საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 20:02:00
NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ასტრონავტების გაგზავნა მომდევნო 15-20 წელში. ჩინეთი იმედოვნებს, რომ წითელ პლანეტაზე ადამიანებს 2020-2030 წლებში გაგზავნის; მარსზე ფეხის დადგმას რუსეთიც კი გეგმავს. ამასობაში, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი ცდილობს კოსმოსური ფრენების დანახარჯები იმდენად შეამციროს, რომ მარსზე 1-მილიონიანი კოლონიის დაარსება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. მაგრამ თუკი კოსმოსური რადიაცია ადამიანებისათვისაც ისეთივე საშიში აღმოჩნდა, როგორც ეს თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, მარსზე გამგზავრება შესაძლოა იმაზე გაცილებით სახიფათო იყოს, ვიდრე ვინმე იფიქრებდა. პრობლემის თავი და თავი კოსმოსური გამოსხივებაა.  კოსმოსური გამოსხივების საფრთხე კოსმოსური სხივები მაღალი ენერგიის მქონე ატომური და სუბატომური ნაწილაკებია, რომლებიც გამოიტყორცნება აფეთქებული ვარსკვლავებისგან, შავი ხვრელებისგან და სხვა უმძლავრესი კოსმოსური წყაროებისგან. ამ სხივებს შეუძლია დნმ-ის დაზიანება, კიბოს რისკების გაზრდა, იწვევს მხედველობის შემასუსტებელ კატარაქტებს, ნერვული სისტემის დაზიანებას, ზრდის სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ასტრონავტებში წარმოშობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კიდევ სხვა საფრთხეებს. მკვლევრებმა დანამდვილებით იციან, რომ ასტრონავტები გაცილებით მაღალ რადიაციას იღებენ, ვიდრე დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები, რადგან ამ საშიში ენერგიის დიდ ნაწილს ჩვენი პლანეტის ატმოსფერო შთანთქავს. კოსმოსური რადიაციის მნიშვნელოვან ნაწილს ასევე შლის და მიმართულებას უცვლის დედამიწის მაგნიტური ველი, რაც იცავს პლანეტის ზედაპირიდან 402 კმ სიმაღლეზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებს. თუმცა, მარსისაკენ მიმავალი გზა კოსმოსური სხივებისთვის აბსოლუტურად ღიაა.  წარსულში თაგვებზე ჩატარებული ცდები, რომლებმაც ამ ცხოველებში კიბო გამოიწვიეს, ხელახლა შეისწავლეს ლას-ვეგასის ნევადის უნივერსიტეტის მკვლევრებმა — ფრენკ კუსინოტამ და ელიედონა კაკაოატმა; მათი მიზანი აღნიშნული პრობლემის უფრო ღრმად შესწავლა იყო. 
წაკითხვა
ავსტრალია საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 19:15:00
ავსტრალიის ფედერალური მთავრობის ცნობით, ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ექნება ეროვნული კოსმოსური სააგენტო. მსგავსი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ექსპერტთა დაჟინებული ზეწოლის შემდეგ მიიღო, რომლებიც მთავრობას სულ უფრო ხშირად აფრხილებდნენ, რომ ქვეყანა არ იჯდა იმ ნავში, რომლის წილიც მსოფლიო ინდუსტრიაში 420 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს შეადგენს. „გლობალური კოსმოსური ინდუსტრია სწრაფად იზრდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ავსტრალია ამ ზრდის მონაწილეა“, — აღნიშნა ავსტრალიის მრეწველობის, ინოვაციებისა და მეცნიერების მინისტრმა მიკაელა კეშმა. „ეროვნული კოსმოსური სააგენტო უზრუნველგვყოფს სტრატეგიული, გრძელვადიანი გეგმით, რომელიც ხელს შეუწყობს კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებას, ამავე დროს, გაზრდის ჩვენს შიდა კოსმოსურ ინდუსტრიას“. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი 35 ქვეყნიდან კოსმოსური სააგენტო მხოლოდ ორ სახელმწიფოს არ აქვს — ავსტრალიას და ისლანდიას. აღსანიშნავია ისიც, რომ საკუთარი კოსმოსური სააგენტოები აქვთ ამ ორგანიზაციის მრავალ არაწევრ ქვეყანას, მაგალითად ვიეტნამსა და ფილიპინებს.  2017 წლის მარტში, ავსტრალიის კოსმოსური ინდუსტრიის ასოციაციამ — ორგანიზაციამ, რომელიც ხელს უწყობს ავსტრალიის კოსმოსურ სექტორს, გამოსცა დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად აღწერდა ადგილობრივი კოსმოსური სააგენტოს შემთხვევას, ძირითად აქცენტს აკეთებდა სამუშაო ადგილებსა და ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც მას კომერციული სექტორისთვის უნდა მოეტანა, ასევე ხაზს უსვამდა სამთავრობო სექტორის სარგებელს. ეს იქნება ახალი თანამგზავრული კომუნიკაციები, თანამგზავრული ტელევიზია, თანამგზავრული ნავიგაცია და თანამგზავრული ფოტოგრაფია, ისევე როგორც ამინდის მონიტორინგი და სამხედრო თანამგზავრები. ამჟამად, ავსტრალია თანამგზავრულ მონაცემთა უდიდეს ნაწილის სხვა ქვეყნებისგან ყიდულობს. მართალია, ქვეყანას რამდენიმე საკუთარი თანამგზავრიც აქვს, მაგრამ მათი კოსმოსში გაშვება მაინც სხვა სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. „ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვა ქვეყნებზე, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ეროვნული ინტერესები ჩვენსაზე მაღლა დააყენონ“, — უთხრა ABC-ს ოპოზიციის მეცნიერებისა და მრეწველობის პრესსპიკერმა კიმ კარმა. „აუცილებლად გვჭირდება, რომ შეგვეძლოს დავიცვათ საშინაო ინტერესები, გვესაჭიროება შევქმნათ საკუთარი ინდუსტრია და დავიცვათ სამუშაო ადგილები ავსტრალიის ნათელი მომავლისათვის“. 
