საზოგადოებრივი
104.5 FM
სერხიო აგუერო ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო არაევროპელი ბომბარდირი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 18:26:00
"მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" მე-4 ტურის შეხვედრაში (5:0) ანგარიში გახსნა "სიტის" არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ. ეს მისთვის იყო პრემიერლიგის 185-ე მატჩში 124-ე გოლი. და ამით, აგუერო გახდა ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არაევროპელ მოთამაშეებს შორის.არგენტინელმა გაუსწრო ტრინიდადელ დუაიტ იორკს, რომელიც "ასტონ ვილაში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "ბლექბერნში", "ბირმინგემსა" და "სანდერლენდში" თამაშობდა. იორკს 375 მატჩში 123 გოლი ჰქონდა.აგუერო "მანჩესტერ სიტიში" 2011 წლიდან გამოდის.
წაკითხვა
გერმანიის ნაკრები „ევრობასკეტის“ მეოთხედფინალშია
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 18:21:00
სტამბოლში მიმდინარე „ევრობასკეტის“ პლეი ოფში, რამდენიმე წუთის წინ, მეორე მერვედფინალური მატჩი დასრულდა. „სინენ ერდენ“ არენაზე ერთმანეთს საფრანგეთი და გერმანია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ფრანგებმა, პირველი ტაიმი 6 ქულის სხვაობით მოიგეს. თამაშის მეორე ნახევარში, გერმანიის ნაკრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. კრის ფლემინგის გუნდს, დანიელ ტაისმა და დენის შრიოდერმა ულიდერეს, რომლებმაც შესაბამისად, 22 და 21 ქულა გააკეთეს. შეხვედრის დასრულებამდე, დაახლოებით 2 წუთით ადრე, გერმანია 9 ქულის სხვაობით დაწინაურდა. ფრანგებმა, ბოლო წამებზე თამაშს დაძაბულობა მაინც შესძინეს და ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, თუმცა ნანდო დე კოლოს უკანასკნელ წამზე ნატყორცნი ბურთი, მიზანს ასცდა და გერამანიის ეროვნულმა გუნდმა, 84-81 გაიმარჯვა. გერმანიის მეტოქე მეოთხედფინალში, ესპანეთი-თურქეთის წყვილში გამარჯვებული იქნება.
წაკითხვა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებში თამაშის გამო ფუმასას კლუბიდან უშვებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 17:14:00
რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის მატჩებში საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობაში ორი ბრაზილიელი ითამაშებს - რონინიო და ფუმასა.ბრაზილიელი 2008-2009 წლებში "იბერია სტარში" თამაშობდა, მერე კი ფუმასა (როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი) ფუტსალის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბში, ალმატის "ყაირათში" 2014 წელს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი გახდა - თბილისში სპორტის სასახლეში გამართულ ოთხთა ფინალში გატანილი 4 ბურთიდან 3 გადამწყვეტ მატჩში "ბარსელონას" (ყაზახებმა 5:4 მოიგეს) გაუტანა და ტურნირის გმირი გახდა.მას შემდეგ ფუმასა უნგრულ "დიორ ეტოში", ლატვიურ "ნიკასასა" და ირანის ჩემპიონატის ლიდერ გუნდში თამაშობდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ცნობილი თავდამსხმელი ახლახანს მიიწვია, რადგან საკადრო პრობლემები შეექმნა.ფუმასას ქართული პასპორტი "იბერია სტარში" გამოსვლის პერიოდში ჰქონდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი ფეხბურთის ფედერაციის თხოვნა გაითვალისწინა და ბრაზილიელს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინა.დღეს, გვიან ღამით, საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუმინეთში გაემგზავრება. გუნდს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გაუჩნდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი, რომელიც 2018 წელს სლოვენიაში გაიმართება.ფუმასამ პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში გამოძახების გამო კლუბში პრობლემები შეექმნა."როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაში შემომთავაზეს, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. წინააღმდეგობა ირანულ კლუბში მქონდა, სადაც ახლა გამოვდივარ - მითხრეს, თუ წახვალ, კონტრაქტს გავაუქმდებთო. მაგრამ მე ეს ნაკლებად მადარდებს, გააუქმონ. აქ ჩემი მეგობარი რონინიო თამაშობს და „იბერია სტარში“ გამოსვლიდან ქართველ ბიჭებთანაც კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. საერთოდ, საქართველოში თავს კარგად ვგრძნობ და მინდა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დავეხმარო", - ამბობს ფუმასა.
