საზოგადოებრივი
104.5 FM
გურამ კაშია საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 00:38:00
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი და არნემის „ვიტესის“ კაპიტანი გურამ კაშია საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ კაშიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და პრეზიდენტის განცხადება გააზიარა. „მადლობა ბატონო პრეზიდენტო!“, - წერს გურამ კაშია. საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. პრეზიდენტმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა. 
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი - საუკუნის პროექტი
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 20:56:00
წაკითხვა
დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, ერაყის ქურთისტანში სიტუაცია გამწვავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 20:21:00
კატალონიის მსგავსად დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ სიტუაცია მწვავდება ერაყის ქურთისტანშიც. ავტონომიური რეგიონის ლიდერს პრეზიდენტის უფლებამოსილება რამდენიმე დღეში საკუთარი სურვილით შეუჩერდება. რეფერენდუმის ჩატარებას ქურთისტანში ცენტრისგან სამხედრო-ეკონომიკური რეაგირება უკვე მოჰყვა, თუმცა კირკუკის სადავო რეგიონის დაკარგვაში ოპონენტებმა სწორედ ბარზანი დაადანაშაულეს. ქურთების რეფერენდუმზე ოფიციალური ბაღდადის რეაქციამ ქვეყნის ჩრდილოეთში ძალთა ბალანსი შეცვალა. ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობები, შესაძლოა, სწორედ ბარზანის გადადგომამ დაარეგულიროს.
წაკითხვა
თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, ყველა რეისი შესრულდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 20:14:00
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაგეგმილი ყველა რეისი გეგმიურად შესრულდება, - ამის შესახებ პირველ არხს აეროპორტში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, უამინდობამ პრობლემა შექმნა ბათუმის აეროპორტში, სადაც სტამბოლი-ბათუმის რეისი არ შესრულდა და თვითმფრინავი ტრაპზონში დაეშვა.დედაქალაქში ამჟამად ძლიერი ქარია. სინოპტიკოსები ქარის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან და როგორც ისინი აცხადებენ, ქარის სიჩქარე განსაკუთრებით თბილისის გარეუბნებში მოიმატებს. 
წაკითხვა
ბერა ივანიშვილი - მინდა, რომ ყველა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია და არ სჭირდება კინოსტუდიას, საჩუქრად გადავცე პირველ არხს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 19:57:00
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც პირველი არხის მიერ „ჯი-დი-ეს“-ის კუთვნილი აპარატურის დაქირავების თემას ეხმაურება.ბერა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:„მოგესალმებით ყველას. ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ „ჯი-დი-ეს“-ის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც „ჯი-დი-ეს“-ი შეიძინა ტელეკომპანია „იმედმა“, ტექნიკის გარკვეული ნაწილი, რომელიც კინოგადაღებებისთვის გამოიყენებოდა, ნასყიდობის ხელშეკრულების მიღმა დარჩა. ჩემთვის ამ ტექნიკის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და მის შესახებ სწორედ ამ აჟიოტაჟის წყალობით შევიტყვე. მე არც ტენდერის შესახებ ვიცოდი და ცხადია, რომ ამით მატერიალური სარგებლის მიღება ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა. და ბოლოს, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს ტექნიკა, რომელიც არ სჭირდება ჩემს სტუდიას, სამაგიეროდ სჭირდება პირველ არხს, მინდა, რომ ეს ტექნიკაც და ყველა სხვა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია და არ სჭირდება კინოსტუდიას, საჩუქრად გადავცე პირველ არხს“,- ნათქვამია ბერა ივანიშვილის მიერ „ფეისბუქით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაკითხვა
სინოპტიკოსები დედაქალაქში ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 18:32:00
დედაქალაქში ამჟამად ძლიერი ქარია. სინოპტიკოსები ქარის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან და როგორც ისინი აცხადებენ, ქარის სიჩქარე განსაკუთრებით თბილისის გარეუბნებში მოიმატებს. "ახლა გაძლიერდა ქარი და ველოდებით კიდევ უფრო გაძლიერებას. თბილისის გარეუბნებში 20-25 მეტრ წამამდე იქნება დაქროლვა. ნორმა 10-15 მეტრ წამია. ქარი შენარჩუნდება 2 ნოემბრის ჩათვლით. დღეს ძლიერი ქარი ცალკეულ რაიონებში უკვე იყო, მათ შორის ახალციხეში, ცაგერში და ქუთაისში" - განაცხადა პირველ არხთან საუბარში დოდო გვაზავამ. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 18:29:00
საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელისა და არნემის „ვიტესის“ კაპიტნის  გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.პრეზიდენტი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს.„მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა.ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტნს გურამ კაშიას“,- წერს გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქზე“.არნემის „ვიტესისა“ და საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლაურით გავიდა. აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანი აღნიშნული სამკლაურით გამოვიდა.
