საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 21:07:00
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი მზის სისტემის გარე, ყინულოვან კიდეებზე, იმალება სიბნელეში, მაგრამ სცენის მიღმიდანაც კი, სიმებს ნაზად ექაჩება: ჭიმავს შორეულ ობიექტთა ორბიტებს და უფრო მეტიც, შესაძლოა მთელს მზის სისტემასაც ერთი მიმართულებით ხრიდეს. თუკი იქ პლანეტა მართლაც არის, უნდა იყოს ძალიან შორს. ეს გახლავთ შესაძლო „მეცხრე პლანეტა“ — დედამიწაზე სავარაუდოდ 10-ჯერ მასიური სხეული, რომელიც მზიდან ნეპტუნზე 20-ჯერ უფრო შორს მდებარეობს. მისი ნიშნები არაპირდაპირია, ძირითადად მისი გრავიტაციული კვალის სახისაა, თუმცა მაინც მხედველობაში მისაღები. მასზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მონადირე მეცნიერის განცხადებით, ახლა უკვე ძალიან ძნელია მზის სისტემის წარმოდგენა მეცხრე პლანეტის გარეშე.  „უკვე არსებობს დაკვირვებად მტკიცებულებათა ხუთი სხვადასხვა ხაზი, რომლებიც მეცხრე პლანეტის არსებობაზე მიუთითებენ“, — ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი კონსტანტინ ბატიგინი, რომლის ჯგუფიც შესაძლოა ძალიან ახლოს იყოს ამ ამბის ამოხსნასთან. „თუკი ამ ახსნას უგულებელყოფთ და წარმოიდგენთ, რომ მეცხრე პლანეტა არ არსებობს, თქვენ წინაშე წამოიჭრება კიდევ უფრო ბევრი პრობლემა, ნაცვლად მისი გადაწყვეტისა. უეცრად, თქვენს ხელთ აღმოჩნდება ხუთი სხვადასხვა თავსატეხი და მათ ასახსნელად დაგჭირდებათ ხუთი სხვადასხვა თეორია“. ბატიგინმა და კიდევ ერთმა თანაავტორმა, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომმა, მაიკ ბრაუნმა მეცხრე პლანეტის კვალის პირველი სამი ნიშანი 2016 წლის იანვარში, Astronomical Journal-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერეს. კოიპერის სარტყელში — ნეპტუნს გადაღმა, ვარსკვლავთშორის სივრცისკენ გადაჭიმულ  ყინულოვან სხეულთა რეგიონში, ჩვენთვის ცნობილი ექვსი ობიექტიდან ყველას, ერთი მიმართულების ელიფსური ორბიტა აქვს. ეს უკვე ძალიან უჩვეულო და საკმაოდ საეჭვი ფაქტია. გარდა ამისა, მათი ორბიტები ასევე ერთნაირი მიმართულებით, 30 გრადუსითაა დახრილი მზის სისტემის სხვა პლანეტათა ორბიტულ გეგმასთან მიმართებაში.  გარდა ამისა, მზის სისტემის კომპიუტერულმა სიმულაციებმა, რომელშიც მეცხრე პლანეტაც იყო ჩართული — აჩვენა, რომ მზის სისტემის გეგმის მიმართ კიდევ უფრო მეტი ობიექტი უნდა იყოს დახრილი. სინამდვილეში, დახრილობა უნდა იყოს 90 გრადუსიანი წყობით ისე, რომ ნაპირიდან შეხედვის შემთხვევაში, მზის სისტ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 19:46:00
ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთმა ყველაზე იდუმალმა ვარსკვლავურმა ობიექტმა, შეიძლება თავის საიდუმლო ბოლოსდაბოლოს  გაგვიმხილოს.  ვარსკვლავი KIC 8462852, ასევე ცნობილი, როგორც ტაბის ვარსკვლავი ან ბოიაჯიანის ვარსკვლავი — გამოირჩევა სინათლის უჩვეულო ჩაბნელებებით. NASA-ს კეპლერის კოსმოსურ ტელესკოპს დაფიქსირებული აქვს ამ ვარსკვლავის 20%-ით ჩაბნელებაც კი მხოლოდ ერთ დღეში. გარდა ამისა, იგი მიდრეკილია უფრო ფაქიზი, მაგრამ გრძელვადიანი ჩაბნელებისკენაც; ერთ-ერთი ასეთი ჩაბნელება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მსგავსი ქცევა მოსალოდნელი არაა მზეზე ოდნავ მასიური არც ერთი ნორმალური ვარსკვლავისთვის. ტაბის ვარსკვლავის ირგვლივ მრავალი სპეკულაცია აგორდა; მათ შორის ერთ-ერთის მიხედვით, მისი არასტაბილურობის მიზეზი გადაყლაპული პლანეტაა, ყველაზე ხატოვანი თეორიის მიხედვით კი, ვარსკვლავის გარშემო მოწინავე არამიწიერ ცივილიზაციას აგებული აქვს გიგანტური მეგასტრუქტურა, რომელიც ვარსკვლავის ენერგიას აგროვებს და იწვევს მისი სიკაშკაშის შემცირებას. როგორც NASA-ს სპიტცერისა და სვიფტის მისიებისა და ბელგიის ობსერვატორია AstroLAB IRIS-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა გვთავაზობს, გრძელვადიანი ჩაბნელებების მიზეზია ვარსკვლავის გარშემო მოძრავი არამდგრადი მტვრის ღრუბელი. ეს მოსაზრება ცივ წყალს ასხამს „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურისა“ და სხვა უფრო გეზოტიკურ თეორიებს.  და ნამდვილი თოფის გასროლა: მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჩაბნელება გაცილებით ნაკლებია ინფრაწითელ სინათლეში, ვიდრე ულტრაიისფერში. მტვრის ნაწილაკებზე დიდი ნებისმიერი ობიექტი, ტაბის ვარსკვლავის წინ ჩავლისას, სინათლეს თანაბრად უნდა აბნელებდეს ტალღის ყველა სიგრძეში. „ეს ყველაზე მეტად გამორიცხავს უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის თეორიას, რადგან მის მიერ გამოწვეული ჩაბნელება ტალღის სიგრძეზე არ იქნებოდა დამოკიდებული. ვვარაუდობთ, რომ ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობს მტვრის ღრუბელი, რომელიც ერთ გარშემოვლას 700 დღეს ანდომებს“, — ამბობს არიზონის უნივერსიტეტის მკვლევარი ჰუან მენგი, The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი.  
