საზოგადოებრივი
104.5 FM
ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 11:16:00
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. კარგი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს. ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, თუმცა უკვე ხვალიდან ტემპერატურა 15°-20°-მდე მოიმატებს, დედაქალაქში ხვალ 17 °-ია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში კი ხვალ ტემპერატურა 20-25°-მდე მოიმატებს.„6 ოქტომბრიდან უკვე მოიმატებს ტემპერატურა, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. 6 ოქტომბერს დასავლეთში ტემპერატურა 23°- 28°, აღმოსავლეთში კი 16°-21° იქნება. 7 ოქტომბერს დასავლეთში 25°- 30°, აღმოსავლეთში კი 20°-25° სითბოა ნავარაუდევი. 8-შიც მაღალი ტემპერატურა იქნება, 31°-მდე შეიძლება იყოს დასავლეთში, აღმოსავლეთ საქართველოში კი 227° მდე“, - აღნიშნავს სინოპტიკოსი.
წაკითხვა
ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 11:00:00
ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. წყავროკასა და ლეღვაში მეწყერმა პრობლემები საცხოვრებელ სახლებსაც შეუქმნა. მიწის მასა სამ სახლთან ახლოს ჩამოწვა, რის გამოც ერთმა ოჯახმა თავი ნათესავს შეაფარა. მეწყერი ხუთი სოფლის ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზე განვითარდა. დაახლოებით ნახევარი საათით ჩაკეტილი იყო ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიც. სტიქიის კერებთან მძიმე ტექნიკა მუშაობს.
წაკითხვა
რას ნიშნავს მაღლა აწეული მუშტი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 17:28:00
მეხიკოში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო სამუშაოების ამსახველ ფოტოებში ხშირად ჩანდნენ ადამიანები, რომელთაც მაღლა აწეული ხელები მუშტად ჰქონდათ შეკრული. „ბი-ბი-სის“ განმარტებით, ეს მაშველების სასიგნალო ნიშანია და სიჩუმეს ნიშნავს. როცა ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი და მათი პოვნა მხოლოდ ხმითაა შესაძლებელი, მაშველები ხელებს მაღლა წევენ და მუშტად კრავენ. ამ „სიგნალს“ გარშემომყოფებიც უერთდებიან და გარშემო სრული სიჩუმე წამიერად დგება. ასეთი საშუალებით მაშველები დაზარალებულის ხმის მიხედვით ცდილობენ მისი ადგილმდებარეობის გამოცნობას და შველას. არსებობს კიდევ ორი სასიგნალო ნიშანი: მაღლა აწეული ხელი გაშლილი მტევნით, რომელიც ნიშნავს - არავინ გაინძრეს ადგილიდან. ეს მნიშვნელოვანი ჟესტია მაშველებისთვის - როცა ისინი სახიფათო მონაკვეთზე მუშაობენ. მეორე კი მაღლა აწეული საჩვენებელი თითია, რაც ნიშნავს - მუშაობას დავუბრუნდეთ. ამ „სიგნალს“ მაშველები იყენებენ, როცა ნანგრევებში მოქცეული გადარჩენილის ადგილსამყოფელი დაზუსტდება ან საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ნანგრევებიდან არავის ხმა არ ისმის. 
წაკითხვა
ქობულეთში, მეწყრული პროცესების გამო, ექვსი ოჯახი საკუთარი სახლებიდან ევაკუირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 10:56:00
ქობულეთში გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ექვსი ოჯახი საკუთარი საცხოვრებლებიდან ევაკუირებულია. ეროზიულმა პროცესმა პრობლემა 11 ოჯახს შეუქმნა. მიწის მასა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევიდა. მეწყერში მოყვა ერთი მსუბუქი ავტომანქანაც, საიდანაც მაშველებმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციათა შტაბში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა, რომლებზეც შემთხვევის ადგილებზე გასულმა სამაშველო ბრიგადებმა მოახდინეს რეაგირება. სტიქიის შედეგად, დაზიანდა შიდა და ცენტრალური სასოფლო გზები სოფელ ქობულეთში, ზედა სამებაში, წყავროკაში, ზენითსა და კონდიდში. ამ დრომდე 1500-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. უკვე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. დღის განმავლობაში ჩახერგილი გზების გასაწმენდად შვიდი ერთეული მძიმე ტექნიკა იმუშავებს, ასევე მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა.
