საზოგადოებრივი
104.5 FM
ილია მეორე - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შემოივლის მთელ ქვეყანას და შეხედავს, როგორ გამოიყურება მის გარეშე საქართველო
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 14:23:00
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შემოივლის მთელს ქვეყანას და შეხედავს, როგორ გამოიყურება მის გარეშე საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესის თქმით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანება ზეიმია. „გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ასეთი მორწმუნე. ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ამდენი მოწამე, როგორ შეიძლება მორწმუნე არ იყოს. დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას. ცა და ქვეყანა გამთლიანდა. ზეიმია ცასა და ქვეყანასა ზედა. ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი, მისი უდიდებულესობა ქეთევანი. ღმერთმა ინებოს, რომ ქეთევანის ლოცვით დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. ხვალ შუადღეს წმინდა ნაწილები გადაბრძანდება კახეთში, ალავერდის ტაძარში. ასე შემოივლის წმინდა ნაწილები მთელ საქართველოს და შეხედავს, როგორ გამოიყურება საქართველო მის გარეშე. ახლა ქეთევანი შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება. დედოფალი ქეთევანი ჩვენთანაა, მაშასადამე ნურაფრისა ნუ გეშინიათ“, - აღნიშნა პატრიარქმა. განსაკუთრებული ღვაწლისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მადლობის ნიშნად ღვთისმშობლის ხატი გადასცა."მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას ვინც, იღვაწა და ვინც იპოვა ეს წმინდა ნაწილები. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს იმ დიდი ღვაწლისათვის რომელიც მან გასწია. ნიშნად დიდი პატივისა მე გადავცემ ღვთისმშობლის ხატს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინდოეთს და ელჩს", - აღნიშნა პატრიარქმა. 
წაკითხვა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 12:32:00
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. წმინდა ნაწილებს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დახვდა და თაყვანი სცა.  მრევლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება წმინდა ნაწილების მოლოცვა. ხვალ კი, ქეთევანობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ნაწილები კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც მსურველებს მისი მოლოცვა შეეძლებათ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის. როგორც პირველ არხთან საქართველოს ელჩმა ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა, წმინდა ნაწილები საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება, თუმცა მისი მთლიანად გადმოცემის საკითხი ჯერ არ განიხილება.
წაკითხვა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 11:31:00
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს რამდენიმე წუთში სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს. მრევლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება წმინდა ნაწილების მოლოცვა. ხვალ კი, ქეთევანობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ნაწილები კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც მსურველებს მისი მოლოცვა შეეძლებათ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის. როგორც პირველ არხთან საქართველოს ელჩმა ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა, წმინდა ნაწილები საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება, თუმცა მისი მთლიანად გადმოცემის საკითხი ჯერ არ განიხილება.
წაკითხვა
როგორ ამზადებენ ინდოეთში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში ჩამოსატანად [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 17:48:00
ინდოეთში, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში ჩამოსატანად ამზადებენ. ინდოეთში სპეციალური ჯგუფი იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც პირველი არხის რეჟისორი ბესიკ გაფრინდაშვილი არის. ვიდეო სწორედ ბესიკ გაფრინდაშვილმა გადაიღო.ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთიდან 23 სექტემბერს 19:00 საათზე ჩამოიტანენ. 
წაკითხვა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა მარიამის შობას აღნიშნავს
განახლებულია: 2017-09-21 16:17:00
დღეს ღვთისმშობლობაა. მართლმადიდებელი სამყარო წმინდა მარიამის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესმა მღვდელმთავრებთან ერთად საზეიმო ლიტურგია აღავლინა.დღესვე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. 
