საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
"ნაციონალური მოძრაობა" - გაუგებარია რატომ გაუქმდა მასწავლებელთა სერტიფიკაციის ვადა
გამოქვეყნებულია: 2014-11-21 17:08:00
კიდევ ეთი თემა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს, მასწავლებელთა სერტიფიცირების შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტია. უმცირესობა აცხადებს, რომ გაუგებარია რატომ გაუქმდა სერტიფიკაციის ვადა და რატომ აწესებს ხელისუფლება უკვე სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის ახალ სქემაზე გადასვლის დამატებით პირობებს. განცხადება ამ თემაზე განათლების მინისტრმაც გააკეთა.
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა შეიმუშავა
გამოქვეყნებულია: 2014-11-21 16:38:00
განათლების სამინისტრომ განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა შეიმუშავა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს პრემიერმინისტრი დაესწრო. ანალიტიკური დოკუმენტი მოიცავს განათლებისა და მეცნიერების ყველა დონეს - სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს განათლებას და მეცნიერების განვითარებას.არსებული სისტემის კვლევა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რის შემდეგაც სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის რეკომენდაციები შემუშავდა. დღეიდან იგეგმება ხედვაში გაწერილი კონკრეტული თემების საჯარო განხილვები, რის შემდეგაც დოკუმენტს, სამოქმედო გეგმის სახით, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
წაკითხვა
ურბნისის საჯარო სკოლა გაიფიცა
გამოქვეყნებულია: 2014-11-21 16:36:00
დღეს დილიდან ქარელის რაიონში ურბნისის საჯარო სკოლა გაიფიცა. პროტესტის მიზეზი სამეურვეო საბჭოს სხდომა გახდა, რა დროსაც სკოლის მოქმედ დირექტორ მარინა ნადირაშვილის ხელმეორედ დირექტორად არჩევა აღარ მოხდა. სამეურვეო საბჭო ურბნისის საჯარო სკოლაში 8 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეებიც. როგორც გაირკვა, ფარული კენჭისყრის შედეგად, მარინა ნადირაშვილმა ხმათა უმრავლესობა ვერ დააგროვა. თუმცა, თავად ყოფილი დირექტორი ამის მოტივს ვერ ასახელებს. სკოლაში 200-მდე მოსწავლე სწავლობს. ისინი იმუქრებიან, რომ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
წაკითხვა
ამერიკელი სამხედროები რუსულ კოსმოსურ ობიექტს აკვირდებიან
გამოქვეყნებულია: 2014-11-20 17:36:00
ამერიკელი სამხედროები რუსულ კოსმოსურ ობიექტს აკვირდებიან, რომელიც დასავლელმა ასტრონავტებმა შეამჩნიეს. ეს ინფორმაცია ამერიკის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის მეთაურმა მარტინ ოდონელმა გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ რუსული საიდუმლო კოსმოსური ობიექტი გამოჩნდა სპეციალურ ვებგვერდზე, რომელზეც ყველა თანამგზავრისა და კოსმოსური აპარატის შესახებ ინფორმაცია აისახება. ის მაისში რაკეტმზიდ „როკოტის“ დახმარებით იქნა გაშვებული.ექსპერტების თქმით, კოსმოსური ობიექტი უცნაურ მანევრებს აკეთებს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ეს ექსპერიმენტული აპარატია, რომელსაც, შესაძლოა, სამხედრო დანიშნულება ჰქონდეს.
წაკითხვა
სანიკიძემ საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
გამოქვეყნებულია: 2014-11-20 17:18:00
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ 8 მოსწავლეს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცა. განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების მიზნით, მსოფლიოს პრესტიჟულ ოლიმპიადებში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების მონაწილეობას განათლების სამინისტრო ყოველწლიურად აფინანსებს.ოლიმპიადებში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
წაკითხვა
განათლების მინისტრის მოადგილე დედოფლისწყაროში მასწავლებლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-20 13:33:00
განათლების მინისტრის მოადგილე რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ლია გიგაური ამჯერად დედოფლისწყაროში ჩავიდა და რეგიონის 15 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს ზოგადი განათლების სიახლეები და მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალი სქემა წარუდგინა.ახალი სახელფასო პოლიტიკა მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ლაშა საღინაძემ გააცნო.
