საზოგადოებრივი
104.5 FM
შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2009-01-15 16:31:42
დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა. გთავაზობთ ვიდეომასალას.
წაკითხვა
კრისტიანო რონალდო 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელია
გამოქვეყნებულია: 2009-01-13 14:14:22
კრისტიანო რონალდო 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. ფიფას გალა–დაჯილდოების ცერემონიალზე პორტუგალიელი ფეხბურთელის ყველაზე რეალური კონკურენტი ლაიანელ მესი იყო. რონალდო ინგლისის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ფიფას მთავარი პრიზი მოიპოვა.
წაკითხვა
ჭადრაკში ესპანეთის საკლუბო ჩემპიონატზე 3 ქართველი იასპარეზებს
გამოქვეყნებულია: 2009-01-11 13:38:12
ჭადრაკში ესპანეთის 2009 წლის საკლუბო ჩემპიონატზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საერთაშორისო ასოციაცია "ჭადრაკი – მშვიდობის ელჩის" მიერ ორგანიზებულ ტურნირზე ლევან ბრეგაძემ, სოფო გურამიშვილმა და ნათია ჯალაბაძემ გაიმარჯვეს. საუკეთესო მოჭადრაკეები ბარსელონას კლუბის "პეონა იპეოს" ღირსებას დაიცავენ. ჭადრაკში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გათამაშება 1 თებერვალს დაიწყება. ზაფხულში კი ახალგაზრდა მოჭადრაკეები კანარის კუნძულების საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.
წაკითხვა
ჰოფმანის თასის საჩოგბურთო ტურნირი სლოვაკეთის გამარჯვებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2009-01-10 14:05:34
ჰოფმანის თასის საჩოგბურთო ტურნირი სლოვაკეთის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში დომინიკა ციბულკოვამ მსოფლიოს მესამე ჩოგბურთელ დინარა საფინასთან მხოლოდ სადებიუტო სეტი დათმო. დარჩენილი ორი სეტი კი სლოვაკი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. მამაკაცთა შორის დომინიკ ჰრბატისა და მარატ საფინის შეხვედრა 2 საათი და 32 წუთი გაგრძელდა. ვეტერანმა სლოვაკმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინიგში 250-ე ადგილზეა რუს სპორტსმენს 6:7 7:5 და 7:6 სძლია. ჰოფმანის თასის გათამაშებაზე სლოვაკეთმა მესამედ გაიმარჯვა. სლოვაკები აღნიშნულ ტიტულს 1998 და 2005 წლებშიც ფლობდნენ.
წაკითხვა
სომხეთი რუსულ გაზს ვეღარ მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2009-01-09 16:14:20
სომხეთი რუსულ გაზს ვეღარ მიიღებს. საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გაზსადენი ოთხ ადგილას დაზიანდა და ავარიის გამო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გადაწყვიტა სომხეთისთვის გაზის მიწოდება შეეწყვიტა. გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დაათვალიერა. მისი თქმით, სამუშაოები ხუთ დღეს გაგრძელდება, მანამდე კი სომხური მხარე საცავში არსებული მარაგით ისარგებლებს.
წაკითხვა
ფრენბურთის ფედერაციას კვლავ ლევან ახვლედიანი უხელმძღვანელებს
გამოქვეყნებულია: 2009-01-03 16:38:27
საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას კვლავ ლევან ახვლედიანი უხელმძღვანელებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში შეკრებილმა ოცმა დელეგატმა მხარი მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა. ახვლედიანი ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ფედერაციის პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე წარმატებით ასპარეზობაა. დღესვე არჩიეს ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ კოდანაშვილი და ვიცე– პრეზიდენტები კახა შენგელია და ირაკლი ჩაჩუა.
წაკითხვა
ერთი მსახიობის თეატრში ძველ დინამოელთა შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-28 13:07:05
ქართველ ებრაელ ქალთა მსოფლიო ასოციაციის ორგანიზებით, ერთი მსახიობის თეატრში ძველ დინამოელთა შეხვედრა გაიმართა. ებრაელების მხრიდან საპატიო სტუმრად სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენელი სოსო ფიჩხაძე იმყოფებოდა, რომელიც დიუსელდორფიდან დაბრუნებულ ქართველ ფეხბურთელებს აეროპორტში დახვდა, ხოლო ქართული მხრიდან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და "დინამოს" თავმჯდომარე შოთა გოგროძე. შეხვედრა ებრაელთა დღესასწაულს – ხანუკას და ქართველ და ებრაელ ხალხთა მეგობრობას მიეძღვნა.