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 18:50:00
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედულად მიემართება ასტეროიდ ბენუსკენ. იგი მხოლოდ ერთი წლის წინ, 2016 წლის 8 სექტემბერს გაუშვეს, თუმცა, იმისათვის, რომ დარჩენილი გზა ბოლომდე გაიაროს, დედამიწის გრავიტაციისგან დამატებითი, პატარა ხელის კვრა ესაჭიროება.  ჩვენს პლანეტას OSIRIS-REx-მა 22 სექტემბერს გადაუფრინა და ჯგუფმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, რათა ზონდის ინსტრუმენტები გაეტესტა და დაეკალიბრებინა. შედეგად, მონაცემები უკვე ხელთ გვაქვს — დედამიწის ფერადი, დიდებული კომპოზიტური კადრი, რომელიც OSIRIS-REx-ის MapCam-მა 170 000 კმ მანძილიდან გადაიღო.  ხომალდმა ძირითადად გადაიღო წყნარი ოკეანე, თუმცა ფოტოს მარცხენა დაბლითა კუთხეში, კარგად ჩანს ავსტრალიაც, მაღლა მარჯვნივ კი მექსიკის შტატი ქვემო კალიფორნია. ავსტრალიის ზემოთ, თქვენ ხედავთ ჩინეთს. სურათის თავში, მუქი ვერტიკალური ხაზები გამოწვეულია ექსპოზიციის მცირე დროით. OSIRIS-REx-ის ინტრუმენტები დამზადებულია ასტეროიდ ბენუს გადასაღებად, რომელიც დედამიწაზე გაცილებით ბნელია. დედამიწის სიკაშკაშის კომპენსირების მიზნით, კამერის ექსპოზიციის დრო მართლაც ძალიან მცირე იყო. ასეთი ხაზები ბენუს ფოტოებზე არ გამოჩნდება. ბენუს ორბიტული პერიოდი (მზის გარშემო ერთი შემოვლის დრო) დედამიწისაზე ოდნავ მეტია — 436,63 დღე, მაგრამ დედამიწიდან მისი დაშორება ცვალებადია. ბენუსთან ხომალდის შეხვედრა მოითხოვს უდიდეს სიფრთხილეს, უზუსტეს გათვლებს, უნარებსა და რა თქმა უნდა, ცოტა იღბალსაც. დედამიწის გრავიტაციის, როგორც შურდულის გამოყენების გარეშე, OSIRIS-REx ბენუსკენ ვერ გაემართებოდა, სადაც ის ნამდვილ ისტორიას დაწერს — შეაგროვებს და შესასწავლად დედამიწაზე ჩამოიტანს ასტეროიდის ნიმუშებს. მეთოდს, როდესაც კოსმოსური ხომალდი პლანეტის გრავიტაციას იყენებს დიდ ტრაექტორიაზე გაჭრისათვის საჭირო სიჩქარის ასაკრეფად —გრავიტაციულ დახმარებას ან შურდულს უწოდებენ. ასეთი მანევრი თავის დროზე ჩაატარეს ვოიაჯერებმა და კასინიმაც.  გრავიტაციულმა დახმარებამ OSIRIS-REx-ის სიჩქარე 3,778 კმ/წმ-ით გაზარდა და შეცვალა მისი მზის გარშემო ორბიტის დახრილობა, რათა ბენუსას დამთხვეოდა. 
წაკითხვა
Google 19 წლის გახდა - 19 თამაში, რომელსაც იუბილარი კომპანია გვთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 15:37:00
Google დღეს 19 წლის გახდა. კომპანია საკუთარ დაბადების დღეს ორიგინალურად აღნიშნავს. Google-ის მთავარ გვერდზე შესვლისას სპეციალური Doodle გვხვდება, რომელზე დაკლიკვის შემთხვევაშიც სპინერ-გვერდზე გადავდივართ. სპინერის მეშვეობით Google 19 თამაშს გვთავაზობს. მათ შორისაა, ისეთი ცნობილი თამაშები, როგორიცაა "იქსიკ-ნოლიკი", "სნეიკი" და ასე შემდეგ.Google 19 წლისააGoogle ​1998 წელს ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ დაარსდა. დღეს Google არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა მთელ მსოფლიოში. Google-ის თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია მრავალ ენაზე (მათ შორის ქართულადაც). მისი შექმნა ენდი ბეჩტოლშეიმს 100 000 ამერიკული დოლარი დაუჯდა, შეიქმნა სან მაიკროსისტემსისის მიერ.დღესდღეისობით Google-ს 160 ქვეყანაში 4.5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.ისტორია„Google-ის“ იდეა პირველად 1996 წლის იანვარში სამეცნიერო-კვლევით პროექტში დაიაბადა სტენფორდის უნივერსიტეტში, რომლის ავტორები იყვნენ ლერი პეიჯი და სერგეი ბრინი. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ სრულყოფილი საძიეობა სისტემა, რომელიც ყველას მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. პირველ საძიებო სისტემას, რომელიც შექმნეს „BackRub” უწოდეს. ცოტა ხნის შემდგომ შეცვალეს სახელი და „გუგლი“ დაარქვეს, რომელიც დაკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან “Googol” და ნიშნავს რიცხვს 1-ს მოყოლებული ასი ნული. ამ სისტემის შემქნელები ამბობდნენ, რომ სურდათ „გუგლი“ მომსახურებოდა ადამიანებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის საშუალებით. Sun Microsystems-ის დამფუძნებლის ენდი ბეხტოლშეიმის სახელს უკავშირდება კომპანია „Google-ის“ ლათინური მართლწერა - “Google”. ენდიმ, რომელიც იყო პირველი ინვესტორი ამ გიგანტში, ჩეკის გამოწერისას დაუშვა შეცდომა და სახელი დაწერა იმ ასოთა თანამიმდევრობით როგორც დღეს „გუგლი“ იწერება ლათინურად. ლერის და სერგეის მოუწიათ ფირმის თავიდან დარეგისტრირება ახალი სახელწოდებით, რათა გაენაღდებინათ პირველი ინვესტირებული თანხა 100 ათ
წაკითხვა
აღდგომის კუნძულის მოსახლეობის საიდუმლო ამოხსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 20:58:00
1722 წელს, ჰოლანდიელი მეზღვაურები აღდგომის კუნძულს მიადგნენ. პირველივე, რაც მათ თვალში მოხვდათ, მათკენ ზურგით შემობრუნებულ ქანდაკებათა ორი წყება იყო. ერთი მზერა კი ეკუთვნოდა ამ შორეული კუნძულის პოლინეზიელ მცხოვრებლებს — რაპა ნუის ხალხს. ამ საზოგადეობას კუნძულზე აგებული ჰქონდა 900-მდე მონოლითური ქანდაკება. ახალი კვლევა ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ მოახერხეს მათ ამდენი გასაოცარი ქანდაკების აგება. ამ ქანდაკებებს მოაის უწოდებენ და მათი ისტორია მეცნიერთათვის ყოველთვის დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა. პირველი ევროპელები, რომლებიც აღდგომის კუნძულს ესტუმრნენ, რაპა ნუის მოსახლეობად 1500-3000 ადამიანს ასახელებდნენ, შესაბამისად, მუდამ ბოლომდე გაურკვეველი რჩებოდა, თუ როდის და როგორ აღმართეს მათ ამდენი ქანდაკება. ამჯერად, როგორც კუნძულის სოფლის მეურნეობის პოტენციალის შეფასების ახალი ანალიზები მიუთითებს, კუნძულის მოსახლეობა ერთ დროს გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს 1700-იან წლებში ევროპელებმა იხილეს. „მიუხედავად თითქმის სრული იზოლაციისა, აღდგომის კუნძულის მცხოვრებლებმა შექმნეს რთული სოციალური სტრუქტურა და ხელოვნების ეს გასაოცარი ნიმუშები მანამ, სანამ რაღაც დრამატული ცვილება მოხდებოდა“, — ამბობს დეივისის კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი სერდრიკ პულსტოუნი. „როგორც ჩანს, ისტორიის პიკში, კუნძულის მოსახლეობა 17500 ადამიანს აღწევდა, რაც ბევრად აღემატება წინა შეფასებებს“. პულსტოუნმა და მისმა კოლეგებმა შეამოწმეს აღდგომის კუნძულის სხვადასხვა ადგილებზე აღებული ქანების ნიმუშები და შეისწავლეს კუნძულზე განთავსებული ამინდის ექვსი სადგურის ბოლო ორი წლის მონაცემები.  