წაკითხვა
პრეზიდენტის მრჩეველი ბათუმში მოსწავლეებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-20 12:00:00
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ბათუმელ მოსწავლეებს შეხვდა. გიორგი აბაშიშვილი ბათუმის მე-2 და მე-10 საჯარო სკოლებში არსებული სამოქალაქო კლუბების წევრებს ესაუბრა. შეხვედრის ძირითადი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მნიშვნელობა იყო.აბაშიშვილმა მოსწავლეებს ასოცირების შეთანხმების დეტალები გააცნო და მისი ხელმოწერის მნიშვნელობაზე ესაუბრა.პრეზიდენტის მრჩეველმა ყურადღება იმ სარგებელზე გაამახვილა, რომელსაც საქართველო ამ შეთანხმებით მიიღებს.
წაკითხვა
Samsung-ი სმარტფონების მოდელებს 30 პროცენტით შეამცირებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-18 15:58:00
სამხრეთ კორეული კომპანია Samsung-ი გეგმავს 25-დან 30 პროცენტამდე შეამციროს სმარტფონების მოდელების რაოდენობა, რომელთა გამოშვებასაც გეგმავს მომავალი წლისათვის. კომპანიაში არ ასახელებენ, კონკრეტულად რომელ მოდელებს შეეხებათ აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს ნაბიჯი აიხსნება იმით, რომ Samsung-ი აპირებს ხარჯების ოპტიმიზაციას, რათა კონკურენცია გაუწიოს უფრო დაბალ ფასიან სმარტფონებს, რომელთაც ჩინური კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს. მაგ. როგორიც არის - Xiaomi, რომელმაც 2014 წელს სმარტფონების წამყვანი მწარმოებლების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. ოქტომბერში, სამხრეთ კორეის კომპანიის მოგება დაეცა 49 პროცენტით. Samsung-ის მენეჯერებმა განაცხადეს, რომ ისინი გეგმავენ მიიღონ გარკვეული ზომები, რათა მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს. წყარო: The Wall Street Journal
წაკითხვა
პირველ მსოფლიო ომში გარდაცვლილი გმირების საფლავები აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-18 13:51:00
თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად, პირველ მსოფლიო ომში გარდაცვლილი გმირების საფლავები აღმოაჩინეს. კუკიის სასაფლაოზე აღმოჩენილი საფლავები უმძიმეს მდგომარეობაშია და რეკონსტრუქცია სჭირდება. სამეცნიერო საბჭოს წევრები მერიას მიმართავენ და რეაგირებას სთხოვენ.
წაკითხვა
5 წლის აიან კურეში - ინტერნეტტექნოლოგიების ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი მსოფლიოში
გამოქვეყნებულია: 2014-11-15 17:02:00
5 წლის აიან კურეში ინტერნეტტექნოლოგიების ყველაზე ახალგაზრდა სპეცალისტია მსოფლიოში. მცირეწლოვანმა "მაიკროსოფტის" საკვალიფიკაციო ტესტირება, რომელსაც სერტიფიკატის მოსაპოვებლად ყველა პროფესიონალი პროგრამისტი აბარებს, წარმატებით გაიარა და სპეციალისტის წოდება მიიღო. აიან კურეშმა პროგრამირების სწავლა მამისგან 3 წლის ასაკში დაიწყო და სახლში კომპიუტერული ქსელიც კი შექმნა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის ყოველდღიურად ორ საათს ოპერაციული სისტემების შესწავლასა და მათ დაყენებას უთმობს.
წაკითხვა
წარმატებული კოსმოსური მისია - „როზეტას“ ლაბორატორიული მოდული კომეტაზე დაჯდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 20:48:00
წარმატებული კოსმოსური მისია - კოსმოსურ ხომალდ „როზეტას“ ლაბორატორიული მოდული კომეტაზე დაჯდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, 7-საათიანი ოპერაცია წარმატებით დაგვირგვინდა. რობოტმა კომეტიდან პირველი ფოტოები უკვე გამოაგზავნა.მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კომეტის ზედაპირზე მოგროვებული მასალები პლანეტებისა და სიცოცხლის გაჩენის შესახებ კითხვებს გასცემს პასუხს.კოსმოსური მისია 60 საათს გაგრძელდება.
