საზოგადოებრივი
104.5 FM
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ევროლიგის“ წლევანდელ ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 01:23:00
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ, საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე წლევანდელ სეზონში „ბასკონიამ“ პირველ გამარჯვებას მიაღწია. მეხუთე ტურის შეხვედრაში ესპანურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ათენის „პანათინაიკოსი“ მიიღო და როდრიგ ბობუას მიერ ბოლო წამებზე ჩაგდებული ბურთით, 85-84 მოუგო. თამაში უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სოლიდური სხვაობით დაწინაურებას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა. შეხვედრის კულმინაცია კი ბოლო წამები გამოდგა. სტუმრები 31 წამით ადრე, ოთხი ქულის სხვაობით იგებდნენ. ბოლო ორი შეტევა მასპინძლებმა შედეგიანი ტყორცნებით დაასრულეს. ჯერ ჯეისონ გრეინჯერმა ჩააგდო სამქულიანი, რის შემდეგაც „პანათინაიკოსის“ უშედეგო იერიშს როდრიგ ბობუას გარღვევა და ფარის ქვემოდან ჩაგდებული ზუსტი ტყორცნა მოყვა. ბერძნული გუნდის კალათბურთელებს 1,5 წამი ჰქონდათ დარჩენილი და სროლაც ვეღარ მოასწრეს. საბოლოოდ, „ბასკონიამ“ 85-84 გაიმარჯვა. ესპანური კლუბის ქართველმა კაპიტანმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 15 ქულა, სამი მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა დაფიქსირდა. ბასკონიელთა შორის, ყველაზე მეტი ქულა ჯეისონ გრეინჯერმა მოაგროვა. ამერიკელი კალათბურთელის მონაგარმა 20 ქულა შეადგინა. „პანათინაიკოსის“ რიგებში ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა ნიკ კალატესმა. გუნდის გამთამაშებელმა 14 ქულა და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა აქტივში. „ბასკონია“ მომდევნო ტურში რუსულ „ხიმკის“ სტუმრად შეხვდება. ათენელების მეტოქე პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ იქნება.
წაკითხვა
სტამბოლის „ფენერბახჩემ“ ევროლიგის მეხუთე ტურში ესპანური „ვალენსია“ დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 01:04:00
საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე, მეხუთე ტურის შეხვედრაში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა სტამბოლის „ფენერბახჩემ“ გამარჯვებას მიაღწია. თურქულმა კლუბმა საკუთარ „ულქერ სპორტ არენაზე“ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი „ვალენსია“ დაამარცხა. თამაში თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ობრადოვიჩის გუნდს 9-10 ქულიანი ჰანდიკაპი დიდი ხნის მანძილზე ეჭირა. საბოლოოდ კი, მეტოქეს 79-66 მოუგო. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ლუიჯი დატომე გახლდათ საუკეთესო. იტალიელმა ფორვარდმა 16 ქულა მოიპოვა. 13 ქულა ჯეიმს ნანელის ანგარიშზეა. ვალენსიელთა შორის ვეტერანმა ფერნანდო სან ემეტერიომ 11 ქულა გააკეთა. ეს ვალენსიალეთა მეორე მარცხი გამოდგა მიმდინარე ტურნირზე. ესპანური კლუბი სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. ანალოგიური მოგება-წაგების ბალანსი აქვს „ფენერბახჩეს“, რომელიც ამ ეტაპზე მერვე პოზიციას იკავებს.
წაკითხვა
„ბაიერნი“ იულიან დრაქსლერზე პრეტენზიას აცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 01:01:00
„პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი შესაძლოა, გერმანიაში დაბრუნდეს. როგორც გაზეთი Bild წერს, მის მიმართ ინტერესს გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი" გამოხატავს.პარიზული კლუბი მზად არის გაყიდოს დრაქსლერი, რათა ფინანსური ფეარ პლეის წესი არ დაარღვიოს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს ნეიმარისა და კილიან მბაპეს შეძენის შემდეგ. ახალ სეზონში გერმანელი იშვიათად ჩნდება ძირითად შემადგენლობაში, სულ ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.დრაქსლერის მიმართ ინტერესი დაადასტურა „ბაიერნის“ სპორტულმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.„კარგ გერმანელ მოთამაშეებს ყოველთვის ჰქონდა „ბაიერნისთვის“ ფუნდამენტური მნიშვნელობა", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.
