საზოგადოებრივი
104.5 FM
სურსათის სააგენტო - არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის ან ფრინველის მიერ ფაროსანას საკვებად მიღების შემთხვევაში, აღნიშნული სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 17:58:00
აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს არც ადამიანის და არც ცხოველის/ფრინველის ჯანმრთელობისთვის, - სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის/ფრინველის მიერ ფაროსანას საკვებად მიღების შემთხვევაში, აღნიშნული სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება.„მავნებელს არ გადააქვს დაავადებები და ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში არ არის მომწამვლელი. ცილებით მდიდარი მწერების - კალიის, ხოჭოს, პეპელას მსგავსად, აზიურ ფაროსანასაც ეტანებიან ფრინველები. როგორც ცნობილია, აზიურ ფაროსანას აქვს დამცავი მექანიზმი - იგი სპეციფიკურ სუნს უშვებს. არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში, აღნიშნული სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება, თუმცა, ხშირად უსიამოვნო ფსიქოლოგიურ განწყობას ქმნის.იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სპეციალიზებულ ფერმებში არსებული სტანდარტი, რაც გულისხმობს მოცდის პერიოდს და ცხოველის/ფრინველის დაკვლამდე 10 დღით ადრე საკვები დანამატების (მაგ., თევზის ფქვილი) კვების რაციონიდან ამოღებას“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
წაკითხვა
მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” ახალი ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:31:00
მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა, რაც მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას მისცემს. ახალი გადახდის აპარატების მუშაობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მგზავრთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითა და მგზავრთა ნაკადის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა. ტურნიკეტები ორმხრივია, ანუ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს გაატაროს მგზავრები საპირისპირო მხრიდანაც. გადახდის აპარატები გამჭვირვალე მინის ბარიერებით არის აღჭურვილი, რაც მუშაობის პროცესში არ იწვევს ხმაურს და დამატებით კომფორტს უქმნის მგზავრებსა და მომსახურე პერსონალს. აპარატების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან და უზრუნველყოფს მის დაცვას ნაკაწრებისა და მექანიკური დაზიანებებისგან. ამასთან, როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ბანკმა, მიმდინარე წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა.  აუქციონში გამარჯვების ფარგლებში, საქართველოს ბანკი არაერთ ინვესტიციას განახორციელებს და განაგრძობს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. ხსენებულ აუქციონში გამარჯვებით ბანკს აქვს უპირატესობა და შესაძლებლობა, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები.„ავტოსაკონტროლო პუნქტის ახალი აპარატების დამონტაჟება მიმდინარეობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზებზე დაინერგება ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათით მგზავრობის სისტემა;მუნიციპალური ტრანსპორტი აღიჭურვება ახალი სალარო აპარატებით და ბარათის წამკითხველი ვალიდატორებით;შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით;დაინერგება მიწისზედა ტრანსპორტის ადგილმდებარეობის დადგენის ახალი სისტემები, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს მოძრაობის გრაფიკი და ოპერატიულად შეძლოს შესაბამისი რეაგირება;
წაკითხვა
არჩილ მესტვირიშვილი - დაგროვებითი პენსიისას, როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვადიან პერიოდზე, დანაკარგის ალბათობა მინიმალურია
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:13:00
როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვადიან პერიოდზე, დანაკარგის ალბათობა მინიმალურია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საპენსიო რეფორმის განვითარების რისკებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობს ალბათობა, რომ ბაზარზე აქტივის ფასები ან შემცირდეს ან გაიზარდოს, თუმცა ასეთ ვითარებაში გამოსავალი ეროვნული ბანკის კონტროლი და სწორი გადაწყვეტილებებია.„შეიძლება, რაღაც პერიოდში შემცირდეს აქტივების ფასები, მაგრამ მომავალში გაიზრდება. მთავარია, რომ გადაწყვეტილება იყოს სწორად მიღებული. გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა იყოს დარღვევა, ამას ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი აქტივის ფასი მხოლოდ გაიზრდება, ასეთი რაღაც მსოფლიოში არ ხდება, გარკვეული მერყეობა გააჩნია, მაგრამ საინვესტიციო საბჭო ამ თანხებს ისე უნდა მართავდეს, როგორც განახორციელებდა საკუთარი თანხების ინვესტირება. ეს უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო პრაქტიკას. ანუ, თუ საბაზრო ფაქტორების გამო და ბუნებრივია, საბაზრო მერყეობა არის და იქნება, ფასი შეეცვალა მოკლევადიან პერიოდში ფონდს, ეს ნორმალურია რადგან გრძელვადიან პერიოდში ეს გამოსწორდება და მოგებას მიიღებს თუ ეს საბაზრო ფაქტორების გამო მოხდა, მაგრამ თუ ეს არ მოხდა არსაბაზრო ფაქტორების გამო ან იყო არასწორი პროცედურები, ამ შემთხვევაში, ჩაერთვება სხვა მექანიზმები და  იმ საინვესტიციო საბჭოს წევრების მიმართ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი“ - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.რაც შეეხება, საპენსიო სისტემის სტრუქტურას და იმ ორგანოს, რომელიც რეფორმის განხორციელების პროცესში რისკების დაზღვევაზე იმუშავებს, დღეს, დაგროვებითი პენსიის სისტემის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ იქმნება ახალი ორგანო - საპენსიო სააგენტო, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომელიც ადმინისტრაციულ საკითხებსა და სისტემის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი. საბჭო შედგება ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრისგან და საბჭოს თავმჯდომარისგან. სავარაუდოდ, თავმჯდომარეს სწორედ ამ სამი წევრიდან აირჩევენ - ეს რეგულაცია ჯერჯერობით კანონში ნათლად არ არის გაწერილი. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მას საინვესტიციო ნაწილში სამეთვალყურეო ფუნქცია აქვს.
