საზოგადოებრივი
104.5 FM
წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-03-03 20:30:00
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს 12:00 საათზე გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ დაუდასტურა.მისი ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თავმჯდომარეობით ჩატარდება. 
წაკითხვა
საპატრიარქო: წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის
განახლებულია: 2017-03-02 10:01:00
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სხდომის გამართვის თარიღი მედიას წინასწარ ეცნობება.„წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“,- აცხადებენ საპატრიარქოს პრესცენტრში.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. 
წაკითხვა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა, სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-03-01 21:26:00
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ოფიციალურად სინოდის სხდომის თარიღს საპატრიარქო გამოაცხადეს.რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, მამა გიორგის თქმით, წინასწარ განსახილველი საკითხები არ ცხადდება.თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის საკითხი იქნება.
წაკითხვა
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა (ფოტოები)
გამოქვეყნებულია: 2017-02-28 18:22:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. როგორც ცნობილია, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრება. დღეს წმინდა ანდრეა კრეტელის კანონი იკითხება.ჯერჯერობით, უცნობია, გამოეხმაურება თუ არა უწმინდესი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ან საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 
წაკითხვა
მამა გიორგი ზვიადაძე: პატრიარქის დაცვის უფროსად ზურაბ ბუჩუკური დაინიშნა
განახლებულია: 2017-02-27 12:11:00
პროტოპრესვიტერის, მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროსად ზურაბ ბუჩუკური დაინიშნა.ამის შესახებ მამა გიორგიმ „კვირის მოამბეში“ განაცხადა.„ბატონი სოსო ოხანაშვილი წლების განმავლობაში იყო პატრიარქის დაცვის უფროსი და ასრულებდა ამ მოვალეობას, იცავდა პატრიარქის უსაფრთხოებას.დღეს, პატრიარქის დაცვის უფროსად დანიშნულია ზურაბ ბუჩუკური“,- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
წაკითხვა
პატრიარქი: სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ და ვზრუნავთ [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 19:48:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღავლინა.პატრიარქმა შენდობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შენდობის წესის დროს ილია მეორემ თავად ითხოვა შენდობა.„საკვირველია ადამიანი როგორ იტევს, იტანს თავის თავში ამდენ სიკეთეს და ბოროტებას, ამდენ სიხარულს და ამდენ მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება, მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება და სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ და ვზრუნავთ.მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს მოთმინებას.ადამიანი კეთილია წარმოშობით და თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთისა, მაგრამ არის დიდი ბრძოლა ადამიანში.მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს , ხშირად ადამიანი სჯის თავის თავს.ხშირად მითქვამს, ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს მარცხნივ დადგება თუ მარჯვნივ.ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი. საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. არ უნდა გაგვიტყდეს იმედი, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა.დიდი მარხვის წინ ჩვენ ღრმად ვუყურებთ ჩვენს გულს, გონებას და სულს.ვხედავთ, რომ მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია, ან როგორ ვიტანთ ამდენ ცოდვას, ამდენ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი გვაძლევს იმედს და მოთმინებას.შევთხოვ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, მადლი, სიყვარული, სიხარული, რომ განსაცდელის დროს არ დავეცეთ მიწაზე, რომ განსაცდელის დროს უფალი მოვიდეს და გვიშველოს ჩვენ წინსვლაში.არ შეგეშინდეთ ღმერთი ჩვენთან არის, შეგვეწევა, ბოროტი დაითრგუნება.დღევანდელ დღეს შევყურებთ ცას და უფალს, რომ შეგვინდოს ცოდვები. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისაგან. დღეს, როცა მადლი ღვთისა უხვად გადმოდის ჩვენზე, ჩვენ შევთხოვთ უფალს შეგვინდოს ცოდვამე ცოდვილის, სრულიად საქართველოს პატრიარქი შეგთხოვთ, შემინდოთ შეცოდებანი ჩემნი. მე, ცოდვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ, რომ აღავლინოთ
წაკითხვა
ილია მეორე სამების ტაძარში მივიდა - პატრიარქს დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი თან არ ახლავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 19:24:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.როგორც სამების ტაძრიდან „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, ილია მეორეს დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი თან არ ახლავს.ამასთან, პატრიარქის დაცვას სამების ტაძარში ზურაბ ბუჩუკური უზრუნველყოფს.გავრცელებული ინფორმაციით, ოხანაშვილი სწორედ ბუჩუკურმა ჩაანაცვლა.ამ წუთებში ილია მეორე შენდობის კვირის მნიშვნელობაზე საუბრობს.