წაკითხვა
საბა კვირკველია რუსული ლიგის საუკეთესო მცველად აღიარეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 00:52:00
გამოცემამ „რეალნოე ვრემია“ რუსული პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი და სეზონის აღმოჩენა დაასახელა და მათ შორის ადგილი ქართველსაც მიუჩინა.გამოცემის აზრით, პირველი წრის საუკეთესო მცველი საბა კვირკველიაა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელის ამჟამინდელი გუნდი, მოსკოვის „ლოკომოტივი“ პრემიერლიგის ლიდერია და გამოცემა მიიჩნევს, რომ ამაში დიდი წვლილი სწორედ ქართველმა ითამაშა.„დაცვაში საუკეთესოს დასახელება მარტივი აღმოჩნდა. ჩვენს ჩემპიონატში ცოტაა ისეთი მცველი, რომელიც დაცვასა და თავდასხმაში კარგად თამაშობს. ამ კატეგორიის მოთამაშეების ყველაზე ნათელი წარმომადგენელი საბა კვირკველია გახლავთ.„ლოკომოტივის“ უკანა ხაზის ლიდერმა მიმდინარე სეზონში ორჯერ გაიტანა. მისი პირველი გოლით მოსკოვურმა გუნდმა „არსენალთან“ (1:0) მოიგო, მეორედ კი ყოფილი გუნდის, ყაზანის „რუბინის“ (1:1) კარი აიღო. ამავე დროს, კვირკველიას უშუალო მოვალეობების შესრულებაც არ ავიწყდებოდა: „ლოკომოტივმა“ პირველ წრეში სულ 11 ბურთი გაუშვა, რაც, უპირველესად, ქართველის დამსახურებაა. მან წარმატებით შეცვალა ხორვატიის ნაკრების ტრავმირებული მცველი ვედრან ჩორლუკა და „რკინიგზელთა“ ფანებს დაავიწყდათ, რომ სამწვრთნელო შტაბს ეს პრობლემა ჰქონდა”, - წერს გამოცემა.
წაკითხვა
ბელგიაში 17 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 00:45:00
ბელგიის „ანტვერპენის“ 17 წლის ფეხბურთელი ჯოელ ლობანზო ვარჯიშის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.ფეხბურთელმა მეცადინეობის დროს გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ბელგიელის გადარჩენა ვერ შეძლეს.კლუბმა ფეხბურთელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
წაკითხვა
ესპანური პრესა - აბრამოვიჩმა და კონტემ ურთიერთობა გაწყვიტეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 00:29:00
„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს საერთოდ აღარ აქვს პირდაპირი კავშირი ლონდონური კლუბის მფლობელთან რომან აბრამოვიჩთან, - ირწმუნება ესპანური გაზეთი Marca. აღნიშნავენ, რომ მათი ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა, ხოლო კომუნიკაცია ხდება კლუბის დირექტორის მარინა გრანოვსკაიას მეშვეობით.კონტესა და აბრამოვიჩს შორის ურთიერთობა აღარ არსებობს ჩემპიონთა ლიგაზე „რომასთან“ (0:3) მარცხის შემდეგ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ კონტე შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს და „მილანს“ ჩაუდგეს სათავეში.შეგახსენებთ, რომ კონტე „ჩელსის“ 2016 წლის წლიდან ავარჯიშებს და პირველივე წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა.
წაკითხვა
2018 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ მედალს გერმანიას უწინასწარმეტყველებენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 00:13:00
კვლევითმა კომპანია Gracenote-მა ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში სპორტსმენთა გამოსვლები შეისწავლა და 2018 წლის ოლიმპიადის სავარაუდო შედეგები გამოაქვეყნა.Gracenote მიიჩნევს, რომ პიონჩანგში მედლების ჩათვლას მოიგებს გერმანიის ნაკრები, რომელიც 35 მედალს მოიპოვებს - 14 ოქრო, 12 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. ოლიმპიადაზე მეორე ადგილს ნორვეგია დაიკავებს 32 მედლით (12, 10, 10), მესამეზე გავა აშშ - 29 მედალი (10, 7, 12).რაც შეეხება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე გამარჯვებულ რუსეთის ნაკრებს, მას 21 მედალსა (6, 5, 10) და მერვე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.სხვათა შორის, Gracenote-ში გაითვალისწინეს რუსეთის ნაკრების სავარაუდო ჩამოშორება 2018 წლის ოლიმპიადიდან. მაშინ, 21 მედალი 11 ქვეყანას შორის გადანაწილდება. რუსების გაძევებისგან ყველაზე მეტად იხეირებენ გერმანელები და ჰოლანდიელები, რომლებიც დამატებით ოთხ და სამ მედალს მიიღებენ.რუსეთის ოლიმპიელების 2018 წლის თამაშებზე დაშვების საკითხს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი დეკემბერში განიხილავს.
