საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
პარიზი 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტურ ქალაქად დასახელდა
განახლებულია: 2014-12-04 16:07:51
პარიზი 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტურ ქალაქად დასახელდა. ეს სტატუსი საფრანგეთის დედაქალაქმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა. რეიტინგების გამოვლენას საფუძვლად დაედო ცხოვრების ხარისხი, საგანმანათლებლო დაწესებულებების პოპულარობა და სწავლების დაბალი გადასახადი. ასევე, გათვალისწინებული იქნა სხვა ფაქტორები, როგორებიცაა სტუდენტების ეროვნება და მათი დასაქმების დონე. საუკეთესო ათეულში მოხვდა კანადისა და ავსტრალიის ქალაქებიც. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ პარიზში განათლებამიღებული სტუდენტები დამქირავებლების მხრიდან დიდი რეპუტაციით სარგებლობენ, წამყვანი კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ სტუდენტებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ პარიზის ცნობილი სასწავლებლები, როგორებიცაა, მაგალითად, პოლიტექნიკური კოლეჯი, მეცნიერებათა ინსტიტუტი და სორბონის უნივერსიტეტი. პარიზის საუკეთესო სტუდენტურ ქალაქად დასახელებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ 26 წლამდე ასაკის სტუდენტებს 2009 წლის შემდეგ უფასოდ ეძლევათ საშუალება, დაათვალიერონ მუზეუმები და ეროვნული კულტურული ძეგლები. ქალაქში უხვად ფუნქციონირებს სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი კვებისა და გასართობი ობიექტები. 2015 წლის საუკეთესო სტუდენტური ქალაქების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. პარიზი; 2. მელბურნი; 3. ლონდონი; 4. სიდნეი; 5. ჰონგ კონგი; 6. ბოსტონი; 7. ტოკიო; 8. მონრეალი; 9. ტორონტო; 10. სეული. წყარო: Euronews
წაკითხვა
ლატვიის პრეზიდენტი განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
განახლებულია: 2014-12-03 14:49:13
ლატვიის პრეზიდენტი თბილისში ვიზიტს განაგრძობს. ანდრის ბერზინში დღეს განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ეს იყო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც საქართველოსა და ლატვიის განათლების სამინისტროებისა და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორებმა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.შეხვედრაზე ქართული და ლატვიური უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების პრეზენტაციაც მოაწყვეს.სამუშაო შეხვედრას ლატვიის განათლების მინისტრიც ესწრებოდა.
წაკითხვა
პირველი კომპიუტერის აღდგენის პროექტი გადამწყვეტ ფაზაშია
განახლებულია: 2014-12-03 14:19:41
პირველი ბრიტანული კომპიუტერის აღდგენის პროექტი გადამწყვეტ ფაზაშია. კომპიუტერის ეროვნულ მუზეუმში პირველი ელექტრონული გამოთვლითი მანქანის (Edsac) აღდგენილი ნაწილი ჩართეს. ელექტრონული მოწყობილობის რამდენიმე ნაწილი უცვლელი დარჩა, რამაც აღდგენის პროცესი გაართულა, მათ შორის მეხსიერების შემნახველი სისტემა. პროექტში მონაწილეობენ ის სტუდენტები, რომლებიც Edsac-ის შემქმნელებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ პირველი კომპიუტერის შექმნაში. მუზეუმში აღდგენითი პროცესი ისევ მიმდინარეობს. მისი დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის იგეგმება. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მორის უილკსის ხელმძღვანელობით, პირველი ელექტრონული გამოთვლითი მანქანა 1949 წელს შექმნეს. მოწყობილობა შედგება 3 000 სარქველისაგან, რომლის სრული მოცულობა 20 კვადრატულ მეტრს იკავებს. წყარო: BBC
წაკითხვა
საუნივერსიტეტო ცხოვრება და განათლების ხარისხი საქართველოში - რა პრობლემები აწუხებთ სტუდენტებს
განახლებულია: 2014-12-03 13:35:56
იღებენ თეორიულ ცოდნას და ვერ გადიან პრაქტიკას - სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ, კურსდამთავრებულები კი დაუსაქმებლობაზე. ნათია ქენქაძე დაინტერესდა, რეალურად როგორია საუნივერსიტეტო ცხოვრება და განათლების ხარისხი საქართველოში.„მოამბის“ მიერ მოპოვებულ მასალებს უკვე გაეცნო განათლების სამინისტრო - აქვს თუ არა სანიკიძის უწყებას სტუდენტების სწავლის ხარისხთან დაკავშირებით იგივე ინფორმაცია, რაც „მოამბეს“.
