ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლის მიუხედავად, "კლივლენდმა" მაინც ვერ მოიგო
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ნბა-ს ვიცე ჩემპიონმა, "კლივლენდმა" მეორე მოულოდნელი მარცხი განიცადა. "კავალიერსი" სტუმრად ბრუკლინში "ნეტსს" დაუპირისპირდა და 5 ქულის სხვაობით 112-107 წააგო. შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ტაიმი"ნეთსმა" 3 ქულიანი სხვაობით მოიგო. მესმაე პერიოდი "ბრუკლინმა" 8 ქულის სხვაობით მოიგო და უპირატესობა განიმტკიცა. "კავალიერსმა" გადამწყვეტ 12 წუთიან მონაკვეთში მეტოქეს სძლია. თუმცა, ეს მატჩის შემოსაბრუნებლად საკმარისი არ გამოდგა. მასპინძელთა შორის საუკეთესო 22 ქულით სპენსერ დინვიდი გამოდგა. ჰოლის-ჯეფერსონმა 19, დემარი ქეროლმა 18 ქულა დააგროვა. "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსა კი მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა. "მეფის" ანგარიშზე 29 ქულა, 10 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემაა. ამასთან ერთად ჯეიმსმა 4 ბლოკიც მიითვალა აქტივში. მომდევნო შეხვედრას "კავალიერსი" 29 ოქტომბერს "ქუიქენ ლოან არენაზე" "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ გამართავს.
წაკითხვა