წაკითხვა
გიორგი კოხრეიძე „საბურთალოს“ შანსებზე - ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 19:48:00
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „საბურთალომ“ გასვლაზე სერბეთის „ბროდარაცთან“ 1:1 ითამაშა და პლეი ოფში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. გუნდის ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ შემდეგ ეტაპზე ქართული გუნდის გასვლის შანსებზე ილაპარაკა. „სერბული გუნდი „ბურსასფორისგან“ განსხვავდება, რომელსაც პირველ ეტაპზე მოვუგეთ. თურქები უფრო დალაგებულ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ და ბევრად გამოცდილი გუნდი იყო. სათამაშო კლასი თურქებს აშკარად ეტყობოდათ. განმეორებითი მატჩის წინ, სერბებთან უპირატესობა გვაქვს და ვეცდებით ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, - ამბობს კოხრეიძე.
წაკითხვა
დათა ხოჭოლავა - მომდევნო ტურში „ნაპოლისთან“ მხოლოდ ქულის მოსაპოვებლად არ ვითამაშებთ
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 18:52:00
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში დათა ხოჭოლავას დონეცკის „შახტარმა“ ჰოლანდიურ „ფეინოორდს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ოთხი ტურის შემდეგ, „შახტარმა“ ცხრა ქულა დააგროვა და F ჯგუფში მეორე ადგილზეა: უკრაინელები ჯგუფის ლიდერს, „მანჩესტერ სიტის“ სამი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო „ნაპოლის“ ექვსი ქულით უსწრებენ და დიდი შანსი აქვთ, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური მომდევნო შეხვედრაში მოიპოვონ. საქართველოს ნაკრების მცველმა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, თანაც შეუცვლელად და 36-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის შემდეგ, „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ მცველებზე ილაპარაკა და ქართველიც გამოარჩია. „ორდეცი და ხოჭოლავა პოზიციას კარგად არჩევდნენ, თამაშს აკონტროლებდნენ და მათ მოქმედებას დადებითად შევაფასებ“, - ამბობს „შახტარის“ პორტუგალიელი მწვრთნელი. კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმაც გააკეთა: „ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ, გუნდი არ დაბნეულა და თამაშის შემოტრიალება მოვახერხეთ. დღევანდელი მოგების შემდეგ, პლეი ოფში გასასვლელად ქულა გვჭირდება, მაგრამ მომდევნო ტურში „ნაპოლისთან“ შეხვედრაზე მხოლოდ ქულის მოსაპოვებლად არ ვითამაშებთ“, - აღნიშნა ხოჭოლავამ. 
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ამხანაგური მატჩებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 18:45:00
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვლადიმერ ვაისის გუნდი 10 ნოემბერს, 17:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. 13 ნოემბერს, 18:00 საათზე კი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსს უმასპინძლებს. გულშემატკივარს მატჩებზე დასასწრები ბილეთის შეძენა დღეიდან ინტერნეტის საშუალებით უკვე შეუძლია.
წაკითხვა
გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელ ფეხბურთელთა განაცხადი გამოაქვეყნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 17:51:00
საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები 8-14 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს ჩაატარებს. მინი-ტურნირი ბოსნიაში გაიმართება.საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ტურნირის პირველ მატჩს 8 ნოემბერს მასპინძელ ბოსნიასთან ჩაატარებს, 11-ში ანდორას შეხვდება, ხოლო 14-ში - საფრანგეთს.გიორგი ყიფიანის გუნდი მზადების დასკვნით ეტაპს ბოსნიაში გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი შემადგენლობა დაასახელა:მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ);მცველები: ნიკოლოზ მალი, იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა, ანდრია ფურცელაძე (ყველა - საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), ლუკა ასათიანი (ვიგრა სუვაკი, პოლონეთი), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი);ნახევარმცველები: ბექა დარცმელია, ნიკოლოზ ნინუა, გიორგი კუცია (ყველა - დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), სანდრო ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლევან ბარაბაძე (ცხინვალი), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია);თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, მიხეილ ერგემლიძე (ყველა - დინამო თბ), ლაშა ოზბეთელაშვილი, რევაზ ინჯგია (ყველა - ლოკომოტივი).
