საზოგადოებრივი
104.5 FM
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 07:44:00
საკალათბურთო კლუბ „ბასკონიას“ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც კლუბის ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია მუსიკოსის, კერძოდ კი დრამერის ამპლუაში გვევლინება. ვიდეო „უნიკახასთან“ მატჩის წინ გამოქვეყნდა, რომელშიც შენგელიამ 28 წუთში 15 ქულა და ხუთი მოხსნა დააგროვა.
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 02:03:00
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა, თბილისური გუნდი 53 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზეა. ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“ „ტორპედომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და თორნიკე კაპანაძის მიერ მე-13 და 70-ე წუთებზე გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხა. თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამო“ 4:0 გაანადგურა. მე-19 წუთზე ანგარიში ლევან გეგეჭკორმა გახსნა, ხოლო ბექა მიქელთაძემ ჰეთთრიკი შეასრულა (49-ე, 79-ე და 82-ე წუთებზე). ამ გამარჯვების შემდეგ, „დინამო“ 71 ქულით პირველ ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ოთხი ქულით უსწრებს „ტორპედოს“ და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. თავის მხრივ, „სამტრედიასთან“ მოპოვებული გამარჯვებით, „ტორპედომ“ მეტოქეს ექვსი ქულით გაასწრო, ვიცე-ჩემპიონობა გარანტირებული აქვს და ჩემპიონობის შანსსაც ინარჩუნებს. „სამტრედიამ“ კი ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა - დარჩენილ სამ ტურში გუნდი ვეღარ მოახერხებს იმ 10-ქულიანი ჩამორჩენის შემცირებას, რაც თბილისის „დინამოსთან“ გააჩნია.
წაკითხვა
ავღანეთი ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად გამოვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 01:12:00
ავღანელი სპორტსმენები პირველად მიიღებენ მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ეს მოხდება 2018 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გაიმართება. ამის შესახებ Tolo News-ი წერს. ოლიმპიადაზე ავღანეთი ორი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ესენი არიან სამთო მოთხილამურეები - საედ ალიშაჰ ფარფანგი და საიად ჰუსაინი. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ავღანეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ზაჰირ აგბარმა და სამხრეთ კორეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ენ-უნ კიმმა. „ჩვენ დავარეგისტრირეთ ორი ავღანელი ათლეტი ზამთრის ოლიმპიადაზე. იმედია, ისინი ღირსეულად წარმოადგენენ ქვეყანას ამ შეჯიბრებებზე“, - განაცხადა აგბარმა. ავღანეთს ზაფხულის ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული. ორივე მედალი ტაეკვანდოისტმა როჰულ ნიკლაიმ მოიპოვა 2008 და 2012 წლების თამაშებზე.
წაკითხვა
„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მოგებებით ახალი რეკორდი დაამყარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 01:02:00
ინგლისის პრემიერლიგაში მე-11 ტური ორი ცენტრალური მატჩით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა „არსენალი“ - 3:1. მასპინძელთაგან გოლები გაიტანეს კევინ დე ბრუინმა, სერხიო აგუერომ და გაბრიელ ჟესუსმა. „არსენალის“ მხრიდან ერთი გოლი ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანა. „სიტი“ ისევ დაუმარცხებელია ამ სეზონში. პრემიერლიგაში ამ გუნდს ზედიზედ ცხრა მოგება აქვს, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. დღის მეორე ცენტრალურ მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა „ჩელსიმ“ შინ 1:0 მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს“. ლონდონელებს გამარჯვება ალვარო მორატამ მოუტანა 55-ე წუთზე. ანტონიო კონტეს გუნდისთვის ეს იყო ზედიზედ მესამე მოგება პრემიერლიგაში. „მანჩესტერ სიტის“ უპირატესობა გათამაშების ცხრილში კიდევ უფრო გაიზარდა. ამ გუნდს 31 ქულა აქვს და რვა ქულით უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემს“. 22 ქულით მეოთხეა „ჩელსი“.
წაკითხვა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:52:00
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის მერვე ტური ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე. ქალ მოჭადრაკეთა გუნდმა 1:3 წააგო პოლონეთთან და ჩემპიონობის შანსი დაკარგა. თავიანთი პარტიები წააგეს ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო ნანა ძაგნიძე და სალომე მელია მოწინააღმდეგეებს დაუზავდნენ. პარალელურად, რუსეთის ნაკრებმა 4:0 მოუგო თურქეთის ნაკრებს, რითაც ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონის ტიტული - ის მიუღწეველია კონკურენტებისთვის. რვა ტურის შემდეგ, რუსეთს 15 ქულა აქვს. მეორე-მესამე ადგილებზე საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები არიან 12-12 ქულით. მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ უკრაინა და სომხეთი - მათ 11-11 ქულა აქვთ. დღეს ბოლო ტურში საქართველო იტალიას შეხვდება, პოლონეთი - რუმინეთს.