წაკითხვა
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ხუთშაბათობით საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის ილოცონ
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 14:11:00
პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ყოველ ხუთშაბათს 12:00 საათზე საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის ლოცვებს წაიკითხავენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ საქართველოს ღვთისმშობლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე კაცობრიობის გადარჩენის დასაწყისია. "უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე, დღევანდელ დღეზე და მომავალზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთისგანაა. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო გადავარჩინოთ. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი დღე არის საწყისი ჩვენი ცხოვრებისა. ხშირად გვეკითხებიან, რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ადამიანის გადარჩენისათვის. ვფიქრობ, რომ ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია. უნდა გავმთლიანდეთ და გავერთიანდეთ. ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. ეს დღე უნდა იყოს ხუთშაბათი. ყველას გეძლევათ ლოცვა კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათობით დილით მობრძანდეთ წირვაზე , 10:00 საათზე კი მრევლი შეხვდება ერთმანეთს, 12:00 საათზე, იქნება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის. ვფიქრობ, რომ ეს გამოიღებს დიდ შედეგს, ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება", - აღნიშნა ქადაგებისას უწმინდესმა. 
წაკითხვა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთიდან 23 სექტემბერს ჩამოიტანენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 13:51:00
ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების 23 სექტემბერს 19:00 საათზე ჩამოაბრძანებენ, - ამის შესახებ განცხადება სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააკეთა. როგორც არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა აღნიშნა, 24 სექტემბერს ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ, ხოლო 25 სექტემბერს სიწმინდეებს კახეთში გადააბრძანებენ. “ასეთი ტანჯული და თავდადებული დედოფალი, მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია და მას ღირსეულად უნდა შევეგებოთ. თბილისის აეროპორტიდან სიწმინდე გადაბრძანდება მუზეუმში, რათა პროცედურები იქნას დაცული. კვირას, 24 სექტემბერს წირვის დროს მობრძანდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც გადახდილი იქნება პარაკლისი. ხალხს, კი საშუალება ექნება წმინდა ნაწილს ემთხვიოს. ორშაბათს, 25 სექტემბერს სიწმინდეს გადააბრძანებენ კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე იქ სცენ თაყვანი. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის", - განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა. 
წაკითხვა
პატრიარქის ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 12:35:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდება. რიგით 50 -ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება.უწმინდესი სამების ტაძარში მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ. კათოლიკოს პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.პირველად ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა, რომლის მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ დროისთვის უწმინდესს 32 635 ნათლული ჰყავს.
წაკითხვა
ილია მეორე, 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, საზეიმო წირვას სამების ეკლესიაში ჩაატარებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-17 14:16:00
21 სექტემბერს ღვთისმშობლობის დღესასწაული აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვას სამების ეკლესიაში ჩაატარებს. ამის შესახებ ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ბრძანა.დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს, 20 სექტემბერს ლოცვა 18:00 საათზე, ხოლო 21 სექტემბერს საზეიმო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. დღესვე ქადაგებისას პატრიარქმა ილია მეორემ მოსე წინასწარმეტყველის ცხოვრებაზე, მის ღვაწლზე ისაუბრა და საქართველოს მშვიდობა უსურვა. ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა რამდენიმე გვარი დალოცა და სასულიერო პირი დააჯილდოვა. 21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ „მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები. 
წაკითხვა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ირანელ სტუმარს უმასპინძლა
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 16:25:00
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ირანელ სტუმარს, აიათოლა მოჰსემ მუშტაიდ შაბისტანის უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მიზანი საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუითხით არსებული ვითარების გაცნობა იყო. სტუმარი დაინტერესდა რელიგიის სააგენტოს აქტივობით, კერძოდ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მექანიზმით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში არსებული ისლამის მოდელი უნიკალურია, რადგან მსოფლიო რელიგიური დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ფონზე, ქვეყანაში სუნიტური და შიიტური ნაწილები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ.
