საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-14 20:54:00
ერთი წლის წინ ყველამ შევიტყვეთ, რომ მზის სისტემის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავურ სისტემაში დედამიწის მსგავსი, შესაძლოა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტა მოძრაობს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ეს სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოსაც მალავდეს. სამი ვარსკვლავისგან შემდგარი ალფა კენტავრი მზის სისტემისგან 4,37 სინათლის წლითაა დაშორებული და ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ობიექტია მთელ გალაქტიკაში. თუმცა როგორც ჩანს, სამიდან ერთ-ერთი ვარსკვლავი ვარსკვლავთშორისი მასშტაბის ქურდობის მსხვერპლია. ახალი კვლევის მიხედვით, პროქსიმა კენტავრი — საყოველთაოდ ცნობილი ეგზოპლანეტა პროქსიმა b-ის დედავარსკვლავი, არ წარმოქმნილა მის კომპანიონ ვარსკვლავებთან ალფა კენტავრი A-სთან და ალფა კენტავრი B-სთან ერთად. შეგახსენებთ, რომ მეცნიერთა აზრით, ეგზოპლანეტა პროქსიმა b შესაძლოა სიცოცხლისათვის ვარგისი უახლოესი პლანეტა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ პროქსიმა b-ს სიცოცხლისუნარიანობა ცხარე კამათის საგანია ასტრონომებსა და ასტროფიზიკოსებს შორის, უფრო საყურადღებო ისაა, რომ ეს ეგზოპლანეტა მზის სისტემასთან ყოველთვის ასე ახლოს არ ყოფილა. როგორც ჰერდფორტშირის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი გათვლები გვთავაზობს, ალფა კენტავრი ერთ დროს შეიძლება მხოლოდ ორი ვარსკვლავისგან შედგებოდა — ალფა კენტავრი A-სა და ალფა კენტავრი B-სგან, რომლებმაც პროქსიმა კენტავრი თავიანთ გრავიტაციით ჩაიჭირეს.  ჯგუფმა მოახდინა ამ ვარსკვლავთა ორბიტების 10-მილიარდ წლიან მონაკვეთის სიმულაცია; აღმოჩნდა, რომ პროქსიმა კენტავრის ორბიტა ალფა კენტავრი A-სა და ალფა კენტავრი B-ს ორბიტებს მხოლოდ 74% შემთხვევაში ეკვროდა. „თუკი ეს სამი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო უკვე რამდენიმე მილიარდი წელია ბრუნავს, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ეს ნამდვილად ბედნიერ ოჯახია“, — უთხრა New Scientist-ს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტროფიზიკოსმა სკოტ კენიონმა. სხვა გარემოებებში
წაკითხვა
ვიკინგების სამარხში აღმოჩენილ ტანსაცმელზე ამოქარგული სიტყვა „ალაჰი“ იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-14 20:09:00
უძველეს ვიკინგურ სამარხში ათწლეულების წინ აღმოჩენილმა სამოსმა მეცნიერებს ახლახან ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო: აბრეშუმზე, ვერცხლისფერი ძაფით, გეომეტრიული ქუფის დამწერლობით ამოქარგული სიტყვები „ალი“ და „ალაჰ“. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სკანდინავიაში ნაპოვნი ისტორიული არტეფაქტი სიტყვა „ალის“ იხსენიებს, რაც არქეოლოგიურ აღმოჩენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. წარწერები აღმოაჩინეს IX-X საუკუნეების სამარხებში ნაპოვნ აბერშუმის 100 სამოსიდან 10-ზე. ნავისებრ სამარხებს თავის დროზე შვედეთში, გამლისა და უფსალის მახლობლად, ვიკინგების ეპოქის ძეგლებთან მიაკვლიეს.  წარწერები მაშინ შენიშნეს, როდესაც მკვლევართა ჯგუფი სამარხში აღმოჩენილი ტანსაცმლის ასლების დამზადებას ცდილობდა, გამოფენაზე გასატანად. „აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვეუბნება, რომ ეს ისტორიული ეპოქა შეუძლებელია დავახასიათოთ, როგორც „ტიპური ნორდიკული“, — უთხრა გამოცემა The Local-ს უფსალის უნივერსიტეტის ტექსტილის არქეოლოგმა ანიკა ლარსონმა. „იგი გვიჩვენებს, რომ ვიკინგები ახლო კონტაქტში ყოფილან სხვა კულტურებთან, მათ შორის ისლამურ სამყაროსთან“. მტკიცებულებები ვიკინგებისა და ისილამური სამყაროს კავშირების შესახებ, უკვე წლებია არსებობს. 2009 წელს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მახვილების დასამზადებლად ვიკინგები არაბულ მეტალურგიულ ტექნოლოგიას იყენებდნენ, რამაც სავარაოდოდ მათთან ვოლგის სავაჭრო გზით მიაღწია. 2008 წელს, შვედეთში აღმოაჩინეს ვიკინგების ეპოქის არაბული მონეტების განძი, ორი წლის წინ კი, ასევე შვედეთში, IX საუკუნის ქალის სამარხში იპოვეს ბეჭედი, რომელსაც არაბულად ეწერა „ალაჰს“. გარდა ამისა, ნორვეგიაში, ვიკინგების ნავისებრ სამარხში ასევე აღმოჩენილია სპარსული აბრეშუმი. ლარსონის თქმით, თავდაპირველად, დიზაინს ვერაფერი გაუგო, მაგრამ შემდეგ გაახსენდა, რომ მსგავსი რამ სადღაც ჰქონდა ნანახი: მავრების ქსოვილებზე ესპანეთში. ქსოვილის ანალიზი, ქსოვის ტექნოლოგია და დიზაინი მიუთითებს ცენტრალურაზიურ ან სპარსულ წარმოშობაზე.  
