საზოგადოებრივი
104.5 FM
იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 17:44:00
გერმანიის ნაკრებს პირველ და ოთხ სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელოდება ჩეხეთის და ნორვეგიის წინააღმდეგ. იოახიმ ლიოვმა ამ მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა უკვე წარადგინა. მეკარეები - ბერნდ ლენო (ლევერკუზენი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (პსჟ);მცველები - მატიას გინტერი (გლადბახი), ბენიამინ ჰენრიხსი (ლევერკუზენი), იონას ჰექტორი (კიოლნი), მატს ჰუმელსი, ნიკლას ზიულე (ორივე -. ბაიერნი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი);ნახევარმცველები - ჯოშუა კიმიხი, თომას მიულერი, სებასტიან რუდი (ყველა - ბაიერნი), იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), ემრე ჩანი (ლივერპული), იულიან დრაქსლერი (პსჟ), სერჟ გნაბრი (ჰოფენჰაიმი), ლეონ გორეტცკა (შალკე), სამი ხედირა (იუვენტუსი), ტონი კროოსი (რეალი), მესუთ იოზილი (არსენალი), ამინ იუნესი (აიაქსი);ფორვარდები - ლარს შტინდლი (გლადბახი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარიო გომესი (ვოლფსბურგი).
წაკითხვა
ჯაბა ჯიღაური „ფენერბახჩესთან“ მოგებაზე - თავი სიზმარში მეგონა
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 17:24:00
თურქულ გრანდ „ფენერბახჩესთან“ საშინაო მოგების (2:0) შემდეგ „ვარდარი“ კიდევ უფრო დიდი სენსაციის ავტორი გახდა. მაკედონიურმა კლუბმა ევროპის ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი სტამბულშიც მოიგო (2:1) და არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.ბალკანელთა გამარჯვებაში დიდი როლი ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა სტამბულში თურქულ გრანდს 68-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაუტანა, ანგარიში გაათანაბრა (1:1) და მასპინძლებს მოგების იმედი ჩაუკლა .საინტერესოა, რომ ქართველს უმძიმესი დავალება ჰქონდა. მას უნდა ჩაეკეთა საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი, მატიე ვალბუენა.„თავი სიზმარში მგონია. როდესაც სტამბულში მივემგზავრებოდით, სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ  „ფენერბახჩესთან“ შეხვედრას მოვიგებდით. მაგრამ ისე კარგად ვითამაშეთ, რომ მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ და გასვლაზეც მოვიგეთ. მე ვალბუენას წინააღმდეგ მომიხდა თამაში. ვცდილობდი, ხელი შემეშალა სწრაფია და მცველს ვაზღვევდი, მარტო ფრანგთან რომ არ დამეტოვებინა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან მე ამ ლამაზი ისტორიის დაწერაში ჩემი წვლილი შევიტანე“, - ამბობს ჯიღაური „მოამბესთან“.დღეს უეფას შტაბბინაში ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. "ვარდარი" L ჯგუფში "ზენიტთან", "სოსიედადთან" და "რუსენბორგთან" მოხვდა. ჯიღაურმა კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა. „ძალიან ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა. მაგრამ ისეთი თამაშები მოვიგეთ, მთელ გუნდს და პირადად მეც საკუთარი ძალების დიდი რწმენა გაგვიჩნდა. ჩვენთვის ახლა შეუძლებელია არაფერია“, - თქვა ჯიღაურმა.
