საზოგადოებრივი
104.5 FM
საზეიმო ცერემონია მარაკანას სტადიონზე - რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა გაიხსნა
განახლებულია: 2016-08-06 16:32:00
რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა გაიხსნა. საზეიმო ცერემონია მარაკანას ლეგენდარულ სტადიონზე გაიმართა. თეატრალიზებული წარმოდგენის ძირითადი თემა ბუნების დაცვა იყო.  მაყურებელი ასევე გაეცნო ბრალიზილიის ისტორიას. გახსნის ცერემონია თბილისის დროით გვიან ღამით დაიწყო და დილის  7 საათამდე გაგრძელდა. შეჯიბრის პირველ დღეს  მედლების 12 კომპლექტი გათამაშდება. 
წაკითხვა
რიოში ტონგელი აბდუშაჰილი გამოჩნდა
გამოქვეყნებულია: 2016-08-06 16:19:00
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ერთ-ერთ მთავარ სანახაობას, ტრადიციულად მონაწილე ქვეყანათა აღლუმი წარმოადგენს ხოლმე. დამახასიათებელი კოსტუმებისა და ცნობილი სპორტსმენების ხილვის გარდა. მაყურებლისთვის ისიც საინტერესოა, თუ როგორ ხვდებიან ხვდება ადგილობრივი პუბლიკა ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს.ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო, რომ ბრაზილიაში ისეთ დიდ სპორტულ ქვეყნებს, როგორებიც გერმანია ან ამერიკის შეერტებული შტატებია, თბილად შეხვდებოდნენ. გასაგები იყო პორტუგალიის გამოჩენით გამოწვეული აღფრთოვანებაც. მექსიკა, პარაგვაი, პერუ, არგენტინა... ამ ლათინოამერიკულ ქვეყნებსაც არ აკლდათ ტრიბუნებზე ქომაგი, მაგრამ ერთგვარი მოულოდნელობა, ტონგას გამოჩენით გამოწვეული ფურორი გახლდათ. მარაკანას სტადიონზე ტონგელი მედროშის - პიტა ტაუფატოფუას შემოსვლამ საყოველთაო ოვაცია გამოიწვია. წელსზევით შიშველმა, "გაქონილმა" ტაეკვონდოელმა, პუბლიკა გარეგნობით იმდენად მოხიბლა, რომ რამდენიმე წუთში ინტერნეტ-სენსაციადაც იქცა და ბუნებრივია, პირველ რიგში ქალბატონთა ყურადღება დაიმსახურა. "მოიცადეთ, ტონგას შემდეგ კიდევ ვინმე გამოვიდა ცერემონიაზე?", "სად არის ტონგა და როგორ მივაღწიოთ იქამდე?", "ტონგამ გახსნის ცერემონიის ოქროს მედალი დაიმსახურა"... სოციალურ ქსელებში ასეთი მრავალი ხუმრობა გაჩნდა, თან დართული ტონგას რუკებითა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იქ ჩასაღწევად საჭირო მარშრუტებითურთ. პიტა ტაუფატოფუა პირველ ორთაბრძოლას 20 აგვისტოს გამართავს.
წაკითხვა
რიო-დე-ჟანეიროში რიგით 31-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს დღეიდან აიღებს
განახლებულია: 2016-08-05 17:32:00
რიო-დე-ჟანეიროში რიგით 31-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს დღეიდან აიღებს. ოლიმპიადაზე საქართველოს 40 სპორტსმენი სპორტის 13 სახეობაში წარდგება. პირველ ოლიმპიურ ასპარეზობაში მშვილდოსნები ჩაერთვებიან. ქართველ  ოლიმპიელებს საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი შეხვდნენ და  წარმატებები უსურვეს. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა  ოლიმპიურ სოფელში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას   შეხვდა.  
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი მარაკანას სტადიონზე ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან
გამოქვეყნებულია: 2016-08-05 17:25:00
საქართველოს პრეზიდენტი  და პირველი ლედი დღეს  მარაკანას სტადიონზე დაგეგმილ ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან. მანამდე კი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან ერთად, რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის  სახელით გამართულ მიღებას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, კანადის გენერალურ გუბერნატორს დევიდ ჯონსტონს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.  რეგიონული გამოწვევების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, უსაფრთხოების და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების გარდა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
წაკითხვა
რიოს ოლიმპიურ თამაშებს მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე გამოაკლდა
გამოქვეყნებულია: 2016-08-05 15:40:00
ირაკლი ბოლქვაძემ დოპინგ-კონტროლი ვერ გაიარა.ბოლქვაძის სინჯებმა დადებითი პასუხი აჩვენა. საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციისა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელთა შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოლიმპიადაზე ირაკლი რევიშვილი გამოვა. რევიშვილისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. იგი 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზებს. მან რიოს B სალიცენზიო ნორმატივი 21 აპრილს, ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.ბოლქვაძის დოპინგ ტესტის მეორადი სინჯების პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ამ ეტაპისთვის კი მოკვლევა მიმდინარეობს.
წაკითხვა
დოპინგ-სკანდალის მიუხედავად, რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობას 271 რუსი სპორტსმენი მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-05 13:39:00
დოპინგ-სკანდალის მიუხედავად, რიო-დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობას 271 რუსი სპორტსმენი მიიღებს, ამის შესახებ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა. ალექსანდრ ჟუკოვის თქმით, სპორტსმენებზე მუდმივი დაკვირვების შემდეგ რუსეთი ღონისძიებაზე ყველაზე სუფთა ნაკრები იქნება. რუსეთში მომხდარი დოპინგ-სკანდალის გამო, საერთაშორისო ოლიპიურმა კომიტეტმა ეროვნულ ფედერაციებს მიმართა, უნდა მიეღო თუ არა რუსეთის ნაკრებს თამაშებში მონაწილეობა. საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო.
წაკითხვა