წაკითხვა
აშშ-ის ღია პირველობა კაცების წყვილებში ჰოლანდიელმა და რუმინელმა მოიგეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 15:41:00
აშშ-ის ღიაზე დასრულდა მამაკაცთა წყვილების ტურნირი. ფინალში ჟან-ჟულიენ როჟერისა და ჰორია ტეკაუს დუეტმა გაიმარჯვა. ჰოლანდიელმა და რუმინელმა 6:4, 6:3 მოუგეს ესპანელებს - ფელისიანო და მარკ ლოპესებს. შეხვედრა საათი და 27 წუთი გრძელდებოდა.ტეკაუმ და როჟერმა პირველად მოიგეს აშშ-ის ღია პირველობა. ტურნირის მსვლელობისას, მათ დაამარცხეს პირველი ნომრები - ჰენრი კონტინენი და ჯონ პირსი.2015 წელს ამ წყვილს მოგებული აქვს უიმბლდონი, 2016 წელს - წლის შემაჯამებელი ტურნირი.
წაკითხვა
მარტინა ჰინგისი აშშ-ის ღია პირველობის ორ ფინალში ითამაშებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 15:36:00
ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი მარტინა ჰინგისი აშშ-ის ღია პირველობის ორ ფინალში ითამაშებს. მან ქალების წყვილებში ტაივანელ ჩან იუანთან ერთად დაამარცხა ინდოელი სანია მირზასა და ჩინელი შუაი პენგის დუეტი და ფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე იქნება ჩეხების წყვილი  - ლუსი ჰრადეცკასა და კატერინა სინიაკოვას შემადგენლობით.გარდა ამისა, ჰინგისმა ბრიტანელ ჯეიმი მარეისთან ერთად მიქსტში მიაღწია ფინალამდე. შვეიცარიელმა და ბრიტანელმა ნახევარფინალში კოკო ვანდევეგესა და ჰორეი ტეკეუს მოუგეს. ფინალში მათი მეტოქეები იქნებიან ტაივანელი ჩან ჰაონიჩი და ზელანდიელი მაიკლ ვინუსი.
წაკითხვა
საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ყაზახეთში „პრეზიდენტის თასზე“ მეორე ადგილზე გავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 17:54:00
საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ყაზახეთში მიმდინარე „პრეზიდენტის თასის“ ფინალში გავიდა, სადაც დღეს რუსეთს დაუპირისპირდა.მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა.21-ე წუთზე ჩვენი მცველის უყურადღებობიით ილია ვარატნიკოვმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.მეორე ტაიმში დაწინაურება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს. საქართველოდან თავის გამოჩენა გიორგი გულიაშვილს შეეძლო, რომელმაც 74-ე წუთზე დავითაშვილმა კარის წინ მარტო დატოვა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. შანსი თავად დავითაშვილსაც ჰქონდა, რომელიც ბოლო წამზე კარგ დასარტყმელ პოზიციაში აღმოჩნდა და ზუსტად ვერ დაარტყა.ძირითადი დრო 1;1 დასრულდა და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც შოთა ნონიკაშვილმა, გიორგი შალიკაშვილმა, ზურაბ დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ზუსტად შეასრულა, მხოლოდ გიორგი გულიაშვილმა ვერ ისარგებლა - ბურთი ძელს მოარტყა. რუსებმა კი ყველა ზუსტად შეასრულეს, პენალტების სერია 5;4 მოიგეს და ტურნირის მთავარ პრიზს დაეუფლნენ.შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელებმა ჯგუფში ალბანეთთან (5:0) და ყირგიზეთთან (7:1) მოიგეს ყაზახებთან 4:4 დაასრულეს და პირველ ადგილზე გავიდნენ.
