საზოგადოებრივი
104.5 FM
2018 წლიდან ფოთის პორტში შესვლას მხოლოდ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი ავტომობილები შეძლებენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 10:23:00
2018 წლის პირველი იანვრიდან, ფოთის პორტში შესვლას მხოლოდ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი ავტომობილები შეძლებენ. პორტის მფლობელი APM Terminals-ის ცნობით, მიმდინარე წლის მაისში ფოთის საზღვაო ნავსადგური გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მეოთხე კვირეულში ჩაერთო და ავტომობილების მძღოლებისთვის ტრენინგები გამართა. დღემდე სწავლება 1378-მა მძღოლმა გაიარა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტრენინგები სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში რამდენიმე შეხვედრა შედგა, რომელშიც ლოგისტიკური, სატრანსპორტო კომპანიები, საზღვაო ხაზებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან შესასვლელებში მოხდება სატვირთო ავტომობილების ვიზუალური დათვალიერება და ნავსადგურში დაშვების უფლება მიენიჭება მხოლოდ დადგენილი ტექნიკური სტანდარტების შესაბამის ავტომანქანებს.
წაკითხვა
სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე - ფიზიკურად შეუძლებელია, სოფელ დაბამდე ჩამოვიდეს ხანძარი
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 00:53:00
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სოფელ დაბასთან ვითარება უცვლელია და მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს - ერთი მხრივ, სამუშაოები გრძელდება ყვიბისის მხრიდან ხანძრის ადგილამდე ტექნიკის ასაყვანად, მეორე მხრივ კი ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მუშაობენ მაშველები და მეტყევეები თხრილების გასაკეთებლად, რაც ხანძარს აღარ მისცემს გავრცელების საშუალებას. ნათია იორდანიშვილის განმარტებით, ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. „ფიზიკურად შეუძლებელია, სოფელ დაბასთან ჩამოვიდეს ხანძარი, იმიტომ, რომ უნდა გამოიაროს 8-9 ჰექტარი მაინც უკვე გაშენებული ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე გზები ადის და იქ სახანძროც მობილიზებულია. პირველ რიგში, თავზარდამცემი იყო ის, რომ გაშენებული ფართობები, რომლებიც წლების განმავლობაში გავაშენეთ, ამას ხომ არ ემუქრებოდა საფრთხე. საბედნიეროდ გაირკვა, რომ არა, ქარის მიმართულებაც ისეთია, რომ ყვიბისისკენ წავიდა ხანძარი, ყვიბისთანაც კილომეტრ-ნახევრის დაშორებით არის, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. რადგან უკვე ალტერნატიული გზაც იპოვეს, საიდანაც შემოუვლიან, არ არის გავრცელების საშიშროება. ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცი მეც და ყველამ, ვინც ადგილზე იმყოფება. იმედი გვაქვს, რომ ღამით, როგორც წესი, ცეცხლის ხასიათიდან გამომდინარე, ის მინავლებას იწყებს და ამ დროს უფრო შეიძლება მოხერხდეს ლოკალიზება ისე, რომ სხვა ფართობებზე აღარ გავრცელდეს”, - განმარტა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ
წაკითხვა
ხანძრის კერასთან სახანძრო ტექნიკის შესაყვანად, სამუშაოები სოფელ ყვიბისის მხრიდან მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 00:33:00
სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ წუთებში სოფელ ყვიბისის მხრიდან მძიმე ტექნიკით გზის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს, რათა სახანძრო ტექნიკამ ცეცხლის კერამდე მისვლა შეძლოს. ცუდი ხილვადობის გამო, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა. სამუშაოები დილის 06:00 საათზე განახლდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ არსებობს. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ხანძარი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაჩნდა. 
