საზოგადოებრივი
104.5 FM
რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ადრეული ქორწინების პრობლემაზე იმსჯელეს
გამოქვეყნებულია: 2016-06-16 17:42:00
რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ადრეული ქორწინების პრობლემაზე იმსჯელეს. მიზანი ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციაა. გაეროს მოსახლეობის ფონდის წევრების განცხადებით, ადრეული ქორწინება გოგონების სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს და ხელს უშლის გოგონებს განათლების დასრულებაში. შეხვედრაზე პრობლემის გადაჭრის გზებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 
წაკითხვა
სინოდის გადაწყვეტილება - ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2016-06-10 16:17:00
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კუნძულ კრეტაზე მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს- ასეთია წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომლიც დღეს საქართველოში კათოლიკოს- პატრიარქის დაბრუნების შემდეგ გაიმართა.დასახელდა თუ არა კონკრეტული მიზეზები -ნათია ქენქაძე დეტალებით.
წაკითხვა
მიიღებენ თუ არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობას მსოფლიო საეკლესიო კრებაში
გამოქვეყნებულია: 2016-06-10 14:12:00
მიიღებენ თუ არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობას მსოფლიო საეკლესიო კრებაში. კუნძულ კრეტაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, საქართველოს  საეკლესიო დელეგაცია კრებას შეიძლება არ დაესწროს. საკითხს, საქართველოში დაბრუნებული კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წმინდა სინოდის სხდომაზე  განიხილავენ. სინოდის განჩინება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.  
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს - რეპორტაჟი ბოდბიდან
გამოქვეყნებულია: 2016-06-01 19:01:00
დღეს ნინოობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. მსახურება დილიდან ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ბოდბის მონასტერში იმყოფებოდა, სადაც ბოდბის ეპარქის ეპისკოპოსმა, სამღვდელოებასთან ერთად, წირვა შეასრულა.
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2016-05-30 17:20:00
მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომა წელს მესამედ ჩატარდა და მართლმადიდებლური ეკლესიის, მუსლიმთა, იუდეველთა და ევანგელისტურ-ბაპტისტური თემის საკითხები განიხილეს. რელიგიური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი იყო 34 საკითხი, აქედან 30 დაკმაყოფილდა. 
წაკითხვა
13 ასურელი მამის ხსენების დღესთან დაკავშირებით სოფელ ქანდაში მონასტერი აკურთხეს
განახლებულია: 2016-05-20 17:30:00
დღეს 13 ასურელი მამის ხსენების დღეა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ზედაზნელს და მის 12 მოწაფეს იხსენებს, რომლებიც საქართველოში მე-6 საუკუნეში ჩამოვიდნენ და სამონასტრო ცხოვრება დააარსეს. განსაკუთრებით საზეიმოდ დღესასწაული ასურელებით დასახლებულ სოფელ ქანდაში აღინიშნა. პატრიარქის კურთხევით, სპეციალურად ამ დღეს დაამთხვიეს ტაძრის კურთხევა. ერთადერთი მონასტერი, სადაც მართლმადიდებლური წირვა ქართულ-არამეულად ტარდება, სწორედ ასურელი მამების სახელზე აკურთხეს. დღესასწაულის აღსანიშნავად ქანდაში ასურელების გარდა, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მრევლი შეიკრიბა. სადღესასწაულო ლიტურგია კი ქართულ-არამეულის გარდა, ბერძნულ და სლავურ ენებზე აღევლინა.  
წაკითხვა
17 მაისი - თბილისში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2016-05-17 12:18:00
17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან  ბრძოლის საერთაშორისო დღესთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება.ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად კი, რამდენიმე წუთის წინ აწყურის ღვთისმშობლის ხატით რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა დაიწყო. 
