საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
ინდოეთში 150 მლნ წლის წინანდელი ზღვის მონსტრის ნამარხი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 20:32:00
ინდოელმა მკვლევრებმა 150 მილიონი წლის წინანდელი ზღვის დრაკონის ნამარხი აღმოაჩინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდოეთში იურული პერიოდის იქთიოზავრი (ბერძ. „თევზი ხვლიკი“) იპოვეს. იქთიოზავრები ოკეანის ბინადარი მტაცებლები იყვნენ, რომლებიც მეზოზოურ პერიოდში, 250 მლნ წლის წინიდან მოყოლებული, დინოზავრებთან ერთად ცხოვრობდნენ. მათი ნამარხები მრავალჯერაა აღოჩენილი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, მაგრამ სრული ჩონჩხის ინდოეთში პოვნა მკვლევართათვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა.  „მნიშვნელოვანი აღმოჩნეაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქთიოზავრის პოვნის პირველი შემთხვევაა ინდოეთში, არამედ იმ მხრივაც, რომ გარკვეულ სინათლეს ჰფენს იქთიოზავრთა ევოლუციასა და მრავალფეროვნებას ყოფილი გონდვანალენდის ინდო-მადაგასკარის რეგიონში; გარდა ამისა, აშკარა ხდება, რომ იურულ პერიოდში ინდოეთი ბიოლოგიურად დაკავშირებული ყოფილა სხვა კონტინენტებთან“, — განმარტავს დელის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი გუნტუპალი პრასადი. ჯგუფის აზრით, ეს კონკრეტული ნიმუში მიკეუთვნება იქთიოზავრების ოფთალმოზავრდითა ოჯახს , რომლებსაც ეს სახელი უკიდურესად დიდი თვალების გამო ეწოდათ. ნამარხი შარშან, გუჯარათის პროვინციის სოფელ ლოდაიში აღმოაჩინეს.  კარგად შემონახულ ჩონჩხს აკლია მხოლოდ წინა მხარისა და კუდის გარკვეული ნაწილები. ჯგუფის აზრით, ამ ქმნილების მთლიანი სიგრძე 5,5 მეტრი უნდა ყოფილიყო. „მისი კბილების ცვეთის მაჩვენებლის შესწავლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქთიოზავრი მოწინავე მტაცებელი ყოფილა და მტკიცე და აბრაზიული საკვებით იკვებებოდა. მათ შორის უნდა ყოფილიყო ზღვის მოლუსკები, თევზები და ზღვის სხვა რეპტილიები“, — განმარტავს პრასადი PLOS Research News-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მიჩნეულია, რომ ოფთალმოზავრიდები დაახლოებით 165-90 მილიონი წლის წინ არსებობდნენ; მკვლევართა აზრით, ინდოეთში აღმოჩენილი ნიმუში 152-157 მილიონი წლის წინანდელი უნდა იყოს. გათხრების პროცესში, პალეონტოლოგებს წარმოედგინათ, რომ აღმოაჩნედნენ მხოლოდ ძვლის რაიმე ფრაგმენტებს, მაგრამ სრულებით არ ელოდნენ ასე დიდი, უპრეცედენტო ნამარხის პოვნას.  თუმცა ყველაზე დიდი აღმოჩენა ის იქნება, თუკი ნამარხი გვეტყვის თუ როგორ გავრცელდნენ იქთიოზავრები მაშინ, როდესაც სუპერკონტინენტი პანგეა ნელ-ნელა გაიყო ლავრაზიად და გონდვანად. „ეს დაუშვებს შესაძლებლობას, რომ იქთიოზავრები შეიძლება გადანაწილდნენ ამჟამინდელ ევროპა
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 20:15:00
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლეთს, მათ ნარჩენებს აქეთ-იქით ისვრის და გზად თხელ კუდს ტოვებს — ეს სასტიკი მოვლენები დედამიწიდან 62 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომთან ერთ-ერთ ყველაზე ახლომდებარე გალაქტიკათგროვაში ხდება. ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რაც ასტრონომებმა ფორნაქსის გალაქტიკათგროვის ამ დრომდე ყველაზე დეტალური სურათი გადაიღეს.  ფოტოები გადაიღო ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში განთავსებულმა ტელესკოპთა წყება Very Large Telescope-ის ტელესკოპმა VLT Survey Telescope. სისტემა ატაკამის უდაბნოშია განთავსებული; ობსერვატორია ამჟამად აქტიურად იკვლევს ფორნაქსის გალაქტიკათგროვას.  როგორც ასტრონომები იტყოდნენ, ფორნაქსის გროვა ჩვენთან ახლოს მდებარეობს, თუმცა ეს ყველაფერი შედარებითია. გროვა შედგება 58 გალაქტიკისგან და მდებარეობს დედამიწიდან 62 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. თუმცა, ეს მანძილი საკმარისია, რათა ის ასტრონომთათვის საინტერესო ობიექტი იყოს. ფორნაქსის გროვა კოსმოსის დინამიკური ზონაა, რომელშიც თავმოყრილია მრავალი მნიშვნელოვანი წევრი-გალაქტიკა. თუმცა, საინტერესოობით ვერც ერთი მათგანი ისე ვერ დაიკვეხნის, როგორც გალაქტიკა NGC 1316, იგივე ფორნაქს A. ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) მიერ გამოქვეყნებული ახალი ვიდეოს თანახმად, ფორნაქს A-ს თავის ყველა მეზობელს ჭამს. ეს გალაქტიკა ფლეთს ახლომდებარე სხვა გალაქტიკებს და მიმოფანტავს მათ მატერიას, მათში არსებულ ვარსკვლავებს სიცარიელეში ტყორცნის და გზად თხელ კუდს ტოვებს, რაც ESO-ს ფოტოზეც ჩანს.  ამ გალაქტიკის დაუდგრომელი წარსული და დედამიწასთან მისი სიახლოვე ასტრონომებს ბრწყინვალე შანსს აძლევს გალაქტიკათა შერწყმის მოვლენის შესასწავლად.  ESO-ს განცხადებით, აღნიშნულ გროვაში მიმდინარე შერწყმათა შედეგად გამოყოფილი მატერიის ნაკადი, საკვებით უზრუნველყოფს გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულ მასიურ შავ ხვრელს. ეს შავი ხვრელი, რომელსაც 150 მილიონი ჩვენი მზის მასა აქვს, კოსმოსში ტყორცნის მატერიისა და რადიაციის ნაკადებს. შედეგად, ფორნაქს A რადიოტალღათა უკაშკაშესი წყაროა მთელ გროვაში და მეოთხე ყველაზე კაშკაშა მთლიან ცაზე.  გარდა ამისა, ფორნაქს A ასევე მასპინძლობს დაკვირვებადი ტიპის ოთხ სუპერნოვას. მიჩნეულია, რომ თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების სიკვდილით გამოწვეული ეს მასიური აფეთქებები ყველაზე კაშკაშა მომენტში ერთი და იგივე ინტენსივობისაა. ამ მიზეზით, ასტრონომებმა ისინი მანძილის გასაზომად გამოიყენეს: რაც უფრო მ
