საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
ოზონის ხვრელი პატარავდება - მინიმალური ზომა 1988 წლის შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:52:00
თქვენ წინაშეა უიშვიათესად კარგი სიახლე გარემოს შესახებ: ანტარქტიდის თავზე წელს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის გამო, ოზონის ფენაში არსებული ხვრელი 1988 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაპატარავდა.  ოზონის ხვრელი წარმოადგენს ოზონის გაზის (O3) გამოლევას სტრატოსფეროში, ანტარქტიდის თავზე. დედამიწის ზედაპირზე, ჟანგბადის სამი მოლეკულა ტოქსიკურია, მაგრამ მაღლა, ატმოსფეროში, იგი გარდატეხს ჩვენი პლანეტის ზედაპირისკენ მომდინარე მზის სახიფათო ულტრაიისფერ სხივებს. ოზონის შრეში ხვრელი მეცნიერებმა პირველად 1985 წელს დააფიქსირეს და დაადგინეს, რომ იგი წარმოქმნილი იყო ადამიანების მიერ შექმნილი ქლორისა და ბრომის წყალობით, რომლებიც ხშირად გვხვდება მაცივარ აგენტებში (რეფრაგენტი) გამოყენებულ ქლოროფტორნახშირბადებში (CFC). 1987 წელს, მონრეალის პროტოკოლმა ეს ქიმიური ნაერთები ხმარებიდან ამოღებულად გამოაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თანდათანობით ტოვებენ ატმოსფეროს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2070-იანი წლებისათვის, ოზონის ხვრელის ზომა 1980-იანი წლების ნიშნულს დაუბრუნდება. წლიდან-წლამდე, პროცესზე გავლენას ახდენს ბუნების ცვალებადობა. „ანტარქტიკის სტრატოსფეროში არსებული ამინდის პირობებიდან გამომდინარე, წელს ანტარქტიკის ოზნის ხვრელის შესუსტებას ვვარაუდობდით“, — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის დედამიწის მეცნიერებათა უფროსი მეცნიერი პოლ ნიუმენი.  ამინდი და ოზონი ატმოსფეროს ზედა ნაწილში, ქლოროფტორნახშირბადები იშლება, გათავისუფლებული ქლორი რეაქციაში შედის ოზონის მოლეკულებთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ქლორისა და ჟანგბადის მონოქსიდი. იგივე რეაქცია მიმდინარეობს ბრომთანაც. პოლარული სტრატოსფერული ღრუბლები, რომლებიც ცივ ამინდს აყალიბებენ, ამ პროცესს უფრო აჩქარებენ, რადგან საფუძველს ამზადებენ რეაქციათა წარმართვისთვის. სწორედ ამიტომ უარესდება ოზონის ხვრელის მდგომარეობა სამხრეთ ნახევარსფეროს ზამთარში. 
წაკითხვა
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:24:00
რამდენიმე კვირის წინ, ასტრონომებმა ბოლოსდაბოლოს შესძლეს ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების დაფიქსირება. ამის ფონზე, შავი ხვრელების შერწყმის კვლევა თითქოს უკვე მოძველებული ამბავია. ეს დიდებული ამბავი შეიძლება უკვე დაგავიწყდათ, მაგრამ მკვლევრებისათვის საქმე სულ სხვაგვარადაა — ისინი ჯერ კიდევ აგროვებენ მონაცემებს შავი ხვრელების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების შესახებ. ამჯერად, ფიზიკოსთა ორმა ჯგუფმა გრავიტაციულ ტალღათა მონაცემები გამოიყენა, რათა შეეფასებინათ თუ რა სიჩქარით შეიძლება მოძრაობდეს გრავიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები შოკისმომგვრელი არ აღმოჩნდა, ისინი მაინც უცნაურად სანუგეშოა. რამდენიმე საუკუნის წინ, ისააკ ნიუტონს სჯეროდა, რომ გრავიტაცია მომენტალური იყო; მოგვიანებით, ეს მოსაზრება ალბერტ აინშტაინმა უარყო და ივარაუდა, რომ მიზიდულობის ძალა სინათლის სიჩქარით მოძრაობს. აინშტაინის გათვლების მიხედვით, სამყარო ცარიელი სტადია კი არაა მატერიის სამოძრაოდ, არამედ თავადაა ძირითადი მოქმედი. მასათა წევები სივრცის სტრუქტურაზე, ამრუდებს დროს და მანძილს ზუსტად იმავე გზით, როგორც ობიექტები ჩქარდებიან ერთმანეთის მიმართულებით. ისევე როგორც სინათლის უმასო ნაწილაკია ვაკუუმში მოძრაობისას შეზღუდული სამყაროს სიჩქარის ზედა ზღვრით, დრო-სივრცის უმასო გამრუდებებიც ასევე უნდა იყოს ენერგიის შემკუმშავი, სიჩქარის მაქსიმალური ზღვრით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გრავიტაცია მოძრაობს 299 792 458 მ/წმ სიჩქარით; მაჩვენებელი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ უბრალოდ c. რა თქმა უნდა, სულელად ჩაგვთვლიან თუ ფსონს თავად მის უდიდებულესობა ზოგადი ფარდობითობის წინააღმდეგ დადებთ, მაგრამ ნამდვილი მეცნიერება მოითხოვს, რომ გენიოსთა თეორიებიც კი შევამოწმოთ რეალობის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი დედამიწის ძლიერი მიზიდულობა, გრავიტაციის ძალა მაინც ძნელი გასაზომია. 
