საზოგადოებრივი
104.5 FM
პრემიერი ქართველ ოლიმპიელებს ლისის ტბაზე მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2016-08-26 20:57:00
საზეიმო მიღება ლისის ტბაზე: პრემიერი რიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს ხვდება. შეხვედრას, სპორტსმენებთან ერთად, მათი ოჯახის წევრები და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებიც ესწრებიან. მანამდე კი ოლიმპიელები პრეზიდენტმა მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე მოასპარეზე სპორტსმენები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ლიზა ციციშვილი დეტალებით.
წაკითხვა
„რიო 2016-ის“ პრიზიორები პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
გამოქვეყნებულია: 2016-08-26 19:07:00
„რიო 2016-ის“ პრიზიორები ღირსების ორდენის კავალერები გახდნენ. ქართველ ოლიმპიელებს ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა პირადად გადასცა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.
წაკითხვა
ოლიმპიური ნაკრები რიოდან დაბრუნდა - ასპარეზობის დეტალებს ოლიმპიელები „მოამბესთან“ იხსენებენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-25 20:54:00
ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში არიან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. რიოში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ტარიელ ხინჩეგაშვილი ყველაზე დაძაბულ ორთაბრძოლებს „მოამბესთან“ იხსენებენ.
წაკითხვა
რიო 2016 - ზურა იაკობაშვილი მეოთხედფინალში გადავიდა
გამოქვეყნებულია: 2016-08-21 16:10:00
თავისუფალ ჭიდაობაში რიოს ოლიმპიადაზე ზურა იაკობაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ნიგერიელი სპორტსმენი დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. დღეს კიდევ ერთი ქართველი, ელიზბარ ოდიკაძე იჭიდავებს. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კი მეშვიდე მედალი გენო პეტრიაშვილმა მოუტანა. თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან ამერიკელი მეტოქე 31 წამში 10:0 დაამარცხა. გენო პეტრიაშვილის გამარჯვების შემდეგ, საქართველოს 7 მედალი აქვს: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
წაკითხვა
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ბრინჯაოსთვის ბრძოლას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2016-08-20 20:02:00
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ბრინჯაოსთვის ბრძოლას განაგრძობს. პეტრიაშვილმა 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი შეხვედრის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში ირანელ ფალავანთან დაძაბულ ბრძოლაში თანაბარი ქულებით წააგო. თუმცა, ირანელი სპორტსმენი შემდეგ ფინალში გავიდა, რის გამოც ქართველ მოჭიდავეს მესამე ადგილისთვის ბრძოლის უფლება აქვს. 86 კილოგრამში მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი კი ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლას მერვედფინალში გამოეთიშა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლები ფინალურ ეტაპამდე, გვიან ღამით 12 საათის შემდეგ დაიწყება.
წაკითხვა
ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია
გამოქვეყნებულია: 2016-08-20 00:37:00
რამდენიმე წუთის წინ, რიო დე ჟანეიროში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 57 კგ. წონით კატეგორიის ფინალი გაიმართა. ლადო ხინჩეგაშვილმა, დაძაბულ ბრძოლაში იაპნელ რეი ჰიგუჩის სძლია და ქართულ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა
წაკითხვა
რიო 2016 - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია
გამოქვეყნებულია: 2016-08-19 21:04:00
კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენის წარმატებული ასპარეზობა რიოს ოლიმპიადაზე: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია. ნახევარფინალურ შეხვედრაში მოჭიდავემ ბულგარელი მეტოქე დაამარცხა. მანამდე კი ოლიმპიელმა ყაზახ და აზერბაიჯანელ ფალავნებსაც სძლია. ფინალური ბლოკები თბილისის დროით 23:00 საათიდან იწყება. საქართველოს კიდევ ერთი ოლიმპიური მედლის მიღების შანსი აქვს. ოლიმპიურ თამაშებზე დღეს კიდევ ერთი მოჭიდავე ასპარეზობდა. 74 კილოგრამ წონით კეტეგორიაში იაკობ მაქარაშვილი დამარცხდა.
წაკითხვა
პირველი ქართული ოქრო რიოში და პირველად ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ორი ჩვენი სპორტსმენი ერთ კვარცხლბეკზე!