წაკითხვა
ქარიშხალი „ირმა“ ფლორიდის დასავლეთ ნაწილს მიუახლოვდა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 00:44:00
ქარიშხალი „ირმა“ ფლორიდის შტატის დასავლეთ ნაწილს, ქალაქ ნეიპლს თავს დაატყდა, სადაც 300 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წყლის დონემ შესაძლოა, 4,5 მ. სიმაღლით მოიმატოს. ქარიშხალმა „ირმამ“ მაიამის ქუჩები წყლით დაფარა. სტიქია ფლორიდის შტატის სამხრეთ ნაწილს ემუქრება. აშშ-ის სტიქიების კვლევის სააგენტოს ინფორმაციით, სიმძლავრის მიხედვით ქარიშხალი მესამე კატეგორიად შეფასდა, ორი დღის წინ კი სტიქია მე-5 კატეგორიად განიხილებოდა. ქარიშხალი 120 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. მაიამის ბიზნესცენტრში 60 სმ-მდე წყალი დგას. ქალაქი ევაკუირებულია. ექვს მილიონზე მეტმა ადამიანმა ფლორიდა ბოლო ორ დღეში დატოვა. მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ვიდეომასალა პირველ არხს ფლორიდაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ მიაწოდა. შეგახსენებთ, ქარიშხალ „ირმას“ კარიბის ზღვის კუნძულებზე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.წყარო: BBC 
წაკითხვა
ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში გარე განათების ხაზები დააზიანა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 15:52:00
ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში გარე განათების ხაზები დააზიანა. როგორც პირველ არხს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ასევე იყო ხეების მცირე დაზიანებაც დიდუბის და დიღმის რაიონში. "ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის თანახმად, ჩხიკვიშვილისა და ლუბლიანას ქუჩაზე დაზიანდა გარე განათების ხაზები, რამაც ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია. ინფორმაცია თელასს დროულად მივაწოდეთ და მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე აღუდგა. რაც შეეხება სხვა სახის დაზიანებებს, შემოვიდა ინფორმაცია, რომ მოხდა ხის ტოტების ცვენა", - განაცხადეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში.
წაკითხვა
თბილისში საღამოს ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
განახლებულია: 2017-09-07 15:52:00
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7 სექტემბერს, საღამოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. რაც შეეხება დედაქალაქს, როგორც სინოპტიკოსები განმარტავენ, ქარი 7 სექტემბერს, საღამოს გაძლიერდება და 8 სექტემბრიდან თანდათან შესუსტდება. „ხვალ დღისით გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, რაც შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება. ხოლო 9 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში 30-32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 29-34 გრადუსამდე დათბება“, - აცხადებენ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში.
წაკითხვა
სინოპტიკოსები 7 სექტემბრიდან ზღვაზე 4-5 ბალიან შტორმს ვარაუდობენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 12:18:00
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 სექტემბრიდან მოსალოდნელია ნალექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ძალიან ძლიერი (უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.მათივე ინფორმაციით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა, მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს. 
წაკითხვა
სოფელ თვალივთან მდებარე ტყეში ხანძარი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 22:14:00
დუშეთის რაიონის სოფელ თვალივთან მდებარე ტყეში ხანძარი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული. ხანძრის კერამდე ავტომობილები ვერ მიდიან. რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი სახანძრო მანქანების გარეშე ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას. ცოტა ხნის წინ, ტყეში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, გვიან ღამით ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები დროებით ვერ განხორციელდება. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე მისვლა ავტომობილებისათვის შეუძლებელია. გავრცელების არეალი 2-დან 4 ჰექტარია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი 2010 წელსაც იყო.
