საზოგადოებრივი
104.5 FM
ქუჩები ახალი სახელებით - რა ქუჩებს შეეცვალა სახელი
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 19:36:00
წაკითხვა
ყველაფერი, რაც აზიური ფაროსანას შესახებ უნდა იცოდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 19:04:00
წაკითხვა
პროექტი "რადიოქალაქი" - მრავალფუნქციური კომპლექსი მუხიანში [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 17:08:00
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიოქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით მუხიანში, ეს არის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, 10 ჰექტარზეა გადაჭიმული და სადაც ვგეგმავთ მრავალფუნქციური კომპლექსის - რადიოქალაქის პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციისას. ​მისი თქმით, ეს იქნება ადგილი მწვანე ზონებით, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სივრცეებით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრებითა და კაფე-ბარებით, სადაც ყველა თბილისელს და ყველა თაობის წარმომადგენელს კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება ექნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი, თითო აგურს დავდებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში; მე მაქვს თითოეული თბილისელის იმედი და ჩვენ მხარდამხარ, აუცილებლად გავუმკლავდებით იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალურია თბილისისა და თბილისელებისთვის“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.​ 
წაკითხვა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 20:26:00
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა გახდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი საქართველოში ამ ჯილდოს პირველი მფლობელია. მას 10 000 ლარიც გადაეცა. საზეიმო ცერემონია თბილისის საკრებულოში გაიმართა. ლადო აფხაზავა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს „ლადოს ბანაკი“ უწოდეს. სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას. მუდამ ცდილობს მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს მისი გაკვეთილი. ამისათვის არ ერიდება გაბედულ ნაბიჯებს და მოსწავლეებს ხშირად სთავაზობს განსხვავებულ გარემოში გაკვეთილების ჩატარებას. მისი ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. მას სწამს, რომ მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ლადო ბევრს აკეთებს არამხოლოდ საკუთარი მოსწავლეებისათვის, არამედ მთლიანად სკოლისათვის. მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. ამ მიზნით, სკოლის მასშტაბით მან წამოიწყო პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. იგი ასევე ცდილობს გაზარდოს მშობელთა და თემის ჩართულობაც და ამ მიმართულებითაც სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. არაერთმა მის მიერ ინიცირებულმა პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა. მაგალითისთვის, პროექტს „ეთნო რძლები“ საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. პროექტი მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად. აფხაზავას გარდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ: ეკა წულუკიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ნათია ფურცელაძე - ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალის" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ნინო აბულაძე - ქ. თბილისის N 43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. თეა ნონიკაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლებ
წაკითხვა
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კაძუო იშიგურომ მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 15:32:00
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია იაპონური წარმოშობის ბრიტანელმა მწერალმა, კაძუო იშიგურომ მიიღო. შვედეთის ნობელის აკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იშიგუროს რომანები ფლობს დიდ ემოციურ ძალას და ადამიანების სამყაროსთან კავშირის უფსკრულს ხსნის. კაძუო იშიგუროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია „დღის ნარჩენები“, რომლისთვისაც მან ბუკერის პრემია მიიღო. აღნიშნული რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში ენტონი ჰოპკინსი და ემა ტომპსონი თამაშობენ. კინოსურათი ოსკარის რვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მის კალამს ასევე ეკუთვნის ასევე რომანები „მთების მკრთალი ხედი“, „როდესაც ობლები ვიყავით“, „დაუშოშმინებელი“ და სხვები. მწერლის ბოლო ნამუშევარია - „ნურასდროს გამიშვებ“. ნობელის პრემიაზე წარდგენილ კანდიდატებს შორის იყვნენ კენიელი მწერალი ნგუგი ვა თჰიონგო, იაპონელი ჰარუკი მურაკამი, ასევე კანადელი მარგარეტ ეთვუდი. ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა. გასულ წელს საპატიო ჯილდოს მფლობელი ამერიკელი პოეტი და მუსიკოსი ბობ დილანი გახდა. 2005 წელს კი პრემია ბელარუსმა მწერალმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა მიიღო.
