საზოგადოებრივი
104.5 FM
U21 - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გარკვეულია
გამოქვეყნებულია: 2015-02-05 14:14:00
შვეიცარიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მეექვე ჯგუფში ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები შესარჩევ რაუნდში ესპანეთს, შვედეთს, ხორვატიას, ესტონეთს და სან მარინოს დაუპირისპრიდებიან. საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის მარტში დაიწყება.
წაკითხვა
საპრეზიდენტო არჩევნები ფიფა-ში - ვის უჭერს მხარს საქართველო
გამოქვეყნებულია: 2015-02-04 21:13:00
ფიფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანია დაიწყეს. იორდანიის პრინცი კი, რომელიც ფიფა-ს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელ ზეპ ბლატერს ღია სატელევიზიო დებატებში იწვევს. ვისი კანდიდატურა წარადგინეს ფიფა-ში ინგლისმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ - დეტალები ჩვენს რეპორტაჟში.
წაკითხვა
ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე აღინიშნა
გამოქვეყნებულია: 2015-02-04 14:03:00
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში აღინიშნა. საღამო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მას მსახიობი რევაზ ჩხიკვიშვილი უძღვებოდა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ სპეციალურად ამ დღისთვის წიგნი - „ბორის პაიჭაძე“ გამოსცა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სპორტის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, წლის განმავლობაში გამოიცემა ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა.
წაკითხვა
ბორის პაიჭაძის საიუბილეო ღონისძიებები თბილისსა და რუსთავში
გამოქვეყნებულია: 2015-02-03 21:11:00
ბორის პაიჭაძის საიუბილეო ღონისძიებები თბილისსა და რუსთავში.გასული საუკუნის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის სახელი დღეიდან ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას ოფიციალურად მიენიჭა. მაისში კი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს,ბორის პაიჭაძის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცემა. ყოველწლიურად ამ ჯილდოს საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლის ავტორი ფეხბურთელი მიიღებს.
წაკითხვა
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების შვილებმა ბაკურიანში დაისვენეს
გამოქვეყნებულია: 2015-02-03 20:58:00
შს მინისტრის მოადგილემ ბაკურიანში ჩატარებულ სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შვილებმა, მინისტრის ინიციატივით, ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში 10 დღე დაისვენეს და სათხილამურო სპორტს დაეუფლნენ. დასვენების ბოლო დღეს 12 ბავშვისთვის თხილამურებით სრიალში შეჯიბრი მოეწყო.
წაკითხვა
იგორ კოკოშკოვის ექსკლუზიური ინტერვიუ "არენაში"
გამოქვეყნებულია: 2015-02-02 20:44:00
იგორ კოკოშკოვის ექსკლუზიური ინტერვიუ „არენაში“ - გადაცემა პირველ არხზე 22:00 საათზე დაიწყება. დავით მინაშვილის ერთ-ერთი სტუმარი საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი იქნება. კალათბურთის სპეციალისტის პირველი ინტერვიუ პირდაპირ ეთერში პირველ არხზე - კვირის მთავარ სპორტულ თემებს "არენაში" ზუსტად 22:00 საათზე იხილავთ.
წაკითხვა
ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის დასკვნითი ეტაპი - მზადება „თბილისი 2015-ისთვის“
გამოქვეყნებულია: 2015-02-02 20:44:00
თბილისში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. პრესტიჟული სპორტული ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გამოიყო. ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება. ღონისძიების მთავარ ატრიბუტს, ოლიმპიურ ჩირაღდანს კი დედაქალაქში 26 მაისს ჩამოიტანენ.
წაკითხვა
ლაშა დვალი „ქასიმფაშაში“ ითამაშებს - შოთა არველაძის პირველი კომენტარი
გამოქვეყნებულია: 2015-02-02 20:44:00
19 წლის ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი თურქულ „ქასიმფაშაში“ ითამაშებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სტამბოლის გუნდთან კონტრაქტს ხელი რამდენიმე საათის წინ მოაწერა. ფეხბურთელი, არენდის წესით, თურქულ კლუბში მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ითამაშებს. პარალელურად კი შოთა არველაძის გუნდი სეზონის ბოლოს ინგლისური „რედინგიდან“ მოთამაშის ტრანსფერის გამოთხოვის უფლებას იტოვებს. ლაშა დვალმა ბოლო საფეხბურთო სეზონი რიგის „სკონტოში“ ჩაატარა. გასული წლის ბოლოს კი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც გამოიძახეს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების სტაბილური მოთამაშის დებიუტი თურქეთის სუპერლიგაში, სავარაუდოდ, უახლოეს შეხვედრაში შედგება.
