საზოგადოებრივი
104.5 FM
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 11:19:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ დასრულდა. სპორტის სახეობებსა და გუნდურ თამაშებში გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. „გორგასლიანის“ ტურნირში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ    სიტყვით მიმართა.  ხელჩართული ბრძოლების ინსტრუქტორებს კვალიფიკაცია „მხედარი“ და „სარანგი“ მიენიჭათ. ხელჩართულ ბრძოლაში, საბრძოლო მრავალჭიდსა და მძლეოსნობა-ესტაფეტაში გამარჯვებისთვის მათ სამი გარდამავალი თასი და მედლები მიიღეს.  ვახტანგ კაპანაძემ „გორგასლიანის“ მთავარი  პრიზი – მგლისგამოსახულებიანი მუზარადი და ორიგინალი საბრძოლო ფარ-ხმალი სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს გადასცა. 
წაკითხვა
ევროპა სამხრეთ ამერიკის წინააღმდეგ
გამოქვეყნებულია: 2014-12-18 21:17:00
ფიფა-ს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „რეალი“ „სან ლორენსოს“ შეხვდება.სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბმა ნახევარფინალში „ოკლენდი“ 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ქალაქ მარაკეშში გაიმართა. ანგარიში პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ბარიენტოსის დარტყმით გაიხსნა. ბერლანგამ 67-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. არგენტინულმა კლუბმა შეხვედრის მესამე დამატებულ წუთზე მატოსის გოლით მოიგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.გადამწყვეტი მატჩი აფრიკის კონტინენტზე მადრიდის „რეალსა“ და „სან ლორენსოს“ შორის თბილისის დროით ხვალ 23:30 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
პირველ გიმნაზიაში ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2014-12-18 21:16:00
თბილისის პირველ საჯარო გიმნაზიაში ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „მოგზაურობა ოლიმპეთში“ ირაკლი ლომოურის ავტორობით გამოიცა. წიგნში აღწერილია ოლიმპიური თამაშების ისტორია და ძველი საბერძნეთის ოლიმპიური მითების საინტერესო ფრაგმენტები. სახელმძღვანელოს მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილია, იდეის ავტორი ემზარ ზენაიშვილი, დიზაინზე კი ვახტანგ შატაიძემ იმუშავა.„მოგზაურობა ოლიმპეთში“ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელშეწყობით გამოიცა. წიგნი 5 000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა. საჯარო და კერძო სკოლებთან ერთად, მას ბიბლიოთეკებიც უსასყიდლოდ მიიღებენ.
წაკითხვა
„ბენდელას თასის“ წილისყრა
გამოქვეყნებულია: 2014-12-18 21:10:00
აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნისდამი მიძღვნილი ტურნირის წილოსყრა გაიმართა. 10 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა.შეჯიბრი 20 დეკემბერს დაიწყება, გამარჯვებული კი 27 დეკემბერს გამოვლინდება.ტურნირის დაწყების წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა - გარდაიცვალა „ბენდელას თასის“ ორგანიზატორი და საფეხბურთო სკოლა „საბურთალოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, 43 წლის ქართლოს ჭუმბურიძე.ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელ ტურნირზე გათამაშდება ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის თასი, მომავალში კი მისი სახელობის ტურნირის ჩატარებაც იგეგმება.
წაკითხვა
"სამეფო კლუბი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 21:27:00
მადრდის "რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. "სამეფო კლუბმა" "კრუს ასულის" კარში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა. ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა. კროოსის შესრულებული ჯარიმის შემდეგ რამოსმა თავური დარტყმით გაიტანა. 36-ე წუთზე კარვახალის პასის შემდეგ ბენზემამ ანგრიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს "კრუს ასულის" სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი იკერ კასილასმა მოიგერია. მეორე ტაიმის დასაწყისში რონალდუს აქტიურობას გარეტ ბეილის გოლი მოჰყვა. 72-ე წუთზე საბოლოო ანგარიში 4:0 ისკომ დააფიქსირა. ფინალური შეხვედრა მაროკოში, 20 დეკემბერს გაიმართება. "რეალის" მეტოქე დღეს "ოკლენდსა" და "სან ლორენცოს" შორის შეხვედრაში გამოვლინდება.