წაკითხვა
კობა მამამთავრიშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 15:29:00
უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, 29 წლის კობა მამამთავრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ის 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარცხენა ხელში ასპარეზობდა. რიგით 39-ე მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში ბუდაპეშტში 11 სექტემბერს დასრულდება. ჩემპიონატში 45 ქვეყნიდან დაახლოებით 1200 მკლავჭიდელი მონაწილეობს.
წაკითხვა
კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა, ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება - ზაზა ფაჩულია მიმართვას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 09:50:00
მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება, - ამის შესახებ ზაზა ფაჩულიას მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის „ფეისბუქის“ გვარდზე გამოქვეყნდა. „ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენს ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე, ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და
წაკითხვა
ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 08:34:00
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანის,"გოლდენ სტეიტის" ცენტრის ზაზა ფაჩულიას განცხადებით, ეროვნულ გუნდში კარიერას ასრულებს. მისი თქმით, 2017 წლის ევრობასკეტი ბოლო ტურნირი იყო საერთაშორისო არენაზე. „ეს ჩემი გამოსათხოვარი ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 17 წელი გავატარე. მახსოვს კარგი მომენტები ამ გუნდთან ერთად. ამ წუთას ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო პლეიოფში გასვლა, მაგრამ ამაყი ვარ იმით, რასაც ახალგაზრდა თაობას ვუტოვებ“, - ამბობს ზაზა ფაჩულია ვიდეოინტერვიუში, რომელსაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საკალათბურთო მიმომხილველი დევიდ პიკი ავრცელებს. 
წაკითხვა
ქართველი კალათბურთელები გულშემატკივრებმა ტაშით გააცილეს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 20:48:00
იტალიის საკალათბურთო ნაკრებთან დამარცხების შემდეგ,  ქართველი კალათბურთელები გულშემატკივრებმა ტაშით გააცილეს.  საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ცოტა ხნის წინ იტალიასთან  69:71 დამარცხდა. დღევანდელი მარცხის მიუხედავად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პლეიოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. ამისათვის ისრაელისა და უკრაინის საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირება ისრაელის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს. უკრაინა-ისრაელის მატჩის ტელერეპორტაჟს პირველი არხი დღეს, თბილისის დროით 21:35 საათიდან შემოგთავაზებთ. 
წაკითხვა
პირველმა არხმა ისრაელი - უკრაინის საკალათბურთო მატჩის ჩვენების უფლება მოიპოვა - რეპორტაჟი 21:35 საათზე დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 15:21:00
 გულშემატკივართა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, პირველმა არხმა ისრაელი - უკრაინის მატჩის ჩვენების უფლება დამატებით მოიპოვა და რეპორტაჟს 21:35 საათიდან შემოგთავაზებთ. დღეს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური იმართება. საქართველო იტალიას დაუპირისპირდება და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. ამ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 18:20 საათიდან შემოგთავაზებთ. საქართველოს ნაკრები პარკეტზე მოსაგებად გადის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მასპინძელი ისრაელი უკრაინას დაამარცხებს, ქართველები პლეიოფში ნებისმიერ შემთხვევაში გავლენ.
წაკითხვა
გრეგ პოპოვიჩი - ეს არის ყველა დროის საუკეთესო ევრობასკეტი
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 10:27:00
"სან ანტონიო სპურსის" ლეგენდარული მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი კვლავაც თელ-ავივშია და ევრობასკეტზე B ჯგუფის თამაშებს ესწრება. ამერიკელმა სპეციალისტმა სამშაბათს, FIBA TV-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ყოველთვის ინტერესდებოდა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატით.პოპოვიჩმა თავი აარიდა კითხვას,  თუ ვის გულშემატკივრობს ამ ევრობასკეტზე: "დიდად არ მანაღვლებს - ვინ მოიგებს და ვინ წააგებს. ტურნირი ისედაც საინტერესოა", - აღნიშნა პოპოვიჩმა.ინტერვიუს დასასრულს "სან ანტონიოს" დამრიგებელმა კომპლიმენტები არ დაიშურა ევრობასკეტის მიმართ: "ბევრს მოსწონს ამ ტურნირზე დასწრება და მე არ ვარ გამონაკლისი. ჩემპიონატი ყოველ ჯერზე უკეთესია, წელს კი საუკეთესო ტურნირია, რაც აქამდე მინახავს",- განაცხადა მწვრთნელმა.