წაკითხვა
სიმართლე აღდგომის კუნძულის იდუმალებით მოცული საზოგადოების კოლაფსის შესახებ
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 21:09:00
დიდი ხნის განმავლობაში, პოლინეზიისა და სამხრეთ ამერიკის ადგილობრივ ხალხთა წარმომავლობა ბურუსით იყო მოცული. როგორ შეგვიძლია ავხსნათ აღდგომის კუნძულის აშკარა პარადოქსი? გიგანტური „მოაის“ ქვის ქანდაკებების დიზაინი, მშენებლობა და ტრანსპორტირება — კულტურული მიღწევა სრულიად უნაყოფო კუნძულისთვის, რომელსაც აშკარად აკლდა როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსები ამის განსახორციელებლად. დიდი ხნის განმავლობაში, ანთროპოლოგების გაოცებას იწვევდა ის ფაქტი, თუ როგორ შესძლო აღდგომის კუნძულის უბრალო მოსახლოებამ ასეთი კომპლექსური კულტურის შექმნა. ან იქნებ ეს ყველაფერი სინამდვილეში უფრო მოწინავე ხალხის, მაგალითად სამხრეთამერიკელების ნახელავია, რის შემდეგაც მთელი კუნძულის ბუნებრივი რესურსები ამოიწურა?  ბოლო წლებში, რაპა-ნუი (კუნძულის ადგილობრივი სახელწოდება) კაცობრიობის ეგოიზმის საბოლოო ბედის იგავი გახდა: ეკოლოგიური განადგურების საფრთხეების მორალური მოთხრობა.  გეოგრაფ ჯარედ დაიამონდოს მიერ წამოყენებული „ეკოციდის“ ჰიპოთეზის მიხედვით, რაპა-ნუი უნდა გამოვიყენოთ იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ არის საზოგადოება კოლაფსისთვის განწირული, თუკი ამ კუნძულის მაგალითს არ გავითვალისწინებთ. თუმცა, 60-წლიანი არქეოლოგიური კვლევა სინამდვილეში ძალიან განსხვავებულ სურათს ხატავს — ამჯერად, ახალი გენეტიკური მონაცემები დამატებით შუქს ჰფენს კუნძულის სასტიკ ბედისწერას. დროა, რაპა-ნუის საიდუმლოს ფარდა აეხადოს!  ეკოციდის ამბავი შეუსაბამოა ეკოციდის ჰიპოთეზას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს. პირველი — კუნძულის მოსახლეობა რამდენიმე ათასით შემცირდა და ევროპელთა იქ მისვლისას, მე-18 საუკუნეში, მათი ოდენობა სულ რაღაც 1500-3000 ადამიანსღა შეადგენდა. მეორე — პალმის ხეე
წაკითხვა
ახალი რეკორდი - ასტრონომებმა ირმის ნახტომში ყველაზე დიდი მანძილი გაზომეს, მალე ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკა გვექნება
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 19:40:00
იდგე ტყეში, ხედავდე მხოლოდ რამდენიმე ხეს, მაგრამ ვერ ხედავდე მთლიან ტყეს — ერთგვარი იდიომაა, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება მოვარგოთ ჩვენს გალაქტიკას — ვხედავთ ვარსკვლავების გარკვეულ ნაწილს, მაგრამ ვერ ვხედავთ მთლიანად ირმის ნახტომს, როგორც ერთიანობას. ძველი ასტრონომიული ხრიკის გამოყენებით ახლახან ჩატარებული კვლევის წყალობით, უკვე ხელთ გვაქვს უფრო ზუსტი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ სად არიან ობიექტები განლაგებული გალაქტიკის მეორე მხარეს, ეს კი საკვანძიო დეტალებით ავსებს ჩვენი კოსმოსური ეზოს რუკას. მართალია, ღამის ცა შეიძლება ძალიან ნაცნობი იყოს, მაგრამ იყო მოთავსებული კონკრეტულ ადგილას, გალაქტიკის შუაგულში, ცოტა არ იყოს აძნელებს მისი სრული სურათის წარმოდგენას, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი გალაქტიკა გარედან. ის ფაქტი, რომ ის გაბრტყელებული დისკის ფორმისაა, ბევრს არაფერს ნიშნავს; ყველაზე უკეთესი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის მოვძებნოთ გზა, რათა გავზომოთ ვარსკვლავების შედარებითი პოზიციები და მათი სქემა 3D რუკაზე დავიტანოთ. მაგრამ როგორ უნდა ვიცოდეთ, რა მანძილითაა დაშორებული ვარსკვლავი? ეს მოციმციმე ბირთვული ღუმლები თითქმის ყველა ზომისა და სიკაშკაშის შეიძლება იყოს, შესაბამისად, მანძილის დასადგენად, ასტრონომებს სიკაშკაშის გამოყენება არ შეუძლიათ. უპრეცედენტო, რეკორდული კვლევის ჩასატარებლად, გერმანიის მაქს პლანკის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომებმა და აშშ-ის ჰარვარდ-სმიტსონის ცენტრის ასტროფიზიკოსებმა გამოიყენეს დაახლოებით 180 წლის წინანდელი ასტრონომიული მეთოდი. გედის თანავარსკვლავედის ერთ-ერთ ვარსკვლავამდე მანძილის დასადგენად, ვარსკვლავური პარალაქსის მეთოდი პირველად 1838 წელს გერმანელმა ასტრონომმა ფრიდრიხ ბესელმა გამოიყენა. 10,3 სინათლის წლის მანძილის გაზომვისას იგი დაახლოებით ერთი სინათლის წლით შეცდა. ნამდვილად კარგი შედეგია ადამიანისთვის, რომელი იყენებდა უმარტივეს ტელესკოპს, მახვილ მზერას და ძლიერ ტრიგონომეტრიულ უნარებს. საფუძველი ძალიან მარტივია; დაიჭირეთ საჩვენებელი თითი სახესთან ახლოს და ერთი თვალი დახუჭეთ. შემდეგ გაახილეთ და მეორე დახუჭეთ. შეცვალეთ თითის დაშორება და გაიმეორეთ. თითის პოზიციის ხილული ცვილება თითოეული თვალის შემთხვევაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა დაშორებული ის თქვენს სახეს.  იმისათვის, რომ ასეთი ცვლილება ისეთი შორეული ობიექტის შემთხვევაშიც შენიშნოთ, როგორიც ვარსკვლავია, დაგჭირდებათ თქვენი
წაკითხვა
Levi’s-ისა და Google-ის პირველი ჭკვიანი ქურთუკი - ინოვაცია ტექნოლოგიებში (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 19:30:00
Levi’s-ისა და Google-ის თანამშრომლობის შედეგად პირველი ჭკვიანი ქურთუკი შეიქმნა, რომელსაც მობილური მოწყობილობების კონტროლი შეუძლია. ​Google-მა ტანსაცმლის მწარმოებლებისთვის შეიმუშავა პლატფორმა - JACQUARD, რომელიც სამოსს მობილურ მოწყობილობებთან აკავშირებს. ჭკვიანი ქურთუკი ხელის ერთი შეხებით საშუალებას გაძლევთ, უპასუხოთ ან არ უპასუხოთ შემოსულ ზარებს, გამოტოვოთ ან დააპაუზოთ მუსიკა, ჩართონ ან გამორთოთ ტელეფონი, გამოიყენოთ აუდიო GPS ნავიგატორი, მოუსმინოთ ტექსტურ შეტყობინებებს და ა.შ.ქურთუკის მთავარი საიდუმლო JACQUARD-ის მგრძნობიარე ბოჭკოებია, რომლებიც სამოსშია ინტეგრირებული. მისი დახმარებით ქურთუკი ჩვენს ბრძანებებს მარტივად აღიქვამს.​ქურთუკს ტექნიკურ ღირსებებთან ერთად ტრადიციული დატვირთვაც აქვს. ის მოდური და თბილია, ამავდროულად შესაძლებელია მისი დარეცხვა. ქურთუკის ღირებულება 350$-დან იწყება, მისი ყიდვა კი Levi's-ის ოფიციალურ საიტზე შეგვიძლია.
