საზოგადოებრივი
104.5 FM
საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 14:18:00
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება.როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ქუმსიშვილმა განაცხადა, ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში საპენსიო რეფორმის თაობაზე კანონპროექტი შევა.„შესაბამისად, ჩვენ გამიზნული გვაქვს, რომ აღნიშნულ პროექტში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი, თუმცა სანამ ინდექზაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მანამდე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 2019 წელს და 2020 წელს ინდექზაციის მეთოდით პენსია გაიზრდება. 2019 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება ისევე, როგორც  2020 წელს“, - დასძინა ქუმსიშვილმა.
წაკითხვა
„არა ჩადებას“ - ამ მოთხოვნით ბათუმში პროკურატურასთან აქცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 13:23:00
„არა ჩადებას“, „თავისუფლება უკანონო პატიმარ რაულ შარაძეს“, - ამ მოთხოვნებით აჭარის პროკურატურასთან, სოფელ ახალსოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რაულ შარაძე მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს უკანონოდ დააკავეს. მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პატიმარს სამართალდამცავებმა ნარკოტიკი ჩაუდეს.„უკანონო პატიმრის გათავისუფლებას ვითხოვთ. მას საკუთარ ავტომობილში სამართალდამცავებმა ნარკოტიკი ჩაუდეს და ნარკოტიკის შეძენა - შენახვის ბრალდებით დააკავეს. 18 დღე ჩემი შვილი შიმშილობდა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა. მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, რადგან ის უკანონო პატიმარია“, - განაცხადა ბრალდებულის დედამ, მაყვალა შარაძემ.ასევე, აქციაზე მხარდაჭერის მიზნით უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში შეიქმნა და რომელსაც ჩადების ინსტიტუტი ჰქვია, არ დანგრეულა. როგორც ბაკურიძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებისთვის ნარკოტიკის ჩადების ფაქტები გახშირდა. აქციის მონაწილეები პროკურატურას და სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავენ.
წაკითხვა
მდგრადი სამთო კურორტის განვითარება - გუდაური ტურიზმის თანამშრომლობის ფორუმს მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:48:00
მდგრადი სამთო კურორტის განვითარება - გუდაური ტურიზმის თანამშრომლობის ფორუმს მასპინძლობს, რომლის მიზანია განსაზღვროს პრიორიტეტული ნაბიჯები შემდეგ კონტექსტში: მდგრადი ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარება დაცული ტერიტორიების სიახლოვეს და უნარები მთის კურორტების განვითარებისათვის. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ფორუმი მეორედ ტარდება. ფორუმი მნიშვნელოვანია, იმ კუთხით, რომ ის დიალოგის, გამოცდილების თუ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას აძლევს ამ სფეროში მოღვაწე როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებს.
წაკითხვა
გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:47:00
გორის სამხატვრო სკოლის  რეაბილიტაცია დასრულდა.  შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგდა სამხატვრო სკოლის ექსტერიერი.  ძველი ქვის ფილების ნაცვლად დამონტაჟდა ახალი და  პირვანდელი სახით აღდგა  კიბის საფეხურები.  ზურაბ ალავიძემ დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს  განახლებულ გარემოში  სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.
წაკითხვა
სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბათუმში, ადგილობრივ მეწარმეებთან სემინარს მართავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:46:00
რა უნდა გააკეთონ ქართველმა მეწარმეებმა
წაკითხვა
„სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი მასზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:16:00
„სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი გიორგი სოზაშვილი მასზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. გიორგი სოზაშვილის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი კომპანია თაღლითური გზით გადაიფორმეს. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებებს ამ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ.„14 მარტს ერთ-ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს და რეაგირება დღემდე არ არის. „სალუ საბურთალოს“ რებრენდინგის შემდეგ, „ტერასა ჯგუფი“ ქვია და მოქმედებენ თაღლითები. საქმე სასამართლოშიც არის და საბუთები გაყალბებულია. ამ ჯგუფის უკან დგას მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსანი სოსო სიგუა. მოხდა ჩემი დაკითხვა და ოფისში ჩხრეკა. ეძებდნენ იარაღს, რომელიც მე არ მქონდა. რთულია, ამ ყველაფერს დავარქვა სახელი დავარქვა. კომპანიის ერთ-ერთი კლიენტის ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება მუქარის მუხლით არის დაწყებული“, - განაცხადა სოზაშვილმა.
