საზოგადოებრივი
104.5 FM
რა გეგმები აქვს ნაკრების ახალ მწვრთნელს - კახა ცხადაძის ექსკლუზიური ინტერვიუ
გამოქვეყნებულია: 2015-01-20 20:52:00
ორი თვე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წლის პირველ მატჩამდე. ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პარალელურად ბაქოს "ინტერთან" ერთად მუშაობს. ქართველი სპეციალისტი გუნდს ანტალიაში ამზადებს. რა კრიტერიუმებით შეარჩევს ახალი მწვრთნელი ფეხბურთელებს და დაბრუნდებიან თუ არა კახა ცხადაძის ნაკრებში მოთამაშეები, რომლებმაც ქვეყნის პირველი გუნდი სხვადასხვა მიზეზის გამო დატოვეს.  რეპორტაჟი თურქეთიდან. ვრცელი ინტერვიუს ნახვა კახა ცხადაძესთან მაყურებელს პირველი არხის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხვალიდან შეეძლება.
წაკითხვა
ფუტსალის ეროვნული ნაკრები ელიტრაუნდში ითამაშებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-19 21:03:00
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ელიტრაუნდში ითამაშებს. ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენმა გუნდმა მომდევნო რაუნდის საგზური მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის ბოლო გადამწყვეტი შეხვედრა ქართველებმა ლიტვას 8-2 მოუგეს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში, შვეიცარიასთან ერთად, თანაბარი 7 ქულა მოაგროვა, თუმცა პირველ ადგილზე ჩვენი ნაკრები ბურთების უკეთესი მაჩვენებლით გავიდა. ელიტრაუნდში ქართველების მეტოქეები პორტუგალიის, რუმინეთისა და ყაზახეთის ეროვნული ნაკრებები იქნებიან. შეხვედრები 2015 წლის 17-22 მარტს ჩატარდება. ფუტსალის ნაკრების წევრები საქართველოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდნენ.
წაკითხვა
ცხადაძისა და არველაძის კლუბების ამხანაგური მატჩი „ინტერის“ გამარჯვებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-19 20:58:00
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კახი ცხადაძისა და შოთა არველაძის საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით - ანტალიაში ჩატარებული შეხვედრა ეროვნული ნაკრებისა და ბაქოს „ინტერის“ მწვრთნელის კახა ცხადაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. აზერბაიჯანულმა კლუბმა „ქასიმფაშას“ 3:1 მოუგო. შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა ლაშა სალუქვაძემ. ალექსანდრე ამისულაშვილმა საწყისი 80 წუთი ითამაშა და ერთ-ერთ ეპიზოდში მიღებული ტრავმის გამო, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს. ტრავმის გამო, განაცხადში არ იყო ბაჩანა ცხადაძე. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ლომაიას. აზერბაიჯანული კლუბი, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, თურქეთში შეკრებაზე კვირის ბოლომდე დარჩება, ხვალ კი ამხანაგურ თამაშს ხარკოვის „მეტალისტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
როგორ აღნიშნეს თოვლის საერთაშორისო დღე ბაკურიანში
განახლებულია: 2015-01-18 16:36:00
თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნა ბაკურიანში. საქართველო ამ ტრადიციას უკვე მეოთხედ შეუერთდა. ბაკურიანში მოეწყო სხვადასხვა ღონისძიება და შეჯიბრი, რომლებშიც 12 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების თქმით, ზამთრის სპორტის სახეობები უფრო პოპულარული ხდება და მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას.
წაკითხვა
ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატში "აიქსმა" "გრონინგენს"უმასპინძლა
გამოქვეყნებულია: 2015-01-17 17:09:00
ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატში  "აიქსმა" "გრონინგენს"უმასპინძლა და მატჩი ამსტერდამელთა გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში ორი გოლი გავიდა. ანაგრიში 15 წუთზე გაიხსნა საბოლოო შედეგი კი მატჩის მიწურულს 90-ე წუთზე დაფიქსირდა. ერედივიზიონს 43 ქულით "პეესვე ეინდჰოვენი" ლიდერობს, მეორე პოზიციაზეა 42 ქულით ამსტერდამის "აიაქსი", მესამე ადგილს კი 31 ქულით "ფეინორდი" იკავებს. 
წაკითხვა
ევროლიგაში ქართველმა კალათბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს
გამოქვეყნებულია: 2015-01-17 17:06:00
ევროლიგაში ქართველმა კალათბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს. თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდს" უმასპინძლა და ეს მატჩი ორივე ქართველმა კალათბურთელმა გამორჩეულად ჩაატარა. შეხვდრის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა. მატჩი "ლაბორალ კუჩამ" დაძაბულ ბრძოლაში 81-74 მოიგო.  შენგელიამ 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ფაცაციამ მოედანზე 18 წუთამდე ითამაშა, რაც ევროლიგაში მისთვის საუკეთესო შედეგია.  ორივე გუნდს ჯგუფში თითო მოგება და 2 მარცხი აქვს და მე-5, მე-6 ადგილებს იყოფენ.