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 21:16:00
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პაკოპამპასთან, სარიტუალო პლატფორმაში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხები მიუთითებს, რომ იქ დამარხული ადამიანებს აღენიშნებათ ძალისმიერი დაზიანებები, მაგალითად ისეთი, როგორიც საცერემონიო რიტუალებში შეიძლება მიეღოთ; ამის შესახებ თვის დასაწყისში გამოქვეყნებული ახალი არქეოლოგიური კვლევა იუწყება.  აღმომჩენ მკვლევართა ჯგუფის ცნობით, როგორც ჩანს, თავსა და სხეულზე ამ ხალხს აღენიშნება სარიტუალო დარტყმები. „არქეოლოგიური კონტექსტიდან გამომდინარე (ჩონჩხები აღმოაჩინეს საცერემონიო ძეგლებზე) , ისევე როგორც ამას ტრავმების თანაბარი გადანაწილება ორივე სქესზე და თავდაცვითი არქიტექტურის სიმცირე მიუთითებს — საქმე გვაქვს უფრო რიტუალებთან, ვიდრე ორგანიზებულ ბრძოლასთან ან თავდასხმასთან, რასაც უნდა გამოეწვია ის ტრავმები, რომლებსაც ამ ჩონჩხებზე ვხედავთ“, — წერენ ავტორები. რჩება კითხვა — რატომ?  ერთ-ერთი გზა, რომლითაც თანამედროვე არქეოლოგები უძველეს კულტურათა შესწავლას ცდილობენ, ძალადობის ნიშნების ძებნაა. იმის ცოდნა, თუ როგორ ასახიჩრებდა და ხოცავდა ხალხი ერთმანეთს, ნათელს ხდის სხვა საზოგადოებებთან კონფლიქტს, ისევე როგორც რელიგიურ და საზოგადოებრივ ქცევებს. ანდების ადრეული ცივილიზაციების შესახებ მკლევრებმა მრავალი რამ სწორედ იქ მიმდინარე ძალმომრეობათა შესწავლის გზით შეიტყვეს.  უძველესი პერუს გარკვეულ ცივილიზაციათა ნაშთებს, მაგალითად ჩინჩოროს (რომელიც წყნარო ოკეანის სანაპირო ზოლში ძვ. წ. 7000-1600 წლებში ცხოვრობდა) ხალხის ნეშტებზე არსებული ძალადობის ნიშნები კონფლიქტის შედეგი უნდა იყოს. კონფლიქტებთან დაკავშირებული ტრავმები უფრო მამაკაცებშია გავრცელებული, ვიდრე ქალებში. გარდა ამისა, ისინი თავს უფრო იჩენს თავის მარცხენა მხარეს, ზოგიერთს კი მოტეხილი აქვს მკლავები, რაც იარაღის დაბლოკვის მცდელობაზე მიუთითებს. 
წაკითხვა
სამყარო საერთოდ არ უნდა არსებობდეს - CERN-ის ლაბორატორიის დასკვნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 20:32:00
სულ ახლახან, მეცნიერებმა დაადასტურეს სამყაროს მთავარი პრობლემა: სინამდვილეში, ის საერთოდაც არ უნდა არსებობდეს. იმიტომ, რომ არსებობის ძალიან ადრეულ დასაწყისში, არსებული მატერიისა და ანტიმატერიის თანაბარ ოდენობას ერთმანეთი უნდა მოესპო, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს, 13,8 მილიარდი წლის შემდეგ, თქვენ ამ სტატიას არ უნდა კითხულობდეთ. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ასეთი კატასტროფის თავიდან აცილება განაპირობა მატერიასა და ანტიმეატრიას შორის არსებულმა გარკვეულმა გადამწყვეტმა სხვაობამ; თუმცა, როგორც შვეიცარიის CERN-ის ლაბორატორიის მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, მიუხედავად საპირისპირო მუხტებისა, ისინი თითქმის იდენტური უნდა ყოფილიყო. „მთელმა ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა სრული სიმეტრია მატერიასა და ანტიმატერიას შორის; ეს სწორედ ისაა, რის გამოც სამყარო საერთოდაც არ უნდა არსებობდეს“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი კრისტიან სმორა. „სიმეტრია აქ სადღაც შეიძლება მართლაც არსებობს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიგებთ თუ სადაა განსხვავება. რა არის სიმეტრიის დარღვევის წყარო?“. ჩვენი ყველაზე საუკეთესო ცოდნის მიხედვით, ძალიან ადრეულ დასაწყისში, დიდმა აფეთქებამ წარმოქმნა მატერიისა და ანტიმატერიის თანაბარი ოდენობა — მასალა, რომლისგანაც თითქმის მთლიანად შედგება სამყაროს ხილული მატერია და მისი მოუხელთებელი ტყუპისცალი სარკე. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც მატერია ანტიმატერიას ხვდება, ისინი ერთმანეთს სუფთა ენერგიის ანთების სახით ანადგურებენ — ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს კიდევ რაღაც, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით და რომელმაც, სამყაროს დაბადებისას ეს განადგურება შეაჩერა. ჩვეულებრივი პროტონების ანტიმატერიისეული ვერსიის — ანტიპროტონების მაგნიტური თვისებები ერთ-ერთი უკანასკნელი იმედი იყო მატერიის ამ ორ ტიპს შორის არსებული დისბალანსის საპოვნელად. მაგრამ ამ დროისათვის უზუსტესი გაზომვების შემდეგ, მეცნიერთა თქმით, შეუსაბამობას ისევ ვერ მიაგნეს. იმის გამო, რომ ანტიმატერია ფიზიკურად არ შეიძლება შემცველი იყოს, მკვლევრებმა დამუხტული ნაწილაკების ე. წ. პენინგის მახე გამოიყენეს, რათა უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე ანტიპროტონები დაეჭირათ, გაეხვიათ მაგნიტურ და ელექტრულ ველებში და გასაზომად გაემზადებინათ. 
