საზოგადოებრივი
104.5 FM
„ლეიკერსის“ მესამე გამარჯვება რეგულარულში
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:53:00
დღის უკანასკნელი შეხვედრა ლოს-ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ლეიკერსმა" „დეტროიტი" მიიღო. მასპინძლებმა „პისტონს" საბოლოოდ ოთხივე პერიოდი მოუგეს და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს. ლოს-ანჯელესურ კლუბში 10 ქულა მეტი ერთდროულად შვიდმა კალათბურთელმა დააგროვა. ყველაზე მეტი 17 ქულა ჯულიუს რენდლის ანგარიშზეა. ლონსო ბოლმა და კენტავიუს კალდველ-პოპმა 13-13 ქულის ჩაგდება შეძლეს. „დეტროიტის" რიგებში საუკეთესოები 18-18 ქულით ტობაიას ჰარისი და რეჯი ჯექსონი გამოდგნენ. საბოლოოდ მატჩი „ლეიკერსის" გამარჯვებით 113-93 დასრულდა.
წაკითხვა
აუტსაიდერების დაპირისპირება "ფინიქსის" გამარჯვებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:49:00
ბრუკლინის "ბარკლაის ცენტრში" ადგილობრივმა "ნეთსმა" "ფინიქს სანს" უმასპინძლა და მეტოქესთან 8 ქულის სხვაობით 122-114 დამარცხდა. სტუმართა გამარჯვებაში უდიდესი როლი დევინ ბუკერმა ითამაშა, რომელმაც 32 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი ჩაიწერა პირად აქტივში. მაიკ ჯეიმსმა 24 ქულა დაააგროვა. თიჯეი ვარენმა 20 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბრუკლინელთა რიგებში 33 ქულით საუკეთესო დეანჯელო რასელი გამოდგა. რონდაე ჰოლის-ჯეფერსონის ანგარიშზე 21 ქულაა. "ნეთსი" 3 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება. "ფინიქსი" კი 3 მოგებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ასევე  მე-12 ადგილს იკავებს.
წაკითხვა
"ინდიანამ" "საკრამენტოს" შანსი არ დაუტოვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:35:00
"პეისერსის" დამაჯერებელი გამარჯვება ინდიანაპოლისში. "ინდიანა" საკუთარ არენაზე "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად 101-83 დაამარცხა. მასპინძელთა შორის 10 ქულაზე მეტი ერთდროულად ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა. დომანტას საბონისმა 12 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბოიან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 17 ქულაა. ტადეუშ იანგმა 15, ვიქტორ ოლადიპომ კი 14 ქულა შესძინეს საკუთარ გუნდს. სტუმართა შორის ყველაზე მეტი 18 ქულა დეაარონ ფოქსმა დააგროვა. მომდევნო მატჩი "პეისერსს" 2 ნოემბერს სტუმრად ვიცე-ჩემპიონ "კლივლენდთან" ელის. "საკრამენტო" კი იმავე დღეს ბოსტონში "სელტიკსის" წინააღმდეგ ითამაშებს.
წაკითხვა
„ოკლაჰომას“ დამაჯერებელი გამარჯვება სტუმრად მილუოკიში [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:21:00
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ოთხი შეხვედრა გაიმართა. „ოკლაჰომა სიტი სანდერი“ სტუმრად „მილუოკის“ დაუპირისპირდა და იოლი გამარჯვება მოიპოვა. ბილი დონოვანის გუნდმა „ბაგსს“ 19 ქულის სხვაობით, 110-91 სძლია. „ოკლაჰომას“ რიგებში მორიგ სამმაგ დუბლამდე ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა რასელ უესტბრუკს, რომლის ანგარიშზე 12 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასია. კარმელო ენტონიმ და პოლ ჯორჯმა ჯამში 37 ქულა დააგროვეს. ჯორჯმა 20 ქულა, „მელომ“ კი 17 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. ჯეისონ კიდის გუნდში ყველაზე შედეგიანი, 28 ქულით, გიანის ანტეტოკუნმპო იყო. „სანდერი“ მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს საკუთარ არენაზე „ბოსტონთან“ გამართავს, „მილუოკი“ კი 2 ნოემბერს გასვლაზე „შარლოტს“ შეხვდება.
