საზოგადოებრივი
104.5 FM
შავი ზღვის სანაპიროს სტრატეგიული შუქურები და მათი ისტორია „მოამბეში“
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:23:00
უკვე საუკუნე ნახევარია, საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს, ღამის განმავლობაში საზღვაო მილებს რამდენიმე შუქურა უნათებს. სტრატეგიული მნიშვნელობის ისტორიული ნაგებობები ფოთში, ბათუმში, სოხუმსა და ბიჭვინთაში მდებარეობს. ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილი შუქურები აღარ მუშაობს. ფოთის და ბათუმის შუქურები კი მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანული და ფრანგული კომპანიების მიერ არის დამზადებული და დღესაც ფუნქციონირებს. ქეთევან ბერაიას სიუჟეტი. 
წაკითხვა
გმირი ქართველი მფრინავის, ჯიმი მაისურაძის ისტორია „მოამბეში“
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:20:00
კვლავ საქართველო და გმირი ქართველი მფრინავის ისტორია. აფხაზეთის ომში მისი სახელი ძალიან ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს უკავშირდება. ურთულესი დავალებების შესასრულებლად ის არც ღამით ერიდებოდა ფრენას. უმაღლესი პილოტაჟის ილეთებში კი ბადალი არ ჰყავდა. ეს მფრინავი ჯიმი მაისურაძეა. პირველი ადამიანი, ვისაც სამშობლოს წინაშე არსებული დამსახურებისთვის, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი აქვს მინიჭებული. ნახეთ თამარ ცხომარიას სიუჟეტი. 
წაკითხვა
კასპის საჯარო სკოლაში ვეტერანმა ფეხბურთელებმა სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 15:43:00
კასპის რაიონის სოფელ თვალადის საჯარო სკოლაში საფეხბურთო ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს. ფეხბურთის ფედერაციამ სკოლას ფორმები და ბურთები გადასცა. ვეტერანმა ფეხბურთელებმა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სკოლის შენობა დაათვალიერეს.სოფელ თვალადში ახლად აშენებული სკოლა წელს გაიხსნა,სადაც 95 მოსწავლე სწავლობს.
წაკითხვა
სოფელ ბებნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი განახლდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:08:00
ქარელში, სოფელ ბებნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი განახლდა. ცენტრის ბაზაზე ტრადიციული ხელობების შემსწავლელი სკოლა ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ხელშეწყობით გასულ წელს შეიქმნა. წელს კი გაფართოვდა და საჭირო დანადგარებით და ინვენტარით აღიჭურვა.  სასწავლო თუ საწარმოო პროცესში ცენტრში ყოველდღიურად 50-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. დღის ცენტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ფონდის თანამშრომლებთან და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად მოინახულა.
წაკითხვა
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:06:00
ოთხი პირი დააკავეს სამართალდამცავებმა ქართული მარშის საპროტესო აქციაზე. პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით აიყვანა. ქართული მარშის წევრები ტელეკომპანია რუსთავი ორთან იყვნენ შეკრებილები. აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეებმა ასაფეთქებლების გამოყენება დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდწგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებულები. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ქართული მარშის წევრები ჰომოფობიის შესახებ მომზადებულ გადაცემას აპროტესტებდნენ. 
წაკითხვა
საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 19:23:00
2017 წლის 2 ნოემბრიდან, საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სრულფასოვნად ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, სპეციალურად საბერძნეთის საჯარო სკოლებისთვის შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.„ქართულ ენას პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. სასწავლო პროცესს წარმართავენ, საელჩოს მეშვეობით გამოცხადებული კონკურსით, განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული მასწავლებლები, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ქ-ნი ხათუნა ლობჟანიძე და ქ-ნი მადონა ჯავახიშვილი. ზემოაღნიშნულ სკოლაში ქართული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩატარდება.როგორც მოგეხსენებათ, მრავალწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ, 2016 წლის 14 აპრილს საბერძნეთის განათლების სამინისტრომ ოფიციალური თანხმობა განაცხადა ათენის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების დაშვებაზე. ამ მიზნით, საპილოტედ შეირჩა ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლა, სადაც მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში პროგრამა სატესტო რეჟიმში მოქმედებდა. პროგრამის წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში, განიხილება ქართული ენის სწავლების შემოღების შესაძლებლობა მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის, ასევე საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, პირველ რიგში, ქალაქ თესალონიკის საჯარო სკოლებში“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
წაკითხვა
ვარკეთილის მცხოვრებლები მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 13:04:00
ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ახალი შენობა მათ საცხოვრებელ სახლებს დაჩრდილავს და ასევე, ერთადერთ საბავშვო სკვერს გაანადგურებს. მოსახლეობა პრობლემის მოგვარების მიზნით, დედაქალაქის ახალ მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვს. სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული 1250 კვ/მ ტერიტორია დაახლოებით 8 თვის წინ შეიძინეს და ყველა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტიც აქვთ. სამუშაოები ადგილზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.