წაკითხვა
პოლ პოგბა ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 17:06:00
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონიისას, დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშე 2016-2017 წლების სეზონში. ლაურეატი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა. მისი კონკურენტები იყვნენ თანაგუნდელები ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი და ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. შარშან, ევროპის ლიგის ფინალში პოგბამ გამარჯვების გოლი გაიტანა „აიაქსის“ კარში. 24 წლის ფორვარდმა ტურნირზე 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
წაკითხვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პარიზში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მოსაპოვებლად იბრძოლებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 16:58:00
ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ( 61 კგ), საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.ქართველმა ფალავანმა,1/4 ფინალში სენსაციური მარცხი რუს ხაჯიმურად რაშიდოვთან განიცადა, რომელიც ფინალში გავიდა. შესაბამსიად, ხინჩეგაშვილი დამამშვიდებელ წრეში გადავიდა, სადაც მოგების შემთხვევაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
წაკითხვა
ევროპის ლიგაზე ჯგუფები დაკომპლექტდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 16:51:00
უეფას შტაბბინაში ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:A ჯგუფი: ვილიარეალი, მაკაბი, ასტანა, სლავია. B ჯგუფი: დინამო (კ), იანგ ბოიზი, პარტიზანი, შკენდერბეუ. C ჯგუფი: ბრაგა, ლუდოგორეცი, ჰოფენჰაიმი, ბაშაქშეჰირი. D ჯგუფი: მილანი, აუსტრია, რიეკა, აეკ. E ჯგუფი: ლიონი, ევერტონი, ატალანტა, აპოლონი. F ჯგუფი: კოპენჰაგენი, ლოკომოტივი, შერიფი, ჟლინი. G ჯგუფი: პლზენი, სტიაუა, ჰაპოელი, ლუგანო. H ჯგუფი: არსენალი, ბატე, კიოლნი, ცრვენა ზვეზდა. I ჯგუფი: ზალცბურგი, მარსელი, ვიტორია, ქონიასფორი. J ჯგუფი: ბილბაო, ჰერტა, ზარია, ესტერსუნდი. K ჯგუფი: ლაციო, ნიცა, ვარეგემი, ვიტესი. L ჯგუფი: ზენიტი, სოსიედადი, რუსენბორგი, ვარდარი.
წაკითხვა
„ეს ქვეყანა ჩვენია“ - ქუთაისის „ტორპედო“ ბორჯომის მხარდასაჭერად აქციას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 16:24:00
ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით, საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ 1000 ნერგს შეიძენს, ხოლო გუნდის ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა ბორჯომში ხეების დარგვაში მიიღებენ მონაწილეობას.ამ ნაბიჯით, საქართველსო ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ ბორჯომის მხარდასაჭერად აქციას იწყებს - "ეს ქვეყანა ჩვენია".შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეს მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე "დინამო-არენაზე" გაიმართება.
წაკითხვა
გელა სანაიამ ფოთის „კოლხეთი“ დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 15:34:00
ფოთის „კოლხეთი “ მთავარმა მწვრთნელმა, გელა სანაიამ დატოვა. ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს. მათი განცხადებით სანაია გუნდიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წავიდა.„არანაირი კონფლიქტი და უსიამოვნება არ მომსვლია. უბრალოდ, სამი წელია გუნდში ვმუშაობ, ორჯერ გუნდი ლიგაში დავტოვეთ, გარდამავალ ჩემპიონატში ევროსაგზურის პლეი-აუტშიც გავედით. მაგრამ გამოსწორებისკენ საქმე ვერა და ვერ წავიდა და ვერც გაძლიერება მოხერხდა. არსებულ ვითარებაში წინსვლაზე ფიქრი ძნელი იყო. ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანია, მაგრამ გუნდს არც სტადიონი გააჩნია, არც ბაზა და საშინაო შეხვედრების ჩასატარებლად ქალაქიდან ქალაქში დადის. მიხედონ ამ გუნდს – პირველი ქართული გუნდი ასეთ დღეში არ უნდა იყოს“, – ამბობს სანაია „მოამბესთან“.ეროვნული საფეხბურთო ლიგის 24-ე ტურში ფოთის „კოლხეთი“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს შეხვდება. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი კოლხები კვირას, 28 აგვისტოს გორში „დილას“ ესტუმრებიან.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 21:00:00