წაკითხვა
სიამის ტყუპების განცალკევების უიშვიათესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა - გოგონების სულისშემძვრელი ისტორია
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 19:33:00
პატარა ები დელეინის უკვე შეუძლია მუცელზე წამოწვეს, თავი ასწიოს და საყვარელი წიგნის გვერდებიც ფურცლოს. მის დას, ერინს, ახლა უკვე შეუძლია დამოუკიდებლად დაჯდეს და ისწავლოს, თუ როგორ დადგეს თავისი ციცქნა ხელებსა და მუხლებზე, მას უკვე შეუძლია ხოხვაზე ფიქრიც კი დაიწყოს. უკვე ოთხ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალში უიშვიათესი ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა — სიამის ტყუპი ბავშვები ერთმანეთისგან გააცალკევეს; მათი დედის განცხადებით, საშინელი მომენტები წარსულში დარჩა და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. „კარგად ვიცი, ყველას როგორ უხარია და რამდენად ბედნიერია, როცა კითხულობენ ამბებს სიამის ტყუპების განცალკევების შესახებ“, — წერს Sunday-ში გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში ჰიზერ დელეინი. „თუმცა, ვერ შევძელი ეს მომენტი ცოტა ხნით მეგრძნო“. მისი თქმით, ტყუპი გოგონების გამოჯანმრთელების პროცესი საოცარი პროგრესით მიმდინარეობს და სახლში დასაბრუნებლადაც ემზადებიან. დელეინიმ ბლოგში ვრცლად ისაუბრა თავისი ოჯახის გრძელ ისტორიაზე, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ტყუპი გოგონები შეეძინა. „უბრალოდ, გვინდოდა, ისინი კარგად ყოფილიყვნენ“. მან და მისმა ქმარმა ჯერ კიდევ ბავშვების დაბადებამდე შეიტყვეს, რომ გოგონები სიამის ტყუპები იყვნენ. ჰიზერ დელეინი ამ დროს 11 კვირის ფეხმძიმე იყო. 2016 წლის 24 ივლისს, გოგონები ნაადრევად დაიბადნენ. თითოეული მათგანი მხოლოდ 900 გრამს იწონიდა. ექიმებმა განცალკევების დაგეგმვა დაიწყეს.  თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის 6 ივნისს, 30-მა ექიმმა, მედდებმა და სამედიცინო პერსონალის სხვა წარმომადგენლებმა ბავშვების განცალკევების 11-საათიანი ოპერაცია ჩაატარეს. ჰოსპიტლის ცნობით, ოპერაცია მართლაც ურთულესი იყო — სისხლძარღვების, თავის ტვინის გარე მემბრანისა და საგიტალური სინუსის განცალკევება; საგიტალური სინუსი სისხლით გულს ამარაგებს. როგორც ჰოსპიტალი იუწყება, ბოლო 60 წლის განმავლობაში, მათ კლინიკაში ჩატარებულია სიამის ტყუპების განცალკევების 22 ოპერაცია, მაგრამ მათ შორის არც ერთი წყვილი არ ყოფილა შეზრდილი თავებით.  მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ცნობით, იდენტური ტყუპების შ
წაკითხვა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 22:15:00
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი, რომელიც მზის გარშემო მოძრაობისას მარსს თან დაჰყვება. ფენომენი გამოწვეულია მზის ქარების ეფექტებით და სავარაუდოდ, ბევრ ახალ ცნობას მოგვაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიფანტა მარსის ატმოსფერო კოსმოსში.  ეს უნიკალური აღმოჩენა მეზობელი პლანეტის ორბიტაზე მოძრავი NASA-ს მარსის ატმოსფეროსა და აქროლადი აირების შემსწავლელი მისიის (MAVEN) მონაცემების დამუშავების შემდეგ გაკეთდა; კარგად ჩანს თუ როგორ განსხვავებულად იქცევიან წითელი პლანეტის ადგილობრივი მაგნიტური ველები დედამიწის მაგნიტური ველისგან. NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის მეცნიერთა ცნობით, მზის ვარსკვლავურ ქარებში მიმდინარე ურთიერთქმედება მაგნიტურ ველებს შორის, ასევე მარსზე ამ დრომდე არსებული მაგნეტიზმის ჯიბეები დარჩენილ ატმოსფერულ ნაწილაკებს კოსმოსში გაქცევის საშუალებას აძლევენ. „დავადგინეთ, რომ მარსის მაგნიტური კუდი უნიკალურია მთელ მზის სისტემაში“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯინა დიბარჩიო. „ის სრულებით არ ჰგავს ვენერაზე აღოჩენილ მაგნიტურ კუდს; მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტა დედამიწის მსგავსია, მას არ აქვს საკუთარი მაგნიტური ველი. ჩვენი პლანეტა გარშემორტყმულია მის წიაღში წარმოქმნილი მაგნიტური ველით. მარსის კუდი სადღაც ამ ორს შორისაა. მიჩნეულია, რომ მილიარდობით წლის წინ, მარსს ატმოსფეროს უდიდესი ნაწილი შემოაძარცვა მზის ქარებმა — მზიდან წამოსულმა ელექტრულად დამუხტულმა გაზებმა. ახლა კი, მარსის ზოგიერთ რეგიონში დღემდე არსებულ მაგნეტიზმის ნარჩენებთან ურთერთქმედებისას, იგივე ქარები უნიკალური კუდის ეფექტს იწვევს. მზის ქარები თან ატარებენ საკუთარ მაგნიტურ ველებს და თუ ისინი მარსზე საპირისპიროდ მიმართულ რეგიონს ურტყამენ, წარმოიმნება ეფექტი, რომელსაც მაგნიტური შეერთება ეწოდება. სწორედ აქ წარმოიქმნება უხილავი ხვეულები. „ჩვენი მოდელი პროგნოზირებდა, რომ მაგნიტური შეერთება უნდა იწვევდეს მარსის მაგნიტური კუდის 45 გრადუსით გადახრას, რისი მიზეზიც მზის ქარების მაგნიტური ველია“, — ამბობს დიბრაჩიო. „როდესაც ეს პროგნოზები MAVEN-ის მონაცემებს შევადარეთ მარსისა და მზის ქარების მაგნიტური ველების მიმართულებისა თვალსაზრისით, აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან კარგ თანხვედრაში მოდიან“. ამ მაგნიტურ შეერთებას შეუძლია კოსმოსში
წაკითხვა
ობობებისა და გველებისადმი შიში ადამიანში თანდაყოლილია - ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 21:50:00
ობობები, თავიანთ მსხვილი და ბუსუსიანი, თუნდაც წვრილი, შეუმჩნეველი რვა ფეხით, ხშირად ჩვენს აშკარა გაღიზიანებას იწვევენ; ზოგისთვის შემზარავია იმის წარმოდგენაც კი, როგორ დაცოცავენ ისინი მათ კანზე. უკვე დიდი ხანია, მეცნიერებს შორის მიმდინარეობს კამათი — არაქნოფობია ჩვენში, როგორც სახეობაშია ჩადებულია თუ მას შემდეგ, ცხოვრებაში შევიძენთ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მკვლევრებმა მიმართეს ყველაზე უმანკო და ნეიტრალურ არსებებს — ჩვილ ბავშვებს. გერმანიის მაქს პლანკის ადამიანის ცნობიერებისა და ტვინის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრები, ექვსი თვის ბავშვებს რვაფეხიან ობობათა ფოტოებს აჩვენებდნენ, რათა განესაზღვრათ მათი თანდაყოლილი, უსწავლელი პასუხი არაქნიდების დანახვისას. გარდა ობობათა ფოტოებისა, მშობლების კალთაში მჯდარ ბავშვებს ასევე აჩვენეს ყვავილების, გველებისა და თევზების ფოტოები. ექსპერიმენტის დროს, თვალის ინფრაწითელმა მზომავმა დააფიქსირა ბავშვების თვალის გუგების გაფართოება, რაც მიუთითებდა „ბრძოლა ან ფრენის“ (ფსიქოლოგიური რეაქცია) ქიმიურ ნაერთ ნორეპინეფრინის დონეზე, შესაბამისად, საპასუხო სტრესის ზომაზე. „როდესაც ჩვილ ბავშვებს ყვავილებისა და თევზების ფოტოების ნაცვლად გველებისა და ობობების იგივე ზომისა და ფერის ფოტოებს ვაჩვენებდით, მათი თვალის გუგები გაცილებით ფართოვდებოდა“, — ამბობს ვენის მაქს პლანკის ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი სტეფანი ჰოეჰლი. „მუდმივი განათების პირობებში, თვალის გუგების ზომის ეს ცვლილება,  თავის ტვინის  ნორეპინეფრინული სისტემის აქტივაციის მნიშვნელოვანი სიგნალია, რაც პასუხია სტრესულ რეაქციაზე. შესაბამისად, როგორც ჩანს, ცხოველთა ეს ჯგუფი სტრესს აყენებს ჩვილ ბავშვებსაც კი“. ობობების შემთხვევაში, თვალის გუგების საშუალო გაფართოება 0,14 მმ იყო, ყვავილების შემთხვევაში კი მხოლოდ 0,03 მმ. სხვაობა ასე თვალშისაცემი არ ყოფილა გველებისა და თევზების შემთხვევაში, რისი მიზეზიც მკვლევართა აზრით ისაა, რომ ორივე ფოტოზე ასახული იყო ცხოველი და შესაბამისად, უფრო მსგავსი იყო საპასუხო რეაქცია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თვალის გუგების ყველაზე დიდ გაფართოებას იწვევდნენ ობობები და გველები, იმდენად მცირეწლოვან ბავშვებშიც კი, რომლებსაც არ შეიძლება სცდონოდათ, რომ ობობები სახიფათოა — რის გამოც უფროს ადამიანებს მათი ეშინიათ. რატომ? 
