საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
როგორ ვითამაშოთ Facebook Messenger-ში დამალული თამაშები
გამოქვეყნებულია: 2017-06-01 21:27:00
Facebook Messenger-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი აპლიკაციაა. უამრავი ემოცია, გიფები უკვე აღარ გვიკვირს. თუმცა ცოტა ჩვენგანმა თუ იცის, რომ მესენჯერი თამაშებსაც გვთავაზობს. ამ თამაშების აღმოჩენა არც ისე მარტივია, ამიტომ სპეციალური ხრიკების ცოდნაა საჭირო. ​ჯერჯერობით აპლიკაცია სამ დამალულ თამაშს გვთავაზობს: კალათბურთი, ფეხბურთი და ჭადრაკი. რაც ყველაზე საინტერესოა, შეგიძლიათ თამაშები მეგობარს გაუგზავნოთ და ერთმანეთს ქულების დაგროვებაში შეეჯიბროთ. კალათბურთიიმისათვის რომ ფეისბუქ მესენჯერში მეგობარს კალათბურთი ეთამაშოთ, საჭიროა ემოციებიდან კალათბურთის ბურთი გაგზავნოთ. თუმცა, ბურთს გაგზავნის მომენტში, გასადიდებლად დიდხანს უნდა დააკლიკოთ და ისე გაუშვათ მესენჯერში. ფეხბურთიფეხბურთის სათამაშოაც ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს, თუმცა ამჯერად კალათბურთის მაგივრად, ფეხბურთის ბურთს აგზავნით.ჭადრაკი
წაკითხვა
ფეისბუქ ლაივის ინოვაციური დამატებები - 3 ახალი ფუნქცია, რომელიც მალე გააქტიურდება
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 22:54:00
​ფეისბუქ ლაივი ნელ-ნელა ვითარდება და მომხმარებლებს ინოვაციურ განახლებებს სთავაზობს. პირველი დამატება, რომელსაც ფეისბუქ ლაივი შემოგვთავაზებს, პირდაპირ ეთერში ორი ადამიანის ჩართვა იქნება. თქვენ ძალიან მარტივად შეგეძლებათ მოიწვიოთ მეგობარი და ლაივში ერთად ჩაერთოთ. ბიზნეს და მედია გვერდებისთვის ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელი იქნება. ისინი განახლებული ლაივის საშუალებით შეძლებენ ჩაწერონ დისტანციური ინტერვიუები, ერთად წაიყვანონ გადაცემები და ასე შემდეგ. ​ვინც ფეისბუქის ლაივ ფუნქციას იყენებს, იცის რომ პირველი წუთის განმავლობაში აუდიტორიის მოზიდვაა საჭირო, ამიტომ მნიშვნელოვან ინფორმაციას თავიდანვე ვერ გააჟღერებთ. სწორედ ამიტომ, ფეისბუქი ლაივი დაანონსების საშუალებას მოგვცემს. მომხმარებლებს ლაივის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეტყობინება მიუვათ, რომ მალე პირდაპირი ეთერი დაიწყება. 
