საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
მარსზე მისიის იმიტაცია - NASA-ს მორიგი სამეცნიერო ექსპერიმენტი
გამოქვეყნებულია: 2015-08-29 20:37:00
მარსზე მისიის იმიტაცია - ნასას მორიგი სამეცნიერო ექსპერიმენტი. აეროკოსმოსურმა სააგენტომ ჰავაიზე საგანგებოდ მოწყობილ კომპლექსში 6 მოხალისე მიიწვია, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გარესამყაროსგან იქნებიან მოწყვეტილნი. მეცნიერების მიზანი ადამიანის მარსზე პირველი ექსპედიციისთვის მომზადებაა, რომელიც 2030 წლისთვის იგეგმება. პროექტში ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობს, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს. მათ შორის პროფესიით ასტრობიოლოგი, ფიზიკოსი, მფრინავი, ექიმი, ჟურნალისტი და არქიტექტორი არიან. კომპლექსი ჰავაის მძინარე ვულკან მაუნა-ლოას ფერდობზეა განთავსებული, რომელიც მარსის ლანდშაფტს წააგავს.
წაკითხვა
როგორი იქნება iPhone 6s და 6s+ - „ეფლი“ ახალ მოდელებს 9 სექტემბერს წარადგენს
გამოქვეყნებულია: 2015-08-29 16:35:00
9 სექტემბერს „ეფლი“ მომხმარებლებს „აიფონის“ მორიგ მოდელებს - 6s-სა და 6s პლუსს წარუდგენს. ახალი მოდელები A9 ტიპის პროცესორითა და გაუმჯობესებული გრაფიკული მონაცემებითაა აღჭურვილი. აპარატი, ასევე, აღჭურვილია 12-მეგაპიქსელიანი მთავარი ფოტოკამერით, რომელსაც 4 000-იანი გაფართოების მქონე ვიდეოკადრების გადაღების საშუალება ექნება. ასევე, გაძლიერებულია დამატებითი კამერის ტექნიკური მონაცემებიც, რომელსაც განათების მხარდაჭერაც ექნება. „აიფონის“ ახალი მოდელების მთავარი სიახლე კი „ფორს თაჩის“ ფუნქციაა, რომელიც პირველად მიმდინარე წელს „მაქბუქის“ პორტატულ კომპიუტერებში იქნა წარმოდგენილი. „აიფონ“ 6s და 6s+, ტრადიციულ ფერებთან ერთად, მოვარდისფრო- ოქროსფერ ტონალობაში იქნება წარმოდგენილი.
წაკითხვა
კვლევისა და ინოვაციის პროგრამა - “ჰორიზონტი 2020-ის" ფარგლებში მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა
განახლებულია: 2015-08-10 16:41:00
გარემოს  დაცვის მინისტრის მოადგილე  და განათლების  მინისტრი  საქართველოს სამეცნიერო წრეების მკვლევარებს შეხვდნენ. შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის “ ჰორიზონტი 2020” ფარგლებში გაიმართა. სფეროს წარმომადგენლებმა  პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. “ ჰორიზონტი 2020-ის” გარემოსდაცვითი კვლევების მიზანს ბუნებრივი რესურსების მართვა, დაზოგვა, წყლის ეფექტურობა და კლიმატური ცვლილების გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა წარმოადგენს. პროგრამის მილიარდიანი ბიუჯეტის 35%-ზე მეტი გამოყოფილია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
წაკითხვა
პლუტონზე მეცნიერებმა ატმოსფეროს სქელი ფენა აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2015-07-18 13:35:00
პლუტონზე მეცნიერებმა ატმოსფეროს სქელი ფენა აღმოაჩინეს. მეცნიერთა განცხადებით, ატმოსფეროს ზედა ფენა ძირითადად აზოტისგან შედგება, ხოლო შიდა ფენებში ნახშირწყალბადი შეინიშნება. რამდენიმე დღის წინ ნასას აპარატმა “ნიუ ჰორიზონტმა” პლუტონზე ყინულის სქელი პლატოც აღმოაჩინა. "ნიუ ჰორიზონტი" დედამიწიდან 10 წლის წინ გაუშვეს. პლუტონიდან მიღებული პირველი ფოტოები კოსმოსურმა სააგენტომ გასულ კვირას მიიღო. 
