საზოგადოებრივი
104.5 FM
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 14:16:00
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირზე გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა. კალაძე მეეზოვეებს მიესალმა და გამოელაპარაკა. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს წარმატებები უსურვეს. „თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს“, - მიმართეს მეეზობეებმა კალაძეს, რაზეც მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა უპასუხა: „პროგრესი აუცილებლად იქნება“. მანამდე, კახა კალაძემ # 91 ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებაზე ესაუბრა. დღესვე, 15:00 საათზე, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი დიდ დიღომში მდებარე ავტობაზაში მივა, ავტოპარკს დაათვალიერებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდება. 
წაკითხვა
კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:42:00
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ # 91 ავტობუსით იმგზავრა. კახა კალაძე მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან მოისმინა, რა შეთავაზებები აქვთ მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გასაუმჯობესებლად. თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მოქალაქეთა პრობლემებით დაინტერესდა და მათ მერის თანამდებობის დაკავების შემდეგ განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა. კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირზეც გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა. დღესვე, 15:00 საათზე, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი დიდ დიღომში მდებარე ავტობაზაში მივა, ავტოპარკს დაათვალიერებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდება. 
წაკითხვა
თბილისი აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:16:00
თბილისი აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებით და ევროკავშირის და გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით იმართება. მთავარი განსახილველი თემა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, განრიდება და მედიაციის პროგრამაა. თეონა ხუბულავა განავრცობს თემას.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
განახლებულია: 2017-11-02 12:09:00
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილს შეხვდება. მანამდე კი, ესტონეთის პრეზიდენტი წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა. ნინო ფისაძე თემის დეტალებით. 
წაკითხვა
გარემოს ეროვნული სააგენტო - ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 11:23:00
ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად, მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. „ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ანომალურად ცივი ზამთრის შესახებ. ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე 10-15 დღით ადრე. ამ ტიპის პროგნოზების შესადგენად გამოიყენება როგორც რიცხვითი, ასევე ანალოგის მეთოდები. ევროპისა და დასავლეთ აზიის რეგიონებში არსებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე. ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად, მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია. მიმდინარე წლის 20-23 ნოემბერს ხორვატიაში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმზე მომზადდება 2017-2018 წლის ზამთრის სეზონში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. საქართველოში ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ფორუმზე მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (nea.gov.ge) და გავრცელდება მასმედიის საშუალებებით. საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებული ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზებით“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 
წაკითხვა
აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 11:16:00
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელ მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. პატრიარქის განცხადებით, აფხაზეთში სიტუაცია უნდა დარეგულირდეს. რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის თქმით კი, აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც 2-3 წევრისგან დაკომპლექტდება.„ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგორი კაცია, აფხაზეთში კი არის პიროვნება, რომელიც ასევე გვარად კაცია, ის რელიგიურ ორგანიზაციებთან, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა. ზოგიერთები გამოთქვამენ ასეთ აზრს, რომ როგორმე უნდა დავარეგულიროთ სიტუაცია აფხაზეთში. მე მიყვებოდნენ, რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფსა, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის, სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. აფხაზეთის წარმომადგენელი ჩამოვიდა აქ და მითხრა ამ განხეთქილების შესახებ. მან მითხრა, რომ შეიძლებოდა მოემზადებინა იქ ჩემი სახლი. მე აფხაზეთში სახლი მაქვს, როდესაც იქ ვცხოვრობდი, მაშინ შევიძინე ნინოშვილის 13 ნომერში. ახლა იქ ვიღაც ცხოვრობს. როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი უნდა შედიოდეს სამუშაო ჯგუფში? ვფიქრობ, დიდი ჯგუფი საჭირო არ არის, ალბათ სამი ადამიანი თითო მხრიდან, ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ“, - განაცხადა ილია მეორემ.„აფხაზეთში სიახლე არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად, პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ, მათ შორის მოხდა განხეთქილება. ის ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიად გამოაცხადეს. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავარეგულიროდ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით. ჩვენ მზად ვართ, შევუდგეთ მუშაობას, რადგან იქ ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამ ჯგუფში? ალბათ 2-3 საკმარისი იქნება, ველოდებით თქვენს პასუხს", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 10:42:00
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. კერსტი კალიულაიდი პირველკლასელებს შეხვდა და მათ ესტონური ზღაპრების წიგნი გადასცა საჩუქრად. ესტონეთის პრეზიდენტმა, სკოლის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ოთახიც დაათვალიერა. კერსტი კალიულაიდი წეროვანიდან ხურვალეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მივა და იქ მცხოვრებ დათა ვანიშვილს შეხვდება, რომელიც მავთულხლართების გავლების შემდგომ, საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა.
