საზოგადოებრივი
104.5 FM
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მწვრთნელი, დირექტორი და ფეხბურთელები ჰყავს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 21:00:00
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი, დირექტორი და ფეხბურთელები ჰყავს. კლუბის პრესკლუბში ქუთაისის ვიცემერმა ნოდარ მიქიაშვილმა და გუნდის დირექტორმა დავით ფრუიძემ, ახალადდანიშულ მწვრთნელთან ერთად, მედიისთვის ბრიფინგი გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 2014 წლის დეკემბრიდან „ტორპედოს“ სწორედ ქალაქის მერია დააფინანსებს.
წაკითხვა
რა გეგმები აქვს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 14:01:00
სააგენტო „კვირის“ პრესკლუბში საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა პრესკონფერენცია გამართა. 29 დეკემბერს გამართულ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც დელეგატებმა მეორე ვადით, 4 წლით აირჩიეს. გიორგობიანის განცხადებით, ფედერაციის საქმიანობის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ახალგაზრდა სპორტსმენების დაწინაურება იქნება. მისი განცხადებით, აუცილებელია დედაქალაქს ჰქონდეს სტანდარტული ფიგურული სრიალის მოედანი და ამ მიზნით მუშაობა დაწყებულია მთავრობასა და კერძო სექტორთან. რაც შეეხება სპორტსმენებს, იგეგმება, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ისტორიაში პირველად, საქართველო წარმოდგენილი იყოს ფიგურული სრიალის სამ სახეობაში.
წაკითხვა
2014 წელი შეაჯამა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმა
გამოქვეყნებულია: 2015-01-03 16:53:00
2014 წელი შეაჯამა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმა. დავით ქევხიშვილმა გასული წლის მიღწევებზე,  ასევე, მათ მიერ გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრა. საქართველოს მასშტაბით, გაიხსნა 15 დარბაზი, სადაც  500-მდე ძიუდოისტი ვარჯიშობს. გასული წელი  ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული იყო. აღმასკომის სხდომაზე წესდებაში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრეს რასაც შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
წაკითხვა
ქართველი სპორტსმენების 2014 წლის მიღწევები
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 21:12:00
541 მედალი, მათ შორის 197 ოქრო, 159 ვერცხლი და 188 ბრინჯაო - ასეთია ქართველი სპორტსმენების 2014 წლის მიღწევები. ძიუდოისტების წარმატებული ასპარეზობა მსოფლიო არენაზე და გუნდურ სპორტის სახეობებში მიღწეული ისტორიული შედეგი.ქართველმა წყალბურთელებმა კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის წელს პირველად ისაპარეზეს. მორაგბეთა ტრადიციული წარმატებული სეზონი და ქართველი კალათბურთელების ზედიზედ მესამედ მოპოვებული ევროპის ჩემპიონატის საგზური. რამდენად წარმატებული იყო 2014 წელი ქართული სპორტისთვის-ნინო გაბელია დეტალებით.
წაკითხვა
საახალწლო ტურნირი ახალგაზრდა და ოსტატ მოჭადრაკეთა შორის
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 21:00:00
საახალწლო ტურნირი ახალგაზრდა და ოსტატ მოჭადრაკეთა შორის. გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 4050 ლარს შეადგენდა, შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. შეჯიბრი ჭადრაკის სასახლეში ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 დეკემბერს მიმდინარეობდა, ორგანიზებაში კი თბილისის ჭადრაკის ფედერაცია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და თბილისის მერია მონაწილეობდნენ..
წაკითხვა
მაკა გიორგობიანი ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 20:53:00
მაკა გიორგობიანი ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო. ირაკლი ჯაფარიძეს და ფიგურული ციგურაობის თბილისის ფედერაციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. 32 დელეგატიდან მაკა გიორგობიანმა სრული მხარდაჭერა მიიღო. ახალი პრეზიდენტი ფედერაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
წაკითხვა
წლის საუკეთესო მორაგბედ მერაბ შარიქაძე დასახელდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 20:52:00
მერაბ შარიქაძე 2014 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბეა. რაგბის კავშირის ტრადიციულ დაჯილდოებაზე საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრი წლის გამორჩეულ მოთამაშედ აღიარეს. გამოვლინდნენ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც. მათ შორისაა 2014 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ლაშა ხმალაძე. საუკეთესო მწევრთნელად კი ლევან მაისაშვილი დაასახელეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. გადაწყვეტილება 33 წლის მორაგბემ საკუთარი სურვილით მიიღო.  ირაკლი მაჩხანელმა ეროვნული ნაკრების მაისურით 13 წელი ითამაშა.