წაკითხვა
სასწავლო კურსი „ღვინის გიდი“ - ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით ტრენინგები ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:48:00
 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, ტრენინგებს აგრძელებს. შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს  „ღვინის გიდის“ შემსწავლელი კურსები ჩაუტარდათ.  ტრენინგში 30 დაინტერესებული პირი მონაწილეობდა.
წაკითხვა
ნუცუბიძის ფერდობზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:16:00
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ფერდობის რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება. ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ში ამ ეტაპზე სკვერი, შიდა ეზო და ფიტნეს ზონა ეწყობა. მიმდინარეობს საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციაც.
წაკითხვა
2018 წელს თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ღონისძიებათა სიაში შევიდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:12:00
2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ღონისძიებათა სიაში შევიდა. საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი", სხვა ქვეყნებიდან წარდგენილ ნომინაციებთან ერთად განიხილებოდა იუნესკო-ს გენერალურ კონფერენციაზე. ამ გადაწყვეტილების მიხედვით კი, 2018 წელს უნივერსიტეტის იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის იქნება და გაერთიანების ეგიდით, მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება.
წაკითხვა
სუს-ის ორგანიზებით ქბრბ უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 10:43:00
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით ჩატარდა, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ღონისძიებას საქართველოში საფრანგეთის, შვედეთის, პოლონეთის და იტალიის ელჩები, ასევე ევროკავშირის დელეგაციის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიის, იაპონიის, ჩეხეთის, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.კონფერენციის მონაწილეებმა პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნეს ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ერთობლივად განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შედეგები, ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებები ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციულ-ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. ალექსანდრე ტაბატაძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით და შეიტანოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებაში.საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ერთ ერთი საუკეთესო ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სტაბილურობის ინსტრუმენტის წევრ ქვეყანათა შორის.
წაკითხვა
ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებისთვის სამართალდამრღვევი პირები დააჯარიმეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 21:06:00
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დააჯარიმეს, ამის შესახებ ინფორმაციას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.სამართალდამრღვევი პირები, გეგმიური ინსპექტირების შედეგად, კახეთის გზატკეცილზე, კერძოდ, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს.„სამართალდამრღვევები „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მეორე ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ."თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, სამართალდამრღვევმა პირებმა აღნიშნული ტერიტორია დაუყოვნებლივ დაასუფთავეს. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება“, - აღნიშნულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციაში.
წაკითხვა
რატომ იზრდება საქართველოში სამომხმარებლო ფასები
განახლებულია: 2017-11-03 20:12:00
რატომ იზრდება სამომხმარებლო ფასები. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მიზნობრივი ინფლაციის დონე 3.5 %-ით არის განსაზღვრული. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ის 4 % იყო თუმცა საქ-სტატის მონაცემებით, ოქტომბრის თვეში წლიურმა ინფლაციამ უკვე 6.4 % შეადგინა. ბიუჯეტისთვის ეს პოზიტიური დინამიკაა, თუმცა უარყოფითად აისახება მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობაზე. ქვეყანაში გარკვეულ პროდუქტებზე ფასები იზრდება. საქ-სტატის ოფიციალური მონაცემებით, ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტების და ტანსაცმლის ნაწილზე, ასევე მედიკამენტებზე და სატრანსპორტო ჯგუფზე. 
