საზოგადოებრივი
104.5 FM
როგორ აღნიშნეს შობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
განახლებულია: 2015-01-07 16:26:00
სერბეთი, ეგვიპტე, სირია, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, ევროპის ქვეყნები, შეერთებული შტატები - შობა აღნიშნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პილიგრიმები სპეციალურად ჩავიდნენ ბეთლემის შობის ტაძარში, ზუსტად იქ, სადაც სახარების მიხედვით, მაცხოვარი დაიბადა. ანტვერპენის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში შეხვდნენ დღესასწაულს ქართველი ემიგრანტები.
წაკითხვა
სანთლებით გამოსახული ბოლნური ჯვარი სამების ტაძარში
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 10:47:00
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების ტაძარში ახალგაზრდებმა ათასობით სანთლისგან დიდი ბოლნური ჯვარი გამოსახეს და ერთად იგალობეს. ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ 2013 წლიდან შობის დღესასწაულს ასე ეგებება. 5 000 სანთლის ანთება უკვე ტრადიციად იქცა.
წაკითხვა
პრეზიდენტი შობას დუშეთში შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 10:44:00
საქართველოს პრეზიდენტი შობის   დღესასწაულს დუშეთში შეხვდა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და სადღესასწაულო ლიტურგიას  ესწრებოდა. პრეზიდენტმა საქართველოს  მოსახლეობას შობის დღესასწაული სწორედ დუშეთიდან მიულოცა და ერთმანეთის სიყვარულისა და მიტევებისკენ მოუწოდა.
წაკითხვა
ალილოს უძველესი ტრადიცია და საშობაო სამზადისი საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 20:58:00
ალილოს უძველესი ტრადიცია და საშობაო სამზადისი საქართველოში. რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი რეგიონებში და დედაქალაქში - ნათია ქენქაძე დეტალებით.
წაკითხვა
შობის დღესასწაულისთვის მზადება დაწყებულია
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 16:52:00
შობის დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ხვალ თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული ალილო გაიმართება. ფეხით მსვლელობა ამჯერადაც ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკაათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც ალილოს მონაწილეები გზად შეგროვილ ნობათს მიიტანენ. ტაძარში მისვლამდე მეალილოები პარლამენტის შენობასთან, საკრებულოსთან და საპატრიარქოსთან შეჩერდებიან, სადაც მათ საშობაო ნობათს დაურიგებენ. შესრულდება საშობაო საგალობლებიც.სამებაში მისულები კი სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრებიან. ალილოზე შეგროვილი საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თაავშესაფრებს გადაეცემა.   
წაკითხვა
სირიელი ქრისტიანებისთვის სტამბულის გარეუბანში ეკლესია აშენდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 13:24:00
ბოლო 90 წლის განმავლობაში პირველად,  თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სირიელი ქრისტიანებისთვის სტამბულის გარეუბანში ეკლესია აშენდება. ამ ინფომრაციას თურქული გამოცემა "დეილი საბაჰი" ავრცელებს.  1923 წლის შემდეგ ქვეყანაში არც ერთი ახალი ეკლესია არ აშენებულა, ამ დროის განმავლობაში მხოლოდ არსებული ეკლესიების რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.   
წაკითხვა
მასშტაბური აქციები გერმანიაში ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ
განახლებულია: 2015-01-06 13:15:00
გერმანიის რამდენიმე ქალაქში ისლამიზაციის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება. დრეზდენის ქუჩებში 18 ათასამდე ადამიანი ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეები კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ, რომელიც ქვეყანაში ლტოლვილთა ნაკადის შესვლაზე შეზღუდვებს დააწესებს.  ეს უკვე მსგავსი ტიპის რიგით მეთერთმეტე ფართომასშტაბიანი აქციაა ბოლო თვეების განმავლობაში. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “პეგიდაა”, რომელიც გერმანიაში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნით გამოდის.  მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა შტუტგარდშიც, სადაც, მედიის ინფორმაციით, აქციას 22 ათასამდე პირი ესწრებოდა, ასევე - ბერლინსა და კიოლნში. თუმცა კიოლნის ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათება გათიშა, რის გამოც "პეგიდას" წარმომადგენლებმა  მიმდინარე აქცია გაუქმებულად გამოაცხადეს. 