წაკითხვა
მეხანძრეები ცეცხლის კერამდე მძიმე ტექნიკით მიღწევას სოფელ ყვიბისის მხრიდან შეეცდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 22:43:00
სოფელ ყვიბისიდან ცეცხლის კერამდე მისასვლელი ბილიკის გაწმენდა უახლოეს წუთებში დაიწყება, რათა სამაშველო სამსახურის მძიმე ტექნიკამ სტიქიის ადგილამდე მისვლა შეძლოს, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, თორნიკე გვაზავამ მიაწოდა. მისი თქმით, 22:30 საათისთვის ცეცხლის არეალი არ გაფართოებულა და ხანძარი ისევ 1.5 ჰექტარი ფართობის ტყის მასივზეა გავრცელებული. გვაზავას განცხადებით, ამ დროისთვის ქარი ჩადგა და ცეცხლის სწრაფად გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ასევე, მისი თქმით, სტიქიის ზონა საკმაოდ მოშორებითაა დასახლებული პუნქტიდან და ამ ეტაპისთვის დაკვამლიანების საფრთხე არ არსებობს, რადგან ალით გამოწვეული კვამლი ჰაერში სიმაღლეზე იფანტება. ადგილზე მისასვლელი ბილიკის გაწმენდას ნიჩბებით ამ დრომდე ცდილობს 100-მდე მეხანძრე-მაშველი და სატყეო სააგენტოს 70 თანამშრომელი. მძიმე ტექნიკა მიუვალი ადგილების გამო ვერ მუშაობს. გვაზავას განცხადებით, გასაწმენდია 200 მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი, რათა რვა სახანძრო მანქანა, რომლებიც სოფელ ყვიბისთანაა მობილიზებული, ცეცხლის კერას მიუახლოვდეს. გვაზავა ვარაუდობს, რომ გზის გაწმენდას დაახლოებით 3-4 საათი დასჭირდება. „ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, რადგან, პრევენციის მიზნით, სოფელ დაბასთან გავლებულია თხრილები, რათა ხანძრის კერების დასახლებულ ტერიტორიასთან მიახლოება გამოირ
წაკითხვა
რა ვითარებაა სოფელ დაბასთან, ხანძრის ადგილზე - დრონით გადაღებული კადრები
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 19:57:00
უკვე რამდენიმე საათია, შესაბამისი სამსახურები სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. დასახლებული პუნქტებიდან ცეცხლის კერასთან ყველაზე ახლოს სოფელი ყვიბისია. როგორც ადგილზე აცხადებენ, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.  ცეცხლის კერის მიმდებარედ კეთდება თხრილები, რათა ხანძრის გავრცელება აღარ მოხდეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია
წაკითხვა
სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზებაში თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველებიც ჩაერთნენ [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 19:08:00
სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზებაში თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველებიც ჩაერთნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. სააგენტოს ცნობით, ცეცხლი ამ დროისთვის დაახლოებით 1,5 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.​ შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაუჩნდა.  
წაკითხვა
სოფელ დაბასთან, ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თხრილების გავლება დაიწყეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 18:37:00
უკვე ორ საათზე მეტია, შესაბამისი სამსახურები სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. დასახლებული პუნქტებიდან ცეცხლის კერასთან ყველაზე ახლოს სოფელი ყვიბისია. როგორც ადგილზე აცხადებენ, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.  ცეცხლის კერის მიმდებარედ კეთდება თხრილები, რათა ხანძრის გავრცელება აღარ მოხდეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. ადგილობრივ მაშველებს უკვე შეუერთდნენ თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველები. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაუჩნდა.  ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი
წაკითხვა
რა ვითარებაა სოფელ დაბასთან, ხანძრის ადგილზე - ვიდეომასალა
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 18:16:00
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე სატყეო სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ცეცხლის ქრობაში მონაწილეობს სოფელ დაბის მოსახლეობაც. სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაუჩნდა.  ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიძახეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით კი, სოფელ დაბასთან ცეცხლი ამ ეტაპზე 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიების ზემოთ არსებულ ფერდობზეა გავრცელებული. 
