საზოგადოებრივი
104.5 FM
როგორ აღნიშნეს შობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
განახლებულია: 2015-01-07 16:26:00
სერბეთი, ეგვიპტე, სირია, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, ევროპის ქვეყნები, შეერთებული შტატები - შობა აღნიშნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პილიგრიმები სპეციალურად ჩავიდნენ ბეთლემის შობის ტაძარში, ზუსტად იქ, სადაც სახარების მიხედვით, მაცხოვარი დაიბადა. ანტვერპენის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში შეხვდნენ დღესასწაულს ქართველი ემიგრანტები.
წაკითხვა
ალილო რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 16:12:00
თბილისის პარალელურად, ალილო მოეწყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. მოსახლეობამ, სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქების ქუჩები მოიარეს და შემოწირულობა შეაგროვეს. სიუჟეტი საქართველოს რეგიონებიდან.
წაკითხვა
თბილისში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 16:05:00
ალილო თბილისში - უკვე ორი საათია მსვლელობა მიმდინარეობს. რამდენიმე წუთში
წაკითხვა
ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება
განახლებულია: 2015-01-07 12:26:00
დღეს დედაქალაქში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. მეალილოეები 14:00 საათზე ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც თეატრალიზებული მსვლელობა თავისუფლების მოედნისაკენ გაგრძელდება. მსვლელობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან შეჩერდება. ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაულს დეპუტატები მიულოცავენ. მეალილოეები საკრებულოს შენობასთან გადაინაცვლებენ და გზას საპატრიარქოსაკენ გააგრძელებენ. მსვლელობა საბოლოოდ სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება, სადაც მრევლს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დალოცავს. ალილოს აღსანიშნად მსვლელობა საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.   მსვლელობასთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვებით განხორციელდება. დღის 12:00 საათიდან ვარდების მოედანი გადაიკეტება. შეზღუდვები ასევე რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზეც დაწესდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე შეზღუდვები 14:00 საათიდან ამოქმედდება. აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.
წაკითხვა
როგორ შეხვდნენ შობას საქართველოში
განახლებულია: 2015-01-07 12:22:00
ფანჯრებში დანთებული სანთლები შობის ღამეს - უკვე რამდენიმე წელია მოსახლეობა დღესასწაულს ასე ხვდება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულზე სანთლების ფანჯარასთან დანთება მართლმადიდებლებისათვის ტრადიციად იქცა და ეს მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა. ღამის 11:00 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა საზეიმო მსახურება ტაძრებში. წირვა სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
წაკითხვა
რა საკითხებზე საუბრობს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში
განახლებულია: 2015-01-07 12:05:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. წირვის დაწყებამდე, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა. პატრიარქი ეპისტოლეში ცოლისა და ქმრის პასუხისმგებლობასა და ოჯახურ ურთიერთობაზე საუბრობს. „ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები, სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.  პატრიარქის ეპისტოლეში საუბარია ასევე  ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე. პატრიარქი ტრადიციულ საშობაო ეპისტოლეში თვითმკვლელობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და აბორტის პრობლემებსაც შეეხო. უწმინდესი გამოსავალს სოციალური პრობლემების მოგვარებაში ხედავს.სამებაში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ,  პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლს შობის  დღესასწაული მიულოცა და იქადაგა.  ილია მეორემ  ეპისტოლეს შესახებ ისაუბრა და ოჯახის სიმტკიცის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პატრიარქის თქმით, თუ ოჯახი მტკიცე არ იქნება, ქვეყანა მის წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ გადალახავს. ქრისტეს შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.
წაკითხვა
სანთლებით გამოსახული ბოლნური ჯვარი სამების ტაძარში
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 10:47:00
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების ტაძარში ახალგაზრდებმა ათასობით სანთლისგან დიდი ბოლნური ჯვარი გამოსახეს და ერთად იგალობეს. ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ 2013 წლიდან შობის დღესასწაულს ასე ეგებება. 5 000 სანთლის ანთება უკვე ტრადიციად იქცა.