წაკითხვა
აწყურის ღვთისმშობლის ხატით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა
გამოქვეყნებულია: 2016-05-17 10:10:00
დღეს აწყურის ღვთისმშობლის ხატით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა. პროცესიის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. უკვე მეორე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე აღინიშნება. აწყურის ღვთისმშობლის ხატით 7-დღიანი მსვლელობა მოეწყო  ოფიდან თბილისამდე.  
წაკითხვა
იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე შესრულდა
გამოქვეყნებულია: 2016-05-14 20:25:00
ქართულად წაკითხული სახარება და შესრულებული გალობა - საუკუნეების შემდეგ პირველად, ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე შესრულდა. იერუსალიმში, ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ერთ-ერთ უძველეს ცენტრში თამარობა პირველად იზეიმეს. წირვა პატრიარქის კურთხევით სვეტიცხოვლის წინამძღვარმა აღავლინა. თამარ გოგესაშვილი დეტალებით იერუსალიმიდან.
წაკითხვა
ქართველი მომლოცველები იერუსალიმში იკრიბებიან - ხვალ ჯვრის მონასტერში წირვა ქართულ ენაზე აღევლინება
გამოქვეყნებულია: 2016-05-13 21:01:00
ქართველი მომლოცველები იერუსალიმში იკრიბებიან. ხვალ ჯვრის მონასტერში წირვა ქართულ ენაზე აღევლინება. ინიციატივა მონასტრის ბერძენ წინამძღვარს ეკუთვნის. მასთან ერთად, თამარ მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებას სვეტიცხოვლის წინამძღვარი და სხვა ქართველი სასულიერო პირები ჩაატარებენ. ხვალვე ჯვრის მონასტერში, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით დაწერილ თამარ მეფის ხატს მიაბრძანებენ.
წაკითხვა
საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დღეს მარნეულში ახალი მეჩეთი გახსნა
გამოქვეყნებულია: 2016-05-12 19:15:00
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დღეს მარნეულში ახალი მეჩეთი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი და ირანის ერთ-ერთი სულიერი ლიდერი აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანი, რომელიც საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფება. გაიხსნა კლინიკაც, რომელიც აიათოლას ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. საფუძველი ჩაეყარა ბაგა-ბაღის მშენებლობას. 
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2016-05-08 12:05:00
დღეს კვირაცხოვლობაა. მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ტაძრებში დილიდან წირვა მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევარში კი მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება და პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება. ნათია ქენქაძე იმყოფება სამების ტაძარში.
წაკითხვა
ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი რელიგიურ საკითხთა სააგენტოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2016-05-07 12:15:00
ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი რელიგიურ საკითხთა სააგენტოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ტარიელ ნაკაიძის თქმით, სააგენტოს წარმომადგენლის პარლამენტში გამოსვლა მუსლიმი თემისთვის შეურაცხმყოფელი იყო. საქმე ეხება გამოუძიებელ ინციდენტებსა და რიგ შემთხვევებში სამლოცველოების აგებაზე უარის თქმას. მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი მთავრობის მეთაურსაც მიმართავს, ის გიორგი კვირიკაშვილს რელიგიის საკითხთა კომისიის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა
გალობა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში - ძველი ქართული სააღდგომო საგალობლები
გამოქვეყნებულია: 2016-05-01 20:28:00
საეკლესიო საგალობლები სადღესასწაულო ლიტურგიის შემადგენელი ნაწილია. აღდგომის ციკლი ხუთ ათეულზე მეტ სააღდგომო საგალობელსა და ვრცელ კანონს მოიცავს. ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში საგალობლები - გალობით შესასრულებელი სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების პოეტური ტექსტებია. ძველი ქართული საგალობლების ნაწილი თავმოყრილია მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“. თათია ბუხრაშვილი გიამბობთ.