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 21:20:00
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტებთან მიმართებაში, რომლებიც მზის სისტემის მიღმა მდებარეობენ. „მოდელის გამოყენებით, რომელიც უფრო რეალისტურად ახდენს ატმოსფერული პირობების სიმულირებას, აღმოვაჩინეთ ახალი პროცესი, რომელიც აკონტროლებს ეგზოპლანეტათა სიცოცხლისუნარიანობას და რომელიც გვიხელმძღვანელებს სამომავლო კვლევებში კანდიდატთა იდენტიფიცირებისას“, — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ კვლევათა ინტიტუტისა და ტოკიოს დედამიწა-სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევარი, ჟურნალ Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი იუკა ფუჯი. წინა მოდელები ატმოსფერული პირობების სიმულირებას მხოლოდ ერთ განზომილებაში ახდენდა, ვერტიკალურად. სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ბოლო კვლევის მსგავსად, ახალმა კვლევამ გამოიყენა მოდელები, რომლებიც გარემო პირობებს სამივე განზომილებაში ანგარიშობს, რაც ჯგუფს საშუალებას აძლევს მოახდინოს ატმოსფერის ცირკულაციისა და მისი სპეციალური მახასიათებლების სიმულირება, რაც ერთგანზომილებიან მოდელებს არ შეუძლია. ახალი ნაშრომი ასტრონომებს დაეხმარება დაკვირვებების მწირი დრო გადაანაწილონ სიცოცხლისათვის ვარგის ყველაზე იმედისმომცემ კანდიდატებზე. იმ სახის სიცოცხლისთვის, როგორიც ჩვენ ვიცით, აუცილებელია თხევადი წყალი. შესაბამისად, ეგზოპლანეტის ზედაპირი სიცოცხლისათვის ვარგისად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუკი მისი ტემპერატურა თხევად წყალს დიდი ხნის მანძილზე (მილიარდობით წელი) შენარჩუნების საშუალებას აძლევს, რათა რათა სიცოცხლე აღმოცენდეს.  თუკი ეგზოპლანეტა დედავარსკვლავისგან საკმაოდ შორსაა, იგი საკმაოდ ცივი იქნება, მისი ოკეანეები კი გაყინული. იმ შემთხვევაში კი, თუ პლანეტა თავის ვარსკვლავთან ზედმეტად ახლოსაა, ვარსკვლავის შუქი იმდენად ინტენსიური იქნება, რომ მისი ოკეანეები თანდათან აორთქლდება და კოსმოსში გაიფანტება. ეს მაშინ ხდება, როცა წყლის ორთქლი ატმოსფეროს ზედა ფენაში — სტრატოსფეროში ადის და ვარსკვლავის ულტრაისფერი სინათლის მოქმედებით, შემადგენელ ელემენტებად იშლება (წყალბადი და ჟანგბადი). ამის შემდეგ, უკიდურესად მსუბუქ წყალბადის ატომებს კოსმოსში გაქცევა შეუძლიათ. თავიანთ ოკეანეების ამ გზით დაკარგვის პროცესში მყოფ პლანეტებზე ამბობენ, რომ ისინი „ნოტიო სათბურის“ მდგომარეობაში შევიდნენ, ტენიანი სტრატოსფეროს გამო. იმისათვის, რომ წყალი სტრატოსფეროში ავიდეს, წინა მოდელები პროგნოზირებდა, რომ ზედაპირის გრძელვადიანი ტემპერატურა იმაზე გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე დედამიწაზე — 66 გრადუსი ცელსიუსი. ასეთმა ტემპერატურამ უნდა გამოიწვიოს ინტენსიური კონვექციური შტორმები; თუმცა როგორც ჩანს, ეს შტორმები სულაც არაა იმის მიზეზი, რომ ღერძის გარშემო ნელა მბრუნავი პლანეტებიდან წყალმა სტრატოსფეროს მიაღწიოს და პლანეტა ნოტიო
წაკითხვა
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 21:19:00
2017 წლის 17 აგვისტოს, პირველად ისტორიაში, LIGO-სა და Virgo-ს თანამშრომლობის ასტრონომებმა დააფიქსირეს ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები; ამავე დროს, ასევე ისტორიაში პირველად, კოსმოსიდან და დედამიწიდან ამ მოვლენის სინათლეც დააფიქსირეს. წყაროს GW170817 უწოდეს, თავად მოვლენას კი „კილონოვა“. გთავაზობთ ამ მოვლენის ამსახველ ვიდეოებს, როგორც ის ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის, ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის, გემინის ობსერვატორიისა და სხვა ტელესკოპთა ლინზებში გამოჩნდა.  ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გრავიტაციული ტალღების წყაროს აკვირდება NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კუთვვნილმა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გრავიტაციული ტალღების წყაროს ფოტოები გადაუღო:   ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმით წარმოქმნილი კილონოვა ESO (ევროპის სამხრეთული ობსერვატორია) მრავალი ტელესკოპის თვალით კილონოვას აღმოსაჩენად გამოიყენეს ჩილეს ატაკამის უდაბნოში განთავსებული ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ტელესკოპები:  
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 20:22:00
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს ლავის მინდვრებზე, ახალი ტიპის არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს. ჰარატ-ხაიბარის ველზე, ათასობით წლის წინანდელი 400-ზე მეტი სტრუქტურა იპოვეს. აღმოჩენაში დიდია საჰაერო დარუკვის ტექნოლოგიების წვლილი; ეს მეთოდი მკვლევრებს საშუალებას აძლევს იხილონ ხმელეთიდან რთულად მისადგომი ან ისეთი ზონები, რომელთა მნიშვნელობის შესახებაც არაფერი იციან. მონუმენტებს „ჭიშკრები“ უწოდეს და ისინი აღწერილია დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევრის, დევიდ კენედის ნაშრომში, რომელიც მალე გამოქვეყნდება. 1978 წელს, დევიდ კენედიმ დააარსა ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიის აეროფოტოგრაფიული არქივი. ისინი სულაც არაა „ჭიშკრები“ — ასე უწოდებენ იმიტომ, რომ მაღლიდან შეხედვისას, გარკვეულწილად წააგავს ძველებურ მინდვრის ჭიშკრებს: პირველად ისინი მოყვარულმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. „ახალი ტიპის ეს ძეგლი ფართო აუდიტორიას პირველად საუდის არაბეთის რამდენიმე მოქალაქემ გააცნო, არც ერთი მათგანი არ ყოფილა არქეოლოგი — უბრალოდ, მათი გატაცება თავიანთ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის კვლევა იყო“, — წერს კენედი. „განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ექიმ დარ ალ-საიდსა და ჯგუფის სხვა წევრებს, რომლებიც საკუთარ თავს უდაბნოს ჯგუფს უწოდებენ; ლანდშაფტზე დაკვირვებისა და შემდეგ საკუთარ საიტზე დატანისთვის, ისინი Google Earth-ს იყენებდნენ“. მიუხედავად სახელისა, ეს სტრუქტურები ჭიშკრები არაა. წარმოადგენს დაბალ, უხეშად ნაგებ კედლებს, რომელთა უმეტესობის სიგრძე 50-150 მეტრია; სულ აღმოჩენილი 389 კედლიდან, 200 მეტრზე გრძელი 36-ია, ყველაზე გრძელი კი 518 მეტრი. უცნობია რა არის ან რისთვის ააშენეს ისინი, მაგრამ თავად მათი არსებობა უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ლავის ეს მინდორი საცხოვრებლად გაცილებით უფრო ვარგისი უნდა ყოფილიყო. „ლავის მინდვრები ხშირად მდიდარია არქეოლოგიური ნაშთებით, რაც მიუთითებს უფრო ტენიან წარსულსა და უხვ მცენარეულობაზე; ბოლო საველე სამუშაოებმა, რომლის ფარგლებშიც მოხდა ვრცელი დასახლების იდენტიფიცირება, ეს ვარაუდი კიდევ უფრო განამტკიცა“, — წერს კენედი. 