წაკითხვა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:08:00
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური გალაქტიკა, რომელიც თავის საიდუმლოებებს უმხელს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტისა და სუინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს.  გალაქტიკა სახელად A1689B11 უკვე 11 მილიარდი წელიწადია არსებობს; დაიბადა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 2,6 მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც სამყარო ამჟამინდელ ასაკზე ხუთჯერ ახალგაზრდა იყო. სწორედ ესაა მიზეზი, რომ უძველესი სპირალური გალაქტიკა ახლაღა აღმოვაჩინეთ. იმისათვის, რათა ამ გალაქტიკის სპირალური ბუნება დაემტკიცებინათ, მკვლევრებმა გამოიყენეს გრავიტაციული ლინზირების მეთოდი და ჰავაიზე განთავსებული ჯემინის ჩრდილოეთ ტელესკოპის თითქმის-ინფრაწითელი ინტეგრალური ველის სპექტროგრაფის უმძლავრესი ინსტრუმენტები.  გრავიტაციული ლინზირება უდიდესი ბუნებრივი ტელესკოპია, რომელსაც წარმოქმნის ათასობით გალაქტიკისა და ბნელი მატერიისაგან შედგენილი მასიური გროვები. ეს გროვები ადიდებს და აუმჯობესებს მათ უკან მდებარე გალაქტიკათა შუქს, ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ლინზა, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბებით. „ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ უძველესი გალაქტიკები მაღალ რეზოლუციაში, უპრეცედენტო დეტალებში“, — ამბობს კვლევის ავტორი, სუინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომი ტიანტიან იუანი. „შესაძლებლობა გვაქვს დავბრუნდეთ წარსულში, 11 მილიარდი წლის წინანდელ პერიოდში და პირდაპირ დავესწროთ გალაქტიკის პირველი, პრიმიტიული სპირალური მკლავების წარმოქმნას“. „A1689B11-ის მსგავსი უძველესი სპირალების შესწავლა საკვანძო მომენტია, რათა ფარდა ავხადოთ საიდუმლოს, თუ როგორ და როდის იჩენს თავს ჰაბლის თანმიმდევრობა (გალაქტიკათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის სქემა, რომელიც 1926 წელს ედუინ ჰაბლმა შექმნა)“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პრინსტონის უნივერსიტეტის დოქტორი რენიუ სენი. „სპირალური გალაქტიკები განსაკუთრებულად იშვიათია ადრეულ სამყაროში და ეს აღმოჩენა ახალ კარს გვიხსნის, რათა შევისწავლოთ თუ როგორ გადაიქცნენ გალაქტიკები ძლიერ ქაოტური, მგრგვინავი დისკოებიდან წყნარ, თხელ დისკოებად, როგორიც ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომიცაა“. დოქტორ იუანის თქმით, კვლევა ასევე აჩვენებს გალაქტ
წაკითხვა
იუპიტერი შეიძლება ერთ დროს ოკეანეებით ყოფილიყო დაფარული
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 23:25:00
იუპიტერი შეიძლება ყოველთვის არ ყოფილა წყალბადისა და ჰელიუმის დიდი ბურთი.  როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, ახალგაზრდობაში, იუპიტერი და გაზის გიგანტი სხვა პლანეტები შეიძლება „ორთქლის სამყაროები“ ყოფილიყვნენ — თბილი ოკეანეებით დაფარული, დედამიწაზე ოდნავ დიდი პლანეტები წყლის ორთქლის ატმოსფეროთი. ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტის მკვლევარი ჯონ ჩამბერსი ვარაუდობს, რომ დასაწყისისას, კლდისა და ყინულის კენჭების აკრეციის შედეგად, ზოგიერთი პროტოპლანეტა შეიძლება „ორთქლის სამყაროდ“ იქცა. მისი იდეის მიხედვით, როცა შეზრდილი სხეულები თავს ერთად იყრიდა და პროტოპლანეტა იზრდებოდა, გაზრდილი წნევა ათხევადებდა ყინულს და წარმოიქმნებოდა ოკეანე. არანაირი აირის არყოფნის პირობებში, წყალი და სხვა ნებისმიერი სითხე სუბლიმირდება და წარმოიქმნება ატმოსფერო, რომელშიც წყლის ორთქლი დომინირებს. შედარებით პატარა პროტოპლანეტაც კი, 0,08-0,16 დედამიწის მასის მქონე, შეიძლება იყოს საკმაოდ თბილი, 0-373 °C, — ამბობს ჩამბერსი. „გამოვთვალე ატმოსფეროს სტრუქტურა ასეთი შემთხვევისათვის და ვცადე გამერკვია, თუ როდის არის ხელსაყრელი პირობები გაზის ნაკადების სწრაფი შემოსვლისთვის, რათა წარმოიქმნას გიგანტური პლანეტა. ეს მაშინ ხდება, როცა პლანეტას დედამიწაზე რამდენჯერმე მეტი მასა აქვს, დაახლოებით 10 დედამიწის“, — უთხრა ჩამბერსმა space.com-ს. თავის მოდელში, ჩამბერსმა დაიწყო პლანეტით, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო იმაზე სამჯერ დიდი მანძილიდან მოძრაობს, ვიდრე დედამიწა. პირველადი პლანეტის შემადგენლობის ნახევარი ყინულია, ნახევარი — კლდე. ძალიან თხელი, სუბლიმირებული ყინულის ატმოსფეროს მქონე პროტოპლანეტას თანდათან უერთდება კენჭები. როდესაც პროტოპლანეტა 0,84 დედამიწის მასას მიაღწევს, ატმოსფერული წნევა უკვე საკმარისი იქნება ყინულის გასადნობად და ობიექტი პატარა ოკეანურ სამყაროდ იქცევა. რაც უფრო მეტი ყინული და კლდე შეეზრდება, პროტოპლანეტა უფრო გაიზრდება და დაიწყებს წყალბადისა და ჰელიუმის აკუმულირებას. იქიდან გამომდინარე, რომ ატმოსფეროში ბევრი წყალია, პლანეტა გათბება. პროტოპლანეტის მასის ზრდასთან ერთად, ასევე იზრდება ატმოსფერული წნევაც, რაც ატმოსფეროს უფრო მეტი წლის ორთქლის შთანთქმის საშუალებას აძლევს. თანდათანობით, წნევა იმდენად იზრდება, რომ ქრება თხევადი წყლის ოკეანე და მის მაგივრად ჩნდება წყალბადთან და ჰელიუმთან შერეული „სუპერკრიტიკული სითხე“, აღარ არსებობს გამოკვეთილი საზღვარი ატმოსფეროსა და ზდაპირს შორის. როდესაც ერთად თავს მოიყრის 2-5 დედამიწის ოდენობის კლდე და ყინული, იწყება გაქცევი
წაკითხვა
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:45:00
ობსერვატორია ALMA-მ ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრის გარშემო მტვერი დააფიქსირა. დაკვირვებათა შედეგად გამომჟღავნდა ცივი მტვრისგან მომდინარე ნათება რეგიონში, რომელიც პროქსიმა კენტავრიდან დაშორებულია დედამიწასა და მზეს შორის არსებულ მანძილზე ოთხჯერ მეტით. გარდა ამისა, მონაცემები ასევე მიუთითებს მტვრის გარე სარტყლის არსებობაზე, რაც შესაძლოა, პლანეტარული სისტემის არსებობის მანიშნებელი იყოს. ეს სტრუქტურები მზის სისტემაში არსებული სარტყლების მსგავსია და სავარაუდოდ, შედგება კლდისა და ყინულისგან. პროქსიმა კენტავრი მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავია. იგი მკრთალი წითელი ჯუჯაა ჩვენგან ოთხი სინათლის წლის მანძილზე, სამხრეთის ცის კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მის გარშემო მოძრაობს დედამიწისხელა ზომიერი პლანეტა პროქსიმა b, რომელიც 2016 წელს აღმოაჩინეს და წარმოადგენს  მზის სისტემასთან ყველაზე ახლოს არსებულ პლანეტას. ALMA-ს ახალმა დაკვირვებებმა, ვარსკვლავის გარშემო არსებული ცივი კოსმოსური მტვრიდან გამოყოფილი გამოსხივება დააფიქსირა. „პროქსიმას გარსშემორტყმული მტვერი მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწის ჯგუფის კლდოვანი პლანეტა პროქსიმა b-ს აღმოჩენის შემდეგ, ეს გახლავთ დახვეწილი პლანეტარული სისტემის არსებობის პირველი მიმანიშნებელი; როგორც