წაკითხვა
მეუფე დიმიტრი 18:00 საათზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 14:05:00
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი დიმიტრი, ე.წ ციანიდის საქმეზე და დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის დღეს გამოტანილ განაჩენზე განცხადებას დღეს, 18:00 საათზე გააკეთებს.ე.წ. ციანიდის საქმეზე კათოლიკოს- პატრიარქის ძმისშვილი 18 ივლისს დაკითხეს. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჩვენების დროს გიორგი მამალაძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
წაკითხვა
ტრადიციები, რომლებიც ყურბან ბაირამის დღესასწაულს უკავშირდება - „მოამბის“ რეპორტაჟი ხულოდან
განახლებულია: 2017-09-01 20:55:00
და ახლა ტრადიციები, რომლებიც მუსლიმთა ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს უკავშირდება. ,,მოამბის” გადამღები ჯგუფი მაღალმთიან აჭარაში-ხულოს რაიონში ჩავიდა და იქ მცხოვრები მუსლიმების წეს-ჩვეულებებს გაეცნო. ყურბან ბაირამის აღნიშვნა წინა ღამეს იწყება-მზადდება სადღესასწაულო სუფრა და ყურბან ბაირამთან დაკავშირებული მთავარი ტკბილეული, ლოცვის მშემდეგ კი მსხვერპლშეწირვის ტრადიციული რიტუალი სრულდება, რის შემდეგაც შეწირული საქონლის ხორცი სოციალურად დაუცველებისთვის რიგდება. 
წაკითხვა
ქართველი მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ - მეჩეთებში სადღესასწაულო ლოცვა აღევლინა
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 20:52:00
ქართველი მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. მეჩეთებში სადღესასწაულო ლოცვა აღევლინა, შესრულდა საკლავთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალიც. სამლოცველოებში შეკრებილ მორწმუნეებს დღესასწაული პოლიტიკოსებმაც მიულოცეს.   
წაკითხვა
მარნეულში მცხოვრები მუსლიმები ყურბან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 18:31:00
მარნეულში მცხოვრები მუსლიმები დღესასწაულს აღნიშნავენ.ყურბან ბაირამი მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოხახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს. მუნიციპილიტეტის ინიციატივით, გაჭირვებულ ოჯახებს დღეს ხელისუფლებაც დაეხმარა.
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 18:26:00
მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს მთავრობის წევრებმა. ჯუმა მეჩეთში დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ. მეჩეთში ასევე დაგეგმილი იყო პრემიერის მისვლაც, თუმცა მთაწმინდაზე ხანძრის გამო, გიორგი კვირიკაშვილი  ყურბან ბაირამის აღნიშვნას ვერ დაესწრო. 
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 17:01:00
მთავრობის წევრებმა მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს. ჯუმა მეჩეთში დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ასევე კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ. „ყურბან ბაირამი არის უდიდესი დღესასწაული ყველა მორწმუნე მუსლიმისთვის და მინდა მთელი მთავრობის სახელით მივულოცო მორწმუნე მუსლიმებს ეს დღესასწაული. ეს არის დღესასწაული სიკეთის კეთებისა და მშვიდობის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მეჩეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტიც იყო დაგეგმილი, თუმცა მთაწმინდაზე ხანძრის გამო ვიზიტი გაუქმდა.
წაკითხვა
დღეს მარიამობაა - პატრიარქმა საზეიმო წირვა სიონის ტაძარში აღავლინა
განახლებულია: 2017-08-28 20:40:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს პატრიარქმა ტრადიციულად სიონის ტაძარში აღავლინა. ილია მეორემ მარიამობა სრულიად საქართველოს მიულოცა და იქ მყოფი მრევლი დალოცა. საზეიმო ლიტურგიას მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 
წაკითხვა
29 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-08-28 18:30:00
ლოცვითი მსვლელობა რუსთველის გამზირზე. სხვადასხვა ტაძრის მრევლმა ანჩისხატის კანონიკური ასლი ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში, მისი დედნის სიახლოვეს დააბრძანა.   კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით, მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი უკვე წლებია სრულიად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წმინდა ადგილების მოსალოცად დაბრძანდება. ხვალ, 29 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს. 
წაკითხვა
მარიამობა სიონის ტაძარში - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-08-28 11:57:00
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე აღავლენს. ფოტოების ავტორი: მირიან მელაძე
წაკითხვა
სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-28 10:12:00
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე აღავლენს. ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან. მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.
წაკითხვა