გამოქვეყნებულია: 2016-08-17 04:29:00
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა რიოს ოლიმპიადაზე, +105 წონით კატეგორიაში, ლაშამ ორჭიდში მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, მან  473 კილოგრამის დაძლევა შეძლო და პირველი ადგილი დაიკავა,  დღეს ძალოსანთა კვარცხლბეკზე ჩემპიონის გვერდით მეორე ქართველი სპორტსმენიც იდგა - ირაკლი თურმანიძემ ორჭიდში 448 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
წაკითხვა
ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-11 20:00:00
საქართველოს რიოს ოლიმპიადაზე დღეს 20 წლის ძიუდოისტი წარმოადგენს. ახალგაზრდა ფალავანი რამდენიმე წუთის წინ მეოთხედფინალში ფრანგ მტოქესთან დამარცხდა, თუმცა ის მაინც განაგრძობს ასპარეზობას. მომდევნო შეხვედრა თბილისის დროით, დაახლოებით, სამ საათში დაიწყება. სწორედ ამ დროს უნდა გაირკვეს, ექნება თუ არა ქვეყანას კიდევ ერთი ოლიმპიური მედლის მიღების შანსი. 20 წლის ღვინიაშვილს  უკვე საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ასევე ახალგაზრდებში. სამი თვის წინ ქართველი ძიუდოისტი პრესტიჟული ტურნირის - ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.   
წაკითხვა
სპორტული ასპარეზობების ფონზე, რიოში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო
განახლებულია: 2016-08-10 20:05:00
სპორტული ასპარეზობების ფონზე, რიოში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. სასტუმროში, სადაც საქართველოს სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა მინისტრი მოადგილესთან ერთად იმყოფება, გამთენიისას აფეთქების ხმა გაისმა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო ცრუ განგაში. გავრცელებული ინფორმაციით, კოპაკაბანას სანაპიროზე მდებარე სასტუმროსთან ,,ვინდსორ ექსელსიორი” საეჭვო ჩანთა შენიშნეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და გამნაღმველები მივიდნენ. ,,მოამბე” უკვე დაუკავშირდა ტარიელ ხეჩიკაშვილს. მინისტრის ცნობით, სწორედ უსაფრთხოების სამსახურმა გააუვნებელყო მიტოვებული ჩანთა, რამაც აფეთქების ხმა გამოიწვია.  
წაკითხვა
რიოს ოლიმპიადა - ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალშია
განახლებულია: 2016-08-10 20:03:00
საქართველო კიდევ ერთი ოლიმპიური მედლის მოლოდინში - ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გადავიდა. რამდენიმე წუთის წინ რიოს ოლიმპიადაზე წარმატებით  ვარლამ ლიპარტელიანმა იასპარეზა. 2014 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონღოლ მეტოქეს მოუგო, ეს იყო  მეოთხედფინალური შეხვედრა, სადაც ქართველი ფალავანი ნაურუელი მეტოქის დამარცხების შემდეგ მოხვდა. საქართველოს დელეგაციას ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი უკვე მიღებული აქვს. ჯილდო ორი დღის წინ 24 წლის ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.
წაკითხვა
რიო 2016 - ქალთა შორის მშვილდოსნობაში გუნდური შეჯიბრება
გამოქვეყნებულია: 2016-08-07 16:00:00
ამ წუთებში რიო-დე ჟანეიროში ქალთა შორის მშვილდოსნობაში გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში ასპარეზობენ: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე. ჩვენი მეტოქე მექსიკის ნაკრებია. ეს მერვედფინალური შეხვედრა გახლავთ. ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერში ნახავთ."მოამბის" დასრულებისთანავე კი, გელოდებათ გადაცემა "რიო-2016".