წაკითხვა
კოპა ლიბერტადორესის პირველი ფინალისტი არგენტინული „ლანუსი“ გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 07:56:00
სამხრეთ ამერიკაში რანგით პირველი საკლუბო ტურნირის - კოპა ლიბერტადორესის პირველი ფინალისტი არგენტინის "ლანუსი" გახდა.ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი მან 4:2 მოუგო საკუთარ მოედანზე ასევე არგენტინულ "რივერ პლეიტს". პირველი ტაიმის შუაში მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ და საერთო გამარჯვებისთვის ოთხი გოლის გატანა სჭირდებოდათ, რადგან პირველი შეხვედრა "რივერს" 1:0 ჰქონდა მოგებული."ლანუსი" გაუმკლავდა ამ ამოცანას. 45-ე და 46-ე წუთებზე დუბლი შეასრულა ხოსე სანდმა, რის შემდეგაც, 62-ე და 69-ე წუთებზე თითო გოლი გაიტანეს ლაუტარო აკოსტამ და ალეხანდრო სილვამ.ფინალში "ლანუსის" მეტოქე გაირკვევა "გრემიოსა" (ბრაზილია) და "ბარსელონას" (ეკვადორი) წყვილში. პირველი შეხვედრა ბრაზილიურ კლუბს 3:0 აქვს მოგებული.
წაკითხვა
სერბეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ვაისი ბალკანელებთან არ იმუშავებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 02:33:00
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, შესაძლოა, ​სერბეთის ეროვნული გუნდი ჩაიბაროს.ორი დღის წინ, სერბებმა მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ სლავოლუბ მუსლინი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდმა 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.საქართველოს ნაკრების სლოვაკი მთავარი მწვრთნელი სერბეთის ნაკრებში ვერ იმუშავებს, თუმცა არა იმიტომ, რომ შესარჩევ ჯგუფში მუსლინის სერბეთმა საქართველო ორჯერ დაამარცხა. საქმე ისაა, რომ გუშინ სერბეთის ნაკრები მლადენ კრსტაიჩს ჩააბარეს - ლევან კობიაშვილის ყოფილ თანაგუნდელს, რომელიც სერბეთის ნაკრების, “ვერდერის” და “შალკეს” ყოფილი მცველი გახლდათ. კრსტაიჩს სამწვრთნელო კარიერაც წარმატებული აქვს - ის ბოლოს ბელგრადის "პარტიზანს" ავარჯიშებდა.სლოვაკი სპეციალისტისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთობა კი დღემდე გასარკვევია - ვაისს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება და ჯერ ხელშეკრულება არ გახანგრძლივებულა.
წაკითხვა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გრიგალავა დაუბრუნდა – ნიღბით თამაში ხელს მიშლის
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 01:14:00
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადება. “ჯვაროსნები” 10 ნოემბერს გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” კვიპროსს შეხვდებიან, ხოლო 13 ნოემბერს, 18:00 საათზე – ქუთაისის “რამაზ შენგელიაზე” - ბელარუსს.ამ მატჩებისთვის ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის პრემიერლიგის ტულის “არსენალის” მცველი გია გრიგალავაც მოხვდა. მან პირველ არხთან კომენტარი ეროვნულ გუნდში დაბრუნებაზე გააკეთა.„ბოლო ერთი წელია, ნაკრებში აღარ მითამაშია, რადგან ტრავმები მაწუხებდა. გეცოდინებათ, რომ წლეულსაც მაგრად გადავრჩი. ყაზანში, “რუბინთან” შეხვედრისას, მასპინძელთა თავდამსხმელთან შეჯახების შემდეგ, სახის ძვალი ოთხ ადგილზე გამიტყდა და მოედანს ახლახან დავუბრუნდი. ახლა არც ტკივილები მაქვს და არც შიშით ვთამაშობ. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სახის ნიღბით თამაში მოუხერხებელია და ხედვაში ხელს მიშლის” - ამბობს გრიგალავა.28 წლის მცველი საქართველოს ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს: მაშინ ის რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ, მაგრამ ქართული პასპორტი დაიბრუნა და სამშობლოს სახელით თამაში ისურვა. მას შემდეგ ნაკრებში გრიგალავამ 23 შეხვედრა ჩაატარა.