დღეს ნიონში, UEFA-ს შტაბ-ბინაში 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა კლუბები შემდეგნაირად გადანაწილდნენA ჯგუფი: „ბენფიკა“, ლისაბონი / „მანჩესტერ იუნაიტედი“ / „ბაზელი“ / „ცსკა“, მოსკოვიB ჯგუფი: „ბაიერნი“, მიუნხენი / „პსჟ“ / „ანდერლეხტი“, ბრიუსელი /  „სელტიკი“, გლაზგოC ჯგუფი: „ჩელსი“, ლონდონი / „ატლეტიკო“, მადრიდი / „რომა“ / „ყარაბაღი“D ჯგუფი: „იუვენტუსი“, ტურინი / „ბარსელონა“ / „ოლიმპიაკოსი“, პირეოსი / „სპორტინგი“, ლისაბონიE ჯგუფი: „სპარტაკი“, მოსკოვი / „სევილია / „ლივერპული“ / „მარიბორი“F ჯგუფი: „შახტარი“, დონეცკი / „მანჩესტერ სიტი“ / „ნაპოლი“ / „ფეიენოორდი“, როტერდამიG ჯგუფი: „მონაკო“ / „პორტო“ / „ბეშიქთაში“, სტამბოლი / „ლეიპციგი“H ჯგუფი: „რეალი“, მადრიდი / „ბორუსია“, დორტმუნდი / „ტოტენჰემ ჰოთსპური“, / ლონდონი „აპოელი“ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 12 სექტემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება, მატჩების ნახვა პირველ და მეორე არხებზე
წაკითხვა
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არველაძეების ფონდს პროექტის განხორციელებაში დაეხმარება
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 17:21:00
ფონდ არველაძეს ახალი მხარდამჭერი ჰყავს. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო და არველაძეების ფონდებს შორის ურთიერთთანამშრომლობა პროექტ საფეხბურთო თერაპიის ფარგლებში შედგა.ფონდი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სარეზერვო ფონდს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. 24 აგვისტოს, ძმები არველაძეების ფონდი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან ერთად პირველ ღონისძიებას ატარებს.საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, საფეხბურთო ტურნირი იმართება. ტურნირში საფეხბურთო თერაპიის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული 14 გუნდი და 300-მდე მოზარდი მონაწილეობს.
წაკითხვა
Le Parisien – „მონაკო“ „პსჟ“-ში მბაპეს ტრანსფერს დათანხმდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 16:19:00
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien წერს, რომ ფორვარდ კილიან მბაპეს გადასვლა "პარი სენ-ჟერმენში" თითქმის გადაწყვეტილი საკითხია. სულ მალე, "მონაკოს" 18 წლის ფეხბურთელი მეორე ყველაზე ძვირფასი მოთამაშე გახდება ისტორიაში.რამდენიმე თვიანი უარყოფის შემდეგ, "მონაკო" დათანხმდა მბაპეს სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს მიღებას, რასაც დაემატება პსჟ-ის ორი ფეხბურთელი - ნახევარმცველი ლუკაშ მოურა და ფორვარდი გონსალო გუედეში, რომლის ხილვაც ძალიან სურს თავის გუნდში მონაკოელთა დამრიგებელს ლეონარდუ ჟარდიმს. მბაპე კი პსჟ-სთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
წაკითხვა
Marca – „დორტმუნდმა“ დემბელეს გასაყიდი ფასი 140 მილიონამდე დაწია
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 15:36:00
დორტმუნდის „ბორუსია“ დათმობებზე წავიდა და დაუკლო იმ თანხის ოდენობას, რომელსაც ფრანგ ფორვარდ უსმან დემბელეში ითხოვს. კერძოდ, გერმანულმა კლუბმა 150-დან 140 მილიონამდე ჩამოიყვანა 18 წლის ფეხბურთელის ფასი და ახლა, „ბარსელონას“ პასუხს დაელოდება. ინფორმაციას  Marca ავრცელებს. კატალონურ გრანდს 27 აგვისტომდე აქვს დრო მოსაფიქრებლად. ამ ვადის შემდეგ, ყველანაირი მოლაპარაკება შეწყდება, რადგან „დორტმუნდს“ დრო აღარ დარჩება დემბელეს შემცვლელის მოსაძებნად.შეგახსენებთ, რომ აქამდე, „დორტმუნდმა“ „ბარსელონას“ რამდენიმე წინადადება უარყო. თავად დემბელემ უარი თქვა გერმანულ კლუბში თამაშზე და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ტრანსფერის დასრულებას ელოდება.