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 15:05:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უამინდობის გამო თუშეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ომალოში მყოფი ტურისტები უსაფრთხოდ იმყოფებიან და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ერთი მამაკაცი, რომლის სიცოცხლეს, ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება, მაშველების დახმარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. მათივე თქმით, თუშეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, რათა ნებისმიერი სახის შესაძლო შეფერხება თავიდან იყოს აცილებული. „აგრეთვე გაცნობებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ასევე - უცხოელი ვიზიტორების მზარდი რიცხვის ფონზე, თუშეთში კომფორტული და უსაფრთხო მოგზაურობის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, გასული წლის სეზონის მსგავსად, წლევანდელი ზამთრის მანძილზე, ყოველკვირეულად, რეგულარულად იფრენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 
წაკითხვა
„ალუბალსაც თუ მოიტანენ, უფრო კარგი იქნება“ - პირველ გიმნაზიაში ვაშლები დაარიგეს [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 11:04:00
თბილისში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება დღეიდან დაიწყო. პროექტის მონაწილე პირველი სკოლა პირველი კლასიკური გიმნაზიაა, სადაც ბავშვებმა ვაშლები უკვე მიიღეს, რის შემდეგაც პირველ არხს საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარეს:„ვიცოდი, რომ ვაშლები უნდა დაერიგებინათ, მაგრამ არ ვიცოდი, დღეს თუ დაგვხვდებოდა. გემრიელია“, - ამბობს პირველი გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლე. „მე წითელი ვაშლი უფრო მიყვარს, ეს ცოტა მჟავე იყო“, - აღნიშნა მეშვიდე კლასის მოსწავლემ ვაშლის დაგემოვნების შემდეგ. „გამიხარდა, ვაშლები რომ დაგვხვდა. თუ ალუბალსაც მოიტანენ, უფრო კარგი იქნება“, - ამბობს მეხუთე კლასელი.როგორც განათლების სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, სკოლაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 200 ვაშლს შეიტანს, თითოეული გარეცხილი და დაფასოებული იქნება და მათ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია დაურიგებს. სამინისტროს ცნობით, პროექტი ეტაპობრივად დანარჩენ 9 სკოლაშიც განხორციელდება.სკოლებში ვაშლის დარიგების პროექტის ფარგლებში ვაშლის შესასყიდად გამოცხადებული ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა. პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით მოამარაგებს. ტენდერის პირობებში პროექტის მოქმედების ვადად მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდია დასახელებული. გაგრძელდება თუ არა პროექტი მომავალ წელს, ჯერჯერობით უცნობია. ვაშლების დარიგება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით დაწყებული კამპანიის ნაწილია.ვაშლი კვირაში ერთხელ მიეწოდება თბილისის 10 საჯარო სკოლას, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. ესენია: N161 საჯარო სკოლა, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის № 51 საჯარო სკოლა, კლასიკური გიმნაზია, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის №173 საჯარო სკოლა;
წაკითხვა
ბრიტანეთის საელჩო - ჩვენს რეკომენდაც​იებში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ თბილისში კრიმინალის დონე დაბალია
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 20:38:00
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველი საკუთარი მოქალაქეების მიმართ 27 სექტემბერს გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. საელჩო აღნიშნული დოკუმენტის დანიშნულებას განმარტავს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ გაიცემა. თბილისში 6 ოქტომბერს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეთათვის გაცემულმა რჩევებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გვსურს განვმარტოთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისი მიზანია, ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა. ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს“, - ნათქვამია ბრიტანეთის განცხადებაში. როგორც გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო-უელსის ​მატჩთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ ხაზგასმულია, რომ თბილისში კრიმინალის დონე დაბალია. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ გავეცით პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს. ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ზოგადად თბილისში კრიმინალის დონე დაბალია. თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის. მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 6 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სტადიონზე საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციები მისცა და განუმარტა, რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოში მოგზაურობისას პასპორტთან, ვიზებთან და ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით. 