ჩანს, ჩვენი მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი მხოლოდ ერთ პლანეტას არ მალავს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ანდალუსიის ასტროფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი გილემ ანგლადა. მტვრის სარტყლები იმ მასალის ნარჩენებია, რომელიც უფრო დიდ სხეულებად, მაგალითად პლანეტებად ვერ ჩამოყალიბდა. ამ სარტყლებში არსებული მტვრისა და ყინულის ნაწილაკების ზომა მერყეობს მტვრის მარცვლებზე უფრო პატარიდან რამდენიმე კილომეტრიან ასტეროიდთა მსგავს სხეულებამდე. როგორც ჩანს, მტვერი ჩაწოლილია სარტყელში, რომელიც პროქსიმა კენტავრიდან რამდენიმე მილიონი კილომეტრის მოშორებით ივრცობა და მისი მასა დედამიწის მთლიანი მასის დაახლოებით ერთი-მეასედია. სავარაუდოდ, ამ სარტყლის ტემპერატურა -230 გრადუსი ცელსიუსია — ისეთივე ცივი, როგორიც მზის სისტემის გარე ნაწილში მდებარე კოიპერის სარტყელია. გარდა ამისა, ALMA-ს მონაცემები მიუთითებს ათჯერ უფრო შორს მდებარე კიდევ უფრო ცივი მტვრის სარტყლის არსებობაზე. თუკი დამტკიცდა, დამაინტრიგებელია გარე სარტყლის ბუნება, რადგან ის იქნება მზეზე ცივი და მკრთალი ვარსკვლავისგან ძალიან დაშორებული, ძალზე ცივი გარემო. ორივე სარტყელი პროქსიმა კენტავრისან იმაზე გაცილებით მეტადაა დაშო
წაკითხვა
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 19:28:00
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა იპოვა აქამდე უცნობი, იმედისმომცემი 20 ეგზოპლანეტის არსებობის მტკიცებულება.  რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე ატვირთულ დოკუმენტში, ჯგუფი ეგზოპლანეტებს აღწერს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახივლებს იმ პლანეტებზე, რომლებიც სავარაუდოდ, სასიცოცხლო ზონაში უნდა მდებარეობდეს.  მკვლევართა თქმით, სპეციალური ხელსაწყო Robovetter-ის გამოყენებით, მათ დაწმინდეს კეპლერის პლანეტარული მონაცემები, რათა წარმოეჩინათ ის პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისათვის ვარგისობის კანდიდატები უნდა იყვნენ. აღმოჩენილი 20 ეგზოპლანეტიდან, ბევრს აქვს გრძელი ორბიტა, განსაკუთრებით KOI-7923.01-ს — მისი ორბიტა 395-დღიანია, თავად პლანეტა კი თითქმის დედამიწის ზომისაა. ასევე დადგინდა ისიც, რომ ეს პლანეტა დედამიწაზე ოდნავ ცივია, რადგან თავის ვარსკვლავისგან დაშორებულია შედარებით დიდი მანძილით; მისი დედავარსკვლავი მზეზე ცივია. როგორც ჯგუფი შენიშნავს, მათი პირველადი კვლევის მიხედვით, პლანეტა დაფარული უნდა იყოს ცივი ტუნდრათი, რადგან მისი ტემპერატურა არც ისე დაბალია, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი არ იყოს. სამწუხაროდ, ახლად აღმოჩენილი პლანეტები ჯერ ბოლომდე დადასტურებული არაა, რადგან ცის იმ მონაკვეთის ჩაწერის შემდეგ, რომელშიც ეს პლანეტები უნდა მდებარეობდეს, კეპლერის ტელესკოპს პრობლემები შეექმნა. აქედან გამომდინარე, პლანეტებს კეპლერი მხოლოდ ორჯერ დააკვირდა, რაც დადასტურებისთვის საკმარისი არაა.  მიუხედავად მონაცემების ნაკლებობისა, როგორც ჯგუფი იუწყება, დარწმუნებულნი არიან, რომ კანდიდატები არა უბრალოდ პლანეტები, არამედ დიდი ალბათობით, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტებია. აღმოჩენათა დასადასტურებლად ახლა საჭიროა დაკვირვებები დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპებიდან. აღმოჩენა გაკეთდა ტელესკოპის მიერ გამოგზავნილი ფოტომეტრიული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული 20 ეგზოპლანეტა მიეკუთვნება „კეპლერის ინტერესის ობიექტთა“ 8054 პლანეტისგან შედგენილ სიას, რომელიც შემდეგ 4034 ეგზოპლანეტამდე დაიწმინდა; ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ პატარა სიაში მყოფ ამ ეგზოპლანეტებს 25-632-დღიანი ორბიტები აქვთ.  მკვლევართა რწმენით, ეს 20 პლანეტა წარმოადგენს სიცოცხლისა
წაკითხვა
რატომ აღემატება საქართველოში ქრონიკული თავის ტკივილი 2-ჯერ ევროპულ მაჩვენებელს - ნევროლოგ გეგელაშვილის ახალი ნაშრომი
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:23:00
თავის ტკივილის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა. ნევროლოგ გიორგი გეგელაშვილის ნაშრომში გაანალიზებულია ის მიზეზები, რის გამოც საქართველოში ქრონიკული თავის ტკივილი 2-ჯერ აღემატება ევროპულ მაჩვენებელს. ერთ-ერთ ფაქტორად მცდარი დიაგნოზი და არასწორი მკურნალობა სახელდება.მარიამ სეთურიძის სიუჟეტი.
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 21:25:00
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფი შავი ხვრელებით. ამიტომ, შესაძლოა, ეს რეგიონები მთავარ სამიზნედ იქცეს გრავიტაციული ტალღების წყაროებზე მონადირე მეცნიერთათვის. ამის შესახებ როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები იუწყებიან კვლევაში, რომელიც Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება. კვლევა ახდენს შეუმჩნეველი რეგიონის იდენტიფიკაციას, რომელიც შეიძლება სავსე იყოს ერთმანეთის გარშემო მოძრავი შავი ხვრელებით და სწორედ იქიდან მოდიოდეს ბოლო დროს დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღები. ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფ მასიურ შავ ხვრელთა მასპინძელი გალაქტიკების იდენტიფიცირება ასტრონომებს დაეხმარება ახსნან, თუ როგორ წარმოიქმნება ერთმანეთის ორბიტაზე მოძრავ შავ ხვრელთა წყვილები. როგორც კვლევის ავტორი , როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ასოცირებული პროფესორი სუკანია ჩაკრაბარტი აცხადებს, შავი ხვრელების შეჯახებისათვის ხელსაყრელი პირობები წარმოდგენილია დიდ სპირალურ გალაქტიკათა გარე გაზის დისკოებში. ამ დრომდე, პატარა თანამგზავრი, ანუ ჯუჯა გალაქტიკები ყველაზე ხელსაყრელ გარემოდ მიიჩნეოდა შავ ხვრელთა პოპულაციის მასპინძლობისათვის: ვარსკვლავების მეჩხერი პოპულაცია, რკინის, ოქროსა და პლატინის მსგავს მძიმე მეტალთაგან დაუბინძურებელი გარემო (ეს ელემენტები ძირითადად სუპერნოვათა აფეთქების შემდეგ გაიფრქვევა) და უმოქმედო ქარები მასიურ ვარსკვლავებს ხელუხლებელს ტოვებს. ჩაკრაბარტიმ გააცნობიერა, რომ ირმის ნახტომის მსგავს გალაქტიკათა კიდეებს ჯუჯა გალაქტიკების მსგავსი გარემო აქვთ, მაგრამ ერთი მთვარი უპირატესობით — დიდი გალაქტიკების პოვნა გაცილებით მარტივია. „გარდა ამისა, სპირალური გალაქტიკების გარე დისკებში საგრძნობლად დაბალია მეტალის შემცველობა და ეს ვრეცელი არეალები შავი ხვრელებით უნდა იყოს სავსე“. „როგორც ეს კვლევა აჩვენებს, შავ ხვრელთა დაკვირვებების პროგნოზირების ან ინტერპრეტაციისათვის, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ არა მხოლოდ განსხვავებები სხვადასხვა ტიპის გალაქტიკებს შორის, არამედ მათში არსებული გარემოც“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მათემატიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი და LIGO-ს წევრი, რიჩარდ ო'შოგნესი. 
