საზოგადოებრივი
104.5 FM
მინი ფეხბურთში ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-03-08 17:17:00
"საქართველოს უნივერსიტეტის" სპორტულ დარბაზში, მინი ფეხბურთში ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის თასის გათმაშების ფინალური მატჩი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი "იბერია ბიზნეს ჯგუფს" ეთამაშა და მეტოქე 8:6 დაამარცხა. ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული გუნდი თასითა და სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს. ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის მატჩები ერთ კვირაში განახლდება. ჩემპიონი გუნდის ვინაობა კი 31 მაისს გახდება ცნობილი.
წაკითხვა
სოჭის ოლიმპიური ქალაქის მშენებლობა შეჩერდა
გამოქვეყნებულია: 2009-03-06 16:49:17
სოჭის ოლიმპიური ქალაქის მშენებლობა შეჩერდა. ზამთრის 2014 წლის თამაშებისთვის სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების უფლებას კომპანიებს "როს პრიროდ ნადზორი" არ აძლევს. ოფიციალური ინფორმაციით, მდინარე მზითას კალაპოტიდან ქვაღორღის მოპოვებამ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები შექმნა. რუს და ქართველ ექსპერტებს მშენებლობის შეჩერების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ.
წაკითხვა
ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ბარსელონა“ და ბილბაოს „ატლეტიკი“ ითამაშებენ
გამოქვეყნებულია: 2009-03-05 13:37:14
ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ბარსელონა“ და ბილბაოს „ატლეტიკი“ ითამაშებენ. კატალონიურმა გუნდმა ორრაუნდიან ბრძოლაში "მალიორკას" სძლია. ბასკურმა კლუბმა კი თასის გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება "სევილიის" დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
წაკითხვა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ლიგის თასზე გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2009-03-02 13:51:16
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ლიგის თასზე გაიმარჯვა. უემბლის სტადიონზე ფერგიუსონის გუნდისა და "ტოტენჰემის" ფინალური მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მეტოქის კარის აღება ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ. "მანჩესტერის" ფეხბურთელებმა ლონდონურ კლუბს თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:1 სძლიეს. ფერგიუსონის გუნდმა ლიგის თასის გათამაშებაზე მესამედ გაიმარჯვა. აღნიშნულ ტიტულს "მანჩესტერ იუნაიტედი" 1992 და 2006 წლებშიც ფლობდა.
წაკითხვა
"ბარსელონასა" და "რეალს" შორის ქულათა სხვაობა ოთხამდე შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2009-03-02 13:48:32
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ლიდერ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის ქულათა სხვაობა ოთხამდე შემცირდა. კატალონიური გუნდი მადრიდში "ატლეტიკოსთან" დამარცხდა. სამეფო კლუბმა კი ზედიზედ მეათე შეხვედრაში გაიმარჯვა.
წაკითხვა
ძიუდოში თბილისის ჩემპიონატი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2009-03-01 17:20:41
ძიუდოში თბილისის ჩემპიონატი გაიხსნა. ჩემპიონატში 1993-94 წლებში დაბადებული 220 სპორტსმენი მონაწილეობდა. თბილისის მერიის თასის მფლობელი სპორტსმენებიდან ძიუდოს ნაკრები დაკომპლექტდება. გამარჯვებულები მარტის შუა რიცხვებში, საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული ძიუდოისტები თბილისის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ გრიგალაშვილმა დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.
წაკითხვა
მამაკაც ჩოგბურთელთა ტურნირში ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2009-03-01 13:30:00
დუბაიში დასრულდა ღია პირველობა მამაკაც ჩოგბურთელთა შორის. ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 3 მილიონ დოლარს შეადგენდა, გამარჯვება ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე სერბი ჩოგბურთელი დავიდ ფერერს დაუპირისპირდა. მსოფლიო რეიტინგის ნომერ მე-5 ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ესპანელი მეტოქე ორ სეტში 7-5 6-3 დაამარცხა და წლის პირველი, კარიერაში კი მე-12 ტიტული მოიპოვა.