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 20:53:00
სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა 3,7 – 4,5 მილიარდი წლის წინ, მას შემდეგ, რაც პატარა ტბორებში ჩაცვენილმა მეტეორიტებმა გარემო აუცილებელი ელემენტებით გაამდიდრა — ამბობენ კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტისა და გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერები. მათი გათვლების მიხედვით, სველმა და მშრალმა ციკლებმა უზრუნველყო, რომ ტბორების საკვებით მდიდარ „წვნიანში“ მოლეკულური ბლოკების მშენებლობა გადაზრდილიყო რნმ-ის თვითგამრავლებად მოლეკულებად, რომლებმაც საფუძველი დაუდეს სიცოცხლის პირველ გენეტიკურ კოდს პლანეტაზე. მკვლევართა მსგავსი დასკვნების საფუძველი გახდა ასტროფიზიკის, გეოლოგიის, ქიმიის, ბიოლოგიისა და სხვა დისციპლინათა ასპექტებზე დამყარებული ამომწურავი კვლევები და დასკვნები. „პატარა თბილი ტბორების“ კონცეპტი ჯერ კიდე დარვინის დროიდან განიხილება; თუმცა ამჯერად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მრავალი კვლევის შედეგად, მეცნიერებმა ეს შესაძლებლობა დაამტკიცეს. კვლევის ავტორები, მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევრები — ბენ პირსი და რალფ პუდრიცი აცხადებენ, რომ როგორც არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, სიცოცხლე წარმოიშვა მაშინ, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ ფორმას იღებდა, კონტინენტები ოკეანეებისგან გამოიყოფოდა, პლანეტას კოკისპირულად ეცემოდა მეტეორიტები, რომელთა შორის იყო სწორედ ისინი, რომლებსაც თან მოჰქონდათ სიცოცხლისათვის საჭირო ნივთიერებები; ამ დროს არ არსებობდა არც ოზონის შრე, რომელიც დედამიწას მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავდა.  „მსგავსი გათვლა აქამდე არავის ჩაუტარებია. საკმაოდ დიდი და ამაღელვებელი დასაწყისია“, — ამბობს პირსი. „იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა დარგში ძალიან ბევრი მონაცემი დაგროვდა, საოცარია ყველა მათგანის თავმოყრა. თითოეულ ნაბიჯს ძალიან ბუნებრივად მივყავართ შემდეგთან; ყველა მათგანის ქონას კი მივყავართ ბოლო ნათელ სურათთან, რომელიც ამის შესახებ რაღაც გარკვეულ სიმართლეს ამბობს“, — აღნიშნავს პირსი. კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნდა. ნაშრომში  წვლილი ასევე მიუძღვით მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრებს —დიმიტრი სემიონოვსა და თომას ჰენინგს. 
წაკითხვა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 19:44:00
კლიმატის ცვლილების საზარელი პროგნოზების მიხედვით, წინ გველის მცხუნვარე მომავალი, რომელშიც აწეული ზღვები შთანთქავენ ხმელეთს; თუმცა, დედამიწის შორეულ წარსულში, წყლის უკან დახევას შეიძლება სრულიად სხვა სახის ჯოჯოხეთი გამოეწვია. დედამიწაზე 5 მილიონი წლის წინ მომხდარმა საოცარმა დაშრობამ გამოიწვია ხმელთაშუა ზღვის აორთქლება, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით; მეცნიერთა აზრით, ამ მოვლენას უნებურად უნდა გამოეწვია გადამეტებული ვულკანური აქტივობა რეგიონში. მესინის მარილიანობის კრიზისის სახელით ცნობილი ეს ეპიზოდი დედამიწაზე 5,96 – 5,33 მილიონი წლის წინ მოხდა, როდესაც ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანეს მოსწყდა და თითქმის დაშრა.  საკვები მტკნარი წყლით შევსების გარეშე, ხმელთაშუა ზღვამ მასობრივი დაშრობა დაიწყო, რაც იმით დასრულდა, რომ სულ რაღაც ათას წელიწადში, ზღვის თითქმის მთლიანი აუზი დაცარიელდა, აორთქლდა. მკვლევართა ჯგუფის ცნობით, რომელსაც ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევრები უძღვებოდნენ, წყლის ასეთ მასშტაბურ აორთქლებას ხელუხლებელი არ უნდა დაეტოვებინა ხმელთაშუა ზღვის დაბლა მდებარე ვულკანური რეგიონები. „ვიცით, რომ დედამიწის ზედაპირზე განვითარებული მოვლენები, მაგალითად ზღვის დონის ასე უცაბედი დაწევა, წნევას სიღრმის შეცვლას აიძულებს და ასევე აქვს გავლენა მაგმის წარმოებაზე“, — ამბობს ჟენევის უნივერიტეტის გეოლოგი პიეტრო სტერნე. გაციებულ მაგმაში აღმოჩენილ კრისტალიზებულ მინერალებზე დაყრდნობით, ჯგუფი ვარაუდობს, რომ მესინის მარილიანობის კრიზისის დროს, ხმელთაშუა ზღვის აუზში დაახლოებით 13 ვულკანური ამოფრქვევა მოხდა. მკვლევართა თქმით, ვულკანური აქტივობის ეს მაჩვენებელი რეგიონის ჩვეულებრივი პერიოდის აქტივობას ორჯერ აღემატებოდა. მათივე განცხადებით, არსებობს ამის ახსნაც.  „ერთადერთი ლოგიკური ახსნა არის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, ზღვა დაშრა, რადგან ეს ერთადერთი საკმარისად მძლავრი მოვლენაა იმისთვის, რათა შეცვალოს დედამიწის წნევა და მაგმის წარმოება ხლემთაშუა ზღვის მთლიან აუზში“, — ამბობს სტერნე. იმის გამო, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზში ძალიან ცოტა წყალი დარჩა, მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო წნევა მიმდებარე ხმელეთზე, რასაც მოსდევს ფენომენი, რომელსაც ლითოსფერული განტვირთვა ეწოდება — შემსუბუქების საპასუხოდ. ჯგუფის მოდელირების მიხედვით, წყლის უზარმაზარი წონის ე
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 22:32:00
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ გაქვთ შანსი, ეს შესაძლებლობა საკუთარ გვარ-სახელს მისცეთ. ენთუზიასტებს მთელი მსოფლიოდან, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ NASA-ს მორიგ მარსულ ტურნეში — უფრო კონკრეტულად, თითოეულ თქვენგანს შეუძლია მეზობელ პლანეტაზე გააგზავნოს საკუთარი სახელი. ჩანაწერებს მავალი InSight-ი წაიღებს, რომელიც 2018 წლის მაისში გაეშვება და წითელ პლანეტაზე 2018 წლის ნოემბერში დაჯდება.  ამ ეტაპზე, კოსმოსურ ხომალდთა სპეციალისტები მავალ InSight-თან ერთად ასევე ამზადებენ ათცენტიანის ზომის ჩიპს, რომელშიც ყველა იმ ადამიანის გვარ-სახელი ჩაიწერება, ვინც სპეციალურ ონლაინ-ფორმას შეავსებს. საკუთარი გვარ-სახელის ჩაწერა 2017 წლის 1 ნოემბრამდე, NASA-ს საიტზე შეგიძლიათ. ქვეყნის ველში საქართველოს არჩევის შემთხვევაში, თქვენ არ მოგეთხოვებათ საფოსტო ინდექსის მითითება. ამ დროისათვის, უკვე ჩაწერილია 831 865 ადამიანის სახელი. რამდენიმე თვეში „ისინი“ 56 მილიონ კილომეტრიან ტურნეში გაემგზავრებიან. NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) ინჟინრები სახელებს 8 კვადრატულ მილიმეტრიან სილიციუმის მიკროჩიპზე დაიტანენ. უკიდურესად ციცქნა, ადამიანის თმის ღერის სისქეზე ათასჯერ წვრილ ასოებს ელექტრული ნაკადის გამოყენებით დაწერენ. ათცენტიანის ზომის ჩიპი მავალის ჯავშანზე მიმაგრდება და მარსზე სამარადისოდ დარჩება. მსგავსი ტექნოლოგია NASA-ს წარსულშიც გამოუყენებია. მილიონობით ადამიანის სახელი მარსზე უკვე წაღებული აქვს წინა წლებში გაგზავნილ მავალებს. მარსმავალი InSight-ი შეისწავლის წითელი პლანეტის წიაღს, სეისმურ აქტივობას, გეოდეზიასა და სითბოს გადაადგილებას. ეს გახლავთ მარსის პირველი მისია, რომლის მთავარი დანიშნულებაც პლანეტის ღრმა ინტერიერის შესწავლა იქნება. მისი აღმოჩენები დაგვეხმარება უკეთ გავერკვეთ მზის სისტემის კლდოვანი პლანეტების ადრეულ ისტორიაში. მაშ ასე, თუ გსურთ თქვენი სახელი ისტორიულმა მისიამ თან წაიღოს და სამარადისოდ დარჩეს წითელი პლანეტის