წაკითხვა
ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა წაუგებელი სერია შეწყვიტა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 00:26:00
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მეოთხე ტურში რუსეთის გუნდთან 1,5:2,5 დამარცხდა. პირველ დაფებზე ნანა ძაგნიძემ ყაიმით ითამაშა, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა პარტიები წააგეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა შეხვედრა მოიგო. საქართველოს ქალთა ნაკრები სატურნირო ცხრილში ექვსი ქულით მეოთხე ადგილზეა. მე-5 ტურში გოგონები სომხეთის ნაკრების წევრებს შეხვდებიან, რომლებიც ასევე ექვსი ქულით ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან.ვაჟთა ნაკრებმა კი მეოთხე ტურში რუმინეთის გუნდთან 2:2 ითამაშა. ბაადურ ჯობავა დამარცხდა, მიხეილ მჭედლიშვილმა მოიგო, ხოლო მიხეილ ჯოჯუამ და ლუკა პაიჭაძემ მეტოქეებთან ქულა გაიყვეს. ვაჟთა გუნდი ისრაელის ნაკრების მეტოქეა და ორივე გუნდს 5-5 ქულა აქვს.ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე დღეს მეხუთე ტურის პარტიები ჩატარდება.
წაკითხვა
სუპერლიგის გათამაშების მორიგი ტური ქუთაისში დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 00:08:00
კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების მორიგი ტურის მატჩი "ქუთაისმა" საკუთარ მოედანზე „რუსთავის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულით შედეგით 90:88 მოუგო.ქუთაისელთაგან 25 ქულით საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურმა დააფიქსირა. „რუსთავის" შემადგენლობაში საუკეთესო ტაირელ ნელსონი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა.სუპერლიგის გათამაშების მორიგი მატჩები 1-ელ ნოემბერს - ბათუმსა და თბილისში გაიმართება: „ბათუმი“ – „სოხუმს“ უმასპინძლებს, ხოლო „დელტა“ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 21 საათსა და 30 წუთიდან „მგზავრების“ მეტოქე იქნება.
წაკითხვა
ჭაბუკ ხელბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე აღმოსავლეთ საქართველოს კლუბებმა დაასრულეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 23:51:00
ჭაბუკ ხელბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე აღმოსავლეთ საქართველოს კლუბებმა დაასრულეს. სპორტკომპლექს "არენაში" ექვსივე თამაში მოიგო თბილისის "პეგასმა", მეორე ადგილზეა "ყვარელი", მესამეზე კი თბილისის "ქარიშხალა".დასავლეთ საქართველოს გუნდებს შორის ,ქვეყნის ჩემპიონატის მატჩები სამტრედიასა და წყალტუბოში გაიმართა. პირველი წრის შემდეგ ლიგას 11-11 ქულით "სამტრედია" და ბათუმის "შავი ზღვის ბიჭები" ლიდერობენ. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შვიდეულები მეორე წრის თამაშებსაც ცალკ-ცალკე ჩაატარებენ, საუკეთესოები კი საქართველოს 2018 წლის ჩემპიონს ფინალურ ეტაპზე გამოავლენენ.