წაკითხვა
თეთნულდი - კიდევ ერთი საინტერესო წერტილი ტურისტებისთვის
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 20:50:00
ტურისტებისთვის კიდევ ერთი საინტერესო წერტილი საქართველოში - სვანეთში ახალი სათხილამურო კურორტი შენდება. სამუშაოები თეთნულდში მიმდინარეობს, სადაც პროექტის ავტორები დამსვენებლების მიღებას ერთ წელიწადში ვარაუდობენ. პროექტის მიხედვით, მწვერვალზე ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასები უნდა მოეწყოს, დაგეგმილია საბაგირო ხაზის გაყვანა და სასტუმროების აშენებაც. რეპორტაჟი სვანეთიდან.
წაკითხვა
მესტიაში სათხილამურო სეზონი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2014-12-28 14:03:00
მესტიაში სათხილამურო სეზონის გახსნასთან დაკავშირებული შეჯიბრის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ტურისტული სეზონი მესტიაში გუშინ საზეიმოდ გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ მოთხილამურეთა შორის გიგანტურ სლალამოში შეჯიბრი ჩატარდა. ასევე, მოეწყო საზეიმო კონცერტი, რომელსაც როგორც თავად მოთხილამურეები, ისე ტურისტები ესწრებოდნენ. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციამ, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“ ერთად, სიგელებითა და საჩუქრებით 30-მდე მოთხილამურე დააჯილდოვა. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის მიერ დაწესებული, ტრაგიკულად დაღუპული თეზო ჯაფარიძის სახელობის გარდამავალი „ზურულდის თასის“ მფლობელი სვანეთის ნაკრები გახდა.
წაკითხვა
სვანეთში სათხილამურო სეზონი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2014-12-27 20:57:00
გუდაურისა და ბაკურიანის შემდეგ სათხილამურო სეზონი სვანეთში გაიხსნა. ტურიზმის ეროვნული საააგენტოს ინიციატივით, დღეს მესტიაში ტრაგიკულად დაღუპული თეზო ჯაფარიძის სახელობის თასი გათამაშდა. სეზონის პირველი შეჯიბრის დაჯილდოების ცერემონიალი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
წაკითხვა
2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-27 14:08:00
2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი  ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად ძიუდოში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი
წაკითხვა
არჩევანი ოლიმპიური ჩემპიონის სასარგებლოდ - მანუჩარ კვირკველია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია
გამოქვეყნებულია: 2014-12-26 20:45:00
ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვალერი გელაშვილს მოუგო. უკვე ცნობილია 36 წლის სპორტსმენის პრიორიტეტები პრეზიდენტის პოსტზე. მმართველ გუნდს კი პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი რამდენიმე დღეში დაასახელებს.
წაკითხვა
ქართველი სპორტსმენები პოპულარულ საშობაო ვიდეოებში
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 21:18:00
ქართველი სპორტსმენები 24 დეკემბრის ყველაზე პოპულარულ ვიდეოებში - ფეხბურთელები და მორაგბეები საკუთარი ევროპული კლუბების საშობაო და საახალწლო ვიდეორგოლების მონაწილეები გახდნენ.სპორტსმენებმა გულშემატკივრებს მშობლიურ ენაზე მიულოცეს მოახლოებული დღესასწაულები და ბედნიერი 2015 წელი ისურვეს.აღნიშნული კლიპები წინასაახალწლოდ სოციალურ მედიაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
წაკითხვა
2014 წლის საქართველოს რჩეული ფეხბურთელები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდებიან
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 21:13:00
ეროვნული ჩემპიონატის, პირველი ლიგისა და სხვადასხვა ნაკრებთა მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო ფეხბურთელს, ლეგიონერს, ახალგაზრდა მოთამაშესა და ეროვნული პირველობის რჩეულ ფეხბურთელს 25 დეკემბერს დაასახელებენ.უკვე ცნობილია ახალგაზრდა მოთამაშის ნომინაციაში სამეულის ვინაობა. ქვეყნის რჩეული 21 წლამდე ფეხბურთელის ტიტულისთვის ბელგიური „გენკის“ წევრი ლუკა ზარანდია, „დინამო თბილისის“ მოთამაშე გიორგი პაპუნაშვილი და რუსთავის „მეტალურგის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი იბროლებენ. ამ ფეხბურთელებმა გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონია 25 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.
