საზოგადოებრივი
104.5 FM
ოთხმა რელიგიურმა კონფესიამ ფინანსური კომპენსაცია მიიღო
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 20:33:00
ოთხმა რელიგიურმა კონფესიამ საბჭოთა ეპოქის დროს მიყენებული ზიანისთვის ფინანსური კომპენსაცია მიიღო. მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე შესრულებულია.საუბარია სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე, კათოლიკურ ეკლესიაზე და მუსლიმთა და ებრაულ თემებზე, რომელთა წარმომადგენლები დღეს პრემიერს შეხვდნენ.მთავარი განსახილველი თემა დაფინანსების საკითხიც იყო. როგორც რელიგიურ საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, მომავალი წლიდან ოთხივე კონფესიას დაფინანსება გაუორმაგდება.ზაზა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ოთხ კონფესიას მომავალ წელს, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კონფესია დაემატოს.
წაკითხვა
4 რელიგიურ კონფესიას დაფინანსება ეზრდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 16:50:00
ოთხ რელიგიურ კონფესიას დაფინანსება ეზრდება. დღეს კანცელარიაში პრემიერთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმთა და ებრაული თემების წარმომადგენლები. საუბრის მთავარი თემა იყო დაფინანსება.მათი ბიუჯეტი გაორმაგდება. რელიგიურ საკითხთა სააგენტო კი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ამ სიაში სხვა რელიგიური კონფესიებიც მოხვდნენ.
წაკითხვა
რა საკითხებს განიხილავენ მთავრობის სხდომაზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 11:59:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა იწყება. დღის წესრიგშია 34 საკითხი. მინისტრებმა შეხვედრამდე სხვადასხვა საკითხზე შეფასებები გააკეთეს.მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმინისტრი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. კანცელარიაში იმყოფებოდნენ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმთა და ებრაული თემების წარმომადგენლები.
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტი ებრაული დღესასწაულის, ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას ქვეყნის მთავარ სინაგოგაში დაესწრო
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 20:39:00
საქართველოს პრეზიდენტი ებრაული დღესასწაულის - ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას ქვეყნის მთავარ სინაგოგაში დაესწრო.სახელმწიფოს მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და პირველი სანთელი აანთო. გიორგი მარგველაშვილმა ებრაელებს დღესასწაული მიულოცა და სახელმწიფოს განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესში მათ ფასდაუდებელ როლზე ისაუბრა. ყურადღება მან იმ ფასეულობებზე გაამახვილა, რომელთა პატივისცემა ამ ორი ერის მეგობრობის საფუძველი გახდა. პრეზიდენტი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს რელიგიის, ტრადიციების, კულტურის დაცვასა და განვითარებაში თანადგომას დაპირდა. ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საქართველოს მთავარი რავინი, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
წაკითხვა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 17:20:00
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც წილკნის მიტროპოლიტი ზოსიმე ჰყვება, განსახილველ საკითხებს შორის იყო ეკუმენიზმის და სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის მიმართ დამოკიდებულება. რაც შეეხება არქიმანდრიტ დიმიტრი თეთრუაშვილის საკითხს-ამ თემის განხილვა გადაიდო. მიღებულია სინოდის სხდომის განჩინება, რომლის სრულ ტექსტს პატრიარქის ქორეპისკოპოსი დღის განმავალობაში გამოაქვეყნებს. სინოდის დღევანდელ სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უძღვებოდა.
წაკითხვა
ტერაქტი ნიგერიაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 13:46:00
ტერაქტი ნიგერიაში - სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა ქალაქ გომბეში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად. „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ იმ დროს
წაკითხვა
ანტიისლამური აქცია დრეზდენში
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 13:31:00
გერმანიის ქალაქ დრეზდენში 20 ათასამდე ადამიანმა ანტიისლამური აქცია გამართა. საპროტესტო გამოსვლა ორგანიზაციამ სახელწოდებით „პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ“  მოაწყო. ორგანიზაციის ლიდერების განცხადებით, გერმანია იმიგრაციის მიწა არ არის. ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ლტოლვილების გაზრდილ რაოდენობას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირებენ. დრეზდენში ანტიისლამური გამოსვლები ოქტომბერში დაიწყო და დემონსტრანტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. წელს გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა  ანტიიმიგრაციულ ორგანიზაციას გერმანიის სირცხვილი უწოდა.  ანტიისლამური დემონსტრაციის პარალელურად, დრეზდენში იმიგრანტების მხარდამჭერი  აქციაც გაიმართა.  
წაკითხვა
სინოდის სხდომა გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 12:36:00
საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან. 6-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს სინოდის სხდომა გაიმართება .განსახილველი თემები მედიისთვის ჯერ უცნობია - სასულიერო პირები მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან.
წაკითხვა
პატრიარქმა მადლიერების მნიშვნელობაზე იქადაგა
განახლებულია: 2014-12-21 21:01:00
მადლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა დღეს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას. ილია მეორის თქმით, ადამიანები უფალს სხვადასხვა თხოვნით მიმართავენ, თუმცა როდესაც მადლს მიიღებენ, მადლობის თქმა ავიწყდებათ.როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ადამიანებმა უფალს მადლობა როგორც განსაცდელისთვის, ასევე სიხარულისთვის და სიყვარულისთვის   უნდა გადაუხადონ.მისივე თქმით, უფლის მადლიერები უნდა ვიყოთ, რადგან მან სიცოცხლე გაჩუქა.
