საზოგადოებრივი
104.5 FM
შს სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:37:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.მე-11 კლასის მოსწავლემ 70 წლამდე მასწავლებელი რამდენიმე დღის წინ სექსუალური შევიწროების მცდელობაში დაადანაშაულა და მანდატურს მიმართა. დღეს სკოლაში არც მასწავლებელი იმყოფება და არც მოსწავლე.სკოლის სასწავლო ნაწილის თქმით, მასწავლებელი მოსწავლეს კერძოდ ამზადებდა.„სექსუალური შევიწროების ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ, ამის შესახებ არც მოსწავლეს უთქვამს, არც მასწავლებელს და არც მანდატურს. ეს ბავშვი ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა, როგორც აღმოჩნდა, მასწავლებელი მას საკუთარ საგანში თანხის სანაცვლოდ სახლში ამზადებდა, რაც დაუშვებელია და ამას სწავლობს დისციპლინარული კომიტეტი. 70 წლის კაცია, ადრე დირექტორიც იყო, არასდროს მის შესახებ ცუდი არაფერი გაგვიგია. შაქარი აწუხებს და ახლა ბიულეტენზეა გასული. მე ვფიქრობ, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, მოგეხსენებათ, დღეს როგორ დაცულია მოსწავლის უფლებები, ალბათ უკმაყოფილება ამ შელაპარაკებას მოჰყვა“,-განაცხადა პირველ არხთან სკოლის სასწავლო ნაწილმა.სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტს არც სკოლის დირექტორი ადასტურებს. მისი განცხადებით, დისციპლინარული კომიტეტი, მხოლოდ თანხის სანაცვლოდ მოსწავლის მომზადების საკითხს იკვლევს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აჭარის განათლების მინისტრი მოგვიანებით გააკეთებს.
წაკითხვა
ქეთევან ციხელაშვილი: შერიგების პოლიტიკა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს
განახლებულია: 2017-11-01 12:25:00
სამდღიანი ფორუმის მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, ფორუმის მონაწილეებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მიმართა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გააცნო. ამასთან, მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების გზებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ შერიგების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მდგრადი განვითარების მიზნების ფორუმში, რომელიც თბილისში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს, 25 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ექვსი პლენარული სესიის ფარგლებში, ფორუმის მონაწილეები მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ძირითად მიმართულებებზე: მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხებზე იმსჯელებენ. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს
განახლებულია: 2017-11-01 12:15:00
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. კერსტი კალიულაიდი ამ წუთებში გმირთა მემორიალთან იმყოფება და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს. კიდევ რა არის დაგეგმილი ვიზიტს ფარგლებში - მარიამ მენაბდე განავრცობს თემას.
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:52:00
საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. გიორგი მარგველაშვილი შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს თანადგომას უცხადებს. „უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, მანჰეტენზე, ველობილიკზე მინიავტობუსის შევარდნის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. 
წაკითხვა
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:30:00
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება ავტომატურ რეჟიმში მოხდება. ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. „დამრღვევი მძღოლი ვიდეოჯარიმით შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;• სიჩქარის გადაჭარბება;• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:• საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;• ვიდეო ან ფო
წაკითხვა
დღეიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის [ვიდეო]
განახლებულია: 2017-11-01 08:28:00
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის ძალაში.როგორც შსს-ში აცხადებენ, 2017 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება. შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება.დამრღვევი მძღოლი კი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:•​ შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;•​ ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;•​ სიჩქარის გადაჭარბება;•​ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;• ​მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.
წაკითხვა
პოლიციის მთავარ სამმართველოსთან „ქართული მარშის“ აქცია დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 01:45:00
პოლიციის მთავარ სამმართველოსთან „ქართული მარშის“ წევრების აქცია დასრულდა. ისინი ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.ვიდრე სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიას დატოვებდნენ, „ქართული მარშის“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაემუქრნენ, რომ თუ დაკავებულებს არ გაათავისუფლებდნენ, სამმართველოში შეიჭრებოდნენ.როგორც ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა პირველ არხს განუცხადა, ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულები პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში გადმოიყვანეს. მისი ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 1-ელ ნოემბერს გაიმართება. როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარე მათ უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.31 ოქტომბერს, ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა გამართეს და ფედერაციის მიერ გურამ კაშიას მხარდაჭერა გააპროტესტეს.ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით იასპარეზა, რასაც „ქართული მარში“ აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ლგბტ დროშა დაწვეს. 
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:28:00
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია მიმიდნარეობს. „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ. „ქართული მარშის“ ლიდერები ფედერაციას გურამ კაშიას მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ. ასევე, კობიაშვილს მათ წინააღმდეგ მუქარის შემცველი შინაარსის განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ „ქართული მარშის“ პროტესტის მიზეზი საქართველოს ნაკრების წევრის, გურამ კაშიას მიერ ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ასპარეზობა გახდა.  
