საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
პრემიერი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალციხელ მოსწავლეებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2015-03-31 17:03:00
პრემიერი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალციხელ მოსწავლეებს შეხვდა - იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 9-11 აპრილს კოსმოსურ ცენტრში, „კონრადის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტში მიიღებენ მონაწილეობას. პრემიერ–მინისტრმა მოსწავლეებს წარმატება უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მან დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა  ამერიკის საელჩოს. ახალციხელი მოსწავლეების პროექტი „მულტი კლიმატიზატორი“ ათასწლეულის  ინოვაციის შესარჩევმა კომისიამ გამარჯვებულად ცნო.  პროექტი სთავაზობს ფერმერებს, წინასწარ მიიღონ ინფორმაცია ნიადაგის ტენიანობის,  ტემპერატურის და მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
წაკითხვა
ოლიმპიადა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
გამოქვეყნებულია: 2015-03-29 14:01:00
საინფორმაციო ტექნოლოგიების კოლეჯ „IT აკადემიაში“ პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა ჩატარდა. სტუდენტები ერთმანეთს ვებპროგრამირებაში, კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირებასა და სამგანზომილებიან გრაფიკაში ეჯიბრებოდნენ. ოლიმპიადის ბოლოს გამარჯვებულები, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ერთი სტუდენტი, დააჯილდოვეს.
წაკითხვა
"ნასა" ქართველი მოსწავლეების უნიკალური გამოგონებით დაინტერესდა
გამოქვეყნებულია: 2015-03-27 20:43:00
ქართველი მოსწავლეების უნიკალური გამოგონება - ახალციხეში მცხოვრები მოზარდები ნასა-დან მიიწვიეს. ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეების იმ პროექტით არიან დაინტერესებული, რომელიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამინდის წინასწარ პროგნოზის შესაძლებლობას იძლევა. მოწყობილობას ტემპერატურის კონტროლი და მიწის ტენიანობის განსაზღვრაც შეუძლია. საკუთარ გამოგონებაზე ქართველი მოზარდები აპრილში ფლორიდაში ისაუბრებენ, სადაც ნასა-ს ეგიდით ყოველწლიური სამიტი იგეგმება. 
წაკითხვა
ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია
გამოქვეყნებულია: 2015-03-24 14:26:00
ეროვნულ არქივში ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე- სახელწოდებით  -საქართველოს  ეკლესია მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, მონაწილეებმა სხვადასხვა თემები წარმოადგინეს.ღონისძიების მიზანია საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის თარიღის ჯეროვანი აღნიშვნა, ახალგაზრდების  სამეცნიერო საქმიანობის წახალისება და მათთვის სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების, ასევე ეროვნული არქივის სამეცნიერო პოტენციალის გაზიარება  და აქ დაცული მდიდარი მასალის პოპულარიზაცია
წაკითხვა
როგორია განათლების სამინისტროს პოლიტიკა სამეცნიერო ინსტიტუტებთან მიმართებით
გამოქვეყნებულია: 2015-03-14 20:50:00
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე "მოამბის" პირდაპირ ეთერში.
წაკითხვა
სუპერკომპიუტერი საქართველოში - მათემატიკის ინსტიტუტი მსოფლიო სამეცნიერო ოჯახს ახალი შენობით და ახალი ტექნიკით უბრუნდება
გამოქვეყნებულია: 2015-03-14 20:45:00
განვითარებული თუ გავითარებადი ქვეყნების წარმატება,ზუსტი გათვლების გარეშე წარმოუდგენელია. თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა - აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ზღვა მასალის დამუშავება, შესაბამისი გათვლისა და დასკვნისთვის, ადამიანის შესაძლებლობას აღემატება. ასეთ საქმეს სჭირდება სუპერკომპიუტერი. საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არიან მეცნიერები, რომელთაც ასეთ გამოთვლით მანქანასთან მუშაობა შეუძლიათ და მალე მათ ეს სუპერკომპიუტერიც ექნებათ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი მსოფლიო სამცნიერო ოჯახს ახალი შენობით და ახალი ტექნიკით უბრუნდება. 