წაკითხვა
წლის საუკეთესო სპორტსმენი ირაკლი ცირეკიძე გახდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-25 13:26:07
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, წლის საუკეთესო სპორტსმენი პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე გახდა. დაჯილდოების ცერემონიალზე 2008 წლის საუკეთესო გუნდად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დასახელდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ კი საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მოიპოვა. გამოკითხვაში სულ 18 ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი მონაწილეობდა. 2009 წლიდან ქართული სპორტის ფინანსური მხარდამჭერი მეცენატთა ოლიმპიური დარბაზი იქნება, სადაც 10 ქართული კომპანია გაწევრიანდა. მუსიკისა და დრამის თეატრში სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალი ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა.
წაკითხვა
ესპანეთში პრიმერადივიზიონის მე-16 ტურის მატჩები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-22 13:26:22
ესპანეთში პრიმერადივიზიონის მე-16 ტურის მატჩები გაიმართა. ხუან დე რამოსის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მადრიდის "რეალმა" მოიპოვა. სამეფო კლუბმა "ვალენსია" 1-0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე რობენის "პასით" იგუაინმა გაიტანა. მორიგი გამარჯვება მოიპოვა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფმა "ბარსელონამ". შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა 48-ე წუთზე გახსნეს. მალე წონასწორობა კეიტამ აღადგინა. 66-ე წუთზე კი ტიერი ანრიმ ხავის შესანიშნავი "პასი" ზუსტად გამოიყენა და საბოლოოდ 2-1 დაფიქსირდა. აღნიშნული ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 38 ქულით კატალონიელები ლიდერობენ. მათ 7 ქულით "სევილია" ჩამორჩება. მესამე ადგილზე 30 ქულით "ატლეტიკო" იმყოფება.
წაკითხვა
ნიკა რურუა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-18 18:05:43
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად, 40-მდე სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა. ნიკა რურუამ ფედერაციის პრეზიდენტებისგან ამ სფეროში ყველაზე აქტუალური პრობლემები მოისმინა და მომავალში დახმარებას დაჰპირდა. მინისტრმა მთავარ პრიორიტეტად საბავშვო სპორტის განვითარება დაასახელა. შეხვედრაზე ყველაზე მწვავედ კი სპორტის აკადემიის საკითხი დაისვა.
წაკითხვა
რუსთავი 2008 წლის საუკეთესო სპორტულ ქალაქად დასახელდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-17 18:15:42
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, რუსთავი 2008 წლის საუკეთესო სპორტულ ქალაქად დასახელდა. რუსთავის გუნდები საქართველოს საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო და ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში მონაწილეობენ. ბოლო საკალათბურთო სეზონში ჩემპიონატის გამარჯვებული და სუპერთასის მფლობელი რუსთავის "ენერჯი ინვესტი" გახდა. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა.
წაკითხვა
ბელორუს სპორტსმენებს მოპოვებული მედლები ჩამოართვეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 13:04:48
უროს ტყორცნაში პეკინის ოლიმპიური თამაშების პრიზიორ ბელორუს სპორტსმენებს მოპოვებული მედლები ჩამოართვეს. ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ ვადიმ დევიატოვსკისა და ივან ტიხანისათვის აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბელორუსი სპორტსმენების ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა. დევიატოვსკის სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან ეს მისთვის უკვე მეორე შემთხვევაა. ტიხანი კი ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აღნიშნულ ბრალდებას სპორტსმენები არ აღიარებენ. ბელორუსი მძლეოსნების მიერ მოპოვებულ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს ამჯერად ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე-მეხუთე ადგილზე გასული იაპონელი და უნგრელი სპორტსმენები მიიღებენ.
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 13:21:10
ევროპის სტადიონებზე უეფა–ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და ტურნირის 8 მერვედფინალისტი გუნდის ვინაობა გაირკვა. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" ბერძნულ "პანათინაიკოსთან" 0-1 დამარხცდა და ევროტურნირის მიღმა დარჩა. დღეს ჯგუფური ეტაპის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება. ამ ჯგუფებში მომდევნო ეტაპზე გასული გუნდები ტურნირის წინა ტურში გამოვლინდნენ. საინტერესო მატჩი შედგება ესპანეთში "მადრიდის რეალსა" და "ზენიტს" შორის. "სანტიაგუ ბერნაბეუსზე" სამეფო კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის ხუან დე რამოსის ხელმძღვანელობით გამოვა.
წაკითხვა
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 13:59:04
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები დღეს გაიმართება. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" ათენში ადგილობრივ "პანათინაიკოსს" დაუპირისპირდება და წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. თემურ ქეცბაიას გუნდს ტრავმის გამო ბრაზილიელი ფორვარდი სავიო ვერ დაეხმარება. ჯგუფის ლიდერი მილანის "ინტერი" სტუმრად "ვერდერს" შეხვდება. საინტერესო მატჩები გაიმართება ა ჯგუფში. ჩელსი რუმინეთის "კლუჟს" დაუპირისპირდება. "რომა "საკუთარ მოედანზე "ბორდოს" მასპინძლობს. სპალეტის გუნდს ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. შემადგენლობის მხრივ პრობლემები ფრანგულ კლუბსაც აქვს.