წაკითხვა
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 18:18:00
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ფინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, მხარეებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტოტალური თავდაცვა იყო. იუსი ნიინისტომ საქართველოს თავდაცვის უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა დადებითად შეაფასა. ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. ლევან იზორიამ გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ფინეთთან და ფორმატის სხვა წევრ ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.  
წაკითხვა
შატილში მე-6 კოშკის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 17:50:00
მიმდინარე წლის ზაფხულში შატილში ჩამოშლილი ჭინჭარაულების რიგით მეექვსე საგვარეულო კოშკის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, დაზიანებული კოშკი მთლიანად გაიწმინდა ნაშალი ქვისა და ჩახერგილობისაგან. „რესტავრატორების მიერ დაიშლა კოშკის დაზიანებული კედელი, ჩამოყრილი ქვები კი გადაირჩა და დასაწყობდა. გაწმენდილ სამუშაო ადგილზე მოეწყო სახურავის დროებით დამჭერი ხის სივრცული ძალოვანი ხარაჩო, რომელიც კოშკის სახურავს და მის შენარჩუნებულ კედლის წყობას ზამთრის განმავლობაში კონსტრუქციული რეგრესისგან დაიცავს. ნადენი წყლისგან დაზიანებული საძირკვლის გრუნტი დამუშავდა, სადაც მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველი მოწყო. მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ძეგლზე სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე გაგრძელდება. რაც ითვალისწინებს, ჩამოშლილი კედლის ავთენტური ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგენას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტების დასკვნის თანახმად, შატილში მე-6 კოშკის ჩამოშლის მიზეზი მეზობლად მდებარე კოშკის სახურავის სადინარი მილი გახდა, რომლიდან ნადენი ნალექი მე-6 კოშკის საძირკველზე იყო მიმართული“,- აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
წაკითხვა
2018 წელს სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის პილოტირება დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 16:21:00
2018 წელს სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის პილოტირება დაიწყება, - სიახლეს განათლების სამინისტროს 2017-2021 წლების სტრატეგიის პროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის განსაზღვრულია სწავლების საფასურის ზედა ზღვარი. ვაუჩერი კი უნივერსიტეტების შემოსავლის ძირითადი წყაროა შესაბამისად, ვაუჩერული სისტემა არაერთ უარყოფით შედეგს იწვევს: აყალიბებს მართვის არაჯანსაღ სისტემებს“. სამინისტროს სამოქმედო გეგმაში კი წერია, რომ უნდა შეიქმნას ეფექტიანი დაფინანსების სისტემა, რისთვისაც 2018 წელს უნდა დაიწყოს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის პილოტირება.მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით პირველ არხთან განმარტებები გააკეთა განათლების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ.მისი თქმით, საუბარია დაფინანსების შერეული სისტემის ამოქმედებაზე, რაც გულისხმობს უმაღლესი სასწავლებლებისთვის როგორც საბაზისო დაფინანსების გამოყოფას, ისევე ვაუჩერული სისტემის შენარჩუნებას. თუმცა, როგორც მურღულია განმარტავს, ვაუჩერის მოცულობამ შესაძლოა, მოქმედ ზღვარს - 2500 ლარს გადააჭარბოს. ეს პროფესიების მიხედვით განისაზღვრება.საბაზისო დაფინანსებასა და ვაუჩერულ სისტემასთან ერთად იმოქმედებს მესამე კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც დამატებით დაფინანსებას მიიღებენ ის უნივერსიტეტები, რომლებსაც კურსდამთავრებულთა დასაქმების საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ. ეს კი, თავის მხრივ, კვლევის შედეგად დადგინდება.მეოთხე კომპონენტი სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას გულისხმობს.მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ ახალ სისტემასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა სტუდენტური სესხების სისტემის შემუშავებასა და კერძო სექტორში „უპირატესი სესხების“ სისტემის ლობირებაზე.