წაკითხვა
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2009-03-01 13:22:05
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ერთა თასის მორიგ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. ამ გუნდების შეხვედრების ისტორიაში, ბორჯღალოსნებმა მეტოქეს სარეკორდო ანგარიშის სხვაობით – 55:11 სძლიეს. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ტიმ ლეინის გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. წელს ქართველი მორაგბეები ერთა თასზე, რომელიც ამავდროულად 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, კიდევ ორ მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებენ. 14 მარტს ბორჯღალოსნების მეტოქე რუმინეთის ეროვნული გუნდი იქნება. 22 მარტს კი ქართველი მორაგბეები უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
წაკითხვა
ამერიკულ პულში ჩემპიონი პირველი არხი გახდა
გამოქვეყნებულია: 2009-03-01 13:08:47
ამერიკულ პულში ტელე და რადიო კომპანიებს შორის ჩემპიონი პირველი არხი გახდა. ჩემპიონატში 6 კომპანია მონაწილეობდა. შეჯიბრი დაძაბული იყო. მედიის წარმომადგენლები პირველობისთვის 6 საათის განმავლობაში იბრძოდნენ. მეორე ადგილი რადიო "უცნობს" ერგო. ჩემპიონატი, საბილიარდო კლუბ "ოზონისა" და "რედ ბულის" ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ორგანიზატორებმა გამარჯვებულები მედლებით და კლუბ "ოზონში" თამაშის უფასო საათებით დააჯილდოვეს.
წაკითხვა
ყვარელში რევაზ მინდორაშვილი დააჯილდოვეს
გამოქვეყნებულია: 2009-03-01 12:59:42
ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი ყვარელში დააჯილდოვეს. შეხვედრას, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კახეთის გუბერნატორი და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. ოლიმპიურ ჩემპიონს ბრინჯაოს ცხენი, მისი სახელობის ღვინის კასრი და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. რევაზ მინდორაშვილთან ერთად ყვარელში ვეტერანი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ასეთი შეხვედრები სპორტსმენებისთვის დიდი სტიმულია.
წაკითხვა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ევროპის ერთა თასის მესამე მატჩს გამართავს
გამოქვეყნებულია: 2009-02-28 17:17:53
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ევროპის ერთა თასის მესამე მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნები მადრიდში ესპანეთს დაუპირისპირდებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრები შეხვედრისთვის საფრანგეთში მოემზადა. ქართულ-ესპანურ სარაგბო ორთაბრძოლას ორივე ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობით ჩაატარებს. პორტუგალიასთან ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი ადგილით დაქვეითდა და მე-15 პოზიციას იკავებს. ესპანეთისა და საქართველოს სარაგბო დაპირისპირების რეპორტაჟს პირველი არხი დღეს 19 საათზე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
სტარტი აიღო თბილისის თასის გათამაშებამ 1993–1994 წელს დაბადებულ ძიუდოისტებს შორის
გამოქვეყნებულია: 2009-02-28 17:15:05
სტარტი აიღო თბილისის თასის გათამაშებამ 1993–1994 წელს დაბადებულ ძიუდოისტებს შორის. შეჯიბრზე 220 სპორტსმენი მონაწილეობს. გამარჯვებულები ფულადი პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ორდღიანი ტურნირი დედაქალაქის მერიისა და თბილისის ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით იმართება. მოზარდ სპორტსმენთა ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ტარდება.
წაკითხვა
დუბაიში მიმდინარე მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირზე მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-02-26 13:40:48
დუბაიში მიმდინარე მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირზე მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა. გამარჯვება მოიპოვა ფავორიტმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბი სპორტსმენისა და იან ჰერნიხის შეხვედრა 3 სეტი გაგრძელდა და 6:3, 3:6, 6:4 დასრულდა. მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩის მეტოქე მარინ ჩილიჩი იქნება. მეორე ნომრად განთესილმა ენდი მიურეიმ კი არნო კლემეს იოლად – 6:2,6:3 სძლია. დუბაის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხედფინალური შეხვედრები დღეს გაიმართება.