წაკითხვა
ვინ არის 22 წლის ბიჭი, რომელმაც მსოფლიო კიბერშეტევისგან იხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-05-16 16:26:00
22 წლის ბიჭის ვინაობა, რომელმაც ინტერნეტში ე.წ. ბოროტი ვირუსის გავრცელება შეაჩერა, უკვე ცნობილია. ის ბრიტანელი კიბერშეტევების მკვლევარი მარკუს ჰატჩინსია. მარკუსმა ინტერნეტვირუსის შეჩერება, რომელსაც WannaCry-ის სახელწოდებით მოიხსენიებენ, მშობლების სახლის პატარა საძინებლიდან მოახერხა. Telegraph-ის ინფორმაციით, მარკუსი ზღვისპირა კურორტზე, ჩრდილოეთ დივონის სანაპიროზე ცხოვრობს.მკვლევარი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" MalwareTech-ის სახელწოდებითაა დარეგისტრირებული. მას უკვე მოიხსენიებენ, როგორც შემთხვევის გმირს. მარკუსი სოციალურ ქსელში სპეციალურ პოსტსაც აქვეყნებს, სახელწოდებით - "როგორ ავიცილოთ თავიდან გლობალური კიბერშეტევა".​მარკუსის თქმით, მან ვირუსის კოდში არარეგისტრირებული დომენი აღმოაჩინა, რომელიც მყისიერად საკუთარ სახელზე დაარეგსტრირა და ამით ვირუსის შეჩერების საშუალება მიეცა. "ჩვენ შევძელით თავიდან აგვეცილებინა ვირუსის გავრცელება ახალ კომპიუტერებზე", - წერს მარკუს ჰატჩინსი სოციალურ ქსელში.​მარკუსი სოციალურ ქსელში ხუმრობს, რომ მას სახლში სერვერების დადგამს არ ურჩევდნენ, რადგან მათი ხმა ძალიან შემაწუხებელია. საბედნიეროდ, მარკუსმა ახლობლების რჩევა არ გაითვალისწინა და ამით, "შემთხვევის გმირადაც" იქცა. როგორც უკვე ცნობილია, კიბერშეტევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS) დაზარალდა. სამედიცინო დაწესებულებები და ექიმები იძულებული გახდნენ, დაგეგმილი ვიზიტები გადაედოთ.როგორც BBC წერს, გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი კომპიუტერი რუსეთში დავირუსდა. დავირუსებული კომპიუტერების ფოტოებს მომხმარებლები „ტვიტერში“ აქვეყნებდნენ.კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა ესპანეთის გიგანტი Telefonica, პორტუგალიური Telecom-ი, კომპანია FedEx-ი, შვედეთის ადგილობრივი მთავრობა და Megafon-ი - მეორე ყველაზე დიდი მობილური კომპანია რუსეთში.მარკუსის კომპიუტერები მშობლების სახლში
წაკითხვა
Microsoft-მა კიბერთავდასხმების გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა
გამოქვეყნებულია: 2017-05-13 01:09:00
კომპანია Microsoft-ში აცხადებენ, რომ პროგრამულ უზრუნველყოფაში დაამატეს ინსტრუმენტები იმ ვირუსთან საბრძოლველად, რომელმაც ათობით ქვეყანაში კომპიუტერები დააზიანა.„ჩვენმა ინჟინრებმა დაამატეს ზიანის შემცველი პროგრამების აღმომჩენი Ransom:Win32.WannaCrypt“, - განუცხადეს კომპანიაში Reuters-ს.მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ქვეყანაში, ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები  რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ელექტრონული სერვერები დავირუსდა - დაიბლოკა კომპიუტერები, რის მოსახსნელადაც თანხის გადახდა არის საჭირო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, კიბერშეტევის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ მონაცემები intel.malwaretech.com-ზეა მითითებული. კიბერთავდასხმების შესახებ საუბრობენ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში, ესპანეთში, ვიეტნამში, ტაივანსა და სხვა ქვეყნებში. რუსული მედია იუწყება, რომ ქვეყნის შსს-ს სისტემა დავირუსდა. ბრიტანეთში კი, ჯანდაცვის კომპიუტერულ სისტემას შეექმნა პრობლემები.
წაკითხვა
კიბერშეტევის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-12 23:20:00
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, კიბერშეტევის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ მონაცემები intel.malwaretech.com-ზეა მითითებული. ინტერნეტში სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, ბოლო პერიოდში, კიბერშეტევების რაოდენობა მატულობს და მსოფლიოს ათობით ქვეყანაზე ვრცელდება. მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ქვეყანაში, ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები  რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ელექტრონული სერვერები დავირუსდა - დაიბლოკა კომპიუტერები, რის მოსახსნელადაც თანხის გადახდა არის საჭირო. კიბერთავდასხმების შესახებ საუბრობენ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში, ესპანეთში, ვიეტნამში, ტაივანსა და სხვა ქვეყნებში. რუსული მედია იუწყება, რომ ქვეყნის შსს-ს სისტემა დავირუსდა. ბრიტანეთში კი, ჯანდაცვის კომპიუტერულ სისტემას შეექმნა პრობლემები.
