საზოგადოებრივი
104.5 FM
ტერაქტი ნიგერიაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 13:46:00
ტერაქტი ნიგერიაში - სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა ქალაქ გომბეში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად. „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ იმ დროს
წაკითხვა
ანტიისლამური აქცია დრეზდენში
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 13:31:00
გერმანიის ქალაქ დრეზდენში 20 ათასამდე ადამიანმა ანტიისლამური აქცია გამართა. საპროტესტო გამოსვლა ორგანიზაციამ სახელწოდებით „პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ“  მოაწყო. ორგანიზაციის ლიდერების განცხადებით, გერმანია იმიგრაციის მიწა არ არის. ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ლტოლვილების გაზრდილ რაოდენობას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირებენ. დრეზდენში ანტიისლამური გამოსვლები ოქტომბერში დაიწყო და დემონსტრანტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. წელს გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა  ანტიიმიგრაციულ ორგანიზაციას გერმანიის სირცხვილი უწოდა.  ანტიისლამური დემონსტრაციის პარალელურად, დრეზდენში იმიგრანტების მხარდამჭერი  აქციაც გაიმართა.  
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 17:30:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავიშრებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. საღმრთო ლიტურგია დასრულდა სამების საკათედრო ტაძარში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.  
წაკითხვა
დღეს ნიკოლოზობაა
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 13:53:00
დღეს ნიკოლოზობაა. ამასთან დაკავშირებით წირვას სამების საკათედრო ტაძარში   საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი  წმინდა სინოდთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. საქართველოს ეკლესიის მფარველი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი  წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და  მირონი სდის. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები ბარში გადაასვენეს.
წაკითხვა
ბებნისის თეოდორე ტირონის სახელობის დედათა მონასტრის ნაკეთობების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 13:42:00
გალერეა  „ვაჩეს“  საგამოფენო  სივრცემ ბებნისის თეოდორე ტირონის სახელობის დედათა მონასტრის ნაკეთობების საშობაო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი, სხვადასხვა  ფერის, ფორმისა და შინაარსის ხელნაკეთი ნივთები. გამოფენა საქველმოქმედოა და  21 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
წაკითხვა
მუსლიმთა თემს მფლობელობაში 23 საკულტო ნაგებობა გადეცა
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 16:29:00
მუსლიმთა თემს მფლობელობაში 23 საკულტო ნაგებობა გადეცა -  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომიის სხდომა დასრულდა. სხდომაზე მუსლიმთა თემისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინადადებები განიხილეს. სულ კომისიამ ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ 13 საკითზე იმსჯელა. 
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 13:54:00
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა აღევლინება.წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა.  წმინდანის ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება. წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. 
წაკითხვა
პრემიერმა თბილისის მთავარ სინაგოგაში ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2014-12-16 20:41:00
პრემიერმა თბილისის მთავარ სინაგოგაში ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა. გამოსვლის დროს მთავრობის მეთაურმა ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და მას სამაგალითო უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმზეც ისაუბრა, რომელიც ყოფილი პრემიერის - ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით გაიხსნა. სინაგოგაში პრემიერთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერი და საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი.
წაკითხვა
შეზღუდვები რიკოთის საავტომობილო გვირაბში
განახლებულია: 2014-12-16 13:13:00
რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ელექტრომექანიკური აღჭურვილობის პროფილაქტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით, შეზღუდვები მოქმედებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე გვირაბში, 16 -19 დეკემბრის ჩათვლით, დილის 08:00 სთ-დან საღამოს18:00  სთ-მდე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს აღნიშნავს
განახლებულია: 2014-12-06 17:07:01
მართლმადიდებელი ეკლესია ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს აღნიშნავს. თბილისში  ნეველის სახელობის ტაძარი ფუნქციონირებს . ის 150 წლის წინ ააგეს.  ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში რუსეთიდან დევნილი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ, სწორედ აქ აღკვეცეს ბერად 1957 წელს ილია მეორე. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძარს დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტუმრობდა. პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა და მრევლს ქადაგებით ქართულ და რუსულ ენაზე  მიმართა. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარდება. 
წაკითხვა
საზეიმო კონცერტი რომში - "ქართული პოლიფონია - კაცობრიობის საგანძური"
განახლებულია: 2014-12-05 22:16:08
7 დეკემბერს ქალაქ რომში საქველმოქმედო ფონდი "ქართული გალობა" საზეიმო კონცერტს გამართავს.კონცერტში ევროპაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების სამრევლოებთან არსებული ქართული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას - ბრიუსელიდან, დიუსელდორფიდან, ბარსელონიდან, მიუნხენიდან, ფლორენციიდან, პარიზიდან და რომიდან. კონცერტის მიზანი  ქართული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციაა. ფონდი "ქართული გალობა" 2012 წელს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა.
წაკითხვა
ილია მეორე - რუსეთის ხელისუფლება ხელშეკრულებით ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს ერთმანეთისგან აშორებს
განახლებულია: 2014-12-02 21:17:23
აღმოჩნდება თუ არა პოროშენკოსთვის საკუთარი ბიზნესივით ტკბილი "ნაციონალური" გამოცდილების გაზიარება - ოფიციალური თბილისი ურთიერთობების გადახედვაზე საუბრობს. საქართველოს პატრიარქის განცხადება რუსულ-აფხაზურ შეთანხმებაზე - ილია მეორის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება ხელშეკრულების გაფორმებით, ორ ქვეყანას შორის არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს და ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს ერთმანეთისგან აშორებს.პატრიარქი წერს, რომ ხელშეკრულებით დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის პრინციპი, რომლის მიხედვით, მსგავსი გადაწყვეტილების დროს ძირძველი მოსახლეობის ნება უნდა იყოს გათვალისწინებული. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი დღეს იძულებით გადაადგილებულია და, შესაბამისად, ტერიტორიის ნებით განსაზღვრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს ისევ არ ეძლევა საშუალება, აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს ეკლესიის მრევლის რელიგიური მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. ე.წ. შეთანხმებას პატრიარქი სამწუხარო რეალობად აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ძმურ ურთიერთობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ადრე თუ გვიან, აღადგენს.
წაკითხვა
უკრაინის რადაში ის ადგილები აკურთხეს, სადაც ადრე კომუნისტები ისხდნენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-02 20:17:00
ქართველი მოჭადრაკეები ასაკობრივი ოლიმპიადისთვის ემზადებიან. 12-25 დეკემბერს უნგრეთში 16 წლამდე მოჭადრაკეთა წლის ბოლო მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. რადაში მღვდელი, პარტია "თავისუფლების" დეპუტატებმა მიიწვიეს. სწორედ მათ აქვთ ის ადგილები დაკავებული, სადაც წინა მოწვევის პარლამენტში "კომუნისტური პარტიის" დეპუტატები ისხდნენ. "აუციელებელი იყო ამ ადგილის კომუნისტური სულისგან, ფაქტობრივად უწმინდური სულებისგან განწმენდა", - განაცხადა დეპუტატმა პარტია "თავისუფლებიდან" იური ბუბლიკმა მედიასთან საუბრის დროს.
წაკითხვა