წაკითხვა
აღმოჩენილია ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა „ახალი ვარსკვლავი“
გამოქვეყნებულია: 2017-10-12 21:31:00
გუშინ, ასტრონომებმა საზოგადოებას ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის აღმოჩენის შესახებ ამცნეს. იგი ამ ტიპის ყველზე კაშკაშა ვარსკვლავია მათ შორის, რაც კი ოდესმე გვიპოვია — ნოვა, რომელიც მეზობელი გალაქტიკის, მაგელანის პატარა ღრუბლის მიმართულებით აღმოაჩინეს. სვიფტის თანამგზავრული ობსერვატორიის გამოყენებით, ლესტერის უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა ამ დრომდე ხილულთა შორის. ნოვა, ანუ ე. წ. ახალი ვარსკვლავი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ბებერი ვარსკვლავი ამოიფრქვევა და სიცოცხლეს იბრუნებს. ახლო ბინარულ (ორმაგ) ვარსკვლავრ სისტემებში, რომლებიც თეთრი ჯუჯასა და მზის მსგავსი კომპანიონი ვარსკვლავისგან შედგება, თეთრი ჯუჯა კომპანიონს მატერიას აცლის და თანდათან იზრდება მანამ, სანამ კრიტიკულ სიმძიმეს მიაღწევს. ამ მომენტში უკვე იწყება უკონტროლო ბირთვული წვა, რაც განაპირობებს სიკაშკაშის უცაბედ და უზარმაზარ მატებას. მას ნოვას (ახალი ვარსკვლავი) უწოდებდნენ, რადგან ძველი ხალხისთვის ის მართლაც ახალი ვარსკვლავივით ჩნდებოდა ღამის ცაზე. როგორც წესი, ნოვები ხილულ სინათლეში ჩანს, მაგრამ ხშირად გამოყოფს მაღალენერგიულ რენტგენულ გამოსხივებასაც. ერთობლივად, ეს ორი განსხვავებული მონაცემი მკვლევრებს მრავალ ცნობას აწვდის თეთრ ჯუჯაზე, მაგალითად მისი ტემპერატურისა და ქიმიური შემადგენლობის შესახებ. სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში განთავსებული ტელესკოპების, ასევე სვიფტის თანამგზავრული ობსერვატორიის გამოყენებით, სამხრეთ აფრიკის ასტრონომიული ობსერვატორიის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს აღმოჩენილი ნოვა სახელად SMCN 2016-10a, ყველაზე კაშკაშა ნოვაა მაგელანის პატარა ღრუბელში ოდესმე აღმოჩენილთა შორის. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მათ შორის, რაც კი ოდესმე სხვა ნებისმიერ გალაქტიკაში აღმოუჩენიათ. მათ მიერ ჩატარებული დაკვირვებები ერთ-ერთი ყველაზე ამომწურავია ამ გალაქტიკაში ნოვების შესახებ ჩატარებულ კვლევებს შორის.  200 000 სინათლით მოშორებული მაგელანის პატარა ღრუბელი ირმის ნახტომის ერთ-ერთი ყველაზე ახლომდებარე კომპანიონი გალაქტიკაა; არის ჯუჯა, ჩვენსაზე გაცილებით ნაკლებად მასიური გალაქტიკა. ჩვენს გალაქტიკაში ნოვები ხშირად ხდება, წელიწადში დაახლოებით 35, მაგრამ SMCN 2016-10a პირველი ნოვაა, რ
წაკითხვა
ციმბირის წყლულის ეპიდემიას ნამიბიაში 100-ზე მეტი ბეჰემოთი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-10-12 20:56:00
ციმბირის წყლულის ეპიდემიას ნამიბიის ერთ-ერთ მიყრუებულ ეროვნულ პარკში 100 ბეჰემოთი ემსხვერპლა.  ეპიდემიის პირველი მსხვერპლი ბვაბვატის ეროვნულ პარკში ხელმძღვანელობამ 1 ოქტომბერს შენიშა, თუმცა ორ კვირაზე ნაკლებ პერიოდში, ინფექცია სწრაფად გავრცელდა და 109 ბეჰემოთი იმსხვერპლა. „გასულ კვირაში 100-ზე მეტი ჰეჰემოთი მოკვდა. სიკვდილის მიზეზი უცნობია, მაგრამ როგორც ნიშნები მეტყველებს, ეს ციმბირის წყლული უნდა იყოს“, — უთხრა AFP-ს ნამიბიის გარემოს დაცვის მინისტრმა პოჰამბა შიფეტამ. „სიკვდილის მიზეზების დასადგენად, ზონაში ამჟამად აქტიურად მუშაობს  ჩვენი ვეტერინარული სააგენტო. მას შემდეგ, რაც გვეცოდინება მიზეზები, გადავწყვეტთ მოქმედების გზებსაც“. მუცლით ამოტრიალებული მკვდარი ბეჰემოტები მდინარეში იპოვეს. თუკი მათი დახოცვის მიზეზი ციმბირის წყლული აღმოჩნდა, დიდი ალბათობით, ისინი ეპიდემიის ერთადერთი მსხვერპლნი არ იქნებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია რამდენიმე მკვდარი წყლის კამეჩიც; არსებობს საფრთხე, რომ ცხოველთა გვამების შეჭმის შემდეგ, დაინფიცირდნენ ნიანგებიც. წიმბირის წყლულის გამომწვევია ბაქტერია Bacillus anthracis-ი. აფრიკის რეგიონის ეპიდემიების ისტორიიდან გამომდინარე, ადგილობრივებსა და ნამიბიის ხელისუფლებას ეჭვი სწორედ ციმბირის წყლულზე აქვს;  2004 წელს, დაბინძურებული წყლის დალევის შემდეგ, ამ ეპიდემიამ უგანდაში 300-ზე მეტი ცხოველი იმსხვერპლა, რამდენიმე მსგავსი ინცინდენტი 2010 წელსაც განმეორდა. „ეს სიტუაცია წარსულშიც გამოცდილი გვაქვს. მსგავსი რამ მოხდა ზამბიაშიც. როგორც წესი, ეპიდემია მაშინ ვრცელდება, როდესაც მდინარეებში წყლის დონე იკლებს“, — უთხრა გაზეთ New Era-ს ნამიბიის პარკებისა და ველური ბუნების მენეჯმენტის დირექტორმა კოლგარ სიკოპომ. გარდა ციმბირის წყლულის რეგულარული ინფექციებისა, ბოლო დროს მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს პათოგენის იდუმალი ჰიბრიდული შტამი, რომელთანაც დაკავშირებულია შიმპანზეების, გორილებისა და სპილოების დახოცვა.  კვლევის პერიოდში, კოტ-დ'ივუარში, ტაის ეროვნულ პარკში დახოცილ ცხოველთა 40%-ის სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს შტამი გახდა.  არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰიპოპოტამთა დახოცვის მიზეზიც ეს შტამი გახდა. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ბვაბვატის ეროვნული პარკის სიშორე ხელს შეუძლის ეპიდემიის გავრცელებას ველური ბუნ
წაკითხვა
კოსმოსური დაკრძალვა - მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში
გამოქვეყნებულია: 2017-10-12 19:33:00
გსურთ, თქვენი ფერფლი კოსმოსში მიმოიფანტოს? მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ შესაძლოა ეს ის გამოსავალი არ იყოს, რომელსაც ეძებთ. გარდა ამისა, ამ საქმეში დიდი სიფრთხილე გვმართებს — როდის და სად უნდა დავიწყოთ მსგავსი მოქმედება? არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დიადი კარლ სეიგანი წერდა: „ყველა ის კლდოვანი თუ მეტალური ნივთიერება, რომელიც ჩვენ გვასაზრდოებს — რკინა ჩვენს სისხლში, კალციუმი კბილებში, ნახშირბადი ჩვენს გენებში — მილიარდობით წლის წინ წარმოიქმნა წითელი გიგანტი ვარსკვლავის წიაღში. ჩვენ მთლიანად ვარსკვლავის ნაბოძები ნივთიერებებისგან შევდგებით“. მართალია, აგებული ვართ ვარსკვლავური ნივთიერებებით, მაგრამ არა, კვლავ ვარსკვლავურ ნედლეულს ჯერ ვერანაირად ვერ დავუბრუნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ამას დაჟინებით მოითხოვს ერთ-ერთი ახალი კომპანია. აშშ-ში უკვე არსებობს კოსმოსური დამკრძალავი კომპანიები, მაგალითად Celestis და Elysium Space, რომლებსაც ადამიანის ფერვლი ორბიტაზე გააქვთ, შემდეგ კი კვლავ დედამიწაზე აბრუნებენ. მათგან განსხვავებით, ბრიტანული კომპანია Ascension-ი მომხმარებელს დაკრძალვის ახალი ტიპის სერვისს სთავაზობს — გარდაცვლილი ადამიანის ფერფლის კოსმოსში მიმოფანტვას. „მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში“, — იუწყება კომპანიის საიტი. წაღების მეთოდი შემდეგია: ამინდის საჰაერო ბუშტი ადამიანის კრემირებულ ფერფლს ცაში წაიღებს, მაქსიმუმ 35 კმ სიმაღლეზე, სტრატოსფეროში. ეს სიმაღლე კი, ოფიციალურად არის „ახლო კოსმოსი“, რადგან აღემატება არმსტრონგის ზღვარს, რომელიც 19 კმ სიმაღლემდე ვრცელდება. ამ წერტილიდან, ატმოსფერო იმდენად თხელია, რომ წყალი დუღილს იწყებს ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე. ადამიანები იქ წნევისგან დამცავი სკაფანდრის გარეშე ვერ გადარჩებიან. თუმცა, ამ განცხადებას არ ეთანხმებიან სპეციალისტები. „ვერ ვიტყვი, რომ არმსტრონგის ზღვარი მიჩნეულია ატმოსფეროსა და კოსმოსის საზღვრად. მაგალითად, ავსტრალიის ამჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით, კოსმოსი 100 კმ სიმაღლიდან იწყება“, — განუცხადა ScienceAlert-ს ფლინდერსის უნივერსიტეტის კოსმოსურმა არქეოლოგმა ელაის გორმანმა. „100 კილომეტრიან ზღვარს ასევე უწოდებენ კარმანის ხაზს — იგი კოსმოსს ყოფს ჰაერისგან, შესაბამისად, ამ ხასზ ქვემოთ მოქმედებს საავიაციო რეგულაციები“. 