წაკითხვა
ბრაუზერი Opera ხელახლა დაიბადა - პირდაპირი წვდომა Messenger-სა და WhatsApp-ზე
გამოქვეყნებულია: 2017-05-12 22:24:00
​ერთ დროს პოპულარული ვებ-ბრაუზერი Opera ხელახლა დაიბადა. კომპანიამ ბრაუზერის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც სოციალური მედიის აპლიკაციებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.​ბრაუზერის მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს სპეციალურ მენიუში WhatsApp, Messenger და Telegram ჩააშენეს. ასე რომ, Opera-ს მომხმარებლებს ამ აპლიკაციებზე პირდაპირი წვდომა ექნებათ. მათ აღარ მოუწევთ ცალკე გვერდების გახსნა და აღნიშნულ აპლიკაციებზე წვდომა უწყვეტ რეჟიმში ექნებათ.​ახალი ბრაუზერი უფრო დახვეწილი და ჩქარია. კომპანიის განცხადებით, ის ძველი მომხმარებლების დაბრუნებას გეგმავს და ამისთვის უახლოეს მომავალში მრავალ საინტერესო ფუნქციას დაიმატებს.Opera-მ ბოლო განახლებებში ასევე დაამატა, ვირუსული რეკლამების დაბლოკვის ფუნქცია, რას მის მომხმარებლებს კომფორტულ გარემოს უქმნის. ასევე, დახვეწილია ბრაუზერის დაცვის სისტემაც.
წაკითხვა
2018 წლიდან მობილურების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი
გამოქვეყნებულია: 2017-05-12 18:05:00
მომავალი წლიდან სმარტფონების ბატარეების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.ახალი ​ტექნოლოგიების ჩვენება პირველად ლას-ვეგასის ტექნოლოგიურ შოუზე მოხდა, როდესაც ებრაულმა სტარტაპ კომპანიამ StoreDot-მა ახალი ფლეშბატარეების დემონსტრაცია მოაწყო. ​კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დორონ მაიერდორფის განცხადებით, პროდუქცია ბაზარზე 2018 წლის დასაწყისში გამოჩნდება. მაგრამ, ტექნოლოგიების ანალიტიკოსი ბენ ვუდი CCS Insight-დან ეჭვობს, რომ ეს ასე მარტივად არ მოხდება.2015 წელს დორონ მაიერდორფმა BBC-ის განუცხადა რომ მისი ბატარეები არატრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებითაა აგებული და ის დენის უფრო სწრაფად გადაცემას უზრუნველყოფს.​ახალი ბატარეების ზოგიერთი ვარიანტი უფრო სქელი იქნება, ვიდრე სმარტფონის ბატარეები, თუმცა მაიერდორფის განცხადებით, პროდუქცია ბაზარზე გასასვლელად უკვე მზად არის."ჩვენ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ტელეფონებს 5 წუთში დავტენით", - განაცხადა დორონ მაიერდორფმა.​ანალიტიკოსი ბენ ვუდი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს რომ სწრაფვმა დატენვამ შეიძლება ბატარეის ხარისხზე იქონიოს გავლენა. ამასთან, მსგავსი ტიპის ბატარეების შექმნაზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მაგალითად, კომპანია Qualcomm სულ მალე გამოუშვებს ახალი ტიპის ბატარეებს, რომელიც 5 წუთიანი დატენვის შემდეგ, მუშაობას 5 საათი შეძლებს. StoreDot-მა ამ კვირაში ასევე წარმოადგინა ელექტრომანქანების ბატარეები, რომელიც ასევე 5 წუთში იტენება. ​მაიერდორფის განცხადებით, ისინი ახლა მანქანის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად მუშაობენ, რომ საკუთარი შედეგები კიდევ უფრო გაამუჯობესონ. 