წაკითხვა
ილია მეორემ სამების ტაძარში შესაძლოა, დღეს საღამოს შენდობის ლოცვა წაიკითხოს
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 10:48:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,  შესაძლოა, დღეს საღამოს, სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვაზე მიბრძანდეს.ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს საპატრიარქოში განუცხადეს.წირვა სამების ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქი არ ესწრება.შენდობის კვირას ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. 
წაკითხვა
საპატრიარქოს სახელით ოფიციალურ განცხადებებს მედიასთან დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 18:44:00
საპატრიარქოს სახელით ოფიციალურ განცხადებებს მედიასთან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს.ამის შესახებ საპატრიარქოსთან მყოფ ჟურნალისტებს შარაშენიძემ განუცხადა.პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირის დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს გახდა ცნობილი, თუმცა როგორც დღეს აღინიშნა, ის საპატრიარქოს მდივანი არ იქნება.მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ითვლება პატრიარქის მდივნად, რადგან, როგორც დღეს დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხადა, პატრიარქს მამა მიქაელის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიუღია.დეკანოზი იმედოვნებს, რომ მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოში დარჩება.მამა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ განაცხადა, რომ საპატრიარქოს მდივნის მოვალეობას ტოვებს.ამასთან, როგორც მამა მიქაელმა „მოამბესთან“ საუბრისას აღნიშნა, ის ვერ დარჩება საპატრიარქოში იმ ადამიანების გვერდით, ვინც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში მიიყვანა. 
წაკითხვა
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი: პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირს პატრიარქი დღეს დანიშნავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 14:04:00
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში პატრიარქი პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირს დანიშნავს, თუმცა ის საპატრიარქოს მდივანი არ იქნება.მისივე განმარტებით, მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ითვლება პატრიარქის მდივნად, რადგან, დეკანოზის თქმით, პატრიარქს მამა მიქაელის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიუღია.დეკანოზი იმედოვნებს, რომ მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოში დარჩება.მამა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ განაცხადა, რომ საპატრიარქოს მდივნის მოვალეობას ტოვებს.ამასთან, როგორც მამა მიქაელმა „მოამბესთან“ საუბრისას აღნიშნა, ის ვერ დარჩება საპატრიარქოში იმ ადამიანების გვერდით, ვინც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში მიიყვანა. 
წაკითხვა
მამა მიქაელ ბოტკოველი: ვერ ვიქნები იმ ადამიანების გვერდით, ვინც მამალაძე საპატრიარქოში მოიყვანა
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 13:54:00
მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ის ვერ იქნება საპატრიარქოში იმ ადამიანების გვერდით, ვინც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში მიიყვანა.როგორც მამა მიქაელმა „მოამბესთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მას არანაირი დაპირისპირება საპატრიარქოში არ ქონია და გავრცელებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.„ინფორმაცია რაც ვრცელდება არასწორია. არანაირი კონფლიქტი იმ ადამიანთან არ მქონია. მე ამ ადამიანების გვერდით ვერ ვიქნები საქართველოს საპატრიარქოში და ისინი ჩემი საპირწონეები არ არიან.ვგულისხმობ, ოხანაშვილს, მამალაძეს და მის გარემოცვას, რომელმაც მოიყვანა მამალაძე საპატრიარქოში“,-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
წაკითხვა
ნანა კაკაბაძე პატრიარქს შეხვდა - რას აცხადებს უფლებადამცველი
განახლებულია: 2017-02-21 12:09:00
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პატრიარქს შეხვდა. მისი თქმით, ილია მეორეს არ აქვს სრული ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კაკაბაძის განმარტებით, ის პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილსაც შეხვდა  და განაცხადა, რომ მისი სახელი კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენეს, ვისაც საპატრიარქოს გავლენის შესუსტება ჰქონდა მიზნად. 