წაკითხვა
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 19:06:00
ამერიკელ, იაპონელ და შვეიცარიელ მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო იმ ენერგიის შესაძლო წყაროს, რომელიც პასუხისმგებელი უნდა იყოს მზის გვირგვინის გაცხელებაზე. ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ დოკუმენტში, მკვლევრები აღწერენ რაკეტა-ზონდ FOXSI-2-ის მიერ შეგროვილი მონაცემების კვლევის შედეგებს. კოსმოსის კვლევაში არსებობს ამ დრომდე გადაუჭრელი ერთი საინტერესო პრობლემა — რატომ არის მზის ატმოსფერო (გვირგვინი, კორონა) გაცილებით უფრო ცხელი, ვიდრე მზის ზედაპირი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც გავარკვევდით თუ რა ხდება მზის ზედაპირზე და ატმოსფეროში.  ახალი მცდელობისას, მკვლევრებმა გამოიყენეს რაკეტა-ზონდ FOXSI-2 მონაცემები (რაკეტა, რომელიც აღჭურვილია მზის კვლევის მიზნით შექმნილი შვიდი ტელესკოპით), რათა შეემოწმებინათ თეორია, რომლის მიხედვითაც, ატმოსფეროში სიცხე გაიტყორცნება მზის ზედაპირზე მიმდინარე მრავალი ციცქნა აფეთქების შედეგად (მზის ძალიან მცირე ამოფრქვევები). ეს აფეთქებები იმდენად პატარაა, რომ მათი შემჩნევა შეუძლებელია მოწინავე ტექნოლოგიებითაც კი; შესაბამისად, ეს მოსაზრება თეორიის ფარგლებს არასოდეს გასცდენია. თუმცა ამჯერად, ახალი მონაცემები გვთავაზობს გარკვეულ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, ეს თეორია მართებულია. თეორიის შესამოწმებლად, მკვლევრები დააკვირდნენ მზის გვირგვინიდან გამოყოფილ რენტგენულ გამოსხივებას; როგორც აღმოჩნდა, ამ სხივების გარკვეული ნაწილი ძალიან ენერგიულია. ეს ფაქტი კი უკვე მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია, რომ მზის აღგზნებები რენტგენის სხივებს გამოყოფს. თუმცა, ჯგუფი სწავლობდა მზის იმ ნაწილს, რომელშიც იმ დროისათვის არანაირი ხილული აღგზნება არ მიმდინარეობდა. ეს კი, რა თქმა უნდა, მიუთითებდა რენტგენული სხივების სხვა წყაროზე. მკვლევართა ჯგუფის აზრით, ერთადერთი სავარაუდო წყაროა სუპერცხელი პლაზმა, რისი გამომწვევი მიზეზიც ნანოაფეთქებები უნდა იყოს. მკვლევრები აცნობიერებენ იმასაც, რომ მათი აღმოჩენა ჯერ ბოლომდე ვერ ხსნის კორონალური გაცხელების პრობლემას, მაგრამ სჯერათ, რომ შეიძლება ძალიან ახლოს იყვნენ მის გადაწყვეტასთან. როგორც ისინი შენიშნავენ, საჭიროა უფრო მეტი კვლევა; მათი თქმით, მომავალ წელს გაეშვება სხვა კვლევითი რაკეტა, რომელიც აღჭურვილი იქნება შარშანდელზე უფრო მგრძნობიარე ტექნიკით, რაც კიდევ უფრო მეტ სუსტ რენტგ
წაკითხვა
ორმაგი ვარსკვლავის სისტემაში ნეპტუნის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 18:51:00
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, ჰიადების ღია ვარსკვლავთგროვაში, ასტრონომებმა ბინარულ ვარსკვლავურ სისტემაში მდებარე ნეპტუნის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს. ახლად აღმოჩენილ ეგზოპლანეტას K2-nnnA b უწოდეს და ამ დროისათვის, ჩვენთვის ცნობილი ნეპტუნის ზომის პირველი პლანეტაა ღია ვარსკვლავთგროვის ბინარულ ვარსკვლავთან.  აღმოჩენის შესახებ 29 სექტმებერს arXiv.org-ზე გამოქვეყნდა.  პლანეტა K2-nnnA b ტელესკოპმა პირველად 2017 წლის 8 მარტი - 27 მაისის შუალედში ჩატარებული კვლევებისას აღმოაჩინა. ამ კამპანიის დროს, ასტრონომთა ჯგუფი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრის, დევიდ სიარდის ხელმძღვანელობით, ბინარულ სისტემა EPIC 247589423-ს აკვირდებოდა, რომელიც შედგება K-ტიპის ჯუჯა ვარსკვლავისა და გვიანდელი M-ტიპის ჯუჯა კომპანიონისგან. შედეგად, ბინარის შუქში მათ ტრანზიტის სიგნალი გამოავლინეს (პლანეტის ჩავლა თავის ვარსკვლავსა და დედამიწას შორის). კალიფორნიის პალომარის ობსერვატორიის, NASA-ს ინფრაწითელი ტელესკოპისა (IRTF) და ჰავაის კეკის ტელესკოპის გამოყენებით ჩატარებულმა შემდგომმა დაკვირვებებმა სიგნალის პლანეტური ბუნება დაადასტურა.  „შევასრულეთ დაკვირვებათა მთელი სერია, რაც ასევე მოიცავდა მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციასა და სპექტროგრაფიას“, — წერია დოკუმენტში. კვლევის მიხედვით, პლანეტა K2-nnnA b დედამიწაზე სამჯერ დიდია და თავის დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 17,3 დღეში ერთხელ. ეს ვარსკვლავი K-ტიპის სპექტრული კლასის კაშკაშა ვარსკვლავია, სახელწოდებით K2-nnnA; არის ჩვენს მზეზე 30%-ით პატარა და გაცილებით ნაკლებმასიური. პლანეტური სისტემა მდებარეობს ჩვენგან 180 სინათლის წლის მანძილზე, ჰიადების ღია გროვაში, რომელიც მზესთან უახლოესი ვარსკვლავთგროვაა. გარდა ახალი პლანეტისა, სიარდის ჯგუფმა ასევე იპოვა დედავარსკვლავის კომპანიონი ვარსკვლავი, რომელსაც K2-nnnB უწოდეს. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ეს უკანასკნელი გახლავთ M-ტიპის ჯუჯა, რომელიც ძირითად ვარსკვლავს 40 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული (1 ასტრონომიული ერთეული = მანძილს მზიდან დედამიწამდე). ახლად აღმოჩენილი პლანეტა ნეპტუნის ზომის ჩვენთვის ცნობილ პირველი ეგზოპლანეტაა ღია ვარსკვლავთგროვის ბინარულო ვარსკვლავთან. მკვლევრები ასევე შენიშნავენ, რომ K2-nnnA b ჰიადების გროვაში აღმოჩენილი მეოთხე ეგზოპლანეტაა. დასკვნით შენიშნვნაში, ასტრონომები ხაზს უსვამენ აღმოჩენის მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ ვარსკვლავთგროვებში ნაპოვნმა ახალმა პლანეტებმა უნდა უზრუნველგვყოს მნიშვნელოვანი ცნობებით პლანეტური სისტემების წარმოქმნისა და ევოლუციის შესახ
წაკითხვა
ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა პირველი აღმოჩენა გააკეთა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 18:32:00
გახსნიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ჩინეთის 500 მეტრიანი აპერტურის სფერულმა რადიოტელესკოპმა (FAST) პირველი დადასტურებული აღმოჩენა გააკეთა. ეს გახლავთ ამჟამად უდიდესი ერთთეფშიანი რადიოტელესკოპი მთელ მსოფლიოში. ასტრონომებმა გიგანტური თეფში ათასობით სინათლის წლის მანძილზე მდებარე პულსართა წყვილზე დაკვირვებისათვის გამოიყენეს.  ვარსკვლავები PSR J1859-01 და PSR J1931-01 ტელესკოპმა ჯერ კიდევ აგვისტოში აღმოაჩინა, თუმცა კიდევ რამდენიმე თვე გახდა საჭირო, სანამ ამ ვარსკვლავთა ნამდვილობა ავსტრალიის პარკსის ტელესკოპმა დაადასტურა. ორივე ობიექტი მკვრივი, სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავებია, გარს აკრავთ ძლიერი მაგნიტური ველი. ეს ველები ელექტრომაგნიტურ რადიაციას ამისამართებს ნაკადში, რომელიც ყოველი ბრუნვისას წრეს ხაზავს, კოსმოსური შუქურის მსგავსად. როგორც დედამიწიდან ჩანს, ეს ვარსკვლავები ყოველი ბრუნისას პულსირებენ, საიდანაც მომდინარეობს მათი სახელი — პულსარი. განლაგება და დროში განაწილება მათ ერთგვარ კოსმოსურ ორიენტირებად აქცევს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისინი მოსხერხებელი კოსმოსური საათებია ზოგადი ფარდობითობის გასატესტად. FAST-ის მიერ აღმოჩენილ წყვილს ასევე უწოდეს FP1 და FP2; არ გამოირჩევიან არც ზომის, არც სიჩქარის ან მანძილის თვალსაზრისით. „პულსარ FP1-ის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოპდი 1,83 წამია, ჩვენგან დაშორებულია 16 ათასი სინათლის წლით; FP2-ის ბრუნვის პერიოდი 0,59 წამია, ჩვენგან დაშორება კი 4100 სინათლის წელი“, — ამბობს ტელესკოპის მთავარი ინჟინრის მოადგილე ლი დი. შედარებისათვის — უსწრაფესი პულსარები საკუთარი ღერძის გარშემო წარმოუდგენლად სწრაფად ბრუნავენ — 642-ჯერ წამში! თებერვალში, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ აღმოაჩინა პულსარი, რომელიც ოდესმე შესაძლებლად მიჩნეულ ასეთ ობიექტზე ათასჯერ უფრო კაშკაშაა; მდებარეობს 50 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. თუმცა, ყველაფერი ჯერ წინაა —FAST-ი უფრო დიდია, ვიდრე პუერტო-რიკოს არესიბოს ობსერვატორია, რომელიც ამ სახის ტელესკოპებში ყველაზე დიდი იყო; ასე რომ წინ დანამდვილებით გველის კიდევ მრავალი აღმოჩენა. „ახლად აღმოჩენილი ორი პულსარი განასახიერებს ჩინეთის რადიოტელესკოპის სისტემატიური აღმოჩენების ახალი ეპოქის დაწყებას“, — ამბობს იან ჯუნი, ჩინეთის ეროვნული ასტრონომოული ობსერვატორიის დირექტორი. 
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 22:12:00
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო — მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დაახლოებით 3,7 მილიარდი წლის წინ, სამხრეთ მარსზე გადაჭიმული იყო უზარმაზარი ზღვა, რომელშიც თბილი წყაროები წყალს  მინერალებით ამდიდრებდნენ.   გარდა ამისა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს წყალქვეშა ჰიდროთერმული აქტივობა ემთხვევა იმას, რაც იგივე პერიოდში დედამიწაზე ხდებოდა; ეს კი პოტენციურად გვაძლევს გასაღებებე ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქანების, წყლის, საკვები ნივთიერებებისა და სითბოს კომბინაციას სიცოცხლე მარსზეც უნდა აღმოეცენებინა, რასაც ძალიან ბევრი ცნობის მოცემა შეუძლია დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერასოდეს ვიპოვით მტკიცებულებას, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობდა, ამ ადგილს შეუძლია ბევრი რამ გვითხრას იმ გარემოს შესახებ, რომელშიც შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლე წარმოიშვა“, — ამბობს ჯგუფის წევრი, NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის მკვლევარი პოლ ნაილსი. „მდგარი წყლისა და ვულკანური აქტივობის კომბინაციამ წარმოქმნა გარემო პირობები, რომელიც დიდი ალბათობით, იმავე პერიოდის დედამიწაზე არსებული პირობების მსგავსი იყო — როდესაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე აღმოცენდა“. ახალი ანალიზები ეფუძნება სამხრეთ მარსის აუზის, სახელად ერიდანიის ფოტოებს, სადაც მარსის ორბიტაზე მოძრავმა NASA-ს თანამგზავრმა Mars Reconnaissance Orbiter-მა ზედაპირზე არსებული მინერალების ვრცელი დანალექები შენიშნა. მკვლევართა თქმით, როგორც ამ დეპოზიტთა ხასიათი და ქიმიური შემადგენლობა გვთავაზობს, ერთ დროს, იქ ცხელი წყაროები, უზარმაზარი ოკეანე და ვულკანური აქტივობით გაცხელებული ქანები ყოფილა.  საქმე ეხება სერიოზულად დიდ ზღვას: დაახლოებით 210 000 კუბურ მეტრ წყალს, რაც გაცილებით მეტია უძველესი მარსის ერთად აღებულ სხვა ყველა ტბასა და ზღვაზე, ცხრაჯერ მეტი, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბების წყალი. მილიარდობით წლის განმავლობაში, მარსის ატმოსფერო და პლანეტის მთლიანი წყლის მარაგი მზის ქარებმა გააცამტვერა; იგივე ბედი ელის დედამიწასაც, რომ არ ჰქონდეს მაგნიტური ველი. ეს ახალი შედეგები ამაღელვებელ ფანჯარას გვიხსნის წარსულში.  „ეს ადგილი მოგვითხრობს ეჭვგარეშე ამბავს ღრმა, დიდხანს არსებული ზღვისა და ღრმა ზღვის ჰიდროთერმული გარემოს შესახებ“, —ამბო
წაკითხვა
უახლოეს მომავალში, აშშ მთვარეზე ადამიანებს კვლავ გაგზავნის - მაიკ პენსის გეგმები
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 21:37:00