წაკითხვა
The Sun - მესის მამა „მანჩესტერ სიტისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 15:13:00
სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს ინგლისური გაზეთი The Sun. „ბარსელონას“ ფორვარდის, ლიონელ მესის მამა ინგლისში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა „მანჩესტერ სიტის“ სპორტულ დირექტორთან, ჩიკი ბეგირისტაინთან. როგორც გაზეთი წერს, მან განიხილა ინგლისურ კლუბში არგენტინელის შესაძლო ტრანსფერი.ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მზად არის გადაიხადოს 300 მილიონი ევრო 30 წლის ფორვარდში. მესის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2018 წლის ბოლომდეა ძალაში და არგენტინელი ჯერ არ ჩქარობს ხელშეკრულების გაგრძელებას.
წაკითხვა
„აკროპოლისის“ თასზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს სერბეთს შეხვდება, რეპორტაჟი მეორე არხზე გადაიცემა
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 14:01:00
დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები „აკროპოლისის“ თასზე მეორე შეხვედრას სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 19:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე შემოგთავაზებთ.გუშინ, ტურნირის პირველ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის მასპინძელი საბერძნეთის ნაკრები ძალიან დაძაბულ მატჩში 72:71 დაამარცხა.
წაკითხვა
„ბილდი“ - რომან აბრამოვიჩმა ანტონიო კონტეს შემცვლელი მოუძებნა
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 11:27:00
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ შესაძლოა სულ მალე დატოვოს თანამდებობა, - წერს გერმანული ტაბლოიდი „ბილდი“. ვარაუდობენ, რომ იტალიელ სპეციალისტს შეცვლის თომას ტუხელი, რომელიც შარშან, დორტმუნდის „ბორუსიას“ ავარჯიშებდა. გამოცემის ინფორმაციით, ამგვარი გადაწყვეტილება ლონდონელთა მფლობელს რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის.აღნიშნავენ, რომ ტუხელის გარდა, განიხილებოდა „ბარსელონას“ ყოფილი დამრიგებლის ლუის ენრიკეს კანდიდატურაც, მაგრამ არჩევანი გერმანელ სპეციალისტზე გაკეთდა, რადგან ის უკეთ ფლობს ინგლისურ ენას.შეგახსენებთ, რომ კონტემ „ჩელსი“ 2016 წელს ჩაიბარა. გასულ სეზონში, 48 წლის მწვრთნელმა ლონდონური კლუბის ჩემპიონობამდე მიიყვანა. მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.იტალიელი სპეციალისტის სავარაუდო წასვლის მიზეზებზე არაფერია ცნობილი.
წაკითხვა
„ყარაბაღი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშია – ბაქოში ისტორიულ შედეგს ზეიმობენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 01:51:00
აზერბაიჯანის გუნდი „ყარაბაღი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. აგდამელებმა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენთან“ 1:0 მოიგეს. დღეს განმეორებითი შეხვედრა 1:2 წააგეს, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (გასვლაზე გატანილი მეტი ბურთის ხარჯზე), წყვილში გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველად მოხვედრა იზეიმეს. ეს აზერბაიჯანისთვის ისტორიული შედეგია, რადგან აქამდე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამ ქვეყნის გუნდს არ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ „ყარაბაღმა“ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი „სამტრედია“ დაამარცხა (5:1, 1:0). „ყარაბაღის“ წარმატებამ აზერბაიჯანში ისეთი სიხარული გამოიწვია, ხალხი ბაქოს ქუჩებში გამოვიდა და „ყარაბაღის“ წარმატებას ამ დრომდე აღნიშნავს. 