წაკითხვა
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატურა რომან რურუამ მოხსნა
განახლებულია: 2014-12-23 13:26:00
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატურა რომან რურუამ მოხსნა, მიზეზად კი დროის უკმარისობა დაასახელა. აღნიშნულთან დაკავშირებით რურუამ გადაცემა “არენაში” ისაუბრა. ლუკა კურტანიძის პრეზიდენტობის პოსტიდან გადაყენების გამო რიგგარეშე არჩევნები 26 დეკემბერს გაიმართება.
წაკითხვა
შსს-ს ძიუდოს კლუბის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
განახლებულია: 2014-12-22 21:00:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს კლუბის წარმატებული დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე - ჩემპიონატის პირველ ლიგაში კლუბი „მებრძოლი“ საუკეთესო აღმოჩნდა და „ოქროს ლიგის“ საგზური მოიპოვა.მეორე ქართულ კლუბ „საგარეჯოს“ კი საუკეთესო ლიგაში აღზევებამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.ამსტერდამში გამართულ ჩემპიონატზე 17 კლუბი მონაწილეობნდა. კლუბი „მებრძოლი“, ძირითადად, საქართველოს ნაკრების ძიუდოს წევრებით არის დაკომპლექტებული. კლუბმა ფინალურ ორთაბრძოლაში ჰოლანდიურ „კენამჯუს“ 4:1 მოუგო.გამარჯვებული ძიუდოისტები ჰოლანდიიდან დღეს დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებულ სპორტსმენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.
წაკითხვა
„დინამო“ ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა
გამოქვეყნებულია: 2014-12-22 20:57:00
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიდერი გუნდი ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო, „დინამოში“ აღარ ითამაშებენ ომარ მიგინეიშვილი, ირაკლი ძარია და ზურაბ ხიზანიშვილი. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბის რიგები დატოვეს დავით საჯაიამ, გიორგი მჭედლიშვილმა და ნიკა საბანაძემ.გავრცელებული ინფორმაციით, „დინამო“ იანვარში, სავარაუდოდ, ლეგიონერებით გაძლიერდება. კლუბი ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის იანვრის ბოლოდან ანტალიაში მოემზადება.
წაკითხვა
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის ჩემპიონია
გამოქვეყნებულია: 2014-12-21 17:43:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის ჩემპიონია. ჰოლანდიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე შსს-ს კლუბმა ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად იასპარეზა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მასპინძელი ჰოლანდიის ძიუდოისტთა გუნდი დაამარცხა.ამ წარმატების შემდეგ, ქართული კლუბი ევროპის ჩემპიონატის ოქროს ლიგაში გადაინაცვლებს.ჩემპიონატზე მოასპარეზე მეორე ქართულმა კლუბმა „საგარეჯომ“ გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა.
წაკითხვა
12 წელი კოტე მახარაძის გარდაცვლებიდან
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 21:52:00
12 წელი კოტე მახარაძის გარდაცვლებიდან.ქართველ მსახიობისა და კომენტატორის საფლავზე მისი ოჯახის წევრები და კოლეგები შეიკრიბნენ. დიდუბის პანთეონში საზოგადოების ის ნაწილი  იმყოფებოდა, რომელთან ერთადაც კოტე მახარაძემ 76 წელი გაატარა. ყველა თაობის საუკეთესო ტელეკომენტატორი 2002 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა.
წაკითხვა
რუსული კლუბი ქართველ ფეხბურთელებს ჯარიმის სახით მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 21:48:00
ლოზანას საარბიტრაჟოს გადაწყვეტილებით, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ქართველ ფეხბურთელებს მათე ვაწაძეს, გოგიტა გოგუასა და ლაშა სალუქვაძეს მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის. რუსულ კლუბს ქართველების მიმართ სახელფასო დავალიანება ჰქონდა და ფეხბურთელთა მხრიდან საქმის გამოძიების სურვილი სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა. მას შემდეგ, რაც ქართველმა ფეხბურთელებმა რუსული კლუბი დატოვეს, "ვოლგის" ფეხბურთელების მიმართ არსებული დავალიანება არ გაუსტუმრებია, რასაც გრძელვადიანი სასამართლო პროცესი მოჰყვა. საბოლოოდ გოგუას, ვაწაძისა და სალუქვაძის სარჩელმა ლოზანის სააბიტრაჟოში სამართლებრივი გამართლება ჰპოვა და სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
წაკითხვა