წაკითხვა
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 10:49:00
მეტროსადგური "გურამიშვილი" უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება, - ამის შესახებ დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს თბილისის მეტროპოლიტენით იმგზავრა.კახა კალაძე მეტროსადგურებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა.როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია და ამისთვის ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში მეტროსადგური "გურამიშვილი" ორი დღით დაიკეტება, რათა მეტროსადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდეს, რის შესახებაც მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.
წაკითხვა
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 10:46:00
ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებული უნდა იყოს - ამის შესახებ დედაქალაქის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ მეტროთი მგზავრობისას აღნიშნა. კალაძემ მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ „გურამიშვილამდე“ იმგზავრა, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მეტროსადგურის რეაბილიტაცია ძველი ჭერის მოხსნას და ახლის დამონტაჟებას ითვალისწინებს. „გურამიშვილზე“ სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს, რათა დღის განმავლობში მგზავრთა გადაადგილება არ შეფერხდეს. თუმცა, როგორც კახა კალაძე აცხადებს, სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად დასრულების მიზნით, მეტროსადგური ორი დღით დაიკეტება, ამის შესახებ კი, მოსახლეობას წინასწარ ეცნობება.  „მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. სამუშაოები „გურამიშვილის“ მეტროსადგურში მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.დედაქალაქის არჩეულმა მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას მერის ამპლუაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კიდევ არაერთხელ იხილავენ.
წაკითხვა
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 09:56:00
ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს. ბათუმში უკვე შემოვიდა ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთების საფლანგო ხომალდი REGELE FERDINAND, დღის განმავლობაში კი, ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ სამი ხომალდი შემოვა. დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბრეჟონი ხელმძღვანელობს. დღეს ვიცე-ადმირალს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება და გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. ხომალდები საქართველოში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს.
წაკითხვა
მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:24:00
მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. სტატუსის მიუხედავად ისინი სოციალური შეღავათებით არ სარგებლობენ. ეს კი იმ ფონზე, როდესაც სამოქალაქო კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს აქვთ სამართლებრივი და სოციალური გარანტიები. რეალურად რას ნიშნავს მარტოხელა მშობლის სტატუსი და რა ინიციატივით პასუხობენ მათ მიმართვას კანონმდებლები - მარიამ სეთურიძე თემის დეტალებით.
წაკითხვა
პირველი იანვრიდან საჯარო მოხელეებისთვის შრომა, შესაძლოა, ახალი სისტემით ანაზღაურდეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:22:00
საჯარო მოხელეებისთვის შრომის ანაზღაურება ახალი სისტემით მოხდება. პირველი იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს კანონი, რომელიც ანაზღაურების ერთიან სტანდარტს ჩამოაყალიბებს. შედეგად, ხელფასი და ფინანსური წახალისება დამოკიდებული იქნება ობიექტურ ფაქტორებზე და არა ხელმძღვანელის სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე. კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვები წესდება სახელფასო დანამატსა და ასევე ფინანსურ ჯილდოზე, რომელიც პრემიებს ჩაანაცვლებს. შეზღუდვების მიუხედავად, არასამთავრობო სექტორს კანონპროექტისადმი შეკითხვები მაინც აქვს. მანანა გიგინეიშვილი თემის დეტალებით.