წაკითხვა
ევროპაში ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-02-26 13:37:49
ევროპაში ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ლონდონში "ჩელსი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა. მინიმალური ანგარიშით მოიგო ასევე "ლივერპულმა". ბენიტესის გუნდმა სტუმრად "რეალს" 1-0 სძლია. ლისაბონის "სპორტინგი" მიუნხენის "ბაიერნთან" დიდი ანგარიშით 0:5 დამარცხდა. "ვილიარელი" - "პანათინაიკოსის" შეხვედრაში კი ფრე 1:1 დაფიქსირდა. განმეორებითი მერვედფინალური მატჩები 10-11 მარტს გაიმართება.
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-02-25 13:28:15
ევროპის სტადიონებზე ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ლიონში ადგილობრივი გუნდისა და "ბარსელონას" დაპირისპირებაში 1:1, ატლეტიკო–პორტუს შეხვედრაში კი 2:2 დაფიქსირდა. მილანის "ინტერისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ლონდონის ემირატების სტადიონზე "არსენალმა" იტალიურ "რომას" 1:0 მოუგო. ევროპის ოთხ ქალაქში კი მერვედფინალის დარჩენილი პირველი მერვედფინალური შეხვედრები ჩატარდა. ცენტრალური მატჩი სტემფორდ ბრიჯზე ლონდონის "ჩელსისა" და "ტურინის იუვენტუსის" მონაწილეობით ჩატარდება. მადრიდის "რეალის" მეტოქე კი "ლივერპული" იქნება.
წაკითხვა
ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2009-02-24 11:11:35
ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება. დღის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ლონდონის ემირატების სტადიონზე შედგება. "არსენალი" "რომას" დაუპირისპირდება.
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-02-22 14:11:24
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური მატჩი თბილისის გუნდების მონაწილეობით გორში ჩატარდა. "ვით ჯორჯიასა" და "დინამოს" დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. მე–20 ტურში წარმატებით იასპარაზეს "ზესტაფონმა" და ბოლნისის "სიონმა". ორივე გუნდმა 3 ქულის მოპოვება მოახერხა. სპარტაკი–ოლიმპისა და ჯორჯომი–მესხეთის მატჩები ფრედ დასრულდა. ეროვნულ ჩემპიონატში 41 ქულით კვლავ "ვით ჯორჯია" ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილებს კი "დინამო" და "ზესტაფონი" იკავებენ.
წაკითხვა
უეფა–ს თასის მატჩები გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2009-02-18 14:44:17
ევროპის სტადიონებზე უეფა–ს თასის მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩები გაიმართება. დღის ცენტრალური შეხვედრა ბრემენში ადგილობრივ "ვერდერსა" და მილანის საფეხბურთო კლუბს შორის ჩატარდება. გერმანულ-იტალიური დაპირსპირება ტრავმის გამო შესაძლოა დევიდ ბექჰემმა გამოტოვოს.
წაკითხვა
ინგლისში ასოციაციის თასის გათამაშების მატჩები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-02-16 13:57:33
ინგლისში ასოციაციის თასის გათამაშების მორიგი ეტაპის მატჩები გაიმართა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "დერბი ქაუნთი" 4:1 დაამარცხა. შეხვედრის პირველი გოლი ნანიმ 29-ე წუთზე შორეული დარტყმით გაიტანა. ფერგიუსონის გუნდის ფეხბურთელებმა "დერბის" კარი კიდევ სამჯერ აიღეს. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ედისონის ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიტანეს. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ასოციაციის თასის მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა "ევერტონმა". "ლივერპულელებმა" "ასტონვილას" 3:1 სძლიეს.
წაკითხვა
ესპანეთის პრიმერადივიზიონში 23-ე ტურის შეხვედრები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-02-16 13:53:11
ესპანეთის პრიმერადივიზიონში 23-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა "ბარსელონამ" ნოემბრის შემდეგ ფრედ პირველი შეხვედრა დაასრულა. რეალმა და სევილიამ კი მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.
წაკითხვა