სექტემბრის დასაწყისში, NASA-მ განაცხადა, რომ ემზადება პრიორიტეტი მარსიდან მთვარეზე გადაიტანოს, როგორც კი ამჟამინდელი ხელისუფლება მწვანე შუქს აუნთებს ლოჯისტიკურ გაშვებებს. როგორც ჩანს, სააგენტოს თვისი გეგმების მოქმედებაში მოყვანა მოუწევს, რადგან აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ უკვე გამოაცხადა, რომ განახლებული ძალისხმევით უბრუნდება ჯერ მთვარეს და შემდეგ მის მიღმა სივრცეს. 4 ოქტომბერს, The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ წერილში, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი განმარტავს, რომ უკვე ხელი მოეწერა ბრძანებას ეროვნული კოსმოსური საბჭოს აღდგენის თაობაზე, რომლის ხელმძღვანელიც თავად იქნება.  „რამდენიმე დღეში, საბჭო პირველად შეიკრიბება ბოლო 25 წლის განმავლობაში და მე, როგორც მისი თავმჯდომარე, გავაჟღერებ ერთ მარტივ მესიჯს: ამერიკა კვლავ იქნება ლიდერი კოსმოსში“, — ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ ეროვნულ კოსმოსურ პოლიტიკას აკლია თანმიმდევრულობა, რამაც აშშ ამ სფეროში უკან დატოვა მაშინ, როცა ჩინეთმა და რუსეთმა საკუთარი გეგმები წინ წასწიეს. პენსი ასევე განმარტავს თუ როგორ სასტიკად სჭირდება აშშ-ს საკუთარი კოსმოსური ტექნოლოგიები, რათა გატეხვის მცდელობებისაგან დაცული იყოს სადაზვერვო, საკომუნიკაციო და სანავიგაციო სისტემები.  რაც შეეხება მარსს? პენსი დარწმუნებულია, რომ მთვარით დაწყება და იქ ადამიანთა ყოფნა სასიცოცხლო სტრატეგიული მიზანია. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მთვარე პირველ ნაბიჯად განიხილება მზის სისტემის უფრო შორეული მისიებისათვის; აგვისტოში, ყოფილმა ასტრონავტმა კრის ჰარდფილდმა განაცხადა, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს მთვარეზე დასახლება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მეტიც შეგვიძლია. დაპირება კი ისაა, რომ ჩვენი მოგზაურობა იქ არ შეჩერდება. ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აშშ გეგმავს გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც ადამიანებს მარსზე გაგზავნის. თუმცა, ამჟამად ისე ჩანს, რომ კოსმოსში გავრცელების მთავარი მიზანი უფრო კომერციაა, ვიდრე სამეცნიერო კვლევები. „მომავალ წლებში, ამერიკული ინდუსტრია უნდა იყოს პირველი, რომელსაც მუდმივად ექნება დედამიწის დაბალ ორბიტაზე ადამიანთა კომერციული მოგზაურობის სერვისი, რათა ეკონომიკის სფე
წაკითხვა
სამყაროს ნაკლული მატერიის დიდი ნაწილი ბოლოსდაბოლოს აღმოჩენილია
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 20:24:00
მაშინ, როდესაც გაშმაგებულნი ვეძებთ სამყაროს ორ ყველაზე იდუმალ ფენომენს — ბნელ ენერგიასა და ბნელ მატერიას, ხშირად გვავიწყდება, რომ ყურადღების მიღმა გვრჩება ნაწილაკები, რომლებიც მათი გამოვლენის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა.  მაშ ასე. უკვე ხელთ გვაქვს პირველი სოლიდური მტკიცებულება, რომ ეს მატერია იმალება ერთმანეთის მეზობლად მდებარე გალაქტიკების შემაერთებელი კოსმოსური აბლაბუდას სუსტ ძაფებში, სწორედ იქ, სადაც მოდელები პროგნოზირებდნენ. ასტრონომთა ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ჯგუფმა მსგავსი მიდგომები გამოიყენა, რათა დაედგინათ იმის არსებობა, რასაც გალაქტიკათშორის სივრცეში არსებულ ბარიონულ მატერიას უწოდებენ. როდესაც ამ ტერმინს ასტრონომიაში იყენებენ, ბარიონული მატერია ძირითადად შედგება იმ სამშენებლო ნაწილაკებისაგან, რომლებიც კარგადაა აღწერილი თქვენი სკოლის მაღალი კლასების ფიზიკის სახელმძღვანელოებშიც — პროტონების, ნეიტრონებისა და ელექტრონებისაგან. მიჩნეულია, რომ სამყაროში ყველაფერი შეადგენს მხოლოდ 4,6 პროცენტს, დანარჩენი 95,4% კი ბნელი მატერია და ბნელი ენერგიაა. ვარსკვლავებისა და კაშკაშა გაზის ღრუბლების მიერ გამოყოფილი სინათლის შესწავლის გზით, ასტროფიზიკოსებს შეუძლიათ დაახლოებით განსაზღვრონ თუ რამდენია ეს მატერია მათ შორის და შემდეგ, ეს მასა გადაანაწილონ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც სამყაროს ზომისა და სიმკვრივის შესახებ ვიცით. მართალია, შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ეს ყველაფერი ბევრ ნაწილაკს აერთიანებს, მაგრამ გამოთვლების შედეგად დგინდება, რომ გაცილებით მცირეა მათი ის მოსალოდნელი ოდენობა, რომელიც დიდი აფეთქების შემდგომ რადიაციულ აუზში უნდა იყოს მიმოფანტული. მაიცნ რამდენად მცირე? როგორც ჩანს, უძველესი ბარიონული „მეურნეობის“ დაახლოებით 90% კოსმოსის კაშკაშა ნაწილებში წარმოდგენილი არაა, აკლია. ნაკლული მატერიის გარკვეული ნაწილი უნდა არსებობდეს გალაქტიკების, მათ შორის ჩვენი გალაქტიკის გარემომცველი მტვრისა და გაზის დიფუზიური ჰალოების სახით. თუმცა, ძალიან დიდი ოდენობით ბარიონი მაინც ნაკლული რჩება. პრობლემის ერთი დიდი ნაწილი ისაა, რომ თუკი მატერია არ გამოყოფს სინათლის ან ჩრდილების გარკვეულ სახეს, შეუძლებელია მისი შემჩნევა. ბოლო წლების აღმოჩენებმა დაადგინა სივცეში გადაჭიმული ბნელი მატერიის ვრცელი აბლაბუდას არსებობა, რამაც უფრო მეტად სავარაუდო გახადა, რომ ჩვეულებრივ ხილვადი ნორმალური მატერია აკუმილირებულია გალაქტიკებს შორის ხიდებივით გადაბულ
წაკითხვა
ინსტაგრამის ამბებს ხმის მიცემის ფუნქცია დაემატა
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 13:30:00
​ინსტაგრამის ამბებს ხმის მიცემის ფუნქცია დაემატა. რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნულ ფუნქციას წარმატებით იყენებენ და სხვა მომხმარებლებთან ინტერაქციაში შედიან. ფუნქციის გამოყენება ძალიან მარტივია - გახსენით ინსტაგრამის ამბები, გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო, სტიკერების მენიუში აირჩიეთ Poll-ი და დასვით შეკითხვა.​თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, საჭიროა თუ არა წონაში დაკლება ან რომელი სამოსი გერგებათ ყველაზე მეტად, შეგიძლიათ თქვენ მეგობრებს ჰკითხოთ და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღოთ. ფუნქცია ბიზნესმენებსაც გამოადგებათ. მათ საშუალება აქვთ მომხმარებლებთან ინტერაქციაში შევიდნენ და პროდუქტის ხარისხი და ვიზუალი გააუმჯობესონ. ​ინსტაგრამის ამბები პოპულარული მალევე გახდა. ქართველი მომხმარებლები მას უკვე აქტიურად იყენებენ. ​ინსტაგრამის ამბები მომხმარებლებში დღითიდღე პოპულარული ხდება. ასე რომ, წინ კიდევ ბევრი სიახლე გელოდებათ.
