საზოგადოებრივი
104.5 FM
დასავლეთ საქართველოს ახალი მუფთი ჰყავს
განახლებულია: 2014-12-01 20:20:45
დასავლეთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ახალი მუფთი ჰყავს. ჯემალ პაქსაძე ბეგლარ ქამაშიძემ შეცვალა. ქართველ მუსლიმთა ძველი სულიერი წინამძღვარი გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს. მუფთის ცვლილების შემდეგ, მუსლიმი მრევლი სამუფთო სამმართველოში არსებულ პრობლემებზე სააუბრობს და სამმართველოს რეორგანიზაციას ითხოვს.მრევლის მოთხოვნები და ახალი მუფთის გეგმები ჩვენს რეპორტაჟში.
წაკითხვა
რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანს ნაწილობრივ აუნაზღაურებენ
განახლებულია: 2014-12-01 20:20:21
რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანს ნაწილობრივ აუნაზღაურებენ.აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად მიიღო. რელიგიური გაერთიანებებისთვის, კომპენსაციის სახით, გასაცემი თანხა მთლიანობაში მილიონ 750 ათას ლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ისლამურi თემი მილიონ 100 ათასს, სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულi თემი 300 ათასს, რომანულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემი 200 ათასს, ხოლო საქართველოს იუდეურi თემი 150 ათას ლარს მიიღებს. მომავალი წლიდან შესაძლოა სხვა რელიგიურ ჯგუფებსაც გამოეყოთ დაფინანსება.
წაკითხვა
4 რელიგიური კონფესია მილიონ 750 ათასი ლარით დაფინანსდება
განახლებულია: 2014-12-01 20:18:47
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშზე უკვე ჩაირიცხა მილიონ 750 ათასი ლარი, რომელსაც 4 რელიგიური კონფესიას გაუნაწილებენ. თუ აქამდე ბიუჯეტიდან დაფინანსებას მხოლოდ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იღებდა, როგორც საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული აღმსარებლობა, დღეიდან სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას უკვე ისლამური, იუდეური, კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური თემებიც მიიღებენ. დაფინანსების წესთან შენიშვნები აქვს სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს და საპარლამენტო ოპოზიციას.
წაკითხვა
რომის პაპმა თურქეთში სამდღიანი ვიზიტი დაიწყო
განახლებულია: 2014-12-01 20:11:27
რომის პაპმა თურქეთში სამდღიანი ვიზიტი დაიწყო. პაპმა ფრანცისკემ უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, სადაც ფუნდამენტალიზმი, ტერორიზმი და სირიასა და ერაყში ქრისტიანების მიმართ ძალადობა მკაცრად დაგმო. პაპს ახლად გახსნილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში უმასპინძლა თურქეთის პირველმა პირმაც. ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურსა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველსაც უნდა შეხვდეს.
წაკითხვა
ილია მეორე - ძალადობა, რომელიც ადამიანთა შორის, ოჯახებში ხდება, ურწმუნოებით არის გამოწვეული
განახლებულია: 2014-12-01 20:10:43
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. კონცერტი მომღერლის იუბილეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა ახალგაზრდა შემსრულებლებმა მიიღეს, რომლებმაც ეთერ კაკულიას ცნობილი სიმღერები შეასრულეს. „ძალადობა, რომელიც ადამიანთა შორის, ოჯახებში ხდება, ურწმუნოებით არის გამოწვეული“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.ილია მეორემ ძალადობის დაძლევის გზებსა და განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა. უწმინდესმა ოჯახში ქალისა და კაცის ურთიერთობაზეც იქადაგა და აღნიშნა, რომ მთავარი ამ ურთიერთობაში არა თანასწორობა, არამედ ურთიერთპატივისცემაა.ქადაგების დასრულების შემდეგ, ილია მეორემ კოტე მახარაძის საფეხბურთო კლუბი „ალგეთი XXI“ და საქართველოს დაზვერვის სამსახური დალოცა.
წაკითხვა
დასავლეთ საქართველოს მუფთი გადადგა
გამოქვეყნებულია: 2014-11-24 16:45:00
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა. ქართველ მუსლიმთა წინამძღვარი ამბობს, რომ რელიგიურ ლიდერობაზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადა და შესაბამისი თხოვნით მუსლიმთა რელიგიურ საბჭოს 22 ნოემბერს მიმართა. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და პარალელურად, დასავლეთ საქართველოს მუფთად საბჭომ ხელვაჩაურის მუფთი ბეგლარ ქამაშიძე აირჩია.ჯემალ პაქსაძე რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მუსლიმთა სამმართველო აუცილებელ რეორგანიზაციას მოითხოვს.სრულიად საქართველოსა და მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს მუფთის მოვალეობას ჯემალ პაქსაძე 4 წლისა და 5 თვის განმავლობაში ასრულებდა.
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2014-11-23 20:15:00
დღეს გიორგობაა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.ლიტურგიას საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. მას რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.