წაკითხვა
სტიქიის ზონაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია - ვიდეო ბორჯომის ხეობიდან
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 20:34:00
სტიქიის ზონაში ცეცხლის გავრცელების არეალი შედარებით შემცირებულია, თუმცა ქარი და რელიეფური პირობები მუშაობას ართულებს. მეხანძრე-მაშველებს ეხმარებიან კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდაც. ამ წუთებში განსაკუთრებული მობილიზება წაღვერის მთაზე,  ტიმოთესუბნის ქედზეა, სადაც ყველაზე პრობლემური უბნებია. 
წაკითხვა
ხანძარი სოფელ თვალივში - ცეცხლი ტყის მასივს უკიდია [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 20:11:00
​დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარზეა გავრცელებული. მისივე განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის, შესაბამისად, ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით ცეცხლი 2-დან 4 ჰექტრამდე ტერიტორიას უკიდია.
წაკითხვა
ჰაერში და მიწაზე - მაშველები სტიქიის პირისპირ (ფოტო და ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 15:08:00
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო სხვადასხვა რეგიონში ხანძარს ებრძვის. ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურში ხანძარი ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში კი, ხანძრის ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია.ქართველი მაშველებთან ერთად ტყის ხანძრის ჩასაქრობ სამუშაოებში აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეებიც მონაწილეობენ. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა ჰაერიდან - ვერტმფრენებით და მიწაზე - მძიმე ტექნიკით მიმდინარეობს. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზების პროცესში თურქეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანის ვერტმფრენები მონაწილეობენ.ფოტოამბავი&
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში წვიმაა ნავარაუდევი
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 10:51:00
ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში ნალექს ელოდებიან. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, არსებული პროგნოზის მიხედვით, ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 16:00-17:00 საათის შემდეგ გაწვიმდება. „წვიმას ჩვენ ველოდებით დღის მეორე ნახევარში, ცოტა გვიან, 16:00-17:00 საათის შემდეგ უნდა გაწვიმდეს ბორჯომის ხეობაში. იქ ჯერჯერობით სუსტი ქარია. მიმართულება არ შეცვლილა, აღმოსავლეთის მიმართულებით სავარაუდოდ 3-5 მეტრი წამში. დღის მეორე ნახევარში იქ შეიცვლება ქარის მიმართულება და უკვე სუსტი, ზომიერამდე ქარი იქნება 5-10 მეტრი წამში. წვიმა იქნება ხანმოკლე ხასიათის, ელჭექით, დროგამოშვებით იწვიმებს ამაღამ, შემდეგ გაჩერდება და იწვიმებს 25 აგვისტოს ღამით, შედარებით ნაკლები ინტენსივობით“, - აცხადებს სვეტლანა ნიორაძე. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. 
წაკითხვა
ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 21:06:00
​ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში ამ წუთებში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს ელოდებიან. ამის შესახებ პირველ არხს სოფელ ბოშურში გორის გამგებლის წარმომადგენელი კახა თინიკაშვილი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ხანძარი ერთ ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. "ველოდებით მეხანძრეებს. ამ წუთებში ჩვენი რესურსით ვცდილობთ ხანძრის შეჩერებას. დაახლოებით 20 კაცი ვმუშაობთ", - განაცხადა კახა თინიკაშვილმა. მისივე თქმით, ადგილზე ძალიან რთული რელიეფია და როგორც წესი, ქრის ქარი. ეს ყველაფერი კი სამუშაოებს გაართულებს. "ხანძარი საცხოვრებელ სახლებთან ერთი კილომეტრითაა დაშორებული და ამიტომ მისი ლოკალიზება დროულად უნდა მოხერხდეს", - ამბობს კახა თინიკაშვილი.
წაკითხვა
თურქული თვითმფრინავი კოპიტნარის აეროპორტიდან ბორჯომისკენ გასაფრენად ემზადება
განახლებულია: 2017-08-22 20:32:00
თურქული თვითმფრინავი  კოპიტნარის აეროპორტიდან ბორჯომის ხეობისკენ  გასაფრენად ემზადება.თურქეთის მიერ გამოგზავნილი ორი ვერტმფრენის გარდა, ხანძრის ლოკალიზაციაში თვითმფრინავიც ჩაერთვება.  საქართველოს შს მინისტრის ინფორმაციით, თვითმფრინავი სტიქიის ზონაზე სავარაუდოდ ერთხელ შემოფრენას მოასწრებს.  