წაკითხვა
„საქართველოს გაუმარჯოს“ - პრინც ჰარის გამამხნევებელი შეძახილი ქართველ სამხედროებთან ერთად [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 11:32:00
დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი კანადაში, „ძლიერთა თამაშებში“ გამარჯვებული ქართველი სამხედროების გამამხნევებელ შეძახილს შეუერთდა. ვიდეოს პრინცი ჰარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. შეგახსენებთ, კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშების Invictus Games-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. 
წაკითხვა
საბავშვო ბაღების ფანჯრებზე დამცავი კონსტრუქციების დამონტაჟება იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 12:45:00
სოციალური ქსელით გავრცელებულ პეტიციასთან დაკავშირებით, რომლის ავტორებიც საბავშვო ბაღების ფანჯრებსა და აივნებზე გისოსების გაკეთებას მოითხოვენ, თბილისის ბაღების მართვის სააგენტო განმარტებებს აკეთებს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ პირველ არხს განუცხადა, ბაღების ფანჯრებზე გისოსების დამონტაჟება აკრძალულია სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე - კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის №370 დადგენილებით. თუმცა, თორდინავას განცხადებით, დადგენილებაში საუბარია ყრუ გისოსების გამოყენების დაუშვებლობაზე. პირველი არხის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა ბაღების შენობების ფანჯრებზე „მოძრავი“ ანუ გასაღები გისოსების დამონტაჟება, თემურ თორდინავა აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა დაწყებულია, მიმდინარეობს მსჯელობა 2-3 ვარიანტზე. თუმცა კონკრეტულად რა სახის კონსტრუქციები შეიძლება დამონტაჟეს ბაღების ფანჯრებზე, სააგენტოს ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია. თემურ თორდინავას თქმით, ეს 2-3 დღეში გახდება ცნობილი და თბილისში მოქმედი ყველა ბაღისთვის იქნება სავალდებულო.„ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ არ დავარღვიოთ სახანძრო უსაფრთხოების, ასევე ოთახების განათებისა სტანდარტები, და ამავდროულად გავაძლიეროთ ბავშვების უსაფრთხოება, „ - აღნიშნა თორდინავამ.რაც შეეხება ვიდეოკამერებს, მისი განმარტებით, თბილისის ბაღების 97%-ში კამერები დამონტაჟებულია, დანარჩენ ნაწილში კი კამერებით აღჭურვის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. კამერები ბაღების გარე პერიმეტრის გარდა, დერეფნებსა და ოთახებში დამონტაჟდება.შეგახსენებთ, რომ გუშინ 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის აღსაზრდელი გადმოვარდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. მომხდარის გამო დირექტორი და ორი აღმზრდელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გაჩნდა სოციალურ ქსელებში პეტიცია, რომლის ავტორებიც მოითხოვენ, საბავშვო ბაგა-ბაღებში, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფანჯრებსა და აივნებს გაუკეთდეს დამცავი გისოსები.
