საზოგადოებრივი
104.5 FM
მეორე ოლიმპიური ჯილდო საქართველოსთვის და ვარლამ ლიპარტელიანის ემოციური კომენტარი
გამოქვეყნებულია: 2016-08-11 20:10:00
ღვიანიაშვილამდე საქართველო ვარლამ ლიპარტელიანს გულშემატკივრობდა. 27 წლის ქართველი ძიუდოისტის წარმატებული ასპარეზობის შედეგად, ქვეყანა რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ოლიმპიური მედლის მფლობელი გახდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავანმა ვერცხლის მედალი მიიღო. ფინალში გასული ძიუდოისტი იაპონელ მეტოქესთან იუკოთი დამარცხდა. დაჯილდოვების ცერემონია ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. ჯილდოს გადაცემის დროს ლიპარტელიანმა, რომელიც ოქროს მედალზე ოცნებობდა, ემოციები ვერ დამალა. საქართველოსთვის ეს უკვე მეორე ოლიმპიური ჯილდოა. პირველი ბრინჯაოს მედალი, 8 აგვისტოს ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. ილია კილაძე კიდევ ერთი ქართველი ოლიმპიელის წარმატებული გამოსვლის შესახებ.   
წაკითხვა
ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-11 20:00:00
საქართველოს რიოს ოლიმპიადაზე დღეს 20 წლის ძიუდოისტი წარმოადგენს. ახალგაზრდა ფალავანი რამდენიმე წუთის წინ მეოთხედფინალში ფრანგ მტოქესთან დამარცხდა, თუმცა ის მაინც განაგრძობს ასპარეზობას. მომდევნო შეხვედრა თბილისის დროით, დაახლოებით, სამ საათში დაიწყება. სწორედ ამ დროს უნდა გაირკვეს, ექნება თუ არა ქვეყანას კიდევ ერთი ოლიმპიური მედლის მიღების შანსი. 20 წლის ღვინიაშვილს  უკვე საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ასევე ახალგაზრდებში. სამი თვის წინ ქართველი ძიუდოისტი პრესტიჟული ტურნირის - ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.   
წაკითხვა
ქართველი მოფარიკავის წარუმატებელი ასპარეზობა ოლიმპიადაზე - სანდრო ბაზაძე მეთექვსმეტედფინალში დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2016-08-11 12:12:00
ქართველი მოფარიკავის დაბრუნება ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებელი აღმოჩნდა. სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო. მან მასპინძელ რენზო აგრესტას 15:3 სძლია. მეთექვსმეტედფინალში კი, კორეელ მოფარიკავეს დაუპირიპირდა. ბაზაძემ მეტოქესთან დაძაბული შეხვედრა მხოლოდ 1 ქულით - 14:15 დათმო. სპორტსმენი 14:11 იგებდა, სანდრო ბაზაძემ ანგარიში გაათანაბრებაც შეძლო – თუმცა გადამწყვეტი ქულა კორეელმა მოიპოვა. 
წაკითხვა
ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელია
გამოქვეყნებულია: 2016-08-11 10:02:00
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. 
წაკითხვა
სპორტული ასპარეზობების ფონზე, რიოში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო
განახლებულია: 2016-08-10 20:05:00
სპორტული ასპარეზობების ფონზე, რიოში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. სასტუმროში, სადაც საქართველოს სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა მინისტრი მოადგილესთან ერთად იმყოფება, გამთენიისას აფეთქების ხმა გაისმა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო ცრუ განგაში. გავრცელებული ინფორმაციით, კოპაკაბანას სანაპიროზე მდებარე სასტუმროსთან ,,ვინდსორ ექსელსიორი” საეჭვო ჩანთა შენიშნეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და გამნაღმველები მივიდნენ. ,,მოამბე” უკვე დაუკავშირდა ტარიელ ხეჩიკაშვილს. მინისტრის ცნობით, სწორედ უსაფრთხოების სამსახურმა გააუვნებელყო მიტოვებული ჩანთა, რამაც აფეთქების ხმა გამოიწვია.  
წაკითხვა
რიოს ოლიმპიადა - ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალშია
განახლებულია: 2016-08-10 20:03:00
საქართველო კიდევ ერთი ოლიმპიური მედლის მოლოდინში - ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გადავიდა. რამდენიმე წუთის წინ რიოს ოლიმპიადაზე წარმატებით  ვარლამ ლიპარტელიანმა იასპარეზა. 2014 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონღოლ მეტოქეს მოუგო, ეს იყო  მეოთხედფინალური შეხვედრა, სადაც ქართველი ფალავანი ნაურუელი მეტოქის დამარცხების შემდეგ მოხვდა. საქართველოს დელეგაციას ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი უკვე მიღებული აქვს. ჯილდო ორი დღის წინ 24 წლის ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.