წაკითხვა
ოდესმე ფეხმძიმედ ნამყოფი ქალების სისხლის მამაკაცებისთვის გადასხმა შესაძლოა, სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 19:25:00
სისხლის დონორობისას, დეტალური სამედიცინო ისტორიის წარმოება როგორც ჩანს, იმაზ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, ვიდრე ამჟამადაა. როგორც ახალმა კვლევამ დაადგინა, გაცილებით მაღალია იმ მამაკაცთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელთაც გადაუსხეს იმ დონორი ქალების სისხლი, რომლებიც ოდესმე ფეხმძიმედ ყოფილან. ჯერჯერობით არავინ იცის, რატომ. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც გადასხმული აქვთ იმ ქალების სისხლი, რომლებიც ოდესმე ყოფილან ორსულად, გაცილებით მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებსაც გადასხმული აქვთ სხვა მამაკაცების ან ფეხმძიმედ არასოდეს ნამყოფი ქალების სისხლი. 50-წლამდე მამაკაცებში, ეს მაჩვენებელი 1,5 ჯერ მაღალი იყო სისხლის გადასხმიდან სამი წლის განმავლობაში; სიკვდილის ყველაზე სავარაუდო მიზეზი იყო იმუნური სისტემის მწვავე რეაქცია, რომელსაც სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ ფილტვის მწვავე დაზიანებას უწოდებენ — გაზრდილი რისკი, რომელიც წარსულშიც ქალ დონორებთან იყო დაკავშირებული. ნიდერლანდების ჯანდაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ კვლევაში ჩართული იყო 31 118 პაციენტი, რომლებსაც საერთო ჯამში, 2005-2015 წლებში ნიდერლანდებში 59 320-ჯერ ჰქონდათ ჩატარებული სისხლის წითელი უჯრედების გადასხმა.  დონორები სამ კატეგორიად იყოფოდნენ: მამაკაცები (88%); ქალები, რომლებიც არასოდეს ყოფილან ფეხმძიმედ (6%) და ქალები, რომლებიც ოდესმე ორსულად ყოფილან (6%).  პაციენტთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3 939 ადამიანზე 13% იყო. სტატისტიკურად, უმსხვილეს ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ მამაკაცები, რომლებსაც იმ ქალების სისხლი ჰქონდათ გადასხმული, რომლებიც ოდესმე ყოფილან ფეხმძიმედ. „იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ სისხლის წითელი უჯრედების გადასხმა, სისხლის მიღება ოდესმე ფეხმძიმედ ნამყოფი ქალი დონორებისგან, მამაკაც დონორებთან შედარებით — დაკავშირებული იყო სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან მხოლოდ კაც მიმღებებში და არა ქალებში“, — წერენ მკვლევრები. „იმ ქალი დონორების სისხლის გადასხმა, რომლებიც ორსულად არასოდეს ყოფილან — არ აღმოჩნდა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებული არც მამაკაც და არც ქალ მიმღებებში“. ოდესმე ფეხმძიმედ ნამყოფი ქალი დონორებისგან მიღებულ მამაკაცებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი წელიწადში 101 გარდაცვლილი იყო 1000 ადამიანზე. შედარებისათვის — მამაკაცი
წაკითხვა
მთვარეზე აღმოჩენილია მღვიმე, რომელშიც შეიძლება მომავალში ადამიანთა ბაზა დაარსდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 22:13:00
ადამიანისთვის მთვარეზე დიდხანს დარჩენა ზედმეტად სახიფათოა.  მიზეზი რადიაციის ნაკადია, რასაც უდავოდ მოჰყვება მრავალი სახის კიბო. მთვარის პოტენციური მცხოვრებების კოსმოსური გამოსხივების მაღალი დოზისგან დაცვის ერთი გზაა ბაზის განთავსება მიწისქვეშ.  ახლახან, მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი ასეთი კომფორტული ადგილი მთვარის მარიუსის ბორცვების რეგიონში, ლავის მილში უნდა მდებარეობდეს. აშშ-ის პერდიუს უნივერსიტეტისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) მეცნიერებმა შეისწავლეს მთვარის ზედაპირის რადარული მონაცემები და სიმკვრივის მახასიათებლები, რათა გაერკვიათ სავარაუდო გეოლოგიური დეპრესიის ადგილმდებარეობა და დაედგინათ, გამოდგება თუ არა ის მთვარეზე სოფლის გასაშენებელ კანდიდატად.  ლავის მილები მთვარეზეც იმდენად ბევრია, რამდენადაც დედამიწაზე. გამდნარი ქანების ნაკადები მთვარის ზედაპირზე სწრაფად ცივდებოდა და მყარდებოდა გარე ფენებში, შიგნით კი თხევადი რჩებოდა.  ამის შემდეგ, იქ დარჩენილი ლავის თხევადი ნაკადი ნელ-ნელა გარეთ გამოედინებოდა და წარმოქმნიდა ღრუვს, სიცარიელეს. ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა მთვარე გეოლოგიურად აქტიური იყო, თუმცა მისი ზედაპირი დღემდე, მილიარდობით წლის შემდეგაც ინახავს იმ პერიოდში წარმოქმნილ ასეთ მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ ეს მილები უბრალოდ პატარა ნაპრალები როდია. მთვარის შედარებით სუსტი გრავიტაციის წყალობით, თეორიულად, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იმხელაც იყოს, რომ ვულკანურ სახურავს წარმოქმნიდეს ქალაქის ზომის ბაზისთვისაც კი. ეს ყველაფერი სპეკულაციად რჩებოდა. მთვარის ზედაპირზე შემჩნეული ღრმა ხვრელები მარტივად შეიძლება იყოს ჩანგრეული მილები, მაგრამ ამ დრომდე ძალიან ცოტა რამ ვიცოდით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შორს შეიძლება ვრცელდებოდეს მიწისქვეშ მთვარის ასეთი მღვიმეები.  „თუკი ოდესმე ვგეგმავთ მთვარეზე ბაზის აშენებას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად მდებარეობს და რამხელებია მთვარის ლავის მილები“, — ამბობს იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მკვლევარი ჯუნიჩი ჰარუიამა. მთვარის ნათელ მხარეზე მდებარე რეგიონი, რომელსაც მარიუსის ბორცვებს უწოდებენ, ბუშტულებიანი ბლინივით გამოიყურება და ნამდვილად კარგი ადგილია ლავის მილების საძებნელად. 