წაკითხვა
ქეცბაიას "ნაკრები" უეფას გამოკითხვაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-16 21:09:00
უეფას ოფიციალური ვებ-გვერდზე წლის საუკეთესო ფეხბურთელების გამოკითხვა მიმდინარეობს. რჩეულ მოთამაშეებს გულშემატკივრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები ასახელებენ.უეფას გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, რომელმაც 11 მოთამაშე დაასახელა. 46 წლის სპეციალისტის გუნდში მეკარეთა შორის მანუელ ნოიერი მოხვდა, ქართველმა მწვრთნელმა მცველებში დავიდ ალაბა, მატს ჰუმელსი, ვენსან კომპანი და ფილიპ ლამი გამოარჩია. ნახევარდაცვის რგოლში ტონი კროოსი, არიენ რობენი და პოლ პოგბა დაასახელა. წლის საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსი კი სამ მოთამაშეს მიანიჭა, მათ შორის - ზლატან იბრაჰიმოვიჩს, კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის.
წაკითხვა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი მაროკოში
გამოქვეყნებულია: 2014-12-16 21:06:00
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი მაროკოში. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" "კრუს ასულის" წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მატჩი რაბათის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ძლიერი წვიმის გამო, შეხვედრა ქალაქ მარაკეშში გადაიტანეს. სამეფო კლუბის პირველ ვარჯიშს აფრიკულ ქვეყანაში რამდენიმე ასეული გულშემატკივარი დაესწრო. ესპანურ კლუბთან შეხვედრამდე მექსიკელებმა მეოთხედფინალში ავსტრალიის წარმომადგენელი "ვესტერნ უონდერერსი" 3:1 დაამარცხეს. ნახევარფინალის მეორე შეხვედრა "სან ლორენსოსა" და "ოკლენდ სიტის" შორის ხვალ გაიმართება.
წაკითხვა
პსჟ-„ჩელსი“, „სიტი“-„ბარსელონა“, „იუვენტუსი“-„დორმტუნდი“ - ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალისტები დაწყვილდნენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-15 20:56:00
უეფა-ს საკლუბო ტურნირები თებერვალში პლეიოფის მატჩებით განახლდება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ. პსჟ-„ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“-„ბარსელონა“, „ბაიერ ლევერკუზენი“-„ატლეტიკო“, „იუვენტუსი“-„ბორუსია დორმტუნდი“, „შახტარი“- „ბაიერნი“, „შალკე 04“ -„რეალი“, „არსენალი“-„მონაკო“, „ბაზელი“- „პორტუ“. პირველი მატჩები 17-18, 23-24 თებერვალს და 10-11, 17-18 მარტს ჩატარდება. „ევროპა ლიგაზე“ მოთამაშე ერთადერთი ქართველის, ჯაბა კანკავას „დნიპრო“ მეთექვსმეტედფინალში პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩები 19 და 26 თებერვალს გაიმართება.
წაკითხვა
კონტაქტურ კარატეში საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი და საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2014-12-14 17:12:00
კონტაქტურ კარატეში საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი და საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი გაიმართა.შეჯიბრში ყველა რეგიონის მებრძოლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები, თასები, სპონსორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და სოლიდური ფულადი ჯილდოები გადაეცათ.ღონისძიების ფარგლებში, პირველად საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალიც გაიმართა, ასევე მოეწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების „ხრიდოლის“ საჩვენებელი გამოსვლებიც.ღონისძიება კიოკუშინკაი კარატეს ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ორგანიზებით გაიმართა.