წაკითხვა
Google-ს ინოვაციური ყურსასმენები, რომელიც თარჯიმნის ფუნქციას შეასრულებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-08 19:40:00
ადრე თუ ეს ფანტასტიკის ნაწილი იყო, ახლა უკვე შესაძლებელია ყურსასმენების დახმარებით ჩვენი საუბარი 40 ენაზე ვთარგმნოთ. Google-ის მიერ სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე კომპანიამ ახალი ყურსასმენები Pixel Buds წარადგინა. Google-ის ახალი უსადენო ყურსასმენი მიგითითებთ სწორ მიმართულებას, ეძებს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში და თარგმნის საუბარს 40 ენიდან.ყურსასმენები Pixel -ის სმარტფონს უკავშირდება და Google Assistant-ის მეშვეობით მუშაობს. ხმოვანი დამხმარე მოწყობილობა საუბრის იდენტიფიცირებას ახდენს და რეალურ დროში მის თარგმანს აკეთებს. მომხმარებელს სმარტფონის დახმარებით საკუთარი საუბრის თარგმნაც შეუძლია. ყურსასმენების შესაძლებლობების დემონსტრაციის მიზნით, პრეზენტაციაზე ორმა ადამიანმა სხვადასხვა ენაზე დიალოგი გამართა. ერთ-ერთი მათგანი ინგლისურად საუბრობდა, მეორე კი შვედურ ენაზე პასუხობდა.​კომპანიის თქმით, ახალი ყურსასმენების გამოყენება Pixel-ის მფლობელებსა და ასევე, 7.0 ანდროიდ ან უფრო ახალ ვერსიაზე დაფუძნებულ ტელეფონის მომხმარებლებს შეეძლებათ. ​ჯერჯერობით უცნობია, 40 ენას შორის არის თუ არა ქართული ენაც. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია ენათა ჩამონათვალში არ მოხვდა რუსული. გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ყურსასმენები იყენებს Google Translate-ს სისტემას, რომელიც როგორც ვიცით არ გამოირჩევა პროფესიონალიზმით და სიზუსტით, თუმცა ყურსასმენების ფუნქცია არ არის რთული ტექსტების თარგმნა, არამედ მარტივი საკონტაქტო ენის გაგება.​ყურსასმენები გაყიდვაში ნოემბრიდან ჩაეშვება და მისი ფასი 159$ იქნება.
წაკითხვა
ავსტრალიაში კატები ყოველდღიურად მილიონ ფრინველს ხოცავენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-07 16:12:00
ავსტრალიაში, უპატრონო და შინაური კატები დღეში ერთ მილიონ ფრინველს ხოცავენ, რაც გადაშენების პირას აყენებს მრავალ სახეობას. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. ჟურნალ Biological Conversation-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უპატრონო კატები წელიწადში 316 მილიონ ფრინველს ხოცავენ, შინაურები კი 61 მილიონს. „ყველამ ვიცით, რომ კატები ფრინველებს ხოცავენ, მაგრამ ეს კვლევა აფასებს ეროვნულ დონეზე მონადირებულ ფრინველთა ოდენობას“, — ამბობს ჩარლზ დარვინის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი ჯონ ვოინარსკი. „მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი მრავალი სახეობის შემცირებას გამოიწვევს“. ციფრები ეყრდნობა გარემოს დაცვის მეცნიერთა მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ 100-მდე კვლევას. ვოინარსკის თქმით, წინა კვლევები ძირითადად კატების მიერ ავსტრალიის ძუძუმწოვართათვის მიყენებულ საფრთხეებს აღწერდა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კვლევა ამ კუთხით ფრინველებსაც შეეხო. როგორც აღმოჩნდა, მტაცებლობა ყველაზე ხშირია ავსტრალიის კუნძულებზე და  მიყრუებულ უნაყოფო, მშრალ არეალებში, სადაც დახოცილ ფრინველთა ოდენობა წელიწადში 330-ს უნდა აღწევდეს ყოველ კვადრატულ კილომეტრზე. უპატრონო, გაველურებული კატების რიცხვი ავსტრალიაში მილიონებს აღწევს. სწორედ ისინი მიიჩნევიან მთავარ დამნაშავედ ავსტრალიის ძუძუმწოვართა გადაშენების მაღალ მაჩვენებელში.  ამ კატებმა ცხოველთა მთელი სახეობები მოსპეს მას შემდეგ, რაც ორი საუკუნის წინ, ისინი ავსტრალიაში ახალმოსახლე ევროპელებმა შეიყვანეს; შედეგი ვერ გამოიღო მათი სტერილიზაციის მცდელობამ.  როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, კატები ხოცავენ ავსტრალიის ფრინველთა 338 ტიპს, რაც თითქმის ნახევარია ავსტრალიის ადგილობრივ ფრინველთა სახეობებისა; მათ შორის არის გადაშენების პირას მყოფი 71 სახეობა. „დავადგინეთ, რომ კატების მიერ დახოცილი ფრინველები ძირითადად საშუალო ზომისანი არიან, ფრინველები, რომლებიც ბუდობენ და იკვებებიან მიწისპირზე, ასევე ტყიან ადგილებში, მდელოებსა თუ ბუჩქნარში მობინადრე ფრინველები“, — ამბობს ვოინარსკი. „ავსტრალიის ფრინველთათვის, კატები დიდი ხნის, ფართომასშტაბიანი, სიღრმისეული პრობლემა, რომელსაც უფრო ეფექტიანად მოგვარება სჭირდება“. ავსტრალიის გადაშენების პირას მყოფ სახეობათა კომისარმა, სებასტიან ლანგმა კვლე
წაკითხვა
იდუმალებით მოცული ბნელი ენერგია იმაზე დინამიკურია, ვიდრე მიგვაჩნდა - ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 19:31:00
უკვე 20 წელზე მეტია, ფიზიკოსები თავს იმტვრევენ ამოხსნან თუ რატომ ფართოვდება სამყარო, როგორც ის ჩანს. ახალი კვლევა სრულიად ახალ, უფრო სიღრმისეულ აღქმას ანიჭებს იდუმალებით მოცულ მძაფრ ძალას, რომელსაც ბნელ ენერგიას უწოდებენ; შედეგად, ხელთ გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ რაც არ უნდა იყოს ის, მისი აჩრდილისებრი გავლენა დროთა განმავლობაში მუდმივი მაინც არ ყოფილა.  2016 წელს, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აკურატულად გაზომა  ხილული მატერიის სიმკვრივეში არსებული რყევები სამყაროს მასშტაბით, მისი ისტორიის საკმაოდ გრძელ პერიოდებში. ეს ძვრები, რომლებსაც ბარიონთა აკუსტიკურ რხევებს უწოდებენ (BAO) — კოსმოლოგებს გარკვეულ კრიტერიუმებს სთავაზობს შედარებითი მანძილების შესასწავლად დროთა განმავლობაში. ზუსტად ისე, როგორც ასტრონომები შორეულ აფეთქებულ ვარსკვლავთა შუქს იყენებენ იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სამყარო ფართოვდება, კოსმოლოგები ამისათვის ბარიონთა აკუსტიკურ რხევებს იყენებენ. რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ ამ ორი ხელსაწყოდან, როგორც ირკვევა, სამყაროს დასაბამი 13,82 მილიარდი წლის წინ დაედო, რასაც თან ახლდა მასში არსებული მატერიის შეჯგუფებების გავრცელება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, გავრცელება სულ უფრო სწრაფდებოდა. აღნიშნული გაფართოების საზომად გამოყენებულ ერთეულს ჰაბლის მუდმივა ეწოდება. მიჩნეულია, რომ მსგავსი გაფართოების მიზეზია დაჭიმულობა საკუთარი თავის მომქაჩველ მატერიასა და იმ სივრცეს შორის, რომელშიც ის არის. რატომ იზრდება სივრცე? დაზუსტებით ეს არავინ იცის და პრობლემაც სწორედ ესაა. ამის ასახსნელად, ასტროფიზიკოსები მისჩერებიან ცარიელი სივრცის ზუზუნს იმ იმედით, რომ იქნებ მას რაიმე მახასიათებლები ჰქონდეს და იქნებ სულაც არ იყოს უბრალოდ ცარიელი სივრცე და იქ გაბნეული ნაწილაკები. ამ მომენტს საუკეთესოდ აღწერს ე. წ. ლამბდას ცივი შავი მატერიის მოდელი (ΛCDM), რომელიც აერთიანებს ფრიდნემ-ლემეტრ-რობერტსონ-უოლკერის (FLRW) ცარიელი სივრცის მოდელს მასში არსებული ხილული და უხილავი მატერიის გადანაწილებასთან.  ამ მოდელის მიხედვით, ბნელი ენერგია არის სიცარიელის მუდმივი ბიძგი მასებს შორის, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნაწილაკების ჩავარდნისა და შემეგ გაქრობის შიშინით.