წაკითხვა
2018 წელს თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ღონისძიებათა სიაში შევა და ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 19:29:00
2018 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ღონისძიებათა სიაში შევა და ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება. გადაწყვეტილებას ამის შესახებ პარიზში იუნესკო-ს ასამბლეის სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 3-4 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიის ეროვნული მდივანმა ქეთი კანდელაკმა განუცხადა. როგორც ქეთი კანდელაკმა განაცხადა, საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი", სხვა ქვეყნებიდან წარდგენილ ნომინაციებთან ერთად განიხილება იუნესკო-ს გენერალურ კონფრენციაზე. "ამ ნომინაციის დამტკიცების შემთხვევაში, საიუბილეო თარიღი 2018 წელს აღინიშნება გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მხარდაჭერით, რაც ადასტურებს მოვლენის საერთაშორისო მნიშვნელობას", - განაცხადა ქეთი კანდელაკმა. მისივე განმარტებით, 1956 წლიდან იუნესკო აქტიურად მონაწილეობს წევრ ქვეყნებში ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს.როგორც ქეთი კანდელაკმა განაცხადა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, იუნესკო თხოვნით მიმართავს წევრ ქვეყნებს მიაწოდონ ორგანიზაციას განსახილველად იმ ღირსშესანიშნავი თარიღების ჩამონათვალი (მაქსიმუმ ორი ნომინაცია), რომელთა აღნიშვნაში იუნესკო-მ შესაძლებელია, მიიღოს მონაწილეობა მომდევნო ორწლედის განმავლობაში.მისივე თქმით, წარდგენილი ნომინაციების საბოლოო დამტკიცება, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხდება იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის მიერ. იმისათვის, რომ განსახილველად წარდგენილი თარიღები იუნესკო-მ აღიაროს საყოველთაო მნიშვნელობის დღესასწაულად, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:· თარიღი უნდა იყოს მინიმუმ რეგიონალური მნიშვნელობის, ემთხვეოდეს იუნესკოს პრიორიტეტებს და უნდა უწყობდეს ხელს ტოლერანტობის, მშვიდობის იდეალებისა და კულტურული დიალოგის განმტკიცებას; · იუბილე უნდა წარმოადგენდეს 50 ან 100 წლისთავს, ან შეესაბამებოდეს ორმოცდაათზე ჯერად თარიღს;· ნომინაციების წარდგენისას სასურველია დაცული იყოს გენდერული ბალანსი.საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიის ეროვნული მდივანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ახალი რეგულაციების თანახმად, ეროვნულ დონეზე დაგეგ
წაკითხვა
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 18:23:00
სამშენებლო სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე. ღონისძიებას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე დაესწრო. გიგა ბუაძის განცხადებით, სექტორის მთავარი ამოცანა მშენებლობის ხარისხის გაზრდაა.
წაკითხვა
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 18:23:00
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა. თარიღთან დაკავშირებით ჟურნალისტებისათვის ღია კარის დღე მოეწყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ექსპერტების სამუშაო ადგილი, ლაბორატორია, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ნიმუშები, ენახათ როგორ ინიშნება და ტარდება ექსპერტიზა. 
წაკითხვა
განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ასაკობრივი ზღვარი, შესაძლოა, გაიზარდოს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 18:20:00
განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ასაკობრივი ზღვარი, შესაძლოა, გაიზარდოს. თბილისში აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება. მთავარი განსახილველი თემა, სწორედ განრიდება და მედიაციის პროგრამაა. ეს პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან არის დანერგილი. მედიაცია არის სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რა დროსაც მოსამართლეს ან პროკურორს აქვს შესაძლებლობა განარიდოს ახალგაზრდა დანაშაულს. ნასამართლეობა ქარწყლდება. 2010 წლიდან პროგრამით 2300-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა . განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 9-%მა ჩაიდინა. ღონისძიება საქართველოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებით, დანაშაულისა და პრევენციის ცენტრის და გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. კონფერენცია ხვალ დასრულდება. 
წაკითხვა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 17:52:00
ამოქმედებიდან დაახლოებით ორ თვენახევრის განმავლობაში ე.წ. უკონტაქტო პატრულის მიერ 6126 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. ქვითრების ჯამურმა ღირებულებამ კი 179 100 ლარი შეადგინა. ინფორმაცია პირველ არხს შსს-დან მიაწოდეს. უწყების ცნობით, ყველაზე ბევრი, 2545 ჯარიმა, რაც 10 ლარის გადახდას ითვალისწინებს, გამოიწერა ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.1413 ერთეული, 50-ლარიანი ჯარიმა კი გამოიწერა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობას, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევას, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნას.ე.წ. უკონტაქტო პატრული მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდა და გულისხმობს ვიდეოჯარიმების გამოწერას ამომცნობი ნიშნების არმქონე სატრანსპორტო საშუალებით. ამ სახით ჯარიმების გამოწერა ქულების ჩამოკლებას არ იწვევს.
წაკითხვა
ვახტანგ და ბადრი გზირიშვილები ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 16:01:00
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილი ვახტანგ გზირიშვილი და აფხაზეთის ომში დაღუპული მისი მამა, ბადრი გზირიშვილი ვარკეთილში მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს. გზირიშვილების დაკრძალვას ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ. ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, ბადრი გზირიშვილის ნეშტები ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში რუსთავის სასაფლაოდან 31 ოქტომბერს გადაასვენეს. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი ვარკეთილის დასახლებაში აგვისტოს ომის გმირის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით და შემოსული შემოწირულობებით რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აიგო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი ვახტანგ გზირიშვილი მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ, ჯარისკაცს გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. 