წაკითხვა
სოფელ დაბასთან, ხანძრის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გამოჩნდა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 17:04:00
სოფელ დაბასთან, ხანძრის ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გამოჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ჭირს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ვერტმფრენის გამოძახება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ვითარებას ძლიერი ქარიც ართულებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაუჩნდა.  ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიძახეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით კი, სოფელ დაბასთან ცეცხლი ამ ეტაპზე 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიების ზემოთ არსებულ ფერდობზეა გავრცელებული. აღნიშნული ტყის მასივი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც დაიწვა. 9 წლის წინ, 15 აგვისტოს
წაკითხვა
ხანძარი სოფელ დაბასთან - ფოტო/ვიდეო
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 16:10:00
ხანძარია ამ წუთებში წაღვერის თემში. ცეცხლი სოფელ დაბასთან მთაზე არსებულ ტყის მასივს უკიდია. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს და ჩაჩეხილ ხეებს უკიდია. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიძახეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაუჩნდა. აღნიშნული ტყის მასივი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც დაიწვა. 9 წლის წინ, 15 აგვისტოს ხანძარი დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქ ბორჯომის მიმართულებით, მდინარე გუჯარულას მარჯვენა სანაპიროზე გავრცელდა. ხანძარი 20 დღის განმავლობაში მძვინვარებდა და მისი გავრცელების არეალმა 950 ჰა შეადგინა. განადგურდა 250 ჰა ტყის მასივი. 
წაკითხვა
ლისის ტბასთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 15:50:00
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მიაწოდეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. არსებული ინფორმაცით, ცეცხლი ბალახებსა და წიწვოვან ნარგავებს გაუჩნდა. 
წაკითხვა
წაღვერის თემში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიძახეს [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 15:39:00
სოფელ დაბის მიმდებარედ ხანძარი მიუდგომელ ადგილზეა, სადაც სამანქანო გზაც არ მიდის და ამიტომ ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო, - ამის შესახებ პირველ არხს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ პუნქტებამდე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. „ხანძრის ფართობი დიდი არ არის, დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრს აქვს ცეცხლი მოდებული, თუმცა ქარია და გავრცელების საფრთხე იქმნება. საკმაოდ მიუდგომელი ადგილია, სამანქანო გზაც არ მიდის და ამიტომ ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო და ველოდებით მას. ხანძარი არის სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალი სადაც იყო, იმის თავზე გაჩნდა ხანძარი. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან ირგვლივ დასახლებული პუნქტი არ არის, ხანძარი მთის წვერზეა. ადგილზე მობილიზებულია როგორც სატყეო სამსახური, ასევე საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამაშველო ბრიგადები. ველოდებით ვერტმფრენს“, - აღნიშნა გვაზავამ. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს და ჩაჩეხილ ხეებს უკიდია. 
წაკითხვა
საგანგებო სიტუაციების სააგენტო - სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს და ჩაჩეხილ ხეებს უკიდია [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 15:31:00
წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს და ჩაჩეხილ ხეებს უკიდია, - ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ნახანძრალ ადგილზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაჩნდა. 
წაკითხვა
წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 14:47:00
ხანძარია წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი მთაზე ტყის მასივს უკიდია. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება, ადგილზე უკვე მივიდნენ სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. აღნიშნული ტყის მასივი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც დაიწვა. 9 წლის წინ, 15 აგვისტოს ხანძარი დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქ ბორჯომის მიმართულებით, მდინარე გუჯარულას მარჯვენა სანაპიროზე გავრცელდა. ხანძარი 20 დღის განმავლობაში მძვინვარებდა და მისი გავრცელების არეალმა 950 ჰა შეადგინა. განადგურდა 250 ჰა ტყის მასივი. 
წაკითხვა
სოფელ მაღლაკში მარტოხელა მამაკაცი დააყაჩაღეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 10:45:00
ყაჩაღობა მოხდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში. უცნობმა პირებმა მარტოხელა მამაკაცი დააყაჩაღეს. პირველი არხის ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცი აწამეს. თავდამსხმელებმა თანხა წაიღეს. მამაკაცს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. როგორც პირველი არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 
წაკითხვა
მინიატურების პარკი ათი ახალი მაკეტით შეივსო
განახლებულია: 2017-08-19 20:27:00
მინიატურების პარკი ათი ახალი მაკეტით შეივსო. საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები ორ ჰექტარ მიწის ფართობზე ისეა განლაგებული, რომ იგი მთლიანად იმეორებს საქართველოს გეოგრაფიას.პარკი „ქართუ ჯგუფმა“ ააგო და გასულ წელს საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა.„პარკი საქართველოს კულტურისა და არქიტექტურის 44 ძეგლის მაკეტით გაიხსნა. ამ სეზონისთვის მას 10 მინიატურა დაემატა და პარკი სრულიად შეივსო. ინტერესი პარკის მიმართ დიდი და მზარდია. შარშანდელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა“-განაცხადა ფონს „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა.პარკში ამჟამად 54 მინიატურაა წარმოდგენილი.