წაკითხვა
რიო-დე-ჟანეიროს სასტუმროსთან, სადაც საქართველოს სპორტის მინისტრი და მისი მოადგილე იმყოფებიან, საეჭვო ნივთის გაუვნებელყოფა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2016-08-10 16:19:00
რიო-დე-ჟანეიროს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე  საეჭვო ნივთის გაუვნებელყოფა მოხდა. სასტუმროში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე იმყოფებიან,  როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილმა "მოამბესთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნა, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს საეჭვო ჩანთა და გამნაღმველებმა მისი გაუვნებელყოფა მოახდინეს. მისივე თქმით, ქალაქში ყველა სასტუმროსთან მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
წაკითხვა
ავთანდილ ჭრიკიშვილი რიოს ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა
გამოქვეყნებულია: 2016-08-10 12:49:00
ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი რიოს ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მეორე მედლის მოპოვების შანსი ავთანდილ ჭრიკიშვილს ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა იაპონელ მეტოქესთან დათმო და მე-5 ადგილს დასჯერდა. დღეს ქართველ ძიუდოისტთაგან 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს. 
წაკითხვა
რიოში ჟურანლისტების ავტობუსს ქვები დაუშინეს
განახლებულია: 2016-08-10 12:14:00
რიოში ჟურანლისტების ავტობუსს ქვები დაუშინეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ უცნობმა პირებმა მედიის წარმომადგენლების ტრანსპორტს ქვები დაუშინეს.  შემთხვევის ადგილზე  მივიდა პოლიცია. სამართალდამცველებმა ჟურანლისტები დანიშნულების ადგილამდე მიიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება დაიწყო. 
წაკითხვა
ქართველი ოლიმპიელების გულშემატკივრები ბათუმის ბულვარში არიან შეკრებილი
გამოქვეყნებულია: 2016-08-09 20:59:00
ქართველი ოლიმპიელების გულშემატკივრები ბათუმის ბულვარში არიან შეკრებილი. დღეს რიოში ქართველები ასპარეზობას წარმატებით განაგრძობენ. ავთანდილ ჭრიკიშვილი ნახევარფინალში იასპარეზებს და ამერიკელ მეტოქეს შეხვდება.  ნახევარფინალშია ნინო სალუქვაძეც. ბათუმში სწორედ მათ მხარდასაჭერად არიან გულშემატკივრები შეკრებილი. 
წაკითხვა
ქართველი ძიუდოისტის ტრიუმფალური გამოსვლა და პირველი ოლიმპიური მედალი წლევანდელ ოლიმპიადაზე
განახლებულია: 2016-08-09 20:07:00
ქართველი ძიუდოისტის ტრიუმფალური გამოსვლა და პირველი ოლიმპიური მედალი წლევანდელ ოლიმპიადაზე: ჯილდო საქართველოს 24 წლის ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. სპორტსმენი, რომლის კარიერული წინსვლა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადით დაიწყო, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ტიტულის მიღებას წინ უძღვოდა ხუთი დაძაბული შეხვედრა, რომელთაგან ოთხი შავდათუაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო ორთაბრძოლა რუს მეტოქესთან, რომელიც ქართველმა ფალავანმა იპონით დაამარცხა. 2008 წლის აგვისტოს ომის რვა წლისთავზე შეხვედრის ასეთ ფინალს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. 24 წლის შავდათუაშვილი რიოში რჩება, გორში მცხოვრები მისი ოჯახი კი მეორე დღეა მილოცვებს იღებს. ილია კილაძე ქართველი ჩემპიონის წარმატებული ასპარეზობის შესახებ.   
წაკითხვა
რიოს ოლიმპიადა - ავთანდილ ჭრიკიშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა
განახლებულია: 2016-08-09 20:05:00
რიოში ლაშა შავდათუაშვილის წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ზაფხულის ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.  საქართველო ავთანდილ ჭრიკიშვილს გულშემატკივრობს. მსოფლიო რეიტინგის ლიდერი მეოთხედფინალურ ეტაპზე  იტალიელ მეტოქეს მარკო ჩინის  შეხვედრა და ნახევარფინალში გადავიდა. ძიუდოისტთა ნაკრების წევრი და ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მედროშე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტია. უახლოეს საათებში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა საქართველო წლევანდელ თამაშებზე კიდევ ერთ ოლიმპიურ მედალს. 