წაკითხვა
საქართველოს 2014 წლის აბსოლუტური ფალავანი ბექა ღვინიაშვილი გახდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-14 13:52:00
საქართველოს 2014 წლის აბსოლუტური ფალავანი ბექა ღვინიაშვილი გახდა. გადამწყვეტ ბრძოლაში ღვინიაშვილმა ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა და საუკეთესოს ტიტული მოიპოვა.ტურნირში 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის ფალავნებიც. საუკეთესოები ასევე 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელები ამბაკო ავალიანი, ბექა ღვინიაშვილი, დავით ლორიაშვილი და ვახტანგ ოქრუაშვილი გახდნენ.მოჭიდავეებს, სამახსოვრო პრიზებთან ერთად, ფულადი ჯილდო გადასცეს. აბსოლუტურ ფალავნობაში გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი კი „პორშეს“ მფლობელი გახდა.
წაკითხვა
სპორტკომპლექს „არენაში“ საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი და საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 16:50:00
სპორტკომპლექს „არენაში“ საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი და საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კიონ-კუშინ-კაი კარატეს ფედერაციისა და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ტარდება. შეჯიბრში საქართველოს ყველა რეგიონის უძლიერესი მებრძოლი ჩაერთვება.  ტურნირის საპრიზო ფონდი 15 ათას ლარს შეადგენს.
წაკითხვა
ექსკლუზივი: ვალერი გელაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 20:47:00
ვალერი გელაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. პარლამენტის წევრმა პირველად  ინფორმაცია "მოამბესთან" ინტერვიუში დაადასტურა. ვალერი გელაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა.საკუთარ კანდიდატურას კი სარეგისტრაციოდ ორშაბათს წარადგენს. პირველ ოფიციალურ კანდიდატად ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა უკვე დარეგისტრირდა. კანდიდატების წარდგენა კი  ჭიდაობის ფედერაციაში 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. საარჩევნო რიგგარეშე ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება. ახალ პრეზიდენტს ხმის უფლების მქონე 110 დელეგატი აირჩევს.
წაკითხვა
წელს პირველად, გუდაურში ამინდის პროგნოზს არ დაელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 20:39:00
რეპორტაჟი თეთრი კურორტიდან - წელს პირველად, გუდაურში ამინდის პროგნოზს არ დაელოდებიან.20 დეკემბერს ზამთრის კურორტზე სეზონი გაიხსნება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. სასტუროების მეპატრონეები ტურისტთა მოლოდინში არიან. გუდაურს ლაშა მესხი სტურობდა, რომელმაც გაარკვია, რომ თუ თოვლი არ მოვა, სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება მოხდება.
წაკითხვა
სუპერთასი პირველ არხზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-10 20:44:00
საქართველოს სუპერთასის მფლობელი ხვალ „დინამო არენაზე“ გამოვლინდება. ტიტულისთვის „დინამო თბილისი“ და საჩხერის „ჩიხურა“ იბრძოლებენ. მატჩამდე ერთი დღით ადრე, სტადიონის მედიადარბაზში მატჩის წინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მწვრთნელებმა გუნდების ხვალინდელ შანსებზე ისაუბრეს. ჟურნალისტების წინაშე ასევე წარდგა „დინამოს“ ესპანელი ფეხბურთელი ჩისკო, რომელიც კარიერაში ბოლო მატჩს ხვალ ჩაატარებს. თბილისელთა შემადგენლობაში ჩისკო 2011 წლის ზაფხულიდან თამაშობს და ჩემპიონატის ბოლო სამი სეზონის საუკეთესო ბომბარდირია.სუპერთასის მატჩი ხვალ, 11 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. მატჩის რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
„ბარსელონა“-„პსჟ“ პირველ არხზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-10 14:44:00