წაკითხვა
ისტორიული დღე NASA-ს ისტორიაში - აპარატი „ახალი ჰორიზონტები“ პლუტონს მიუახლოვდა
გამოქვეყნებულია: 2015-07-14 21:31:00
ისტორიული დღე ამერიკის კოსმუსრი სააგენტოს ისტორიაში, აპარატმა „ახალი ჰორიზონტები“ პლუტონამდე მიაღწია. ე. წ. ჯუჯა პლანეტა გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ. ახალი მონაცემების მიხედვით, მისი დიამეტრი 2370 კილომეტრია. აპარატი „ახალი ჰორიზონტები“ ციურ სხეულამდე მაქსიმალურად ახლოს უნდა მივიდეს. სხეულებს შორის დაშორება მხოლოდ 10 ათასი კილომეტრი იქნება. აპარატი პლუტონის მიმართულებით 9 წლის წინ გაგზავნეს. „ახალი ჰორიზონტები“ პირველი კოსმოსური აპარატია, რომელიც სპეციალურად პლუტონისა და მისი თანამგზავრების შესასწავლად არის შექმნილი. 2006 წელს აპარატი კოსმოსში გაუშვეს. ეს არის ყველაზე სწრაფი ობიექტი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც დედამიწიდან გაიგზავნა.
წაკითხვა
უნიკალური ლაბორატორია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე
გამოქვეყნებულია: 2015-07-10 16:59:00
თბილისში,  ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე უნიკალური ლაბორატორია იქმნება.პროექტის პრეზენტაცია განთლების სამინისტროში გაიმართა. ლაბორატორიას როგორც საგანმანათლებლო, ისე კვლევითი მიზნებისთვის გამოიყენებენ. მოხდება წყლის რესურსების მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბება. პროექტს საქართველო და ავსტრია ახორციელებენ და ის ერთი წლის შემდეგ ამოქმედდება
წაკითხვა
თინა ხიდაშელი მეცნიერებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2015-07-09 17:24:00
თავდაცვის სამინისტრო და მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განათლების სფეროში ითანამშრომლებენ. თინათინ ხიდაშელმა დღეს შეხვედრა მეცნიერებთან გამართა, რომელზეც სამომავლო პერსპექტივები და ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ხიდაშელის განცხადებით, ჯარისკაცების პროტეზირებისა და ფსიქოლოგიურ ტრავმებთან ბრძოლის მიმართულებით კადრების დეფიციტია, რასაც ადასტურებს ისიც, რომ პროტეზირებასთან დაკავშირებით გამოცხადებული 29 ტენდერიდან დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში ყველა ჩაიშალა. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი კი განმარტავს, რომ მეცნიერულად საინტერესო და თავდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხი ჯარისკაცების გამაჯანსაღებელი კვების კვლევა და რუსთაველის ფონდში სამხედრო თემატიკის დაფინანსებაა.
წაკითხვა
ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის დელეგაცია სტუმრობს
გამოქვეყნებულია: 2015-07-01 17:02:00
ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის დელეგაცია სტუმრობს. სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ქართულ მხარესთან გადიან კონსულტაციებს "აბრეშუმის გზის" ახალ პროექტთან დაკავშირებით. განიხილავენ  წინადადებებს, როგორი შეიძლება იყოს პროექტი. დღესვე ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, დელეგაციის ხელმძღვანელს, პროფესორ სუ კუანდის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
წაკითხვა
ცვლილებები "უმაღლესი განათლების შესახებ" და "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" კანონებში
გამოქვეყნებულია: 2015-07-01 11:18:00
"უმაღლესი განათლების შესახებ" და "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონებში ცვლილებები შედის. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ცვლილებათა პაკეტის თანახმად, განისაზღვრება და დაზუსტდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამართლებრივი სტატუსი და მათი როლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოებში. განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში სამეცნიერო პერსონალის სტატუსი. ასევე, უნივერსიტეტის მმართველობაში მეცნიერების მონაწილეობა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მთავრობის სხდომაზე მუხლობრივი განხილვის შემდეგ გადაეგზავნება.