წაკითხვა
ლარი კვლავ გაუფასურდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 21:10:00
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს მოქალაქეების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ეროვნული ვალუტის კურსია. ლარი გაუფასურებას განაგრძობს და დღეს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარის ღირებულება 2,62 ლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი ლარი ამერიკული ვალუტის მიმართ 3 თეთრით გაუფასურდა. ასეთი ტენდენციის მიუხედავად, ეროვნული ბანკი რეზერვების გამოყენებასა და სავალუტო ბაზარზე ხელოვნურ ჩარევას არ აპირებს. მათი განცახდებით, გაუფასურების არსებული მასშტაბები საგანგაშო არ არის და კურსი თავისით დასტაბილურდება.   
წაკითხვა
საპენსიო რეფორმა - ვინ განკარგავს მოქალაქეთა მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:12:00
საპენსიო რეფორმა - ვინ განკარგავს მოქალაქეების მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხებს პირველი კითხვა, რაც სავარაუდოდ ახალი საპენსიო რეფორმის მიმართ გაგიჩნდებათ, არის ის, თუ სად დაგროვდება და ვინ განკარგავს ჩვენს მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხას - ფულს, რომელსაც საპენსიო ასაკში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პენსიასთან ერთად მივიღებთ. კანონპროექტის მიხედვით, ამაზე პასუხისმგებელი სპეცილაურად შექმნილი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო იქნება. როგორ დაკომპლექტდება საბჭო და რა მოგვცემს იმის გარანტიას, რომ დაზოგილი თანხა არ დაიკარგება - ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.
წაკითხვა
რას გულისხმობს ახალი საპენსიო სისტემა - კანონპროექტი შემუშავებულია
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:05:00
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოქალაქეს ღირსეული პენსია ქონდეს. მომავალი წლიდან, სახელმწიფოს დახმარებით, ამაზე ზრუნვა თავად მოგიწევთ. საქართველოში  ახალი  საპენსიო სისტემის ასამოქმედებლად კანონპროექტი უკვე მზად არის. წლის ბოლომდე ის პარლამენტში შევა და დამტკიცების შემთხვევაში 2018 წლის მეორე ნახევრიდან პენსიის დაგროვება შესაძლებელი გახდება.  გამომუშავებული თანხის   დაზოგვა 40 წლამდე ასაკის დასაქმებული მოქალაქეებისთვის  სავალდებულო, 40 წლის ზევით კი ნებაყოფლოვითი იქნება. რას გულისხმობს ევროპული ქყვენების გამოცდილებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენადაციებით შემუშავებული ახალი საპენსიო სისტემა, რომელზე მუშაობა უკვე წლებია მიმდინაროებს - სანდრო ჯუფალაკიანი დეტალებით.ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტმა ილია მეორეს ესტონელი კომპოზიტორის ნაწარმოები "ადამის გოდება" უსახსოვრა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:51:00
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს მასპინძლობს. კათოლიკოს-პატრიარქმა ესტონელი სტუმარი საპატრიარქოში მიიღო, საუბრისას კი ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა და ქვეყნის გამოწვევებზე ისაუბრა. თავის მხრივ ესტონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და პატრიარქს აღსაყდრების 40 წელი მიულოცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ესტონეთის პრეზიდენტმა პატრიარქს ესტონელი კომპოზიტორის არვო პერტის მუსიკალური ნაწარმოები "ადამის გოდება" გადასცა საჩუქრად.აღსანიშნავია, რომ ესტონეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად რელიგიური ქვეყანაა. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ათეისტია, თუმცა მორწმუნეებს შორის რაოდენობრივად ლუთერანი და მართლმადიდებელი ქრისტიანები ჭარბობენ.
წაკითხვა
რატომ ვერ ახერხებენ საქართველოში მცხოვრები ბოშები ID ბარათისა და დაბადების მოწმობის აღებას
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:09:00
საქართველოში მცხოვრებ ბოშებს ID ბარათისა და დაბადების მოწმობის აღების სურვილი აქვთ, თუმცა დოკუმენტაციის მიღებას ვერ ახერხებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ ავრცელებს. ორგანიზაცია ბოშათა მდგომარეობას 7 თვის განმავლობაში „მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში იკვლევდა, კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. მოსახლების საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს, თუმცა კვლევის ავტორების მტკიცებით ქვეყანაში მცხოვრებ ბოშათა რეალური რაოდენობა 2000-ს აღემატება.
წაკითხვა
სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:07:00
საქველმოქმედო ფონდი “ცხოვრება მშვენიერია” ხვალ 8 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში “ბერი ანდრიას ფონდის” სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიებაზე შემოსული თანხა სარეაბილიტაციო ცენტრის, “ბედნიერი სახლის” მშენებლობას მოხმარდება, სადაც სიმსივნით დაავადებულები და მათი ოჯახის წევრები სამედიცინო და ფსიქოლოგიური სახის დახმარებას სრულიად უფასოდ მიიღებენ. სარეაბილიტაციო სახლი ერთდროულად 20 ბავშვსა და მშობელს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება. ასევე იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისით ისარგებლებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი “სუხიშვილები”, შვიდკაცა და ჯგუფი გუფი ლანდი. 