წაკითხვა
მეტროს კარი იღება - შემდეგი სადგური... [ფოტოამბავი]
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 19:59:00
ფოტო: დავით ბანცაძე
წაკითხვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ღონისძიებათა სიაში შევიდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 19:11:00
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკო-ს 2018 წლის ღონისძიებათა სიაში შევიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარიზში, რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. ინფორმაცია პირველ არხს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარიზიდან სატელეფონო ინტერვიუში დაუდასტურა. მინისტრის მოადგილე პარიზში, იუნესკო-ს მიერ გადაწყვეტილების მიღებას ესწრებოდა.„საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი“, სხვა ქვეყნებიდან წარდგენილ ნომინაციებთან ერთად განიხილებოდა იუნესკო-ს გენერალურ კონფერენციაზე. დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით კი, 2018 წელს უნივერსიტეტის იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის იქნება და მთელი წლის მანძილზე აღინიშნება“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.ასვე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, იუნესკო 1956 წლიდან აქტიურად მონაწილეობს წევრ ქვეყნებში ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ, ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:18:00
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოების დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2017 წელს 16 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა ბიუჯეტიდან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. „მომავალ წელს ბიუჯეტში ჩადებულია 14 მლნ ლარი, თუმცა ვმუშაობთ როგორც შესაბამის კომიტეტთან, ისე სამინისტრისთან, რათა დამატებით მოვიძიოთ თანხები“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2017 წელს ავიაციის მეშვეობით 110 ათას ჰექტრამდე ფართობი და საკარმიდამო ნაკვეთი დამუშავდა. „მომავალ წელს გაგრძელდება მუშაობა, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდისთვის. ჩვენ ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან და საგრანტო კომპონენტის მიღების დიდი იმედი გვაქვს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
წაკითხვა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:18:00
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გახსნა. სივრცეში  წარმოდგენილია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისტორიული მასალები და წიგნები, ასევე ფოტოები და დოკუმენტები, რომლებიც 1918-1921 წლებში მაღალი რანგის სამხედრო პირების გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს ასახავს. გახსნას თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა. 
წაკითხვა
საგარეო უწყების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე ვანდალიზმის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმირებულნი არიან
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 17:17:00
საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე განხორციელებულ ვანდალურ აქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსშია.„კულტურულ ძეგლებთან და ეკლესიებთან დაკავშირებით ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ფორმატს ვიყენებთ. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით არის აქტუალური, ინფორმირებულია ამის შესახებ, ჩვენ მათ დეტალურად ვაწვდით ინფორმაციას იქ მიმდინარე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით“ - აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:31:00
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობა ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
წაკითხვა
„რუსეთის ციხეში სიკვდილი მელოდება“ - მიკაელ კადიევი ქართველ ხალხს თანადგომას სთხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 14:31:00
მიკაელ კადიევი ქართველი ხალხისგან თანადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ რუსეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კადიევის თქმით, მას გააჩნია ყველა მტკიცებულება, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს.„მივმართავ ქართველ ხალხს, რადგან მე აქ უკვე დავკარგე ყველა ინსტანციის იმედი. აპირებენ ჩემს გაგზავნას და დაპატიმრებას რუსეთში, მაგრამ მე გამაჩნია მტკიცებულებები, რომ უდანაშაულო ვარ. რუსეთის ციხეში სიკვდილი მელოდება. ამ წლის განმავლობაში რუსეთის ციხეებში გაურკვეველი სიკვდილით  19 მუსულმანი ჩრდილოკავკასიელი გარდაიცვალა. მეც იგივე მელოდება, ამიტომ მივმართავ ქართველს ხალხს, რომ მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. ასეთ შემთხვევაში აღარ მოხდება ჩემი ექსტრადირება რუსეთში”, - აცხადებს მიკაელ კადიევი. აღნიშნული განცხადება კადიევმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრთან ნუგზარ წიკლაურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. წიკლაურის თქმით, მათი პოლიტიკური ძალა დაუშვებლად მიიჩნევს კადიევის რუსეთისთვის გადაცემას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცენ კადიევი რუსეთს. მიკაელ კადიევის მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა. სამინისტროს უარი კადიევმა სასამართლოში გაასაჩივრა და დავა წააგო. რუსეთის პროკურატურა კადიევს მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც 2009 წელს მოხდა. ბრალდებული აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. 2013 წელს კადიევი საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. თუმცა, ტერორიზმის ნაწილში ბრალი მალევე მოუხსნეს. სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
წაკითხვა