წაკითხვა
ისლანდიის უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:29:00
ისლანდიაში, ვატნაიეკუდლის მყინვარის ქვეშ დაფიქსირებული მიწისძვრის გრუხუნი შეიძლება ქვეყნის უდიდესი ვულკანის ამოფრქვევის მოახლოების ნიშანი იყოს. ზღვის დონიდან 2009 მეტრზე მდებარე ბაურდარბუნგა ერთ-ერთია ისლანდიის იმ რამდენიმე ვულკანს შორის, რომლებსაც გეოლოგები ფრთხილად აკვირდებიან. როგორც ჩანს, ბოლო დროის მიწისძვრათა შემდგომი აქტივობები, იმაზე მიუთითებს, რომ ვულკანში წნევა იზრდება. „ამ ადგილას მომხდარი მიწისძვრის მიზეზი ისაა, რომ ვულკანი ბაურდარბუნგა იბერება, ე. ი. მაგმის კამერაში იზრდება მაგმის წნევა“, — უთხრა ისლანდიის უნივერსიტეტის ვულკანების ექსპერტმა პალ ეინარსონმა Daily Star-ს. „თვალნათელია, რომ ვულკანი შემდეგი ამოფრქვევისთვის ემზადება, რაც შეიძლება უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოხდეს. გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრები მხოლოდ ამ პროცესის სიმპტომებია, ისინი ვულკანის ამოფრქვევას არ გამოიწვევს“. მისი თქმით, ბაურდარბუნგა 2015 წლის თებერვლიდან გრგვინავს, როდესაც 2014 წლის აგვისტოში დაწყებული მისი ბოლო ამოფრქვევა დასრულდა. ამ მოვლენამდე, ვულკანი მიწისძვრებს ხშირად იწვევდა, 2007 წლიდან მოყოლებული. მთავარ ამოფრქვევას კი წინ უძღვოდა 1600 ამოფრქვევის სერია სულ რაღაც 40 საათში. ბაურდარბუნგის 2014-2015 წლების ამოფრქვევა უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე შედარებით პატარა ვულკან ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევა 2010 წელს. მყინვარქვეშა სტრატოვულკან ეიაფიადლაიეკუდლის საშუალო ზომის ამოფრქვევამ მაშინ უჩვეულო და არათანაბარზომიერი გამანადგურებელი შედეგები მოიტანა. ვუკლანის სითბომ გაადნო მყინვარის ქუდი, რამაც წყალდიდობები გამოიწვია. ატმოსფეროში რამდენიმე კილომეტრზე ავიდა ფერფლი, საიდანაც ის ჰაერის ნაკადებმა ათასობით კილომეტრს იქით, ევროპის თავზე წაიღო. ფერფლის ფენა ატმოსფეროში იმდენად სქელი იყო, რომ ამოფქრვევიდან რამდემიმე კვირის განმავლობაში, ევროპის თავზე გაუქმდა ყველა ფრენა. ბაურდარბუნგაც ასევე მყინვარქვეშა სტრატოვულკანია და მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია იგივე შედეგები, რაც ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევას მოჰყვა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რაც 2014-2015 წლების ამოფრქვევამაც აჩვენა. როგორც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბუნებრივ კატასტროფათა ექსპერტმა სიმონ დეიმ გამოცემა Daily Star-ს განუცხადა, „სტატისტიკურად საეჭვოა, რომ ასე მოხდეს“. ისლანდიაში გრგვინვის სხვა ხმებიც ისმის — წლის დასაწყისში, ეინარსონმა Iceland Monitor-ს უთხრა, რომ უახლოეს წლებში, ამოფ
წაკითხვა
ხეოფსის პირამიდაში უზარმაზარი საიდუმლო სიცარიელე აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 19:28:00
ათასწლეულების განმავლობაში, ძველეგვიპტური საოცრება — გიზის დიდი პირამიდა (იგივე ხეოფსის პირამიდა) კაცობრიობის მიერ აშენებული უმაღლესი ნაგებობა იყო დედამიწაზე. საუკუნეთა მანძილზე, იგი ყოველთვის მტკიცედ მალავდა ერთ ღრმა საიდუმლოს. დღემდე. რამდენიმე საათის წინ, მეცნიერებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ეგვიპტის უდიდესი პირამიდის შიგნით აღმოჩენილია გიგანტური სიცარიელე. ჯერჯერობით უცნობია თუ რისთვის გამოიყენებოდა ეს ოთახი ან დარბაზი, მაგრამ მისი ზომა გვაფიქრებინებს, რომ იგი უდიდეს როლს თამაშობდა ძველი ეგვიპტის ფარაონთა სამარხში — შესაძლოა, სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაშიც. პროექტ ScanPyramids-ში ჩართულ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დამალული სივრცე 2015 წლის კვლევებისას აღმოაჩინეს. წარსულში, იგივე ჯგუფმა დიდი პირამიდის სტრუქტურაში თერმული ანომალიები აღმოაჩინა და ანალიზები ჩაუტარა კაიროს სამხრეთით მდებარე ე. წ. მოღუნულ პირამიდას, რის შემდეგაც, რუკაზე დაიტანეს მისი შიდა სტრუქტურა. მკვლევრებმა ამ შემთხვევაშიც იგივე სახის ტექნიკა გამოიყენეს — ხეოფსის პირამიდის (იგივე გიზის დიდი პირამიდა) ვიზუალიზაცია შიგნით შეუსვლელად, მიუონების გამოყენებით: კოსმოსური სხივების პროდუქტები, რომლებსაც ქვა მხოლოდ ნაწილობრივ შთანთქავს. ამ მეთოდს მიუონური რადიოგრაფია ეწოდება და მუშოაბს რენტგენული გამოსხივების პრინციპზე — მიუონები აღწევენ სტრუქტურის შიგნით და ახდენენ იქ არსებული სივრცის 3D რეკონსტრუქციას. ეს მეთოდი განსხვავდება ინფრაწითელი თერმოგრაფიისგან, რომელიც შენობის შიგნით ტემპერატურის ცვალებადობას აფიქსირებს. შესაძლოა, სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერს, მაგრამ ვიზუალიზაციის ეს მეთოდი მართლაც არსებობს და უკვე ათწლეულებია გამოიყენება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ScanPyramids-ის ჯგუფი გაცილებით მაღალი მგრძნობელობის აღჭურვილობას იყენებს. მიუონური დაფიქსირების ტექნოლოგიის სამი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით — მოწყობილობები ჩაამონტაჟეს როგორც დიდი პირამიდის შიგნით, ისე გარეთ — მკვლევრებმა გამოავლინეს ვრცელი, დამალული სიცარიელე, რომელიც მათი თქმით, ხეოფსის პირამიდაში აღმოჩენილი პირველი დიდი შიდა სტრუქტურაა მე-19 საუკუნის შემდეგ. ახლად აღმოჩენილი სივრცე მდებარეობს პირამიდის ამ დრომდე ცნობილი უმსხვილესი ოთახის — დიდი გალერეის თავზე; სიგრძეში სულ მცირე 30 მეტრია, გადამკვეთი სექცია კი მის ქვეშ არსებული დიდი გალერეის ზომისაა. „ამ ეტაპზე, სიცარ