წაკითხვა
ქვეყნის მასშტაბით 1 ნოემბრიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდა
განახლებულია: 2017-11-01 20:25:00
საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის. ქვეყნის მასშტაბით დღეიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდა. სპეციალური სისტემა ავტომატურ რეჟიმში ახდენს დამრღვევის იდენტიფიცირებას და დარღვევის აღბეჭდვას. შესაბამისად, შეტყობინების გაგზავნა ადრესატისთვის, ამ დრომდე არსებული ვიდეოსისტემებისგან განსხვავებით, მყისიერად ხდება. აღნიშნული ჯარიმა ქულათა სისტემაზე არ აისახება. ე.წ. ჭკვიანი კამერა ხუთ ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას აფიქსირებს. გვანცა გავაშელის სიუჟეტი.
წაკითხვა
„მაგთის“ აბონენტებს ტელევიზიის პაკეტების ღირებულება 1-ლი დეკემბრიდან ორი ლარით გაუძვირდებათ
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 20:18:00
1-ლი დეკემბრიდან „მაგთის“ აბონენტებს ტელევიზიის პაკეტების ღირებულება ორი ლარით გაუძვირდებათ, - ამის შესახებ კომპანიის მიერ აბობნტებისთვის გაგზავნილ ინფორმაციაშია ნათქვამი. კომპანიის განმარტებით, პაკეტების გაძვირების მიზეზი ექვსი ქართული ტელეარხის მიერ არხების რეტრანსლირებისთვის საფასურის დაწესება გახდა. „ექვსი ქართული ტელეარხის - „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „მარაო“, „იმედი“, „მაესტრო“ და GDS - ერთობლივი მოთხოვნით, არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი. ამის გამო, „მაგთიკომი“ იძულებულია, 1-ლი დეკემბრიდან გაზარდოს ტელევიზიის პაკეტების ფასი 2 ლარით, ყველა გადასახადის ჩათვლით. ტარიფის ცვლილება ეხება „მაგთიკომის“ ტელევიზიის კველა აბონენტს“, - ნათქვამია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც „მაგთის“ აბონენტებმა მიიღეს. 
წაკითხვა
პირები, რომლებსაც უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით არ ექნებათ, 2024 წლიდან ბაგა-ბაღებში პედაგოგებად ვერ იმუშავებენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 19:38:00
პირები, რომლებსაც უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით არ ექნებათ, 2024 წლიდან ბაგა-ბაღებში პედაგოგებად ვერ იმუშავებენ. ამის შესახებ პირველ არხს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განუცხადა. მისი თქმით, უკვე მომუშავე პერსონალს ცვლილება არ შეეხება. „სულ 2500 პედაგოგია და მათზე ახალი რეგულაცია არ იმოქმედებს. 2024 წლიდან მუშაობას ვერ დაიწყებენ მხოლოდ ის აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებსაც კონკრეტულად სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით უმაღლესი განათლება არ ექნებათ“, - განაცხადა თემურ თორდინავამ. ცვლილება შეეხება აღმზრდელ პედაგოგების თანაფარდობასაც ჯგუფში. მაგალითად ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება, 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:13-ზე მეტი, ხოლო 3-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში მათი რაოდენობა 1:15-ს არ უნდა აჭარბებდეს.ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემებით ,თბილისში საბავშვო ბაღებში დასაქმებულია 2 372 აღმზრდელი. ჯამში ბავშვების რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით 60500 შეადგენს. 