წაკითხვა
YouTube-მა ახალი სერვისი შემოიღო
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 17:48:00
Google-ის ვიდეო პორტალმა YouTube-მა შემოიღო ახალი სერვისი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება მუსიკალური ვიდეოს რეკლამის გარეშე ნახვა და გადმოწერა. სერვის Music Key-ს ყოველთვიური ღირებულებაა 9.99 გირვანქა სტერლინგია და ის, ასევე, მოიცავს Google Play All Access-ის წევრობას. აღნიშნული სიახლე კონკურენციას უწევს ისეთ შეუზღუდავ მუსიკალურ სერვისებს როგორიცაა Spotify, Rdio, Beats Music და სხვა. პირველ ეტაპზე სერვისით Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობები ისარგებლებენ, ასევე Apple-ის სმარტფონები და ტაბლეტები, თუმცა ამ ეტაპზე სერვისი არ ვრცელდება პერსონალურ კომპიუტერებზე. წყარო: BBC
წაკითხვა
ხომალდმა „როზეტამ“ კომეტაზე ლაბორატორიული მოდულის განთავსების ოპერაცია დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2014-11-12 18:02:00
კოსმოსურმა ხომალდმა „როზეტამ“ კომეტაზე ლაბორატორიული მოდულის განთავსების ოპერაცია დაიწყო, - ამ ინფორმაციას ევროპის კოსმოსური ოპერაციების ცენტრი ავრცელებს. მოდულმა კომეტაზე დაჯდომა უნდა სცადოს. კოსმოსური მისიის თანამშრომლების განცხადებით, კომეტასთან ასეთი მიახლოება არასდროს არ მომხდარა.„როზეტას“ მოდულის მისიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მზის სისტემის წარმოშობის, ჩვენს პლანეტაზე წყლისა და სიცოცხლის გაჩენის შესახებ კითხვებს გაეცემა პასუხი.მეცნიერები აცხადებენ, რომ კომეტები მზის სისტემის მთავარი ნაწილია, რომლებმაც, შესაძლოა, დედამიწაზე წყალი და ორგანული მოლეკულები მოიტანეს.კომეტაზე დაშვების შემთხვევაში, რობოტი, მიკროკამერის მეშვეობით, პანორამულ სურათებს გადაიღებს და კომეტის ზედაპირიდან მასალებს შეაგროვებს. ექსპერიმენტი 60 საათს უნდა გაგრძელდეს.
წაკითხვა
ტარაკანა-კიბორგი სტიქიური უბედურების დროს დაშავებულებს დაეხმარება
გამოქვეყნებულია: 2014-11-12 16:07:00
მეცნიერებმა ტარაკნების ადამიანის სასიკეთოდ გამოყენება გადაწყვიტეს. ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოიფიქრეს მათი მეშვეობით დაშავებულების მოძებნა, მიწისძვრის და სხვა ბუნებრივი კატასტროფების დროს. მაშველებს საკმაოდ ხშირად უხდებათ სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, შენობების ნანგრევებში დაშავებულთა მოსაძებნად და მათ გამოსაყვანად. სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლონი არიან ასეთ შემთხვევებში, თუმცა ამ ცხოველებსაც აქვთ შეზღუდვები. მათ არ შეუძლიათ ვიწრო ხვრელებში გადაადგილება, ტარაკანა კი ადვილად გაუმკლავდება ამ ამოცანას. მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ნებისმიერ ტარაკანას გადააქცევს მეძებრად, ნანგრევებში ადამიანის მოსაძებნად.ტარაკანას ზურგზე უმაგრებენ ,,ზურგჩანთას“, რომელშიც სხვადასხვა ფუნქციების გარდა ჩამონტაჟებულია ერთი ან სამი მაღალი სიზუსტის მქონე მიკროფონი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯერ უნდა მოიძებნოს პოტენციური მსხვერპლის ხმა, რომელიც მაშველებმა უნდა გადაარჩინონ. ამისათვის ნანგრევებში პირველად უშვებენ ტარაკნებს ერთი მიკროფონით, რომელიც ყველა სახის ხმას გადასცემს მაშველების კომპიუტერს. როგორც კი მაშველები გაიგონებენ რაიმე ადამიანის ხმის მსგავსს, უშვებენ სამ მიკროფონიან ტარაკანებს, რათა ზუსტად დადგინდეს თუ რომელი მიმართულებით იმყოფება დაშავებული. რათა ტარაკნები არ მიმოიფანტონ ყველა მიმართულებით, მეცნიერებმა შეიმუშავეს "უხილავი ღობის"ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ, მწერების შენარჩუნება, წინასწარ გამოთვლილ რადიუსში, რათა არ გადაკვეთონ აღნიშნული ტერიტორია. როდესაც აკუმულატორის სიმძლავრე დაეცემა, მაშველებს შეუძლიათ გამოიყვანონ ტარაკნები მზის შუქზე, სადაც ისინი დაიმუხტებიან და კვლავ განაგრძონ სამაშველო ოპერაცია. წყარო: digitaltrends