წაკითხვა
დაგროვებით საპენსიო სისტემაში თვითდასაქმებულებიც ჩაერთვებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 15:06:00
საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში, ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ ისეთი მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ დაგროვებითი პენსიის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კანონის პროექტი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.ნიკოლოზ გაგუას თქმით, საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად. საპენსიო რეფორმა გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.„დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ: თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს - თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი, როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.
წაკითხვა
2020 წლიდან საბაზისო პენსია შესაძლოა, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 14:36:00
სახელმწიფო პენსია, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ღებულობს, 2020 წლიდან შესაძლოა, სპეციალური ინდექსით გაიზარდოს. შესაბამის წესს მთავრობა შეიმუშავებს და დაგროვებით საპენსიო სისტემასთან ერთად აამოქმედებს - ამის შესახებ დღეს, დაგროვებითი პენსიის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადეს. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ გარდამავალ პერიოდში მინიმალური პენსიის გაზრდა მთავრობას ისევე შეეძლება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. 2020 წლიდან კი, მისი ოდენობა, სავარაუდოდ, სპეციალური ინდექსით დაითვლება. დიდი ალბათობით, პენსიის გაზრდა ინფლაციაზე იქნება დამოკიდებული. ანუ ფასების გაზრდასთან ერთად, პენსიის მოცულობაც მოიმატებს.დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2018 წლის პირველი ივლისიდან იგეგმება. ამასთან, შენარჩუნდება სახელმწიფო პენსია, რომლის ოდენობა დღეს 180 ლარია.
წაკითხვა
ნიკოლოზ გაგუა - დაგროვებით პენსიაზე ყველა შენატანი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 14:24:00
დაგროვებით პენსიაზე ყველა შენატანი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. ახალი სისტემის პრეზენტაციის შემდეგ, მან ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ გადაწყდა, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გარკვეული კატეგორიის დასაქმებულებისთვის ჩართვა სავალდებულო იყოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩართულობა იყოს ფართო, მაქსიმალური. ასევე, არსებობს საერთაშორისო გამოცდილებები ამ თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ექსპერტმა გვირჩია აღნიშნული მიმართულებით გადაგვედგა ნაბიჯები და ეს არის ის მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი რეალობისთვის. საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს 6%-იან შენატანის განხორციელებას. აქედან, 2%-ს იხდის დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, ხოლო 2%-ს სუბსიდიის სახით, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაუხდის მთავრობა, სისტემაში მონაწილეს - ეს არის მთავრობის შენატანი. ყველა შენატანი გათავისუფლებულია გადასახადისგან, რაც არის უპრეცედენტო შეღავათი და პრაქტიკულად, სახელმწიფოს შენატანი არა 2%-ია, იქედან გამომდინარე, რომ დასაქმებულის და დამსაქმებლის შენატანი გათავისუფლებულია გადასახადისგან, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს შენატანი 2,8%-ია. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. შესაბამისი ხარჯები უკვე ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში. 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება რეფორმა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ და დასძინა, რომ პენსიაზე გასვლის ასაკი არ შეიცვლება და ქალებისთვის 60 და მამაკაცებისთვის 65 წელი იქნება. დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან 
წაკითხვა
კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 13:59:00