წაკითხვა
სააღდგომო წირვა ქართულ-არამეულად - რეპორტაჟი ქანდიდან
გამოქვეყნებულია: 2016-05-01 20:12:00
სააღდგომო ლიტურგია ქრისტეს ენაზე: აღდგომის დღესასწაულს ქართულ-არამეული წირვა-ლოცვით ქანდაში შეხვდნენ. 13 ასურელი მამის სახელობის მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურებას, ადგილობრივებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. ყვავილებით მორთული ტაძარი და არამეული საგალობლები - როგორ აღინიშნა ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტეს ენაზე მოსაუბრე ასურელებით დასახლებულ სოფელ ქანდაში. ნათია ქენქაძის რეპორტაჟი.
წაკითხვა
რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში
განახლებულია: 2016-05-01 20:11:00
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს. ილია მეორე რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ცოდვებსა და მათ ზემოქმედებაზე, სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობაზე, ახალგაზრდების ჩამოყალიბების ტენდენციებზე, გახშირებულ თვითმკვლელობებსა და მშობლების მხრიდან შვილებისადმი მეტი ყურადღებისა და მზრუნველობის აუცილებლობაზე. პატრიარქი ეპისტოლეში საუბრობს მიუსაფარი ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. ილია მეორის განცხადებით, არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით, იგეგმება სახელობო-პროფესიული სასწავლებლის გახსნა, სადაც 18 წლის ახალგაზრდები 23 წლამდე იცხოვრებენ და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მოემზადებიან.
წაკითხვა
აღდგომის დღესასწაული წმინდა მიწაზე - რეპორტაჟი იერუსალიმიდან
გამოქვეყნებულია: 2016-05-01 20:01:00
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაული განსაკუთრებულად აღნიშნეს წმინდა მიწაზე. იერუსალიმში მომლოცველთა ნაწილმა მთელი ღამე მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გაატარა, სადაც საზეიმო ლიტურგია შესრულდა. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ უამრავ პილიგრიმს შორის ქართველი მომლოცველებიც იყვნენ. აღდგომის დღესასწაული წმინდა მიწაზე - ლიზა ციციშვილის რეპორტაჟი იერუსალიმიდან.
წაკითხვა
აღდგომის დღესასწაული იზეიმეს წმინდა მიწაზე
გამოქვეყნებულია: 2016-05-01 12:22:00
ზეიმით შეხვდნენ აღდგომის დღესასწაულს იერუსალიმში. ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ, მომლოცველთა ნაწილმა მთელი ღამე მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გაატარა, სადაც საზეიმო ლიტურგია შესრულდა. „ქრისტე აღსდგა, ჭეშმარუიტად აღსდგა“, - ამ სატყვებით სხვადასხვა ენაზე ულოცავდნენ ერთმანეთს აღგომის დღესასწაულს იერუსალიმში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩასული მართლმადიდებლები. ტაძარში ისმოდა ქართული გალობა და შეძახილებიც. წმინდა მიწაზე ჩასული ქართველი პილიგრიმები დღესასწაულს მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეხვდნენ. სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ, მომლოცველთა დიდი ნაწილი იერუსალიმს ტოვებს, თუმცა ქართველ მომლოცველთა ნაწილი იერუსალიმში კვირის ბოლომდე რჩება და პილიგრიმობას განაგრძობს.
წაკითხვა
საიდან იწყება წმინდა ცეცხლის ისტორია - "მოამბის" სტუმარი თამილა მგალობლიშვილი
გამოქვეყნებულია: 2016-04-30 14:15:00
განსაკუთრებული მზადებაა იერუსალიმში. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. ამ წუთებში აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის ლიტანიობა მიმდინარეობს. "მოამბის" სტუმარი ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე იერუსალიმის ექსპედიციის ხელმძღვანელი თამილა მგალობლიშვილი. 
წაკითხვა
წითელი პარასკევი - დიდმარხვაში ყველაზე მძიმე დღე
გამოქვეყნებულია: 2016-04-29 18:06:00
დღეს წითელი პარასკევია - დიდმარხვაში  ყველაზე მძიმე დღე. ტაძრებში წირვა არ სრულდება. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. ტაძრებში  გარდამოხსნის რიტუალი ჩატარდა. 
წაკითხვა