წაკითხვა
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 15:58:00
თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან ერთად დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზა დაათვალიერა. კომპანიის ხელმძღვანელმა ნუგზარ ჭეიშვილმა მომავალ მერს სატრანსპორტო მომსახურების სფეროში არსებული პრობლემები გააცნო. შეხვედრის შემდეგ კახა კალაძემ მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.„ტრანსპორტთან დაკავშირებით ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც. ვაპირებთ არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას ოთხი წლის განმავლობაში ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. 143 ავტობუსი შემოიყვანა თბილისის მერიამ, რაც მისასალმებელია, თუმცა არ არის საკმარისი. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა, რომ ძველი გაუბედურებული ყვითელი ავტობუსების პარკი შეიცვალოს", - განაცხადა კახი კალაძემ.დღესვე კახა კალაძემ მუნიციპალური ტრანსპორტით იმგაზავრა და მოქალაქეებისგან საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ავტობაზაში 800 ავტობუსია, აქედან 524 ავტობუსი ემსახურება დედაქალაქს.
წაკითხვა
საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში წევრიანდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 15:11:00
საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში (ICID - International Commission on Irrigation & Drainage) წევრიანდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო აღმასრულებელმა საბჭომ (IEC), როგორც ICID-ის გადაწყვეტილების მიმღებმა უმაღლესმა ორგანომ საქართველოს განაცხადი დაადასტურა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურა 2018 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება. ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის 23-ე კონგრესზე „საქართველოს მელიორაციამ“, როგორც წევრობის კანდიდატმა, დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მელიორაციის დარგში მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სამინისტროს ცნობით, ICID კონგრესში გაწევრიანებით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება ICID-ის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს, ექსპერტებს, კვლევით ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფერმერებს. „სხვადასხვა ქვეყანას ირიგაციისა და დრენაჟის განვითარებისა და მართვის განსხვავებული ინსტიტუციური და საორგანიზაციო გამოცდილება გააჩნია. აქედან გამომდინარე, ICID-ის სხვადასხვა კონგრესში, სემინარში და სამუშაო ჯგუფში მონაწილეობით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი ირიგაციისა და დრენაჟის საორგანიზაციო საკითხების გლობალურ პერსპექტივებს გაეცნოს“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID - International Commission on Irrigation & Drainage) 1951 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ორგანიზებას უწევს ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კონგრესის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩატარებას. ამჟამად, ICID აერთიანებს 76 წევრ ქვეყანას აფრიკის, ამერიკის, აზიის, ოკეანეთისა და ევროპის მასშტაბით, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სარწყავი ტერიტორიების 95%-ს. ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID) არის წამყვანი სამეცნიერო, ტექნიკური, საერთაშორისო არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, დაკომპლექტებული მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებით ირიგაციის,
წაკითხვა
მეგის ქარდავას მამა - ჩემი შვილი იშვიათად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რასაც ჩემზე ამბობენ, სისულელეა და ყველაფერი გაირკვევაო
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 14:58:00
მეგის ქარდავა იშვიათად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რასაც ჩემზე ამბობენ, სისულელეა და ყველაფერი გაირკვევაო, - ამის შესახებ პირველ არხს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას მამამ, სერგო ქარდავამ განუცხადა. მისი თქმით, შვილის უკრაინაში დაკავების შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც მედიაში გავრცელდა. „დაკავებამდე კავშირი არ მქონდა. ის ბრალდებები, რაც მას აქვს, სულელების მოგონილია. ჩემი შვილი დამნაშავე არ არის და ამას ყველა გაიგებს“, - განაცხადა სერგო ქარდავამ. მისი თქმით, მეგის ქარდავა ოჯახს იშვიათად ეკონტაქტებოდა, მაგრამ მის ადგილსამყოფელს არ ასახელებდა. სერგო ქარდავას თქმით, მეგის ქარდავა ოჯახის წევრებს ეუბნებოდა, რომ მის შესახებ რასაც ამბობდნენ, სისულელე და ტყუილი იყო, რაც მალე გაირკვეოდა. კითხვაზე, მაშინ რატომ წავიდა საქართველოდან, სერგო ქარდავამ აღნიშნა, რომ მისი შვილი ამას თავად იტყვის. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. 
წაკითხვა