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში განსახორციელებელი რეფორმები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კახა კალაძის გუნდის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, მომდევნო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროექტების განხორციელება იგეგმება.„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო. შესაბამისად, რეფორმები, კონკრეტული პროექტების განხორციელება განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მომდევნო წლების განმავლობაში, თანამშროლობასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.დარგის ექსპერტებმა კი აღნიშნეს, რომ მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და გადაწყვეტილებების დროული მიღება სისტემის უზრუნველყოფის წინაპირობაა.„ვგეგმავთ კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციას, რათა სამუშაო პროცესი არ შენელდეს. არსებობს ანგარიში, რომელშიც კონკრეტული ხედვებია ასახული და რომელსაც მომავალში დეტალურად განვიხილავთ“, - განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა.შეხვედრას, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გაიმართა, მერობის გამარჯვებული კანდიდატის გუნდის წევრები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე, საკრებულოს არჩეული წევრები ბექა დავითულიანი და შალვა ოგბაიძე იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
თუ დასაქმებული შრომის უნარს დაკარგავს, დაგროვებითი პენსიის თანხის სრულად აღება შეეძლება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 13:41:00
დაგროვებითი პენსიის სისტემას რამდენიმე გამონაკლისი აქვს - იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კარგავს შრომის უნარს, თანხის სრულად გატანა შეუძლია. ასევე, თანხის სრულად აღება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ, პირი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს და სამუდამოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხდება - ამის შესახებ დღეს, დაგროვებითი პენსიის სისტემის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადეს.ამასთან, პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირი გარდაიცვალა, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი მემკვიდრე აიღებს. რაც შეეხება თანხის გატანას, მემკვიდრეს შეუძლია, მხოლოდ პენსიაზე გასვლის დროს დახარჯოს მიღებული თანხა.დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება
წაკითხვა
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის თანხას მემკვიდრე აიღებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 13:37:00
იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირი გარდაიცვალა, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი მემკვიდრე აიღებს,- ამის შესახებ დღეს, დაგროვებითი პენსიის სისტემის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადეს.ამასთან, როგორც საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაციაზე ითქვა,  მემკვიდრეს თანხის ფონდიდან გატანა შეეძლება, როგორც ერთიანად, ასევე ეტაპობრივად.“დანაზოგის გატანა მემკვიდრეებს შეუძლიათ ხელზე,  შესაძლებელია, საკუთარ საპენსიო ანგარიშზე გადატანაც”, - იტქვა პრეზენტაციაზე. ამასთან, პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ არსებობს რამდენიმე გამონაკლისი - იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კარგავს შრომის უნარს, თანხის სრულად გატანა შეუძლია. ასევე, თანხის სრულად გატანა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ, პირი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს და სამუდამოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხდება.დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან 
წაკითხვა
კახა კალაძე - მარტივი კითხვა მაქვს, რა დააშავა კაშიამ
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 13:35:00
მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავის ხედვები, დააფიქსიროს თავისი აზრი, - განაცხადა თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის კომენტირებისას.კალაძის თქმით, მისთვის გაუგებარია მოთხოვნა, კაშიას ნაკრებიდან გარიცხვის შესახებ"მარტივი კითხვა მაქვს, რატომ უნდა გაირიცხოს და რა დააშავა კაშიამ", -აღნიშნა კალაძემ.არნემის "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების მცველ გურამ კაშია სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლაურით გავიდა. აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანი აღნიშნული სამკლაურით გამოვიდა.