წაკითხვა
6 წარმოუდგენელი მანქანა, რომელიც ავტოინდუსტრიაზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 17:43:00
ავტოინდუსტრიის პრინციპები მთლიანად იცვლება. მანქანების მწარმოებელი კომპანიები მთავარ აქცენტებს ავტომატურ მართვასა და ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებენ. თუ დღემდე მანქანა მხოლოდ გადაადგილების სწრაფ საშუალებას წარმოადგენდა, ახლა ის მრავალფუნქციური მოწყობილობაა. "კონცეპტუალური მანქანები ისეთი ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი, რომელიც ბოლო დეკადის განმავლობაში ნანახი ნამდვილად არ გექნებათ", - წერს გამოცემა Business Insider.
წაკითხვა
მსოფლიოს პირველი გვირაბი გემებისათვის - ნორვეგიის 315მლნ$-იანი ინვესტიცია
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 15:34:00
​ნორვეგია გემებისათვის მსოფლიოში პირველ გვირაბს გათხრის. ახალი გეგმის მიხედვით, გვირაბის გასაყვანად კლდოვან ნახევარკუნძულს გათხრიან.​გვირაბი 1700 მეტრის სიგრძის იქნება. ამასთან, ისინი აცდებიან მშფოთვარე ზღვის გადალახვასაც. გვირაბის სიგანე დაახლოებით 118 მეტრი იქნება. გვირაბი სტედის ნახევარკუნძულის გავლით, გემებს დასავლეთ ნორვეგიის მიმართულებით მნიშვნელოვნად შეუმცირებს გზას. ​ნორვეგიის სანაპიროს ადმინისტრაციის განცხადებით, ზღვა ამ მიდამოებში ძალიან მშფოთვარე და საშიში იყო. მეზღვაურები იძულებულები იყვნენ კარგ ამინდებს დალოდებოდნენ და ისე გასულიყვნენ ზღვაში. ახალი გვირაბის მეშვეობით კი, ისინი მსგავს შემთხვევებს თავიდან აიცილებენ.​გვირაბის აშენება 315მლნ$ დაჯდება და მის ასაშენებლად 8 მილიონი ტონა ქვის აფეთქებაა საჭირო. ინჟინრების განცხადებით, ყოველ ერთ საათში გვირაბში გავლას 5 გემი შეძლებს. ​გვირაბის გახსნა 2023 წლისათვის იგეგმება. 
წაკითხვა
სამოსი, რომელიც ადამიანის ემოციების მიხედვით ფერს იცვლის - მაგია და მეცნიერება
გამოქვეყნებულია: 2017-04-11 16:34:00
ის საკუთარ თავს ალქიმიკოსს უწოდებს. როდესაც საკუთარ სამუშაოზე საუბრობს, ამბობს, რომ ეს მეცნიერებასთან ერთად მაგიაცაა.ბრენდს Unseen ჰქვია, რომელიც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც "არნახული". ბრენდის დამაარსებელი ლოურენ ბოუკერია. მისი ნამუშევრები ევროპისა და აშშ-ის სხვადასხვა მუზეუმში გამოიფინა. სამოსი სპეციალური მასალისგანაა შექმნილი, რომელშიც მელანია გამოყენებული. მელანი გარემოს ზემოქმედების შედეგად ფერს იცვლის. გარემოს ზემოქმედების ფაქტორები შეიძლება იყოს: ტემპერატურა, სინათლე, ტენიანობა, წნევა და რაც მთავარია, თავად მომხმარებლის ემოციები.​ამ მელანით იფარება სამოსი და ასევე, სხვადასხვა აქსესუარები, როგორიცაა ბაფთა და ქამარი."არსებითად, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს არის ფერის ენა, რომელმაც ვიზუალიზაციის საშუალება სამოსში იპოვა. სამოსის ფერზე ადამიანების ემოციები და გარემო ფაქტორები მოქმედებენ", - განუცხადა ლოურენ ბოუკერმა CNN-ს.ბოუკერმა აღნიშულ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ ლონდონის სამეფო ხელოვნების სკოლაში სწავლის პერიოდში დაიწყო.