წაკითხვა
რიოში ტონგელი აბდუშაჰილი გამოჩნდა
გამოქვეყნებულია: 2016-08-06 16:19:00
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ერთ-ერთ მთავარ სანახაობას, ტრადიციულად მონაწილე ქვეყანათა აღლუმი წარმოადგენს ხოლმე. დამახასიათებელი კოსტუმებისა და ცნობილი სპორტსმენების ხილვის გარდა. მაყურებლისთვის ისიც საინტერესოა, თუ როგორ ხვდებიან ხვდება ადგილობრივი პუბლიკა ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს.ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო, რომ ბრაზილიაში ისეთ დიდ სპორტულ ქვეყნებს, როგორებიც გერმანია ან ამერიკის შეერტებული შტატებია, თბილად შეხვდებოდნენ. გასაგები იყო პორტუგალიის გამოჩენით გამოწვეული აღფრთოვანებაც. მექსიკა, პარაგვაი, პერუ, არგენტინა... ამ ლათინოამერიკულ ქვეყნებსაც არ აკლდათ ტრიბუნებზე ქომაგი, მაგრამ ერთგვარი მოულოდნელობა, ტონგას გამოჩენით გამოწვეული ფურორი გახლდათ. მარაკანას სტადიონზე ტონგელი მედროშის - პიტა ტაუფატოფუას შემოსვლამ საყოველთაო ოვაცია გამოიწვია. წელსზევით შიშველმა, "გაქონილმა" ტაეკვონდოელმა, პუბლიკა გარეგნობით იმდენად მოხიბლა, რომ რამდენიმე წუთში ინტერნეტ-სენსაციადაც იქცა და ბუნებრივია, პირველ რიგში ქალბატონთა ყურადღება დაიმსახურა. "მოიცადეთ, ტონგას შემდეგ კიდევ ვინმე გამოვიდა ცერემონიაზე?", "სად არის ტონგა და როგორ მივაღწიოთ იქამდე?", "ტონგამ გახსნის ცერემონიის ოქროს მედალი დაიმსახურა"... სოციალურ ქსელებში ასეთი მრავალი ხუმრობა გაჩნდა, თან დართული ტონგას რუკებითა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იქ ჩასაღწევად საჭირო მარშრუტებითურთ. პიტა ტაუფატოფუა პირველ ორთაბრძოლას 20 აგვისტოს გამართავს.
წაკითხვა
რიო-დე-ჟანეიროში რიგით 31-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს დღეიდან აიღებს
განახლებულია: 2016-08-05 17:32:00
რიო-დე-ჟანეიროში რიგით 31-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს დღეიდან აიღებს. ოლიმპიადაზე საქართველოს 40 სპორტსმენი სპორტის 13 სახეობაში წარდგება. პირველ ოლიმპიურ ასპარეზობაში მშვილდოსნები ჩაერთვებიან. ქართველ  ოლიმპიელებს საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი შეხვდნენ და  წარმატებები უსურვეს. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა  ოლიმპიურ სოფელში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას   შეხვდა.  
წაკითხვა
რიოს ოლიმპიურ თამაშებს მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე გამოაკლდა
გამოქვეყნებულია: 2016-08-05 15:40:00
ირაკლი ბოლქვაძემ დოპინგ-კონტროლი ვერ გაიარა.ბოლქვაძის სინჯებმა დადებითი პასუხი აჩვენა. საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციისა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელთა შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოლიმპიადაზე ირაკლი რევიშვილი გამოვა. რევიშვილისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. იგი 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზებს. მან რიოს B სალიცენზიო ნორმატივი 21 აპრილს, ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.ბოლქვაძის დოპინგ ტესტის მეორადი სინჯების პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ამ ეტაპისთვის კი მოკვლევა მიმდინარეობს.
წაკითხვა
დოპინგ-სკანდალის მიუხედავად, რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობას 271 რუსი სპორტსმენი მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-05 13:39:00
დოპინგ-სკანდალის მიუხედავად, რიო-დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობას 271 რუსი სპორტსმენი მიიღებს, ამის შესახებ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა. ალექსანდრ ჟუკოვის თქმით, სპორტსმენებზე მუდმივი დაკვირვების შემდეგ რუსეთი ღონისძიებაზე ყველაზე სუფთა ნაკრები იქნება. რუსეთში მომხდარი დოპინგ-სკანდალის გამო, საერთაშორისო ოლიპიურმა კომიტეტმა ეროვნულ ფედერაციებს მიმართა, უნდა მიეღო თუ არა რუსეთის ნაკრებს თამაშებში მონაწილეობა. საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო.
წაკითხვა