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 20:29:00
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის (SETI) უფროსი ასტრონომი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ რამდენიმე ათწლეული გვაშორებს იმ დღესთან, როდესაც დადასტურდება გონიერი არამიწიერი სიცოცლის არსებობა. SETI-ს ინსტიტუტმა ათწლეულები შეალია სამყაროში მიმდინარე იდუმალებით მოცულ და ხშირად ამოუხსნელ მოვლენათა შესწავლას. მთელი ამ ძიების მტკიცე იმედი ისაა, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენ ბოლოსდაბოლოს დავადასტურებთ, რომ იქ სადღაც, ჩვენ მიღმა, მართლაც არსებობს სიცოცხლე. Futurism-თან ინტერვიუში, SETI-ს უფროსმა ასტრონომმა, სეთ შოსტაკმა რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის — რა ეტაპზე ვართ ამჟამად გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძიების პროცესში. „ყველას სანაძლეოს გიდებთ ფინჯან ყავაზე, რომ გონიერ არამიწიერ სიცოცხლეს უახლოეს 20 წელიწადში ვიპოვით“, — ამ სიტყვების ხაზგასმით დაიწყო ინტერვიუ ასტრონომმა. Futurism-ის კითხვაზე, თუ რას ამბობს ამჟამად მეცნიერება არამიწიერი სიცოცხლის არსებობაზე, შოსტაკმა აღნიშნა: „ძალიან ცოტას, რადგან ჯერ მსგავსი არაფერი გვიპოვია“. როგორც შოსტაკი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ არამიწიერი სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება ჯერ არ გვიპოვია — ის ყველაფერი, რაც გასული 20 წლის განმავლობაში სამყაროს შესახებ შევიტყვეთ, სულაც არ ყოფილა უმნიშვნელო. მართლაც, ეს აღმოჩენები შეიძლება ძალიან ბევრს ნიშნავდეს არამიწიერი სიცოცხლის ძებნის თვალსაზრისითაც. ერთ-ერთი რამ, რაც თუნდაც ათწლეულების წინ არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ვიცით, არის ის, რომ ჩვენ მიღმა არსებობს მრავალი შეუსწავლელი „უძრავი ქონება“. სიცოცხლე დედამიწის მიღმა შოსტაკი არ ერიდება და განიხილავს არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის შესაძლებლობასა და ბუნებას სადღაც ჩვენ მიღმა, სამყაროს ჯერ სრულიად აღუნუსხავ ნაწილებში. „შეიძლება ვიპოვოთ მიკრობული სიცოცხლე — ისეთი, როგორსაც თქვენი აბაზანის კუთხეებშიც არსებობს. და შეიძლება ეს ყოველივე ძალიან მალე მოხდეს, ჩვენს სიცოცხლეშიც კი“. ამავე დრო
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 19:45:00
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად დიდი პოლარული ნათება, რომ ის სიკაშკაშით 25-ჯერ აღემატებოდა წითელ პლანეტაზე ჩვენ მიერ დაკვირვებულ ნებისმიერ სხვა მახასიათებელს.  მიზეზი მარსზე თავსდატეხილი ძლიერი მზის ქარია — მოვლენა, რომელმაც საოცრად გაზარდა პლანეტის რადიაციის დონეც, თითქმის ორჯერ მეტად, რაც კი აქამდე დაუფიქსირებია მავალ Curiosity-ს დეტექტორს. ამ მომაჯადოებელ ციალთა ნახვა შესაძლებელია დედამიწაზე, მარსზე და სხვა პლანეტებზე; მათი გამომწვევი მიზეზია მზისგან გამოტყორცნილი მაღალენერგიული ნაწილაკები, რომლებიც პლანეტათა მაგნიტურ ველს ურტყამენ და ქიმიურ რეაქციაში შედიან ატმოსფეროში არსებულ აირებთან. კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრისა და NASA-ს მარსის ორბიტერ MAVEN-ის ჯგუფის წევრის, სონალ ჯაინის თქმით, ჩვენი ვარსკვლავიდან წამოსულმა ენერგიის ამ განსაკუთრებულმა ნაკადმა „მარსი ნათურასავით აანთო“ ულტრაიისფერი შუქით. „ამ ნათებას შეუძლია საბურველში გახვიოს მთლიანი მარსი, რადგან ამ პლანეტას არ გააჩნია დედამიწის მსგავსი ძლიერი მაგნიტური ველი, რათა ციალთა კონცენტრაცია პოლუსებთან მოახდინოს“, — ამბობს ჯაინი. „გარდა ამისა, მზისგან წამოსულ ენერგიულ ნაწილაკებს ასევე შთანთქავს ზედა ატმოსფერო, რაც იწვევს მისი ტემპერატურის ზრდასა და აჩქარებას“. მარსის ატმოსფერტსთან მზის ქარების ურთიერთქმედებას 2014 წლიდან აკვირდება პლანეტის  ორბიტაზე მოძრავი NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი MAVEN-ი. ამას ემატება 2011 წლიდან მავალ Curiosity-ს მიერ შეგროვილი მონაცემებიც და შედეგად, მარსის გარემოს შესახებ უკვე ხელთ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა. თუკი ჩვენ თანდათანობით მარსზე საცხოვრებლად გადავალთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როდის და როგორ ხდება იქ ასეთი დრამატული მოვლენები. საყურებლად ის მართლაც დიდებულია, მაგრამ ნამდვილად არაა ასეთივე დიდებული მსგავსი რადიაციის პირობებში გარეთ ყოფნა. „
წაკითხვა
გრავიტაციული ტალღების აღმომჩენ მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 17:21:00
2017 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში რაინერ ვაისს, ბარი ბერიშისა და კიპ თორნს გადაეცათ. სამივე მეცნიერი გრავიტაციული ტალღების აღმომჩენი LIGO-Virgo დეტექტორის თანამშრომლობის ჯგუფის წევრია. „ამ წლის პრემია განკუთვნილია აღმოჩენისთვის, რომელმაც მთელი მსოფლიო შეარყია“, — აღნიშნა ნობელის კომიტეტის წარმომადგენელმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე სტოკჰოლმში. პრემიის ნახევარი გადაეცა რაინერ ვაისს — ბერლინში დაბადებულ და ამჟამად აშშ-ის მოქალაქეს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორს. მეორე ნახევარი კი გაიყო ნებრასკელ ბარი ბერიშსა და იუტელ კიპ თორნს შორის. ორივე მათგანი კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშაობს. „2015 წლის სექტემბერში, როდესაც გრავიტაციული ტალღები აღმოვაჩინეთ, ბევრი ჩვენგანი ამ ფაქტს ვერ იჯერებდა“, — აღნიშნა ბერიშმა სტოკჰოლმის პრესკონფერენციაზე სატელეფონო ჩართვისას. მისი თქმით, მეცნიერებს თვეები დასჭირდათ, რათა საკუთარი თავები დაერწმუნებინათ, რომ მართლაც გრავიტაციულ ტალღებს მოუსმინეს. 