წაკითხვა
რკინიგზაში აცხადებენ, რომ უწყების შენობასთან აქციებს არა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები, არამედ ირაკლი პეტრიაშვილის აქტივისტები მართავენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 17:37:00
საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა კლარჯეიშვილის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის 13 ათას თანამშრომელში ერთთან უჩა ხვთისიაშვილთან ვერ მოხერხდა შეთანხმება. როგორც ნანა კლარჯეიშვილმა განაცხადა, უჩა ხვთისიაშვილი ერთადერთია, რომელიც არ თანხმდება რკინიგზის შეთავაზებულ პირობებს. "საქმე იმაშია, რომ ეს პროცესები როგორც ვეჭვობდით მართულია მავანთა მიერ. სამწუხაროდ იკვეთება ირაკლი პეტრიაშვილის ალბათ, პოლიტიკური მიზნები და ამიტომ ამ აქციაში აქტიურად არიან ჩართულები პროფკავშირების წარმომადგენლები. შეხვედრა მქონდა ხვთისიაშვილთან, ისევე როგორც ყოფილ მეორე მოშიმშილე ვახტანგ ცისკარიშვილთან და არაერთხელ განვუმარტე მათ რომ ყველანაირად უზრუნველვყოფდი მათ შრომისა და დასვენების პირობებს, რომ რკინიგზა მათთან არ წყვეტდა ხელშეკრულებას. ამ პირობას ვახტანგ ცისკარიშვილი დათანხმდა და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. ხვთისიაშვილი არ გვთანხმდება, მაგრამ კიდევ ერთხელ თანახმა ვართ კვლავ გავესაუბროთ და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხვთისიაშვილს თანამშრომლობისკენ", - განაცხადა კლარჯეიშვილმა.მისივე თქმით, აქციის მონაწილეები არიან არა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები, არამედ ირაკლი პეტრიაშვილის აქტივისტები.
წაკითხვა
საქართველოს რკინიგზასთან მოშიმშილეებს ბათუმელი კოლეგები შეუერთდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 17:16:00
საქართველოს რკინიგზასთან მოშიმშილეებს ბათუმელი კოლეგები შეუერთდნენ. როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ განაცხადა, მეხუთე დღეს შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. "მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გააკეთეს მკაფიო განცხადება იმის შესახებ, რომ აუცილებელია მოშიმშილეებისთვის მოეწყოს კარვები, ამის საშუალებას მაინც არ გვაძლევენ სამართალდამცველები. ჩვენ 5 დღის განმავლობაში დამჯდარ მდგომარეობაში ვშიმშილობთ, რადგან რკინიგზის ხელმძღვანელობა მაინც აგრძელებს თავის დესტრუქციას და უარს აცხადებს მოლაპარაკებებზე. ეს ფაქტი იწვევს სოლიდარობას რკინიგზელებში", - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ. მისივე თქმით, მოშიმშილე რკინიგზელებს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებული კოლეგების შეუერთდნენ. "ჩვენ გვიერთდებიან სხვადასხვა რეგიონიდან და გამოთქვამენ სურვილს შემოუერთდნენ შიმშილობის აქციას. ჩვენ ვაფრთხილებთ საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას და მოვუწოდებთ მათ, თუ დაუყოვნებლივ არ დაკმაყოფილებული რკინიგზელთა მოთხოვნებს, ორშაბათიდან საქართველოს რკინიგზის შენობასთან გაიმართება ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია", - განაცხადა გიორგაძემ. მისივე თქმით, რკინიგზელთა მოთხოვნაა, რომ თანამდებობიდან გადადგეს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია და ინფრასტრუქტურის სამსახურის დირექტორი ვასილ ხორავა. "ჩვენ დღეს კონკრეტულად შემოგვიერთდნენ ბათუმში დასაქმებული ადამიანები სოლიდარობის გამოსახატავად, ასევე მოემართებიან დასავლეთ საქართველოდან ადამიანები, რომლებიც შემოუერთდებიან სოლიდარობის აქციას, ხოლო ორშაბათ დილიდან გაიმართება ფართომასშტაბიაი აქცია",- განაცხადა გიორგაძემ.