საზოგადოებრივი
104.5 FM
დამწვრობის ცენტრის თანამშრომლები ანაზღაურებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 12:38:12
დამწვრობის ცენტრის თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. ექიმებს უკვე მეხუთე თვეა ხელფასი არ აუღიათ. ცენტრის თანამშრომლები ასევე ვარაუდობენ, რომ კლინიკის მფლობელი კომპანია "პსპ" დამწვრობის ცენტრის გაუქმებას გეგმავს. "პსპ-ს" წარმომადგენლებს ექიმებთან არ უსაუბრიათ, ისინი ამ დროისათვის არც მედიისათვის აკეთებენ კომენტარს. დამწვრობის ცენტრში 168 თანამშრომელი მუშაობს. ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს და იქ ამ დროისათვის 21 პაციენტი გადის სტაციონარულ მკურნალობას.
წაკითხვა
ბუბა კიკაბიძემ თელიანში ჩასახლებული დაზარალებულები მოინახულა
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 12:06:06
სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში, კასპის რაიონის სოფელ თელიანში ჩასახლებული დაზარალებულები დღეს ბუბა კიკაბიძემ მოინახულა. დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებიდან ჩამოსულ 54 ოჯახს მომღერალმა ერთჯერადი ფულადი დახმარება 50 ლარი გადასცა. ბუბა კიკაბიძემ მათი საცხოვრებლებიც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ადამიანმა შეძლებისდაგვარად უნდა გაუწიოს დახმარება დაზარალებულ მოსახლეობას. თელიანში აშენებულ კოტეჯებში კონფლიქტის ზონიდან ჩამოსული 54 ოჯახი ერთი კვირის წინ შესახლდა.
წაკითხვა
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი ნორმატიული დოკუმენტი გახდება
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 16:10:37
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი მალე ნორმატიული დოკუმენტი გახდება. კოდექსზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მუშაობს. ახალი დოკუმენტი მასწავლებლისა და მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობების დარეგულირებას ითვალისწინებს. კოდექსის მიხედვით, პედაგოგი ვადებულია სიმშვიდე შეინარჩუნოს კონფლიქტურ სიტუაციაში და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება მოსწავლის აზრის გათვალისწინებით. ასევე არ აიღოს საჩუქრები მოსწავლისა და მისი მშობლისაგან, არ ჩაატაროს კერძო გაკვეთილები ანაზღაურების სანაცვლოდ. ეთიკის კოდექსის დახვეწასთან დაკავშირებით დღეს სემინარი გაიმართა. შეხვედრას უცხოელი მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. მათ ქართველ პედაგოგებს რჩევები მისცეს და საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.
წაკითხვა
Washington Post-ი ჰილარი კლინტონზე სტატიას აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:59:31
ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნად დანიშვნა კონსტიტუციის დარღვევას გამოიწვევს, – წერს გაზეთი Washington Post-ი. ამის დასტურად გამოცემას კონსტიტუციიდან ის ნაწილი მოაქვს, რომლის მიხედვით, არც ერთ კანონმდებელს, რომელიც გარკვეული ვადით არის არჩეული, არ აქვს უფლება სამოქალაქო თანამდებობაზე იმუშაოს, თუ ამ ვადაში მას ხელფასი მოემატა. ჰილარი კლინტონის დროს კი სენატის წევრების ხელფასი ორჯერ გაიზარდა. გამოცემა იუწყება, რომ მსგავსი ინციდენტი შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ნიქსონის დროსაც მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრად სენატორი უილიამ სექსბი დანიშნა. მაშინ სენატორი დაითანხმეს, უფრო ნაკლებ ხელფასზე ემუშავა, ვიდრე მანამდე ჰქონდა.
წაკითხვა
ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებმა აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:15:22
ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებმა ზესტაფონში საპროტესტო აქცია გამართეს. მუშების თქმით, "ტაოპრივატბანკმა" სესხების დაფარვის მიზნით, მათ სახელფასო ბარათებიდან იმაზე მეტი თანხა ჩამოაჭრა, რაც მიმდინარე თვეში უნდა გადაეხადათ. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ბანკმა ფეროს თანამშრომლებს სესხის აღების შემდეგ პროცენტი გაუზარდა, სესხის დაფარვის ვადები კი შეუმცირა. ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები ბანკიდან ამ თემაზე ოფიციალურ პასუხსა და განმარტებას ითხოვენ, რის საფუძველზე მოხდა მათთვის თანხების ჩამოჭრა.