წაკითხვა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 21:19:00
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა იკვებება რწმენით, რომ უცხოპლანეტელები არაამქვეყნიური, მონსტრი არსებები არიან, რომლებიც ადამიანებისგან ძალიან განსხვავდებიან. თუმცა, როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, არამიწიერ მეზობლებთან შესაძლოა იმაზე მეტი საერთო გვქონდეს, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. International Journal of Astrobiology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პირველად ისტორიაში, აჩვენეს თუ როგორ მოერგებოდა ევოლუციის თეორია უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ პროგნოზებს; ამავე დროს, შეეცადნენ უკეთ გაეგოთ მათი ქცევა. როგორც მათ აჩვენეს, პოტენციურად, უცხოპლანეტელების ფორმებს იგივე პროცესები და მექანიზმები უნდა განსაზღვრავდეს, რაც ადამიანთა შემთხვევაში, მაგალითად, ბუნებრივი გადარჩევა. თეორია მხარს უჭერს არგუმენტს, რომ უცხო სიცოცხლეც უნდა გადიოდეს ბუნებრივ გადარჩევას, რომ ისინი ჩვენი მსგავსნი არიან და დროთა განმავლობაში, დახვეწილნი და ძლიერნი ხდებიან. „ასტრობიოლოგთა ფუნდამენტური ამოცანაა ფიქრი იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს არამიწიერი სიცოცხლე. თუმცა, უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება ურთულესია. საკვლევად გვაქვს სიცოცხლის ერთადერთი მაგალითი — სიცოცხლე დედამიწაზე. ასტრობიოლოგიის დარგში წარსულში არსებული მოდგომები ძირითადად მექანისტიკური იყო, უცხოპლანეტელების შესახებ პროგნოზების გაკეთებისას მხედველობაში მიიღებოდა მხოლოდ ის, რასაც დედამიწაზე ვხედავთ და რაც ვიცით ქიმიის, გეოლოგიისა და ფიზიკის შესახებ“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ზოოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი სემ ლევინი. „ჩვენს კვლევაში გთავაზობთ ალტერნატიულ მიდგომას — ევოლუციის თეორიის გამოყენებას დედამიწის დეტალებისგან დამოუკიდებელი პროგნოზების გასაკეთებლად. ეს მიდგომა საკმაოდ გამოსადეგია, რადგან თეორიული პროგნოზები ერგება უცხოპლანეტელებს, რომლებიც მაგალითად, დაფუძნებულნი არიან არა ნახშირბადზე, არამედ სილიციუმზე, არ აქვთ დნმ და სუნთქავენ აზოტს“. უცხოპლანეტელთა ბუნებრივი გადარჩევის, როგორც ჩარჩო იდეის გამოყენებით, ჯგუფმა მიმართა არამიწიერ ევოლუციას და შეეცადა გაერკვია თუ რა კომპლექსურობა წარმოიქმნებოდა კოსმოსში.  სახეობათა კომპ
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 19:44:00
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გიგანტური პლანეტა, რომელიც პლანეტათა ფორმაციის თეორიის მიხედვით, საერთოდაც არ უნდა არსებობდეს. კვლევა უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში. მონსტრი პლანეტა NGTS-1b-ის არსებობა ეჭვქვეშ აყენებს პლანეტათა ფორმაციის ამჟამინდელ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ასეთი პატარა ვარსკვლავის გარშემო ამ ზომის პლანეტის წარმოქმნა შეუძლებელი უნდა იყოს. თუკი ამ თეორიებს დავუჯერებთ, პატარა ვარსკვლავებს ადვილად შეუძლიათ კლდოვანი პლანეტების წარმოქმნა, მაგრამ ვერ ახერხებენ იუპიტერის ზომის პლანეტათა გაჩენისთვის საჭირო მასალის შეგროვებას. თუმცა, ფაქტია, რომ NGTS-1b გაზის გიგანტია; ზომისა და ტემპერატურიდან გამომდინარე, არის „ცხელი იუპიტერი“ — პლანეტათა კლასი, რომლებიც იუპიტერის ზომისაა, მაგრამ აქვთ მასზე დაახლოებით 20%-ით ნაკლები მასა. იუპიტერისგან განსხვავებით, NGTS-1b ძალიან ახლოსაა თავის დედავარსკვლავთან — მზესა და დედამიწას შორის არსებული მანძილის მხოლოდ 3%; ორბიტაზე ერთ შემოვლას 2,6 დღეს ანდომებს, რაც იმას ნიშნავს, რომ NGTS-1b-ის წელიწადი მხოლოდ დედამიწის 2,5 დღეს გრძელდება. „NGTS-1b-ის აღმოჩენა ჩვენთვის სრული სიურპრიზი გამოდგა — ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი პატარა პლანეტების გარშემო ასე მასიური პლანეტების არსებობა შესაძლებელი იყო“,  — ამბობს უორიკის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი დანიელ ბეილისი. „ეს გახლავთ ჩვენი ახალი ინსტუმენტის — NGTS-ის პირველი აღმოჩენა, რომელიც უკვე ეჭვქვეშ აყენებს პლანეტათა ფორმაციის შესახებ ამჟამად გაბატონებულ თეორიას“.  „ჩვენი გამოწვევა ახლა უკვე იმის დადგენაა, თუ რამდენადაა გავრცელებული ამ ტიპის პლანეტები გალაქტიკაში; სწორედ ამისათვისაა განკუთვნილი ჩვენი ახალი ინსტრუმენტი NGTS“. პლანეტა NGTS-1b მდებარეობს დედამიწიდან 600 სინათლის წლის მანძილზე; დაკვირვებებს აწარმოებდნენ Next-Generation Transit Survey-ს ტელ
წაკითხვა