წაკითხვა
ევრობასკეტი - საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას დღეს იტალიასთან გამართავს
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 09:21:00
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში დღეს იტალიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული გუნდი პლეიოფის სტადიაზე ხვდება. თუკი დღეს ისრაელი უკრაინას მოუგებს, საქართველოს ნაკრები მარცხის შემთხვევაშიც გადავა პლეიოფში. იტალიასთან მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 18:20 საათიდან შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, გუშინ, 5 სექტემბერს დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 104:91 დაამარცხა. ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველომ კიდევ სამი შეხვედრა ჩაატარა. პირველი შეხვედრა „თელ-ავივ არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა და საქართველომ დაძაბულ მატჩში ლიტვა 79:77 დაამარცხა. 2 სექტემბერს გერმანიის ნაკრებთან 57:67 დამარცხდა. დაძაბული აღმოჩნდა 2 სექტემბერს საქართველო-უკრაინის შეხვედრა. „თელ-ავივ არენაზე“ გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 7 ქულით დამარცხდა (81:88). ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქვეყანა - ისრაელი, რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობს. ოთხი
წაკითხვა
რა შემთხვევაში გავა საქართველოს კალათბურთის ნაკრები პლეიოფში
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 03:11:00
„ევრობასკეტზე“, 6 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო დღეს იტალიას დაუპირისპირდება.  თუკი დღეს ისრაელი უკრაინას მოუგებს, საქართველოს ნაკრები იტალიასთან მარცხის შემთხვევაშიც გავა პლეიოფში.იტალიასთან მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი დღეს პირველი არხის ეთერში 18.00 საათსა და 20 წუთზე დაიწყება.საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი გუშინ ანგარიშით 104:91დაამარცხა.ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 89:89 დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა.ქართველთაგან კვლავ გამორჩეული იყო თორნიკე შენგელია. მის ანგარიშზე 25 ქულა, 19 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა. კარგად ითამაშა გუნდის კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამაც. მან 19 ქულა, 11 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველომ სამი შეხვედრა ჩაატარა. პირველი შეხვედრა „თელ-ავივ არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა და საქართველომ დაძაბულ მატჩში ლიტვა 79:77 დაამარცხა. 2 სექტემბერს კი გერმანიის ნაკრებთან 57:67 დამარცხდა.დაძაბული აღმოჩნდა 2 სექტემბერს საქართველო-უკრაინის შეხვედრა. „თელ-ავივ არენაზე“ გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრები უკ
წაკითხვა
104:91 - ფოტოამბავი საქართველო-ისრაელის მატჩიდან
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 01:24:00
„ევრობასკეტზე“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 104:91დაამარცხა.ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 89:89 დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა.ქართველთაგან კვლავ გამორჩეული იყო თორნიკე შენგელია. მის ანგარიშზე 25 ქულა, 19 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა. კარგად ითამაშა გუნდის კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამაც. მან 19 ქულა, 11 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.ხვალ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო იტალიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში გუნდი პლეიოფის სტადიაზე ხვდება. თუკი ხვალ ისრაელი უკრაინას მოუგებს, საქართველოს ნაკრები მარცხის შემთხვევაშიც გავა პლეიოფში.