წაკითხვა
LG-ის სამაჯურით ბავშვის ადგილმდებარეობას დაადგენენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-11 15:35:00
LG KizON-ის ელექტროსამაჯური განკუთვნილია ბავშვის ადგილმდებარეობის დასადგენად. მოწყობილობა ევროპაში მომდევნო კვირიდან გაიყიდება. LG -ის ელექტროსამაჯურში ინტეგრირებულია ფიჭური კავშირის მოდული GSM 900/1800 მეგაჰერც სიხშირეზე. გარდა ამისა, სატელიტური სანავიგაციო სისტემის GPS-ის მიმღები და უკაბელო კავშირის Wi-Fi-ის ადაპტერი. სამაჯურის მეშვეობით, მშობლები ბავშვის ადგილმდებარეობის გაკონტროლებას უწყვეტ რეჟიმნში შეძლებენ. ფუნქცია One Step Direct Call ხმოვანი კომუნიკაციის საშუალებას მობილური ქსელის მეშვეობით იძლევა. სამაჯურთან დაკავშირება სმარტფონის ან პლანშეტის მეშვეობით არის შესაძლებელი. სამაჯურს გააჩნია 64 MB ოპერატიული მეხსიერება და ფლეშ მოდული, 128 MB-ის ტევადობით. ზომები: 34,7 × 55,2 × 13,9 მმ, წონა - 43გრ. აკუმულატორი - 36 სთ. ინოვაციური კომპანია ევროპელებს ლურჯ და ვარდისფერ სამაჯურებს შესთავაზებს. წყარო: lg.com
წაკითხვა
ფსიქიკური აშლილობა სიცოცხლეს 10 -20 წლით ამოკლებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-11 14:53:00
ფსიქიკური დაავადებები სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ, 10 -20 წლით ამოკლებს და ორგანიზმზე ისეთივე მავნე ზემოქმედებას ახდენს, როგორც თამბაქოს აქტიური მოხმარება. ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრებმა სიკვდილიანობის შესახებ მასშტაბური კვლევა 2014 წლის ნოემბერში დაასრულეს. მეცნიერებმა ოცი, სხვადასხვა კვლევის შედეგები გააანალიზეს, საერთო ჯამში, 1, 7 მილიონი ადამიანის და 250 ათასი გარდაცვლილის სამედიცინო დოსიე შეისწავლეს. კვლევის შედეგები ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა, რომელშიც დეტალურად არის წარმოდგენილი სხვადასხვა რისკფაქტორების ზეგავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. კვლევის მიხედვით, დეპრესია 7- 11 წლით, ბიპოლარული აშლილობა 9 - 20 წლით, შიზოფრენია 10 -20 წლით, ნარკოტიკები და ალკოჰოლი 9 - 24 წლით, ხოლო თამბაქო 8 - 10 წლით უმოკლებს ადამიანს სიცოცხლეს. (globalscience.ru)
წაკითხვა
რუსეთი შეიძლება "აიფონისა" და "აიპადის" გარეშე დარჩეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-11 13:59:00
პირველი იანვრიდან რუსეთი შეიძლება "აიფონისა" და "აიპადის" გარეშე დარჩეს. კომპანია "ეფლის" თანამშრომლები არაოფიციალურ საუბრებში შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ ზეწოლაზე მიანიშნებენ და კომპანიას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ჩართვას სთხოვენ. ხელისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია "იოსის" ოპერაციულ სისტემას დისტანციურად გათიშავს. თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხელისუფლების მოთხოვნის შესრულება არ სურთ, რადგან რუსეთის ბაზარი პერსპექტიული და მომგებიანია. თუმცა ოფიციალური ვაშინგტონის პირდაპირი ბრძანების შემთხვევაში, "ეფლი", როგორც ამერიკული იურისდიქციის ფარგლებში მოქმედი კომპანია, ვალდებულია მითითებებს დაემორჩილოს. არსებობს მეორე მიზეზიც, რის გამოც "ეფლის" პროდუქტები შეიძლება ხმარებიდან ამოიღონ. ეს არის რუსეთში მონაცემთა დაცვის შესახებ მიღებული ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, პერსონალური ინფორმაცია და ტელეფონის ნომრები რუსეთის ტერიტორიაზე უნდა ინახებოდეს. "იოსის" ოპერატიული სისტემა კი ამ მონაცემებს შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერზე ინახავს.