მურღულიას თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული მოდელი შემუშავებული არ არის, თუმცა მთავარი პრინციპი იქნება სტუდენტებისთვის საკრედიტო ტვირთის შემსუბუქება და ისეთი სესხის შეთავაზება, რომლის გადახდასაც ახალგაზრდები შეძლებენ. მაგალითად, სესხების პირობები შესაძლოა გაუმარტივდეთ იმ უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც კურსდამთავრებულთა დასაქმების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვთ. შესაძლოა, ამ ახალგაზრდებს კრედიტის დაფარვის ვალდებულება უნივერსიტეტის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ დაეკისროს. 
წაკითხვა
„ქართული მარშის“ ლიდერები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ადანაშაულებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 16:13:00
ქართული მარშის ლიდერები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მათ წინააღმდეგ მუქარის შემცველი შინაარსის განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ. ასავალ-დასავალის ჟურნალისტის გიორგი გიგაურის განმარტებით, ლევან კობიაშვილი სიცოცხლის მოსპობით იმ შეხვედრაზე დაემუქრა, რომელიც ასავალ-დასავალში ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ დაბეჭდილი სტატიის შემდეგ შედგა.  ორგანიზაციის წევრები ლევან კობიაშვილისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. ქართული მარშის ლიდერები ფეხბურთის ფედერაციას გურამ კაშიას მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ. ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით იასპარეზა. ბრალდებებს კობიაშვილი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 
წაკითხვა
მაიკლ ქაუგილის წერილს დეპუტატები და მთავრობის წევრები აფასებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 16:08:00
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილის წერილს დეპუტატები და მთავრობის წევრები აფასებენ.აშშ-ს სჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემა ჰილში გამოქვეყნებულ საავტორო პუბლიკაციაში მაიკლ ქაუგილი წერს. სტატიაში  ნათქვამია, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითოდ წარმატებული სახელმწიფოა, სადაც აშშ-ის ინტერესები დიდი და მზარდია. მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესისა და მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროგრამებმა ხელი შეუწყო საქართველოში თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმების გატარებას და დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ წამყვანი ამერიკული კომპანიები საქართველოში ინვესტიციებს წლების მანძილზე აბანდებენ, თუმცა საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის საჭიროა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სასწრაფოდ გაფორმდეს.
წაკითხვა
მამუკა ხაზარაძე - ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები თუ არ მიიღეს, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტსა და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 13:39:00
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრის აღსაკვეთად რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ  სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში" დაწერა. "გუშინ ბორჯომის კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის პლატოზე 2500 ძირი ხის ნერგი დავრგეთ. იმავე დროს ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა. ჩემს კითხვაზე, ადგილობრივი სატყეოს მუშაკებმა მიპასუხეს, რომ ეს სოციალური საჭიროებისთვის ხდებაო, ვიღაცამ თქვა, სანიტარული ხის ჭრააო... ეს ხდება იქ, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ ხანძრის გამო, ასეულობით ჰექტარი ტყე განადგურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროსაც კი, როდესაც მეხანძრეები ცეცხლს ებრძოდნენ, ბორჯომის ხეობაში ხის ჭრა არ გაჩერებულა!!! პირდაპირ მინდა განვაცხადო: თუ ასე გაგრძელდა და თუ ამის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ, რამეთუ სწორედ ბორჯომის ტყეა ის ძირითადი რესურსი და სიმდიდრე, რომელიც ბორჯომის უნიკალურ მინერალურ წყალს ქმნის”,- წერს მამუკა ხაზარაძე.