წაკითხვა
მუსლიმური სამყარო მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან 1443-ე წლისთავს ზეიმობს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 17:32:00
მუსლიმური სამყარო მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან 1443-ე წლისთავს ზეიმობს. მსოფლიოში მუსლიმური რელიგიის გავრცელება სწორედ მექაში დაბადებულ მუჰამედს უკავშირდება, რომელსაც მორწმუნეები ღმერთთან შუამავლად მიიჩნევენ. დღესასწაული ქართველმა მუსლიმებმა ბათუმში აღნიშნეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილებმა ხელოვნების ცენტრის დარბაზში შუამავლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები გაიხსენეს. მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
წაკითხვა
ხვალ უწმინდესის დაბადების დღეა, ილია მეორეს 82 წელი შეუსრულდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-03 20:30:00
ხვალ უწმინდესის დაბადების დღეა, ილია მეორეს 82 წელი შეუსრულდება. საპატრიარქოში საიუბილეო მიღება უკვე დაიწყო. მრევლს შესაძლებლობა აქვს პატრიარქს ესტუმროს და იუბილე მიულოცოს - ნათია ქენქაძე დეტალებით. 
წაკითხვა
ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს, მრევლს თევზის მიღება შეეძლება
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 16:26:00
ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს,  მრევლს თევზის მიღება შეეძლება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მარხვაზე მყოფთათვის  თევზის მიღება მხოლოდ 31 დეკემბრის ბოლო საათებში და პირველ იანვარს არის შესაძლებელი. "ვინაიდან 2 იანვარი პარასკევია, ამდენად 2 იანვარს  თევზის მიღებაზე კურთხევა არ არის", - აცხადებენ საპატრიარქოში. 40-დღიანი საშობაო მარხვა წელს 28 ნოემბრიდან დაიწყო და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს. 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლოთ. 2 იანვრიდან 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.
წაკითხვა
საქართველოს მოქალაქის სამდღიანი ძებნა დასრულდა - მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 20:05:00
ადრიატიკის ზღვა ისევ მოვლენათა ეპიცენტრშია. საქართველოს მოქალაქის სამდღიანი ძებნა დასრულდა, მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს. ბორანზე, რომელსაც ალბანეთის სანაპიროსთან გაუჩნდა ცეცხლი და საბერძნეთიდან იტალიაში მიდიოდა,  9 ქართველი იმყოფებოდა. რვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ქალაქ ბარის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.სალომე ქოქიაშვილი არა მხოლდ საქართველოს მოქალაქეების შესახებ იკვლევდა ინფორმაციას - ბორანზე მყოფთა ზუსტი სიის დადგენასაც ცდილობს. დაკარგულთა საერთო რაოდენობა ისევ დაუდგენელია.
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში მოხეში სადავო საკულტო ნაგებობის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა
განახლებულია: 2014-12-27 20:39:00
მთავრობის ადმინისტრაციაში სოფელ მოხეში სადავო საკულტო ნაგებობის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა. პირველ შეხვედრაზე მხარეებმა კომისიის წევრთა რაოდენობა და სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს. შეხვედრის დასრულებისას გაირკვა, რომ შეიქმნება მეცნიერებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი, რომლის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მხარეები მიაღწევენ კონსენსუსს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიის ინფორმაციით, კომისიის მუშაობაში სახალხო დმცველი ჩაერთვება. მომდევნო შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება.
წაკითხვა
ვატიკანში, შობის დღესასწაულზე, “ფემენის” აქტივისტი წმინდა პეტრეს მოედანზე გაშიშვლდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-26 17:10:00
ვატიკანში შობის დღესასწაულზე, მოძრაობა “ფემენის” აქტივისტი წმინდა პეტრეს მოედანზე გაშიშვლდა, სხვადასხვა ლოზუნგის სკანდირებით,  საგანგებოდ მოწყობილ ბაგასთან მიირბინა და ყრმა იესოს ქანდაკება ხელში აიტაცა. როგორც მოძრაობის ოფიციალურ გვერდზე განმარტავენ, ამ ქმედებით აქტივისტმა ბავშვზე ძალადობა დაგმო  და ქალთა მიმართ ვატიკანის მრავალსაუკუნოვანი პოზიცია გააპროტესტა. ნახევრადშიშველი აქტივისტი სამართალდამცველმა მალე დააკავა და მოედნიდან გაიყვანა. ინციდენტის დროს მოედანზე ასობით მორწმუნე იმყოფებოდა. 
წაკითხვა
როგორ აღნიშნეს შობა საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2014-12-25 21:05:00
დღეს შობაა. სადღესასწაულო წირვა და კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის მილოცვა „მოამბის“ მაყურებელს. მოქალაქეები მილოცვებს დილიდან იღებენ. როგორ შეხვდნენ დღესასწაულს საქართველოში - ნახეთ „მოამბის“ რეპორტაჟში.