წაკითხვა
საქართველოს ჰიმნი „თელ-ავივ არენასთან“ - ქართველი გულშემატკივრები გამარჯვებას ზეიმობენ (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 01:07:00
ქართველმა გულშემატკივრებმა ისრაელთან გამარჯვების შემდეგ, „თელ-ავივ არენასთან“ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. „ევრობასკეტზე“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 104:91დაამარცხა.ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 89:89 დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა.ქართველთაგან კვლავ გამორჩეული იყო თორნიკე შენგელია. მის ანგარიშზე 25 ქულა, 19 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა. კარგად ითამაშა გუნდის კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამაც. მან 19 ქულა, 11 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.ხვალ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო იტალიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში გუნდი პლეიოფის სტადიაზე ხვდება. თუკი ხვალ ისრაელი უკრაინას მოუგებს, საქართველოს ნაკრები მარცხის შემთხვევაშიც გავა პლეიოფში.
წაკითხვა
ქართველი კალათბურთელები გამარჯვების შემდეგ - ექსკლუზიური ვიდეოკადრები ისრაელიდან
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 01:00:00
„ევრობასკეტზე“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 104:91დაამარცხა.ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 89:89 დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა.ქართველთაგან კვლავ გამორჩეული იყო თორნიკე შენგელია. მის ანგარიშზე 25 ქულა, 19 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა. კარგად ითამაშა გუნდის კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამაც. მან 19 ქულა, 11 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.ხვალ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო იტალიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში გუნდი პლეიოფის სტადიაზე ხვდება. თუკი ხვალ ისრაელი უკრაინას მოუგებს, საქართველოს ნაკრები მარცხის შემთხვევაშიც გავა პლეიოფში.
წაკითხვა
ქართველი ჟურნალისტები კალათბურთელების მხარდასაჭერად - "ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ"
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 21:06:00
ისრაელში, "ევრობასკეტზე" მყოფი ქართველი ჟურნალისტები საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მხარდასაჭერ ვიდეოს აქვეყნებენ. "ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ" - ეს ვიდეორგოლის მთავარი გზავნილია. დღეს საქართველოს ნაკრები რიგით მეოთხე შეხვედრას ისრაელის საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. ვიდეორგოლი პირველი არხის გუნდის მიერაა მომზადებული. 
წაკითხვა
ქართველმა ბორჯღალოსნებმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრებს საკუთარი მაისურები გაუგზავნეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 17:50:00
ქართველმა ბორჯღალოსნებმა ეროვნული ნაკრების წევრებს გადამწყვეტ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარი მაისურები გაუგზავნეს.თელ-ავივში მორაგბეების საჩუქარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ ჩაუტანა და ყველა კალათბურთელს მისსავე სათამაშო ნომრიანი მაისური პირადად გადასცა.თელ-ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები, დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე  ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ისრაელის ნაკრები იქნება. ლიტვასთან გამარჯვების და გერმანიასთან და უკრაინასთან მარცხის შემდეგ ჩვენს გუნდს დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, იმისთვის რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევა და სტამბოლში პლეი ოფში თამაში შეძლოს.
წაკითხვა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 17:28:00
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და პლეიოფში მოხვდა - აქედან კი 2018 წელს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯია.საამისოდ, ჩვენმა ნაკრებმა რუმინეთი ორმატჩიან დაპირისპირებაში უნდა დაამარცხოს. საქართველოსა და რუმინეთის პირველი მატჩი ქალაქ დევაში12 სექტემბერს გაიმართება, ხოლო განმეორებითი თბილისში - 26 სექტემბერს.ფუტსალის ნაკრებმა პლეიოფის პირველი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი 9 სექტემბრამდე ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშებს. გუნდი ამ დროისთვის ნაკრები არასრული შემადგენლობით ემზადება. რამდენიმე ლეგიონერი ნაკრებს რუმინეთში შეუერთდება, სადაც ნაკრები 10 სექტემბერს გაემგზავრება.საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (ტატიშვილი,თბილისი),თორნიკე ბუკია (სპარტაკი,მოსკოვი),დავით კეპაშვილი (გერენია, კვიპროსი)წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი,თბილისი), შოთა თოფურია (თელასი,თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა,თბილისი), კახა მაისაია (თელასი,თბილისი), ნიკა კურტანიძე (თსუ), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი,თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი,უკრაინა), ზურაბ ლუკავა (სვეიკი, მალტა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი,მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი,თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი,რუსეთი)
წაკითხვა