ბიბლიური „სასწაული“, რომელიც მზის დაბნელების ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერი აღმოჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 21:44:00
ძველი აღთქმის მეექვსე კანონიკური წიგნის — იესო ნავეს ძის წიგნის თავსატეხად ქცეული ერთ-ერთი პასაჟი, შესაძლოა, კაცობრიობის მიერ ჩაწერილი მზის დაბნელების უძველესი ფაქტი აღმოჩნდეს. ამის წყალობით კი შეიძლება დაზუსტდეს ფარაონ რამზეს დიდის ზეობის წლები. კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი პასაჟისა და ძველეგვიპტური ტექსტების გამოყენებით, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეს მოვლენა ძვ. წ. 1207 წლის 30 ოქტომბრით დაათარიღეს. პასაჟი აღწერს იესო ნავეს ძის გამარჯვებას ამორიტების ხუთ მეფეზე. ტექსტის მიხედვით, ქანაანში, თანამედროვე დასავლეთ ნაპირზე, თავის მტრების დევნისას, იგი ლოცვას იწყებს. „მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!“, — ვკითხულობთ პასაჟში. „დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი. იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას“. მკვლევარ კოლინ ჰამფრეისის თქმით, თუკი ეს პასაჟი რეალურ დაკვირვებებს აღწერს, მაშინ ადგილი უნდა ჰქონოდა მნიშვნელოვან ასტრონომიულ მოვლენას. თუმცა, იმის გარკვევა, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა, ცოტა რთული საქმეა. „თანამედროვე თარგმანებში ეს ტექსტი იშიფრება იმ მნიშვნელობით, რომ მოძრაობა შეწყვიტეს მზემ და მთვარემ“, — აღნიშნავს იგი. „მაგრამ თუკი ჩავხედავთ ორიგინალ ებრაულ ტექსტს, მივხვდებით, რომ ალტერნატიული მნიშვნელობის მიხედვით, მზეს და მთვარეს უნდა შეეწყვიტათ ის ქმედება, რასაც ისინი როგორც წესი, ჩვეულებრივ აკეთებენ: შეწყვიტეს ნათება. ამ ინტერპრეტაციას მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ებრაულ სიტყვა „დადგომას“ იგივე წარმომავლობა აქვს, რაც ბაბილონურ სიტყვას, რომელიც უძველეს ასტრონომიულ ტექსტებში მზის დაბნელების აღსანიშნავად იყენებენ“. მკვლევრებმა დაიხმარეს მერენპტაჰის სტელის ძველეგვიპტური ტექსტი. გრანიტის ამ ფილაზე წარწერები შესრულებულია რამზეს დიდის ძის, ფარაონ მერენპტაჰის ზეობის მეხუთე წელს. ფილაზე ამოტვიფრული ტექსტი ძირითადად აღწერს მერენპტაჰის გამარჯვებას ლიბიელებზე, თუმცა ბოლო სამ ხაზში საუბარია ქანაანის კამპანიაზე, რომელსაც ბევრი სწავლული თარგმნის, როგორც „ისრაელს“. კემბრიჯის მკვლევრებს სჯერათ, რომ ეს ამტკიცებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში ებრაელთა ყოფნას ქანაანში. წ
წაკითხვა
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:38:00
ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწაზე უკვე მიაღწია ზღურბლს, რომელიც პლანეტაზე ბოლო 3 მილიონი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. 2015 წელს, CO2-ის გლობალურმა საშუალო კონცენტრაციამ ატმოსფეროში მიაღწია 400 ნაწილს მილიონზე (ppm); გასულ წელს ეს მაჩვენებელი 403,3 ppm-მდე გაიზარდა; ამის მიზეზია ადამიანის საქმიანობა და 2015-2016 წლების ძლიერ ელ-ნინიო. „ციფრები არ ტყუიან“, — ამბობს გაერო-ს გარემოს პროგრამის ხელმძღვანელი ერიკ სოლჰაიმი. „ჩვენი საქმიანობის შედეგად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ნახშირორჟანგი გამოიყოფა; საჭიროა ამ პროცესის შეჩერება. ბოლო რამდენიმე წელში, საგრძნობლად გაიზარდა განახლებადი ენერგიის წილი, მაგრამ ამჯერად, აუცილებელია გავაორმაგოთ ძალისხმევა ამ ტექნოლოგიების უფრო განვითარებისთვის“. მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, ატმოსფერული CO2-ის დონე ახლა 145%-ით მეტია ინდუსტრიამდელ მაჩვენებელთან (1750 წლამდე), ამავე დროს, მეთანის ოქსიდი 257%-ით მეტია, აზოტის კი 122%-ით. ამ დრომდე, CO2-ის უდიდესი წლიური გამოყოფა 2012-2013 წლებში მოხდა, მაგრამ 2016 წელს ppm გაიზარდა 3,3-ით, რაც უდიდესი მაჩვენებელი აღმოჩნდა ბოლო ათწლეულში.  უცნობია თუ რამდენად არის ეს რეკორდული ზრდა გამოწვეული ელ-ნინიოთი, რომელიც იწვევს გვალვებს, რაც შემდეგ ამცირებს ნახშირბადის ბუნებრივი მშთანთქმელების, მაგალითად ტყეების უნარს — შთანთქან CO2. მაგრამ თვალნათელია, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფის ასეთი უპრეცედენტო ზრდის დანარჩენი წილი ადამიანის კისერზეა. „ნამდვილად უნდა შემოვკრათ განგაშის ზარები“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის ნახშირბადის მკვლევარი დეივ რეი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა. „ვიცით, რომ რაც უფრო ძლიერდება კლიმატის ცვლილება, სუსტდება ხმელეთისა და ოკეანეების უნარი შთანთქონ ჩვენ მიერ გამოყოფილი ნახშირბადი. ჯერ კიდევ არის დრო, რათა შევამციროთ ეს გამოყოფა და პროცესზე შევინარჩნოთ გარკვეული კონტროლი. თუმცა, თუ კიდევ დიდხანს მოვიცდით, კაცობრიობა გახდება ცალმხრივი მგზავრი კლიმატის ცვლილების სახიფათო ქუჩაზე“. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ გამანადგურებელი სიტუაციის გამოსასწორებლად უკვე ვიღებთ გარკვეულ ზომებს. კლიმატის ცვლილებას აძლიერებს ძველი სისტემების მუშაობა, რასაც ის დრამატულ პიკამდე მიჰყავს. 