წაკითხვა
ბათუმში ავარიულ კორპუსში მცხოვრებმა 31-მა ოჯახმა ახალი ბინების ორდერები მიიღო
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:07:17
ბათუმის ერთ-ერთ ავარიულ კორპუსში მცხოვრებმა 31-მა ოჯახმა ახალი ბინების ორდერები მიიღო. ლერმონტოვის № 107–ში მდებარე კორპუსი, რომელსაც ხუმრობით "ტიტანიკსაც" უწოდებდნენ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყოველი წვიმის შემდეგ, მიწაში ეფლობა, მოსახლეობა კი წლების მანძილზე სახლის დანგრევის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ავარიული ბინის მცხოვრებლებს ახალი ბინები გვერდით მშენებარე კორპუსში გადაეცათ. ვიდრე ახალი სახლი აშენდება, ბინის ქირას 31-ვე ოჯახს აჭარის მთავრობა გადაუხდის.
წაკითხვა
საია ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:03:31
საქართველოში ძალადობის ფაქტები გასულ წლებთან შედარებით აღკვეთილია, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, პატრულმა ძალადობის ფაქტების შემცირება მოახერხა, თუმცა არ შექმნილა სოციალურ მუშაკთა ჯგუგები. საია–მ კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა, რომელიც აჭარაში გენდერულ თანასწორობას ეხება. კვლევა ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება და გაერო–ს იმ რეკომენდაციებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით უნდა გაითვალისწინოს.
წაკითხვა
საქართველოში ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველი ცენტრი გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:01:00
2009 წლის აპრილში საქართველოში ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველი ცენტრი გაიხსნება. სტაციონარი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იფუნქციონირებს. ცენტრის გახსნა ლიტვა–საქართველოს ერთობლივი პროექტია, რომლის ბიუჯეტიც 100 000 ევროს შეადგენს. ბავშვთა ფსიქო–ნევროლოგიური ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკაში კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ლიტვის ელჩი საქართველოში მესუს ლაურინკუსიც დაესწრო.
წაკითხვა
იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება დედაენის კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 14:51:31
იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება დედაენის კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას მოითხოვს. "იაკობის დედაენა და თანამედროვე ქართული ენა", - ასე ერქვა კონფერენციას, რომელიც დღეს პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. დედაენის გამოცემის ხელმძღვანელმა მამა კონსტანტინე გიორგაძემ წიგნს საღვთო რჯულის ამონაწერებიც დაამატა. ამას გარდა, წიგნს მხოლოდ მცირე რექტირება ჩაუტარდა, რათა მე–19 საუკუნის ძეგლი ბავშვებისთვის უფრო გასაგები გამხდარიყო. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, იაკობ გოგებაშვილისეულ დედაენას პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები მხოლოდ დამატებითი სახელმძღვანელოს სახით ისწავლიან.
წაკითხვა
ნიკო ცხვედაძის ნეშტი უნივერსიტეტის ეზოში გადმოასვენეს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 18:05:13
თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ქართველი საზოგადო მოღვაწე ნიკო ცხვედაძე დიდუბის პანთეონიდან უნივერსიტეტის ეზოში გადმოასვენეს. ნიკო ცხვედაძემ თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიისთვის შენობის აშენება 1900 წელს დაიწყო. პირველმა ქართულმა გიმნაზიამ პირველი მოსწავლე 102 წლის წინ 26 ნოემბერს მიიღო. მისი ნეშტის გადმოსვენება სიმბოლურად შენობის გახსნის დღეს დაამთხვიეს. ნიკო ცხვედაძე უნივერსიტეტის გახსნას ვერ მოესწრო, თუმცა ყოველთვის ამბობდა, რომ გიმნაზია უნივერსიტეტად გადაკეთდებოდა.
წაკითხვა
საპატრიარქოსთვის ისტორიული მიწების დაბრუნების პროცესი გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 18:04:10
სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გაფორმებული კონკორდატის საფუძველზე საპატრიარქოსთვის ისტორიული მიწების დაბრუნების პროცესი გრძელდება. მთავრობის სხდომაზე დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლები მეუფე დანიელი და მამა ანდრია იმყოფებოდნენ. მთავრობის გადაწვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე საპატრიარქოს 25-მდე უძრავი ქონების ობიექტი გადაეცა – წყალტუბოში ზუგდიდში, ნინოწმინდაში, ქობულეთსა და სხვა რეგიონებში. საპატრიარქო ამ ტერიტორიებზე სასულიერო სასწავლებლებისა და ეკლესიების მშენებლობას გეგმავს.