წაკითხვა
პროტოპრესვიტერი: „უნდა გაირკვეს, რას ისახავდა მიზნად პატრიარქის ვიდეომიმართვის არასრული ვერსიის გავრცელება“
განახლებულია: 2017-02-19 12:05:00
უნდა გაირკვეს ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა, რისთვის, რას ისახავდა მიზნად ვიდეომიმართვის არასრული ვერსიის გავრცელება, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, უმართებულო დასკვნებს მიეცეს საფუძველი, ამის შესახებ საზოგადოებრივს პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა. ის გამოეხმაურა „ობიექტივის" მიერ პატრიარქის ვიდეომიმართვის ახალი ვერსიის გავრცელებას.ზვიადაძის თქმით, რთული სათქმელია, ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს მსგავსი ქმედება. მამა გიორგი ზვიადაძე საკითხის ძირფესვიანად შესწავლამდე ვარაუდებისა და ეჭვების გამოთქმისგან თავს იკავებს. „საქართველოს საპატრიარქო დეტალურად შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და შემდეგ აცნობებს საქართველოს მოსახლეობას საქმის დეტალებს. საპატრიარქო ძალიან დიდ პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობას და აუცილებლად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას, თუმცა მანამდე აუცილებელია, რომ საკითხი კარგად და გამოწვლილვით იქნას შესწავლილი" - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.როგორც პროტოპრესვიტერმა საზოგადოებრივთან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, პატრიარქის ვიდეომიმართვის ის ნაწილი, რომელიც პირველად გავრცელებულ ვიდეოში ამოჭრილი იყო, საფუძვლიანად ცვლის პატრიარქის ვიდეომიმართვის კონტექსტსა და შინაარსს. „ვიდეომასალის სრულ ვერსიაში ჩანს, რომ გარკვეულ კითხვებს სვამს პატრიარქი, ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად იყოს. აუცილებელია, რომ საშუალება მივცეთ, გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. თუ აღმოჩნდება გამოძიების შედეგად გარკვეული მასალები, ეკლესიას გვმართებს, პირდაპირ შევხედოთ და თვალი გავუსწოროთ სიმართლეს" - განაცხადა პროტოპრესვიტერმა. როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, ის დღეს პატრიარქს ტელეფონით ვიდეომიმართვის ახალი ვერსიის გავრცელებამდე ესაუბრა და მან საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. 
წაკითხვა
ილია II: „რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?“
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 18:35:00
 „რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?“ - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იმ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომელიც ბერლინში კლინიკაში ყოფნის დროს ჩაიწერა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეო-მიმართვის სრული ვერსია „ობიექტივმა“ პირდაპირ ეთერში გაავრცელა. მედიასაშულების ინფორმაციით, აღნიშნული ფრაზა პირველი ვიდეომიმართვიდან ამოჭრილი იყო. „მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას.სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა , გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ.მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან.მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება“,- აღნიშნავს ილია მეორე მიმართვაში.ბერლინიდან, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვა 16 თებერვალს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის „ფეისბუქის“ გვერდზე ორ ნაწილად გავრცელდა.ილია მეორეს ლაპარასკოპიული მეთოდით 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ბერლინში ჩაუტარდა.
წაკითხვა
მეუფე ანდრია: ეს საკითხი არ წყდება კურთხევით
განახლებულია: 2017-02-16 18:25:00
ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძე სასულიერო პირებმა მოინახულეს. როგორც მეუფე ანდრიამ განაცხადა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო უსაფრთხოების ზომების გამო, მისი ზიარება ვერ მოხერხდა. „უსაფრთხოების ზომები მამა გიორგის მიმართ იმდენად დაცულია, რომ დღეს ვერ ვაზიარეთ ზუსტად იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები ამას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.  ჟურნალისტების კითხვაზე, მისცა თუ არა დეკანოზს კურთხევა, ისაუბროს საქმის დეტალებზე, მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ „ეს საკითხი არ წყდება კურთხევით“ და მნიშვნელოვანია, აღსარების საიდუმლო არ დაირღვეს. თუმცა, გასცემს თუ არა მამა გიორგი აღსარების საიდუმლოს, მეუფე ანდრიას თქმით, ეს პირადად მასზეა დამოკიდებული. მღვდელმთავრის განცხადებით, მას ღრმად სწამს, რომ დაკავებულ დეკანოზს პატრიარქის მიმართ არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონია. სასულიერო პირების შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხეში გიორგი მამალაძესთან ადვოკატები შევიდნენ. 
