საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
არასასიამოვნო სუნის "განულების" უნივერსალური ფორმულა
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 13:59:00
ამერიკელმა მეცნიერებმა "სუნის საშლელის" პროტოტიპი შექმნეს. ამ სისტემას შეუძლია ჰაერის არასასურველი სუნისგან გაწმენდა. ახალი მოწყობილობა იგივე პრინციპითაა შექმნილი, როგორც ყურსასმენის ხმის დამხშობი სისტემა. ხმებითა და გამოსახულებით მანიპულირება ადვილია. ამ სიგნალებს აქვს ტალღური ბუნება, რაც მათი აღწერის საშუალებას იძლევა მათემატიკურად, რომ მოხდეს მათი შეკუმშვა, კორექტირება, გაფილტვრა. არასასიამოვნო სუნის გასაქრობად უნდა გაირკვეს, რომელი ნაერთები მოგვცემს საპირისპირო მაჩვენებელს, რათა ისინი გავანეიტრალოთ (და არა მხოლოდ დავბლოკოთ ცუდი სუნი უფრო ძლიერი სურნელით, როგორც ამას აკეთებს ჰაერის გამწმენდი). გამოთვლების თანახმად, 38 ნივთიერების კოქტეილის მქონე მოწყობილობას შეუძლია ხახვის, ნივრის და მსგავსი მძაფრი სუნის მქონე საკვების არომატი, პრაქტიკულად, "გაანულოს". მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და იმედოვნებენ, რომ ,,თეთრი სუნის“ მოწყობილობის პრაქტიკულ შექმნას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. წყარო: New Scientist
წაკითხვა
მერსედესი ინოვაციური ძრავით აღიჭურვება
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 11:54:00
მერსედესის ახალ მოდელებში 8 ცილინდრიანი, 2 ტურბოკომპრესორით აღჭურვილი ძრავები განთავსდება - ამის შესახებ, კომპანია Mercedes-AMG GmbH-ის ხელმძღვანელი ტობიას მოერსი აცხადებს. ინოვაციური ძრავი საწვავის მოხმარების თვალსაზრისით ეკონომიურია და ეკოლოგიურ ნორმებს პასუხობს. 8 ცილინდრიანი ტურბოძრავის მქონე ახალი მოდელი Mercedes-AMG GT (ორი მოდიფიკაცია C 63 და C 63 S) მსოფლიომ პარიზის ავტოსალონში უკვე იხილა. მანქანა 100 კილომეტრზე 8 ლიტრს საწვავს მოიხმარს. ეს მაჩვენებელი დიდი წევადობის მქონე სეგმენტში ყველაზე ეკონომიურია. კომპანია AMG ინოვაციური ძრავების მასობრივ წარმოებას დაიწყებს, თუმცა ხელით მუშაობის პრინციპი “ერთი ადამიანი - ერთი ძრავი“ უცვლელი დარჩება. მოერსი ძველი, 12 ცილინდრიანი ძრავების ჰიბრიდულ მოდელებად გარდაქმნასაც აპირებს, რაც გარემოს დაბინძურებას აგვარიდებს. (roadandtrack.com)
წაკითხვა
Facebook-მა დაფარულ ვებსერვისის გამოყენება ოფიციალურად დაუშვა
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 18:39:00
Facebook-მა დაფარულ ვებსერვის Tor-იდან სოციალურ ქსელში პირდაპირი წვდომა დაუშვა. Tor-ის მეშვეობით Facebook-ში შეღწევა მანამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა ახალი სერვისის მეშვეობით ყველა მონაცემი დაშიფრულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სოციალურ ქსელს Tor-ის „პიკტოგრაფიული დაცვის დაკარგვის გარეშე“, - Facebook-ის წარმომადგენლები აცხადებენ. ეს შესაძლოა გამოიყენონ ისეთ ქვეყნებში, სადაც სოციალური ქსელი დაბლოკილია. მაგალითად ჩინეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში და კუბაში. Facebook-ი პირველი მსხვილი კომპანიაა, რომელიც Tor-ის სერვისს ოფიციალურად იყენებს. დაფარული ვებსერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვებ გვერდებზე ტრაფიკის გაშიფრვის გარეშე შევიდნენ.წყარო: BBC
წაკითხვა
პირადი აზრების წაკითხვა მალე შესაძლებელი გახდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:00:00
თანამედროვე მსოფლიოში, კონფიდენციალურობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, თანდათან კარგავს აქტუალურობას. მინიატურული კამერების,მოძრავი ობიექტების სატელიტიდან თვალთვალის და იდენტიფიკაციის სისტემების წყალობით, ხელშეუხებელი მხოლოდ საკუთარი აზრები და ფიქრები რჩება, თუმცა ... შესაძლოა, ახლო მომავალში აზრების ამოცნობაც გახდეს შესაძლებელი. ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ სფეროში თავიანთი მიღწევების დემონსტრირება მოაწყვეს. მათ დეკოდირება და აზრების წაიკითხვა შეძლეს. პროექტი ეფუძნებოდა კვლევის შედეგებს, რომლის ჩარჩოებშიც დადგინდა, რომ ნერვული სისტემის გარკვეული ნეირონები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ხმებზე. სისტემა, რომელსაც დეკოდერი დაარქვეს, რამდენიმე მოხალისეზე გამოსცადეს. თავიდან ისინი ხმამაღლა კითხულობდნენ და მოწყობილობა ნეირონების აქტიურობას ზომავდა, შემდეგ იმავე ტექსტს უხმოდ, თვალით კითხულობენ, დეკოდერი სიგნალებს აღიქვამდა და გონებაში გამეორებულ სიტყვებს აღადგენდა. აღნიშნული ტექნოლოგია ადამიანებს, რომლებმაც ავადმყოფობის, ან ტრავმის გამო მეტყველების უნარი დაკარგეს, არავერბალური კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს. ამ ეტაპზე, პროექტი განვითარების ადრეულ სტადიაშია. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, რომ აპარატი გააუმჯობესონ და უფრო სტაბილურ შედეგს მიაღწიონ. წყარო: slashgear.com