წაკითხვა
გიორგი გახარია - ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის იანვრიდან იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 12:17:00
ტექდათვალიერების ამოქმედება  2018 წლის იანვრიდან იგეგმება და არც ერთი დღით არ გადაიდება, -განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ტექდათვალიერების შემოღება ეტაპობრივად მოხდება. „ამ პროექტზე მუშაობს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია „ეს-ჯი-ესი“. მათ სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულეს, მესამეს მივიღებთ თვის ბოლოს. დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს დაიწყება სპეციალური კამპანია ტექდათვალიერების დროულად და ხარისხიანად ამოქმედებისთვის. ტექდათვალიერების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ერთ დღეს ყველა მანქანამ უნდა გაიაროს ერთდროულად, არა, ეს იქნება გეგმა გაწერილი ერთი თვის განმავლობაში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
წაკითხვა
რესპუბლიკური საავადმყოფო - შარტავას ქუჩიდან შემოყვანილი მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ექიმებმა გარდაცვალება ვერ დააფიქსირეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 20:44:00
შარტავას ქუჩაზე ნაპოვნ მამაკაცს გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება, ის აპარატზეა შეერთებული, რადგან ექიმებმა სასიცოცხლო მაჩვენებლები დააფიქსირეს, - ამის შესახებ პირველ არხს ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) განუცხადეს. მათი თქმით, მამაკაცი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა გარდაცვალება ვერ დააფიქსირეს. ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა​სთან მამაკაცის ახლობლები არიან შეკრებილი, თუმცა კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს დაუდასტურეს, რომ დაჭრილი შსს-ს თანამშრომელია. შეგახსენებთ, მანამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 
წაკითხვა
ბათუმის 23-ე საჯარო სკოლას აზიური ფაროსანა შეესია, რის გამოც შენობის ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 14:59:00
ბათუმის 23-ე საჯარო სკოლას, რომელიც მახვილაურის დასახლებაში მდებარეობს, აზიური ფაროსანა შეესია, რის გამოც ორ საკლასო ოთახში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და ბავშვები სხვა ოთახებში გადაიყვანეს. აზიური ფაროსანა შენობაში დღეს შენიშნეს. ადგილზე იმყოფება ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე. „შემოსევას ვერ დავარქმევდი, მაგრამ ორ საკლასო ოთახში გამოჩნდა მწერების გარკვეული რაოდენობა. ბუნებრივია, არ იყო მიზანშეწონილი იქ გაკვეთილის ჩატარება და ბავშვები სხვა კლასებში გადაიყვანეს. ველოდებით გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც შესაბამის ზომებს მიიღებენ. ასევე, ვაცნობეთ სურსათის უვნებლობის სამსახურსაც. ფართი შესაბამისად დაიწამლება, რათა ამ კლასების გამოყენება ჩვეულებრივად გაგრძელდეს“, - განაცხადა პირველ არხთან გოჩა დავითაძემ. აზიური ფაროსანას გამოჩენა სკოლაში, ადგილობრივების განცხადებით, შენობასთან არსებულმა თხილის პლანტაციებმა განაპირობა. მავნებელი ბათუმის 28-ე და 31-ე საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზეც დაფიქსირდა.
წაკითხვა
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი - თურქმა მებაჟეებმა წამართვეს ტელეფონი და პირადობა, ფიზიკურად შეგვეხნენ მე და ჩემს ოპერატორს
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 13:11:00
სარფის საბაჟოზე პრობლემა შეექმნა აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს. ისინი არსებული სიტუაციის გადაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ თურქი მებაჟეები დაუპირისპირდნენ. ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი ამბობს, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, როგორც ოპერატორის, ასევე მისი მისამართით.„ნეიტრალურ ზონაში ვიმყოფებოდით, გასასვლელში ატყდა ჩოჩქოლი, თურქ მებაჟეებს ეგონათ, რომ ხმაურიანი ადამიანების უკან ჩვენ ვიდექით, რის შემდეგაც აგრესიით წამოვიდნენ ჩვენსკენ. მე Facebook Live-ის ჩართვა მოვახერხე, მებაჟეებმა წამართვეს ტელეფონი და პირადობა, ფიზიკურად შეეხნენ ჩემს ოპერატორსაც და მეც, თუმცა ხალხის დახმარებით მოვახერხე ნივთებისა და საბუთების უკან დაბრუნება“, - ამბობს ჯენი კვანტალიანი. შემთხვევის ადგილზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძეც იმყოფება. იგი საქართველოში თურქეთის საკონსულოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, შეისწავლონ, ჰქონდა თუ არა ადგილი მებაჟეების მხრიდან გადაცდომას.