წაკითხვა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საკადრო ცვლილებები მზადდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 13:11:16
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საკადრო ცვლილებები მზადდება. აღმასკომის სხდომაზე ორ საკითხს განიხილავენ. დღეს გახდება ცნობილი შეინარჩუნებს თუ არა დაკავებულ პოსტს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტარ სეგრტი. გავრცელებული ინფორმაციით, ფედერაციის გენერალურ მდივან უჩა უგულავას რეზო არველაძე ჩაანაცვლებს.
წაკითხვა
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტური ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 14:27:52
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. ლა ლიგის მე-14 ტურში 44 გოლი გავიდა. მადრიდის "რეალი" პრიმერა დივიზიონში ზედიზედ მეორედ დამარცხდა და მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
წაკითხვა
ჭაბუკ მორაგბეთა ტურნირის გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოვებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 13:10:12
ქართველ ჭაბუკ მორაგბეთა ტურნირს თბილისი მასპინძლობს. ლოკომოტივის სტადიონზე 1994–1995 წლებში დაბადებული მორაგბეები ცნობილი სპორტსმენის ნოდარ ყიფიანის სახელობის ტურნირზე პირველად ასპარეზობენ. შეჯიბრში 16 გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულებს დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დააჯილდოვებენ. წარმატებული მორაგბეები რაგბის კავშირისგან სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდებიან.
წაკითხვა
რამაზ გოგობერიშვილის კალათბურთიდან გაცილებასთან დაკავშირებით მატჩი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 14:20:01
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, ნაკრების ყოფილი წევრის რამაზ გოგობერიშვილის კალათბურთიდან გაცილებასთან დაკავშირებით რუსთავის სპორტულ დარბაზში მატჩი გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი კალათბურთელები მიიღებენ. რამაზ გოგობერიშვილი საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ორგზის თასისა და სუპერთასის მფლობელია. 90-იან წლებში ქართველი კალათბურთელი ბერძნული კლუბების ღირსებას იცავდა, მოგვიანებით კი პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ "ავეიროში" თამაშობდა.
წაკითხვა
რას წერს ტვიტერზე ბრიტანელი მოკრივე ბილი ჯო სანდერსი
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
„მე კარგი მენეჯმენტი მყავს და კარგი პრომოუტერი, ასე რომ უკეთეს თამაშს დამიგეგმავენ.”ეს პოსტი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მოკრივემ ქართველი მეტოქის - ავთანდილ ხურციძის ნიუ-იორკში დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სანდერსი-ხურციძის ორთაბრძოლა გადაიდო. ისინი ერთმანეთს ლონდონში უნდა დაპირისპირებოდნენ. სანდერსი პოსტში ასევე ახალ მეტოქეს ეძებს. გულშემატკივრები სტატუსის ქვეშ ხურციძის შემცვლელ სავარაუდო კანდიდატებს განიხილავენ. ბრიტანული სპორტული ახალი ამბები ამ თემას აქტიურად განიხილავს. „სანდერსი იმედგაცრუებულია“, - წერენ ბრიტანული გამოცემები[email protected]_ fight with Avtandil Khurtsidze on July 8th has been postponed after Khurtsidze was arrested in New York under the RICO Act. pic.twitter.com/qm6iWTp7av— BT Sport Boxing
წაკითხვა
ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლის მიუხედავად, "კლივლენდმა" მაინც ვერ მოიგო
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ნბა-ს ვიცე ჩემპიონმა, "კლივლენდმა" მეორე მოულოდნელი მარცხი განიცადა. "კავალიერსი" სტუმრად ბრუკლინში "ნეტსს" დაუპირისპირდა და 5 ქულის სხვაობით 112-107 წააგო. შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ტაიმი"ნეთსმა" 3 ქულიანი სხვაობით მოიგო. მესმაე პერიოდი "ბრუკლინმა" 8 ქულის სხვაობით მოიგო და უპირატესობა განიმტკიცა. "კავალიერსმა" გადამწყვეტ 12 წუთიან მონაკვეთში მეტოქეს სძლია. თუმცა, ეს მატჩის შემოსაბრუნებლად საკმარისი არ გამოდგა. მასპინძელთა შორის საუკეთესო 22 ქულით სპენსერ დინვიდი გამოდგა. ჰოლის-ჯეფერსონმა 19, დემარი ქეროლმა 18 ქულა დააგროვა. "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსა კი მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა. "მეფის" ანგარიშზე 29 ქულა, 10 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემაა. ამასთან ერთად ჯეიმსმა 4 ბლოკიც მიითვალა აქტივში. მომდევნო შეხვედრას "კავალიერსი" 29 ოქტომბერს "ქუიქენ ლოან არენაზე" "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ გამართავს.
წაკითხვა