წაკითხვა
ლაშა შავდათუაშვილმა რიოში ბრინჯაოს ოლიმპიური მედალი მოიპოვა
განახლებულია: 2016-08-09 16:05:00
საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალი რიოს თამაშებზე. ლაშა შავდათუაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის იპონით სძლია და კარიერაში ლონდონის ოქროს შემდეგ, რიოს ბრინჯაოს ოლიმპიური  მედალი მოიპოვა. შავდათუაშვილის შეხვედრებს შორის განსაკუთრებით ემოციური რუს სპორტსმენ  დენის იარცევთან  ბრძოლა   იყო, რომლესაც ქართველმა ძიუდოისტმა  იპონით სძლია.  
წაკითხვა
საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალი - ლაშა შავდათუაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს იპონით სძლია
განახლებულია: 2016-08-09 12:05:00
საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალი - ლაშა შავდათუაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს საგი მუკის იპონით სძლია და კარიერაში მეორე ოლიმპიური მედალი მოიპოვა. 24 წლის ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ახალ წონით კატეგორიაში გადასვლის შემდეგაც შეძლო ოლიმპიური მედლის მოპოვება და რიოს ბრინჯაო დაისაკუთრა. მანამდე კი შავდათუაშვილმა,  დაძაბულ ბრძოლაში იპონით სძლია რუს  მეტოქეს, დენის იარცევს. 
წაკითხვა
რომელ ქვეყნებს ჰყავთ ყველაზე მეტი ოლიმპიელი მოსახლეობასთან მიმართებაში?
გამოქვეყნებულია: 2016-08-08 19:04:00
ამერიკელმა ჟურნალისტმა დევიდ მონტგომერიმ დაიანგარიშა და გამოაქვეყნა იმ ქვეყანათა სია, რომლებსაც რიოს ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი სპორტსმენი ჰყავთ წარგზავნილი საკუთარ მოსახლეობასთან მიმართებაში. 
წაკითხვა
რიო 2016 - ქალთა შორის მშვილდოსნობაში გუნდური შეჯიბრება
გამოქვეყნებულია: 2016-08-07 16:00:00
ამ წუთებში რიო-დე ჟანეიროში ქალთა შორის მშვილდოსნობაში გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში ასპარეზობენ: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე. ჩვენი მეტოქე მექსიკის ნაკრებია. ეს მერვედფინალური შეხვედრა გახლავთ. ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერში ნახავთ."მოამბის" დასრულებისთანავე კი, გელოდებათ გადაცემა "რიო-2016".
წაკითხვა
რიო 2016 - როგორ იასპარეზეს ქართველმა ოლიმპიელებმა
გამოქვეყნებულია: 2016-08-07 12:22:00
რიოში ზაფხულის 31 ოლიმპიური თამაშები გრძელდება. პლანეტის მთავარი სპორტული ასპარეზობის პირველმა დღემ მედლების გარეშე ჩაიარა ქართველი ოლიმპიელებისთვის. როგორ იასპარეზეს ჩვენი ნაკრების სპორტსმენებმა სხვადასხვა დისციპლინაში - რიოდან დავით ბანანაშვილის რეპორტაჟი.თამაშების დეტალური მიმოხილვა,  დღეს, 4:30 გადაცემა "რიო-2016" -ში
წაკითხვა
ბრაზილიაში პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2016-08-07 12:22:00
ქართველ სპორტსმენებს რიოში საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედიც ქომაგობდნენ. გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი სამთავრობო შეხვედრებიც, რომლის მთავარი მიზანს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა წარმოადგენდა. პრეზიდენტის ვიზიტი ბრაზილიაში დასრულებულია, სახელმწიფოს მეთაური საქართველოში დღეს ბრუნდება. 
წაკითხვა
რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნას მარაკანას სტადიონმა უმასპინძლა
გამოქვეყნებულია: 2016-08-06 20:53:00
რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, თბილისის დროით, გვიან, ღამით დაიწყო და დილის 7 საათამდე გაგრძელდაგრანდიოზულ ღონისძიებას მარაკანას ლეგენდარულმა  სტადიონმა  უმასპინძლა. თეატრალიზებული წარმოდგენის ძირითადი თემა ბუნების დაცვა იყო. მაყურებელი ასევე გაეცნო  ბრალიზილიის ისტორიას.
წაკითხვა
რიოს ოლიმპიადის პირველ დღეს შეჯიბრში ქართველი სპორტსმენები ჩაერთნენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-06 20:48:00
რიოს ოლიმპიადის პირველ დღეს შეჯიბრში ქართველი სპორტსმენები ჩაერთნენ. ამ დრომდე წარმატებით ასპარეზობს ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი, რომელიც ოლიმპიადის ნახევარფინალშია და ოქროსთვის ბრძოლას განაგრძობს.  დავით ბანანაშვილი დეტალებით ბრაზილიიდან.
წაკითხვა