წაკითხვა
Facebook-ში პირდაპირი ეთერის გაშვება უკვე კომპიუტერითაც შეგიძლიათ
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 21:34:00
ფეისბუქის პირდაპირი ეთერების ჩართვა მხოლოდ მობილური ტელეფონებით იყო შესაძლებელი. თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. სოციალური ქსელის მომხმარებლებს პირდაპირ ეთერში შესვლა Desktop კომპიუტერებითაც შეეძლებათ. ​ასე რომ, დღეიდან სოციალურ ქსელში უფრო მეტ ვიდეოს წააწყდებით. აღნიშნული ფუნქცია, თავდაპირველად მომხმარებლების მცირე ნაწილს ჰქონდა გააქტიურებული, თუმცა ამჯერად Desktop Live ვიდეოს გაშვება უკვე ფეისბუქის ყველა მომხმარებელს შეუძლია.დესკტოპის Live ვიდეო ვიდეო ბლოგერებს გამოადგებათ. შტატივებისა და სხვა დამატებითი მოწყობილობების გარეშე შეძლებთ ჩართოთ Live ვიდეო და თანაც ის ვიზუალურადაც გააფორმოთ.ახალი ფუნქცია საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად 24 საათიან რეჟიმში იმაუწყებლოთ.
წაკითხვა
მსოფლიოს 20 საუკეთესო მობილური ტელეფონი
გამოქვეყნებულია: 2017-03-06 16:31:00
წაკითხვა
როგორი იქნება ახალი iPhone 8 - ჭორები ახალ მოდელზე - [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-03-05 20:32:00
iPhone-ის ყოველი ახალი მოდელის გამოსვლას უამრავი ჭორ-მართალი უსწრებს ხოლმე წინ. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ჭორები ხშირად მართლდება. თანაც მაშინ, როდესაც ამაზე ისეთი გამოცემა წერს, როგორიც Business Insider-ია.როგორც გამოცემა იტყობინება, უახლოს მომავალში სამი ახალი iPhone-ს გამოსვლას უნდა ველოდოთ, აქედან ორი მათგანი iPhone 7-ისა და iPhone 7 Plus-ის ბაზაზე იქნება შექმნილი, ხოლო მესამე სრულიად განახლებული დიზაინით წარსდგება მომხმარებლის წინაშე."​უკვე საუბრობენ ახალი iPhone-ის დიზაინზეც. მისი ფასი კი 1000 დოლარზე მეტი იქნება", - ვკითხულობთ Business Insider-ის ვებგვერდზე.​ფანებმა უკვე ახალი iPhone-ს დიზაინიც დაგვიხატეს. ახალ ტელეფონს გაუმჯობესებული ეკრანი ექნება. მთავარი ღილაკიც სენსორულ ეკრანზე იქნება ჩაშენებული. მისი ეკრანი კიდეებზე იქნება გადასული და თითის ანაბეჭდის ფუნქციით იქნება "შეიარაღებული". მსგავსი დიზიანი Apple-სთვის სიახლეა და რაღაცით Smarphone-ების დიზაინსაც მოგვაგონებს.​ახალი iPhone-ს გამოსვლა სექტემბერში ვარაუდობენ. როგორც გამოცემა წერს, მობილურ ტელეფონი 3D კამერითაც იქნება აღბეჭდილი. მისი კამერა ორ-ლინზიანი იქნება და როგორც ვარაუდობენ, აქამდე არსებულ iPhone-ს კამერებს ბევრად ჩამოიტოვებს. რაც მთავარია, ახალი iPhone-ს wireless დატენვის ფუნქცია იქნება, რაც მის მოხმარებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.​ეს ყველაფერი ჯერჯერობით ჭორებია, ვნახოთ რა იქნება სინამდვილეში. მანამდე კი, ფანების მიერ შექმნილი ვიდეო ვიხილოთ.