წაკითხვა
All Star 2015 „თბილისი მოლში“
გამოქვეყნებულია: 2015-02-01 14:00:00
სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი ჩატარდა. შეხვედრა რეგიონების გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 133:122 თბილისის გუნდების ნაკრები დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მერაბ ბოქოლიშვილი გახდა. „მგზავრები-არმიის“ კალათბურთელმა 32 ქულა დააგროვა. სამქულიანების სერია აკაკი ლომოურმა მოიგო. ბურთის ეფექტური გდების კონკურსში კი ბი ჯეი იანგმა ყველას აჯობა.
წაკითხვა
კანადელი მთამსვლელი ნიაგარის გაყინულ ჩანჩქერზე ავიდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-30 22:18:00
კანადელი მთამსვლელი უილ გადი პირველია, რომელიც 53 მეტრის სიმაღლის ნიაგარის გაყინულ  ჩანჩქერზე ავიდა. 47 წლის ექსტრემალს რთული მარშრუტის დასაძლევად 4 დღე დასჭირდა. ნიაგარის ჩანჩქერი ზამთარში იშვიათად იყინება, თუმცა წელს რეკორდულად ძლიერი ყინვების გამო ის ნაწილობრივ გაიყინა და მთამსვლელმაც სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში უილ გადიმ კანადის ასევე ერთ-ერთი ურთულესი 141 მეტრი სიმაღლის გაყინული ჩანჩქერი დაიპყრო. მასზე ასვლას მთამსვლელმა 20 დღე მოანდომა
წაკითხვა
„ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა და ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-29 21:32:00
„ბარსელონა“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში - კატალონიურმა კლუბმა ორრაუნადიან ბრძოლაში მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა. ამ გუნდებს შორის განმეორებითი თამაში „ვისენტე კალდერონის“ სტადიონზე კატალონიელბმა 3:2 მოიგეს. შეხვედრის პირველ წუთზე ანგარიში ფერნანდო ტორესმა გახსნა. მე-9 წუთზე კი წონასწორობა ნეიმარმა აღადგინა. პირველივე ტაიმში 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა რაულ გარსიამ და კვლავ მასპინძლები დაწინაურდნენ. მადრიდელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და პირველ ტაიმში ორი გოლი მიიღეს. საბოლოო ანგარიში „ბარსელონის“ სასარგებლოდ 3-2 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მთავარმა მსაჯმა ფეხბურთელებს 11 ყვითელი და ორი წითელი ბარათი უჩვენა. სამეფო თასის მეოთხედფინალის კიდევ სამი მატჩი დღეს ჩატარდება.
წაკითხვა
მსოფლიო რეკორდი - გოჩა კეკიშვილმა ორძელზე აზიდვაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
გამოქვეყნებულია: 2015-01-29 21:27:00
მსოფლიო რეკორდი თბილისში - ოთხგზის რეკორდსმენმა გოჩა კეკიშვილმა ორძელზე აზიდვაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა რეკორდსმენმა ინგლისელი სპორტსმენის შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 540 აზიდვის ავტორი იყო. ქართველი სპორტსმენის რეკორდი კი 30 წუთში 656 მოძრაობით განისაზღვრა.
წაკითხვა
საქართველოში წლის პირველი საკალთბურთო ტიტულის მფლობელი შსს-ს აკადემია გახდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-29 21:24:00
საქართველოში წლის პირველი საკალთბურთო ტიტულის მფლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა. ქორქია-საკანდელიძის სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრაში „აკადემიამ“ რუსთავის გუნდს 84:79 მოუგო. ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „რუსთავის“ ლეგიონერი ტერენს ოგლესბი იყო. მის ანგარიშზე 32 ქულა დაგროვდა. გამარჯვებული გუნდის წევრმა ბექა ჩიკვილაძემ კი 20 ქულა ჩააგდო.