წაკითხვა
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 20:40:00
ნემესისი თეორიული ჯუჯა ვარსკვლავია, რომელიც ჩვენი მზის კომპანიონად მიიჩნევა. ეს თეორია დედამიწის ისტორიაში მომხდარი მასობრივი გადაშენებების ციკლების ასახსნელად შეიმუშავეს. მეცნიერთა მოსაზრებით, ასეთი ვარსკვლავი გავლენას უნდა ახდენდეს მზის სისტემის გარე ნაწილში არსებულ ობიექტთა ორბიტებზე და მათ დედამიწასთან შეჯახების კურსზე აყენებდეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვარსკვლავის არსებობის მტკიცებულებებს ბოლო პერიოდის კვლევებმა ვერ მიაგნო, 2017 წლის ერთ-ერთი კვლევა გვთავაზობს, რომ „ნემესისი“ ძალიან შორეულ წარსულში უნდა არსებულიყო.   არგუმენტები 1980-იანი წლების დასაწისში, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დედამიწაზე მომხდარ გადაშენებებს ციკლური ხასიათი ჰქონდა. როგორც ჩანდა, მასობრივი გადაშენებები ჩვენს პლანეტაზე ყოველ 27 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდებოდა. დროის ასეთი დიდი შუალედი ასტრონომიულ მოვლენებზე მიუთითებდა. 1984 წელს, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა რიჩარდ მიულერმა ივარაუდა, რომ მასობრივი გადაშენებების მიზეზი შესაძლოა იყოს 1,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელი ჯუჯა ვარსკვლავი. შემდგომი თეორიების მიხედვით კი, ნემესისი შეიძლება იყოს ყავისფერი ან თეთრი ჯუჯა, ანდაც იუპიტერზე ოდნავ მასიური დაბალმასიანი ვარსკვლავი. ყველა მათგანს ექნებოდა ოდნავი სინათლე, შესაბამისად, იქნებოდა შესამჩნევად ძნელი.  მეცნიერთა ვარაუდით, ნემესისი შეიძლება აზიანდებეს პლუტონს გადაღმა მდებარე ოორტის ღრუბელს, რომელიც მზეს აკრავს გარშემო და შედგება ყინულოვანი კლდეებისგან. ბევრი მათგანი მზის გარშემო საკმაოდ ხანგრძლივ, ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. როდესაც ისინი მზეს უახლოვდებიან, მათი ყინული დნობას იწყებს და მათ უკან კვალის სახით გადაიჭიმება, რის შემდეგაც ამ სხეულებს კომეტებად აღვიქვამთ. თუკი ყოველ 27 მილიონ წელიწადში ერთხელ ნემესისი ოორტის ღრუბელში გაივლი
წაკითხვა
აღმოჩენილია მასალა, რომელსაც კვანტური ინფორმაციის შენახვა შეუძლია
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 20:13:00
ბოლო წლებში, უზარმაზარი პროგრესი დაფიქსირდა პირველი ფართომასშტაბიანი, უნივერსალური კვანტური კომპიუტერის შექმნის გზაზე. თუმცა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება ბევრი პრობლემა; მაგალითად, კვანტური ინფორმაციის დროის დიდ მონაკვეთში შენახვის მეთოდის შექმნა. ამჯერად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მასალა, რომელმაც შეიძლება ეს პრობლემა გადაჭრას. ამ ტიპის ინფორმაციის შენახვის გამოწვევა ინდივიდუალური ატომების კვანტური მდგომარეობის შენარჩუნებაა. როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, სპილენძის ირიდატს — სპილენძის, ირიდიუმისა და ჟანგბადის ნაერთს — შეიძლება აქვს ამ როლის შესრულებისათვის საჭირო ატომური გეომეტრია. „სპილენძის ირიდატს აქვს ფოროვანი გეომეტრია, ბუნებაში არსებული ფორების მსგავსი, მაგრამ ატომებისგან შედგენილი“, — უთხრა გამოცემა მკვლევარმა ფაზელ ტაფტიმ Inverse-ს. „ასეთი განსაკუთრებული გეომეტრიის წყალობით, ელექტრონების ბზღრიალი არასოდეს იყინება. ისინი გამუდმებით ბზღრიალებენ და არასოდეს შეუძლიათ გაყინვა და მაგნიტის წარმოქმნა, რაც ნივთიერების ბუნებრივი მიდრეკილებაა. ამ ფენომენს „მაგნიტური ფრუსტრაცია“ (ჩაშლა) ეწოდება“. ამ მასალის მიერ წარმოქმნილი უჩვეულო ფაზა სითხის კვანტური დაგრეხვის სახელითაა ცნობილი. იგი სულაც არაა იმ სახის სითხე, როგორიც თქვენ იცით — მისი მაგნეტიზმი გაცილებით ნაკლებ თანმიმდევრულია, ვიდრე ჩვეულებრივი მაგნიტისა. ელექტრონების ბრუნვა იმ მაგნიტებში, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით — ჩაყინულია ერთი და იგივე მიმართულებით. მბრუნავ სითხეებში ისინი არასოდეს იყინება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ტემპერატურა აბსოლუტურ ნულს მიაღწევს. ეს კი განაპირობებს გარკვეულ უჩვეულო თვისებებს, მაგალითად გრძელდიაპაზონიანი ხლართის სახელით ცნობილ ფენომენს, რომელშიც ერთი ნაწილაკის კვანტური მდგომარეობა შეწყვილებულია სხვა არამომიჯნავე ნაწილაკთან. იმისათვის, რათა ნივთიერებებმა დაგრეხილი სითხის სახით იფუნქციონიროს, საჭიროა ჰქონდეს ფოროვანი გეომეტრია — ისეთი, როგორიც სპილენძის ირიდატს აქვს, ანდაც ჰქონდეს სამკუთხა ატომურის სტრუქტურა. ასეთი განლაგება შემჩნეულია ბუნებაშიც, მაგალითად, მინერალ ჰერბერტსმიტიტში, რომელიც 2012 წელს აღმოაჩინეს. ამ კვლევის შედეგად შეიქმნა მასალა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას სამომავლო კვანტურ კომპიუტერებში; თუმცა, კვლევის შედეგები იმდენად  დროული და მართებულია, რომ იძლევა უფრო მეტი მაგალითის შექმნის მეთოდს. იგივე პროცესების გამოყენებ
წაკითხვა
სავარაუდო ეგზომთვარე მზის სისტემის მთვარეებისგან სრულიად განსხვავდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 21:33:00
მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის კოსმოსურმა მეცნიერმა რენე ჰელერმა, რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე ატვირთა პირველადი კვლევა, რომელიც ჯერ კიდევ დაუდასტურებელ ეგზომთვარე 1625 b-I-ს ეხება. მისი ვარაუდით, თუკი ეს მთვარე მართლაც არსებობს, სავარაუდოდ იგი განსხვავდება მზის სისტემაში არსებული ნებისმიერი მთვარისგან, რაც გვაფიქრებინებს, რომ მთვარეთა წარმოშობის შესახებ არსებული თეორიები შესაძლოა განივრცოს. 