წაკითხვა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „უნიკახა“ დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:11:00
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრებიდან ქართველ გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს მალაგას „უნიკახას“ და ვიტორიის „ბასკონიას“ დაპირისპირება იწვევდა. მალაგის დარბაზში ქართული დუელი შედგა - გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ. ორივე ქართველმა კალათბურთელმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და ორივემ საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა. „უნიკახას“ ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა. შერმადინის მონაგარმა 10 ქულა, 10 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა შეადგინა. შერმადინი, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, თავის კლუბში საუკეთესო იყო. სტუმართა ქართველმა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 15 ქულა და ხუთი მოხსნა მიითვალა აქტივში. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დრამატული ფინიში ჰქონდა. სტუმრებს გამარჯვება თამაშის დასრულებამდე რვა წამით ადრე იოჰანეს ვოიტმანმა მოუტანა. საპასუხო შეტევაში ნემანია ნედოვიჩმა სამქულიანი ტყორცნა გააფუჭა და ბასკური კლუბის გამარჯვება დაფიქსირდა ანგარიშით 73-72. „ბასკონია“, შვიდი ტურის შემდეგ, „ლიგა ენდეზაში“ მე-13 ადგილზე გადავიდა. „უნიკახა“ კი მეშვიდე პოზიციას იკავებს.
წაკითხვა
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ მესამე გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:01:00
ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“. სერბულმა კლუბმა მაკედონური „სკოპიე“ გასვლაზე დაამარცხა. სტუმრები, პირველი ტაიმის შემდეგ, 21 ქულის სხვაობით იგებდნენ და თამაშის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ. მატჩის საფინალო ანგარიშია 92-76. მორიგ ორმაგ დუბლამდე, ორი ქულა დააკლდა გოგა ბითაძეს. 18 წლის ცენტრმა, მაკედონელთა წინააღმდეგ 8 ქულა და 12 მოხსნა მოიპოვა. გოგა ბითაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო ნიკოლა რებიჩი იყო 22 ქულით. „მეგა ბიმაქსს“, შვიდი ტურის შემდეგ, სამი მოგება და ოთხი მარცხი აქვს. დეიან მილოიევიჩის გუნდი მორიგ შეხვედრას, საკუთარ დარბაზში, ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
“დიდი 10“ მე-8 ტურის მიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 21:47:00
"დიდი 10"-ის მერვე ტურის პირველ დაპირისპირებაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ქუთაისის "აია" და აუტსაიდერი "არმია" შეხვდნენ.ქუთათურებმა ზედიზედ მე-8 შეხვედრაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. საბოლოო ანგარიში - "არმია" 21: 34 "აია". გამარჯვებული კლუბიდან თავი შუამარბმა ზურაბ ძნელაძემ გამოიჩინა, რომელმაც ჰეთრიკი შეასრულა.ტურნირის კიდევ ერთი აუტსაიდერი ქუთაისის "ბაგრატი" თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა. მატჩში თბილისელები დომინირებდნენ და გამანადგურებელი ანგარიშით - 45:10 იმარჯვეს.მოქმედი ჩემპიონი გორის "ჯიქი" "ლელო სარასენსს" შეხვდა და 7:20 დამარცხდა "ლელოელთა" მხრიდან საუკეთესო "ბორჯღალოსნების" ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი იყო, რომელმაც 51-ე წუთზე შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევა ლელოთი დააგვირგვინა.წინა ტურში "ლელო სარასენთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ბათუმი" რუსთავის "ხარებს" ესტუმრა. ბათუმელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, მეტოქეს სამი უპასუხო ლელო დაუდეს და პირველი ნახევარი 24 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს.მეორე ტაიმში "ხარები" გამოცოხლდნენ, თუმცა შეხვედრის შემობრუნება ვერ მოახერხეს. "ხარები" 14:41 "ბათუმი".ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს "არმაზი" და "აკადემია" შეხვდნენ. აკადემიელებს პირველ შვიდ ტურში შვიდი მარცხი ჰქონდათ და როგორც იქნა ეს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს. შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა და "აკადემიამ" მცირე ანგარიშით 14:18 მოიგო.რვა ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში 33 ქულით "აია" უდგას. მეორე ადგილზე "ლელო სარასენსია", რომელსაც 26 ქულა აქვს. "ლოკომოტივი" 24 ქულით მესამეზეა და მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება "ბათუმი". რუსთავის "ხარებს" და გორის "ჯიქს" 21-21 ქულა აქვთ და მე-5 მე-6 ადგილებს იყოფენ. არანაკლებ დაძაბულია მდგომარეობა ტურნირის ქვედა ოთხეულში. "არმაზს" 14 ქულა აქვს, "აკადემიას" 10, "არმიას" კი 9. ქუთაისური "ბაგრატს" "აკადემიის" მსგავსად რვა თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული, თუმცა მათ წაგებულ შეხვედრებში ბონუს ქულის მოპოვებას ვერ მოახერხეს და შესაბამისად 5 ქულით ბოლო ადგილს
წაკითხვა
მანუჩარ მარკოიშვილის 10 ქულა და „რეჯინას“ მარცხი იტალიის ჩემპიონატში
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:36:00
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში კვლავ მოუგებელია „რეჯინა“. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა დღეს სტუმრად „ბრეშასთან“ ანგარიშით 68-79 წააგო. რეჯო კალაბრიელების ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში გუნდს 10 ქულა და სამი მოხსნა შესძინა. სტუმართა შორის, ყველაზე შედეგიანი ჯულიან რაითი იყო. ამერიკელმა კალათბურთელმა 21 ქულა და შვიდი მოხსნა გააკეთა. ამადეო დელა ვალეს მონაგარმა 18 ქულა შეადგინა. „რეჯინა“ იტალიის „სერია ა“-ს გათამაშებაში, „ბრინდიზისთან“ ერთად, კვლავ გამარჯვების გარეშეა. მასიმილიანო მენეტის გუნდის მომდევნო მეტოქე დუდა სანაძის „ფლექსს პისტოია“ იქნება. შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.
წაკითხვა
„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში ისევ წაუგებელია
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 18:58:00
იტალიის სერია A-ში მე-12 ტური მიმდინარეობს. კვირას, ლიდერებს შორის პირველმა მილანის „ინტერმა“ ითამაშა და ეს გუნდი კვლავ დაუმარცხებელია ჩემპიონატში. თუმცა, მილანელებმა საკუთარ მოედანზე ვერ მოუგეს „ტორინოს“ და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგეს.„ტორინო" ესპანელმა იაგო ფალკემ 59-ე წუთზე დააწინაურა, 79-ე წუთზე ანგარიში იტალიის ნაკრების ფორვარდმა ედერმა გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.„ინტერი" 9 მოგებით, სამი ფრითა და 30 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა მის კონკურენტებს ჯერ ჩასატარებელი აქვთ მე-12 ტურის მატჩები.
წაკითხვა
„ტოტენჰემმა“ „კრისტალ პალასი" 1:0 დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 18:02:00
ინგლისის პრემიერლიგაში მე-11 ტური გაგრძელდა. კვირის სათამაშო დღე „ტოტენჰემისა" და „კრისტალ პალასის" მატჩით გაიხნა. მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემს" აკლდა უგო ლორისი, ტობი ალდერვეირელდი და დელე ალი, შეძლო მინიმალური ანგარიშით მოგება - 1:0. ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე კორეელმა ჰეონ-მინ სონმა გაიტანა.ეს იყო ამ ფეხბურთელის მე-20 გოლი პრემიერლიგაში, რითაც სონი გახდა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აზიელი ფეხბურთელი. მან გაუსწრო თანამემამულე ჟი-სუნ პარკს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ 19 გოლი დაუგროვდა.ამ მოგების შემდეგ, „ტოტენჰემს" 23 ქულა აქვს და მე-11 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე იქნება.
