საზოგადოებრივი
104.5 FM
ხახაბოს მთის ფერდობზე წიწვოვანი ტყე იწვის - ქარის გამო, ლოკალიზებული ცალკეული კერები ისევ აალდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 16:14:00
ხახაბოს მთის ფერდობზე წიწვოვანი ტყე იწვის. ვითარებას ქარი ართულებს. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სწორედ ქარის გამო, თითქმის ლოკალიზებული ცალკეული კერები ისევ აალდა, მოიმატა დაკვამლიანებამაც. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები. მუშაობას განაგრძობს სპეციალური ტექნიკაც. ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. 
წაკითხვა
ცეცხლის სალიკვიდაციო ღონისძიებები ხახაბოს მთის ფერდობზე - ადგილზე 50-მდე მეხანძრე - მაშველი და რეინჯერია მობილიზებული
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 12:05:00
თუშეთში, ხახაბოს მთის ფერდობზე ისევ მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული. მეორე დღეა ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. მდგომარეობას ძნელად მისადგომი რელიეფი ართულებს. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხემძღვანელის ინფორმაციით, ძირითად კერებამდე სამანქანო გზის გაჭრა მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თუშეთში 50-მდე მეხანძრე- მაშველი და რეინჯერია მობილიზებული, ასევე აქტიურად მუშაობს რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა. ცეცხლი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ხანძარს ხახაბოს მთაზე რამდენიმე კვირის წინაც ებრძოდნენ. თუმცა ამჯერად ცეცხლი არა ნახანძრალ, არამედ ახალ ტერიტორიას მოედო. 
წაკითხვა
კახეთში სეტყვისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 12:12:00
სეტყვა იყო კახეთში. დასეტყვილი ტერიტორიების შესწავლა და ზარალის დათვლა დილიდან დაიწყო. სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ნასამხრალი და კურდღელაური  დააზარალა. სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა, მოგლიჯა ხეები და საავტომობილო გზაზე შეაფერხა მოძრაობა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. კურდღელაურში საცხოვრებელ სახლს სტიქიამ სახურავი გადახადა. დაისეტყვა ვენახები და ხეხილის ბაღები. 
წაკითხვა
აშშ-ში ქარიშხალ „ირმას“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 06:42:00
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ირმას“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდა დააზარალა. შტორმი ასევე მძვინვარებს ჯორჯიის, სამხრეთ კაროლინისა და ალაბამას შტატებში. ფლორიდაში, ქარიშხლის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება 6,7 მილიონ აბონენტს. ერთ მილიონამდე აბონენტია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე ჯორჯიის შტატში. ფლორიდაში, ქარიშხალ „ირმას“გამო, ხელისუფლებამ 6,5 მილიონი ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ფლორიდაში მაშველები 30-მა შტატმა გაგზავნა. „ირმას“ სიმძლავრე ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა მას კვლავ ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი. ამჟამად ციკლონი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი თანდათან შესუსტდება. სანამ აშშ-ის სანაპიროს მიაღწევდა, ქარიშხალმა „ირმამ“კარიბის ზღვის აუზის კუნძულებს გადაუარა და ზოგიერთი მათგანი მთლიანად გაანადგურა. სენ-მარტინსა და ბარბუდაზე განადგურებულია შენობების 95%. კარიბის ზღვაში სტიქიას 37 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 დაიღუპა კუბაზე. 
წაკითხვა
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 21:32:00
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები კურდღელაური, ნასამხრალი და შალაური დააზარალა. კურდღელაურში ქარმა სახლს სახურავი გადახადა. გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე კი ხე წაიქცა, რომელმაც ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.  სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია დილით გახდება ცნობილი. 
წაკითხვა
გაზეთ „მაიამი ჰერალდის“ ოფისი სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს და ჟურნალისტების ოჯახის წევრებს თავშესაფარსაც სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 04:26:00
სამხრეთ ფლოდირაში, სადაც ქარიშხალი „ირმა“ მძვინვარებს, გაზეთ „მაიამი ჰერალდის“ რედაქციამ ჟურნალისტების სამუშაო სივრცეში, თავად ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის თავშესაფარი მოაწყო. „ჩვენ მივმართეთ მოსახლეობას და გავაფრთხილეთ, რომ თუ წასასვლელი არსად აქვს, შეუძლიათ აქ მოვიდნენ, ჩვენთან. ერთადერთი, რასაც ჩვენ ოფიციალურად ვკრძალავთ, ოფისში ცხოველების ან ფრინველების მოყვანაა“ - აცხადებს „ჰერალდის“ რედაქტორი. „მაიამი ჰერალდის“ ოფისი შეერთებული შტატების სამხრეთ სარდლობის ყოფილი სათაო ოფისის შენობაშია განთავსებული, რის გამოც გამომცემლობა მაიამიში ყველაზე უსაფრთხო ადგილია. კედლები ბეტონისაა, ფანჯრები ტყვიაგაუმტარი და უძლებს „ერ-პე-გედან“ გასროლილი ჭურვის აფეთქებებსაც. ოთხი ძლიერი გენერატორი უზრუნველყოფს გაზეთის მასალებზე მუშაობასა და ბეჭდვას უწყვეტად, 10 დღის განმავლობაში. ინტერნეტკავშირი ოთხი სხვადასხვა პროვაიდერის მიერ ხორციელდება, რაც გამომცემლობის ელექტრონული მუშაობის უწვეტობას უზრუნველყოფს, რაც ახალი ამბების რედაქციას საშუალებას აძლევს, უწყვეტ რეჟიმში იმუშაოს, გამანადგურებელი ქარიშხალი „ირმას“ პირობებში. 