წაკითხვა
ადიგენელ მუსლიმთა პეტიცია რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს
გამოქვეყნებულია: 2014-12-21 20:33:00
ადიგენის რაიონში მცხოვრები მუსლიმები მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიას უნდობლობას უცხადებენ. ადგილობრივების თქმით, კომისიაში მათ მიერ წარდგენილი პირები ვერ მოხვდნენ.კომისიის შემადგენლობის შეცვლის მოთხოვნით, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს წერილი უკვე გაეგზავნა. პეტიცია სოფელ მოხედან - ეს არის თემა, რომელიც ნათია ქენქაძის ყურადღების ცენტრში მოექცა.
წაკითხვა
“დავით გურამიშვილი - მარადიული ხიზანი” პრემიერა კინოთეატრ რუსთაველში
გამოქვეყნებულია: 2014-12-20 13:53:00
“დავით გურამიშვილი - მარადიული ხიზანი” პრემიერა კინოთეატრ რუსთაველში. დეკანოზ იოანეს საავტორო დოკუმენტური ფილმი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  აპარატის პარტნიორობით შეიქმნა. დეკანოზი იოანე რამდენიმე დოკუმენტურ-მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი ფილმის ავტორია. ის მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალ “წმინდა ანდრიას ჯვრის” ორგზის ლაურეატია. 
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 17:30:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავიშრებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. საღმრთო ლიტურგია დასრულდა სამების საკათედრო ტაძარში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.  
წაკითხვა
დღეს ნიკოლოზობაა
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 13:53:00
დღეს ნიკოლოზობაა. ამასთან დაკავშირებით წირვას სამების საკათედრო ტაძარში   საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი  წმინდა სინოდთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. საქართველოს ეკლესიის მფარველი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი  წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და  მირონი სდის. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები ბარში გადაასვენეს.
წაკითხვა
ბებნისის თეოდორე ტირონის სახელობის დედათა მონასტრის ნაკეთობების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 13:42:00
გალერეა  „ვაჩეს“  საგამოფენო  სივრცემ ბებნისის თეოდორე ტირონის სახელობის დედათა მონასტრის ნაკეთობების საშობაო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი, სხვადასხვა  ფერის, ფორმისა და შინაარსის ხელნაკეთი ნივთები. გამოფენა საქველმოქმედოა და  21 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
წაკითხვა
პაკისტანში ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების სიკვდილით დასჯის შესახებ მორატორიუმი გაუქმდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 17:10:00
 პაკისტანში  ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების სიკვდილით დასჯის  შესახებ მორატორიუმი გაუქმდა - გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა გუშინ მომხდარი ტერაქტის შემდეგ მიიღო. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა.  პაკისტანში  140 დაღუპულს გლოვობენ, რომლებიც   სამხედრო სკოლაზე „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმას ემსხვერპლნენ. დაღუპულთა შორის უმრავლესობა   12- დან 16 წლამდე ასაკის ბავშვია. დაჭრილები ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩებიან .
წაკითხვა
მუსლიმთა თემს მფლობელობაში 23 საკულტო ნაგებობა გადეცა
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 16:29:00
მუსლიმთა თემს მფლობელობაში 23 საკულტო ნაგებობა გადეცა -  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომიის სხდომა დასრულდა. სხდომაზე მუსლიმთა თემისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინადადებები განიხილეს. სულ კომისიამ ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ 13 საკითზე იმსჯელა. 
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 13:54:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა აღევლინება.წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა.  წმინდანის ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება. წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. 
წაკითხვა
პრემიერმა თბილისის მთავარ სინაგოგაში ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2014-12-16 20:41:00
პრემიერმა თბილისის მთავარ სინაგოგაში ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა. გამოსვლის დროს მთავრობის მეთაურმა ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და მას სამაგალითო უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმზეც ისაუბრა, რომელიც ყოფილი პრემიერის - ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით გაიხსნა. სინაგოგაში პრემიერთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერი და საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი.
წაკითხვა
ანტიისლამური მანიფესტაცია გერმანიაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-16 13:40:00
ანტიისლამური მანიფესტაცია გერმანიაში - დრეზდენის ქუჩებში 15 ათასამდე დემონსტრანტი ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეები ევროპის ქვეყნებში  საიმიგრაციო კანონის გამკაცრებას მოითხოვენ და ქვეყანაში მუსლიმი
წაკითხვა
შეზღუდვები რიკოთის საავტომობილო გვირაბში
განახლებულია: 2014-12-16 13:13:00
რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ელექტრომექანიკური აღჭურვილობის პროფილაქტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით, შეზღუდვები მოქმედებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე გვირაბში, 16 -19 დეკემბრის ჩათვლით, დილის 08:00 სთ-დან საღამოს18:00  სთ-მდე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
წაკითხვა