წაკითხვა
ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველად, 2010 წლის შემდეგ​, ტოპ-ათეულის მიღმა დარჩა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 17:21:00
ახალი რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის კლასიფიკაციის პირველი ათეულის მიღმა აღმოჩნდება. ასეთი რამ პირველად მოხდება 2010 წლის მარტის შემდეგ.ათეულში ჯოკოვიჩის ადგილს არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაიკავებს, რომელმაც ამ კვირას, პარიზის "მასტერსზე" მეოთხედფინალამდე მიაღწია. ახალი რეიტინგი სწორედ ამ ტურნირის დასრულების შემდეგ შედგება.შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი ტრავმის გამო ივლისის შემდეგ არ თამაშობს. მისი ბოლო ტურნირი უიმბლდონი იყო, რომელშიც სერბმა მეოთხედფინალამდე მიაღწია.​ 
წაკითხვა
UFC 217-ზე „ჯი-ეს-პი“ დაბრუნდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:45:00
შერეული საბრძოლო ორთაბრძოლების ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის, UFC -ის ფარგლებში სამი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა და ქამარი სამივე ჩემპიონმა დათმო.UFC 217-ის მთავარი ბარათის პირველ საჩემპიონო ორთაბრძოლაში ერთმანეთს აქამდე დაუმარცხებელი ჩემპიონი (14:0) ჯოანა ჯედრეზეიჩიკი და როუს ნამაჯუნასი დაუპირისპირდნენ. ბრძოლის უდაო ფავორიტად მოქმედი ჩემპიონი მიიჩნეოდა, თუმცა 25 წლის ნამაჯუნისმა ყველა მოლოდინის საპირისპიროდ პირველივე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა და „ჩალისწონის“ დივიზიაში (48-52 კგ.) საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.გულშემატკივარს დიდი მოლოდინი ჰქონდა მეორე საჩემპიონო ორთაბრძოლის მიმართ, რომელშიც ერთმანეთს კოდი გარბრანდტი და ტიჯეი დილაშაუ შეხვდნენ. მსუბუქი წონის მებრძოლები წარსულში „თიმ ალფა დოგში" თანაგუნდელები იყვნენ და ერთადაც ვარჯიშობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც დილაშაუმ გუნდი დატოვა მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ.შეხვედრის პირველ რაუნდში მოქმედი ჩემპიონი გარბრანდტი დომინირებდა. ტექნიკურმა და სწრაფმა სპორტსმენმა რაუნდის მიწურულს დილაშაუ ნოკდაუნშიც გაუშვა, თუმცა, დროის ამოწურვის გამო, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა.მეორე რაუნდში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მანამ სანამ დილაშაუმ მეტოქეს ძლიერი დარტყმა არ გაუტარა და ნოკაუტით დაამარცხა. გარბრანტმა (11-1) კარიერაში პირველად წააგო, დილაშაუმ კი საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.UFC 217-ის მთავარი ღონისძიება საშუალო წონის ჩემპიონ მაიქლ ბისპინგსა და ლეგენდარული ჯორჯ სენ-პიერის ორთაბრძოლით (26-2) დასრულდა.„ჯი-ეს-პი“ ოქტაგონს დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ახალ წონაში იასპარეზა, ჩემპიონი მგუდავი ილეთით დაამარცხა და გახდა მეოთხე მებრძოლი (რენდი კუტურის, ბიჯეი პენის და კონორ მაკგრეგორის შემდეგ), რომელმაც UFC-ის ჩემპიონის ტიტული ორ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
წაკითხვა
მსოფლიოს ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა ნოკაუტით მოიგო და ტიტული შეინარჩუნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:03:00
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო კავშირის (WBC) ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა დეონტეი უაილდერმა (39-0, 38KO) მარტივად დაიცვა საჩემპიონო ქამარი კანადელი ბერმეინ სტივერნის წინააღმდეგ.ეს იყო მოკრივეების რიგით მეორე ბრძოლა. ორი წლის წინ, პირველ ორთაბრძოლაში უაილდერმა 12 რაუნდის შემდეგ, ქულებით აჯობა სტივერნს. ჩემპიონმა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაასრულა შეხვედრა. სანამ რეფერი ბრძოლას შეწყვეტდა, უაილდერმა კანადელი მეტოქე ორჯერ გაუშვა ნოკდაუნში. მესამე წაქცევის შემდეგ, ორთაბრძოლის გაგრძელება სტივერნისთვის სახიფათო იყო.შეხვედრის შემდეგ, დეონტეი უაილდერმა ბრძოლაში გამოიწვია სუპერმძიმე კატეგორიის მეორე ვარსკვლავი, ვლადიმირ კლიჩკოს მძლეველი ენტონი ჯოშუა. შეგახსენებთ, რომ  WBA, WBO-სა და IBF-ის ვერსიით, ბრიტანელი ფლობს საჩემპიონო ქამრებს.
წაკითხვა
ლაშა ტალახაძემ დღეს უკვე მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 14:27:00
დუშეთის კულტურის სახლში, ატაცში 220 კილოგრამი აწევისა და მსოფლიო რეკორდის დამყარების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილო დასძლია და ჯამური მსოფლიო რეკორდი დაამყარა (474 კილო).საგულისხმოა, რომ აღნიშნული რეკორდი თავად ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა. მან რიოს ოლიმპიადაზე ჯამში 473 კილო ასწია (ატაცი - 217, აკვრა 256).წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ძალოსნობის საერთაშორისო წესების თანახმად, ეროვნულ ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი ოფიციალურის სტატუსით ვერ ისარგებლებს, რადგან იმავე წესების თანახმად, მსგავსი შედეგები კონტინენტალურ ჩემპიონატებზე უნდა დაფიქსირდეს.ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.