ნიადაგისა და ადგილობრივი კლიმატის ანალიზებზე დაყრდნობით, ჯგუფი ფიქრობს, რომ კუნძულის თითქმის 20%, ანუ დაახლოებით 3 134 ჰექტარი, გამოიყენებოდა რაპა ნუის მთავარი საკვების — ტკბილი კარტოფილის მოსაყვანად. სხვა კუნძულების საზოგადოებათა მოდელებისა და მონაცემების გამოყენებით, ჯგუფი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს — სულ მცირე 3000  და მაქსიმუმ 29 000 ადამიანი, რაც ბევრად აღემატება კუნძულის გამქრალი მოსახლეობის წინა შეფასებებს. „თუკი სოფლის მეურნეობის ჩვენეულ შეფასე
წაკითხვა
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 20:13:00
დღეისათვის, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება დაჟინებით ცდილობს ამოხსნას სწრაფი რადიოსიგნალების (FRB) საიდუმლო. ეს უმძლავრესი სიგნალები მხოლოდ მილიწამებს გრძელდება და მოდის ჩვენი გალაქტიკის გარედან. ჯერჯერობით არ ვიცით, რა არის ისინი. არც ის ვიცით, საიდან მოდის მათი უდიდესი ნაწილი, რადგან წყაროების უმეტესობა მხოლოდ ერთ სიგნალს გამოყოფს და შემდეგ დუმდება. პასუხი შეიძლება ნეიტრინოებში იმალებოდეს. სწორედ ამიტომ, საქმეში ერთვება დედამიწის სამხრეთ პოლუსზე განთავსებული ტელესკოპი IceCube.  FRB-ს შესახებ ასტრონომებმა პირველად 2007 წელს შეიტყვეს, როდესაც შეისწავლეს ავსტრალიის პარკსის ობსერვატორიის მიერ 2001 წელს ჩაწერილი რადიომონაცემები. პირველი ცოცხალი სწრაფი რადიოსიგნალი 2015 წელს დააფიქსირეს, კვლავ პარკსის ობსერვატორიაში. მას შემდეგ, დაჭერილია კიდევ მრავალი სხვა FRB. „ეს გახლავთ ასტრონომიულ მოვლენათა ახალი კლასი; ზოგადად, FRB-ს შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით“,  — ამბობს ვისკონსინის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჯასტინ ვანდენბრუკი, რომელიც IceCube-ის ტელესკოპთან მუშაობს. IceCube ოპტიკური ტელესკოპია, რომელიც სპეციალურად ნეიტრინოების დასაფიქსირებლად ააშენეს; ნეიტრინო ფაქტობრივად უმასო, უცნაური ელემენტარული ნაწილაკია; ძალიან მცირეა მისი ინტერაქციის შანსი ჩვეულებრივ მატერიასთან და მოძრაობს თითქმის სინათლის სიჩქარით. ნეიტრინოები შესაძლოა წარმოქმნილია ისეთი მაღალენერგიული, ძალადობრივი მოვლენებისა და ობიექტების მიერ, როგორებიცაა შავი ხვრელები, გამა-გამოსხივების ჭავლები, გალაქტიკათგროვები და აქტიური გალაქტიკები. სამხრეთ პოლუსის ნათელ, მშრალ, სტაბილურ ატმოსფეროში ამ ციცნქა ნაწილაკთა დასაფიქსირებლად, ტელესკოპი IceCube 5 160 ოპტიკურ მოდულსა და განსაკუთრებით ფართო ხედვის ველს იყენებს. როდესაც სხვა რადიოტელესკოპები FRB-ებს დააფიქსირებენ, IceCube-ის ჯგუფს შეუძლია რადიომონაცემები თავიანთ საკუთარ მონაცემებს შეადარონ და შეამოწმონ გაზრდილი ნეიტრინო-აქტივობა. სხვათა შორის, ისინი ასე უკვე მოიქცნენ თითქმის 30 FRB-ის შემთხვევაში, რომელთაგან 17 სიგნალი წამოსულია FRB 121102-დან — FRB-თა ანომალიური წყაროდან, რომლი
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 19:39:00
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წინანდელი ქალაქი, რომელიც სავარაუდოდ, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში უნდა დაარსებულიყო. უძველესი ნაქალაქარი ყალატგა-დარბანდი მდებარეობს ერაყის ქურთისტანის პროვინცია სულაიმანიაში, გადმოჰყურებს მდინარეს და მოიცავს უძველესი ფორტიფიცირებული დასახლების ნანგრევებს; ამ არეალს არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, სავარაუდოდ, ქალაქი დაახლოებით იმ პერიოდისაა, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მესოპოტამიისკენ გაემართა სპარსეთის მეფე დარიუს III-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. იმპერიის დამხობა რა თქმა უნდა, მებრძოლთა დაწყურებასაც მოითხოვდა; ყალატგა-დარბანდი ქურთულად „უღელტეხილის ციხესიმაგრეს“ ნიშნავს და შესაძლოა, ერთ დროს იგი ღვინით ვაჭრობის გადატვირთული ცენტრი იყო დიდების საძიებელ გზაზე მიმავალ ჯარისკაცთა და ვაჭართათვის. „მართალია, კვლევა ჯერ ახლა დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობთ, ეს უნდა ყოფილიყო ირანიდან ერაყში მიმავალ გზაზე მდებარე მოფუსფუსე ქალაქი“, — უთხრა The Times-ს ბრიტანეთის მუზეუმის არქეოლოგმა ჯონ მაკგინისმა. „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ როგორ ამარაგებდა ხალხი ამ გზაზე მიმავალ ჯარისკაცებს ღვინით“. მაკგინისი და მისი ჯგუფი ამჟამად ჩართულია ერაყის ავარიული მემკვიდრეობის მენეჯმენტის ტრენინგის სქემაში, რომლის ფარგლებშიც, ერაყელ მკვლევრებს ასწავლიან თუ როგორ გამოავლინონ და გადაარჩინონ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაზიანებული შეუცვლელი არქეოლოგიური საგანძური. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ყალატგა-დარბანდის აღმოჩენები ასევე ომის მემკვიდრეობაა, თუმცა მიეკუთვნება ადამიანთა შორის მიმდინარე კონფლიქტების სრულიად სხვა ეპოქას.  ცივი ომის პერიოდში, 1960-იან წლებში, აშშ-ის კოსმოსური პროგრამა  Corona-ს ფარგლებში გადაღებული თანამგზავრული ფოტოები 1990-იან წლებში დეკლასიფიცირდა, რაც მკვლევრებს სავარაუდო უძველესი ქალაქის ნანგრევების იდენტიფიკაციაში დაეხმარა. რეგიონში მიმდინარე ომების გამო, ძეგლის ახლოდან კვლევა არქეოლოგებმა 21-ე საუკუნემდე ვერ შესძლეს. ახლახან, ლანდშაფტის შესასწავლად მათ დრონები გამოიყენეს, რაც უძველესი ქალაქის ადგილას მოდებულ მცენარეულ საფარში უმნიშვნელო სახესხვაობებზე მიუთითებდა. „დრონებმა უბრალოდ ბრწყინვალე ინფორმაციით მოგვამარაგეს“,