წაკითხვა
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 21:09:00
კოსმოსში წასვლა ყველას არ შეგვიძლია, მაგრამ Google Maps-ის წყალობით, ახლა უკვე შეგვიძლია მზის სისტემაში ვიმოგზაუროთ. ინტერნეტ-გიგანტის რუკების სერვისმა თვისი რუკები ახლომდებარე ციურ სხეულებზეც განავრცო — დაამატა სამი ახალი პლანეტისა და მრავალი მთვარის რუკები. ეს ყველაფერი იმაზე გაცილებით საოცარია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. წარსულში, ეს სერვისი მოიცავდა მხოლოდ დედამიწას, მარსს, მთვარეს და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს; იყენებდა NOAA-ს, ESO-ს, JAXA-ს და NASA-ს მიერ შეგროვილ მონაცემებს, საერთაშორისო კოსოსური სადგურის შემთხვევაში კი ასტრონავტ ტომას პესკეს მონაცემებს. ამჯერად, NASA-ს მონაცემების წყალობით, სერვისს დაემატა ვენერა, მერკური, პლუტონი და მთვარეები — ცერერა, იო, ევროპა, განიმედე, მიმასი, ენცელადი, დიონა, რეა, ტიტანი და იაფეტი. იმის გამო, რომ არ გვაქვს ზედაპირის დონის ფოტოები, ვერ შესძლებთ ამ პლანეტების ახლო ხედების ნახვას, მაგრამ შეგიძლიათ ისინი გარშემო ატრიალოთ, ამოადიდოთ — თქვენ წინაშეა ლამაზი, ვირტუალური გლობუსი. „დაზვერეთ ენცელადის ყინულოვანი ვაკეები, სადაც ხომალდმა
წაკითხვა
ძველი ეგვიპტის დაცემა შესაძლოა, გიგანტური ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 20:03:00
კლეოპატრას თვითმკვლელობისა და ძველი ეგვიპტის დაცემის შესახებ, მრავალი ლეგენდა დადის.  შექსპირისეული დრამისა და პოლიტიკური დაპირისპირებების გარდა, ამ იმპერიის კოლაფსის მიზეზები შესაძლოა კიდევ უფრო შორს მიდიოდეს.  მკვლევრებმა შეისწავლეს დომინოს ეფექტი, რომელიც ძველ ეგვიპტეში სოციალურ გადატრიალებასა და დედამიწის მეორე მხარეს ამოფრქვეული ვულკანით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას მოჰყვა. ისტორიკოსთა ჯგუფმა ერთმანეთს დაუკავშირა მყინვარულ საფარში ნაპოვნი ვულკანური მოვლენების მტკიცებულებები და ნილოსის ადიდების სეზონური ხასიათი; შედეგად, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეგვიპტისათვის სასიცოცხლო ამ ციკლის მოშლას უნდა გამოეწვია მოვლენები, რომლებმაც ამ ძლევამოსილი კულტურის დასუსტება განაპირობა. კლიმატის ცვლილება და სოცლიალური გადატრიალება ხშირად გადადის ხელიდან ხელში და განაპირობებს დრამატულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ძვრებს, რისი ხლივაც მარტივადაა შესაძლებელი მთელი ცივილიზაციის ისტორიაში. შესაბამისად, მოსაზრება სულაც არაა უცნაური. თუმცა, საღ ჰიპოთეზასაც კი აუცილებლად სჭირდება სოლიდური მტკიცებულებები. „ეს გახლავთ კლიმატის ჩანაწერების მშვენება“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯოზფ მენინგი. „პირველად ისტორიაში, შეგიძლიათ სინამდვილეში იხილოთ ეგვიპტის დინამიკური საზოგადოება და არა მხოლოდ ქრონოლოგიურად დალაგებულ სტატიკურ ტექსტთა აღწერილობა“. ჯგუფმა მიმართა წინა კვლევას, რომელიც დეტალურად აღწერს გასული 2500 წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან ვულკანურ ამოფრქვევათა განრიგს. დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ვულკანთა მიერ ამოფრქვეული ლავა. თუმცა, გამოტყორცნილ ფერფლსა და გოგირდის ნაწილაკებს შეუძლია აეროზოლების წარმოქმნა, რომლებიც სტრატოსფეროში მიმოიფანტება და ირეკლავს მზის სინათლეს, რაც ტემპერატურასა და ატმოსფერულ ნალექებზე გავლენას ახდენს ამოფრქვევის ადგილიდან ძალიან შორსაც კი. იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლებოდა დაზიანებულიყო ეგვიპტის სეზონური ამინდი დროებითი ამოფრქვევბით, მკვლევრებმა მიმართეს მონუმენტ ალ-მიქიასს, იგივე ისლამურ ნილომეტრს. ეს გასაოცარი არქიტექტურული ნაგებობა წარმოადგენს ხელოვნების, წყლის წყაროსა და ისტორიული ჩანაწერების შემნახველის ნაზავს. 
წაკითხვა
ჩინეთის კოსმოსური სადგური მალე დედამიწაზე ჩამოვარდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 19:31:00
9,4-ტონიანმა ჩინეთის კოსმოსურმა სადგურმა ტიანგუნ-1-მა დედამიწაზე დაშვებისთვის საჭირო აჩქარება მიიღო და როგორც მოსალოდნელია, პლანეტის ზედაპირზე რამდენიმე თვეში ჩამოვარდება. მიუხედავად იმისა, რომ 12-მეტრიანი ლაბორატორია დიდი ალბათობით ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება, ნამსხვრევები, რომელთა წონაც 100 კგ-ს აღემატება, დაწვას ვერ მოასწრებს, დედამიწამდე მაინც მოაღწევს და არავინ იცის, თუ სად დაეცემა ისინი პლანეტას. კოსმოსური სადგური 2011 წელს გაეშვა და უმასპინძლა სამ მისიას, მათ შორის ჩინეთის პირველ ქალ კოსმონავტებს — ლიუ იანგსა და ვანგ იაპინგს. სადგურის სახელი ჩინურად „სამოთხის სასახლეს“ ნიშნავს და გამოიყენებოდა 2023 წლისთვის დაგეგმილი უფრო დიდი სადგურის ტექნოლოგიების გასატესტად.  ჩინელებმა რა თქმა უნდა, იცოდნენ რომ იგი სამუდამო არ იქნებოდა და 2016 წლის მარტში, ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სადგურის აღსასრულის დრო ახლოვდებოდა. მაგრამ 2016 წლის სექტემბერში, ჩინეთმა ოფიციალურიად აღიარა, რომ სადგურზე კონტროლი დაკარგა და ამჟამად იგი განადგურების ორბიტაზე მოძრაობდა. მათი პროგნოზით, სადგური დედამიწას უნდა შეჯახებოდა 2017 წლის ოქტომბერი — 2018 წლის აპრილის შუალედში; იქვე შენიშავდნენ, რომ ხომალდი დედამიწიდან 370 კმ სიმაღლეზე მოძრაობდა. ე. წ. კარმანის ხაზი, რომელიც დედამიწისა და კოსმოსის ოფიციალურ საზღვრად ითვლება, პლანეტიდან 100 კმ სიმაღლეზე მდებარეობს. ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ჯონათან მაკდოუელის განცხადებით, ჩინური სადგური ახლა ბევრად უფრო ახლოსაა და სავარაუდოდ, დედამიწას ძალიან მალე შეეჯახება. „ამჟამად, მისი პერიგეა 300 კილომეტრს ქვემოთაა და იმყოფება მკვრივ ატმოსფეროში, სადაც უფრო მაღალია ხომალდის დაშლის მაჩვენებელი“, — უთხრა მან The Guardian-ს. „ვფიქრობ, ის დედამიწას რამდენიმე თვეში დაეცემა, 2017 წლის ბოლოს ან 2018 წლის დასაწყისში“. ზუსტად სად და როდის, უცნობია; მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან რაიმე სერიოზული საფრთხე გამოიწვიოს. 1991 წელს, რუსეთის კოსმოსური სადგური სალიუტ-7, დედამიწის ატმოსფეროში არგენტინის თავზე შევიდა და წარმოქმნა თვალწარმტაცი სინათლის შოუ, ხმელეთზე კი ძალიან ცოტა ნარჩენები ჩამოცვივდა.  2001 წელს, რუსეთის კოსმოსური სადგური „მირი“ ატმოსფეროში კონტროლირებადი გზით შემოიყვანეს, ჩამოცვივდა ნამსხვრევებიც, მაგრამ წყნარი ოკეანის თავზე. 