წაკითხვა
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა დედამიწის გარშემო მოგზაურობა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2015-03-09 14:11:00
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა დედამიწის გარშემო უპრეცედენტო მოგზაურობა დაიწყო. ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი თვითმფრინავი არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან აფრინდა და კურსი აღმოსავლეთისაკენ აიღო. ფრენის სავარაუდო ხანგრძლივობა 5 თვეა. ერთადგილიანი საფრენი აპარატი ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიების შვეიცარიელმა სპეციალისტებმა შექმნეს. ფრენის დროს დაგეგმილი ხშირი შესვენებები ახალი ტექნოლოგიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
წაკითხვა
სახელმწიფო უწყებები „მაიკროსოფტის“ ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ
განახლებულია: 2015-03-05 20:40:00
გარიგება კომპიუტერული ტექნოლოგიების უმსხვილეს კორპორაციასთან - სახელმწიფო უწყებები „მაიკროსოფტის“ ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ. კომპანიასთან დღეს გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჰაკერების თავდასხმების აღკვეთაა. ოფიციალური უწყებები, რომლებიც წლების განმავლობაში არალიცენზირებულ „ვინდოუსს“ იყენებდნენ, კიბერშეტევის ობიექტი არაერთხელ გამხდარან.
წაკითხვა
როგორ მიმდინარეობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი
განახლებულია: 2015-03-05 16:40:00
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. უკვე ოთხი დღეა თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ანალოგური და ციფრული ღია საეთერო სიგნალები პარალელურ რეჟიმში ვრცელდება, 17 მარტიდან კი ციფრული საცდელი მაუწყებლობა მთელ საქართველოს მოიცავს. ტელერადიო ცენტრში განმარტავენ, რომ ამისთვის უკვე ყველაფერი მზად არის. ცენტრს დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც სტუმრობდა. დიმიტრი ქუმსიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა. სამთვიანი საცდელი პარალელური მაუწყებლობის შემდეგ, 17 ივნისს ანალოგური სიგნალი მთელ საქართველოში გაითიშება და ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა.
წაკითხვა
საქართველოში სექტემბრიდან სან დიეგოს სახელმწოფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2015-02-25 13:05:00
საქართველოში 2015 წლის სექტემბრიდან სან დიეგოს სახელმწოფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დაიწყება. სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ, როგორც ადგილობრივი, ასევე ამერიკელი პროფესორები. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თბილისის სახელმწიფო, ილიას და ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორებთან შეხვედრა გამართა. პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის"  პროგრამაში, რომლის მიხედვითაც, ისინი სან დიეგოს უნივერსიტეტში გაეცნენ ამერიკულ სასწავლო პროგრამებს, ეწვივნენ საინჟირნო და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს და ამერიკელ კოლეგებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. 
წაკითხვა
მეცნიერების მოთხოვნები - ახალი დანადგარები კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად
გამოქვეყნებულია: 2015-02-06 20:32:00
მეცნიერების მოთხოვნები - ახალი დანადგარები კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.  ხელფასების გაზრდის შემდეგ მეცნიერები კვლევით ინსტიტუტებში დაგროვილ სხვა პრობლემებზე საუბრობენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც სპეციალისტები ამჯერად აყენებენ, კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ახალი დანადგარებია. მეცნიერებმა საკუთარი წინადადებები უკვე გააცნეს განათლების მინისტრს, რომელმაც სამეცნიერო დაწესებულებებისთვის შემუშავებულ გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.
წაკითხვა
მსჯელობა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის კონცეფციაზე
გამოქვეყნებულია: 2015-02-05 21:01:00
ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციაზე მუშაობა იწყება. საკითხი მთავრობის ადმინისტრაციაში განიხილეს, სადაც კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის უახლოეს გეგმებს შორისაა უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება და იტალიის ონკოლოგიურ ცენტრთან სამეცნიერო-საკონსულტაციო სამუშაოების კოორდინირება. კომისიას პრემიერი ხელმძღვანელობს.დღესვე მთავრობის ადმინისტრაციაში კვლევებისა და ინოვაციების საბჭო შეიკრიბა. სხდომას პრემიერიც დაესწრო, რომლის ინფორმაციით, მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250 პროცენტით გაიზარდა. პირველ სხდომაზე შეხვედრის მონაწილეებმა მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით მოკლე და გრძელვადიან პერიოდში დასაგეგმი პროექტები წარადგინეს. კვლევებისა და ინოვაციების საბჭოში, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მთავრობის, პარლამენტის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი მეცნიერები შედიან.