წაკითხვა
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახალ შენობაში გადადის
განახლებულია: 2017-10-30 12:22:00
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახალ შენობაში გადადის. პირველად არსებობის განმავლობაში მაცნეს საგანგებოდ მის საჭიროებებზე მორგებული კომფორტული და კეთილმოწყობილი ოფისი ექნება. ახალი შენობა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  და საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილმა გახსნეს. მაცნეს ამიერიდან საშუალება ექნება, მეტად განავითაროს სტრატეგიული პროექტები. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, გახადოს საკუთარი რესურსები  ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოწყობილობიდან.
წაკითხვა
„ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატი ოთხ უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს
განახლებულია: 2017-10-30 12:21:00
თიანეთის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ლელა ქიტესაშვილი ოთხ უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს. ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, თიანეთის მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან ექვსი ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს. მისივე განმარტებით, თავის დროზე აღნიშნულ ექვს ბიულეტენთან დაკავშირებით საჩივარი დაწერილი არ არის, თუმცა სამართლებრივად, შესაძლებელია არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნა
წაკითხვა
საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 12:14:00
საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალი სისტემაა, რომელიც პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს. საუბარია ე.წ. ჭკვიან კამერებსა და ჯარიმების ამოღების ახალ; წესზე. კონფერენცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ორგანიზებით ტარდება.
წაკითხვა
მეთუნე, რომელიც თიხის საიდუმლოს ფლობს - ვის უკავშირდება ქართული ქვევრის ქვეყნის გარეთ პოპულარიზება
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 20:33:00
ქართული ქვევრი საქართველოს ფარგლებს გარეთ, - ღვინის ამ გამორჩეულ ჭურჭელს ბევრ სახელმწიფოში შეხვდებით. სულ მცირე, ათ ქვეყანაში ქვევრების არსებობა ზაალ ბოჟაძის დამსახურებაა. 66 წლის ოსტატი წელიწადში 200-მდე ქვევრს აწარმოებს. მათი ნაწილი ექსპორტზე გადის. გამოცდილი მეთუნე ამბობს, რომ თიხის საიდუმლოს ფლობს.  ნინუცა კახნიაურის სიუჟეტი.  
წაკითხვა
საავტომობილო ქაოსი დედაქალაქში და საცობებში დაკარგული ძვირფასი დრო - რა გამოსავალს ხედავენ სპეციალისტები
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 20:31:00
საცობებში დაკარგული ძვირფასი დრო. ავტომობილის შეძენა ძალიან ბევრისთვის ფუფუნება აღარ არის. საქართველოში მანქანების რაოდენობა საკმაოდ სწარაფად იზრდება. სამწუხაროდ, სწრაფად არ იზრდება გზების რაოდენობა, ხარისხი და მძღოლების მართვის უნარები. ამის შედეგი კი უკვე პიკის საათების მიღმა არსებული საცობებია. საცობების წარმოქმნის მთავარი ფაქტორების გარკვევა სპეციალისტების დახმარებით ქეთევან ბერაიამ სცადა. რეპორტაჟი თბილისის ქუჩებიდან. 
წაკითხვა
„მეწარმეობის რეგიონული სკოლის“ დასკვნითი ღონისძიება ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 16:13:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის მეწარმეობის რეგიონული სკოლა, დასკვნითი ღონისძიება ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენით დასრულდა. მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები წარადგინეს. პროგრამა ივნისში დაიწყო და ოთხ მუნიციპალიტეტში: ახალციხეში, გორში, ზუგდიდსა და პანკისის ხეობაში განხორციელდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე, დამუშავებული 35 იდეიდან 13 საუკეთესო გუნდს საკუთარი პროდუქტის წარმოდგენის საშუალება მიეცა. 
წაკითხვა
31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 15:12:00
30 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე  საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
წაკითხვა