წაკითხვა
თურქეთის მხარე საქართველოს 4,5 მლნ თურქული ლირის ეკვივალენტ აშშ დოლარის გრანტს გამოუყოფს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:05:00
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრები დღეს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის“ შეთანხმებასაც გაეცნენ, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა წარადგინა. შეთანხმების თანახმად, თურქეთის მხარე საქართველოს 4 მილიონ 500 ათასს თურქული ლირის ეკვივალენტ აშშ დოლარის ფინანსურ რესურს გრანტის სახით გამოყოფს, რომელიც ორი მიმართულებით დაიხარჯება. ნაწილი თანხით თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებიდან სამხედრო მიზნებისთვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა მოხდება, ხოლო 500 ათასი თურქული ლირა მარნეულის აეროპორტის ლოჯისტიკის მიმართულებით მოდერნიზაციისთვის გამოიყოფა. კომიტეტის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მხარი დაუჭირეს რატიფიცირებისთვის მათ პლენარულ სხდომაზე გატანას. 
წაკითხვა
კონტრაბანდული ტვირთები საქართველოში - სტატისტიკა და რეალობა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:29:00
რამდენად მაღალია საქართველოში კონტრაბანდული ტვირთების შემოტანის ან ტრანზიტის მაჩვენებელი? ბოლო ხუთი წლის სტატისტიკით, ამ დანაშაულისთვის დაკავებულთა რაოდენობა მზარდია. თუმცა საერთო სურათის დასადგენად ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის. თეო ხუბულავა მუშაობდა თემაზე. 
წაკითხვა
ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მძღოლების საჯარიმო ქვითრები შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:26:00
მძღოლების საჯარიმო ქვითრები, ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაშია საუბარი, რომლითაც ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი დამტკიცდა. მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საჯარიმო ქვითარს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი პირს ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უგზავნის.თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება.საჯარიმო ქვითარი პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ბრუნდება, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.„პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – „www.police.ge“-ზე „საჭირო ინფორმაციის“ ველში.საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.ამავე ბრძანების თანახმად,
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილის როლი სანდრო გირგვლიანის საქმეში - მხარეთა პოზიციები სასამართლოზე
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:22:00
რას და როგორ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა დღეს ექს-პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალის სასამართლო. საქმე გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავდებულთა შეწყალებას ეხება. პროკურატურა აცხადებს რომ მტკიცებულებებში ბრალდებულის პოზიცია კარგად ჩანს. დაცვის მხარე კი კომენტარს არ აკეთებს. გამოძიება საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაკითხვა
გაიზრდება თუ არა ელექტრო ენერგიის სამომხმარებლო ტარიფი
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:06:00
დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა საქართველოში ელექტრო ენერგიის სამომხმარებლო ტარიფი. მარეგულირებელმა კომისიამ სადგურების, „ხრამი 1“-ის და „ხრამი 2“-ის მფლობელ კომპანიას ენერგიის მიწოდების ტარიფი გაუზარდა. სემეკში გადაწყვეტილებას ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას უკავშირებენ. კომპანიამ მარეგულირებელს თავად მიმართა, შედეგად კი „ხრამი 1“-ის შემთხვევაში - 1,58 თეთრით, ხოლო „ხრამი 2“-ის შემთხვევაში 1,85 თეთრით მომატებული ტარიფი მიიღო. კომპანიაში თვლიან, რომ მატება არასაკმარისია. მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით. 
წაკითხვა
როდის ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა - პროექტს პარლამენტი სავარაუდოდ წლის ბოლომდე განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:03:00
დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიძლება 2018 წლის შემოდგომიდან ამოქმედდეს. მოქალაქეებს შეეძლებათ ყოველთვიური ხელფასის 2 % სპეციალურ ფონდში გადარიცხონ. დამსაქმებელი და სახელმწიფო კი კიდევ 2-2 %-ს დაამატებენ. მაგალითისთვის, თუ მოქალაქე ყოველ თვე ანაზრაურების სახით იღებს ათას ლარს, მისი პირადი შემოსავლიდან  დაგროვებით საპენსიო ფონდში გადაირიცხება 20 ლარი, ასევე დამსაქმებლისგან 20 ლარი სახელმწიფოსგანაც 20 ლარი. უკვე ცნობილია ამ სისტემის სხვა დეტალებიც. პროექტი შედგენილია და სავარაუდოდ წლის ბოლომდე მას პარლამენტი განიხილავს. რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, ამას უფრო დაწვრილებით სანდრო ჯუფალაკიანი გვეტყვის. 
წაკითხვა