წაკითხვა
ბავშვს, რომელიც საბავშვო ბაღის შენობიდან გადმოვარდა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 12:29:00
ბავშვს, რომელიც საბავშვო ბაღის შენობიდან გადმოვარდა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, რაც კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა, - ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, ბავშვს ფილტვის დაზიანება აღენიშნება, თუმცა მის ჯანმრთელობას რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, ბავშვი ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა. 
წაკითხვა
ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 12:22:00
ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მას მოტეხილობები არ აღენიშნება და ამჟამად დამატებითი გამოკვლევები უტარდება. ამის შესახებ პირველ არხს ბაღების სააგენტოში განუცხადეს. მცირეწლოვანი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში (ინგოროყვას კლინიკა) გადაყვანილი. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბავშვის გადმოვარდნის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. შეგახსენებთ, ბავშვი ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა. 
წაკითხვა
ნიკა სირაძე - წაღვერში ხანძრის სამი კერა რჩება, რომლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-25 09:17:00
წაღვერში ხანძრის სამი კერა რჩება, რომლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ, - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ნიკა სირაძის თქმით, დილიდან მუშაობა განაახლეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა. „რამდენიმე წუთში სავარაუდოდ შემოგვიერთდება ორი თურქული ვერტმფრენი, რომელიც მუშაობაში ჩაერთვება. დილიდან მუშაობა განაახლა ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა. მთელი ღამის განმავლობაში ეპიცენტრში 550 მეხანძრე და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობდნენ“, - განაცხადა ნიკა სირაძემ. საგანგებო შტაბში ცოტა ხანში კიდევ ერთი თათბირი გაიმართება, სადაც დღის გეგმას გაწერენ.
წაკითხვა
რას ნიშნავს მაღლა აწეული მუშტი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 17:28:00
მეხიკოში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო სამუშაოების ამსახველ ფოტოებში ხშირად ჩანდნენ ადამიანები, რომელთაც მაღლა აწეული ხელები მუშტად ჰქონდათ შეკრული. „ბი-ბი-სის“ განმარტებით, ეს მაშველების სასიგნალო ნიშანია და სიჩუმეს ნიშნავს. როცა ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი და მათი პოვნა მხოლოდ ხმითაა შესაძლებელი, მაშველები ხელებს მაღლა წევენ და მუშტად კრავენ. ამ „სიგნალს“ გარშემომყოფებიც უერთდებიან და გარშემო სრული სიჩუმე წამიერად დგება. ასეთი საშუალებით მაშველები დაზარალებულის ხმის მიხედვით ცდილობენ მისი ადგილმდებარეობის გამოცნობას და შველას. არსებობს კიდევ ორი სასიგნალო ნიშანი: მაღლა აწეული ხელი გაშლილი მტევნით, რომელიც ნიშნავს - არავინ გაინძრეს ადგილიდან. ეს მნიშვნელოვანი ჟესტია მაშველებისთვის - როცა ისინი სახიფათო მონაკვეთზე მუშაობენ. მეორე კი მაღლა აწეული საჩვენებელი თითია, რაც ნიშნავს - მუშაობას დავუბრუნდეთ. ამ „სიგნალს“ მაშველები იყენებენ, როცა ნანგრევებში მოქცეული გადარჩენილის ადგილსამყოფელი დაზუსტდება ან საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ნანგრევებიდან არავის ხმა არ ისმის. 
წაკითხვა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 12:32:00
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. წმინდა ნაწილებს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დახვდა და თაყვანი სცა.  მრევლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება წმინდა ნაწილების მოლოცვა. ხვალ კი, ქეთევანობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ნაწილები კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც მსურველებს მისი მოლოცვა შეეძლებათ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის. როგორც პირველ არხთან საქართველოს ელჩმა ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა, წმინდა ნაწილები საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება, თუმცა მისი მთლიანად გადმოცემის საკითხი ჯერ არ განიხილება.
წაკითხვა
შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 10:59:00
შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში მეორე დღეა საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროისთვის ღელვის სიმძლავრე ოთხ ბალს აღწევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. დროგამოშვებით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია.
წაკითხვა