საზოგადოებრივი
104.5 FM
მენინგიტის ახალი შემთხვევა ზუგდიდში
გამოქვეყნებულია: 2008-12-24 12:50:17
ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს ჩხოროწყუს რაიონის დაბა ჩხოროწყუს მკვიდრი 55 წლის გულნარა ნაჭყებია. ჩატარებული კვლევის შედეგად მას დიპლოკოკური მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის კომაშია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს ზუგდიდში მენინგიტის უკვე მეორე შემთხვევაა.
წაკითხვა
გორის ერთ-ერთ ცენტრალურ ხიდზე მოძრაობა შეწყდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-24 10:04:32
გორის რაიონში არსებულ ერთ-ერთ ცენტრალურ ხიდზე მოძრაობა დღეს დილიდან შეწყდება. ხიდი ქალაქის მოსახლეობას ე.წ. რკინიგზის დასახლებასთან აკავშირებს. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, აგვისტოს ომის დროს ხიდზე მძიმე სამხედრო ტექნიკა მოძრაობდა, რის გამოც საყრდენი ბოძები დაზიანდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხიდზე მომდევნო კვირიდან დაიწყება და ერთ თვეში დასრულდება, მანამდე კი მოსახლეობას გორთან დაკავშირება ქარელისა და კასპის გავლით მოუწევს.
წაკითხვა
ლევან ვარშალომიძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-17 17:23:21
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 23 ბიზნესმენთან ერთად ლევან ვარშალომიძემ ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბათუმში რამდენიმე ობიექტის მშენებლობა შეჩერდა, ვარშალომიძის თქმით, აჭარის მთავრობის პრიორიტეტი და მოთხოვნა არის ის, რომ არ დავარდეს მშენებლობების ტემპი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პროცესი გაგრძელდეს. ვარშალომიძე ქალაქის მერიასთან ერთად ბიზნესმენებს დაჰპირდა, რომ ბანკებში სესხების გამოსატანად შუამდგომლობას გაუწევს.
წაკითხვა
საჩხერეში პროკურატურის შენობა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2008-12-14 16:28:14
საჩხერეში რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა. შენობა თანამედროვე საოფისე ინვენტარითა და კომპიუტერული ტექნიკითაა აღჭურვილი. მასში საჩხერის გარდა, ჭიათურის რაიონული პროკურატურაც განთავსდება. ახალი შენობა გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ გახსნა.
წაკითხვა
ხელვაჩაურში განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები ტარდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-14 16:26:05
ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები ტარდება. კენჭს იყრის სამი კანდიდატი: "ქრისტიან-დემოკრატებიდან" – ზაზა შაშიკაძე, "ქართული დასიდან" – თამარ კვაჭანტირაძე და "კომუნისტური პარტიიდან" – მერაბ სურმანიძე. განმეორებითი არჩევნების ჩატარება ხელვაჩაურის ოლქში წინა არჩევნებზე დიდი რაოდენობით სამართალდარღვევებმა განაპირობა.
წაკითხვა
ფოთში მოლდავეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 12:29:19
ფოთში სოხუმიდან შემოსული მოლდავეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი ”მეტკა” დააკავეს. გემი 10-დან 20 ნოემბრის ჩათვლით სოხუმის პორტში იდგა. მას საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის უკანონოდ გადაკვეთა ედება ბრალად. გემი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციათა მართვის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ამ დროისათვის ის ფოთის პორტში გადაჰყავთ, პარალელურად, შემდგომი კონფისკაციის მიზნით, გემის დაყადაღების პროცესიც მიმდინარეობს.
წაკითხვა
ხანძარი ყვარლის ტყის მასივში
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 12:54:45
ხანძარია ყვარლის ტყის მასივში. ძლიერი ნისლის გამო წუხელ მისი ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ხანძრის ლოკალიზებას დღეს დილიდან სატყეო დეპარტამენტის რაიონული გამგეობისა და მოსახლეობისაგან შემდგარი ჯგუფი ცდილობს. ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზე ხმელ ფოთოლს უკიდია. რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ტყის დანარჩენ ფართობზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფოთში
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 10:59:44
საპროტესტო აქცია გაიმართა გუშინ ღამით ფოთში. აქციის მონაწილეებმა ფოთის რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქცია მანუჩარ გაბისონიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს. 22 წლის ახალგაზრდა 2 დეკემბრის შემდეგ აღარ უნახავთ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი უკმაყოფილების მიზეზი სამართალდამცავთა უმოქმედობა გახდა. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით ფოთის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა მივიდა, რასაც ვითარების დაძაბვა მოჰყვა. მოლაპარაკებების შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
წაკითხვა
ზუგდიდში დევნილებმა აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 17:43:26
ზუგდიდის ცენტრში სოფელ განმუხურში მცხოვრებმა დევნილებმა საპროტეტსო აქცია გამართეს. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობით უკმაყოფილონი არიან. მათი განცხადებით, შვეიცარიის განვითარების ფონდმა ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარება, 700 ლარის ოდენობით, არასამართლიანად გაანაწილა. აქციის მონაწილეები ხელმოკლეთა კვლევის ხელმეორედ ჩატარებასა და დახმარებების ხელახალ გადანაწილებას ითხოვენ. შვეიცარიის განვითარების ფონდს ოფისი ზუგდიდში არ აქვს, ამიტომ აქცია გამგეობის შენობის წინ ჩატარდა.