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 19:13:00
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით ვცდილობთ, გავცდეთ მშობლიურ პლანეტას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სხვა ცოცხალი ორგანიზმების პოვნაა, რათა დავამტკიცოთ, რომ მარტონი არ ვართ. რა თქმა უნდა, ჯერ მსგავსი არაფერი გვიპოვია.  თუმცა, სულ უფრო და უფრო იზრდება მონაცემები, რომლებიც უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, თუ სად უნდა გამოვიჩინოთ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მზის სისტემაში.   არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის ინსტიტუტის (SETI) უფროსი ასტრონომი სეთ შოსტაკი ეჭვობს, რომ ჩვენს სამეზობლოში მრავლადაა ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლის გარკვეული ფორმები არსებობდეს.  „მზის სისტემაში არის სულ მცირე შვიდი ისეთი ადგილი, ფაქტობრივად სამეზობლოში, სადაც რაკეტით მიღწევაც შესაძლებელია და სადაც, შეიძლება მიკრობული სიცოცხლე ყვაოდეს“, — უთხრა შოსტაკმა Futurism-ს.  მას ასევე მიაჩნია, რომ არამიწიერი მიკრობული სიცოცხლე შესაძლოა ჩვენ გაცილებით მალე ვიპოვოთ, ვიდრე გონიერი არამიწიერი სიცოცხლე.  შეგიძლიათ, გამოიცნოთ მზის სისტემის ეს შვიდი ადგილი?   მაშ ასე.  წითელი პლანეტა და იუპიტერის მთვარეები  შოსტაკის თქმით, ერთ-ერთი მათგანი აშკარად მარსია. შესაძლოა, სიცოცხლის ფორმები მარსის ქანებში, ზედაპირიდან 30 მეტრზე ან უფრო ღრმად იმალებოდეს, სადაც შეიძლება თხევადი წყალი არსებობდეს.  გარდა მარსისა, კანდიდატებს შორისაა იუპიტერის სამი მთვარეც.  ერთი მათგანია ევროპა, რომელიც ფლობს მიკრობული სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ზედაპირქვეშა ოკეანეებს. სიცოცხლის ასეთი ფორმები შეიძლება არ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 16:45:00
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.ცნობილმა მეცნიერებმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან ერთად ტექნოპარკის ტერიტორიაზე ლეგენდარული მეცნიერის, კარლ სეიგანის სახელობის ოთახი გახსნეს. ვიზიტი NASA-ს ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, სწორედ ლეგენდარული მეცნიერის კარლ სეიგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“.სტუმრებს შორის არიან მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი რობ მენინგი და NASA-ს ვოიაჯერის პროგრამის ყოფილი მენეჯერი ჯონ კასანი.NASA-ს წარმომადგენლები ქართველ სტარტაპებსაც შეხვდნენ და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. „მნიშვნელოვანია, რომ ქართული პოლიფონიური მუსიკა არის ნაწილი „"ვოიაჯერის“ პროგრამისა, რომელმაც კაცობრიობის მნიშვნელოვანი გზავნილი გაიტანა კოსმოსში 40 წლის წინ. აღსანიშნავია, რომ „ჩაკრულოს“ არჩევა და მისი ჩაწერა ოქროს ფირფიტაზე მოხდა კარლ სეიგანის მიერ“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.
წაკითხვა
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-23 19:31:00
შორეული სპირალური გალაქტიკა NGC 7674-ის გულში არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი იმალება, — ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. მკვლევართა განცხადებით, ეს ორი სუპერმასიური შავი ხვრელი ერთმანეთისგან სულ რაღაც 1 სინათლის წლითაა დაშორებული და მათი საერთო მასა მზის მასას 40 მილიონჯერ აღემატება. თუკი დამტკიცდა, ეს იქნება ორმაგი სუპერმასიური შავი ხვრელის ჩვენთვის ცნობილი მეორე სისტემა. პირველი წყვილი 2006 წელს აღმოაჩინეს და განთავსებულია გალაქტიკა 0402+379-ში; მისი შავი ხვრელები ერთმანეთისგან 24 სინათლის წლითაა დაშორებული და მათი საერთო მასა ჩვენი მზის მასას 15 მილიარდჯერ აღემატება. გალაქტიკა NGC 7674 მდებარეობს ჩვენგან 400 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. მკვლევართა ჯგუფმა მასზე დაკვირვებები განახორციელა ნიუ-მექსიკოში განთავსებულ რადიოტელესკოპთა ქსელ Very Large Array-ს მეშვეობით. გალაქტიკის ცენტრში, მკვლევრებმა დააფიქსირეს რადიოტალღათა გამოყოფის ორი განსხვავებული, კომპაქტური წყარო. „ორ რადიოწყაროს აქვს იმ მასიურ შავ ხვრელთათვის დამახასიათებელი თვისებები, რომლებიც შთანთქავენ გაზს, რაც იქ ორი შავი ხვრელის არსებობაზე მიუთითებს“, — აღნიშნავს განაცხადებაში კვლევის უფროსი ავტორი, ინდოეთის რადიოასტროფიზიკის ეროვნული ცენტრის მკვლევარი პრიტი ხარბი. მკვლევართა თქმით, ეს ორი მონსტრი მათი მასის საერთო ცენტრს გარს უვლის დაახლოებით 100 000 წელიწადში ერთხელ. ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელები სავარაუდოდ მაშინ შეწყვილდნენ, როდესაც მათი ყოფილი დედა-გალაქტიკები ერთმანეთს შეერწყნენ და ამჟამინდელი გალაქტიკა NGC 7674 წარმოქმნეს. (როგორც ცნობილია, გალაქტიკათა აბსოლუტური უმრავლესობის ცენტრში განთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი). ამ მოსაზრებას კიდევ უფრო აძლიერებს გალაქტიკის Z-ის მსგავსი, დაკლაკნილი რადიოემისია — ფართომასშტაბიანი სტრუქტურა, რომელიც გალაქტიკათა შეჯახების შედეგად უნდა იყოს წარმოქმნილი. „ბინარული სუპერმასიური შავი ხვრელის აღმოჩენა ამ გალაქტიკაში, აგრეთვე ადასტურებს თეორეტიკულ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, ასეთი ბინარები წარმოდგენილი უნდა იყოს ე. წ. Z-ის ფორმის რადიოწყაროებში“, — აღნიშნავს იმავე განცხადებაში კვლევის თანაავტორი დეივიდ მერიტი. კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა. 