1911 წლიდან დღემდე, ნობელის კომიტეტმა ფიზიკაში 111 პრემია გასცა.  2016 წლის ლაურეატებმა აღმოაჩინეს ეგზოტიკური ტრანსფორმაცია, რომელიც მატერიას სუპერგამტარებად და უხახუნო სითხეებად გადააქცევს, რაც იძლევა შეუნელებელი მორევის წარმოქმნის შესაძლებლობას. ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში უერთდებიან იმ უიშვიათესი ჯგუფს, რომლის რიგებშიც შედიან ალბერტ აინშტაინი, მარი კიური და ნილს ბორი. უფრო ბოლოდროინდელ ლაურეატებს შორის არიან მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები —ანდრე გაიმი და კონსტანტინ ნოვოსელოვი, რომელთაც პრემია 2010 წელს გადაეცათ. მათ ჩაატარეს ინოვაციური ექსპერიმენტები გრაფენთან — ატომის სისქის ნახშირბადის ბადესთან. 2013 წელს, ნობელის პრემია მიიღეს ფრანსუა ენგლერმა და პიტერ ჰიგსმა, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს სუბატომური ნაწილაკის, ე. წ. ჰიგსის ბოზონის არსებობა, რაც დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა დაადასტურა.  ხშირად შეუძლებელია იმის გამოცნობა, თუ ვინ მიიღებს ნობელის პრემიას; შერჩევის პროცესი სასტიკად გასაიდუმლოებულია. თუმცა, მსგავსი მიდგომა ვერ აღკვეთს სპეკულაციებს. ორი შავი ხვრელის შეჯახების შედეგად წარმოქ
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
გამოქვეყნებულია: 2017-09-30 19:55:00
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი მოჰფინეს იმ მოვლენათა თანმიმდევრობას, რომელთა შედეგადაც დედამიწა და მარსი წარმოიქმნა. პლანეტები აკრეციის პროცესის შედეგად იზრდება — დამატებითი ნივთიერებების თანდათანობითი აკუმულაცია, რომლის ფარგლებშიც ისინი შეჯახებების შედეგად ერწყმიან მეზობლებს. ხშირად ეს ქაოტური პროცესია და ამიტომ, ნივთიერებები ხან იკარგება, ხან კი გროვდება. მასიურ პლანეტურ სხეულებზე სხვა სხეულთა შეჯახება წამში რამდენიმე კილომეტრის სიჩქარით, წარმოქმნის უზარმაზარ სიცხეს, რომელიც თავის მხრივ წარმოქმნის მაგმის ოკეანეებსა და აორთქლებული ქანების დროებით ატმოსფეროს. მანამ, სანამ პლანეტა დაახლოებით მარსის ზომას მიიღებს, მისი გრავიტაციული მიზიდულობა იმდენად სუსტია, რომ ასეთი სილიკატების ატმოსფეროში შენარჩუნება შეუძლებელია. ხშირი შეჯახებების შედეგად აორთქლებული ასეთი ქანების მუდმივი დანაკარგი პლანეტის შემადგენლობის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს. ბრისტოლის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა სკოლის დოქტორი რემკო ჰილი ხელმძღვანელობდა კვლევას, რომელიც 26 სექტემბერს გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.   „დავადგინეთ, რომ ასეთი მოვლენები ხშირი იყო დედამიწისა და მარსის ფორმაციის პროცესში; ამისათვის ჩავატარეთ მათი მაგნიუმის იზიტოპური შემადგენლობის მაღალი სიზუსტის ანალიზები“, — ამბობს ჰილი. „მაგნიუმის იზოტოპის პროპორციები სილიკატების ორთქლის დაკარგვის შედეგად იცვლება, რომელიც თავის მხრივ შეიცავს უფრო მსუბუქ იზოტოპებს. ამ გზით, ვვარაუდობთ, რომ მშენებლობისას, დაკარგულია დედამიწის მასის 40%“. „როგორც ჩვენი ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს, სწორედ ეს პროცესია პასუხისმგებელი დედამიწის უნიკალურ შემადგენლობაზე“. კვლევა მიეკუთვნება იმ მრავალმხრივ ძალისხმევას, რომლის მიზანია გადაჭრას დედამიწისა და პლანეტარულ მეცნიერებაში ათწლეულობის განმავლობაში მიმდინარე დებატები განსხვავებული, არასტაბილური და ღარიბი შემადგენლობის პლანეტების წარმოშობის შესახებ. ბოლომდე გაურკვეველია, ეს იმ პროცესების შედეგია, რომელიც ადრეული მზის სისტემის ნისლეულის გაზისა და მტვრის ნაზავში მიმდინარეობდა თუ უბრალოდ შედეგად მოჰყვა მათ ძალადობრივ ზრდას. მეცნიერებმა ანალიზები ჩაუტარეს დედამიწისეულ ნ
წაკითხვა
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
გამოქვეყნებულია: 2017-09-30 19:42:00
თქვენ წინაშეა პანორამული ხედი, რომელიც ასახავს ვარსკვლავთა მტვრითა და აწეწილ-დაწეწილი მატერიით სავსე მოლეკულური ღრუბლის კომპლექსს — ჩვენი გალაქტიკის იმ რეგიონს, სადაც ახალი ვარკვლავები იბადებიან. ეს ყველაფერი ზედმეტად მაგიურია. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) თავისი გასაოცარი ქმნილების — ჰერშელის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრეობას ზეიმობს და მის მიერ გადაღებულ მრავალ თვალწარმტაც ფოტოს აქვეყნებს. ღრუბლის კომპლექსი სამი რეგიონისგან შედგება, რომლწებსაც W3-ს, W4-სა და W5-ს უწოდებენ. ინიციალი W ეწოდა ჰოლანდიელი ასტრონომის, გარტ ვესტერჰუტის პატივსაცემად, რომელმაც ეს ღრუბლები 1950-იან წლებში პირველმა შენიშნა, როდესაც ირმის ნახტომს რადიოტალღებით იკვლევდა. ათეულობით წლის შემდეგ, ESA-მ მსოფლიოში უდიდესი ინფრაწითელი ტელესკოპი ააშენა, რომელსაც ასტრონომების — კაროლინ და უილიამ ჰერშელების სახელი უწოდა. ტელესკოპი კოსმოსში 2009 წელს გაუშვეს, რასაც შედეგად მოჰყვა ახალი ფოტოებისა და აღმოჩენების მთელი ნაკადი. 2010 წელს, ჟურნალმა Astronomy & Astrophysics-მა გამოაქვეყნა სპეციალური მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჰერშელის ტელესკოპს უკვე ჩატარებული ჰქონდა 152 პირველადი კვლევა. ყველაფერი კი ჯერ ისევ წინ იყო. მათ შორის იყო ვარსკვლავური აფეთქებებით ცნობილი გასაოცარი გალაქტიკა HFLS3, რომელიც წელიწადში 3000 მზის მასის ვარსკვლავებს გამოაფრქვევს. მაგრამ დავუბრუნდეთ მაგიური მოლეკულური ღრუბლების ფოტოებს. კომპლექსი მდებარეობს კასიოპეას თანავარსკვლავედში. ESA-ს მიხედვით, ეს არის „ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი მთელს ირმის ნახტომში მასიურ ვარსკვლავთა სიცოცხლისა და სიკვდილის შესასწავლად“. ეს ყველაფერი კი იმის წყალობით, რომ ჰერშელის ობსერვატორიის მიერ გამოყენებულ შორ-ინფრაწითელ, მაღალი გარჩევადობის ტალღის სიგრძეებს შეუძლია ღრუბლებში მიმოფანტული ვარსკვლავური მტვრის ვარვარების დაჭერა; შედეგად, ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ თუ როგორ მიედინება ვარსკვლავური გაზები ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა ირგვლივ. ქვემოთ მოცემულია W3, რომელიც მიჩნეულია მასიური ვარსკვლავების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფაბრიკად მთელ ჩვენს გალაქტიკაში; ამ ღრუბელში თავმოყრილია ჩვენს მზეზე ასობით ათასჯერ მეტი მასა.  