წაკითხვა
ხანძარი სამეგრელოში
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 12:59:37
ხანძარი სამეგრელოში. წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში 70 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდე მისულიყო. ექსტრემალურ ვითარებაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაცია და სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა ხელმძღვანელობდა. მობილიზებული იყო სამეგრელოს რაიონის ყველა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და წალენჯიხის რეზერვისტთა ბრიგადა. ცეცხლის ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და უკვე ზარალს ითვლიან.
წაკითხვა
აფეთქება გალის რაიონში
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 16:46:47
მძლავრი აფეთქება მოხდა დღეს გალის რაიონის სოფლებში ჭუბურხინჯსა და თაგილონში. ორი მშვიდობიანი მოქალაქე ნაღმზე მაშინ აფეთქდა, როცა ჭუბურხინჯის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ისინი გალის საავადმყოფოში მოათავსეს. ჭუბურხინჯში კი ნაღმზე აფეთქდა ოთხთვალა, რომელზეც 60 წლის ონერ ალფენიძე იჯდა. დაჭრილი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
წაკითხვა
ტყიბულში მაღაროელთა საპროტესტო აქცია გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-02-17 10:47:00
ტყიბულში მაღაროელთა საპროტესტო აქცია გრძელდება."საქნახშირის" თანამშრომლები საწარმოს ადმინისტრაციისგან ხელფასის 40 %-ით მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა. სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია. 
წაკითხვა
ვალეში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრლი გადაკეტეს
გამოქვეყნებულია: 2016-04-26 14:11:00
ვალეში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათით ცენტრალური მაგისტრლი გადაკეტეს. ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას საავტომობილო გზის დაუყოვნებლივ შეკეთებას სთხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, დასახლებაში ერთდროულად რამდენიმე ქარხანა მუშაობს, მტვერი კი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, მუშავდება პროექტი და აღნიშნულ დასახლებაში საავტომობილო გზას უახლოეს მომავალში შეაკეთებენ.
წაკითხვა
ბათუმში გარემოვაჭრეები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-25 16:16:00
ხმაური იყო დღეს ბათუმის ცენტრში. ერთმანეთს წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. მრავალწლიანი პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის მერია მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. გეგმაშია გარევაჭრობისთვის ავტოსადგურის ტერიტორიის შეთავაზება, რასაც ადრესატების ნაწილი, შესაძლოა, არ დათანხმდეს. მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი
წაკითხვა
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული თვითმფრინავი ჩაერთვება
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული თვითმფრინავი ჩაერთვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინფორმაცია,  ინფორმაცია ამ დახმარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგრვერდზე გამოქვეყნდა. :უკრაინიდან ჩვენ ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვეტმფრენს. სულ უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში",-აღნიშნა მღებრიშვილმა. მინისტრის განცხადებით, საქართველომ დახმარების თხოვნით სხვა ქვეყნებსაც მიმართა, საუბარია ავიაციაზე.  მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებს შორის რუსეთი  არ არის.  
წაკითხვა
ასპინძის გამგეობის თანამშრომელი აცხადებს, რომ მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს და ამიტომ დაიწყო მისი ოჯახის შევიწროება მოქმედმა გამგებელმა
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ასპინძის გამგეობის თანამშრომელი ნათია ასპანიძე აცხადებს, რომ მოქმედ გამგებელ ლევან ცაბაძეს მხარს არ უჭერს, მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მერეობის კანდიდატს და ამიტომ დაიწყო მისი ოჯახის შევიწროება.როგორც ასპანიძემ პირველ არხს განუცხადა, მისი მეუღლე, რომელიც საჯარო მოხელე არ არის, „ქართული ოცნების“  კანდიდატ როსტომ მაგრაქველიძეს უჭერს მხარს და შევიწროებას ამ ფაქტს უკავშირებს.„მე ამ წუთამდე ვემორჩეილები ასპინძის გამგებელს, ვარ გამგეობის თანამშრომელი. ამ ეტაპზე კონრეტულად ვინც არის გამგებელი, არ ვუჭერ მხარს, სწორედ ამის გამო დაიწყო ჩემი შევიწროება,  ასევე, ჩემი მეუღლე აქტიურად არის ჩართული ბატონ როსტომ მაგრაქველიძის სასარგებლოდ საარჩევნ კამპანიაში და ვფიქრობ, რომ   ზეწოლა დაიწყო ჩემი მეუღლის აქტიურობისთვის. ჩემი მეუღლე არც საჯარო მოხელეა, არის ჩვეულებირივი მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მერობის  კანდიდატს, რადგან 45 წლიანი მეგობრობა აკავშირებს  როსტომ მარგრაქველიძესთან. ამის შემდეგ მე ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ვდგავარ სახელმწიფოს გვერდზე.  ლევან  ცაბაძე განაწყენებულია ჩემზე . ამ წუთას ის მოქმედი გამგებელია და როცა დავაფიქსირე, რომ მე მას მხარს ვერ დავუჭერდი, ამის შემდეგ დაიწყო  შენიშვნები ჩემს მიმართ, მე ამას ვუკავშირებ ჩემი და ჩემი მეუღლის პოზიციას“,- აღნიშნა ნათია ასპანიძემ. 
წაკითხვა