წაკითხვა
ვახტანგ გზირიშვილს თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:53:00
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილი ვახტანგ გზირიშვილისა და აფხაზეთის ომში დაღუპული მისი მამის, ბადრი გზირიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ვარკეთილში მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში გაიმართა. სამოქალაქო პანაშვიდს ქალაქ რუსთავისა და ქვემო ქართლის მხარის პირველი პირები დაესწრნენ. ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, ბადრი გზირიშვილის ნეშტები ტაძარში რუსთავის სასაფლაოდან 31 ოქტომბერს გადაასვენეს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში გარდაცვლილებს 2 ნოემბერს ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი ვარკეთილის დასახლებაში აგვისტოს ომის გმირის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით და შემოსული შემოწირულობებით რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აიგო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი ვახტანგ გზირიშვილი მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ, ჯარისკაცს გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. 
წაკითხვა
ბაგა-ბაღების აღმზრდელებს გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:50:00
ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს (თითოეულ ჯგუფში - მინიმუმ ერთს) პირველადი გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. - ეს არის ერთ ერთი მოთხოვნა. რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში არის გაწერილი. სტანდარტები საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და დღეს 1 ნოემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები განსაზღვრავს თუ რა ცოდნას და უნარ-ჩვევებს უნდა იძენდეს ბავშვი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ასევე განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს გარემო. მისი დაცვა სავალდებულოა ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისათვის (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა).სტანდარტები აერთიანებს სამი სახის სტანდარტს: ა) ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტს;ბ) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს;გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტსვრცელ დოკუმენტში, უსაფრთხოება და დაცულობა ცალკე თავადაა წარმოდგენილიმათ შორის აღნიშნულია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების როგორც შიდა სივრცეში, ისე ეზოში იკრძალება თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. დოკუმენტში ასევე წერია,რომ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის მექანიზმები. სტანდარტებში საუბარია ბავშვთა უფლებებზეც და მოცემულია რეკომენდაციები თანამშრომლებისათვის, იმისათვის რომ შექმნან არაძალადობრივი გარემო. დოკუმენტში წერია:„დაწესებულების თანამშრომლები ქმნიან არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოს. სტანდარტის ინდიკატორები:ა) დაწესებულების თანამშრომლები პროგრამის ფარგლებში იცავენ ბავშვის უფლებათა კონვენციას;ბ) დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ ძალადობის სხვადასხვა ფორმის (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური ძალადობა, უგულებელყოფა) ნიშნების ამოცნობა;გ) დაწესებულების თანამშრომლები იცნობენ კანონმდებლობით დადგენილ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, მოქმედებენ აღნიშნული პროცედურების შესაბამისად;
წაკითხვა
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
განახლებულია: 2017-11-01 18:27:00
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერები სილქნეტის წინააღმდეგ. მთავარ პროკურატურასთან აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, 2008 წელს, როდესაც სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტმა შეიძინა, ხელმძღვანელობამ კომპანია ხელოვნურად გააკოტრა. შედეგად, აქციონერების წილი ძალადაკარგულად გამოცხადდა. აქციის მონაწილეებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, საგამოძიებო უწყებას მათ საქმის გამოძიების მოთხოვნით ჯერ კიდევ 2013 წელს მიმართეს, თუმცა საქმე ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:16:00
ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო დონის პირველი გოლფ-კლუბი საქართველოში ესტონური ინვესტიციით გაშენდა. კლუბის ფართობი 331 ჰექტარია. პროექტზე უკვე დაიხარჯა 50 მილიონი ლარი. მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი, დამატებით 250 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება იგეგმება. გოლფ-კლუბი თბილისის სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს. 
წაკითხვა
განსხვავებული თბილისი და ქართული მობილური ფოტოგრაფია [ფოტოპროექტი]
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 16:44:00
წაკითხვა
ცესკო-ს თავმჯდომარემ 21 ოქტომბრის თბილისის მერის არჩევნებისა და დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 16:31:00
ცესკო-ს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისა და დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს. თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 51,09%-ით გაიმარჯვა. საკრებულოს არჩევნებში, დედაქალაქში 4%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. პროპორციული არჩევნების ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 53.15% მიიღო და საკრებულოს პროპორციული 25 მანდატიდან მას შეხვდება 15 მანდატი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო - 17,60% 5 მანდატი, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების - 9.18% 3 მანდატი მიიღო, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 5.62% 2 მანდატი.შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერით დედაქალაქის მერისა და თბილისის საკრებულოს არჩევნები ოფიციალურად დასრულებულია.