წაკითხვა
თამარ სანიკიძემ აკადემიკოს ნოდარ ცინცაძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა
გამოქვეყნებულია: 2015-06-29 17:20:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე დააჯილდოვა და მას ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. ნოდარ ცინცაძეს წელს 85 წელი შეუსრულდა. მეცნიერს იუბილე და საქვეყნო აღიარება, მინისტრთან ერთად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრებმაც მიულოცეს. თამარ სანიკიძემ ცნობილ მეცნიერს მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი სიცოცხლე და წარმატებები უსურვა. აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე არის პლაზმის ფიზიკის საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლის შემქმნელი საქართველოში, 300-ზე მეტი სამეცნიერო  ნაშრომის ავტორი.
წაკითხვა
საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია დაფუძნდება
გამოქვეყნებულია: 2015-06-19 12:42:00
საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია დაფუძნდება. განათლების სამინისტროს მოწვევით, საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული  ფირმის „ბილფიგერის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. თანამედროვე სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება, ქართველი მეცნიერები პროცესებს დააკვირდებიან. ლაბორატორია იქნება პასუხისმგებელი არა მხოლოდ კადრების მომზადებაზე, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ექსპერტული დასკვნის გაცემაზე.
წაკითხვა
ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
განახლებულია: 2015-05-29 17:18:00
ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. საქართველოში სამუშაო ვიზიტით ორგანიზაციის წევრები იმყოფებიან.  დღეს გაიმართა შეხვედრა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში ქართულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობას,  ცერნის პროექტებში ჩართული ქართველი პროფესორებისა და სტუდენტების საქმიანობას და მომავალ ერთობლივ პროექტებს. 
წაკითხვა
ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის წევრი ქვეყნების დელეგაციების ვიზიტი საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2015-05-28 17:30:00
ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის, დუბნის წევრი ქვეყნების დელეგაციები საქართველოს სტუმრობენ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უცხოელი და ქართველი მეცნიერების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე დუბნის ინსტიტუტთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგებზე, სამომავლო პროექტებსა და ამ პროექტებში ქართველი ფიზიკოსების ჩართულობაზე ისაუბრეს. გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტში ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები ჩაერთვებიან. დღეისათვის 30-მდე ქართველი მეცნიერი წარმატებით მოღვაწეობს აღნიშნული ინსტიტუტის კვლევით ლაბორატორიებში, რაც მათ საშუალებას აძლევთ, ჩაერთონ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში.
წაკითხვა
ხელნაწერთა ცენტრის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი სამსახურში დღეს პირველად მივიდა
გამოქვეყნებულია: 2015-05-22 20:44:00
ხელნაწერთა ცენტრის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი სამსახურში დღეს პირველად მივიდა. ზაზა აბაშიძე თანამშრომლებს პირადად განათლების მინისტრმა წარუდგინა. თუმცა ფაქტს კოლექტივის ერთი ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მეცნიერების განმარტებით, მათთვის დირექტორის ასარჩევად ჩატარებული კონკურსის შედეგები მიუღებელია. თანამშრომელთა ნაწილი ასევე ითხოვს, გასაჯაროვდეს საკონკურსო კომისიის იმ სხდომის ჩანაწერი, სადაც ახალი ხელმძღვანელი შეირჩა. რაც შეეხება ზაზა აბაშიძის გეგმებს - ახალი დირექტორი მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება. 
წაკითხვა
რა უნდა ვიცოდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2015-05-12 20:24:00
17 ივნისიდან საქართველოში ციფრული მაუწყებლობა იწყება. რეფორმა, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა, ყველა ოჯახზე გავრცელდება. თუმცა სპეციალური მოწყობილობის შეძენა მხოლოდ იმ ოჯახებს მოუწევთ, რომლებიც ჩვეულებრივი ანტენით სარგებლობენ. მაუწყებლობის ახალი სტანდარტის გარშემო მეტი ინფორმირებულობისთვის ქვეყნის მასშტაბით სპეციალური კამპანია უკვე დაწყებულია. 