წაკითხვა
ისტორიის, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტების თანამშრომლების შეხვედრა
გამოქვეყნებულია: 2014-11-08 13:02:00
ისტორიის, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტების თანამშრომლების შეხვედრა ისტორიის ინსტიტუტში. მეცნიერებმა ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. მათ მიუღებლად მიაჩნიათ სხვადასხვა უნივერსიტეტის შემადგენლობაში ყოფნა. კანონში დაგეგმილი ცვლილების გაპროტესტებას ისინი წერილობით აპირებენ და მიმართვას საქართველოს პრემიერმინისტრის სახელზე ამზადებენ.
წაკითხვა
სამყაროში არსებული ნახევარზე მეტი ვარსკვლავი შესაძლოა გალაქტიკებს შორის იყოს დამალული
გამოქვეყნებულია: 2014-11-07 18:05:00
ახალი კვლევების თანახმად, სამყაროში არსებული ნახევარზე მეტი ვარსკვლავი შესაძლოა გალაქტიკებს შორის იყოს დამალული. აღნიშნული მონაცემები კოსმოსურ ხომალდზე არსებულმა კამერებმა დააფიქსირა. კოსმოსიდან მოწოდებული მასალების კვლევისას, სპეციალისტებმა გალაქტიკებს შორის აღმოაჩინეს გარკვეული ნათებები, რაც მათი აზრით, ე.წ. მარტოხელა ვარსკვლავებიდან მოდის. თუმცა, ზოგი მეცნიერი ნათებას შორეულ გალაქტიკებს მიაწერს. ახალი კვლევის შედეგები ჟურნალ „Science“- ში გამოქვეყნდა. წყარო: BBC
წაკითხვა
3D ეფექტის გამოსახულების ყურება ბავშვებისთვის სახიფათოა
გამოქვეყნებულია: 2014-11-07 14:58:00
საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის მაკონტროლებელი ორგანოს განცხადებით, 3D ეფექტის გამოსახულების ყურება 6 წლამდე ბავშვებისთვის სახიფათოა. კვების, გარემოსა და ჯანმრთელობის სააგენტოს რეკომენდაციით, აღნიშნულ ასაკის ბავშვებისთვის 3D გამოსახულების ყურება დაუშვებელია, ხოლო, 13 წლამდე ბავშვებში დასაშვებია „ზომიერების“ ფარგლებში. კვლევების თანახმად 3D გამოსახულება განვითარების პროცესში მყოფ მხედველობას ზიანს აყენებს. 3D ეფექტის გამოსახულების ყურებისას თვალს ერთიდაიგივე დროს ორი განსხვავებული მიმართულებით კონცენტრირება უწევს, სანამ აღნიშნულ ინფორმაციას ტვინი არ გადაამუშავებს და ერთ გამოსახულებად არ აღიქვამს. „6 წლამდე ბავშვებში თანხვედრა-ანალიზის კონფლიქტი უფრო მწვავეა, რადგან ამ პერიოდში მხედველობა ჩამოყალიბების პროცესშია“, - აცხადებენ მკვლევარები.წყარო: BBC
წაკითხვა