წაკითხვა
პრეზიდენტი შობას დუშეთში შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 10:44:00
საქართველოს პრეზიდენტი შობის   დღესასწაულს დუშეთში შეხვდა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და სადღესასწაულო ლიტურგიას  ესწრებოდა. პრეზიდენტმა საქართველოს  მოსახლეობას შობის დღესასწაული სწორედ დუშეთიდან მიულოცა და ერთმანეთის სიყვარულისა და მიტევებისკენ მოუწოდა.
წაკითხვა
საშობაო ეპისტოლეს პოლიტიკოსები ეხმაურებიან
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 10:31:00
სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საშობაო ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს. კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმაც, რომელიც ლიტურგიას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილზე, რომელშიც აბორტზე იყო საუბარი. მისი თქმით, ნებისმიერმა ქართულმა ოჯახმა თავი უნდა შეიკავოს ამ გადაწყვეტილებისგან. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას  შობა-ახალი წელი მიულოცეს.
წაკითხვა
ალილოს უძველესი ტრადიცია და საშობაო სამზადისი საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 20:58:00
ალილოს უძველესი ტრადიცია და საშობაო სამზადისი საქართველოში. რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი რეგიონებში და დედაქალაქში - ნათია ქენქაძე დეტალებით.
წაკითხვა
შობის დღესასწაულისთვის მზადება დაწყებულია
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 16:52:00
შობის დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ხვალ თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული ალილო გაიმართება. ფეხით მსვლელობა ამჯერადაც ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკაათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც ალილოს მონაწილეები გზად შეგროვილ ნობათს მიიტანენ. ტაძარში მისვლამდე მეალილოები პარლამენტის შენობასთან, საკრებულოსთან და საპატრიარქოსთან შეჩერდებიან, სადაც მათ საშობაო ნობათს დაურიგებენ. შესრულდება საშობაო საგალობლებიც.სამებაში მისულები კი სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრებიან. ალილოზე შეგროვილი საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თაავშესაფრებს გადაეცემა.   
წაკითხვა
შობის დღესასწაულისთვის მზადება დაწყებულია
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 13:35:00
შობის დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ხვალ თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული ალილო გაიმართება. ფეხით მსვლელობა ამჯერადაც ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც ალილოს მონაწილეები გზად შეგროვილ ნობათს მიიტანენ. 
წაკითხვა
სირიელი ქრისტიანებისთვის სტამბულის გარეუბანში ეკლესია აშენდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 13:24:00
ბოლო 90 წლის განმავლობაში პირველად,  თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სირიელი ქრისტიანებისთვის სტამბულის გარეუბანში ეკლესია აშენდება. ამ ინფომრაციას თურქული გამოცემა "დეილი საბაჰი" ავრცელებს.  1923 წლის შემდეგ ქვეყანაში არც ერთი ახალი ეკლესია არ აშენებულა, ამ დროის განმავლობაში მხოლოდ არსებული ეკლესიების რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.   
წაკითხვა
მასშტაბური აქციები გერმანიაში ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ
განახლებულია: 2015-01-06 13:15:00
გერმანიის რამდენიმე ქალაქში ისლამიზაციის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება. დრეზდენის ქუჩებში 18 ათასამდე ადამიანი ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეები კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ, რომელიც ქვეყანაში ლტოლვილთა ნაკადის შესვლაზე შეზღუდვებს დააწესებს.  ეს უკვე მსგავსი ტიპის რიგით მეთერთმეტე ფართომასშტაბიანი აქციაა ბოლო თვეების განმავლობაში. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “პეგიდაა”, რომელიც გერმანიაში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნით გამოდის.  მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა შტუტგარდშიც, სადაც, მედიის ინფორმაციით, აქციას 22 ათასამდე პირი ესწრებოდა, ასევე - ბერლინსა და კიოლნში. თუმცა კიოლნის ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათება გათიშა, რის გამოც "პეგიდას" წარმომადგენლებმა  მიმდინარე აქცია გაუქმებულად გამოაცხადეს. 