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
გამოქვეყნებულია: 2017-09-30 19:24:00
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უახლოეს ხუთ წელიწადში გეგმავს. ორშაბათს, მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში, საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესზე, „მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ“ გეგმას წარმოადგენდა. დიდი ალბათობით, ცვლილებები უნდა შეხებოდა ორნაწილიან, 40-სართულიანი შენობის სიმაღლის ხომალდს, რომელსაც საპლანეტათშორისო სატრანსპორტო სისტემა ეწოდება და რომელმაც, წითელ პლანეტაზე თავდაპირველად 100-200 ადამიანი უნდა წაიყვანოს. როდესაც საპრეზენტაციო ეკრანზე დაეწერა „2022“, მასკმა იგრძნო, რომ საჭირო იყო განმარტება: „ეს არ გახლავთ ბეჭდვისას დაშვებული შეცდომა... ეს მისწრაფებაა“. 2022 წლისთვის, SpaceX მარსზე სულ მცირე ორი სატვირთო ხომალდის დასმას გეგმავს, რომელთა მიზანი „წყლის რესურსების შეფასება და რისკების იდენტიფიცირება“ იქნება; გარდა ამისა, ხომალდებმა პლანეტაზე უნდა განათავსონ ენერგიის მიმღები, საბურღი და სიცოცხლისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა. წყლის რესურსები აუცილებელია ხომალდების რეაქტიული აჩაქარებისა და უკან, დედამიწაზე დაბრუნებისათვის. 2024 წლისთვის, მასკს უკვე ოთხი ხომალდის სურს, რომელთაგან ორი, 100-100 ადამიანს წაიყვანს, ორი კი ტვირთებს წაიღებს. გზაში ისინი სამ თვეს გაატარებენ. ეს მისია თან წაიღებს რაკეტების გაშვების დეპოს აშენებისათვის საჭირო ტექნიკას — მზის პანელებსა და საბურღ აღჭურვილობას წყლისა და CO2-ის გადასამუშავებლად.  ამის შემდეგ, ერთი ხომალდით დაწყებული ბაზა ზრდას დაიწყებს:  რამდენიმე ხომალდი:  
წაკითხვა
რა მოხდება თუ ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში ბირთვულ აფეთქებას მოახდენს
გამოქვეყნებულია: 2017-09-29 21:10:00
ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთ უმძლავრეს ბირთვულ აფეთქებებს გეგმავდეს. გავრცელებული ინფორმაციით, იზოლირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რინგ იონგ-ჰომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ნამდვილად განიხილავს ასეთ საცდელ აფეთქებებს. „შესაძლოა ეს იყოს წყალბადის ბომბის ყველაზე მძლავრი აფეთქება წყნარ ოკეანეში“, — სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap News Agency-ის ცნობით, ამის შესახებ რინგ იონგ-ჰომ ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, გაერო-ს ასამბლეაზე განუცხადა. „წარმოდგენა არ გვაქვს, რა შეიძლება მოხდეს, რადგან ბრძანებებს მხოლოდ კიმ ჩენ ინი გასცემს“. მსგავსი ვარაუდი დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის აგორებულ საომარ რიტორიკას მოჰყვა.  გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა კიმ ჩენ ინს თვითმკვლელი „რაკეტის კაცი“ უწოდა და ჩრდილოეთ კორეის „სრული განადგურებით“ დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუკი „აშშ იძულებული გახდება დაიცვას საკუთარი თავი და მოკავშირეები“. აშშ-ის პრეზიდენტს კიმ ჩენ ინმა წერილობითი განცხადებით უპასუხა, რომელშიც ტრამპს „ფსიქიკურად ავადმყოფი, გამოჩერჩეტებული მოხუცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „შეშინებული ძაღლი უფრო ხმამაღლა ყეფს“. ტრამპის გამოსვლა ბევრმა ექსპერტმა გააკრიტიკა და აღნიშნეს, რომ მისმა სიტყვებმა შესაძლოა კიმ ჩენ ინს უფრო უბიძგოს დრამატული ქმედებებისაკენ. ბოლო წლებში, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე მძლავრი საცდელი ბირთვული აფეთქება განახორციელა, თუმცა მიწისქვეშ, მთების სიღრმეში. ბირთვული აფეთქება ჰაერში, მიწის პირზე, წყალქვეშ ან კოსმოსში, უკვე ათწლეულებია არავის განუხორციელებია. თუკი ჩრდილოეთ კორეა მიწისზედა ბირთვულ აფეთქებებს მოახდენს, მათ შორის უმძლავრესს წყნარ ოკეანეში — ცივი ომის პერიოდის საცდელი აფეთქებების მდიდარი ისტორია ნათლად გვთავაზობს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს.  რატომ არის ატმოსფერული ბირთვული ცდები სახიფათო 1945 წლის შემდეგ, აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა 2000-ზე მეტი
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ დაიწყო - აღმოჩენილია უძველესი სიცოცხლის ახალი კვალი
გამოქვეყნებულია: 2017-09-29 20:32:00
დროა, სიცოცხლის საიუბილეო ტორტზე უფრო მეტი სანთლები დავამატოთ — დაზუსტებისათვის, დაახლოებით 150 მილიონი ცალი.  ჩრდილოეთ კანადის კლდეებში აღმოჩენილია ნიშნები, რომელიც აჩვენებს, რომ  სიცოცხლე თავის საქმეს დაახლოებით 3,95 მილიარდი წლის წინაც აკეთებდა. შედეგად, ხელთ გვაქვს ახალი ნამარხი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ბიოლოგია იმაზე უფრო მგზნებარე ყოფილა დედამიწაზე დასაწყებად, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლაბრადორის რეგიონის დანალექი ქანების შემადგენელი ნახშირბადის იზოტოპების ანალიზის შედეგად, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთეს. იმ ტიპის ქანები, რომლებსაც იაპონელებმა ანალიზი ჩაუტარეს, თარიღდება დედამიწის ისტორიის ადრეული, ე. წ. ეოარქეული პერიოდით. ეს გახლავთ 4 - 3,6 მილიარდი წლის წინანდელი ეპოქა, როდესაც დედამიწის ქერქი ჯერ კიდევ ახალი იყო, ატმოსფერო კი მძიმე და შეიცავდა შედარებით