წაკითხვა
მარტში შესაძლოა წითელი iPhone 7 და iPhone 7 Plus გამოვიდეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-21 19:14:00
უცხოური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა კომპანია Apple-მა მარტის თვეში წითელი iPhone 7 და iPhone 7 Plus გამოუშვას. ანონსი კომპანიის გამოფენაზე გაკეთდება, რომელიც მარტშია დაგეგმილი. წითელი "აიფონის" შესახებ სტატია იაპონელმა ბლოგერმაც გამოაქვენა. მისი ინფორმაციით, წითელი iPhone 7 ბაზარზე მარტის ბოლოს გამოჩნდება.დღემდე iPhone-ის რამდენიმე ფერს ვიცნობდით. ესენია შავი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი.უცხოური მედია იმავე წყაროზე დაყრდნობით გვიყვება რომ, კომპანია ასევე გეგმავს გაანახლოს iPhone SE​ და მას 128 გიგაბაიტის მახსოვრობა მიანიჭოს.​კომპანია Apple-ის გამოფენა მარტის თვეშია დაგეგმილი, სადაც iPad-ის ახალ ვერსიებსაც წარადგენენ.
წაკითხვა
იმგზავრე უსაფრთხოდ - ახალი აპლიკაცია, რომელიც თანხას გვირიცხავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 16:34:00
​თიუდორ კობალასი ცოტა ხნის წინ ავარიაში მოჰყვა, ის ტელეფონზე მესიჯობდა და ავარიაც სწორედ ამის შედეგია. ამ შემთხვევის გამო, მან გადაწყვიტა ტელეფონი სახიფათო იარაღიდან, უსაფრთხო მგზავრობის საშუალებად გადაექცია.​თიუდორი 30 წლისაა, ის რუმინეთიდანაა. მან სპეციალური აპლიკაცია SafeDrive დააპროექტა, რომელიც მძღოლებს ავტომანქანით მგზავრობის დროს ეხმარება დააიგნორონ საკუთარი მობილური ტელეფონი.როგორ მუშაობს აპლიკაცია?​როდესაც მძღოლი მგზავრობისას 10 კილომეტრს გადააჭარბებს, ტელეფონში აპლიკაციის გამშვები ღილაკი გამოჩნდება. აპლიკაციის გაშვებისას ტელეფონი დაიბლოკება. ამ დროს, აპლიკაცია დაიწყებს ქულების შეგროვებას, ეს უკანასკნელი კი სავაჭრო მონეტებად გადაიქცევა, რომელსაც სპეციალურ მარკეტზე ნივთების შესაძენად გამოიყენებთ. რაც უფრო მეტ ხანს არ გამოიყენებთ ტელეფონს მგზავრობის დროს, მით უფრო მეტი ქულა დაგერიცხებათ.აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უკვე მიიზიდა 100 000 მომხმარებლის და 30 კომერციული კომპანიის ყურადღება. თიუდორ კობალასმა ასევე დააპროექტა სპეციალური აპლიკაცია Milez, რომელიც თინეიჯერებზეა გათვლილი. ამ აპლიკაციის მეშვეობით თინეიჯერები უსაფრთხო მგზავრობასთან ერთად, მოგზაურობის წესებსაც ეცნობიან. და რაც მთავარია, თუ თინეიჯერები უსაფრთხოდ იმგზავრებენ და მგზავრობისას ტელეფონს არ გამოიყენებენ, მათ თანხა ნათესავებისგან და მეგობრებისგან ჩაერიცხებათ.წყარო: BBC
წაკითხვა
ბრაზილიელი გოგონა, რომელიც მიკროცეფალიით დაიბადა, მოდელი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 19:45:00
ბრაზილიელი გოგონა, რომელიც მიკროცეფალიით დაიბადა, მსოფლიოში პირველი ადამიანია ვინც ამ მდგომარეობით მოდელი გახდა. ანა ვიქტორია ლეგო 17 წლისაა და ჩრდილოეთ ბრაზილიაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.როდესაც გოგონა დაიბადა, ექიმებმა მშობლებს უთხრეს რომ ის ვერასდროს გაივლიდა. თუმცა, ანას განვითარებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.ანა სამოდელი სააგენტო BM-მა ფოტოსესიაში გადაიღო. ის იმედოვნებს რომ ბრაზილიის მოდის კვირეულზეც მოხვდება და საკუთარ ოცნებას აისრულებს.  ანა ბავშვობაში