2017 წლის ივლისში, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ალექს ტიჩისა და დევიდ კიპინგის ხელმძღვანელობით, განაცხადეს, რომ სავარაუდოდ იპოვეს მზის სისტემის გარეთ არსებულ ერთ-ერთი პლანეტის გარშემო მოძრავი მთვარე. თუკი დადგინდა, რომ ეს მთვარე მართლაც არსებობს, ეს იქნება ამ სახის ობიექტის აღმოჩენის პირველი შემთხვევა. ახალმა ამბავმა შესაძლო ეგზომთვარის შესახებ, მრავალ სპეკულაციას დაუდო საფუძველი. თავის ნაშრომში, ჰელერი აღწერს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულ კვლევას, რომელიც ეგზომთვარის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. როგორც იგი შენიშნავს, მონაცემები საკმარისად ძლიერი არაა იმისათვის, რათა მთვარის ზომამდე დავიდეს; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ სხეულის ზომა დედამიწასა და სატურნს შორის უნდა მერყეობდეს. მკვლევარი არ ამბობს, რომ მონაცემები ეზგომთვარის არსებობას ამტკიცებს, მაგრამ საკმაოდ თამამად გვთავაზობს მის ზომას, თუკი ის მართლაც არსებობს — დაახლოებით ნეპტუნის ზომის. რა თქმა უნდა, ამ ზომის მთვარე მზის სისტემაში არ არსებობს; ეს კი გვაფიქრებინებს, რომ თუკი სადმე, სხვა სისტემაში ამ ზომის მთვარე მართლაც არსებობს, სავარაუდოდ, იგი წარმოქმნილი უნდა იყოს ისეთი გზით, რომელსაც ვერ აღწერს მთვარეთა წარმოქმნის შესახებ ამჟამად არსებული სამი ძირითადი თეორია — პლანეტაზე სხვა სხეულის დაცემა, პლანეტის ორბიტაზე მოძრავ მასალათა ასიმილაცია ან ჩამვლელი ობიექტის დაჭერა პლანეტის გრავიტაციის მიერ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი დადასტურდა ეგზომთვარის არსებობა, დადგინდა მისი ზომა და შემადგენლობა — მეცნიერებს შორის ნამდვილი მარათონი დაიწყება ამ მთვარის არსებობის ამხსნელი თეორიის მოსაძებნად. რამდენიმე დღეში, ამ ვარსკვკლავური სისტემისკენ თავის ყოვლისშემძ
წაკითხვა
საზარელი პეპელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე წალეკა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:53:00
აქვს ექვსი ფეხი, ორი საცეცი, ოთხი ბუსუსიანი გამონაზარდი უკანა მხარეს — საზარელი პეპელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა.  გასულ კვირას, ინდონეზიელმა მამაკაცმა Facebook-ზე მწერის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგ მთელ ინტერნეტს მოედო; დაიტოვა 40 000-ზე მეტი კომენატარი. სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის ენტომოლოგიის დეპარტამენტის მკვლევრის, გარი ჰეველის ცნობით, ეს მწერი Creatonotos gangis-ია.  The Washington Post-ისთვის მიწერილ იმეილში ჰეველი აღნიშნავს, რომ ვიდეოში ასახული მწერი თავის ყნოსვის ჯირკვლებს იყენებს — უცნაურ, პატარა საცეცებს, რომლებითაც პარტნიორის მიზიდვას ცდილობს. მისი თქმით, მწერის მუცელზე განლაგებული ეს ჯირკვლები, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ჩაფუშულია. პეპლის ეს სახეობა გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიის ზოგიერთ ნაწილში. ზრდასრულ მწერებს ყავისფერი ფრთები აქვთ, რომლებსაც მუქი ზოლი გასდევს. მუცელი წითელია, ხანდახან კი ყვითელი. მუცლის წვერზე, მამრებს აქვთ ოთხი შექცევადი კორემატა, რომლებიდანაც ფერომონებს გამოყოფს; ამ დროს ისინი მუცლის ზომაზე გრძლად იჭიმება. ფრთების შლილის სიგრძე 4 სანტიმეტრია.  
წაკითხვა
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 19:32:00
ამ დრომდე, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ყველა ასტეროიდი და კომეტა სათავეს მზის სისტემაში იღებდა. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ასტრონომებმა შენიშნეს ღრმა კოსმოსიდან მოსული პირველი „სტუმარი“. როგორც პირველადი დაკვირვებები გვათავაზობდა, იგი კომეტა უნდა იყოს; მისი სიჩქარე კი იმაზე მიუთითებს, რომ ის გამოტყორცნილია მეზობელი ვარსკვლავის სისტემიდან და არაა მზის გრავიტაციის მიერ დაჭერილი, როგორც ეს მზის სისტემის სხვა კომეტების შემთხვევაშია. შედეგად, საკითხი კიდევ უფრო იხლართება. პირველადი დაკვირვებები 18 ოქტომბერს, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტათა ცენტრმა (MPC) ჰავაიზე განთავსებულ ტელესკოპ Pan-STARRS 1-ით ჩაატარა. ორბიტის განსაზღვრის შემდეგ, ასტრონომებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ის არ უნდა ჰგავდეს აქამდე ნანახ სხვა არც ერთ კომეტას. „თუკი შემდგომი დაკვირვებები მისი ორბიტის უჩვეულო ბუნებას დაადასტურებს, ეს ობიექტი შეიძლება ვარსკვლავთშორისი კომეტის პირველი თვალნათელი შემთხვევა გახდეს“, — იუწყება MPC-ის დირექტორი გარეტ უილიამსი. ობიექტს ჰიპერბოლური ორბიტა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმდენად სწრაფად მოძრაობს, რომ მზეს ვერ უნდა დაეჭირა. თავდაპირველად, ასტრონომები დარწმუნებული იყვნენ, რომ იგი კომეტა იყო და სახელწოდებაც შეურჩიეს — C/2017 U1; თუმცა, 25 ოქტომბერს, ჩილეში განთავსებული Very Large Telescope-ის მიერ გადაღებული ახალი სურათების წყალობით, კომეტის მახასიათებლები ვერ გამოვლინდა. ობიექტს ამჟამად A/2017 U1-ს უწოდებენ (A აღნიშნავს ასტეროიდს) და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოტენციური კომეტა ასტეროიდად შერაცხეს. თუმცა, ის ჯერ კიდევ უკიდურესად საინტერესოა. 9 სექტემბერს, ობიექტმა მზეს 37,6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუარა, რა დროსაც, ის მზეს უდავოდ უნდა დაეწვა, მაგრამ როგორც ჩანს, ობიექტი იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ ჩვენმა ვარსკვლავმა ეს ვერ შესძლო. პირველი გამოჩენისას, კვლევები მიუთითებდა, რომ ობიექტი 26 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობდა. ამჟამად, ასტრონომები აქტიურად ცდილობენ მის შესახებ რაც შეიძლება მეტის შესწავლა მოასწრონ, სანამ იგი მზის სისტემას დატოვებს. ობიექტი დედამიწასთან ყველაზე ახლოს 14 ოქტომბერს მოვიდა — დაახლოებით 24 მლნ კილომეტრ მანძილზე. მკვლევართა შეფასებით, ამ ობიექტის სიგრძე 160 მეტრია, თუმცა მის შესახებ ჯერ კ
წაკითხვა
13 გასაოცარი სამეცნიერო ფაქტი, რომლებიც შესაძლოა, სკოლაში არ გისწავლიათ
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 21:55:00
სკოლაში ყველა ჩვენგანმა ვისწავლეთ გარკვეულ მეცნიერებათა გასაოცარი თემები; მაგალითად, აინშტაინის ფარდობითობის თეორია, პერიოდულობის ცხრილი თუ დნმ-ის რეპლიკაცია. იქ მიღებული ცოდნა ერთგვარი საძირკველია ცხოვრების განმავლობაში სხვა გასაოცარი საგნების შესასწავლად. მეცნიერება ნამდვილად არ მთავრდება უმაღლეს სკოლებში და როდესაც სწავლას ახალ საფეხურზე აგრძელებთ, ყველაფერი გაცილებით საინტერესო ხდება. კონკრეტული მიზნის გარეშე, წარმოგიდგენთ ზოგიერთ იმდენად გასაოცარ ფაქტს, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, სკოლაში არაფერი გისწავლიათ.  1. წყალს შეუძლია ერთსა და იმავე დროს ადუღდეს და გაიყინოს. დიახ, ნამდვილად! მას „სამმაგ წერტილს“ უწოდებენ და ხდება მაშინ, როცა ტემპერატურა და წნევა შესაფერისია იმისათვი
წაკითხვა