 12:34:00
გურჯაანში ამომრჩეველთა აქტივობამ იმატა. აქ სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი - ნიკა მუკბანიანი გვიერთდება გურჯაანიდან.
წაკითხვა