წაკითხვა
2018 წლის პირველი მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ყველა დასაქმებულს სპეციალური სწავლების გავლა მოუწევს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 13:31:00
2018 წლის პირველი მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ყველა დასაქმებულს სპეციალური სწავლების გავლა მოუწევს - უკვე ძალაშია საქართველოს მთავრობის დადგენილება სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის, ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.).ტექნიკური რეგლამენტი აწესებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან. დადგენილებაში მითითებულია მოთხოვნები დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის, ზოგადი მოთხოვნები ხარაჩოების მოწყობისა და ექსპლუატაციის, მოთხოვნები დაკიდული ხარაჩოების და ა.შ. შესახებ. დადგენილება ასევე განმარტავს,როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების ბადეები.მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და მე-16 მუხლის გარდა, რომელიც დასაქმებულთა სწავლებას ითვალისწინებს, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
წაკითხვა
“სითი ინსტიტუტის" დირექტორი - თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა, მერიას დოკუმენტი 13 ნოემბერს ჩაბარდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 13:19:00
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტი დედაქალაქის მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება, შემდეგ კი ახალი შემადგენლობის საკრებულოს გადაეგზავნება, რომელმაც ის უნდა დაამტკიცოს. ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და თბილისი ახლოსაა იმასთან, რომ მას ახალი გენგეგმა ჰქონდეს.„ეს იქნება პირველი ძალიან დიდი ნაბიჯი, რომ ქაოტური განაშენიანება, რაც თბილისში ბოლო წლებისა და ათწლეულების წლეულების განმავლობაში გრძელდება, რეგულაციებს დაექვემდებაროს,“ - განაცხადა სალუქვაძემ.მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისის არჩეულ მერს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ და ბევრ საკითხთან დაკავშირებით მისგან განმარტებები მოისმინეს. სალუქვაძის განცხადებით, კახა კალაძის გუნდი უნდა გაეცნოს დოკუმენტებს და თუ იქნება ახალი წინადადებები, მათზე მსჯელობა დაიწყება. "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელის განცხადებით, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.მისივე თქმით, კახა კალაძისგან სრული მხარდაჭერა მიიღო კ2ი-ს შეზღუდვის გაგრძელებასთან დაკავშირებით და „სიმაღლე აღარ გაიყიდება იმ მახინჯი მეთოდით, რაც ადრე ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ ზონაში.“კა-2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით, დროებითი შეზღუდვა 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა, მიზეზად გენგეგმის დამტკიცებამდე ქალაქის ქაოსური განაშენიანების თავიდან აცილება დასახელდა.მამუკა სალუქვაძის თქმით, გენგეგმის დამტკიცების შემდეგ "სითი ინსტიტუტი" მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იხსნის და ეს საკითხი უკვე მერიის მოსაგვარებელია. როგორც მან აღნიშნა, მერიაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ინსტიტუცია, რომელიც გენგეგმის განხორციელებასა და მონიტორინგზე იქნება პასუხისმგებელი. მამუკა სალუქვაძის განმარტებით, გენგეგმის მომზადება 2,8 მილიონი ლარი დაჯდა, თუმცა თანხა სრულად არ მიუღიათ და მისი ნაწილი შემსრულებლების ანგარიშზე დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ გადაირიცხება.
წაკითხვა
21-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს აზარტულ თამაშში მონაწილეობა აეკრძალება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 13:09:00
საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი 21-წლამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი ფინანსთა სამინისტროა. კანონპროექტის მიხედვით, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე საქართველოს მოქალაქის დაშვება, ან მონაწილეობა მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში უნდა მოხდეს. პროექტით, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე შესვლის და თამაშის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს 21-წლამდე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 18-წლამდე.
წაკითხვა
ნინო ჯავახაძე - თუ მოქალაქეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, დაგროვებითი პენსიის პირობებში, 30 წლის შემდეგ მისი პენსია დაახლოებით 500 ლარს პლუს საბაზისო პენსია იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:36:00
თუ მოქალაქეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, დაგროვებითი პენსიის პირობებში, 30 წლის შემდეგ მისი პენსია დაახლოებით 500 ლარს პლუს საბაზისო პენსია იქნება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის პრეზენტაციისას განაცხადა. ნინო ჯავახაძის თქმით, ეს ციფრი არის საშუალო, თუმცა ინდივიდუალურ შემთხვევებში, მოქალაქის პენსია რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, ხელფასზე და იმაზე, თუ რამდენი წელი მოხდება დაგროვება. ასევე, იმაზე, თუ როგორი რისკიანობის ფონდს აირჩევს მოქალაქე, რაც უფრო რისკიანი იქნება ინვესტიცია, უფრო მაღალი იქნება მოქალაქის მოგება. დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
წაკითხვა
საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებებს ერთი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა 1102 ლარი დაუჯდებათ
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:20:00
საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებებს ერთი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა 1102 ლარი დაუჯდებათ - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც ერთი მხრივ, უპატრონო გვამის დეფინიციას განსაზღვრავს და მეორე მხრივ, სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის უპატრონო გვამის გადაცემის პირობებს აკონკრეტებს. პარლამენტში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება გუშინ მოხდა, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი არიან. ცვლილებებით, უპატრონო გვამის დეფინიციაში მოიაზრება არა მხოლოდ ის გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, არამედ ის კატეგორიაც, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ ეს პირი მის დაკრძალვაზე უარს აცხადებს. პროექტით, სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის უპატრონო ან ამოუცნობი გვამის, ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენების პირობები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, გადაცემა გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ განხორციელდება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები კი, მის შენახვას გადაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში უზრუნველყოფენ, ხოლო ექვსი თვის გასვლის შემდეგ შესაძლებელია, გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით. ამასთანავე, ინიციატივით, იმ შემთხვევაში, როცა ამოუცნობ ან უპატრონო გვამთან მიმართებაში სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს. რაც შეეხება უ
წაკითხვა
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ - ყოველწლიური კონფერენცია თბილისში
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:08:00
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის – ამ სახელწოდებით ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს.იმართება მომავლის პროფესიების  კვლევის პრეზენტაციაც. ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში იმართება. შეხვედრას 200-მდე ქართველი და უცხოელი სტუმარი ესწრება. რას გულისხმობს კვლევა და რა სახელდება მომავლის პროფესიებად,- გენო ოსიყმაშვილი განავრცობს თემას.