წაკითხვა
დაპირისპირება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში
გამოქვეყნებულია: 2015-01-16 16:46:00
ბრალდებები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს. ლევან ყიფიანს ყოფილი თანამშრომელი ზეწოლაში ადანაშაულებს. ლევან ოდიშარიას განცხადებით, მისი სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან გათავისუფლება უსამართლოდ მოხდა. ამის მიზეზად ოდიშარია პარაოლიმპიურ კომიტეტთან სამართლებრივ დავას ასახელებს. მისი თქმით, მინისტრი პარაოლიმპიური კომიტეტის ახლანდელ პრეზიდენტ ლელა აფციაურს მფარველობს. დღესვე სპორტის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციაზე ისაუბრა სპორტის მინისტრის ყოფილმა მოადგილე თამაზ თევზაძემ. თევზაძე ამტკიცებს, რომ სამინისტროში რეოგანიზაცია ხელოვნურად დაიგეგმა. სპორტის სამინისტროში ბრალდებებს უარყოფენ. 
წაკითხვა
All Star 2015-ისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2015-01-15 21:19:00
საკალათბურთო ყველა ვარსკვლავის მატჩი „თბილისი მოლში“ ჩატარდება. კალათბურთის გულშემატკივრებმა ფავორიტი მოთამაშეები სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა შეარჩიონ. თითოეულ ქომაგს უკვე შეუძლია შევიდეს საიტზე - superleague.ge და მხარი დაუჭიროს მის რჩეულ მოთამაშეს. სასტარტო ხუთეულები გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება. დანარჩენ მოთამაშეებს კი მთავარი მწვრთნელები დაასახელებენ. წლის პირველი მასშტაბური საკალათბურთო ღონისძიება „თბილისი მოლში“ 31 იანვარს ჩატარდება.
წაკითხვა
რადიო „ჯაკოს“ იუბილეზე სპორტსმენები დააჯილდოვეს
გამოქვეყნებულია: 2015-01-15 21:17:00
სპორტული რადიო „ჯაკო“ იუბილარია. ტრადიციულ ღონისძიებაზე სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა შორის ათი საუკეთესო სპორტსმენი დასახელდა. ჟურნალისტების 2014 წლის რჩეული მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი გახდა. დაჯილდოების ცერემონია კლუბ „ფიშერში“ გაიმართა. ღონისძიებას, სპორტსმენებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუკეთესო ათეულში დასახელებულმა სპორტსმენებმა რადიო „ჯაკოსგან“ სხვადასხვა პრიზი მიიღეს. საღამოს, ტრადიციულად, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა.
წაკითხვა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-14 21:05:00
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ერთა თასის გათამაშებაზე მილტონ ჰეიგის გუნდი ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერს ქალაქ ჰოიზენშტამში შეხვდება. გერმანიასა და საქართველოს შორის სარაგბო დაპირისპირება 7 თებერვალს ჩატარდება. საქართველო ბოლო ერთა თასის გამარჯვებულია, გერმანია კი წელს აღზევდა და ბელგია ჩაანაცვლა. ერთა თასის 2015-16 წლის სეზონის პირველი წრის მატჩები 7 თებერვლიდან 21 მარტის ჩათვლით გაიმართება. 
წაკითხვა
კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია
გამოქვეყნებულია: 2015-01-13 21:41:00
კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" წევრი ფიფას გალა დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა. 2014 წლის რჩეული მოთამაშის ჯილდო ევროპელმა ფეხბურთელმა ციურიხში მიიღო. ფერენც პუშკაშის პრიზი კოლუმბიელ ხამეს როდრიგესს ერგო, რომელმაც ბრაზილიის მსოფლიო თასზე ურუგვაის კარში ეფექტური გოლი გაიტანა.
წაკითხვა
2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო გახდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-13 14:04:00
2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო გახდა. ციურიხის კონგრესჰაუსში გამართულ ფიფას დაჯილდოებაზე მთავარი პრიზი- ოქროს ბურთი 29 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიიღო. რონალდო საფეხბურთო სამყაროს რჩეული ზედიზედ მესამედ გახდა. მეორე, მესამე ადგილები ლეო მესიმ და მანუელ ნოიერმა გაინაწილეს. დაჯილდოებაზე ასევე დასახელდა წლის საუკეთესო გუნდი, 2014 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კი გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა მიიღო.  2014 წლის საუკეთესო გოლის პრიზი მადრიდის რეალისა და კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელს ხამეს როდრიგესს გადასცეს. წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის პრიზი კი გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ნადირ კესლერმა დაიმსახურა. 