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღი დღეს გაირკვევა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 16:03:00
ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა იწყება, რომელზეც ცესკო-ს თავმჯდომარემ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმები უნდა გამოსცეს. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღი და იქნება თუ თიანეთი მეშვიდე მუნიციპალიტეტი, სადაც მეორე ტური გაიმართება. ანა ბროლაძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებლებისთვის სტიპენდიას აწესებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:41:00
ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებლებისთვის სტიპენდიას აწესებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებზე უმაღლესი შეფასების საექიმო სპეციალობის მაძიებლებს სტიპენდია მიენიჭებათ. სტიპენდიანტები ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ, რეიტინგის მიხედვით გამოვლინდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, თსსუ-ში საექიმო სპეციალობის მაძიებლებსა და მოქმედ რეზიდენტებთან გამართულ შეხვედრაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სტუდენტთა დაფინანსების ხელშეწყობის კიდევ ერთი პროგრამაა. „ჩვენ აქამდეც გვქონდა მხარდაჭერის პროექტი, რომლის ფარგლებშიც საზღვრისპირა რეგიონებისა და იმ რაიონებისთვის, სადაც დეფიციტური სპეციალობებია, გარკვეული სპეციალობები ფინანსდებოდა. ახლა გადავწყვიტეთ, დამატებით კიდევ გამოვყოთ მხარდაჭერის თანხა, რომლითაც დიპლომისშემდგომ განათლებას ყველაზე მაღალი შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს დავუფინანსებთ. 10 სტუდენტისთვის სრული ბიუჯეტი 22.000 ლარით განისაზღვრება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზეც ისაუბრა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი, აუდიტორიის მოსაზრებებს გაეცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საექიმო სპეციალობის წარჩინებული მაძიებლებისთვის სტიპენდიის დაწესება სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
წაკითხვა
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:32:00
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სამინისტროში შეტყობინება არ მიუღიათ.„შესაძლო ფაქტი არც სკოლაში და არც სასწავლო პროცესის დროს არ მომხდარა. ჩვენთვის მხოლოდ ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოკვლევა და ეს სამართალდამცველების პრეროგატივაა. საჯარო სკოლაში მოსწავლემ მანდატურს აცნობა, რომ კერძო მეცადინეობაზე სკოლის გარეთ იმყოფებოდა მასწავლებელთან, თანხის სანაცვლოდ საკუთარი მოსწავლის მომზადების საკითხთან დაკავშირებით კი სკოლის დირექტორმა უკვე მიმართა დისციპლინარულ კომიტეტს. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა ვადაჭკორიამ.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს, თუმცა შევიწროების შესაძლო ფაქტი დღეს სკოლის დირექტორმა და სასწავლო ნაწილის გამგემ არ დაადასტურეს.
წაკითხვა
“გალერია თბილისი“ 30 ნოემბერს გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 13:16:00
სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი“ 2017 წლის 30 ნოემბერს გაიხსნება. “გალერეა თბილისის“ პესსამსახურის ინფორმაციით, მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია, კინოთეატრი კავეა, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკვები ზონა, სუპერმარკეტი გუდვილი და სხვადახვა მომსახურების ობიექტი."ნოემბერში მომხმარებლებს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, H&M-ის და გალერია თბილისის გრანდიოზული გახსნის ღონისძიებები ელოდება", - განაცხადა “გალერია თბილისის“ დირექტორმა ნიკა ცინცაძემ.შენობაში ინტეგრირებულია გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი და მეტროსადგური თავისუფლების მოედანი.როგორც უკვე ცნობილია, “გალერია თბილისში“ გაიხსნება პოპულარული შვედური ბრენდის, H&M-ის პირველი მაღაზია რეგიონში. H&M-ის სტრატეგიის შესაბამისად, პრეზენტაცია ცალკე ღონისძიების სახით 18 ნოემბერს გაიმართება.“გალერია თბილისი“ უმასპინძლებს ასევე ისეთი ცნობილი ბრენდების მაღაზიებს როგორიცაა Calvin Klein Jeans, Armani Exchange, Lagerfeld, Lacoste, Guess, Trussardi, United Colors of Benetton, IKKS, Roman და სხვა. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება კომპანია Apple-ის ოფიციალური პრემიუმ რისელერი.“გალერია თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით.
წაკითხვა