წაკითხვა
სადავო შენობა მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის - ნაგებობის ხელყოფის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2014-12-25 20:48:00
კიდევ ერთი სადავო შენობა სამცხე-ჯავახეთში - ადიგენის რაიონის სოფელ ფლატეს მართლმადიდებელი და მუსლიმი თემი ავარიული შენობის დანიშნულებას არკვევს. ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის საჩივრის საფუძველზე კი სამართალდამცველები სწავლობენ, მოხდა თუ არა ნაგებობის ხელყოფა. გამოძიება მიმდინარეობს.
წაკითხვა
პრეზიდენტისა და პრემიერის საშობაო მილოცვები
გამოქვეყნებულია: 2014-12-25 10:43:00
საქართველოს პრემიერმინისტრმა მრევლს შობა მიულოცა. „ვულოცავ ამ დღეს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი შობის დიდი დღესასწაულია. ყოველი შობა უკეთესი მომავლის იმედი და რწმენაა. ვუსურვებ ყველას, არ მოჰკლებოდეთ სიკეთე, სიყვარული, მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც წერილში. გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობა მიულოცა გიორგი მარგველაშვილმაც.„ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ჩვენ ვუკავშირებთ განახლებისა და ნათელი მომავლის რწმენას. სიყვარული, კეთილდღეობა, მშვიდობა და ბედნიერება მოეტანოს ამ დღეს ჩვენს ოჯახებსა და სამშობლოში“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.
წაკითხვა
ოთხმა რელიგიურმა კონფესიამ ფინანსური კომპენსაცია მიიღო
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 20:33:00
ოთხმა რელიგიურმა კონფესიამ საბჭოთა ეპოქის დროს მიყენებული ზიანისთვის ფინანსური კომპენსაცია მიიღო. მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე შესრულებულია.საუბარია სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე, კათოლიკურ ეკლესიაზე და მუსლიმთა და ებრაულ თემებზე, რომელთა წარმომადგენლები დღეს პრემიერს შეხვდნენ.მთავარი განსახილველი თემა დაფინანსების საკითხიც იყო. როგორც რელიგიურ საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, მომავალი წლიდან ოთხივე კონფესიას დაფინანსება გაუორმაგდება.ზაზა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ოთხ კონფესიას მომავალ წელს, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კონფესია დაემატოს.
წაკითხვა
4 რელიგიურ კონფესიას დაფინანსება ეზრდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 16:50:00
ოთხ რელიგიურ კონფესიას დაფინანსება ეზრდება. დღეს კანცელარიაში პრემიერთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმთა და ებრაული თემების წარმომადგენლები. საუბრის მთავარი თემა იყო დაფინანსება.მათი ბიუჯეტი გაორმაგდება. რელიგიურ საკითხთა სააგენტო კი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ამ სიაში სხვა რელიგიური კონფესიებიც მოხვდნენ.
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტი ებრაული დღესასწაულის, ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას ქვეყნის მთავარ სინაგოგაში დაესწრო
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 20:39:00
საქართველოს პრეზიდენტი ებრაული დღესასწაულის - ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას ქვეყნის მთავარ სინაგოგაში დაესწრო.სახელმწიფოს მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და პირველი სანთელი აანთო. გიორგი მარგველაშვილმა ებრაელებს დღესასწაული მიულოცა და სახელმწიფოს განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესში მათ ფასდაუდებელ როლზე ისაუბრა. ყურადღება მან იმ ფასეულობებზე გაამახვილა, რომელთა პატივისცემა ამ ორი ერის მეგობრობის საფუძველი გახდა. პრეზიდენტი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს რელიგიის, ტრადიციების, კულტურის დაცვასა და განვითარებაში თანადგომას დაპირდა. ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საქართველოს მთავარი რავინი, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
წაკითხვა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 17:20:00
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც წილკნის მიტროპოლიტი ზოსიმე ჰყვება, განსახილველ საკითხებს შორის იყო ეკუმენიზმის და სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის მიმართ დამოკიდებულება. რაც შეეხება არქიმანდრიტ დიმიტრი თეთრუაშვილის საკითხს-ამ თემის განხილვა გადაიდო. მიღებულია სინოდის სხდომის განჩინება, რომლის სრულ ტექსტს პატრიარქის ქორეპისკოპოსი დღის განმავალობაში გამოაქვეყნებს. სინოდის დღევანდელ სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უძღვებოდა.
წაკითხვა