ვარშავაში წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის ლაურეატები დაასახელეს
გამოქვეყნებულია: 2016-09-13 19:39:00
ვარშავის უნივერსიტეტის პოტოცკების სასახლეში, 13 სექტემბერს, ვარშავის უნივერსიტეტი წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის მიმნიჭებელთა საბჭოს სხდომამ ქართველი წმინდანის პრემიის ლაურეატები დაასახელა. გრიგოლ ფერაძის პრემიის ლაურეატები წელს გახდნენ: ისტორიკოსი, თბილისის გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის დამაარსებელი და რექტორი ვახტანგ ფერაძე, გერმანელი ენათმეცნიერი და კავკასიოლოგი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ძველი ქართული პალიმფსესტების აღმომჩენი და შემსწავლელი იოსტ გიპერტი, ქართველი მეცნიერი, არქეოლოგი, თბილისის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გრაკლიანის გორაზე უძველესი სამოსახლო და სამაროვანი ძეგლის აღმომჩენი და შემსწავლელი ვახტანგ ლიჩელი.ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წლის 6 დეკემბერს ქართული სამეცნიერო ჟურნალ Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies University of Warsaw ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ. პრემიების გადაცემა ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე მოხდება, რომელიც გაიმართება ვარშავაში 2016 წლის 6 დეკემბერს.
წაკითხვა