წაკითხვა
საპატრიარქო: პატრიარქისთვის ოპერაციის ჩატარება 13 თებერვალსაა დაგეგმილი
გამოქვეყნებულია: 2017-02-09 21:54:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, გამოკვლევების შედეგად დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ოპერაცია ორშაბათს, 13 თებერვალსაა დაგეგმილი. „გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 8 თებერვალს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხვა
ბავშვი ბერები ჰიმალაიზე - ფოტოებით ნაამბობი ტიბეტური ტრადიცია
გამოქვეყნებულია: 2017-01-13 12:48:00
ჰიმალაიზე ახალგაზრდა და ახალბედა ბერები ცხოვრობენ. ისინი მეწამულ სამოსში არიან შემოსილები და მომავალი ცხოვრებისთვის ემზადებიან. სწავლობენ და ახალ ცხოვრებას ეჩვევიან. პატარა ბერები მე-15 საუკუნის მონასტერში ცხოვრობენ. ამ მიწას - ლეჰ ინ ლადახ-ს უწოდებენ. ეს მიწა მეორენაირად ცნობილია, როგორც მიწის მაღალი უღელტეხილი, ინდოეთის ადმინისტრაციაში შემავალი - ქაშმირი. ეს მიწა პაკისტანსა და ინდოეთს შორის სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს.მონასტერი 3000 მემტრის სიმაღლის კლდეზე მდებარეობს. მონასტრიდან ულამაზესი ხედები იშლება. თავად რელიგიურ კომპლექს ტიქსი ეწოდება, სადაც ე.წ. ყვითელქუდიანები არიან გაერთიანებულნი. ეს უკანასკნელნი ტიბეტური ბუდიზმის წარმომადგენლები არიან.ტიბეტური ბუდიზმი ეს არის რელიგია დევნილობაში. როდესაც ტიბიტელებმა ჩინეთის დაპყრობების გამო საკუთარი მიწა დაკარგეს, ბევრი ტიბეტელი ოჯახი ინდოეთში გადასახლდა. ახლა ტიბეტელები ოჯახიდან მხოლოდ ერთ შვილს აგზავნიან მონასტერში, რათა მათ ისწავლონ საკუთარი რელიგია, ისტორია, ენა და კულტურა.
წაკითხვა
როგორი იყო შობის ღამე საქართველოში
განახლებულია: 2017-01-07 20:17:00
შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიის დაწყებამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს. რა საკითხებზე ამახვილებს პატრიარქი ყურადღებას და როგორი იყო შობის ღამე - ეთა მამალაშვილი გიამბობთ. 
წაკითხვა
საქართველოს პატრიარქი დღეს იუბილარია
განახლებულია: 2017-01-04 20:45:00
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს იუბილარია. ილია მეორეს 84 წელი შეუსრულდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო. ილია მეორე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურების ქვეშ რჩება. რაც შეეხება საშობაო მსახურებას, მას თავად პატრიარქი ჩაატარებს. მანამდე კი ილია მეორე მილოცვებს იღებს. პრეზიდენტის და პრემიერის წერილებში აღნიშნულია, რომ მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი. "ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი" - წერს პრემიერი. “ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში" - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
წაკითხვა
კათოლიკური სამყარო შობას ზეიმობს
გამოქვეყნებულია: 2016-12-25 00:58:00
კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ წუთებში ვატიკანში საზეიმო წირვას აღავლენს რომის პაპი, ფრანცისკე. საზეიმო წირვა მიმდინარეობს საქართველოში მოქმედ კათოლიკურ ტაძრებშიც. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო წირვას თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში ატარებს. გთავაზობთ ვატიკანში მიმდინარე საზეიმო წირვის პირდაპირ ტრანსლაციას, რომელსაც ვატიკანის ტელევიზია ახორციელებს. 
წაკითხვა