წაკითხვა
მსოფლიო მასშტაბით ყოველ ერთ wi-fi წვდომის წერტილიზე 150 ადამიანი მოდის
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 15:12:00
wi-fi- ის პროვაიდერ კომპანია iPass-ის კვლევების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველ ერთ საჯარო wi-fi წვდომის წერტილიზე 11 ადამიანი მოდის, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 150. 2014 წლისთვის მსოფლიოში 47.7 საჯარო wi-fi წვდომის წერტილი იქნება. უსადენო ინტერნეტის ყველაზე დიდი დაფარვა საფრანგეთს აქვს, მას მოსდევს აშშ და დიდი ბრიტანეთი. კვლევების თანახმად, ოთხ წელიწადში მსოფლიო მასშტაბით აღნიშნული რიცხვი 340 მილიონის მიაღწევს.წყარო: BBC
წაკითხვა
მეცნიერებმა „ფესტოს დისკი“ გაშიფრეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 11:46:00
„ფესტოს დისკი“ 1908 წელს აღმოაჩინეს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე და მეცნიერები დღემდე უშედეგოდ ცდილობდნენ მის გაშიფვრას. დისკი 4 000 წელს ითვლის და ქრისტეს შობამდე 1700 წლით თარიღდება, როცა კრეტაში მინოსური კულტურა უმაღლეს საფეხურზე იდგა. მასზე უცნობ ენაზე შესრულებული წარწერაა დატანილი. Discovery News-ის ცნობით, დოქტორმა გარეტ ოუენმა არამარტო წარწერის ენის დადგენა შეძლო, არამედ ნაწილობრივ მისი შინაარსიც ამოიკითხა. ლინგვისტი დისკის გაშიფვრაზე ოქსფორდის ფონეტიკის პროფესორ ჯონ კოლემანთან ერთად 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. დისკი სპირალურად უნდა წავიკითხოთ, გარედან შიდა მიმართულებით. ანტიკური ხანის კრეტული იეროგლიფებისა და მინოსური ხანის ორგვარი დამწერლობის დახმარებით, მეცნიერებმა სამი სიტყვა-გასაღები გაშიფრეს: IQEKURJA - რაც ორსულ დედას ან ქალღმერთს ნიშნავს, IQE - დედა ან ქალღმერთი - ხშირად მეორდება და მესამე სიტყვა - IQEPAJE, რომელიც ასევე, „მანათობელ დედას“ ან ქალღმერთს აღნიშნავს. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ დისკზე მინოსური დედა ქალღმერთისადმი მიძღვნილი ლოცვაა დაწერილი, თუმცა, დოქტორი ოუენის განცხადებით, დღემდე ამ ვარაუდს ლინგვისტურად ვერ ამტკიცებდნენ. წყარო: huffingtonpost
წაკითხვა
„Mind Art“ - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 14:49:00
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებით, მხოლოდ ჩინეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაცემებს დიდად აჭარბებს, სახელმწიფო მათზე ნაკლებად ზრუნავს. ჩინელმა მხატვარმა - ჯოდი ქსიოინგმა სცადა თავისი პროექტით ამ ადამიანების სათქმელი ყველასთვის გადმოეცა, კომპანია Winsor & Newton-ის დახმარებით. პროექტში მონაწილეობის სურვილი თექვსმეტმა შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირმა გამოთქვა. ისინი ქსიოინგს სოციალური მედიის საშუალებით დაუკავშირდნენ. მონაწილეებმა ყურსასმენები მოირგეს, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობაზე იყვნენ მიერთებულნი და ტვინის სიგნალებს გადასცემდნენ. ამ მოწყობილობაზე - შავი ფერის დაფაზე, დამაგრებული იყო პატარა დეტონატორები საღებავებით სავსე ბუშტებით. კონცენტრირებისას პროექტის მონაწილეებს შეეძლოთ, აემუშავებინათ დეტონატორები და გაეხეთქათ ბუშტები. საღებავების ფერს თავად ირჩევდნენ. შედეგად, გასაოცარი აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშები მივიღეთ. „Mind Art“-ის ნამუშევრების გამოფენა ჩინეთის 22 ქალაქში მოეწყო და კვირაში საშუალოდ 50 000 ადამიანი სტუმრობდა გალერეებს მათ დასათვალიერებლად. ნახატებიდან შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად გადაირიცხა. წყარო: huffingtonpost
წაკითხვა
აშშ-ში კოსმოსურმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 13:21:00
კოსმოსურმა ხომალდმა "ვირჯინ გალაქტიკმა" შეერთებულ შტატებში კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ერთ-ერთი პილოტი, ხოლო მეორემ კატაპულტირების შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საცდელი ფრენის დროს ხომალდზე ცეცხლი გაჩნდა. "ვირჯინ გალაქტიკი" კოსმოსური ტურიზმის განვითარებითაა დაკავებული და ამ ეტაპზე ტესტირებას გადიოდა. "ვირჯინ გალაქტიკს" ამ დროისთვის კოსმოსში გასაფრენად 800–ზე მეტი ბილეთი აქვს გაყიდული, რომელთა ფასიც 200 ათას დოლარს აღემატება.
წაკითხვა