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-09-23 18:55:00
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს დადგენილია იმ უმძლავრესი ენერგიის მქონე კოსმოსური გამოსხივების წარმოშობის ადგილი, რომელიც დედამიწაზე ეცემა. ირკვევა, რომ მათი წყარო ირმის ნახტომში არ მდებარეობს.  უკვე თითქმის 50 წელია, ამ სხივების წარმომავლობის მისტერია მეცნიერებს საგონებელში აგდებს. თუმცა, ახალი კვლევას ხელთ აქვს პირველი სოლიდური მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, სუბატომური ნაწილაკები, რომლითაც დედამიწა გამუდმებით იბომბება, ჩვენი გალაქტიკის მიღმიდან მოდის; ეს კი ადასტურებს დიდი ხნის ვარაუდს. პიერ ოგერის ობსერვატორია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა და კოსმოსური სხივების უმძლავრესი დეტექტორია მთელ მსოფლიოში. პროექტში ჩართულია 400-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს 18 ქვეყნიდან.  „ჩვენ ახლა მნიშვნელოვნად ახლოს ვართ საიდუმლოს ამოხსნასთან — სად და როგორ წარმოიქმნება ეს გასაოცრად მცირე ნაწილაკები — კითხვა, რომელიც ასტროფიზიკოსთა უდიდეს ინტერესს იწვევს“, — აღნიშნა გერმანიის ვუპერტალის უნივერსიტეტის პროფესორმა კარლ-ჰაინც კამპერტმა.  მაღალენერგიული კოსმოსური გამოსხივება არის რადიაცია, რომელიც შედგება ისეთი ელემენტების პროტონებისა და ატომბირთვებისგან, როგორებიცაა წყალბადი და რკინა; იგი სამყაროში თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობს. ეს გამოსხივება მილიონობით უფრო მეტ ენერგიას შეიცავს, ვიდრე ამის მიღწევა ადამიანის მიერ შექმნილი ნაწილაკთა ამაჩქარებლებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ დედამიწამდე უიშვიათესი მათგანი აღწევს — წელიწადში დაახლოებით ერთი კოსმოსური სხივი ერთ კვადრატულ კილომეტრზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი დაფიქსირებისა და ბუნების შესასწავლად, საჭიროა წარმოუდგენლად უზარმაზარი ობსერვატორია. პიერ ოგერის ობსერვატორია მოიცავს 3000 კვადრატულ კილომეტრს. დაახლოებით ამ ზომისაა იოსემიტეს ეროვნული პარკიც. ამ არეალს შიგნით მოქცეულია 1600 დეტექტორი, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილ კოსმოსურ სხივებს აფიქსირებენ. სხივები წარმოქმნიან პროტონების, ელექტრონებისა და მიუონების წვიმას, რომელიც აყალიბებს რამდენიმე კილომეტრ დიამეტრზე გადაჭიმულ ურთიერთქმედების გიგანტურ დისკს. თითოეულ ასეთ შეჯახებას რომელიმე კონკრეტული დეტექტორი აფიქსირებს. 12 წლის განმავლობაში, ჯგუფმა დააფიქსირა 30 000-ზე მეტი კოსმოსური სხივი და იქვე რაღაც უცნაურიც შენიშნა. მათი დიდი ნაწილი კონკრეტული მიმართულებიდან მოდიოდ
წაკითხვა
გადაშენებული მონსტრი ბაყაყი, რომელსაც დინოზავრების შეჭმა შეეძლო
გამოქვეყნებულია: 2017-09-23 18:26:00
გიგანტური, პლაჟის ბურთის ზომის ბაყაყი, რომელიც დედამიწაზე 70 მილიონი წლის წინ ბინადრობდა, იმდენად ღონიერი იყო, რომ მცირე ზომის დინოზავრების შეჭმაც კი შეეძლო. Beelzebufo ampinga უდიდესი ბაყაყი იყო, რომელსაც ოდესმე უარსებია დედამიწაზე — ყოველ შემთხვევაში, მათ შორის, რომლებიც ჩვენთვისაა ცნობილი. თუმცა, ირკვევა, რომ იგი თანამედროვე Ceratophrys ბაყაყების მსგავსი ყოფილა. სწორედ ეს მსგავსება დაეხმარა მეცნიერებს გასაოცარი აღმოჩენების გაკეთებაში. Ceratophrys ბაყაყებს აქვთ მრგვალი სხეული და თითქმის კომიკური, ფართო პირი. არიან პირქუში ქმნილებები, სხედან წყნარად და იცდიან, რათა დაიჭირონ ნებისმირი რამ, რაც მათ წინ ჩაივლის.  სწორედ ეს ბაყაყი შეისწავლეს მკვლევრებმა, რათა დაედგინათ Beelzebufo-ს კბენის სიძლიერე. ძალის გასაზომად მათ სპეცილური ხელსაწყო გამოიყენეს, რომელიც ტყავით დაფარული ორი ფირფიტისგან შედგება. როდესაც მას ბაყაყი კბენს, შესაძლებელი ხდება კბენის ზუსტი სიმძლავრის განსაზღვრა.  ბაყაყ Ceratophrys-ის თავის სიგანე 4,5 სანტიმეტრია. მისმა კბენის ძალამ 30 ნიუტონი, ანუ დაახლოებით 3 კგ შეადგინა. ეს კი ბაყაყს საშუალებას აძლევს, მას შემდეგ რაც მსხვერპლს წებოვანი ენით დაიჭერს, ნელ-ნელა მოიქციოს მძლავრ ყბებში და გაქცევის საშუალება აღარ მისცეს. „ბაყაყთა უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებსაც სუსტი ყბები აქვთ და ძირითადად მომცრო არსებებზე ნადირობენ, რქიანი ბაყაყები თავს ესხმიან თავიანთ ზომის ცხოველებს, მაგალითად, სხვა ბაყაყებს, გველებსა თუ მღრღნელებს. და რა თქმა უნდა, მსხვერპლის მოტაცებასა და დამორჩილებაში გადამწყვეტ როლს ყბები თამაშობს“, — ამბობს ადელაიდის უნივერსიტეტისა და სამხრეთ ავსტრალიის მუზეუმის მკვლევარი მარკ ჯონსი. 10 სმ პირის გარშემოწერილობის მქონე ბაყაყთა კბენის ძალა 500 ნიუტონამდე, ანუ 50 კგ-მდე უნდა ადიოდეს. ამ ზომის რქიანი ბაყაყები სამხრეთ ამერიკაში ბინადრობენ და მათი კბენის ძალა დაახლოებით იგივეა, რაც კუების, ნიანგების და პირის იგივე ზომის მქონე სხვა მტაცებელი ძუძუმწოვრების. ამ მოზრდილ ბაყაყთა კბენის ძალის განსაზღვრის მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია მათი სხ
წაკითხვა
ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოს
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 20:23:00
სამყაროს ყველაზე უკეთ შესწავლილი გალაქტიკა — ირმის ნახტომი — შესაძლოა არც თუ ისე „ტიპური“ იყოს, როგორც აქამდე მიგვაჩნდა, ამბობს ახალი კვლევა. ირმის ნახტომი, რომელიც ჩვენი დედამიწისა და მთლიანად მზის სისტემის სამშობლოა, ასევე მასპინძლობს რამდენიმე პატარა თანამგზავრ-გალაქტიკას. ეს ციცქნა გალაქტიკები ირმის ნახტომის გარშემო მოძრაობენ და ძალიან გვეხმარებიან თავად ირმის ნახტომის შესწავლაში. როგორც კვლევა Satellites Around Galactic Analogs (SAGA)-ის ადრეული შედეგები მიუთითებს, ირმის ნახტომის თანამგზავრები, სხვა სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო წყნარები არიან სიკაშკაშისა და გარემოს თვალსაზრისით. „დობილი“ გალაქტიკების ბევრი თანამგზავრი გამოირჩევა აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით, თუმცა, როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ირმის ნახტომის თანამზგავრები გაცილებით ინერტულნი არიან. მკვლევართა თქმით, ეს საკმაოდ საყურადღებო ფაქტია, რადგან ბევრი მოდელი, რომელიც ჩვენ სამყაროს შესახებ ვიცით, ეყრდნობა გალაქტიკათა ქცევას ირმის ნახტომის მსგავსი პროცესების გადმოსახედიდან. „ირმის ნახტომსა და მის შემოგარენს ვიყენებთ თითქმის აბსოლუტურად ყველაფრის შესასწავლად. ყოველწლიურად ასობით კვლევა ტარდება ბნელი მატერიის, კოსმოლოგიის, ვარსკვლავებისა თუ გალაქტიკების ფორმაციის შესახებ, რომლებიც ირმის ნახტომს იყენებენ როგორც გზამკვლევს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ირმის ნახტომი „განდეგილი“ იყოს“, — აღნიშნა კვლევის ავტორმა, იელის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა მარლა გეჰამ. SAGA-ს პროგრამა ხუთი წლის წინ დაიწყო და მისი მიზანია ირმის ნახტომის 100 დობილი გალაქტიკის თანამგზავრთა შესწავლა. ჯერჯერობით, მან ჩვენი გალაქტიკის მხოლოდ რვა დობილი სისტემის შესწავლა მოახერხა, რაც მკვლევართა თქმით, ძალიან ცოტაა დამაჯერებელი დასკვნების გამოსატანად. მომდევნო ორ წელიწადში, SAGA ირმის ნახტომის კიდევ 25 დობილი სისტემის შესწავლას გეგმავს. თუმცა, კვლევის ადრეულმა შედეგებმა საზოგადოება უკვე აალაპარაკა. ბოლო კონფერენციაზე, რომელზეც გეჰამ SAGA-ს ზოგიერთი პირველადი მიღწევა წარადგინა, ერთ-ერთმა მკვლევარმა მას უთხრა: „უბრალოდ, თქვენ უკვე გაანადგურეთ ყველაფერი, რაც აქამდე ვიცოდით მცირე გალაქტიკათა წარმოქმნის შესახებ“. „ჩვენი ნაშრომი ირმის ნახტომს უფრო ფართო კონტექსტში ათავსებს. SAGA-ს პროგრამა უზრუნველგვყოფს კრიტიკულად ახალი გაგებით გალაქტიკათა ფორმაციისა და ბნელი მატერიის შესახებ“, — აღნიშნა SAGA-ს მკვლევარმა, სტენფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა რაისა ვეჩსლერმა. 