ნაკლებ ჟანგბადს. პლანეტის ზედაპირზე ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ეოარქეული პერიოდის ქანების პოვნა. უმეტესი ნაწილი შემდეგში გადნა, დაბლა, მანტიაში აიდღვიბა ან მტვრად გაიფანტა. გადარჩენილებს შორის, ძალიან ცოტაა უძველესი ქიმიის ნიშნების პოვნისათვის შესაფერისი. ერთ-ერთი გამონაკლისია გრენლანდიაში გადაჭიმული კლდოვანი ქანების ზოლი, სახელად ისუას სარტყელი. ამ ქანებიდან აღებულ ნიმუშებში ნაპოვნია სულ მცირე 3,7 მილიარდი წლის წინანდელი სიცოცხლის ქიმიური ხელწერა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგივე ნიშნების აღმოჩენა ვერ მოხერხდა ეოარქეული პერიოდის მსგავსი ადგილებიდან აღებულ ქანებში. დონოზავრის კბილებისა და სხვა უძველეს არსებათა შთამბეჭდავი ნაშთებისგან განსხვავებით, უძველეს სიცოცხლეს არ დაუტოვებია ისეთი კვალი, რომ ადვილად შესამჩნევი იყოს. საუბარი არაა არც პრიმიტიულ ბაქტერიებზე.  სანაცვლოდ, ადრეული ბიოქიმიის ეს კვალი წარმოდგენილია გრაფიტის ან კარბონატების ფორმით. ნივთიერების გაცხელებითა და მისი შემცველი ნახშირბადის იზოტოპების ანალიზით, მკვლევრებს შეუძლიათ განსაზღვრონ არის თუ არა ისინი ორგანული წარმოშობის, ანუ წარმოადგენს თუ არა უძველეს უჯრედთა განმარხებულ ნაშთებს თუ უბრალოდ გარკვეულ გეოქიმიურ პროცესთა შედეგია. ზოგიერთ უძველეს ქანებში
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-29 19:53:00
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მარსზე გამგზავრება მხოლოდ დროის საკითხია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც ამ დროს ისმის, შემდეგია — როდესაც იქ ჩავალთ, როგორ ვაპირებთ ცხოვრებას?  არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მთლიანი ქალაქის მშენებლობით გეგმავს, რომელიც აქ, დედამიწაზე გაშენდება და მაქსიმალურად სიმულირებული იქნება მარსის გარემო პირობები. ქალაქის მშენებლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფებამ გასულ კვირას, ყოველწმიური შეხვედრაზე დააანონსა; მშენებლობა 136$ მილიონი დაჯდება; შერჩეულია სახელიც — მარსის სამეცნიერო ქალაქი. პროექტი მიეკუთვნება მოჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსური ცენტრის ემირატების მარსის მისიას, რომელიც 2117 წლისთვის წითელ პლანეტაზე ადამიანთა კოლონიის დაარსებას გეგმავს. ქალაქი გაშენდება 177 000 კვადრატულ მეტრზე, აშშ-ის კუნძულ ალკატრასის ფართობზე ორჯერ დიდ ტერიტორიაზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდმა Twitter-ზე მას „განსაცვიფრებელი ეროვნული პროექტი“ უწოდა. ქალაქი დანიელმა არქიტექტორმა ბიარკე ინგელსმა არაბ მეცნიერებთან და ინჟინრებთან ერთად დააპროექტა და მოიცავს ფუტურისტულ გუმბათოვან ნაგებობათა სერიებს. შენობებს შიგნით განთავსდება ლაბორატორიები, რომელთა მიზანიც იქნება იმის გარკვევა, თუ როგორ მოხერხდება საკვების, ენერგიისა და წყლის მართვა; მოეწყობა მუზეუმიც, რომელიც მიეძღვნება კაცობრიობის უდიდეს კოსმოსურ მიღწევებს; დუბაის მედია-ოფისის განცხადებით, კედლებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ქვიშისგან დაამზადებს 3D პრინტერი. არსებობს რამდენიმე შეზღუდვა, რომელსაც ქალაქი ასევე მოაგვარებს. არ იქნება საჭირო ჟანგბადის წარმოება, მოსახლეობა არც იმ რადიაციას მიიღებს, რაც მარსზეა; წითელ პლანეტას არ გააჩნია მაგნიტური ველი, რომელიც მას საზიანო ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაიცავდა. მარსის ზედაპირს დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ 38% აქვს, ასევე გაცილებით დაბალია მისი საშუალო ტემპერატურა. ლაბორატორიები მოახდენს მარსის გარემოს სიმულაციას, ასევე დაბლოკავს სიცხესა და რადიაციას. გეგმის მიხედვით, ჯგუფი ქალაქში ერთ წელიწადს იცხოვრებს და შექმნის არასტუმართმოყვარე პლანეტაზე გრძელვადიანი ცხოვრების სტრატეგიას. 
წაკითხვა
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ერთ საათში - ელონ მასკის ინოვაციური იდეა
გამოქვეყნებულია: 2017-09-29 13:16:00
​კომპანია SpaceX-ის დამაარსებელმა ელონ მასკმა ასტრონავტების საერთაშორისო კონფერენციაზე ახალი იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ადამიანები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას ერთ საათში, ხოლო უშორესი მანძილების დაფარვას 30 წუთში შეძლებენ. ​ელონ მასკმა დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული სურათიც დაუხატა და ვიდეოგამოსახულებაც უჩვენა. ვიდეოში ვხედავთ, რომ ნიუ იორკში მდინარე ჰუდსონზე განთავსებულია სადგური, სადაც ადამიანები სპეციალურ საფრენ აპარატში სხდებიან და შანხაის მიმართულებით მიფრინავენ. რაკეტის ტიპის საფრენი მოწყობილობა მანძილის დაფარვას 39 წუთში ახერხებს. ​ელონ მასკის თქმით, მსოფლიოში დღეს არსებული ყველაზე ხანგრძლივი საჰაერო ფრენები 30 წუთამდე შემცირდება. მაგალითად, ლოს ანჯელესიდან ტორონტომდე მგზავრობას 24 წუთი, ხოლო ლონდონიდან დუბაიმდე მგზავრობას 24 წუთი დასჭირდება.​"თუ ჩვენ მსგავს მოწყობილობებს ვაშენებთ იმისათვის, რომ მარსსა და მთვარეზე გავფრინდეთ, რატომ არ უნდა წავიდეთ დედამიწის რომელიმე წერტილში", - განაცხადა ელონ მასკმა კონფერენციაზე.იდეის მიხედვით, სამგზავრო რაკეტა ატმოსფეროს დატოვებს და შემდეგ დანიშნულების წერტილთან მისვლის დროს, ისევ ატმოსფეროს გავლით დაჯდება ხმელეთზე. 