წაკითხვა
უნიკალური ქართული სპორტკუპე - "ქვარიანი"
განახლებულია: 2014-12-03 01:44:56
"მოამბე" თვითნასწავლ 24 წლის გიორგი ქვარიანს გაგაცნობთ, რომელმაც საკუთარ ავტოფარეხში ახალი ავტომობილი შექმნა. განსხვავებული და შთამბეჭდავი დიზაინის მქონე სპორტკარით დღეს თათია ბუხრაშვილმა გაისეირნა.
წაკითხვა
ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე - გაფრთხილება მოსახლეობას
განახლებულია: 2014-12-03 01:41:44
დედამიწა კოსმიური ქარიშხლის დარტყმის ქვეშ მოექცა. გეომაგნიტური ცვლილებების მიზეზი მზეზე ამოფრქვევების მთელი სერია გახდა. მეცნიერების განმარტებით, პლანეტას თავს ელექტრონებისა და პროტონების ნამდვილი ნიაღვარი დაატყდა. არ არის გამორიცხული, ამან გავლენა კავშირგაბმულობაზეც მოახდინოს. მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღება მიაქცონ საკუთარ ჯანმრთელობას.მაგინიტურმა ქარიშხალმა, შესაძლოა, წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს, ასევე ტაქიკარდია, თავის ტკივილი და უძილობა. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ბოლო დროს დაფიქსირებული ერთერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია.
წაკითხვა
თამარ სანიკიძის ვიზიტი აშშ-ში
განახლებულია: 2014-12-02 13:48:12
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე იმყოფება. დელეგაციის წევრები უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა 140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს, რომელსაც საქართველოში სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს. თამარ სანიკიძე ასევე უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს გაეცნო.
წაკითხვა
ტყის მონიტორინგი დისტანციური მართვის რუკით განხორციელდება
განახლებულია: 2014-12-02 13:45:39
ტყის მონიტორინგი დისტანციური მართვის რუკით განხორციელდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საქართველოს ტყით დაფარული ტერიტორიის რუკის პრეზენტაცია გაიმართა. დისტანციური მართვის სისტემის მეშვეობით შექმნილი რუკა ხელს შეუწყობს ტყის მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას. სატყეო მეურნეობის უკეთ დაგეგმვასა და საინფორმაციო ბაზის განვითარებას. რუკის მეშვეობით ასევე მოხდება ტყის საფარის, ნიადაგისა და კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვება. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა.შეხვედრაზე გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა რუკის შექმნის მეთოდებისა და გამოყენების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პროექტი ტყის მდგრად განვითარებას ხელს შეუწყობს.
წაკითხვა
"ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის" პრეზენტაცია
განახლებულია: 2014-12-02 13:41:44
სასტუმრო "რედისონში" "ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის" პრეზენტაცია გაიმართა. ლაბორატორია მიზნად ისახავს საჯარო და კერძო სექტორებში მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლებას. ინოვაციური სერვისების ლაბორატორია გაერო-ს განვითარების პროგრამისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ის იუსტიციის სამინისტროსა და მის სტრუქტურებთან ერთად სხვა სახელმწიფო უწყებებსაც გაუწევს მხარდაჭერას - შექმნან ახალი, თანამედროვე, ინოვაციური სახელმწიფო სერვისები. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა გახსნა.