წაკითხვა
გია გეგუჩაძემ 10 და 14 ნოემბრის მატჩებისთვის 21-წლამდელების სია დაასახელა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 17:35:00
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 10 და 14 ნოემბერს, ფინეთს და ლიტვას უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ფინეთთან და ლიტვასთან სათამაშოდ 6 ნოემბრიდან მოემზადებიან. სამწუხაროდ, გიორგი არაბიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ნაკრებს ტრავმების გამო დააკლდებიან.მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ);ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).
წაკითხვა
საკალათბურთო ევროლიგაზე დღეს მე-5 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 14:55:00
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირზე დღეს მეხუთე ტურის 4 მატჩი ჩატარდება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია" პირველი გამარჯვების მოლოდინშია. ესპანური გუნდი, რომლის კაპიტანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერია, ჯერ მოგების გარეშე ასპარეზობს. „ბასკონია" დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე „პანათინაიკოსს" უმასპინძლებს. მოქმედი ჩემპიონი „ფენერბახჩე" საკუთარ არენაზე „ვალენსიას" მიიღებს. თელ ავივის „მაკაბი" მორიგი გამარჯვების მოპოვებას „მილანოსთან" მატჩში შეეცდება. „ცრვენა ზვეზდა" კი ბამბერგის წინააღმდეგ ითამაშებს.
წაკითხვა
„ბოსტონ სელტიკსმა“ ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 14:35:00
ბოსტონის „თიდი გარდენში" ადგილობრივმა „სელტიკსმა" რეგულარული სეზონის დაწყებიდან რიგით მე-6 გამარჯვება მოიპოვა.ახალგაზრდა სპეციალისტის, ბრედ სტივენსის გაწვრთნილმა გუნდმა „საკრამენტო კინგსი" საკმაოდ იოლად, 113-86 სძლია. კაირი ირვინგმა და ჯეილენ ბრაუნმა 22-22 ქულა დააგროვეს. ჯეისონ ტატუმის ანგარიშზე 12 ქულაა. სტუმართა შორის ყველაზე მეტი 17 ქულა ბადი ჰილდმა ჩააგდო.„ბოსტონმა" რვა ჩატარებული შეხვედრიდან ექვსი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. მომდევნო შეხვედრას „სელტიკსი" 4 ნოემბერს სტუმრად „ოკლაჰომასთან" გამართავს.
წაკითხვა
„ჰიუსტონმა“ ნიუ-იორკში დამაჯერებელად გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 14:28:00
„მედისონ სქუერ გარდენში“ ადგილობრივმა ნიუ-იორკმა „ჰიუსტონს“ უმასპინძლა და მეტოქესთან 22 ქულის სხვაობით 119-98 დამარცხდა. ტეხასელებს შორის ბრწყინვალე მატჩი გამართა გუნდის ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა. მის ანგარიშზე 31 ქულა 5 მოხსნა და 9 პასია. ერიკ გორდონმა 17, რაიან ანდერსონმა კი 21 ქულა ჩააგდო. სტუმართა შორის 23 ქულა ტიმ ჰარდევეიმ დაგროვა. კრისტაპს პირზინგისის ანგარიშზე 19 ქულა. მომდენო მატჩს „როკეთსი" 4 ნოემბერს სტუმრად „ატლანტა ჰოუქსთან“ ჩაატარებს.