წაკითხვა
ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში გამარჯვებულები აშშ-ში გაემგზავრნენ
გამოქვეყნებულია: 2015-05-10 14:05:00
ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში გამარჯვებულები ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო საინჟინრო შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დილით გაემგზავრნენ. მათ გამოგონებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პიტსბურგში დაგეგმილ გამოფენაზე გაეცნობიან. სკოლის მოსწავლეთა მსოფლიო სამეცნიერო საინჟინრო კონკურსი „ინტელ აისეფ 2015“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია. კონკურსში 150-მდე ქვეყნის ნორჩი გამომგონებლები მონაწილეობენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“ ყოველწლიურად ატარებს. კონკურსის მიზანია, მეცნიერებითა და ინოვაციით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა.
წაკითხვა
ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის განვითარების გეგმა განათლების მინისტრმა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს გააცნო
გამოქვეყნებულია: 2015-05-06 17:05:00
ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის განვითარების გეგმა დღეს განათლების მინისტრმა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს გააცნო. შეხვედრაზე თამარ სანიკიძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მეცნიერებს სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ. ასევე, პროექტის ფარგლებში, ცენტრი თანამედროვე ტექნიკითაც აღიჭურვება, რომელიც სამეცნიერო კვლევების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
წაკითხვა
გიგანტური ადრონული კოლაიდერი მუშაობას იწყებს - რა მოლოდინი აქვთ მეცნიერებს
გამოქვეყნებულია: 2015-04-05 17:46:00
ორწლიანი პაუზის შემდეგ, გიგანტური ადრონული კოლაიდერი მუშაობას იწყებს. 27 კილომეტრის სიგრძის გვირაბში მომუშავე მეცნიერები აცხადებენ, რომ კოლაიდერში ახალი ნაწილაკები გაიხსნება, რაც ე. წ. ჰიგსის ბოზონზე უფრო მეტ ინტერესს იწვევს. მეცნიერები ე. წ. სუპერსიმეტრიული ნაწილაკების გამოვლენას გეგმავენ. კოლაიდერში გამოჩენის შემთხვევაში, ეს „ბნელი მატერიის“ პირველი ემპირიული მტკიცებულება გახდება, რაც სამყაროს მოდელის თეორიულ წინასწარმეტყველებას დაამტკიცებს.
წაკითხვა
მთვარის დაბნელება 4 აპრილს - პროცესი ხუთი წუთის განმავლობაში გაგრძელდება
გამოქვეყნებულია: 2015-04-03 13:47:00
4 აპრილს , ბოლო ასი წლის განმვალობაში, მთვარის ყველაზე ხანმოკლე დაბნელება მოხდება, ის დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. მისი დანახვა ყველაზე კარგად შესაძლებელი იქნება შეერთებული შტატებიდან. დაბნელების დროს მთავრე წითელი იქნება. დაბნელების დროს მთვარე შედის დედამიწის ჩრდილის კონუსში. მზის დაბნელებისგან განსხვავებით, მთვარის დაბნელების ყურება აბსოლუტურად უსაფრთხოა. მომდვენო დაბნელება 2015 წლის 28 სექტემბერსაა მოსალოდნელი. 
წაკითხვა
გაძვირებული ინტერნეტი - სპეციალისტები ფასსა და ხარისხს შორის არსებულ მკვეთრ სხვაობაზე საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2015-03-31 20:30:00
გაძვირებული ინტერნეტმომსახურება  - უმსხვილესმა კომპანიებმა სხვადასხვა პაკეტით სარგებლობის ფასი რამდენიმე ლარით გაზარდეს. ღირებულების მატების ერთ-ერთ არგუმენტად სერვისის ხარისხის გაუმჯობესება სახელდება, თუმცა მსგავს პოზიციას არ იზიარებს კომუნიკაციების ომბუდსმენი, რომელიც ფასსა და ხარისხს შორის არსებულ მკვეთრ სხვაობაზე საუბრობს. ინტერნეტმომსახურებისთვის დადგენილ ტარიფებს არაადეკვატურად მიიჩნევენ ფინანსთა ასოციაციაშიც, სადაც ამ მიმართულებით სპეციალური კვლევაც კი ჩატარდა.
წაკითხვა