წაკითხვა
ნარმანიამ „აისის“ აღსაზრდელებს გიორგობა მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2014-11-23 17:58:00
სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ აღსაზრდელებს დღეს თბილისის მერმა და გლდანის რაიონის გამგებელმა გიორგობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. დავით ნარმანიამ ცენტრის აღსაზრდელების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერა და კონცერტს დაესწრო.სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი 150 ბენეფიციარზეა გათვლილი, თუმცა ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 50-ზე მეტ ბავშვსა და მოზრდილს ემსახურება. ისინი უზრუნველყოფილნი არიან ტრანსპორტით, ორჯერადი კვებით და მათთვის სპეციალურად შერჩეული პროგრამებით.
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-22 12:48:00
საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრებს შეხვდა. საბჭოების წევრებმა გიორგი მარგველაშვილს მათ წინაშე არსებული პრობლემები გააცნეს. საუბარი ასევე შეეხო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციას და განათლებისა და კულტურის საკითხებს. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა და საბჭოების წევრებმა ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის, სამოქალაქო ინტეგარციის საკითხებზე დიალოგის გაგრძელების შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს.
წაკითხვა
ილია მეორე - ქართველი ხალხი ისტორიის მანძილზე შემწყნარებელი იყო სხვადასხვა რელიგიისა და ერის მიმართ
გამოქვეყნებულია: 2014-11-16 17:12:00
„ქართველი ხალხი ისტორიის მანძილზე შემწყნარებელი იყო სხვადასხვა რელიგიისა და ერის მიმართ“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.ქადაგების დასრულების შემდეგ, პატრიარქმა, ტრადიციულად, რამდენიმე გვარი დალოცა და სასულიერო პირები დააჯილდოვა.ასევე, უწმინდესმა მრევლს შეახსენა, რომ 23 ნოემბერს - გიორგობას სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან 10 წლისთავი სრულდება, რასთან დაკავშირებითაც სამებაში საზეიმო წირვა აღევლინება.
წაკითხვა
მეტეხის ხიდს 100 000 მოწამის სახელი ეწოდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 20:55:00
მეტეხის ხიდს დღეიდან 100 000 მოწამის სახელი ეწოდება. წმინდა 100 000 მოწამისადმი პატივის მისაგებად, ხიდზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. პარაკლისის დაწყებამდე, თბილისის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისაკენ მსვლელობები მოეწყო, კერძოდ: სპორტის სასახლიდან, დიდუბის პანთეონიდან, ვარდების მოედნიდან და ისნიდან. მრევლი ხიდზე ყვავილებითა და სანთლებით მივიდა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სასულიერო პირებთან ერთად, ხიდზე პარაკლისი გადაიხადა. ილია მეორემ შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა.პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, კათოლიკოს-პატრიარქმა და მორწმუნეებმა ხიდიდან მტკვარში ყვავილები ჩაყარეს, ნიშნად 100 000 მოწამის პატივისცემისა და მათი ხსოვნის უკვდავყოფისა.პარაკლისზე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
ადიგენის რაიონის სოფელ ზარზმაში "ზარზმობა" იზეიმეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-11 17:44:00
ადიგენის რაიონის სოფელ ზარზმაში სახალხო ტრადიციული დღესასწაული "ზარზმობა" იზეიმეს. 11 ნოემბერი ისტორიული მოღვაწისა და საეკლესიო აღმშენებლის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეა.სწორედ მის მიერ აშენებულ ზარზმის ეკლესიაში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.ლიტურგიას სხვადასხვა კუთხიდან ჩასული საერო და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება ჰქონდათ.
წაკითხვა
თეკლათის დედათა მონასტრის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2014-11-10 21:07:00
მეცნიერებათა აკადემიაში თეკლათის დედათა მონასტრის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პრეზიდენტი, განათლების მინისტრი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ. პრეზენტაცია მეცნიერების მსოფლიო დღის აღსანიშნად მოეწყო და თეკლათის დედათა მონასტრის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია წმ. მამა გაბრიელის ხსენების დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:51:00
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილი მრევლი დალოცა და იქადაგა. უწმინდესმა ქადაგებისას მამა გაბრიელ სალოსის მოღვაწეობა გაიხსენა. პატრიარქმა ბერ გაბრიელს საქართველოს დამშვიდება და გამთლიანება შესთხოვა.ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად კი ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა, ასევე 5 გვარი და საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია დალოცა.
წაკითხვა
ბერი გაბრიელის სახელობის ეკლესიის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 17:04:00
ისნის რაიონში, წულაძის ქუჩაზე ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის ეკლესია აშენდება. მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. დღესვე ჩოლოყაშვილის გამზირს გაბრიელ სალოსის სახელი მიენიჭა.სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით, მოეწყო მსვლელობაც. მას საკრებულოსა და ნავთლუღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატიც შეუერთდნენ.შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წაკითხვა