წაკითხვა
ქარიშხალი „ირმა“ ფლორიდის დასავლეთ ნაწილს მიუახლოვდა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 00:44:00
ქარიშხალი „ირმა“ ფლორიდის შტატის დასავლეთ ნაწილს, ქალაქ ნეიპლს თავს დაატყდა, სადაც 300 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წყლის დონემ შესაძლოა, 4,5 მ. სიმაღლით მოიმატოს. ქარიშხალმა „ირმამ“ მაიამის ქუჩები წყლით დაფარა. სტიქია ფლორიდის შტატის სამხრეთ ნაწილს ემუქრება. აშშ-ის სტიქიების კვლევის სააგენტოს ინფორმაციით, სიმძლავრის მიხედვით ქარიშხალი მესამე კატეგორიად შეფასდა, ორი დღის წინ კი სტიქია მე-5 კატეგორიად განიხილებოდა. ქარიშხალი 120 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. მაიამის ბიზნესცენტრში 60 სმ-მდე წყალი დგას. ქალაქი ევაკუირებულია. ექვს მილიონზე მეტმა ადამიანმა ფლორიდა ბოლო ორ დღეში დატოვა. მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ვიდეომასალა პირველ არხს ფლორიდაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ მიაწოდა. შეგახსენებთ, ქარიშხალ „ირმას“ კარიბის ზღვის კუნძულებზე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.წყარო: BBC 
წაკითხვა
ქარიშხალმა „ირმამ’“ კუბას გადაუარა - სტიქიამ კუნძულზე წყალდიდობა გამოიწვია
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 12:29:00
ქარიშხალმა „ირმამ’“  კუბას გადაუარა. სტიქიამ კუნძულზე წყალდიდობა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, სტიქიას კარიბის აუზის კუნძულებზე 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახლა კი ქარიშხალი ფლორიდისკენ მიიწევს, ის უახლოეს საათებში მაიამის დაატყდება თავს. ფლორიდის შტატიდან 5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ფლორიდის შემდეგ ქარიშხალი ჯორჯიის შტატისკენ გადაინაცვლებს. მექსიკის ყურეში კი ქარიშხალი ,,კატია’’ მძვინვარებს, რომელიც ვერაკრუზის შტატს ემუქრება. 
წაკითხვა
14 დაღუპული - ქარიშხალმა „ირმამ“ კარიბის აუზის კუნძულები მიწასთან გაასწორა
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 18:32:00
ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილმა მეხუთე,  ყველაზე მაღალი კატეგორიის ქარიშხალმა „ირმამ“ კარიბის აუზის კუნძულები პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა. განადგურებულია შენობა-ნაგებობების 95 პროცენტი. დაიღუპა 14 ადამიანი. ჰოლანდიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებმა კუნძულებზე პირველადი დახმარება უკვე გაგზავნეს. სტიქია ახლა კონტინენტისკენ მიიწევს. ფლორიდიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 
წაკითხვა
კახეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს ავიაცია არ მონაწილეობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 16:14:00
ხანძარის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძლდება კახეთში. დღეს ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაცია არ მონაწილეობს. ადგილზე 500 მაშველი მუშაობს. ძლიერი ქარის შედეგად ართანაში ლოკალიზებული ცეცხლის ცალკეული კერები კვლავ განახლდა. იმატა დაკვამლიანებამაც. კახეთში ხანძრას უკვე 7 დღეა ებრძვიან. რეგიონში ელოდებიან ორ ირანულ ვერტმფრენსაც. 
წაკითხვა
სტიქია სვანეთში - ძლიერმა წვიმამ მესტიის რაიონი დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 12:09:00
სტიქიას ებრძვიან მესტიაში. ლახამულას თემის სოფელ ნოდაში ძლიერი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ძლიერმა წვიმამ ხერაშის ღელეს ადიდება გამოიწვია მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში. სოფელ ჭოლასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დაზიანებულია. ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა, და ამ დროისთვის  გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა მულახის და მუჟალის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც.