წაკითხვა
„კლივლენდ კავალიერსი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 14:24:00
NBA-ს ვიცე-ჩემპიონი „კლივლენდ კავალიერსი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.„კავალიერსმა" საკუთარ „ქუიქენ ლოან არენაზე" „ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით 124-107 წააგო. სტუმართა შორის ყველაზე მეტი 26 ქულა ტადეუშ იანგის ანგარიშზეა. დარენ კოლისონმა 25, ვიქტორ ოლადიპომ კი 23 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. „კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსა 33 ქულითა და 11 პასით მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. სამმაგ დუბლამდე ლებრონს ოთხი მოხსნა დააკლდა. დერიკ როუზმა პირად აქტივში 19 ქულა ჩაიწერა. ტაირონ ლუს გუნდი 3 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში 13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „კლივლენდი“ 4 ნოემბერს სტუმრად „ვაშინგტონთან" ჩაატარებს.
წაკითხვა
2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:03:00
2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია. რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება 20 სექტემებრიდან -2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ ტოკიოში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის კალენდრის წილისყრა დასრულდა. იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. ბორჯღალოსნები დე ჯგუფში უელსის, ამერიკის ზონაში მეორე ადგილზე გასული ნაკრების, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ.23 სექტემბერი - უელსი-საქართველო29 სექტემბერი - საქართველო -ამერიკა 23 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი11 ოქტომბერი - ავსტრალია-საქართველორაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება. 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.A ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, იაპონია,ევროპა1, პლეი ოფიB ჯგუფი: ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, იტალია, აფრიკა1, რეპეშაჟიC ჯგუფი: ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, აშშ, ტონგაD ჯგუფი: ავსტრალია, უელსი, საქართველო, ფიჯი, კანადა/ურუგვაი
წაკითხვა
ლიბერტადორესის თასს „გრემიო“ და „​ლანუსი“ გაითამაშებენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 08:11:00
სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე - კოპა ლიბერტადორესზე მეორე ფინალისტიც გაირკვა. ბრაზილიურმა „​გრემიომ“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა ეკვადორის „ბარსელონა“ და ფინალში არგენტინულ „​ლანუსს“დაუპირისპირდება, რომელმაც „რივერ პლეიტი“ გამოთიშა ბრძოლას.„გრემიოს" პირველი მატჩი 3:0 ჰქონდა მოგებული, მეორე შეხვედრაში კი „ბარსელონამ“ გაიმარჯვა - 1:0. ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე ხონათან ალვესმა გაიტანა.ფინალიც ორი მატჩისგან იქნება შემდგარი: პირველი შეხვედრა 22 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითი - 29 ნოემბერს.
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სომხეთის გუნდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 02:10:00
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეხუთე ტურში სომხეთის გუნდს გამანადგურებელი შედეგით 4:0 მოუგო.საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია იცავდნენ.საქართველოს ქალთა ნაკრები სატურნირო ცხრილში რვა ქულით მეორე ადგილზეა. მე-6 ტურში გოგონები უკრაინის ნაკრების წევრებს შეხვდებიან, რომლებიც ასევე რვა ქულით ცხრილში მესამე ადგილზე არიან.ვაჟთა ნაკრებმა კი მეხუთე ტურში ისრაელის გუნდთან 1,5:2,5 წააგო. ბაადურ ჯობავა ბორის გელფანდთან ქულა გაიყო, ასევე ყაიმი დააფიქსირეს ლევან ფანცულაიამ და ლუკა პაიჭაძემ. მიხეილ მჭედლიშვილი კი დამარცხდა. ვაჟთა გუნდი, რომელიც სატურნირო ცხრილში მეოცე ადგილზეა, მეექვსე ტურში იტალიის ნაკრების მეტოქე იქნება.ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე დღეს დასვენების დღეა.
წაკითხვა
მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯინამ“ იერუსალიმის „ჰაპოელთან“ ორი ქულის სხვაობით წააგო
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 01:59:00
საკალათბურთო „ევროთასზე“ ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. დასანანი მარცხი განიცადა „რეჯინამ“. იტალიურმა კლუბმა ბოლო წამებზე, იერუსალიმის „ჰაპოელთან“ დათმო მატჩი. რეჯიო კალაბრიელების ქართველი ლეგიონერი ძირითად ხუთეულში იყო. მანუჩარ მარკოიშვილმა 36 წუთში: რვა ქულა, ხუთი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. თამაში სტუმრებმა ანგარიშით 63-61 მოიგეს.„რეჯინა“ მომდევნო ტურში ჯგუფის ლიდერს, მიუნხენის „ბაიერნს“ სტუმრად დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე, რეჯი ემილიელებს ორი მოგება და ორი მარცხი აქვთ.
წაკითხვა