წაკითხვა
4000 წლის სამარხში თავმოჭრილი ბაყაყებით სავსე ქილა აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 21:11:00
იერუსალიმში აღმოჩენილი 4000 წლის სამარხი საკმაოდ საოცარ სიურპრიზს მალავდა — სამგლოვიარო ჭურჭელს, რომელშიც სულ მცირე, ცხრა ციცქნა გომბეშოს ძვლები ეყარა; როგორც ირკვევა, ქილაში ჩაყრამდე, ბაყეყებისთვის თავები დაუჭრიათ.  სამარხი ნაჰალ-რაფაიმის აუზში, იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სიახლოვეს, 66 სხვა საფლავთან ერთად აღმოაჩინეს. ეს ზონა განსაკუთრებით დასახლებული ყოფილა ქანაანელთა პერიოდში; რეგიონში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ორი დასახლება, ორი ტაძარი და მრავალი საფლავი. სამარხები შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. გარდაცვლილათათვის საკვებით სავსე სამგლოვიარო ჭურჭლის ჩატანება უცხო არაა, მაგრამ ნამდვილად გასაოცარია ასეთ ქილაში ბაყაყების პოვნა. „როგორც მახსოვს, ისრაელში ბაყაყები აღმოჩენილია ერთადერთ სხვა ადგილას — ვადი-არაში და ისინი გვიანდელი ბრინჯაოს ხანით თარიღდება“, — უთხრა The Times of Israel-ს ისრაელის სიძველეთა სამმართველოს წარმომადგენელმა, გათხრების ხელმძღვანელმა შუა კისილევიცმა. საფლავი საგანგებოდ იყო დალუქული დიდი ქვით. შიგნით აღმოაჩინეს მხოლოდ ერთი ადამიანის ცუდად შენახული ჩონჩხი, რომლის ირგვლივაც ხელუხლებელი ვაზები და თიხის ქილები ეყარა. „საგანგებოდ დალუქული სამარხების აღმოჩენა არქეოლოგისთვის შეუფასებელი საგანძურია, რადგან ისინი ერთგვარი დროის კაფსულებია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვიხილოთ საგნები თითქმის ზუსტად ისეთი, როგორებიც დატოვეს“, — აღნიშნავენ კისილევიცი და ზოჰარ ტურგმენ-იაფი. სხვა სამარხებში აღმოჩნდა მიცვალებულისთვის ჩატანებული  მრავალგვარი საკვები, მაგალითად თხები, ხარები და გაზელები, ისევე როგორც ლამპრები, ამულეტები, ქინძისთავები და ა. შ. „მიგვაჩნია, რომ ეს ისეთი საკვები იყო, როგორსაც გარდაცვლილები სიცოცხლეში მოიხმარდნენ. სწორედ ამიტომაა ბაყაყები თავმოჭრილი. საკვებად მომზადებამდე, ბაყაყისთვის თავი უნდა მოეჭრათ, რათა შემდეგ კანი გაეცალათ“, — ამბობს კისილევიცი. აღმოჩენას ჯგუფი 2017 წლის 18 ოქტომბერს, ებრაულ უნივერსიტეტში, არქეოლოგიურ კონფერენციაზე წარადგენს.  
წაკითხვა
NASA და რუსეთი ისტორიაში პირველ მთვარის სადგურს ერთობლივად ააშენებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 20:47:00
2017 წლის გაზაფხულზე, NASA-მ გაამჟღავნა საკუთარი გეგმები იმასათან დაკავშირებით, თუ რისთვის სჭირდებოდა კოსმოსური გაშვების სისტემის Space Launch System (SLS) რაკეტა: იგეგმება ღრმა კოსმოსის კარიბჭის (Deep Space Gateway) აგება — კოსმოსური სადგური ე. წ. სისლუნარულ ორბიტაზე (დედამიწასა და მთვარეს შორის), რომელსაც ტრამპლინად გამოიყენებენ მზის სისტემის კვლევებში. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ეს იქნებოდა NASA-ს პროექტი და სააგენტო მას 2021-2026 წლებში ააშენებდა, ოთხ ძირითად მოდულს კი რამდენიმე SLS რაკეტით აიტანდა. დეტალები ბურუსით იყო მოცული, ბევრი არაფერი იყო ცნობილი მრავალი საჭირო კომპონენტისა და კონტრაქტორების შესახებ. თუმცა, გუშინ, NASA-მ და რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო „როსკოსმოსმა“ გაავრცელეს ცნობა, რომ ამ სადგურს ისინი ერთობლივად ააშენებენ. შეთანხმებას მათ ხელი ავსტრალიაში მოაწერეს, ადელაიდაში გამართულ 68-ე საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესზე. საინტერესოა, რა წვლილს შეიტანს პროექტში რუსეთი? სააგენტო TASS-ის ცნობით, როგორც რუსეთის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ისინი სადგურის ოთხი მოდულიდან ერთ-ერთს ააგებენ, ისევე როგორც შეპირაპირების მექანიზმს, რომელსაც კოსმოსური ხომალდები სადგურთან მიახლოებისას გამოიყენებენ. გარდა ამისა, რუსეთი თავის თავზე იღებს სადგურის ზოგიერთი დეტალის ატანას თავისი ახალი, სუპერმძიმე ტვირთების ამწევი რაკეტით. რაკეტა მათ არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს რაკეტა Angara, რომელზე მუშაობაც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და მისი პირველი ფრენა უახლოეს რამდენიმე წელიწადში იგეგმება. ღრმა კოსმოსის კარიბჭე ძირითადი დანიშნულების ადგილი იქნება NASA-სთვის ადამიანების კოსმოსში გასაშვებად მას შემდეგ, რაც დასრულდება SLS და „ორიონის“ მოდულებზე მუშაობა. 2018 წელს, რაკეტა SLS ორიონის კაფსულას მთვარის მიღმა გადაიტანს. სწორედ SLS იქნება გამოყენებული იუპიტერის სისტემაში ხომალდ „ევროპა კლიპერის“ გასატანადაც. თავდაპირველი სტრატეგიის მიხედვით, გაშვებები დაგეგმილი იყო 2021-2023 წლებში, როდესაც უნდა გაშვებულიყო მზის ენერგიაზე მომუშავე ავტობუსის მოდული, რომელსაც 2024 წელს საცხოვრებელი მოდული უნდა მოჰყოლოდა, 2025 წელს ლოჯისტიკის მოდული, საბოლოოდ კი ატმოსფერული მუხრუჭის მოდული 2026 წელს. 
წაკითხვა
დედა მაიმუნმა მკვდარი შვილის მუმიფიცირებული სხეული შეჭამა - კანიბალიზმის უიშვიათესი შემთხვევა
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 20:28:00
ისეთი პრიმატები, როგორებიც არიან ადამიანის მსგავსი მაიმუნები, მაიმუნები და შიმპანზეები ხშირად ზედმეტად ჰგვანან ადამიანებს გარემოსათვის მათ მიერ გაცემულ პასუხებში. მაგალითად, შემჩნეულია, რომ გასაოცრად მგრძნობიარედ გამოხატავენ მწუხარებას, როდესაც მათი ტომის რომელიმე წევრი კვდება. ცნობილია ისიც, რომ დედა პრიმატები გარკვეული ხნით თან ატარებენ თავიანთ მკვდარ შვილებს; უცნობია, ეს ქცევა მოტივირებულია მწუხარებით თუ უბრალოდ იმით, რომ დედამ შვილის სიკვდილის შესახებ არ იცის. თუმცა ამჯერად, პირველად ისტორიაში, დაფიქსირებულია ფაქტი, რომ ტონკურმა მაკაკამ თავის მკვდარი, მუმიად ქცეული შვილი შეჭამა. მაკაკამ, სახელად ეველინმა, იტალიაში, პიანო-დელ'აბატინოს ცხოველთა ნაკრძალში იმშობიარა. თუმცა, მისი ჩვილი ოთხ დღეში მოკვდა. პირველი ორი დღე, მაიმუნი განადგურებული იყო, გაუჩერებლად ყვიროდა და საპყრობილის კარზე აბრახუნებდა.  