წაკითხვა
პირველი ვერტიკალური ტყე აზიაში - 3 000 მცენარე და უხვი ჟანგბადი
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 12:55:00
ვერტიკალური ტყე ჩინეთის ახალი საოცრებაა. ნანიინგის პროვინციაში მდებარე შენობები, მწვანე საფარითაა დაფარული. ისინი დღეში 132 გირვანქა (60კგ) ჟანგბადს გამოიმუშავებენ.ამ კომპლექსს ნანიინგის ტყეს ეძახიან და მისი სრულად დასრულება 2018 წლისათვისაა დაგეგმილი. ეს იქნება აზიაში პირველი ვერტიკალური ტყე. პროექტი იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ დააპროექტა. ყველაზე მაღალ შენობებში განთავსებულია ოფისები, მუზეუმები, მწვანე არქიტექტურის სკოლა, კლუბები, აუზები და ასე შემდეგ. აივნებიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მონუსხავს. არქიტექტორი სტეფანო ცნობილია მწვანე შენობებით, მან უკვე დააპროექტა მსგავსი შენობები იტალისა და შვეიცარიაში.
წაკითხვა
ჩაკეტე გასაღებით სოციალური ქსელი - ორმაგი დაცვა ფეისბუქისგან
გამოქვეყნებულია: 2017-02-06 16:45:00
სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამაზე უკვე აღარ ვდაობთ. შესაბამისად ჩვენი ანგარიშების უსაფთრხოება ინტერნეტში წინა პლანზე იწევს. ვის გვინდა, ერთ დღესაც სოციალური ქსელის ანგარიში გაგვიტეხონ და ჩვენი პირადი ინფორმაცია მოიპარონ? - ბუნებრივია, არავის.სწორედ ამიტომ, Facebook დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ამბებს. რამდენიმე კვირის წინ მან სპეციალური პორტალიც კი შესთავაზა ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო და საფრთხილო სეგმენტს – მშობლებსა და თინეიჯერებს.facebook ანგარიშებისთვის არსებობს ე.წ. ორნაბიჯიანი დაცვა, რომელიც მობილურზე sms-ად მოსულ კოდს მოითხოვს, მაგრამ ეს ხელსაწყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ვერ აგვარებს.Facebook – მა გადაწყვიტა უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად ხელშესახები გასაღები შეექმნა. Login approvals – ორსაფეხურიანი დაცვის სისტემაა, რომელიც თქვენს პირად ანგარიშს იცავს უცხო ხელში აღმოჩენისგან. ნაკლებად სავარაუდოა, ყოველ წამს მობილურზე გვქონდეს წვდომა – შეიძლება დაჯდეს, დაიკარგოს ან უბრალოდ არ ფუნქციონირებდეს. ამ დროს უცხო desktop-იდან თქვენს ანგარიშზე შესვლა დამატებით ძალისხმევასა და დროს მოითხოვს.Facebook – ის შემოთავაზება, ,,ხელშესახები გასაღები”, მომხმარებლს დამატებით უსაფრთხოებასა და კომფორტს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ, ანგარიშს დაუკავშიროთ ახალი ხელსაწყო, რომელიც USB-სთან იქნება ინტეგრირებული.Facebook Security Settings -ში შესვლის შემდეგ, როგორც ამას ქვემოთ ხედავთ, შეძლებთ გაააქტიუროთ ფუნქცია. მნიშვნელოვანია, რომ ხელშესახები გასაღები არა მხოლოდ facebook ანგარიშისთვის, არამედ google, dropbox და სხვა პლატფორმებისთვისაც იმუშავებს. ფუნქციის გამოსაყენებლად არ დაგავიწყდეთ chrome-ის უახლესი ვერსიის დაყენება.გასაღების შეძენა შეგიძლიათ ამ ლინკზე.წყარო: socialsharks
წაკითხვა