წაკითხვა
ვინ გახდება პლანეტის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 21:15:00
2014 წლის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი შვეიცარიაში დასახელდება. გამოკითხვის შედეგად, საუკეთესო სამეული გამოვლინდა. ფიფა-ს ჯილდოსთვის კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და მანუელ ნოიერი იბრძოლებენ. 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში აღნიშნული პრიზი არგენტინელმა მესიმ მიიღო, გასულ წელს კი გამარჯვებული კრიშტიანუ რონალდუ გახდა. მანუელ ნოიერი, აღიარების შემთხვევაში, ლევ იაშინის შედეგს გაიმეორებს. ციურიხის კონგრესის სახლთან გულშემატკივრები მთელი დღის განმავლობაში იკრიბებოდნენ, საკუთარ ფავორიტებს კი შეძახილებითა და ტრანსპარანტებით ამხნევებდნენ. ფიფა-ს გალადაჯილდოება ციურიხში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
საქველმოქმედო ტურნირი ბოულინგში
გამოქვეყნებულია: 2015-01-11 13:39:00
ბოულინგში მოყვარულთა შორის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს. ტურნირი საქველმოქმედო იყო და ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად დიტო ცინცაძის სახელობის ფონდში ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხა. შეჯიბრის დასასრულს გამარჯვებულ კომპანიებს სერტიფიკატები გადაეცათ.
წაკითხვა
ოლიმპიური ფესტივალის მშენებარე ობიექტები რამდენიმე თვეში დასრულდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-10 16:50:00
ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015-ის" მშენებარე ობიექტები რამდენიმე თვეში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში თსუ-ს მაღლივ კორპუსში ხელბურთის დარბაზის, ბავშვთა ქალაქ “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე კი საჩოგბურთო კორტებისა და ვერის საკალათბურთო დარბაზების მშენებლობა მიმდინარეობს. სპორტული ობიექტების მშენებლობა - რეკონსტრუქცია გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
წაკითხვა
მოჭადრაკეთა ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2015-01-10 13:35:00
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მოჭადრაკეთა ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. ქვეყნის პირველობაზე ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს. ქალთა შორის 2015 წლის საქართველოს ჩემპიონი მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება. პირველ-მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი 2015 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე დაფინანსდებიან. ვაჟთა შორის 2015 წლის საქართველოს ჩემპიონი ასევე საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრი გახდება.  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. 
წაკითხვა
ფაჩულიას მორიგი წარმატებული მატჩი NBA-ში
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 21:12:00
ზაზა ფაჩულიას მორიგი წარმატებული მატჩი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში - „მილუოკიმ“ - „ფილადელფია“ 97-77 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში 32 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ფაჩულიას სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა. მომდევნო მატჩს „მილუოკი“ 9 იანვარს „მინესოტასთან“ გამართავს.
წაკითხვა
„ზესტაფონის“ ქომაგები კლუბის ფინანსურ დახმარებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 21:01:00
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გულშემატკივართა აქცია მშობლიურ ქალაქში - კლუბის მხარდამჭერებმა საფეხბურთო სტადიონიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან კლუბის ფინანსური დახმარება მოითხოვეს. ზესტაფონის ქომაგთა განცხადებით, კლუბი სპონსორის გარეშე დარჩა და ამ სიტუაციაში გამოსავალი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარება იქნება. აქციის მონაწილეებს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა და კლუბის დახმარებას დაპირდა.
წაკითხვა
თემურ ქეცბაიას „ნიუკასლ იუნაიტედის“ მწვრთნელობის სურვილი აქვს
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 16:50:00
თემურ ქეცბაიას „ნიუკასლ იუნაიტედის“ მწვრთნელობის სურვილი აქვს. ქართველმა სპეციალისტმა ეს განცხადება სხვადასხვა უცხოურ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. ქეცბაია „ნიუკასლში“ 90 -იან წლებში თამაშობდა. 46 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მისი „სივი“ საკმარისად კარგია იმისთვის, რომ „ნიუკასლი“ ჩაიბაროს. ქეცბაია „ანორთოსისის“ მწვრთნელი იყო და კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, შემდეგ იყო „ოლიმპიაკოსი“ და საქართველოს ნაკრები, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დატოვა. როგორც თავად ქართველი სპეციალისტი აცხადებს,  ის მზად არის საკლუბო ფეხბურთით დაკავდეს. 
წაკითხვა
დავით ნარმანიამ დიღმის ოლიმპიურ კომპლექსზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 16:39:00
თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ დიღმის ოლიმპიურ კომპლექსზე მიმდინარე სამშენებლო  სამუშაოები დაათვალიერა. ოლიმპიური კომპლექსი თბილისში, ზაფხულში ევროპის ახალგაზრდული ,,ოლიმპიადა 2015”ის ჩასატარებლად შენდება. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 800-მეტრიანი სანიაღვრე კოლექტორის, მაგისტრალური წყალსადენის, მაგისტრალური საკანალიზაციო სისტემის და სატრანსფორმატორო ქვესადგურების სამშენებლო სამუშაოები.
წაკითხვა