წაკითხვა
საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში პირველად, 1/2 ფინალში მესამე ლიგის გუნდი თამაშობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 23:47:00
პირველ ნოემბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში პირველად, 1/2 ფინალში მესამე ლიგის გუნდი თამაშობს. ხონის „იმერეთი“ მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საჩხერის, „ჩიხურას“ დაუპირისპირდება. ხონელები თასზე მეორე შესარჩევი ეტაპიდან ასპარეზობენ და ნახევარფინალში მოსახვედრად ექვსი ეტაპი გადალახეს. „იმერეთი“, კლუბის არსებობის ისტორიაში, 1/2 ფინალურ ეტაპზე პირველად იასპარეზებს. საჩხერის „ჩიხურა“ ბოლო წლებში ორჯერ იყო თასის ფინალში, მაგრამ ორჯერვე თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდა. ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. ქართულ დერბიში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. „ტორპედო“ და „დინამო“ თასის გათამაშებაში ერთმანეთს გასულ სეზონშიც შეხვდნენ. მაშინდელი მატჩიც 1/2 ფინალური ეტაპის იყო და ქუთაისელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
წაკითხვა
ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი 18 მილიონ დოლარს მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 23:35:00
ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩასატარებლად 18 მილიონ დოლარს მიიღებს. „პიონჩანგ-2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტსა და და ბანკების ასოციაციას შორის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა.„შემოწირულობა დიდად დაგვეხმარება პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებაში"- განაცხადა „პიონჩანგ-2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ლი-ჰი ბიმმა და დასძინა, რომ ზამთრის თამაშები იქნება მშვიდობისა და სოლიდარობის დიდი ფესტივალი.ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სამხრეთ კორეის მსხვილი ბანკების წარმომადგენლებმა ოლიმპიური სტადიონი მოინახულეს სადაც თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონია გაიმართება, ასევე დაათვალიერეს სხვა სპორტული ობიექტები. „პიონჩანგ-2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტს სპონსორებისა და პარტნიორი კომპანიების გარდა, სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ქვეყნის მთავრობა გაუწევს.
წაკითხვა
დიდიე დეშამი საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 2020 წლის ივლისამდე უხელმძღვანელებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 23:22:00
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდიე დეშამი საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრებს 2020 წლის ივლისამდე უხელმძღვანელებს.დეშამმა გუნდი 2012 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ საფრანგეთის გუნდმა 69 ჩატარებული მატჩიდან 43 შეხვედრა წარმატებით, 12 ფრედ, ხოლო 14 მარცხით დაასრულა. დეშამის ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:28:00
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია მიმიდნარეობს. „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ. „ქართული მარშის“ ლიდერები ფედერაციას გურამ კაშიას მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ. ასევე, კობიაშვილს მათ წინააღმდეგ მუქარის შემცველი შინაარსის განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ „ქართული მარშის“ პროტესტის მიზეზი საქართველოს ნაკრების წევრის, გურამ კაშიას მიერ ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ასპარეზობა გახდა.  
წაკითხვა
ბრიტანელმა მოკრივემ მაიკ ტაისონის რეკორდი მოხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:24:00
გასულ უქმეებზე ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ, ენტონი ჯოშუამ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა კამერნული კარლოს ტაკამი, რითაც რეკორდი დაამყარა კარიერის სტარტზე ვადაზე ადრე მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა.28 წლის ბრიტანელის ანგარიშზეა პროფესიულ რინგზე ოციდან ოცი მოგება, თან ყველა ნოკაუტით. ასე რომ, ჯოშუამ გააუმჯობესა ლეგენდარული ამერიკელი მძიმეწონოსნის მაიკ ტაისონის რეკორდი, რომელმაც კარიერა ზედიზედ 19 ნოკაუტით დაიწყო. 