წაკითხვა
შორეულ წარსულში, მთვარეს ატმოსფერო ჰქონდა — NASA-ს ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 19:06:00
როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, დაახლოებით 3-4 მილიარდი წლის წინ, ახლად დაბადებული მთვარის ირგვლივ ატმოსფერო წარმოიქმნა, როდესაც ინტენსიურმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა აირები ზედაპირზე იმაზე უფრო სწრაფად ამოტყორცნა, ვიდრე მათ სივრცეში გაქცევა შეეძლოთ. კვლევა ჩაატარა NASA-ს მზის სისტემის კვლევის ვირტუალურმა ინსტიტუტმა. როდესაც მთვარეს უყურებთ, ადვილი შესამჩნევია ვულკანური ბაზალტით ამოვსებული დარტყმითი აუზების მუქი ზედაპირი. „მარეს“ სახელით ცნობილი ბაზალტის ეს ზღვები მაშინ ამოიფრქვა, როდესაც მთვარის წიაღი ჯერ კიდევ ცხელი იყო და წარმოქმნიდა მაგმურ ჭავლებს, რომლებიც ხანდახან მთვარის ზედაპირს გამოანგრევდნენ და ასობით კიმომეტრის მანძილზე მიედინებოდნენ. როგორც აპოლოს მისიების მიერ აღებულ ნიმუშთა ანალიზები მიუთითებს, ამ მაგმას ასევე ჰქონდა აირადი კომპონენტები, მაგალითად ნახშირჟანგი, წყლის, გოგირდისა და სხვა აქროლად ნივთიერებათა ინგრედიენტები. ახალ კვლევაში, NASA-ს მარშალის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის წარმომადგენელმა, დოქტორმა დებრა ნიდჰემმა და უნივერსიტეტთა კოსმოსურ კვლევათა ასოციაციის წარმომადგენელმა, დოქტორმა დევიდ კრინგმა — გამოთვალეს აირების ის ოდენობა, რომელიც ამოფრქვეული ლავიდან უნდა გამოყოფილიყო ზედაპირზე გადაადგილებისას; აღმოჩნდა, რომ ეს აირები მთვარის გარშემო აკუმულირდა და წარმოქმნა გარდამავალი, დროებითი ატმოსფერო, რომელიც ყველაზე სქელი იყო დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ, ვულკანური აქტივობის პიკში და წარმოქმნისას; მთვარის ატმოსფეროს დაახლოებით 70 მილიონ წელიწადს უნდა გაეძლო, შემდეგ კი კოსმოსში გაბნეულიყო.  გაზების ორი უმსხივლესი პულსი წარმოიქმნა 3,8 და 3,5 მილიარდი წლის წინ, როდესაც ლავის ზღვებმა ამოავსო ე. წ. სიწყნარისა და იმბრიუმის აუზები. ლავის ამ ზღვების საზღვრები შეისწავლეს აპოლო 15-ისა და აპოლო 17-ის მისიის ასტრონავტებმა, რომელთა შეგროვილი ნიმუშებიდანაც დადგინდა არა მხოლოდ ამოფრქვევათა დრო, არამედ უზრუნველგვყო ლავის მიერ გამოყოფილ აირთა მტკიცებულებებითაც. „ბაზალტით ამოვსებისას გამოყოფილი H2O-ს მთლიანი მოცულობა დაახლოებით ორჯერ აღემატება ტაჰოს ტბაში არსებული წყლის ოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ ორთქლის დიდი ნაწილი კოსმოსში უნდა გაფანტულიყო და დაკარგულიყო, მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეიძლება თავის გზა პოლუსებისკენ იპოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ აქროლადთა გარკვეული ნაწილი, რომელსაც მთვარის პოლუსებზე ვხედავთ, მთვარის წიაღშია წარმოშობილი“, — აღნიშნულია კვლევაში. „ეს კვლევა დრამატულად ცვლის ჩვენს ხედვას მთვარესთან მიმართებით — უჰაერო, კლდოვანი სხეულიდან ჩვენ წინაშე წარმოსდგება სხეული, რომელიც შემოსაზღვრული უნდა ყოფილიყო უფრო ვრცელი ატმოსფეროთი, ვიდრე დღეს მარსს აქვს“, — ამბობს მკვლევარი დევიდ კრინგი. როდე
წაკითხვა
ასტროფიზიკოსები მზის სისტემაში შემოჭრილ პირველყოფილ კომეტას აკვირდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 18:39:00
ასტრონომთა ჯგუფმა ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ჯევიტის ხელმძღვანელობით, შეისწავლა „განსაკუთრებული კომეტა“, რომელიც მზისგან 2,5 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ამ დრომდე, ჯერ არავის უნახავს მზისკენ მომართული ასე შორს არსებული არც ერთი კომეტა. ჯევიტის თქმით, ეს აღმოჩენა მეცნიერებს დაეხმარება თვალი ადევნონ ასე უკიდურესად შორს არსებული კომეტის განვითარების აქტივობას. კომეტას C/2017 K2 (PANSTARRS)-ს ან K2-ს უწოდებენ, ამჟამად ის სატურნის ორბიტის გადაღმაა და უკვე მილიონობით წელიწადია მოემართება თავის გამყინავი სამშობლოდან — მზის სისტემის გარე კიდეებიდან, სადაც ტემპერატურა -227 °C-ია. კომეტას ფოტო  NASA-ს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაუღო, მკვლევართა დაკვირვებები კი ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.  როგორც K2-ის ორბიტა მიუთითებს, იგი წამოსულია ოორტის ღრუბლიდან — ძალიან დიდი სფერული რეგიონიდან, რომელიც ასობით მილიარდ კომეტას შეიცავს. შორეული მზისგან ოდნავ გამთბარმა K2-მა დაიწყო 129 000 კმ სიგანის ბუნდოვანი მტვრის ღრუბლის წარმოქმნა, რომელსაც კომას უწოდებენ; შედგება გაყინული გაზისა და მტვრის მყარი ბირთვებისგან. ეს გახლავთ პირველი შემთვხევა, როდესაც ასტრონომები მზის სისტემის პლანეტარულ ზონაში შემოსული კომეტის აქტივობას აკვირდებიან. „იმის გამო, რომ K2 მზიდან ასე შორსაა და ასე ცივია, წყლის ყინული მასში კლდესავითაა გაყინული და დარწმუნებით ვიცით, რომ აქტივობა — ბუნდოვანი ღურბელი, რომლითაც ის კომეტას ემსგავსება — წარმოქმნილი არაა წყლის აორთქლებით, როგორც ეს სხვა კომეტების შემთხვევაში ხდება“, — ამბობს პლანეტარულ მეცნიერებათა და ასტრონომიის პროფესორი დევიდ ჯევიტი.  მისი თქმით, როგორც K2-ის კომაზე ჰაბლის დაკვირვებები მიუთითებს, მზის სინათლე ათბობს კომეტის ზედაპირზე არსებულ ისეთ აქროლად გაყინულ აირებს, როგორებიცაა ჟანგბადი, აზოტი, ნახშირორჟანგი და ნახშირჟანგი; სწორედ ამიტომ, როდესაც ეს გაყინული აქროლადები კომეტას სცილდება და თავისუფლებდა მტვერი, წარმოიქმნება კომა. „ვფიქრობ, ეს აქროლადები მთელს K2-შია გავრცელებული. მაგრამ ზედაპირზე არსებულ აქროლადებს შთანთქავს მზის სითბო, შესაბამისად, კომეტა თავის კანს კარგავს“, — ამბობს ჯევიტი. კომეტათა უმეტესობა აღმოჩენილია მზესთან უფრო ახლოს, იუპიტერის ორბიტასთან ახლოს, შესაბამისად, მაშინ, როდესაც მეცნიერები მათ ხედავენ, კომეტები უკვე „გამომცხვ
წაკითხვა