წაკითხვა
გედევანიშვილის წარუმატებელი გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-29 21:21:00
ელენე გედევანიშვილის წარუმატებელი გამოსვლა მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე - ქართველი სპორტსმენი დღეს ყინულზე მოკლე პროგრამით წარდგა და 38 მონაწილეს შორის მეცხრამეტე ადგილზე გავიდა. მან ჟიურისგან 49.20 ქულა მიიღო და ლიდერს, რუს სპორტსმენს 21 ქულით ჩამორჩება. მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილს ელენა როდიონოვა იკავებს. საპრიზო სამეულში მყოფი სამივე სპორტსმენი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელია. მოკლე პროგრამაში საუკეთესო 24 შედეგის მქონე მოციგურავე კი მაყურებლის წინაშე 31 იანვარს თავისუფალი პროგრამით წარდგება. ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატს წელს სტოკჰოლმი მასპინძლობს.
წაკითხვა
"არისტოკრატები" ინგლისის ლიგის თასის ფინალში
გამოქვეყნებულია: 2015-01-28 20:56:00
ინგლისის ლიგის თასის ფინალში ლონდონის "ჩელსი" ითამაშებს. ჟოზე მოურინიოს გუნდი ნახევარფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდა და ბრანისლავ ივანოვიჩის მიერ გატანილი გოლით ორრაუნდიანი ბრძოლა მოიგო. მატჩის 90 წუთი გოლის გარეშე დასრულდა, დამატებით დროში კი ივანოვიჩის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა. მეორე ფინალისტი დღეს "შეფილდ უნაიტადესა" და "ტოტენჰემის" შეხვედრაში გაირკვევა. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
წაკითხვა
U19 - ევროპის ჩემპიონი თბილისში გამოვლინდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-27 20:44:00
ახალგაზრდა ფეხბურთელთა 2017 წლის საუკეთესო ნაკრები თბილისში გამოვლინდება.რვა უძლიერეს გუნდს 19 წლამდე მოთამაშეთა შორის საქართველო უმასპინძლებს. უეფას გადაწყვეტილებით, მოსამზადებელი სამუშაოები ტურნირამდე 18 თვით ადრე დაიწყება. პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო მხარდაჭერით განახორციელებს.
წაკითხვა
უეფას გადაწყვეტილება - 2017 წელს საქართველო 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-27 17:38:00
2017 წელს საქართველო 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება უეფამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. საქართველოს კონკურენტი არა ერთი ევროპული ქვეყანა იყო, თუმცა არჩევანი საქართველოზე შეჩერდა.როგორც დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, უკვე განსაზღვრულია ის ოთხი ქალაქი, სადაც ჩემპიონატის ფინალის ფარგლებში მატჩები გაიმართება. ეს ქალაქებია: თბილისი, გორი, მცხეთა და რუსთავი.
წაკითხვა
უეფას გადაწყვეტილება - 2017 წელს საქართველო 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-27 14:04:00
2017 წელს საქართველო 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება უეფამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. საქართველოს კონკურენტი არა ერთი ევროპული ქვეყანა იყო. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ფეხბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია ამ თემაზე, რომელსაც "მოამბის" კორესპონდენტი ნინო გაბელია ესწრებოდა. 
წაკითხვა
ექსკლუზიურად „არენაში“ - „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე
გამოქვეყნებულია: 2015-01-26 21:20:00
ზუსტად 22:30 საათზე „სპორტული არენა“ დაიწყება. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სპორტული გადაცემა რამდენიმე მნიშვნელოვან თემას დაეთმობა. დავით მინაშვილის გადაცემაში თქვენ ექსკლუზიურ ინტერვიუს იხილავთ თურქული „ქასიმფაშას“ მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან. 90-წუთიანი სპორტული ეთერი პირველ არხზე საღამოს 22:30 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრების მეორე გამარჯვება მინსკის ტურნირზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-20 20:53:00
საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრების მეორე გამარჯვება მინსკის ტურნირზე. გოჩა ტყებუჩავას ფეხბურთელებმა უკრაინის ასაკობრივი გუნდი 2:0 დაამარცხეს. ანგარიში მეთორმეტე წუთზე ნინუამ გახსნა. მეორე გოლის ავტორი კი არაბიძე გახდა. საერთაშორისო ტურნირის პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა ირანს 1:0 სძლია. 22 იანვარს კი ლატვიის წინააღმდეგ ითამაშებს.
წაკითხვა