წაკითხვა
უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 11:54:00
უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსების განცხადებით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება დასავლეთ საქართველოში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში. აქ გარკვეულ ადგილებში ჰაერის ტემპერატურა 34-39 გრადუსს მიაღწევს. შედარებით გრილი ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლზე. უმეტესად ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. აქ ჰაერის ტემპერატურა 32-დან 37 გრადუსამდე აიწევს. დედაქალაქში კი უახლოესი დღეების განმავლობაში 35 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურის კლებას არ ელოდებიან.
წაკითხვა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-18 09:34:00
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 02:36 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ქვემო ბოდბედან კი 8 კილომეტრში, 29 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 
წაკითხვა
სოფელ ჟონეთში ადიდებულმა რიონმა სახლები და ეზოები დატბორა
გამოქვეყნებულია: 2017-07-08 11:20:00
წყალტუბოს მუნიცუპალიტეტის სოფელ ჟონეთში, რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა დაკალაპოტიდან გადმოვიდა. მოვარდნილმა წყალმა ეზოები და სახლები დატბორა. ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით მოვარდნილი წყალი სკოლის შენობაში შევიდა და სოფელ ჟონეთიდან სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ,,მთელი ღამე გარეთ გავათენეთ, შიშით ვერ დავიძინეთ. ყოველი გაწვიმების დროს ასეთ მდგომარეობაში ვართ", - განაცხადა საზოგადოებრივთან საუბრისას სოფელ ჟონეთის მკვიდრმა, ია ბობოხიძემ.შსს-ის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.უამინდობამ პრობლემები შექმნა ხობში, ზუგდიდსა და ფოთში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.
წაკითხვა
რაჭაში გადაუღებელი წვიმის გამო, ადიდებულმა მდინარე ჩვეშურმა გარესამყაროს ორი სოფელი მოწყვიტა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-07 11:40:00
რაჭაში გადაუღებელი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ჩვეშურმა გარესამყაროს ორი სოფელი მოწყვიტა. ონის რაიონის სოფელ ღებთან და სოფელ გონასთან დამაკავშირებელი გზა აღარ არსებობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ღებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენის სამუშაოები და გზა რამდენიმე საათში აღდგება. "რაც შეეხება სოფელ გონას, აქ სამუშაოებს ამინდის გაუარესების გამო ვერ ვიწყებთ. მდინარის წყალმა სოფელთან დამაკავშიორებელი ხიდები წაიღო", - განაცხადა საზოგადოებრივთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ. შეგახსენებთ, რომ რაჭაში უკვე მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს.
წაკითხვა
სტიქია ზემო რაჭაში [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 17:30:00
სტიქია ზემო რაჭაში. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადავიდა და ქალაქ ონში ნაპირსამაგრები დააზიანა.  რიონმა საფრთხე შეუქმნა როგორც ქალაქს, ასევე ზემო რაჭის რამდენიმე სოფელს. ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მდინარემ დააზიანა საგლოლო-ღების საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც სოფელი ღები მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყდა. ამჟამად სოფელში მისასვლელი გზა აღდგენილია. ზემო რაჭაში ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ გონაში ორი საავტომობილო ხიდი დაანგრია. სტიქიის შედეგად კურორტ უწერაში ნაპირსამაგრი დაზიანდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და მინერალურ წყალ “ნაპერწკალას” მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. მუნიციპალიტეტის გამგეობის გავრცელებული ინფორმაციით, საგლოლო-ღების, ასევე ქუთაისი – ალპანა – შოვი – მამისონის სახელმწიფო გზის მონაკვეთებზე მეწყრული კერებია წარმოქნილი. მდინარე რიონმა ასევე დააზიანა სოფელ გომთან მისასვლელი ხიდის ბურჯი. ადგილზე არსებულ მდგომარეობას სპეციალური სამუშაო ჯგუფი სწავლობს და ამჟამად სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. 
წაკითხვა