წაკითხვა
რა არის ნეიტრონული ვარსკვლავი
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 19:04:00
რამდენიმე დღის წინ, ფიზიკოსებმა და ასტრონომებმა მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ისტორიაში პირველად, დააფიქსირეს ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახება — ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მძვინვარე მოვლენა სამყაროში. მაგრამ რა არის სინამდვილეში ნეიტრონული ვარსკვლავი? სააგენტო AFP-მ ამ კითხვით კარდიფის უნივერსიტეტის გრავიტაციული ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პატრიკ სუტონს მიმართა, რომელიც აღმოჩენის პროცესშიც იყო ჩართული.  რა არის ნეიტრონული ვარსკვლავი? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ისინი არიან მკვდარი ვარსკვლავების კოლაფსირებული, გადამწვარი ბირთვები. როდესაც დიდი ვარსკვლავი სიცოცხლის დასასრულს აღწევს, მისი ბირთვი კოლაფსირდება, ვარსკვლავს შემოეძარცვება გარე ფენები; თქვენს ხელთ რჩება უკიდურესად ეგზოტიკური ობიექტი — ნეიტრონული ვარსკვლავი. როგორც წესი, ნეიტრონული ვარსკვლავების მასა ნახევარი მილიონით აღემატება დედამიწის მასას, მაგრამ მათი დიამეტრი მხოლოდ 20 კილომეტრია (დაახლოებით ლონდონის ზომის). ამ ვარსკვლავების შემადგენელ ნივთიერებათა ერთი მუჭას, დედამიწაზე ევერესტის მთის მასა ექნებოდა. ისინი ძალიან ცხელია, მილიონობით გრადუსი; არიან ძლიერ რადიოაქტიურნი, აქვთ უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველი... ისინი ნამდვილად ყველაზე სასტიკი ობიექტებია მთელ სამყაროში.  რატომ ეჯახებიან ერთმანეთს ნეიტრონული ვარსკვლავები? სამყაროში ძალიან ხშირია, როდესაც მოცემული გაზის ღრუბლიდან ვარსკვლავები წყვილებად იბადებიან.  თუკი ვარსკვლავები საკმაოდ დიდია, სიცოცხლის დასასრულს, ისინი ფეთქდებიან და თავიანთ ადგილზე ტოვებენ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, რომლებიც შემდეგ ერთმანეთის გარშემო მოძრაობას განაგრძობენ. ერთმანეთის ორბიტაზე მოძრაობისას, ისინი გამოყოფენ
წაკითხვა
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 21:40:00
სატურნის უდიდესი მთვარე — ტიტანი, იდუმალებით მოცული ადგილია; რაც უფრო მეტს ვსწავლობთ მის შესახებ, თავს იჩენს კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი. გარდა იმისა, რომ ის ერთადერთი სხეულია მზის სისტემაში დედამიწის გარდა, რომელსაც მკვრივი, აზოტით მდიდარი ატმოსფერო აქვს, მის ზედაპირზე მრავლადაა მეთანის ტბები, ატმოსფეროში კი მეთანის ღრუბლები. ეს ჰიდროლოგიური ციკლი, რომელშიც მეთანი სითხიდან აირად გარდაიქმნება და შემდეგ პირიქით, ძალიან ჰგავს დედამიწის ამინდის ციკლს. NASA/ESA-ს კასინი-ჰიუგენსის მისიის წყალობით, რომელიც 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა სატურნის ატმოსფეროში ხომალდის დაწვით — ბოლო წლებში ამ მთვარის შესახებ უზარმაზარი ცნობები მივიღეთ. უკანასკნელი აღმოჩენა, რომელიც ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტარულ მეცნიერებსა და გეოლოგებს ეკუთვნით, ტიტანზე მეთანის წვიმებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ იქ იშვიათად მოდის, ეს წვიმები ძალიან ექსტრემალურია. იმისათვის, რათა განესაზღვრათ თუ რამდენად ექსტრემალური უნდა ყოფილიყო ამინდი, რომ ტიტანის ზედაპირს ამჟამიდენლი ფორმები შეეძინა, უნივერსიტეტის ჯგუფმა, მკვლევარ სონ ფოლკის ხელმძღვანელობით, ტიტანის ნალექების სიმულაციები ჩაატარა. შედეგად დადგინდა, რომ მეთანის თავსხმა წვიმებმა შეიძლება ზუსტად იმავე გზით ამოჭამა ტიტანის ყინულოვანი ზედაპირი, როგორც ექსტრემალური წვიმები გამოკვეთს დედამიწის კლდოვანი ზედაპირის ფორმებს. დედამიწაზე ინტენსიური წვიმები მნიშვნელოვან როლს თამაშობს გეოლოგიურ ევოლუციაში. როდესაც ნალექები საკმაოდ მძიმეა, წვიმა განაპირობებს წყლის ვრცელ ნაკადებს, რომლებსაც დანალექები დაბლობებში გადააქვს, სადაც ისინი წარმოქმნიან გამოზიდვის კონუსის სახელით ცნობილ მახასიათებლებს. მისიის ფარგლებში, თავისი რადარული ინსტრუმენტის გამოყენებით, კასინის ორბიტერმა მსგავსი მა
წაკითხვა
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 20:13:00
ქარიშხალ ოფელიას, რომელმაც გუშინ ირლანდიის რესპუბლიკას გადაუარა — ექსტრემალურ წვიმასა და ქართან ერთად, თან ახლდა კიდევ ერთი უცნაური ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს უმეტეს ნაწილში ამინდი შედარებით მშვიდი იყო, შუადღისას, ქვეყანა მწუხრში, მოწითალო ნათებაში გაეხვა. ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ასეთი ამინდი სწორედ ოფელიას მირ იყო გამოწვეული — გზადაგზა იგი მტვერს დაატარებდა, რომელმაც ატმოსფეროს ფიზიკა შეცვალა. როგორც მეტეოროლოგიური სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში წერია, საჰარის უდაბნოდან აკრეფილი მტვერი ოფელიამ უჩვეულოდ ჩრდილოეთით წაიღო; ცაში არსებული ეს მტვერი ურთიერთქმედებაში შევიდა მზის სინათლესთან და გაფანტა ხილული სინათლის სპექტრი. ამავე დროს, დაზიანდა ლურჯი სინათლის მატარებელი ტალღები და უკან, ცაში აირეკლა; თუმცა იგივე არ მოსვლია წითელ ტალღებს, რომლებმაც დედამიწისკენ სვლა განაგრძეს და ცა უჩვეულოდ წითლად შეღებეს. „სითბოსთან ერთად, სამხრეთის ქარმა ჩვენს განედამდე მოიტანა საჰარის მტვერი, რომელმაც მზის ლურჯი ნათება გაფანტა და ცა იმაზე უფრო წითლად შეღება, ვიდრე ეს აისისა და დაისის დროსაა“, — წერია ბლოგპოსტში. 