წაკითხვა
ბრიტანეთის თემთა პალატამ 3 გენის გამოყენებით ხელოვნური განაყოფიერების კანონპროექტი დაამტკიცა
გამოქვეყნებულია: 2015-02-04 14:22:00
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ, ორი ქალისა და ერთი მამაკაცის დნმ-ის გამოყენებით, ბავშვის გაჩენის კონცეფცია შეიმუშავა. კანონპროექტი 3 თებერვალს დამტკიცდა და ის ხელოვნური განაყოფიერების დროს სამი გენის გამოყენებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხმა 382 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 128 წავიდა. აღნიშნული ინიციატივის ლორდთა პალატაში დამტკიცების შემთხვევაში, ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო გახდება, სადაც ხელოვნური განაყოფიერების დროს სამი გენის გამოყენება დაკანონდება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგია მემკვიდრეობითი დაავადებების თავიდან ასაცილებლადაა განკუთვნილი და ყოველწლიურად 150 წყვილის დახმარება შეუძლია.
წაკითხვა
ეროვნულ არქივში უძველესი რუკების რესტავრაცია დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2014-12-18 21:02:00
ეროვნულ არქივში უძველესი რუკების რესტავრაცია დაიწყო. ფონდებში ათასობით რუკა და ნახაზია დაცული, მათ შორის საბჭოთა პერიოდის.არქივის ახალი პროექტი იმით იქნება საინტერესო, რომ დაზიანებული რუკების აღდგენასთან ერთად, მათი ავტორების ვინაობაც გახდება ცნობილი და ციფრული ვერსიებიც მომზადდება.
წაკითხვა
განათლების მინისტრის შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 16:50:00
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“-საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული უმაღლესი განათლების პროექტის დეტალების გაცნობა წარმოადგენდა. პროექტს „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სამი სახელმწიფო უნივერსიტეტისგან შემდგარ კონსორციუმთან ერთად განახორციელებს. პროექტის შედეგად კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებას და დიპლომებს საინჟინრო ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
წაკითხვა
გურამ კარტოზიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო
გამოქვეყნებულია: 2014-12-16 17:10:00
გამოჩენილი ქართველოლოგის გურამ კარტოზიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო,  წარმოდგენილი იყო პროფესორის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები.ასევე გამოფენილი იყო ჯილდოები და პირადი წერილები, მისი ავტორობით გამოცემული წიგნები.კარტოზიას ცხოვრება უკავშირდებოდა როგორც სამეცნიერო, ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას.
წაკითხვა
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
გამოქვეყნებულია: 2014-12-16 16:54:00
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები 3 პროგრამაში გამოავლინა. უნივერსიტეტების ბაზაზე სამრეწველო ინოვაციების 2 ლაბორატორია შეიქმნება. ასევე -  ინოვაციების 3 ლაბორატორია კერძო სექტორის ჩართულობით. საგრანტო კონკურსები შემდეგ წელსაც იგეგმება და რეგიონები და კერძო სექტორიც ჩაერთვება.
წაკითხვა
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 13:30:00
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" დირექტორსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანს უმასპინძლებს. სა
წაკითხვა
მეუფე ანანიას 65 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 17:15:00
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ანანიას 65 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაზე მომხსენებლებმა მეუფეს შემოქმედებაზე, ასევე მის საერო და საეკლესიო ღვაწლზე ისაუბრეს. ანანია ჯაფარიძე არის არა ერთი წიგნის, კვლევის და პუბლიცისტური წერილის, მათ შორის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის ოთხტომეულის ავტორი. სამეცნიერო კონფერენციას ხელისუფლების, სამღვდელოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წაკითხვა
ინოვაცია, რომელიც ფერითი სიბრმავის მქონე ადამიანებს დაეხმარება
განახლებულია: 2014-12-08 19:22:02
ფერითი სიბრმავით (დალტონიზმი) დაავადებული ადამიანებისთვის საყვარელი საფეხბურთო ნაკრების თამაშის ხილვა ან კულინარიული გადაცემის ყურება შესაძლოა რთული იყოს. ბრიტანელი მეცნიერების ახალი ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ გამოსახულების გარკვეული დეტალები განსაკუთრებული სიცხადით გამოჩნდეს. აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი ალგორითმი, რომელიც გამოსახულების წითელ და მწვანე სფეროებს განსაკუთრებით აძლიერებს.სპეციალური პროგრამით აღჭურვილი ხელსაწყო მონიტორზე მონტაჟდება და ზემოთხსენებულ ეფექტს ყველა გადაცემის  გამოსახულებაზე ახდენს. ინოვაცია ფერითი სიბრმავის მქონე ადამიანებს ფერების გარჩევას უადვილებს.წყარო: telegraph
წაკითხვა