წაკითხვა
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 12:08:00
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება ხულოში. საგანგებო შტაბში მუშაობა დილის 8-ის ნახევრიდან განახლდა. დღის ბოლომდე იგეგმება ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია.  დილის 6 საათიდან ცოცხალი ძალა უკვე ჩაერთო ცეცხლის ქრობის პროცესში. სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი. დილიდან მუშაობს 2 ვერტმფრენი. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 3-4 დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდება ხანძრის სრული პერიმეტრის დამუშავება.
წაკითხვა
ძლიერი ქარის შედეგად, ართანაში ლოკალიზებული ცეცხლის ცალკეული კერები კვლავ განახლდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 12:05:00
ძლიერი ქარის შედეგად, ართანაში ლოკალიზებული ცეცხლის ცალკეული კერები კვლავ განახლდა.  გაიზარდა დაკვამლიანება. კახეთში ხანძრას უკვე 7 დღეა ებრძვიან. ავიაცია ამ წუთებში შემოწმებას გადის რის შემდეგაც ცეცხლის ქრობის პრიოცესში ჩაერთვება. რეგიონში ელოდებიან ორ ირანულ ვერტმფრენსაც. თუშეთის ტყეში ხანძრის კერების ლიკვიდირებას დღის ბოლომდე პროგნოზირებენ საგანგებო შტაბში. 
წაკითხვა
ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში გარე განათების ხაზები დააზიანა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 15:52:00
ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში გარე განათების ხაზები დააზიანა. როგორც პირველ არხს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ასევე იყო ხეების მცირე დაზიანებაც დიდუბის და დიღმის რაიონში. "ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის თანახმად, ჩხიკვიშვილისა და ლუბლიანას ქუჩაზე დაზიანდა გარე განათების ხაზები, რამაც ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია. ინფორმაცია თელასს დროულად მივაწოდეთ და მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე აღუდგა. რაც შეეხება სხვა სახის დაზიანებებს, შემოვიდა ინფორმაცია, რომ მოხდა ხის ტოტების ცვენა", - განაცხადეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში.
წაკითხვა
თბილისში საღამოს ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
განახლებულია: 2017-09-07 15:52:00
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7 სექტემბერს, საღამოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. რაც შეეხება დედაქალაქს, როგორც სინოპტიკოსები განმარტავენ, ქარი 7 სექტემბერს, საღამოს გაძლიერდება და 8 სექტემბრიდან თანდათან შესუსტდება. „ხვალ დღისით გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, რაც შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება. ხოლო 9 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში 30-32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 29-34 გრადუსამდე დათბება“, - აცხადებენ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში.
წაკითხვა
საქართველოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 00:30:00
საქართველოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 21:43 საათზე, ქალაქ დედოფლისწყაროდან 33 კილომეტრში, სოფელ ზემო ხალაწანში დაფიქსირდა.ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.ამასთან, სექტემბერში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა საქართველოში. მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს, 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ გამარჯვებიდან 21 კმ-ში დაფიქსირდა.
წაკითხვა
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - შავნაბადას მთაზე კვლავ პრობლემურია ორი კერა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 20:41:00
მაღალმთიან აჭარაში მეხანძრე-მაშველების რაოდენობის გაზრდა გახდა საჭირო. ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. შავნაბადას მთაზე კვლავ პრობლემურია ორი კერა, სადა,ც ცოცხალ ძალასთან ერთად, ცეცხლის ჩაქრობას ავიაციაც ცდილობს.   
წაკითხვა
სინოპტიკოსები 7 სექტემბრიდან ზღვაზე 4-5 ბალიან შტორმს ვარაუდობენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 12:18:00
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 სექტემბრიდან მოსალოდნელია ნალექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ძალიან ძლიერი (უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.მათივე ინფორმაციით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა, მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს. 
წაკითხვა
ართანაში, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოს ტყეში ცეცხლის ცალკეული კერების ლოკალიზება მოხერხდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 12:11:00
ხანძრის სრული ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება, ართანაში, კოხტას მთაზე და ვერც თუშეთში ხახაბოს ტყეში. თუმცა ცალკეული კერების ლოკალიზაციას   პირველ არხთან საუბარში  სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს. ართანაში, კერებამდე მაქსიმალურად მიახლოების მიზნით, მძიმე ტექნიკა გადაიყვანეს რათა გზების მონაკვეთი გასუფთავდეს.  ადგილზე კვლავ რჩება ცოცხალი ძალა, ხანძრის ლოკალიზებაზე ამ წუთებში სამი ვერტმფრენი მუშაობს. 
წაკითხვა
ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ავიაციაც ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 12:10:00
ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ავიაციაც ჩაერთო. ამ დროსითვის ხანძრის ჩაქრობას 2 ვეტმფრენი ცდილობს. ხანძრის კერებთან მისასვლელად გაიჭრა საავტომობილო გზა და ცეცხლის ლოკალიზებას დღის ბოლომდე ვარაუდობენ. მერაბ წულუკიძე დეტალებით. 
წაკითხვა