ადამიანი, რომელმაც მთვარეზე უკანასკნელად დადგა ფეხი, გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 01:40:00
კოსმოსში სამგზის ნამყოფი, ასტრონავტი ჯენე სერნანი, რომელსაც ბოლო სიტყვა ეკუთვნის მთვარეზე, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.ამის შესახებ „ნასას“ საიტი წერს.სერნანი იყო 14 ასტრონავტს შორის, რომელიც კოსმოსში იყო გაგზავნილი 1963 წლის ოქტომბერში. 1966 წელს მან კოსმოსში განახორციელა ფრენა Gemini 9A-ს მეორე პილოტის რანგში, 1969 წელს კი, Apollo 10-ის პილოტი იყო, ხოლო მეთაურის რანგში 1972 წელს Apollo 17-ის ბორტზე იმყოფებოდა.„ვტოვებთ მთვარეს, მივდივართ ისე, როგორც მოვედით. ღვთის წყალობით ვბრუნდებით მშვიდობით. წარმატება Apollo 17-ის ეკიპაჟს“,- ასე ჟღერდა მთვარეზე მყოფი ადამიანის ბოლო სიტყვები. ამასთან, სერნანმა მთვარეზე ქალიშვილისთვის ინიციალები გამოსახა - TDC.
წაკითხვა
ქართველების ინოვაციური პროექტი - დარგე ხე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში
გამოქვეყნებულია: 2017-01-11 14:11:00
Treepex - ეს ახალი აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ხის დარგვა შეგიძლიათ. პროექტი ქართველების StartUp იდეაა. ბაჩო ხაჩიძე და ლაშა კვანტალიანი პროექტის შექმნაზე დიდი ხანია მუშაობენ. მართალია, ამ სფეროში დიდი ხანია არიან, თუმცა განსხვავებული და ინოვაციური პროექტის შექმნა Treepex-მდე არ უცდიათ.Android და IOS აპლიკაცია და დამატებით, ვებგვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მსოფლიოს რამდენიმე წერტილში, სხვადასხვა სახეობის ხე დარგონ და მისი გაზრდის პროცესსაც დააკვირდნენ. ხის ღირებულება 7 დოლარიდან იწყება და მისი დარგვა ბორჯომის პარკიდან დაწყებული ამაზონის ტყის ჩათვლით შეგიძლიათ.ბაჩო კვანტალიანი: Treepex-ზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ, მე და ჩემმა მეგობარმა, ლაშა კვანტალიანმა. ამ სფეროში საკმაოდ დიდი ხანია ვართ და გადავწყვიტეთ მეტი ინოვაციურობა. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიო პროდუქტის შექმნა განვიზრახეთ. თავიდან განსხვავებული კონცეფცია იყო. “სტარტაპებში” მიღებულია კონცეფციის ცვლა. თავიდან განვავითარეთ საპილოტე ვერსია, შემდეგ მივიღეთ მომხმარებლისგან “ფიდბექი” და საბოლოოდ, მივიღეთ პროდუქტი Treepex, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ჰყავს საკუთარი მომხმარებელი. ახლა ვაპირებთ ტარგეტირება მოვახდინოთ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ბაზარზე.ბაჩო ხაჩიზე წელს აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აქსელატორში ჩაირიცხა, სადაც საკუთარ პროექტს კიდევ უფრო მეტად განავითარებს.ბაჩო ხაჩიძე: წელს ჩავირიცხე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აქსელატორში, ნიუ იორკში, სადაც აქსელაციის პროგრამა იწყება 1 მარტიდან და ისედაც, Treepex  ნიუ იორკში გადაგვაქვს, რათა ამერიკულ ბაზარს შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი. აქსელატორი გეხმარება ე.წ. ნეთვორქინგში, რაც ძლიერ როლს თამაშობს პროექტის წარმატებაში.- სად შეგვიძლია ვნახოთ თქვენი აპლიკაცია და როგორ შეიძლება მისი გამოყენება?&
წაკითხვა