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და  მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელი 3 გუნდის ვინაობა გაირკვა.„ლივერპულმა“ „ბაზელთან“ 1-1 ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. ფრედ 0-0 დასრულდა ტურინის „იუვეტუსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვედრა და შემდეგ ეტაპზე იტალიელები გავიდნენ.„ოლიმპიაკოსმა“ „მალმიოს“ 4-2 მოუგო. „მონაკომ“ „ზენიტს“ 2-0 სძლია და მესამე საგზურის მფლობელი გახდა.მადრიდის „რეალმა“ „ლუდოგორეცი“ 4-0 დაამარცხა. „ბენფიკამ“ „ლევერკუზენთან“ ფრედ 0-0 ითამაშა. 1-1 დასრულდა დორტმუნდის „ბორუსიისა“ და „ანდერლეხტის“ მატჩი. „გალათასარაიმ“ „არსენალთან“ 4-1 წააგო.დღეს ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი ჯგუფის შეხვედრები გაიმართება. 23:40 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი „ბარსელონისა“ და „პსჟ-ის“ მატჩს შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
"დინამო" - "ჩიხურა" სუპერთასის მფლობელი 11 დეკემბერს გამოვლინდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-09 21:03:00
საქართველოს სუპერთასის მფლობელი 11 დეკემბერს გამოვლინდება. ტიტულისთვის "დინამო თბილისი" და საჩხერის "ჩიხურა" იბრძოლებენ. "დინამომ" სუპერთასის მატჩში მონაწილეობის უფლება ჩემპიონობით მოიპოვა. "ჩიხურამ" კი საქართველოს თასის ფინალში მონაწილეობით, რომელიც იმავე  "დინამოსთან" წააგო."დინამო არენაზე" დაგეგმილი შეხვედრა, ესპანელი ჩისკოსთვის ბოლო პროფესიული მატჩი იქნება. თბილისელთა  შემადგენლობაში ჩისკო 2011 წლის ზაფხულიდან თამაშობს.  126 შეხვედრაში 77 გოლი გაიტანა. სუპერთასის მატჩი "დინამოს" სტადიონზე ხუთშაბათს, 17 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს ჩვენს არხზე იხილავთ.
წაკითხვა
ქართველი მოციგურავეების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-08 20:40:00
ქართველი მოციგურავეების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე - ტალინში მოცეკვავეთა წყვილმა, ტატიანა კოზმავასა და ალექსანდრ ზოლოტარიოვის შემადგენლობით, უფროსებს შორის მეორე ადგილი დაიკავა. იუნიორთა შორის ასევე მეორე პოზიციაზე გავიდა არმენ აგაიანი. ესტონეთში გამართულ შეჯიბრზე სპორტსმენებმა 2015-16 წლებში დაგეგმილი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიები მოიპოვეს.
წაკითხვა
რუსთავში საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშების მატჩი ჩაიშალა
განახლებულია: 2014-12-05 21:32:43
რუსთავში საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშების მატჩი ჩაიშალა. მიზეზი დარბაზში არსებული ჰაერის დაბალი ტემპერატურა გახდა. მატჩის დელეგატის გადაწყვეტილებით, დარბაზის ტემპერატურა ე.წ. "კალათბურთის ოფიციალურ წესებში" მითითებულ ზღვარზე ნაკლები იყო, რაც მატჩის გადადების მიზეზი გახდა. შეხვედრა "რუსთავსა" და "მგზავრები - არმიას" შორის საკალათბურთო აკადემიის ნეიტრალურ დარბაზში13 დეკემბერს ჩატარდება.
წაკითხვა
უეფამ ყირიმულ კლუბებს რუსეთის საფეხბურთო ლიგებში ასპარეზობა აუკრძალა
განახლებულია: 2014-12-05 21:18:13
უეფამ ყირიმულ კლუბებს რუსეთის საფეხბურთო ლიგებში ასპარეზობა აუკრძალა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ნებართვის გარეშე, რუსეთს ყირიმის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტურნირის ჩატარების
წაკითხვა
ფაჩულიას მორიგი შედეგიანი მატჩი NBA-ში
განახლებულია: 2014-12-04 21:52:15
ზაზა ფაჩულიას მორიგი შედეგიანი მატჩი NBA-ში - „მილოუკი ბაქსმა“ „დალას მავერიკსს“ უმასპინძლა და შეხვედრა 105-107 დათმო.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 8 ქულა, 9 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. მილოუკელთა შორის საუკეთესო ბრენდონ ნაითი იყო, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.მილოუკი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი ხვალ მაიამის წინააღმდეგ  ჩაატარებს.გიორგი შერმადინის „კანტუმ“ კი „ვილერბანთან“ ევროთასის შეხვედრაში 79:69 მოიგო. ქართველმა კალათბურთელმა არასრულ19 წუთში 19 ქულა ჩააგდო.
წაკითხვა