წაკითხვა
ალილოს მონაწილეები ტრადიციული მსვლელობისთვის ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 11:37:00
ალილოს მონაწილეები ტრადიციული მსვლელობისთვის ემზადებიან. მსვლელობა ხვალ დილით სოფელ მეტეხიდან დაიწყება. გზად ტკბილეული და ხილი შეგროვდება.რაც შეეხება თბილისს, აქ მსვლელობა 2 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება. მსვლელობა ჯერ თბილისის პარლამენტის, შემდეგ კი საკრებულოს შენობასთან შეჩერდება.ალილო დღის ბოლოს სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც მრევლს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დალოცავს. ალილოს აღნიშვნის ტრადიცია 2001 წელს პატრიარქის ლოცა-კურთხევით აღდგა. 
წაკითხვა
პატრიარქი რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებს, თუმცა დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 20:27:00
დაბადებიდან 82 და ინტრონიზაციიდან 37 წელი -  საკუთარ დაბადების დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მშვიდობით იარაღოს“ სტუმარი იყო. ქვეყანაში არსებული სოციალური გარემო, გახშირებული ძალადობა, რუსეთთან ურთიერთობა და კონფლიქტის მოგვარების გზები ის თემებია, რომლებზეც უწმინდესმა და უნეტარესმა ვრცლად ისაუბრა. ილია მეორემ გააკრიტიკა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის დიალოგი საჭიროა. ამავე გადაცემაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური უმუშევრობის პრობლემას და საპატრიარქოს დაფინანსების თემასაც შეეხო.
წაკითხვა
მუსლიმური სამყარო მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან 1443-ე წლისთავს ზეიმობს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 17:32:00
მუსლიმური სამყარო მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან 1443-ე წლისთავს ზეიმობს. მსოფლიოში მუსლიმური რელიგიის გავრცელება სწორედ მექაში დაბადებულ მუჰამედს უკავშირდება, რომელსაც მორწმუნეები ღმერთთან შუამავლად მიიჩნევენ. დღესასწაული ქართველმა მუსლიმებმა ბათუმში აღნიშნეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილებმა ხელოვნების ცენტრის დარბაზში შუამავლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები გაიხსენეს. მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
წაკითხვა
პატრიარქი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 10:47:00
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ამის შესახებ უწმინდესმა პირველი არხის ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში „მშვიდობით იარაღო“ განაცხადა. პატრიარქი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა. უწმინდესის განცხადებით, რუსეთი ტერიტორიების მიერთებას ცდილობს და დამპყრობლური პოლიტიკა მას უარყოფითად მიუბრუნდება. ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის დაპყრობას კვლავ განაგრძობს. უწმინდესის თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი მხოლოდ დროებით დაკარგა და ქვეყანას ეს ტერიტორიები მალე დაუბრუნდება.
წაკითხვა
ნანი ბრეგვაძე კონცერტს პატრიარქს უძღვნის
გამოქვეყნებულია: 2015-01-04 20:59:00
მომღერალი ნანი ბრეგვაძე კონცერტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს უძღვნის - ერთი ოჯახის სამი თაობა ფილარმონიაში მღერის. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო საღამო ერთი საათის წინ დაიწყო.
წაკითხვა
პატრიარქი 82 წლისაა
გამოქვეყნებულია: 2015-01-04 20:06:00
მადლობა მრევლს და საიუბილეო სურვილი - სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნება.პატრიარქის დაბადებიდან 82, აყსაყდრებიდან კი 37 წელი გავიდა. ვლადიკავკაზში დაბადებულ ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილს სამი ათეული წელია საერო სახელით და გვარით არავინ მოიხსენიებს.უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, - ეს პატრიარქის სრული ტიტულია.უწმინდესი მილოცვებს ამ წუთებშიც იღებს, მრევლს კი საპატრიარქოში სტუმრობის შესაძლებლობა გუშინ ჰქონდა. დღეს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა და ღვთისმსახურება შეასრულა. წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.
წაკითხვა