წაკითხვა
აკადემიკოსი ლავრენტი მანაგაძე "ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით" დაჯილდოვდა
განახლებულია: 2014-12-01 20:27:22
"ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით" აკადემიკოსი ლავრენტი მანაგაძე დაჯილდოვდა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაესწრო, მან ლავრენტი მანაგაძეს მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა და ჯილდო გადასცა. აღსანიშნავია, რომ ლავრენტი მანაგაძეს სამეცნიერო სფეროში დიდი დამსახურება აქვს.
წაკითხვა
ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს საპატრიარქოს უნივერსიტეტში
განახლებულია: 2014-12-01 20:27:14
ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს დღეს საპატრიარქოს უნივერსიტეტში. დისკუსია ეხებოდა ქართული ენის სტატუსს სახელმწიფოში. სამეცნიერო კონფერენციის წევრების თქმით, როგორც თეორიულმა კვლევებმა აჩვენა, სახელმწიფოს ენის პოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიანი სტრატეგია არ აქვს შემუშავებული. კონფერენციის მიზანი ქართული ენის საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული თვალსაზრისების შეჯერება და შემდგომ მათი საკანონმდებლო ორგანოსთვის მიწოდებაა.
წაკითხვა
ბიოლოგებმა დაამტკიცეს მძიმე ბავშვობის სარგებელი შთამომავლობისათვის
განახლებულია: 2014-12-01 20:27:00
ბიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ იმ მამრი თაგვის შთამომავლობა, რომელმაც ადრეული ასაკი სტრესულ გარემოში გაატარა, გამოირჩევა მიზანდასახულობით და ცვალებად პირობებზე მორგების უნარით. იზაბელ მანსუიმ და მისმა კოლეგებმა ორი კვირის განმავლობაში მდედრ თაგვებს მოაშორეს მათი ნაშიერი და შეუქმნეს სტრესული პირობები. ამის შემდეგ კი თაგვები დააბრუნეს მშობლებთან. სტრესგადატანილი თაგვების შთამომავლებმა წარმატებით გაიარეს მრავალი ქცევითი ტესტი. ისინი აღმოჩდნენ უფრო მიზანდასახულები და გარემოსთან ადაპტირებულები. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ქცევის ახალ თავისებურებებს, თან ახლდა ეპიგენეტიკური ცვლილებები გენში, რომელიც პასუხისმგებელია მინერალკორტიკოიდის რეცეპტორებზე. როგორც ცნობილია, ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრესულ რეაქციაზე. ცხოველებზე ექსპერიმენტების უმრავლესობამ აჩვენა, რომ ცხოვრების პირველ კვირებში მიღებული მძიმე სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე, რაც გამოიხატება: დაქვეითებული იმუნიტეტით, სასოწარკვეთილი ქცევით, ეცემა შემეცნებითი შესაძლებლობები. თუმცა, ზოგიერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბადების შემდეგ გადატანილი სტრესი იძლევა რამდენიმე უპირატესობას ცხოვრების შემდგომ ეტაპზე. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სტრესის დადებითი შედეგები გადაეცემა მემკვიდრეობით. წყარო: Nature Communications
წაკითხვა
Mozilla-მ Google-თან ონლაინ-ძიების სფეროში პარტნიორობაზე უარი განაცხადა
განახლებულია: 2014-12-01 20:26:25
Google აღარ იქნება პოპულარული ბრაუზერის Mozilla Firefox-ის საძიებო სისტემა. მის ადგილს Yahoo დაიკავებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, Google-ი ბრაუზერ Mozilla-ს დაახლოებით 100 მილიონ დოლარს უხდიდა წელიწადში, რათა ყოფილიყო საძიებო სისტემა ბრაუზერ Firefox-ში. აღნიშნული თანხა Mozilla-ს შემოსავლების, დაახლოებით 85 პროცენტია. ახლა Firefox- ის მომხმარებლებს ონლაინ ძიების საშუალება ექნებათ Yahoo-ს საშუალებით. მიმდინარე წლის დეკემბრიდან, ინოვაციით Firefox -ის მომხმარებლები