წაკითხვა
ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 13:50:00
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დუშეთის კულტურის სახლში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი (217 კილოგრამი) გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ძალოსნობის საერთაშორისო წესების თანახმად, ეროვნულ ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი ოფიციალურის სტატუსით ვერ ისარგებლებს, რადგან იმავე წესების თანახმად, მსგავსი შედეგები კონტინენტალურ ჩემპიონატებზე უნდა დაფიქსირდეს.წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.
წაკითხვა
ბაჩანა არაბულის გამარჯვების გოლი უნგრეთის ჩემპიონატზე [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:23:00
უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის „ბალმაზუივაროშმა" გასვლაზე „დიოშდიორი" 2:1 დაამარცხა.სტუმრებს გამარჯვება ქართველმა თავდამსხმელმა მოუტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ბაჩანა არაბულმა პენალტი გამოიყენა. ორივე ქართველი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.ამ გამარჯვებით ქართველების გუნდმა 13 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე იმყოფება. საინტერესოა, რომ "ბალმაზუივაროშმა" მიმდინარე სეზონში 18 გოლი გაიტანა, მათგან ექვსი ქართველის ანგარიშზეა. სულ კი გუნდმა სამი მატჩი მოიგო, მათგან ორში გადამწყვეტი გოლი არაბულმა გაიტანა.
წაკითხვა
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:15:00
12 ნოემბერს, წრიულ რბოლაში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ჩემპიონები სამ სხვადასხვა კლასში გამოვლინდებიან. სპეციალურად ფინალური რბოლისთვის, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს ვეტერანი სპორტსმენები ეწვევიან. პირველად რეგიონში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით ლამბორგინი შოუ გაიმართება, სადაც მაყურებელი სუპერ ავტომობილების ორთაბრძოლას იხილავს 
წაკითხვა
„ბალმაზუივაროშმა“ „დიოშ-დიორი“ 2:1 დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 12:09:00
უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში ბაჩანა არაბულის და ირაკლი მაისურაძის ბალმა-ზუი-ვაროშმა გასვლაზე დიოშდიორი 2:1 დაამარცხა. სტუმრებს გამარჯვება ქართველმა თავდამსხმელმა მოუტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ბაჩანა არაბულმა პენალტი გამოიყენა. ბალმაზუივაროშმა მიმდინარე სეზონში 18 გოლი გაიტანა, მათგან 6 ქართველის ანგარიშზეა. 
წაკითხვა
ნიუ ორლეანსმა ჩიკაგო ოვერტაიმში დაამარცხა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 11:56:00
ბოლო თამაშებში, საგრძნობლად მოუმატა ნიუ ორლეანის „პელიკანსმა“.ელვინ ჯენტრის გუნდმა, დღეს დილით, „იუნაიტედ ცენტრში“ ჩიკაგო „ბულზი“ ოვერტაიმში, ანგარიშით 96-90 დაამარცხა. თამაშის ძირითადი დრო ფრედ 83-83 დასრულდა. დამატებით ხუთწუთიან მონაკვეთში სტუმრები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. მორიგი ორმაგი დუბლები გააკეთეს ენტონი დევისმა და დემარკუს კაზენსმა. დევისის მონაგარი 27 ქულა და 16 მოხსნაა, ხოლო კაზენსმა 25 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა აქტივში. მასპინძელთა შორის 18 ქულა და ცხრა მოხსნა ჯასტინ ჰოლიდეის ანგარიშზეა. ჩიკაგო „ბულზი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერია. ფრედ ჰოიბერგის გუნდი ამ ეტაპზე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ნიუ ორლეანს, „პელიკანსი“ დასავლეთში მეცხრე პოზიციას იკავებს. ჯენტრის გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად ინდიანა „პეისერსის“ წინააღმდეგ გამართავს. დღესვე, მინესოტა „ტიმბერვულფსმა“ საკუთარ მოედანზე დალას „მავერიქსი“ უშანსოდ, ანგარიშით 112-99 დაამარცხა. დეტროიტ „პისტონზმა“ ასევე დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია საკრამენტო „კინგზის“ წინააღ
წაკითხვა