წაკითხვა
„მერსედესი“ ლუის ჰემილტონს კიდევ სამი წლით იტოვებს და 120 მილიონს სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:15:00
„მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი ახალ კონტრაქტს გააფორმებს გერმანულ საჯინიბოსთან, რომელთან ერთადაც სამი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა - წერს გაზეთი Evening Standard.„მერსედესი“ მზად არის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს შესთავაზოს სამწლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბრიტანელი წელიწადში 40 მილიონ ფუნტს მიიღებს. ჰემილტონის ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდეა ძალაში და წლიური ხელფასი 33 მილიონს უდრის.გასულ უქმეებზე ლუის ჰემილტონმა ვადაზე ადრე მოიპოვა რიგით მეოთხე ჩემპიონობა.
წაკითხვა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა პარასპორტსმენებს უმასპინძლა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:11:00
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა დღეს იმ პარასპორტსმენებს უმასპინძლა, რომლებმაც 1-10 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ რივაში ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ნაკრების ერთ-ერთი მხარდამჭერი სწორედ ვეტერანების საქმეთა სამსახური იყო. მისი ხელმძთვანელი პარასტპორტსმენებს მხარდაჭერას მომავალშიც დაპირდა.
წაკითხვა
ვლადიმირ ვაისმა 10 და 13 ნოემბრის ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:46:00
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 10 და 13 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც უახლოესი ორი მატჩისთვის მოემზადება. საქართველოს ნაკრები 10 ნოემბერს, 17:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კვიპროსს შეხვდება. 13 ნოემბერს, 18:00 საათზე კი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი),ამ დროისთვის კიდევ რვა ფეხბურთელს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი,რუსეთი), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), მათე ვაწაძე (სილკებორგი, დანია).ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
„საბურთალო-2“ ბელგრადში ლიდერის გარეშე გაემგზავრა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:02:00
„საბურთალო-2“ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამთენიისას გაემგზავრა, სადაც პირველ ნოემბერს უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მეორე წრის მატჩში სერბეთის „ბროდარაცს“ დაუპირისპირდება.თბილისური გუნდი დღესვე „ბროდარაცის" სტადიონზე ხანმოკლე ვარჯიშს ჩაატარებს. თურქეთის „ბურსასფორის" შეხვედრებისგან განსხვავებით, გუნდში რამდენიმე იძულებითი ცვლილება მოხდა. ტრავმების გამო, თბილისელებს ვერ დაეხმარებიან ბექა ბუიღლიშვილი, ზურაბ მათოზაშვილი და გუნდის ლიდერი, ლუკა ლაკვეხელიანი.„საბურთალო-2“-ის 18-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: გოგა ნასყიდაშვილი, თორნიკე მეგრელიშვილი, სანდრო ჭანტურიშვილი, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი ივანიაძე, ირაკლი ჯავახიშვილი, გიორგი ჯინჯოლავა, ცოტნე კაპანაძე, ბექა ხარაიშვილი, თომა ხუბაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ნიკოლოზ მალი, ბექა ნიკოლაშვილი, შოთიკო ნონიკაშვილი, ანდრია ფურცელაძე, იური ტაბატაძე, ნიკა ტოკლიკიშვილი.მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
საბა კვირკველიას სიმბოლური ჰეთ-თრიქი - ქართველი სამმა გამოცემამ აღიარა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 14:51:00
რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" სანკტ-პეტერბურგში "ზენიტს" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. რუსული რკინიგზის გუნდმა 32 ქულა დააგროვა, პეტერბურგელებს გაუთანაბრდა, მაგრამ უშუალო შეხვედრების წყალობით ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა „ლოკომოტივში“ შეუცვლელად ითამაშა და სპეციალისტების აზრით, სტუმართა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. ის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად სამმა რუსულმა გამოცემამ დაასახელა - „ჩემპიონატმა“ (სადაც სიმბოლურ ნაკრებს ვალერი გაზაევი ადგენს), „ფუტბოლ კულიჩკიმ“ და პოპულარულმა „სპორტ-ეკსპრესმა“. ამ უკანასკნელმა საქართველოს ნაკრების მცველი სიმბოლურ ნაკრებში წლეულს მეექვსედ დაასახელა, ხოლო გაზაევმა მეხუთედ. 
წაკითხვა