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 19:42:00
სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) კვლავ უდიდეს კოსმოსურ საიდუმლოდ რჩება. ამ დრომდე არ ვიცით, რას წარმოადგენს ისინი, რადიოტელესკოპებს კი მათი წარმოშობის მხოლოდ რამდენიმე წყარო აქვთ გამოვლენილი. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს სიგნალები შეიძლება არც თუ ისე იშვიათია, როგორც ჩვენ ვფიქრობთ — შესაძლოა, მთელ დაკვირვებად სამყაროში ისინი ყოველ წამში ერთხელ გამოიყოფა.  „თუ ჩვენი მოსაზრება მართებულია და FRB ნებისმიერ მოცემულ დროს ასეთი მაღალი მაჩვენებლით ხდება, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ცა, რომელიც ისე ციმციმებს, თითქოს პაპარაცები უღებდნენ ფოტოებს რომელიმე ცნობილ ადამიანს“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის უფროსი მკვლევარი მარია ფიალკოვი. „მაგრამ ამ სინათლეს ჩვენ ვერ ვხედავთ, ეს ანთებები რადიოტალღების სახით მოდის“. სწრაფ რადიოსიგნალთა დიდი ნაწილის წყარო მხოლოდ ერთხელ დააფიქსირეს. ისინი უკიდურესად მძლავრი რადიოიმპულსებია და მხოლოდ მილიწამებს გრძელდება. შეუძლებელია მათი პროგნოზირება და იმის გამო, რომ ხდება დროის ასე მცირე მონაკვეთში და არ აქვს განმეორებადი ხასიათი, მათი თვალთვალი და წყაროს მიგნება ან გამომწვევი მიზეზის დადგენა თითქმის შეუძლებელია.  თუმცა, არსებობს ერთი განსაკუთრებული გამონაკლისი — სიგნალთა წყარო FRB 121102, რომელიც პირველად 2002 წელს დააფიქსირეს. წლების განმავლობაში, დაიჭირეს მისგან მომავალი 34 გასაოცარი სიგნალი, რის საფუძველზეც, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სიგნალთა წყარო ჩვენგან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, ერთ-ერთ ჯუჯა გალაქტიკაში მდებარეობს. ამ წლის აგვისტოში, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საზოგადოებას ამცნეს, რომ სულ რაღაც 5 საათის განმავლობაში, დააფიქსირეს FRB 121102-დან მომდინარე 15 უმძლავრესი სწრაფი რადიოსიგნალი. ჯერჯერობით არ ვიცით, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყოველივე, მაგრამ ფიალკოვი და მისი კოლეგა ავი ლოები შენიშნავენ: ხომ შეიძლება, რომ FRB 121102 სულაც არაა მარტოდმარტო და მხოლოდ ერთ-ერთი წარმომადგენელია სხვა უამრავი FRB-სი? მათი მოდელის მიხედვით, დაბალი სიხშირის ტელესკოპებს FRB-ების დაფიქსირება უნდა შეეძლოთ ყოველ წამში ერთხელ, 50MHz — 3,5GH სიხშირეთა დიაპაზონში, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 18:17:00
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნიერები ეწვევიან. თბილისში საჯარო ლექციებს გამართავენ „ვოიაჯერის“ პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ კასანი და მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი რობ მენინგი. მეცნიერები საქართველოს „ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში ესტუმრებიან, რომელიც  NASA-ს ორი კოსმოსური ხომალდის, ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან აშშ-ის საელჩო საქართველოში და მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდი „ნოვა“. ხომალდი ვოიაჯერ 1 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვეს კოსმოსში; 2012 წელს, მან მზის სისტემა დატოვა და ამჟამად ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაპობს. ვოიაჯერ 1 კაცობრიობის ერთადერთი ქმნილებაა, რომელმაც მშობლიური მზის სისტემა დატოვა.  ვოიაჯერ 2 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს და სულ მალე, მზის სისტემას ისიც დატოვებს.  ვოიაჯერებმა მეცნიერებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. მათმა ისტორიამ გავლენა იქონია მეცნიერთა და ინჟინერთა არა მხოლოდ ამჟამინდელ თაობაზე, არამედ დედამიწის კულტურაზე, მათ შორის ფილმებზე, მხატვრობასა და მუსიკაზე. თითოეულ ხომალდს „კოსმოსურ ოკეანეში“ თან მიაქვს ოქროს ფირფიტა, რომლებზეც ჩაწერილია დედამიწისეული ხმები, ღირსშესანიშნავი ადგილები და სიმღერები ჩვენი პლანეტიდან, მათ შორისაა ქართული სიმღერა „ჩაკრულო“, იმ იმედით, რომ იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც, მათ რომელიმე სხვა, კოსმოსში მოხეტიალე არამიწიერი ცივილიზაცია გადაეყაროს და გაშირფროს.  იქიდან გამომდინარე, რომ ვოიაჯერებმა შეიძლება მილიარდობით წელიწადს გასძლონ, ეს დროის კაფსულები შესაძლოა ერთ დღესაც ადამიანთა ცივილიზაციის ერთადერთ ნაკვალევად იქცეს ჩვენს გალაქტიკაში.   ვოიაჯერ 1 დედამიწიდან ამჟამად თითქმის 21 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და მშობლიურ დედამიწაზე დღემდე აგზავნის მონაცემებს. ვოიაჯერ 2-ს კი სამშობლოსთან თითქმის 18 მილიარდი კილომეტრი აშორებს. იმის გამო,
წაკითხვა
ბებერი ვარსკვლავი, რომელსაც გარს აკრავს კვამლიანი ბუშტი - ტელესკოპ ALMA-ს უნიკალური ფოტოები
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 21:04:00
ტელესკოპ ALMA-ს გამოყენებით, ეგზოტიკურ წითელ ვარსკვლავ U ტუმბოს გარშემო ასტრონომებმა გადაიღეს გამოტყორცნილი ნივთიერებებისაგან წარმოქმნილი სუსტი, გასაოცრად ლამაზი ბუშტი. ეს აღმოჩენა ასტრონომებს დაეხმარება უკეთ შეისწავლონ ვარსკვლავთა განვითარების პროცესი სასიცოცხლო ციკლის ბოლო სტადიებზე. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში, ტუმბოს მკრთალი თანავარსკვლავედის მიმართულებით, ბინოკლით შეიარაღებული ყურადღებიანი დამკვირვებლები უთუოდ შეამჩნევენ ძალიან წითელ ვარსკვლავს, რომელიც კვირიდან კვირამდე სიკაშკაშეს ოდნავ იცვლის. ამ საკმაოდ უჩვეულო ვარსკვლავს U ტუმბოს უწოდებენ; მდებარეობს დედამიწიდან 900 სინათლის წლის მანძილზე. ატაკამის ფართო მილიმეტრული/სუბმილიმეტრული ტელესკოპის (ALMA) გამოყენებით, ასტრონომებმა ამ ვარსკვლავის ირგვლივ თხელი, საკმაოდ გამორჩეული სფერული ქერქი დააფიქსირეს. U ტუმბო ნახშირბადის ვარსკვლავია; მიეკუთვნება განვითარებულ, ცივ და კაშკაშა ვარსკვლავთა ასიმპტომურ გიგანტთა შტოს. დაახლოებით 2700 წლის წინ, U ტუმბომ ძალიან მოკლე პერიოდში, სწრაფად დაკარგა მასის დიდი ნაწილი. ამ პერიოდში, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ასეულ წელიწადს გრძელდებოდა, გამოგდებულმა მატერიამ წარმოქმნა ერთგვარი ქერქი, რომელიც, როგორც ALMA-მ დააფიქსირა, ძალიან მაღალი სისწრაფით გამოიტყორცნა. ქერქის უფრო დეტალურმა შესწავლამ ასევე აჩვენა თხელი, მსუბუქი გაზის ღრუბლები, რომლებსაც ძაფისებრ სტრუქტურებს უწოდებენ. ამ თვალწარმტაცი ხედის დაფიქსირება შესაძლებელი გახადა ALMA-ს რადიოტელესკოპის უნიკალურმა უნარმა, შექმნას მკვეთრი ფოტოები ტალღის მრავალ სხვადასხვა სიგრძეში. ALMA განთავსებულია ჩრდილოეთ ჩილეში, ატაკამის უდაბნოში. გარდა ამისა, ამ ტელესკოპს ასევე შეუძლია დაინახოს U ტუმბოს ქერქის გაცილებით უფრო მკრთალი სტრუქტურები, რაც მანამე შეუძლებელი იყო. ALMA-ს მონაცემები მხოლოდ ერთ ფოტოს როდი მოიცავს; ტელესკოპმა შეაგროვა სამგანზომილებიან მონაცემთა მთელი წყება, რომელთაგან თითოეული შეგროვებულია ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულ ტალღის სიგრძეებში. დოპლერის ეფექტის გამო, მონაცემთა სხვადასხვა წყება ასახავს ფოტოებს, რომლებზეც გაზი დამკვირვებლისაკენ მოდის და მიდის სხვადასხვა სიჩქარით. ქერქი გამორჩეულია იმ მხრივაც, რომ არის ძალიან სიმეტრიულად მრგვალი და თხელი.  ამ ტიპის ვარსკვლავების, მათი მათი ქერქისა და ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა, ასევე იმის გარკვევა, თუ როგორ წარმოიქმნება ეს ქერქები მასის დაკარგვისას, მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ზუსტად გავარკვიოთ თუ როგორ ვითარდებოდნენ ვარსკვლავები და გალაქტიკები ადრეულ სამყაროში. U ტუმბოს გარშემო არსებული ქერქი წარმოაჩენს ნახშირბადსა და სხვა ელემენტებზე დაფუძნებულ ქიმიურ ნაერთთა ფართო
წაკითხვა
ქარიშხალმა „მარიამ“ სახელგანთქმული არესიბოს ტელესკოპი დააზიანა
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 20:25:00
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს გამანადგურებელი ძალით დააყტდა თავს. ცნობილი ხდება, რომ მილიონობით დაზარალებული ადამიანის გარდა, ზიანი მიადგა არესიბოს ისტორიულ ტელესკოპსაც. გიგანტური რადიოტელესკოპის მფლობელის, ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრესსპიკერის განცხადებით, ობსერვატორიის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ქარის სიჩქარე 144 კმ/სთ-ს აღწევდა, დაგლეჯილია ხეები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ობსერვატორია არსეიბოს მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია განთავსებული და წარმოადგენს მსოფლიოს მეორე უმსხვილეს რადიოტელესკოპს. 305 მეტრი სიგანის ძირითადი თეფში მთებს შორის ღრმულში აშენდა; მისი მეშვეობით აღმოაჩინეს პირველი ეგზოპლანეტები და გამოავლინეს ორგანული მოლეკულები ჩვენგან მილიონობით სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპის უპირველესი დანიშნულება გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძიებაა, იგი ასრულებს ფართო დიაპაზონის სხვა სამუშაოებასაც, მაგალითად, ასკანირებს ცას და ეძებს დედამიწასთან ახლომდებარე პოტნეციურად საშიშ ასტეროიდებს.  სწორედ ამ ადგილას დაიწყო ფიქციურმა ასტრონომმა ელი აროვეიმ თავისი ფილმის, „კონტაქტის“ გადაღება; სწორედ არესიბოდან დაიწყეს არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ ფრენკ დრეიკი, ჯილ ტარტერი და კარლ სეიგანი. ობსერვატორია ორშაბათს დახურეს და პერსონალმა და მეცნიერებმა შტორმისათვის მზადება დაიწყეს. მეორე დღეს, პერსონალისა და მენეჯმენტის მცირე ჯგუფი მიღებული დაზიანებების შესაფასებლად ტელესკოპთან გაგზავნეს. თუკი პირობები შესაბამისი იყო და ტელესკოპამდე მისასვლელი გზა მოსუფთავებული, ეროვნულ სამეცნიერო ფონდს იმედი აქვს, რომ ობსერვატორია მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებს. მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით 
წაკითხვა
2100 წლიდან დედამიწაზე მე-6 გლობალური გადაშენება დაიწყება - მათემატიკოსთა საგანგაშო პროგნოზი
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 19:38:00
მართალია, ძალიან ხშირად არ ხდება, მაგრამ გასული 540 მილიონი წლის განმავლობაში, პლანეტა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, ხუთი მასობრივი გადაშენების მომსწრე გახდა — წყვდიადის შემდეგი ფარდა კი შესაძლოა საუკუნეზე ნაკლებ დროში დაეშვას. ასეთი საშინელი შეფასება დედამიწის ნახშირბადის ბრუნვის ციკლის ახალ მათემატიკურ ანალიზებს ეყდრნობა. როგორც გათვლები პროგნოზირებს, CO2-ის გამოყოფის საზარელ მომავალს თანდათან მივყავართ ისეთი კატასტროფის ზღურბლზე, რომელიც პლანეტას მილიონობით წლის განმავლობაში არ განუცდია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოფიზიკოსმა დენიელ როტჰმენმა გამოიკვლია ბოლო 542 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარე ნახშირბადის ციკლის რყევები — ნახშირბადის კვალის სვლა დედამიწის ხმელეთზე, ოკეანეებსა და ატმოსფეროში. ნახშირბადის სხვადასხვა იზოტოპების შედეგად გამოწვეული და გეოქიმიკოსთა მიერ აღიარებული 31 მოვლენის ანალიზის შედეგად, როტჰმენმა მოახდინა ნახშირბად-12-ისა და ნახშიბად-13-ის უკუქცევისა და დინების იდენტიფიკაცია. ნახშირბადის ამ ორი იზოტოპის რაოდენობა დედამიწის ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მან შექმნა მონაცემთა ბაზა, რათა შეეფასებინა თუ რა მასის ნახშირბადი ხვდებოდა დედამიწის ოკეანეებში თითოეული კატასტროფული მოვლენის დროს. უმრავლეს ეპიზოდთა შემთხვევაში, ნახშირბადის მოცულობა გარკვეულ ზღვარს ქვეშ რჩებოდა. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შორის წარსულში მომხდარი ხუთი მასობრივი გადაშენების დროს, როდესაც პლანეტაზე სიცოცხლის ფორმების უდიდესი ნაწილი მოისპო — ზღვარი გადალახული იყო. ახლა ყველამ ვიცით, რომ კორელაცია მიზეზობრიობას არ ათანაბრებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს არაერთი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად საშიშია ნახშირბადის მაღალი დონე ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისათვის — ჩვენ წინაშე მკაფიოდ იჩენს თავს  შემაშფოთებელი პროგნოზი. „აშკარა ხდება, რომ ადგილი ჰქონდა ცვლილებათათვის დამახასიათებელ მაჩვენებელს, რომელიც სისტემას არ მოსწონდა და მისი გადალახვა არ შეეძლო“, — ამბობს როტჰმენი. ახლა კი ცუდი ამბავი. როტჰმენის გათვლების თანახმად,