სარგებლობას შეძლებენ შეერთებულ შტატებში, ხოლო 2015 წლიდან, ბრაუზერი გეგმავს ყველა მომხმარებელი გადაიყვანოს ახალ საძიებო სისტემაზე. Yahoo-სთან ხელშეკრულების პირობები არ კონკრეტდება. გარდა ამისა, გაუგებარია, რა გავლენას მოახდენს აღნიშნული ხელშეკრულება Yahoo-სა და Microsoft-ის პარტნიორობაზე. როგორც ცნობილია, Yahoo-ს ძიების ფუნქცია Microsoft Bing-ის საძიებო სისტემაზე დაყრდნობით მუშაობს. ბრაუზერების მსოფლიო ბაზარზე Google Chrome ლიდერობს, რომლის წილიც თითქმის 48 პროცენტია. მეორე ადგილს Internet Explorer, ხოლო Firefox მესამე ადგილს იკავებს, 16.8 პროცენტით. საძიებო სისტემებში ლიდერია Google, რომელიც კომპიუტერული და მობილური მოწყობილობებიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დაახლოებით 90 პროცენტს ამუშავებს. წყარო: Yahoo
წაკითხვა
„თანამედროვეობის დილემები - ბიოეთიკური განზომილება“ - მოხსენება მეცნიერებათა აკადემიაში
განახლებულია: 2014-12-01 20:26:13
„თანამედროვეობის დილემები - ბიოეთიკური განზომილება“, - ამ თემაზე არქიმანდრიტმა ადამმა მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენება წაიკითხა. ნაშრომში იმ პრობლემებზეა საუბარი, რომლებიც თანამედროვე მიღწევებმა გააჩინა და რომლებიც ახალი და სწრაფად განვითარებადი დარგის - ბიოეთიკის კვლევის საგანია.მასში ის საკითხებია განხილული, რომლებიც საზოგადოებას აქვს მეცნიერებისა და ეკლესიის მიმართ.
წაკითხვა
მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ინდიკატორების სიმპოზიუმი თბილისში
განახლებულია: 2014-12-01 20:21:41
საქართველო მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ინდიკატორების რიგით მეთორმეტე სიმპოზიუმს წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების ოფიციალურ გახსნამდე, სასტუმრო „რედისონში“ საინფორმაციო კომუნიკაციების სტატისტიკის სფეროში პრეზენტაციები გაიმართა.სიმპოზიუმის ფარგლებში, გაკეთდება შეფასებები, თუ რომელ ადგილს დაიკავებს საქართველო კომუნიკაციების დარგში, კერძოდ, ინტერნეტ და ფიჭური კავშირგაბმულობის მიმართულებით. ასევე, წარმოდგენილი იქნება მთავრობის პროგრამები და პრიორიტეტები საინფორმაციო კომუნიკაციების სფეროში.მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ინდიკატორების რიგით მეთორმეტე სიმპოზიუმს ხვალ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.
წაკითხვა
Google-მა პირებისთვის, რომლებსაც კიდურების კანკალი აღენიშნებათ, კოვზები დაამზადა
განახლებულია: 2014-12-01 20:19:23
კორპორაციამ Google იმ პირებისთვის, რომლებსაც კიდურების კანკალი (ტრემორი) აღენიშნებათ, კოვზები დაამზადა. ცხადია, ინოვაციური აპარატი სამზარეულოს ჩვეულებრივი კოვზი არ არის და ასობით ალგორითმს მოიცავს. მოწყობილობა ხელის რყევებს აფიქსირებს, წამების განმავლობაში ახდენს კოვზის მდებარეობის კორექტირებას და ბალანსს აღადგენს, რომ მომხმარებელს საკვები არ გადმოეღვაროს.Google-ის კოვზი სან ფრანცისკოს კლინიკაში უკვე გამოსცადეს. ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით, პაციენტებმა, რომლებსაც სხვების დახმარების გარეშე კვება არ შეეძლოთ, გემრიელად მიირთვეს. კანკალი, როგორც წესი, ხანდაზმულ ასაკთან ასოცირდება, მაგრამ ახალგაზრდებს შორისაც ძალიან გავრცელებულია. მოძრაობის დარღვევები მრავალი დაავადების, მათ შორის პარკინსონის, თავის ტვინის და სხვ. დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომებია.(abcnews)
წაკითხვა
სოციალური ქსელებისგან მოხმარების წესების მარტივად ახსნას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 18:34:00
რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტს იწყებს, სადაც ის ქვეყნის ხელმძღვანელობასთან სირიის კრიზისსა და რუსული გაზის მიწოდების საკითხზე იმსჯელებს. მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სპეციალური კომიტეტი სოციალური ქსელებისგან, მათ შორის Facebook-ისა და Twitter-ისგან, ითხოვს კომპანიის პირობები მომხმარებლისთვის უფრო გასაგები გახადონ.კომიტეტის ანგარ
წაკითხვა
ებრაული კომპანია ქმნის სმარტფონის ელემენტს, რომელიც 30 წამში დაიმუხტება
გამოქვეყნებულია: 2014-11-25 13:26:00
ებრაული კომპანია StoreDot ქმნის ახალ ტექნოლოგიას, რომელიც შეძლებს სმარტფონის რამდენიმე წამში, ხოლო ელექტრომობილის -რამდენიმე წუთში დამუხტვას. ელემენტის პროტოტიპი, რომელიც შეძლებს ენერგიის დაგროვებას ნაკლებ დროში, შექმნილია ნანოტექნოლოგიის ბაზაზე. ინოვაციურ ტექნოლოგიაში მოიაზრება ე.წ. nanodots-ის, პეპტიდური ოჯახის ბიოორგანული მოლეკულების გამოყენება. ეს ელემენტები დადებითად მოქმედებს ენერგიის დაგროვების სიჩქარეზე და მის შენახვაზე ელემენტში. პროტოტიპის მასობრივ წარმოებაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია. კომპანიას სურს, რომ 2016 წელს ბაზარზე გასაყიდად გამოიტანოს სმარტფონის ელემენტები, რომლის დამუხტვა შესაძლებელი იქნება 30 წამში და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. თუ აღნიშნული ტექნოლოგია რეალურად განხორციელდება, მას პოტენციურად შეუძლია შეცვალოს ორი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტის - მობილური მოწყობილობების და ელექტრომანქანების ბაზარი. ელექტრომობილის დამუხტვა, როგორც წესი მთელი ღამის განმავლობაში ხდება, მაგრამ პოტენციურად შესაძლებელია მისი 2-3 წუთის განმავლობაში დატენვა. წყარო: Reuters
წაკითხვა
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი ქვეყნის 1277 სკოლაში დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2014-11-22 13:30:00
ორგანიზაცია "მოქალაქის" მიერ ინიცირებული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი ქვეყნის 1277 სკოლაში დაიწყო. ღონისძიებაში 22 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კომპიუტერული ტესტირების პროცესს თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში ორგანიზაცია "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორი და შეფასების და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი დაესწრნენ. მათი თქმით, ღონისძიება უპრეცედენტოა და მოსწავლეებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა მათი მონაწილეობა ოლიმპიადაში წარმატებული იყოს.
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ განვითარების გრძელვადიანი ხედვა წარმოადგინა
გამოქვეყნებულია: 2014-11-21 20:33:00
განათლების სამინისტრომ განვითარების გრძელვადიანი ხედვა წარმოადგინა.დოკუმენტი განათლებისა და მეცნიერების ყველა დონეს მოიცავს და სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სტრატეგიის მომზადებამდე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, განათლების სისტემის კვლევა ჩატარდა, რის შემდეგაც სტრატეგიული მიმართულებები განსაზღვრეს და რეკომენდაციებიც შეიმუშავეს. დოკუმენტის პრეზენტაციას პრემიერმინისტრი დაესწრო, რომელმაც გამოსვლის დროს დოკუმენტის მნიშვნელობაზე და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. დღეიდან ხედვის საჯარო განხილვები დაიწყება, მოგვიანებით კი დოკუმენტს სამოქმედო გეგმის სახით მთავრობა დაამტკიცებს.
წაკითხვა