ამასთან, ბათუმის სატვირთო სადგურის პროფკავშირების თავმჯდომარემ გელა გოგელიამ აღნიშნა, ისინი რკინიგზელების მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ ბათუმიდან. "ადგილზე ვეცნობით სიტუაციას და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ვაპირებთ, რომ ორშაბათს დავბრუნდეთ და შევუერთდეთ მათ. 2014 წლის 8 დღიანი გაფიცვების დროს მივაღწიეთ გარკვეულ შედეგს, თუმცა იმ მიღწეული შედეგიდანაც არაფერი არ არის შესრულებული თითქმის. იძულებული ვხდებით, რომ აღარ ვენდოთ მათ სიტყვას, ვიდრე საქმე არ გაკეთდება", - განაცხადა გელა გოგელიამ. 
წაკითხვა
ე.წ. დაშლილების ბაზრობის ტერიტორიაზე ჯიხურების მეპატრონეების ნაწილი შეუშვეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 16:46:00
ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობის ტერიტორიაზე ჯიხურების მეპატრონეების ნაწილი შეუშვეს. ჯიხურების მეპატრონეების შეყვანა ეტაპობრივად დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლამდე კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და დაზარალებულთა ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მცირე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, ერთერთ დაზარალებულსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის, რის შემდეგაც დაზარალებულს შენობა დაატოვებინეს. შეხვედრიდან დაზარალებულთა ნაწილი უკმაყოფილო გამოვიდა, რადგან მათი განცხადებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხრიდან ვერ მოისმინეს კონკრეტული დაპირება ზარალის კომპენსაციასთან დაკავშირებით. დაზარალებულთა ის ნაწილი კი, რომლებმაც შეხვედრა ბოლოებმა დატოვეს, აცხადებენ, რომ კომპანია ტრანსერვისის ხელმzღვანელმა მათ უთხრა, რომ სწორედ ექსპერტიზის დასკვნის და ზარალის დათვლის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება. 
წაკითხვა
ე.წ. დაშლილების ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 15:19:00
ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდებიან.  შეხვედრა მცირე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ერთ-ერთი დაზარალებული უზრდელობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დაზარალებულს შეხვედრა დაატოვებინეს."სამწუხაროა, რომ პირველად არ ხდება ხანძარი. პირველად 2015 წელს მოხდა, გამოძიება ხანძართან დაკავშირებით დღემდე არ დასრულებულა. ​ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტები მუშაობენ და იტყვიან, რის გამო გაჩნდა ხანძარი. საერთო ჯამში 38 ჯიხურია დამწვარი",- განაცხადა "ტრანსერვისის" გენერალურმა დირექტორმა ბექა მახარაძემ. მისივე თქმით, 2015 წლის ხანძრის შემდეგ ყველა ინდმეწარმე გაფრთხილებული იყო, რომ დაეზღვიათ თავიანთი საქონელი. "სახანძრო სისტემებს რაც შეეხება, ამით აღჭურვილი იყო დაცვის სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ ცეცხლი უცბად გაჩნდა. დაგვიანებით მოხდა ამის აღმოჩენა და სანამ სახანძრო მოვიდა, უკვე დიდი ხანძარი იყო. გამოძიებამ დადოს დასკვნა და პასუხისმგებლობა ვისაც დაეკისრება პასუხს აგებს, ჩვენ არ გავურბივართ შეხვედრას, წინაზე ვისაც დაეწვა ჯიხური ყველას ავუშენეთ ახალი ჯიხურები", - განაცხადა დირექტორმა. 
წაკითხვა