წაკითხვა
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 19:02:00
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე არაერთხელ იხილა მრავალი უცნაური რამ, რაც მარტივი აღქმის საზღვრებს სცდება. მის სიას კიდევ ერთი შეემატა — ბინარული ასტეროიდი, რომელიც ამავე დროს კომეტაცაა. ასტრონომებმა ეს წყვილი ასტეროიდთა სარტყელში შენიშნეს — ერთმანეთს გარს უვლიან და გზადაგზა მტვრის კვალს ტოვებენ. ისინი არა მხოლოდ ულამაზესი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამსხვრევს ბუნება ჩვენ მიერ შექმნილ კატეგორიებს, არამედ სვამს საინტერესო კითხვებსაც: რამდენი ასეთი ჰიბრიდი შეიძლება იყოს ჩვენ მიღმა? ბინარული სისტემა პირველად 2006 წელს შენიშნეს, ასტეროიდთა საძიებო პროგრამა  Spacewatch-ის ფარგლებში და 2006 VW139 უწოდეს. ობიექტის შესახებ გარკვეული ცნობების მიღება ასტრონომებმა მხოლოდ 2012 წელს შესძლეს. ეს იყო ასტეროიდი კომეტის მსგავსი თვისებებით, კერძოდ, ტოვებდა კუდს. ე. წ. ძირითადი სარტყლის კომეტები ახალი არაა, მაგრამ მათ ერთმანეთთან არავითარი საერთო არ აქვთ. ეს ასტეროიდი ერთ-ერთია აქამდე აღმოჩენილ უამრავ მსგავს ობიექტს შორის. თუმცა, რაც მას ყველასაგან განასხვავებს და რითაც ის უნიკალურია, ისაა, რომ იგი ორი ნაწილისგან შედგება. 2006 VW139 შედგება ორი ერთნაირი ზომის ნამსხვრევისგან,  რომლებიც ერთმანეთს გარს უვლიან 100 კმ მანძილიდან. რატომ გაიყო ობიექტი ორად — ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება და საჭიროა დაკვრვებები უფრო ახლოდან. იქიდან გამომდინარე, რომ გასული წლის სექტემბერში ტყუპები მზესთან საკმაოდ ახლოს მივიდნენ, NASA-მ მათკენ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი მიმართა, რათა მათი ბირთვებისა და კუდისთვის სუფთა სურათები გადაეღო და დაემტკიცებინა, რომ მათ კომეტის თვისებებიც აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზონაში, როგორც წესი, კომეტები არ არის. „მზიდან მომდინარე სიცხის გაზრდასთან ერთად, დავაფიქსირეთ წყლის ყინულის სუბლიმაციის ძლიერი ნიშნები — იმ პროცესის მსგავსი, რომლის შედეგადაც კომეტის კუდი წარმოიქმნება“, — ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი, გერმანიის მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევების ინსტუტუტის მკვლევარი ჯესიკა აგარვალი. მკვლევართა აზრით, 2006 VW139 დაახლოებით 5000 წლის წინ გაიხლიჩა ბრუნვის დროს წარმოქმნილი დაძაბულობის გამო; ნაწილაკებიდან გამომავალი წყლის ორთქლი კი მათ თანდათან უფრო აშორებდა ერთმანეთს. 
წაკითხვა
მეცნიერებმა იტალიის საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყაროს მიაგნეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 20:58:00
მეცნიერთა ცნობით, სამხრეთ იტალიაში მდებარე ვულკანი ფლეგრეის ველი ამოფრქვევას სულ უფრო უახლოვდება. ამჯერად, მკვლევრებმა მიაგნეს ე. წ. „ცხელი ზონის“ პირველ პირდაპირ მტკიცებულებას. ფლეგრეის ველი ნეაპოლის დასავლეთით მდებარე ვულკანური კალდერაა, რომელიც საუკუნის წინ ამოიფრქვა. ეს ზონა შედარებით მშვიდი იყო 1980-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ვულკანის თავთხელი სტრუქტურებიდან მაგმისა და სითხის პატარა ნაკადები ამოიფრქვა, რამაც მცირე მიწისძვრათა სერია გამოიწვია. სეისმოგრაფიული ტექნიკის გამოყენებით, მეცნიერებმა ამჯერად ცხელი ზონის მდებარეობა განსაზღვრეს, სადაც ცხელი ნივთიერებები მაღლა ამოდის და კალდერას კვებავს. კვლევა ერთობლივად ჩაატარეს აბერდენის უნივერსიტეტის, ვეზუვის მონიტორინგის ცენტრის, ნეაპოლის უნივერსიტეტისა და ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა. შედეგად, მეცნიერები უკეთ შესძლებენ სამომავლო ამოფრქვევების დროისა და ადგილის პროგნოზირებას. „კითხვა, რომელიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს, არის მაგმის მდებარეობა, სადაა ის განთავსებული კალდერის სიღრმეში; ჩვენმა კვლევამ კი პირველად გამოავლინა ცხელი ზონა, რომელიც ქალაქ პოცუოლის ქვეშ მდებარეობს და ზღვაშიც განივრცობა 4 კმ სიგანეზე“, — ამბობს დოქტორი ლუკა დე სიენა. „მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგმის პატარა ნაწილის ყველაზე მეტად სავარაუდო ადგილმდებარეობაა, ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ის იყოს ბევრად უფრო ღრმად მდებარე მაგმის ვრცელი კამერა, რომელიც თავზე გადავსებულია ცხელი სითხით“. დოქტორ სიენას კვლევის მიხედვით, 1980-იან წლებში მაგმის ამოფრქვევის პრევენცია მოახდინა 1-2 კმ სიგანის კლდოვანმა წარმონაქმნმა, რომელმაც მას გზა დაუბლოკა და ერთგვარი გვერდითი გზით სტრესისგან გათავისუფლება აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გავლენა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა, 1980-იანი წლების შემდეგ ამ ზონაში დაფიქსირებული შედარებით დაბალი სეისმური აქტივობა გვაფიქრებინებს, რომ კალდერაში აკუმულირდება და იმატებს წნევა, რაც მას უფრო სახიფათოს ხდის. „ბოლო 30 წლის განმავლობაში ვუ
წაკითხვა