წაკითხვა
დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება - რა უნდა ვიცოდეთ ახალი სისტემის შესახებ
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:04:00
დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ დღეს, ახალი სისტემის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადეს.როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება,  განახორციელოს შენატანი. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული -  საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხების ინვესტირება, რის შედეგადაც, მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ მოქალაქეებს. საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი - მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, ასაკის მიუხედავად.
წაკითხვა
პროფესიები მომავლისთვის - ამ სახელწოდების პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 11:34:00
პროფესიები მომავლისთვის -  ამ სახელწოდების პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმრო "ბილტმორში", სადაც 45 ახალი პროგრესული საგანმანათლებლო პროგრამა იქნა წარდგენილი. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროგრამები საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით შეიქმნა. “16:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დაესწროს გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი, შრომის ბაზრის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები", -განაცხადა "ათასწლეულის გამოწვევის" ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.კონფერენციაზე მოწვეული იყო 200-ზე მეტი მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც განიხილეს ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა. პანელური დისკუსიის ნაწილი პროფესიული განათლების ბრენდინგის საკითხებსაც დაეთმო.16:00 საათიდან გაიხსნება პროფესიული განათლების 45 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საჯარო გამოფენა, სადაც 10 პროფესიული სასწავლებელი დამთვალიერებელს ყველა საჭირო ინფორმაციას გააცნობს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის 12 მილიონი დოლარის ბიუჯეტის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა. ღონისძიების დასასრულს, 19:00 საათზე, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გალა დაჯილდოება გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაცია.გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთ
წაკითხვა
საქართველო შავი ზღვის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 11:26:00
საქართველო შავი ზღვის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე იწყებს მუშაობს. ამგვარი დოკუმენტის მომზადებას ქვეყანას  ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს. შესაბამისი ცვლილება "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონში შევა, სადაც ჩაიწერება, რომ ქვეყანა ვალდებული იქნება, შექმნას საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის სამოქმედო პროგრამა, რომელსაც ექვს წელიწადში ერთხელ განაახლებს. აღნიშნულ საკითხს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. შავი ზღვის დაცვის ეროვნული სტრატეგია ქვეყნას ამ დრომდე არ ჰქონია. ახალ დოკუმენტზე გარემოს დაცვის სამინისტრო იმუშავებს, რომელმაც ექსპერტების მეშვეობით უკვე ჩაატარა შავი ზღვის დეტალური კვლევა. კვლევის შედეგების ანალიზი ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა როგორც უწყებაში ამბობენ, ამ ეტაპზე წყლის მთავარ დამაბინძურებელ ფაქტორებად ზღვაში ჩამდინარე ფეკალური მასები და საყოფაცხოვრებო ნაგავი მიიჩნევა. პრობლემას ქმნის ნაპირის მიტაცების პროცესიც. საკანონმდებლო ორგანოებში ცვლილებების მიღების შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრო სტრატეგიის მომზადებას 2018 წლიდან დაიწყებს. 
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში წყალდიდობის შედეგად სახლები დაიტბორა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 11:23:00
ოკუპირებულ აფხაზეთში გადაუღებელი წვიმების გამო მდინარე კოდორი ადიდდა და გულრიფშის რაიონის სოფლები დაიტბორა. სოფელ განახლებაში წყალი სახლებში შევარდა და სპეცტექნიკის გამოყენებით, მოსახლეობის გამოყვანა გახდა აუცილებელი - იტყობინება ადგილობრივი მედია. მათი ინფორმაციით, გარკვეულ ადგილებში წყლის დონემ ნახევარ მეტრსაც გადააჭარბა. ადგილზე დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების უწყების მაშველები არიან მობილიზებული და ვითარების მონიტორინგს ახორციელებენ.
წაკითხვა