შემდეგ ყურადღება მან შვილის გვამზე გადაიტანა, აქეთ-იქიდა დაჰქონდა და უვლიდა როგორც ცოცხალს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი მის თავსა და სახეს აქცევდა. „პირველივე კვირაში, გვამი გამოშრა და უკვე მერვე დღეს, ის სრულყოფილ მუმიად იქცა. მეთოთხმეტე დღეს, ჩონჩხმა დანაწევრება დაიწყო“, — წერენ მკვლევრები დოკუმენტში.  „მეორე კვირაში, ეველინს გვამი კვლავ მუცელზე მიკრული დაჰქონდა და მის მოვლასაც აგრძელებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღარ არსებობდა კანი და ხორცი, დარჩენილი იყო მხოლოდ ძვლები. მაიმუნს გვამი სულ თან დაჰქონდა, ხან ხელში ეჭირა, ხან პირში და საჩქაროდ იღებდა, თუკი დაუვარდებოდა“. „ჯგუფის წევრი სხვა მაიმუნები ეველინს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ და არც მისი პატარას გვამზე შეხებას ცდილობდნენ“. მეცხრამეტე დღეს, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ეველინი გვამის მცირე ნაწილებს ჭამდა. 22-ე დღეს, გვამი მთლიანად დაიშალა და მისი ნაწილები მთელ გალიაში მიმოიფანტა, თუმცა, რომელიმე ნაწილი ეველინს მაინც მუდმივად თან დაჰქონდა პირით ან ხელით. 25-ე დღეს, მაიმუნს უკვე შეჭმული ჰქონდა მთლიანი გვამი, იატაკზე მხოლოდ ერთი ძვალიღა ეგდო. გარდაცვლილი ნაშიერების შეჭმა პრიმატთა სხვა სახეობებშიცაა შემჩნეული. ასე იქცევიან ბაბუინები, ორანგუტანები, გარეული ბონობოები, იაპონური მაკაკები და რეზუსი მაკაკები. მათი ასეთი საქციელის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია. რაც შეეხება ამ კონ
წაკითხვა
გრავიტაციული ტალღები კვლავ დაფიქსირებულია, ამჯერად უდიდესი სიზუსტით
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 20:02:00
2016 წელს, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ნამდვილი ისტორია შექმნა, როდესაც საზოგადოებას ამცნეს, რომ ისტორიაში პირველად, დადასტურებული იყო გრავიტაციული ტალღების არსებობა — დროისა და სივრცის მატერიის ჭავლები, რომლებიც ორი შავი ხვრელის შეჯახების შედეგადაა წარმოქმნილი. მას შემდეგ, გრავიტაციულ ტალღათა ასტრონომიამ დიდი ნახტომი განიცადა შავ ხვრელთა შეჯახების დაფიქსირების საქმეში და ამჯერად, მკვლევრები იყენებენ უკვე არა ორ, არამედ სამ დეტექტორს — თითქმის ათჯერ გაუმჯობესებულია სიზუსტე, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრონომებს ტალღების წყაროს მიგნებაც შეუძლიათ. შეჯახება ირმის ნახტომიდან 1,8 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში მოხდა, მზეზე 31-ჯერ და 25-ჯერ უფრო მასიურ ორ შავ ხვრელს შორის. შეჯახების შედეგად წარმოიქმნა ერთი შავი ხვრელი, რომლის მასაც მზისას 53-ჯერ აღემატება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაკვირვებისათვის სამი დეტექტორი გამოიყენეს; LIGO-ს კუთვნილი ორი დეტექტორი განთავსებულია აშშ-ში, ლუიზიანისა და ვაშინგტონის შტატებში; საქმეში პირველად ჩაერთო იტალიაში მდებარე განახლებული დეტექტორი Virgo. პირველად დაფიქსირებული დრო-სივრცის ჭავლები ორი შავი ხვრელის შეჯახების შედეგად გამოწვეული შოკური ტალღები იყო. აღმოჩენას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა — დასტურდებოდა აინშტაინის მიერ თავის ფარდობითობის ზოგად თეორიაში გაკეთებული უკანასკნელი, მთავარი პროგნოზი. ისევე როგორც რადიოტელესკოპებმა შესძლეს სამყაროს ისეთო ობიექტებისა და მოვლენების დაფიქსირება, რომლებიც ოპტიკურ ტელესკოპთათვის უხილავია, გრავიტაციული ტალღების ასტრონომია სრულიად ახალი გზა ხდება ისეთი საგნების აღმოსაჩენად, რომელთა არსებობის შესახებ არც არაფერი ვიცოდით. 2016 წლის განცხადების შემდეგ, LIGO-მ შავ ხვრელთა შეჯახების შედეგად წარმოქმნილი კიდევ ორი გრავიტაციული ტალღა დააფიქსირა. ამჯერად, ეს უკვე მეოთხე აღმოჩენაა. LIGO-სა და Advanced Virgo-ს დაკვირვებები 1 აგვისტოს დაიწყო; აღმოჩენა 14 აგვისტოს გაკეთდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს პირველი
წაკითხვა
პლუტონის უცნაური ყინულის ცათამბჯენების საიდუმლო ამოხსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 20:29:00
NASA-ს მისია New Horizons-მა პლუტონის შესახებ არსებულ ჩვენს ცოდნაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, როდესაც 2015 წლის ივლისში ხომალდმა ამ შორეულ სხეულს ჩაუფრინა. მის სხვა მრავალ აღმოჩენას შორის იყო უცნაურ წარმონაქმნთა ფოტოები, რომლებიც ყინულის გიგანტურ დანებს წააგავდა; მათი წარმომავლობა საიდუმლოებით რჩებოდა მოცული.  ამჯერად, მეცნიერებს უკვე აქვთ ამ „ბასრი ხმელეთის“ მომაჯადოებელი ახსნა: სტრუქტურები თითქმის მთლიანად მეთანის ყინულისგან შედგება და სავარაუდოდ, წარმოქმნილია ზედაპირზე განვითარებული სპეციფიკური სახის ეროზიის შედეგად, რომელმაც გზად დატოვა დრამატული სვეტები და ციცაბო ნაპრალები. ამ დაკბილული გეოლოგიური ქედის ნახვა შესაძლებელია პლუტონის მაღლობებზე, ეკვატორის სიახლოვეს; სვეტები ცაში ათობით მეტრზეა აჭრილი, დაახლოებით ნიუ-იორკის ცათამბჯენების სიმაღლეზე. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 500 მეტრამდე უნდა აღწევდეს. ისინი პლუტონის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მახასიათებლებია; როგორც ახლა ირკვევა, ეს შვერილები დაკავშირებულია პლუტონის კომპლექსურ კლიმატთან და გეოლოგიურ წარსულთან. ჯგუფმა, რომელსაც New Horizons-ის ჯგუფის წევრი ჯეფრი მური ხელმძღვანელობდა, განსაზღვრა, რომ ამ ბასრი ზედაპირის წარმონაქნმები ჩამოყალიბებას იწყებს პლუტონის უკიდურეს მაღლობებზე, ატმოსფეროში მეთანის გაყინვით, ზუსტად იგივე გზით, როგორც დედამიწის ზედაპირზე ან თქვენს მაცივარში თრთვილი წარმოიქმნება. „როდესაც დავადგინეთ, რომ ბასრი ზედაპირი მეთანის ყინულის მაღალი დეპოზიტებისგან შედგებოდა, ჩვენს თავს ვკითხეთ, თუ რატომ წარმოქმნის ის ამ ქედებს და არ იღებს უბრალოდ ყინულის მოზრდილი ამოზნექილობების ფორმას ზედაპირზე“,  — ამბობს მური. „როგორც ჩანს, პლუტონი მუდმივად განიცდის კლიმატის ცვალებადობას და ხანდახან, როცა ჯუჯა პლანეტა ოდნავ თბება, მეთანის ყინული აორთქლებას იწყებს“. ამ პროცესს, როდესაც ყინული პირდაპირ აირად გარდაიქმნება, თხევადის მდგომარეობის გამოტოვებით — მეცნიერები „სუბლიმაციას“ უწოდებენ. 
წაკითხვა