წაკითხვა
საქართველომ „აკროპოლისის თასი“ გამარჯვებით დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 00:12:00
საბერძნეთში, „აკროპოლისის თასის“ პირველ შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საბერძნეთი 72:71 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ტაიმი ბერძნებმა 37:33 მოიგეს.მეორე ნახევარში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. განსაკუთრებით დაძაბული იყო მატჩის ბოლო წუთები. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, საბერძნეთი ორი ქულით იყო წინ, თუმცა მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 18 წამით ადრე, გიორგი ცინცაძემ სამქულიანი სროლით საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. საბერძნეთს ერთი შეტევის დრო ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ბოლო სროლა პრინტეზისმა გააფუჭა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 29 წუთი ითამაშა და 23 ქულასა და რვა მოხსნას მოუყარა თავი. კარგად ითამაშა გიორგი ცინცაძემაც, მის ანგარიშზე 13 ქულა, ხუთი შედეგიანი გადაცემა და ორი ჩაჭრა იყო.თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი გააკეთა - 14 ქულა და 11 მოხსნა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 19:45 საათზე დაიწყება. საზოგადოებრივი მაუწყებელი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
აკროპოლისის თასი - პირველი ტაიმის შემდეგ, საბერძნეთი საქართველოს 37:33 ამარცხებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 23:09:00
აკროპოლისის თასზე საქართველოსა და საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. პირველი ტაიმის შემდეგ, საბერძნეთი საქართველოს 37:33 ამარცხებს. მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და მათ ათქულიანი უპირატესობით 18-10 იმარჯვეს. ქართველმა კალათბურთელებმა თამაში მეორე მეოთხედში საგრძნობლად გამოასწორეს. გამორჩეული იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც თხუთმეტი ქულა გააკეთა. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 25:19 მოიგო. დღეს მიმდინარე ტურნირზე ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელშიც სერბეთმა იტალია 73:65 დაამარცხა.
წაკითხვა
უეინ რუნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 18:56:00
„ევერტონის“ ფორვარდი უეინ რუნი ინგლისის ნაკრებში აღარ ითამაშებს.ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა (53 გოლი) და მეორე მოთამაშემ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (119)^ ოფიციალურად გამოაცხადა საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ."სასიამოვნო იყო, როცა ამ კვირას ნაკრების დამრიგებელმა გარეტ საუტგეიტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ხილვა სურდა ნაკრებში. ძალიან ვაფასებ ამას. დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე და ვუთხარი გარეტს, რომ ინგლისის ნაკრებში კარიერის დასრულება მინდა. ასე იქნება უკეთესი ყველასთვის. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. განვიხილავდი მას ოჯახთან, "ევერტონის" მწვრთნელთან და ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად. ნაკრებში გამოსვლა ჩემთვის განსაკუთრებული იყო, მაგრამ, ახლა, დრო გავიდა", - წერია რუნის განცხადებაში.
წაკითხვა
#გაავსესტადიონი #ბორჯომისთვის - საქართველო-ირლანდიის საფეხბურთო მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 16:35:00
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ფედერაცია გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრებისკენ მოუწოდებს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ფედერაციის განცხადებას სპეციალური ჰეშტეგებიც ახლავს: #გაავსესტადიონი #ბორჯომისთვის
წაკითხვა
„ევრობასკეტზე“ ლიტვის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 13:16:00
ლიტვის ერონული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დაინიუს ადომაიტისმა, მოახლოვებული ევროპის საკალათბურთი ჩემპიონატის წინ, 12 კაციანი საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ბალტიისპირელთა ნაკრები ასე გამოიყურება: მანტას კალნიეტისი (მილანი) ლუკას ლეკავიჩუსი (პანათინაიკოსი) მარტინას გეჩევიჩუსი (სარაგოსა) მარიუს გრიგონისი (ალბა) ედგარას ულანოვასი, არტურას მილაკნისი (ორივე ჟალგირისი) მინდაუგას კუზმინსკასი (ნიუ იორკ ნიქსი) იონას მაჩიულისი (რეალი) არტურას გუდაიტისი, ეიმანტას ბენდჟიუსი (ორისვე ლიეტუვოს რიტასი) დონატას მოტეიუნასი (შანდუნი) იონას ვალანჩუნასი (ტორონტო რეპტორზი) შეგახსენებთ, რომ ლიტვის ნაკრები, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა. სწორედ ლიტველების წინააღმდეგ ითამაშებს, ილიას ზუროსის გუნდი, 31 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას.
წაკითხვა