წაკითხვა
ამერიკული ხომალდი ფოთის ნავსადგურშია
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 18:02:54
ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი "ბარი" ბათუმის შემდეგ ფოთის ნავსადგურშია. გემი საქართველოს წყლებში ოთხი დღის წინ მეგობრული ვიზიტით შემოვიდა. ფოთში ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ხომალდი ფოთში ორ დღეს დაჰყოფს. არანაირი წვრთნები არ იგეგმება, ეკიპაჟის წევრები მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ. ხომალდი "ბარი" სარაკეტო კრეისერია, რომელსაც შეუძლია ერთდროულად აწარმოოს ბრძოლა ზღვაში, ჰაერსა და წყალქვეშ. კრეისერი აღჭურვილია ხომალდსაწინააღმდეგო და ფრთოსანი რაკეტებით.
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ოქროპირის ხსენების დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:34:21
26 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ოქროპირის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა სამების საკათედრო ტაძარში სრული შემადგენლობით შეიკრიბა. მთავრობის წევრები წმინდანის მოსახსენიებელ წირვა-ლოცვასაც დაესწრნენ. იოანე ოქროპირი 407 წელს, ჯვართამაღლების დღეს აწამეს. მოგვიანებით წმინდანის ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.
წაკითხვა
ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად
გამოქვეყნებულია: 2015-05-29 10:56:00
ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად - პროექტის ფარგლებში, პირველი საქველმოქმედო კონცერტი გუშინ გაიმართა. პირველი კონცერტიდან შემოსული თანხა მიხეილ სხვიტარიძეს გადაეცემა. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი საქველმოქმედო კონცერტები ყოველი თვის ბოლოს გაიმართება.
წაკითხვა
ტყიბულში მაღაროელთა საპროტესტო აქცია გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-02-17 10:47:00
ტყიბულში მაღაროელთა საპროტესტო აქცია გრძელდება."საქნახშირის" თანამშრომლები საწარმოს ადმინისტრაციისგან ხელფასის 40 %-ით მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა. სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია. 
წაკითხვა
ბათუმში გარემოვაჭრეები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-25 16:16:00
ხმაური იყო დღეს ბათუმის ცენტრში. ერთმანეთს წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. მრავალწლიანი პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის მერია მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. გეგმაშია გარევაჭრობისთვის ავტოსადგურის ტერიტორიის შეთავაზება, რასაც ადრესატების ნაწილი, შესაძლოა, არ დათანხმდეს. მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების საპროტესტო აქცია - რას ითხოვენ დაზარალებულები
გამოქვეყნებულია: 2017-03-14 13:11:00
„ბავშვთა სამყაროს“  მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. მათ მორიგი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და კომპენსაციების მიღებას მოითხოვენ. გარდა ამისა, მოვაჭრეებისთვის მიუღებელია გამოძიების დასრულებამდე დახმარების მოლოდინში ყოფნა, ვინაიდან, როგორც თავად ამბობენ, მათთვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება.
წაკითხვა
კახა კალაძე ბაგრამის ბაზასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამძიმარს უცხადებს ბაგრამის ბაზასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს."მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ქართველ ხალხს. მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო თავდასხმის შედეგად დაშავებულ ჯარისკაცებს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მკურნალობენ",- აღნიშნულია კალაძის განცხადებაში.
წაკითხვა
განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს თხოვნით მიმართავს, თაღლითური ჯგუფების გააქტიურებიდან გამომდინარე, სწავლის გაგრძელებამდე დააზუსტონ, მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სავარაუდოდ, თანხების გამოძალვის მიზნით,  აბიტურიენტებს სულ უფრო და უფრო მეტად სთავაზობენ გამოცდების გარეშე სრულიად გაუგებარ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, საიდანაც, თითქოს, პირველივე სემესტრშია შესაძლებელი, სტუდენტმა სწავლა მისთვის სასურველ ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს.როგორც სამინისტოში აცხადებენ, მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა - ავტორიზაცია.„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.ავტორიზაციას არ ექვემდებარება: ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას:ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი; ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი; ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით; ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე დასჯადია“, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ვუსამძიმრებ ესპანელ ხალხს დღეს, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო.,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული."საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად. საქართველო აგრძელებს ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.",- ნათქვამია      ირაკლი კობახიძის განცხადებაში.                    
წაკითხვა