წაკითხვა
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 19:34:00
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“ სამუდმოდ ჩაყვინთა პლანეტა სატურნის ატმოსფეროს ზედა ფენაში. სასიკვდილო გზაზე მსვლელობისას, მონაცემებს პირდაპირ რეჟიმში გადმოსცემდა ხომალდის რვა სამეცნიერო ინსტრუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ფინალური ჩაშვებისას შეგროვილი სამეცნიერო მონაცემების ანალიზს გარკვეული დრო სჭირდება, კასინის ინჟინრებმა უკვე თვალნათლივ იციან თუ როგორ იქცეოდა ხომალდი არსებობს უკანასკნელ წუთებში. ეს ყველაფერი მეცნიერებმა სატურნის ატმოსფეროს შესახებ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ივარაუდეს, რაც შემდეგ, ძალზედ გამოსადეგი იქნება სატურნის სამომავლო მისიებისათვის. ჩაშვების უკანასკნელ მომენტებში, კასინი სატურნის ატმოსფეროს მიაპობდა, რის საშუალებასაც გაუხშორებული აირების იგივე სიმკვრივე აძლევდა, როგორც ეს დედამიწის იმ ორბიტაზეა, რომელზეც საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოძრაობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იქ საერთოდაც თითქმის არაა არანაირი აირი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აირის წნევა ვაკუუმთან ახლოსაა, კასინი 4,5-ჯერ უფრო სწრაფად მიჰქროდა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური. დიდი სიჩქარე საოცრად ზრდიდი იმ ძალას ანუ დინამიკურ წნევას, რომლითაც თხელი ატმოსფერო კასინიზე მოქმედებდა.  როგორც მონაცემები აჩვენებს, როდესაც კასინიმ სატურნთან საბოლოო მიახლოება დაიწყო, ატმოსფეროში შესვლამდე ერთი საათით ადრე, ფაქიზად შემოტრიალდა და ყოველ რამდენიმე წუთში ერთხელ, მშვიდად რთავდა ძრავებს, რათა დედამიწისკენ შემობრუნებული დარჩენილიყო. ერთადერთი ხელისშემშლელი ძალა ამ დროს სატურნის გრავიტაცია იყო, რომელიც ხომალდის ბრუნვას ცდილობდა. „იმისათვის, რომ ანტენა დედამიწისკენ მომართული შეგვენარჩუნებინა, გამოვიყენეთ ე. წ. „bang-bang კონტროლი“, — ამბობს კასინის მისიის ოპერაციების ხელმძღვანელი ჯული ვებსტერი.  „კოსმოსურ ხომალდს ვიწრო დიაპაზონი მივეცით, რომელშიც მას ტრიალი შეეძლო და როდესაც ის ერთი მიმართულებით ამ ლიმიტის დარღვევას ცდილობდა, ირთვებოდა ძრავი, რათა კვლავ იგივე პოზიციას დაბრუნებოდა“. ამ წერტილში, ღრუბლებიდან დაახლოებით 1900 კმ სიმაღლეზე, ხომალდმა სატურნის ატმოსფეროში შესვლა დაიწყო. კასინი სატურნს მიუახლოვდა თავის 11-მეტრიანი მაგნიტომეტრის დაფით, რომელიც ხომალდის გვერდისკენ იყო მიმართული. გაუხშოებული ა
წაკითხვა
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 19:37:00
პირველად ისტორიაში, ევროპის სამხრეთული ობსერვტორიის (ESO) ჩილეში განთავსებულ ტელესკოპთა ფლოტმა გრავიტაციულ ტალღათა ხილული თანამოძმე დააფიქსირა.  როგორც ეს ისტორიული კვლევა გვიჩვენებს, ეს უნიკალური ობიექტი ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შედეგადაა წარმოქმნილი. ამ სახის შეჯახების კატაკლიზმური შედეგი მკვლევრებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველეს და მას კილონოვა უწოდეს — მოვლენები, რომლებიც სამყაროში მიმოფანტავს ისეთ მძიმე ელემენტებს, როგორებიცაა ოქრო და პლატინა. ეს აღმოჩენა ასევე იძლევა იმის ძლიერ მტკიცებულებას, რომ გამა-გამოსხივების მოკლეპერიოდიანი აფეთქებები ასევე ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებების შედეგადაა წარმოქმნილი. პირველად ისტორიაში, ასტრონომები დააკვირდნენ ერთ და იგივე მოვლენის როგორც გრავიტაციულ ტალღებს, ისე სინათლეს (ელექტრომაგნიტურ რადიაციას). ამის საშუალება მათ გლობალურმა თანამშრომლობამ და ESO-ს უმძლავრესმა ტექნოლოგიებმა მისცა. 2017 წლის 17 აგვისტოს, აშშ-ის ლაზერ-ინტერფერომეტრულ გრავიტაციულ ტალღათა ობსრვატორიამ (LIGO), იტალიის ინტერფერომეტრს  Virgo-სთან ერთად დედამიწასთან ჩავლილი გრავიტაციული ტალღები დააფიქსირა. ეს გახლდათ გრავიტაციულ ტალღათა დაჭერის მეხუთე შემთხვევა და მას GW170817 უწოდეს. ორი წამის შემდეგ, NASA-ს ფერმის გამა-გამოსხივების კოსმოსურმა ტელესკოპმა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) გამა-გამოსხივების საერთაშროსო ასტროფიზიკურმა ლაბორატორიამ (INTEGRAL), ცის ზუსტად იგივე მონაკვეთში, გამა-გამოსხივების მოკლე აფეთქება დააფიქსირა. LIGO–Virgo-ს ობსერვატორიათა ქსელმა გაარკვია, რომ წყარო მდებარეობდა სამხრეთის ცის ვრცელ რეგიონში, რომლის ზომაც რამდენიმე ასეული სავსე მთვარისას უდრის და მოიცავს მილიონობით ვარსკვლავს. როგორც კი ჩილეში დაღამდა, ცის ამ მონაკვეთისკენ მრავალი ტელესკოპი მიმართეს ახალი წყაროების მოსაძებნად; მათ შორის იყო პარანალის ობსერვატორიაში განთავსებული ESO-ს ორი ტელესკოპი — VISTA და VLT , ESO-ს ლა-სილიის ობსერვატორიაში მდებარე იტალიური ტელესკოპი REM-ი, ლას-კუმბრესის ობსერვატორიის 0,4-მეტრიანი ტელესკოპი  LCO და სერო-ტოლოლოს ინტერ-ამერიკული ტეკლესკოპი DECam-ი. სინათლის დაფიქსირების შესახებ ცნობა პირველად 1-მეტრიან ტელესკოპ Swope-ისგან მოვიდა. ირკვეოდა ისიც, რომ წყარო ძალიან ახლოს იყო ჰიდრის თანავარსკვლავედში მდებარე ლინზისებრ გალაქტიკა NGC 4993-სთან. ტელესკოპ VISTA-ს მიერ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში განხორციელებულმა დაკვირვებებმა წყაროს შესახებ ზუსტად იმავე ადგილისკენ მიუთითა. როდესაც ჰავაის კუნძულებზეც დაღამდა, სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს იქ განთავსებული ტელესკოპები — Pan-STARRS-ი და Subaru, რომლებმაც სინათლე ასევე დააფიქსირეს. 
წაკითხვა